უკრაინაზე თავდასხმიდან მეორე წლის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ,,ზედმეტად დარწმუნებულია" იმაში, რომ მისი სამხედრო ძალები უკრაინის დამორჩილებას შეძლებენ. - ამის შესახებ CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) დირექტორმა უილიამ ბერნსმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელმა გასული წლის ნოემბერში გამართულ შეხვედრაზე საკმაო „თავხედობა და ქედმაღლობა“გამოავლინა, რაშიც ასახული იყო თავად პუტინის რწმენა, „რომ მას შეუძლია