როგორც გამოცემა ,,ამერიკის ხმა“ იუწყება, მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, წარმომადგენელთა პალატის ყოფილმას სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ამერიკელების უმეტესობას ესმის უკრაინელების ბრძოლა თავისუფლებისთვის, ამიტომ ყველანი მზად არიან, მხარი დაუჭირონ მათ ამ ბრძოლაში.
,,შეიძლება შეგვხვდნენ ისეთებიც, ვინც იტყვის, რომ არ უნდათ ზედმეტად დაიხარჯონ, მაგრამ ამერიკელი ხალხის უმეტესობამ მიიღო უკრაინელები საკუთარ სახლებში. ისინი მათი გამარჯვების მომხრენი არიან", - აღნიშნა პელოსიმ.