საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაშია ნათქვამი.
სენატორის თქმით, პარტნიორებს ამ საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოუწოდებს.
„შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები