მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ უკრაინა უამრავ აპლოდისმენტს, თუმცა არასაკმარის საბრძოლო მასალას იღებს. მან კონფერენციაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდა მოითხოვა.
,,ზელენსკი და უკრაინელები უამრავ აპლოდისმენტს იღებენ, მაგრამ არასაკმარის საბრძოლო მასალას. ეს პარადოქსია. მათ ნაკლებად უნდა დავუკრათ ტაში და უკეთ მივაწოდ