დანია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც 830 მილიონი დოლარის ოდენობის იქნება. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, სატანკო საბრძოლო მასალას და საზენიტო იარაღებს. ინფორმაციას დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დანიისგან დახმარების ეს პაკეტი იქნება მე-12 და ყველაზე მასშტაბური.
,,იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის უკანონო