ამ დღეებში, საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ავარიულ შენობაზე იმდენი რამ მოვისმინე და წავიკითხე, გადავწყვიტე, საკუთარი თვალით მენახა, რა მდგომარეობა იყო და როგორ პირობებში უწევდათ მის თანამშრომლებს მუშაობა.
სამწუხაროდ, ადგილზე ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და თავშივე უნდა გითხრათ, რომ იქიდან შეურაცხყოფილი და თავმოყვარეობაშელახული წამოვედი.
ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ჩვენს ეპოქაში, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულება, უდიდესი კვლევითი ცენტრი, ს