ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუცია ჩვენი დასაცავია.
„თუ დავუშვით ის, რომ შეიძლება, ვიღაცამ საკუთარი გემოვნებით ან რაღაც კეთილშობილი მიზნებით თქვას, კონსტიტუცია კონსტიტუციაა, მაგრამ თუ პრეზიდენტი და სახელმწიფოს მეთაური ჩათვლის, რომ არის უფრო სხვა