გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ,,ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა" და ,,საერთაშორისო სამართლის დარღვევა" უწოდა.
გენერალურ ასამბლეაზე მისი ამ სიტყვებით დაიწყო დებატები, რომელიც ,,სამართლიანი და მშვიდობიანი მომავლის“ შესახებ რეზოლუციისთვის ფართო მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად
გუტიერეშმა შეკრებილებს ხაზგასმით შეახსენა, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუ