დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთში ექსპორტის სრულად აკრძალვას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია Kyodo ავრცელებს იაპონიის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით.
დიდი შვიდეულის სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში 19-21 მაისის პერიოდში გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის დახმარება და რუსეთისთვის სანქციების გაზრდა იქნება. სამიტს ასევე დისტანციურად დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსეთში ექსპორტი უკვე ბევრ პროდუქციაზე აკრძალე