რუსების მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული კატასტოფის შედეგად, ხერსონის ოლქში უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებს ეძებენ.
ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლეონიდ ტიმჩენკომ დღეს, 7 ივნისს, სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა.
იმ უკრაინელებს, რომელთა ნათესავებიც სტიქიის ზონაში იმყოფებიან, ტიმჩენკომ ურჩია, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ სამართალდამცავებს და მათ შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.