27 სექტემბრიდან ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისი-ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ ავიარეისებს შეასრულებს. პანდემიისას დაწესებული სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ ავიაკომპანია საქართველოს ბაზარს 2023 წლის იანვრიდან დაუბრუნდა და ამ ეტაპზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, საქართველოს მხრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და ყოველდღიური საჰაერო ფრენები ხელს შეუწყობს