საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა. შეხვედრასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე იუწყება.
„მადლობას ვუხდი აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულებისთვის,” - წერს ზურაბიშვილი.