წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციასა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში ლიბიის წარმომადგენლის, ტამერ რამადანის ცნობით, ლიბიაში ძლიერი შტორმისა და კაშხლების ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანია დაღუპული, დაკარგულთა რაოდენობა კი 10 000-ს აღწევს. ამის შესახებ რამადანიმ ჟენევაში, გაეროს ბრიფინგის დროს ისაუბრა.
ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი, ოთმან აბდელ ჯალილი კი აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამჟამად 3 000-ს აჭარბებს, თუმცა,