საგარეჯოში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე არასრულწლოვანი დაშავდა. შემთხვევა ცოტ ხნის წინ საგარეჯოს 1-ელი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტომანქანას არასრულწლოვანი მართავდა.
ადგილობრივების თქმით, სიჩქარის გადაჭარბებით მოძრავი „მიცუბიშის“ მარკის მანქანის მძღოლმა, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე არსებულ ბოძს, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და იქვე მყოფ ქალს შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა “მიცუბიშის“ მარკის ავტომობი