დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო ამ გზაზე მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა ის სამხედრო ტექნიკით აღჭურვონ.
,,მე ვეთანხმები NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. თუმცა, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ დღევანდელ ვითარებაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, არა მხოლოდ ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში". - ამბობს სუნა