ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა გენერალურმა პროკურატურამ აფხაზეთ-რუსეთს შორის ბიჭვინთის სახელმწიფო სააგარაკო კომპლექსის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმების მომზადებასა და ხელმოწერაში კანონთან შესაბამისობის შემოწმება დაასრულა. პროცედურული შემოწმება ადგილობრივი ორგანიზაციების „აიდგილარას,“ „აიააირას“ და „აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტის“ მიმართვის საფუძველზე განხორციელდა.
პროკურატურამ ხელშეკრულებაში აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, ადგილობრივ მინისტ