რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ განათლების სამინისტრომ პირველი და მეორე კლასის ქართულის სახელმძღვანელოებიდან გრიფი მხოლოდ ერთი ავტორის წიგნს მიანიჭა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაწყებითი კლასების მასწავლებლებს სახელმძღვანელოების არჩევანი ეზღუდებათ და მხოლოდ იმ ერთი წიგნით უნდა ისარგებლონ, რასაც სამინისტრო შესთავაზებს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში პედაგოგების აქტიური გამოხმაურება და მოსალოდნელი უარყოფითი შეფასებები მოყვა. თემის განხილვისას ცნობილი გახდა, რომ მსგავსი ვითარება არც აქამდე