ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, სადაც მათ, თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, პერსონალის გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა დაავალა.
შეხვედრას ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა; თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორი ნოდარ ავიძბა; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ სავჩენკო; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარ