საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ მათი (იუსტიციის სამინისტროს) და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა, ექს-პრეზიდენტის მიზანი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის „ხელოვნურად დაზიანებაა,“ რათა მან პენიტენციური დაწესებულება დატოვოს.
„თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინ