Jump to content
Planeta.Ge

katya

პლანეტელი
  • პოსტები

    154
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    37

ყველა პოსტი katya

  1. თუ ბოლო თვენახევრის მანძილზე თბილისის ქუჩებში უგზო–უკვლოდ მოხეტიალე ენერგიულ, ჭაღარა წვერიან მამაკაცს და გამუდმებით მომღიმარ ქალბატონს გადააწყდით ცნობისმოყვარე, უცნაური სხივიანი გამოხედვით და უფრო ცნობისმოყვარე კითხვებით, ჩვეულებრივი უცხოელი ტურისტები არ გეგონოთ. ეს ის წყვილია, 2007 წელს გეგმიური შვებულება რომ გაატარა არაგეგმიურად, ასევე, ყოვლად არაგეგმიურ საქართველოში. მაშინდელი აქ გატარებული 5 კვირით ისე აღფრთოვანდნენ, რომ 2 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ და დაწერეს წიგნი თავიანთ მშობლიურ ენაზე – ჰიბრუზე. წიგნი საქართველოზეა – უცნაურ და ეგზოტიკურ ქვეყანაზე, რომლის ყველაზე დიდი სიმდიდრე, ისტორიისა და საოცარი კულტურის გარდა, უფრო საოცარი ადამიანები არიან. ეს ჩემი სიტყვები არაა, ეს ითაი ბახუღის და ხედვა ღოკახის შთაბეჭდილებების ნაწილია. ისინი ასე გვხედავენ – 2 ჩვენი თანამედროვე ადამიანი მეგობარი ისრაელიდან. მათი სახელები და გვარები რთული გამოსათქმელია, მაგრამ სამაგიეროდ ურთიერთობაა მარტივი და სასიამოვნო. 10 ოქტომბერს მათი წიგნის პრეზენტაცია იგეგმება ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ–მუზეუმში. წიგნს „შემოდგომა თბილისში“ ქვია. თბილისური შემოდგომა და შემოდგომის თბილისელები ამ წიგნით კარგ საჩუქარს მიღებენ და, მინდა მჯეროდეს, რომ აუცილებლად გამოჩნდება მისი ქართულად თარგმნის მსურველი. გაიცანით! „დაუგეგმავი შვებულების“ მოყვარული წყვილი, რომელსაც ერთი ჩემი მეგობრის წყალობით გადავეყარე. თავად ის მეგობარიც შემთხვევით გადაეყარა მათ თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე. კარგია რომ, მესამე „ქართულ შვებულებას“ ითაი და ხედვა იმპროვიზირებული გიდის თანხლებით ატარებენ. ისინი უბრალოდ მეგობრები არიან და კომფორტულად გრძნობენ თავს ერთად. დაძაბული მუშაობის შემდეგ, თურმე, ისეთი თავისუფლების შეგრძნებაა – შეხტე თვითმფრინავში და ბრმად წახვიდე სადღაც... რაღა დაგიმალოთ და, ცოტათი შემშურდა კიდეც მათი თავისუფლებაც და მათი თვალით დანახული საქართველოც. აქვე გამოვტყდები, მათთან საუბრისას რამდენჯერმე ვიგრძენი თავი უხერხულად ისეთი ნიუანსების და ფაქტების არცოდნის გამო, რომლებიც მათ იციან საქართველოს ისტორიაზე და ჩვენს კულტურაზე. – ეს უკვე თქვენი „მესამედ მოსვლაა“ საქართველოში. ანუ ამ ქვეყანამ თქვენს საშვებულებო ტრადიციაში – არაგეგმიურობის თვალსაზრისით – კორექტურები შეიტანა. მესამე შვებულებას ატარებთ საქართველოში. რატომ? – მოგვწონს, გვსიამოვნებს და კიდევ პატარა მისიაც გვაქვს. წმინდა ადამიანური მისია, ყოველგვარი დაკვეთის გარეშე. და, საერთოდაც, რა აზრი აქვს ისეთ ქვეყანაში, როგორიც ახლა თქვენ გაქვთ რამე გეგმიურად აკეთო? – არ მითხრათ, რომ გეგმიური აქ თქვენთვის მხოლოდ „ჭაჭაა“? როგორ გიწერიათ ერთ–ერთ თავში – ეს ის საწვავია, რომელსაც ორგანიზმში ასხამენ, რომ სამოთხეში მოხვდნენო?!.. – ჰოოო, ჭაჭა საოცრებაა. რა ტეკილა და რის საკე?!.. სამოთხის რეისის ბოინგის საწვავია. მეორე დღეს არც თავი გტკივა და ისეთ ენერგიაზე ხარ... – ასე ვიცით ჩვენ, ქართველებმა! ჭაჭა ჩვენს მეზობელ რუსებსაც უყვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ მთავრობას ჩვენი სხვა სიკეთე ვერ დავანახეთ. აი თქვენ კი ამ სასმელმა მგონი მესამე თვალი გაგიხსნათ და ისეთ რამეებს ხედავთ, რასაც ჩვენ, ქართველები, უკვე ვეღარ ვამჩნევთ. – ეგ ჩვეულებრივი რამაა. უცხო თვალი უკეთ ხედავს ნაკლსაც და ღირსებასაც.ჩვენ პირველად ამ ქვეყანაში სრულიად ბრმად ჩამოვედით. მხოლოდ რუკაზე ვიცოდით მისი მდებარეობა და გამოფრენის წინ წავიკითხეთ ზღაპრები და მითები მის შესახებ. – მომიყევით ერთი, როგორ იყო ეგ ამბავი? – მოხდა ისე, რომ 7 წელი ვიმუშავეთ შვებულლების გარეშე და გადავწყვიტეთ დაგვესვენა.მერე გადავწყვიტეთ უცნობ ქვეყანაში დასვებნება, არც ისე შორს ისრაელიდან, არამუსულმანური და თან არც ძვირიანი კომფორტით. ერთ–ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო ქვეყანა, სადაც კარგი სასმელის დალევა შეიძლებოდა. – სასმელი რატომ იყო კრიტერიუმი? – ამ დარგის სპეციალისტი ვარ. წიგნიც მაქვს დაწერილი მსოფლიოს ღვინოების შესახებ. ახლა ქართულ ღვინოებზე ვაპირებთ დაწერას. – რა უცნაურია, ისრაელში იმდენი საქართველოდან ამოსული ებრაელია, ნუთუ სულ არ გქონდათ წარმოდგენა, სად მოდიოდით? – წარმოიდგინეთ, არა. არ მქონია არანაირი შეხება ქართველ ებრაელობასთან. – ჰო, როგორც გავიგე, ბახუღები ძალიან ძველი გვარის წარმომადგენლები ხართ. ებრაულ არისტოკრატიას მიეკუთვნებით. – ჩემი გვარი ისრაელის „დამფუძნებლებიდან“ მოდის. მე არ ვაღიარებ როგორც ასეთი – არისტოკრატიას. ეგვიფტიდან გამოსული მონების არისტოკრატია სასაცილოდაც ჟღერს, უბრალოდ ვამაყობ, რომ ვარ ძალიან ძველი გვარის წარმომადგენელი. – დაგაკვირდით და საუბრისას ჩვენს ქვეყანას არ მოიხსენიებთ „ჯორჯიად“, როგორც ეს მსოფლიოშია მიღებული. – ქვეყანა უნდა მოიხსენიო ისე, როგორც მას ამ ქვეყნის მკვიდრნი უძახიან. რატომ „ჯორჯია“, როცა „საქართველო“ და „ქართველი“ უფრო ლამაზად ჟღერს და, აქვე ვიტყვი იმას, რომ ძალიან ლამაზი ენა გაქვთ. ვტკბებით ხოლმე თქვენი დამწერლობის ცქერით. – მადლობა, ცოტა ამაჩუყეთ კიდეც. პროფესიით ბიოლოგი ხართ, თანაც „ხარისხიანი“. – კი, ასეა, მაგრამ არ ვთვლი თავს ბიოლოგად. ყველგან ვამბობ, რომ ვარ ავტორი. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც ისრაელია, წიგნის წერით ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფ. ამიტომ, საკუთარი გამომცემლობა დავაარსე. ისტორიული და სამეცნიერო ლიტერატურის გამომცემელი ვარ. ძირითადად დოკუმენტური პროზის. – ვიდრე ჩვენზე დაწერდით, სხვა ქვეყანაზეც გქონდათ დაწერილი? – 15 წელი მოვუნდი ისრაელის დამფუძნებლების შესახებ წიგნის წერას. ჩემამდე ებრაელი ხალხის შესახებ არავის დაუწერია ჩემს ქვეყანაში. ჩემი ხარკი ისრაელის კულტურისადმი ეს იყო. მაქვს დაწერილი წიგნი ომზე, ჩემი მეომარი მეგობრის შესახებ ისრაელის ომში. მაგრამ ასეთი წიგნი უცხო ქვეყნის შესახებ, აქამდე არ დამიწერია. – გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეთ? – კი, მოგვინდა დაგვეწერა იმაზე, რაზეც ზოგადად, არ იწერება. რაღაც პროვანსული ტიპის ლიტერატურა. რაც ნიშნავს იმას, – ხალხი იგრძნო შიგნიდან, რეალობით. ჩვენ უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედით და მერე ამ ქვეყანამ გამოიწვია ის, რომ ეს წიგნი დაიწერა. ქართველების საქციელმა ჩვენს მიმართ იმდენად გადაგვავსო, რომ ეს უნდა გადმოცემულიყო ქაღალდზე, რომ ჩემს ქვეყანაში წაეკითხათ თქვენს შესახებ. მიწოდებოდა ის ინფორმაცია, რომ ესაა ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, გაიცნო და ეს ის ქვეყანა რომ არაა, როგორი მშრალი ინფორმაციაც მის შესახებ ინტერნეტში ყრია. – დიდი სამუშაო გაგიწევიათ. ლექსიკონით, ასო–ასო თარგმნო ადვილი არაა, თანაც ენის ბარიერიც სერიოზული პრობლემაა. – პირველი ჩამოსვლისას, ხუთი კვირის მანძილზე, ისე გადავივსეთ შთაბეჭდილებებით, 2009–ში როგორც კი მოგვეცა საშუალება, მის გასაგრძელებლად დავბრუნდით, თანაც 2008 წლის ომის ამბავიც ვიცოდით. ვწუხდით ამის გამო, გგულშემატკივრობდით. წიგნში ერთი თავი ამ თემას ეძღვნება. 2009–ში იმდენი ახალი გამოცდილება შევიძინეთ და იმდენი ახალი მოხდა, ამ ქვეყანაში, რომ დასრულების ნაცვლად, პირიქით, წიგნი თვალს და ხელს შუა გაგვისუქდა. – და მაინც, საიდან დაიწყო წიგნის წერა? – მთაწმინდის პანთეონში ასვლის შემდეგ. წავედით მარტო. პანთეონის გზაზე მივიღეთ პირველი სასიამოვნო შოკი – გახვითქულებს და დაღლილებს შემთხვევით შეხვედრილმა ადამიანმა უსიტყვოდ, ცივი წყალი მოგვირბენინა და თქვენ ალბათ იცით ებრალეისთვის წყალი რა სიმბოლურია და ძვირფასი. პანთეონში რომ ავედით და იქაურობას შევხედეთ, მივხვდით, რომ ამ ადგილზე რაღაც დიდი საიდუმლოა და თუ ამას გავიგებდით, გავიგებ ამ ქვეყნის საიდუმლოსაც. ამოვიწერეთ ქართულად ასოები საფლავებიდან და მერე გადავთარგმნეთ ალფავიტიით ყველა სახელი და გვარი. – თქვენ რა მაზოხისტები ხართ? – არა, ცნობისმოყვარეები. – მე ებრაელები ცოტა უფრო პრაგმატული და სერიოზული ხალხი მეგონეთ. – 2007–ში ინტერნეტში რომ ილია ჭავწავაძეს აკრეფდი, ქუჩა ამოდიოდა და არა მასზე ინფორმაცია. მიწისქვეშა გადასასვლელში, ქართული პოეზიის ანთოლოგიას გადავაწყდით ინგლისურად და იქ გვეშველა. ჩვენ ვიცოდით 26 საუკუნოვანი კონტაქტის შესახებ ქართველებს და ებრაელებსშორის, მაგრამ თანამედროვეობაშიც, ბოლო ათწლეულების მანძილზეც თუ ამდენი საერთო ჰქონდათ ამ ერებს,ამდენი საერთო თვისება და უდიდესი თვითგადარჩენის ინსტინქტი, ვერ წარმოვიდგენდით. პოეტები, მწერლები და ზოგადად ინტელექტუალები არიან თანამედროვე ისრაელის შემქმნელები. ჩვენმა ინტელიგენციამაც სწორედ ის გზა გაიარა, რაც გაიარა თქვენმა ილია ჭავჭავაძემ. გაგიკვირდება და, მაშინდელი გაზეთების სათაურებიც კი ერთნაირია იმდროინდელი – „მაცნე,“ „დილა“ და ა.შ. ისრაელის ინტელექტუალურმა ნაწილმაც ისევე შექმნა ახალი ენა, როგორც ილიამ. იროდიონ ევდოშვილი და ილია ჭავჭავაძე ამიტომ წერდნენ ებრაელ ხალხზე, რომ ხედავდნენ მათ თანამედროვე პროგრესს. ახლა აქ ვართ ჩამოსული, რომ ქართველებს წარვუდგინოთ პირველად ეს წიგნი, ჯერ ისრაელშიც არ გაგვიკეთებია მისი პრეზენტაცია. ესაა ჩვენს მიერ მადლიერების გამოხატვა იმ ქართველების მიმართ, ვინც მაშინ დაგვეხმარა და პერსონალურად მივართვათ თითო ეგზემპლარი. – ქართველი მეგობრები თუ შეიძინეთ ამ ხნის მანძილზე და ხასიათში რა საერთო ნოუანსები აღმოაჩინეთ?არიან ისეთი კონკრეტული პიროვნებები, რომლებსაც ისრაელში იხსენებთ ხოლმე? – შეიძლება, გულახდილად გიპასუხო? – კი აბა რა? – გრძელვადიანი ურთიერთობა არავისთან ჩამოგვიყალიბდა . ვიფიქრეთ, რომ ენობრივი ბარიერის გამო. მეორე ვარიანტი – საერთო თვისება გვაქვს ქართველებს და ებრაელებს– ნაციონალური სიამაყე, რომ არ შეეხვეწო. მაგრამ მივხვდი რაშიცაა საქმე. ქართველები იმდენად ამაყ ხალხი ხართ, უბრალოდ გეუხერხულებათ, რომ ამ ეტაპზე იმის საშუალება არ გაქვთ, რომ თქვენი შესაფერისი პატივი სცეთ სტუმარს, მეგობარს და ამიტომ თავს არიდებთ ხშირ ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმისთვის, რა ფასეულობის თეფში და ჩანგალი ქონდა სახლში ვინმეს. ჩვენ ვწერდით ადამიანების შესახებ ამ ქვეყანაში. როგორც ჯავახიშვილი წერდა, „პატარა“, ვითომ ცხოვრებაში „უმნიშვნელო“ ადამიანებზე. ჩვენი წიგნით ებრაელებს ვეუბნებით, რომ წამოვიდნენ საქართველოში, იმიტომ, რომ აქ ყველაფერი საოცარია – ხალხიც, ქცევაც, ურთიერთობებიც. რომელ ქვეყანაში ხდება ეს, რომ იმის გამო რომ უცხოელია, საჩუქარი მიართვა? ფასს არ აქვს მნიშვნელობა. 2 დღე იცხოვრო და სვა იმ ადამიანის სახლში, რომელსაც ქუჩაში ლუდის ყიდვისას გადაეყარე, თან ისე, რომ არ გესმოდეს მისი ენა?.მესმის, რომ საქართველოში ებრაელზე პირველი ასოციაცია მოდის ვაჭრობა, ფული , ოქრო. ვართ ასეთი ხალხი, მაგრამ, ორივე ერშია კოდი – პირველად სული დავანახოთ ადამიანებს. – როგორც მეგობარი, რას გვირჩევდით ქართველებს? – მნიშვნელოვანია რომ ქართველმა არ დაკარგოს თავისი იდენტობა. არ დაემსგავსოს ზოგიერთ სხვა ნაციას,გაწვრთნილებივით რომ ცხოვრობენ. სულიერი თავისუფლების შენარჩუნებაა მთავარი. ერთი მნიშვნელოვანი, იქნებ უჩვეულო და სასაცილო პასაჟი – ვიდრე ამ წიგნს ისრაელში გამოსცემენ, ავტორებს დიდი სურვილი აქვთ თარგმნონ გალაკტიონის რამდენიმე ლექსი. ამისთვის კი 2 წელია ცდილობენ ნებართვის მოპოვებას. თარგმანზე ნებართვისთვის ისინი ისრაელში საქართველოს კონსულსაც კი დაუკავშირდნენ, რომელმაც დაგვიანებით, მაგრამ მაინც გასცა პასუხი – ეს ნებართვა ვერ მოგიპოვეთო. ისრაელის და ზოგადად მსოფლიო კანონმდებლობით, რომელიც საავტორო უფლებას ეხება, – ავტორის გარდაცვალებიდან 70 წელი უნდა იყოს გასული. როგორც კანონმორჩილმა მოქალაქეებმა, გალაკტიონის შემოქმედებიტ აღფრთვანებულებმა, დაიწყეს ნებართვის მოძიება. არ ვიცი, რამდენად დაინტერესდება და მივა თუ არა კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ამ ადამიანების წიგნის პრეზენტაციაზე, მაგრამ, ეგებ წასვლამდე, ვინმემ გასცეს კომპეტენტური პასუხი – აქვთ თუ არა უფლება, თუნდაც „მე და ღამე“ , რომლის ინგლისური თარგმანის კითხვისას, ორივე ტირის, გააჟღერონ ის მშობლიურ ენაზე? კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+"
  2. ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული სოფლის მეურნეობის აღორძინების და განვითარების პროექტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირებად აღიქმებოდა ქვეყანაში 1 აპრილიდან მიმდინარეობს. კალენდარული შემთხვევითობა სამწუხაროდ არასასიამოვნო დამთხვევაში გადაიზარდა. ზოგისთვის ეს პროექტი თავისი პერსპექტივით საპირველაპრილო ხუმრობად იქცა, ზოგისთვის – თავის მოტყუების მცდელობად. თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ, ყველაფერი გეგმიურად და პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მილიარდიანი აგრარული რეფორმის შეღავათიანი სესხების პროექტი თავიდანვე სამ კომპონენტად დაიყო. მთავარი აქცენტი სწორედ მის მესამე კომპონენტზე კეთდებოდა, როგორც ყველაზე აქტუალურზე. რომელი შორსმჭვრეტელი და შრომისმოყვარე ფერმერი არ ოცნებობს შეღავათიანი აგრო -სესხზე მილიონის ფარგლებში, თანაც, საქართველოში? სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღესაც აცხადებენ, რომ მესამე კომპონენტის ფარგლებში, მინიმუმ, 60 საწარმოს გახსნა იგეგმება. მომქმედი და მომავალი ფერმერებისთვის აღნიშნული პროექტი საუკეთესო შანსია, ამიტომ, მასში მოხვედრის იმედი და სურვილი ბევრს ჰქონდა, თუმცა მეტ-ნაკლები ალბათობით. იმ ბევრიდან ძალიან ცოტას გაუმართლა. გასულ კვირას კი, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ის „ბედნიერი“ 49 კომპანია დაასახელა, რომლებმაც უკვე მიიღეს შეღავათიანი აგრო-სესხი. მეტიც, ბატონმა გიგლა აგულაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას ამ საწარმოების მათთან ერთად დათვალიერებაც შესთავაზა, რათა გაექარწ####ბინა მათი სკეპტიციზმი და ნეგატიური შეფასებები ამ პროექტის მიმართ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 49 საწარმოზე უკვე გაცემულია 8 573 300 აშშ დოლარი. ამ „წარმატებულ“ პროექტს კრიტიკოსები არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებში, არამედ დარგით დაინტერესებული საზოგადოების დიდ ნაწილშიც ყავს. ოპტიმისტურადგანწყობილი ფერმერების რიცხვი თანდათან იკლებს, სამაგიეროდ, სკეპტიკურად და კრიტიკულად განწყობილების რიცხვი იზრდება და პროექტის მესვეურებს ტენდენციურობასა და არაკეთილსინდისიერებაში ადანაშაულებენ. ძირითად ნაკლად პროექტში თავიდანვე საბანკო სისტემის მონაწილეობა სახელდებოდა. როგორც აღმოჩნდა, საბოლოო შედეგიც, ანუ დაფინანსებული პროექტებიც სწორედ ბანკების გადაწყვეტილებით იქნა შერჩეული. ამ სტრუქტურის სისწორეზე ეჭვი ადრეც არაერთხელ გამოთქმულა კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით. ამჯერად კიდევ ერთ კონკრეტულ მაგალითზე და ბიზნესში სოციალური სამართლიანობის დეფიციტზე არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო სოლიდარობა“, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიო-ფერმერი, თეიმურაზ კობახიძე საუბრობს. - – ბატობო თემურ, თქვენ ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვინც დიდი იმედით ელოდა ამ პროექტის ამუშავებას, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩით. რას ეხებოდა თქვენი პროექტი და რატომ ვერ მოხვდა ის შეღავათიანი აგროსესხების პროექტში? - – 4 ჰექტარი მიწა მაქვს საკუთრებაში, 4 წლის წინ შევიძინე, ჩემი სახსრებით, ალგეთის ხეობაში და დავიწყე ბიო-ფერმის პროექტის განხორციელება. 4 მიმართულებაა: თევზის მოშნება, კოლხური ხოხბის ნახევრადველურ პირობებში გამრავლება, ზანური და მეგრული ჯიშის თხების გამრავლება, ყველის და რძის წარმოება. პროექტს სერიოზული ექსპერტიზა აქვს ჩატარებული, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ფინანსური კუთხით. ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების 20% ჩატარებულია. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის გამოცხადების შემდეგ ვიყავი პროექტის მომსახურე ყველა ბანკში და ყველასგან მივიღე უარი. მეგონა, ჩემში და ჩემს პროექტში იყო პრობლემა, თუმცა, სულ მალე უამრავი ჩემნაირი ადამიანი აღმოვაჩინე. გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი, რომელთა შესახებ არაერთხელ გავაჟღერე სხვადასხვა მედიაში. პრობლემები დასმულია ყველა შესაბამის ინსტანციაში. მათ შორის, შევხვდი პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეს - გიგლა აგულაშვილს, რომელსაც მოვუყევი იმ არასამართლიანი პრაქტიკის შესახებ, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება აგრო-სესხის გაცემაზე ბანკების მიერ. - – ანუ ამ პროექტის მთავარი ნაკლი და პრობლემა მასში საბანკო სექტორის დიდი დოზით ჩართვა და გადამწყვეტი ფაქტორის მინიჭებაა? - –კი, ბანკია პროექტის წამმართველიც, გადაწყვეტილების მიმღებიც და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არც პროექტების მართვის სააგენტო პროცესში არ ერევა. - – და ამ პრაქტიკის შესახებ აგულაშვილმა თქვენგან შეიტყო? - – რა თქმა უნდა არა. მან გულისტკივილით აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალოს, გამარტივდეს. მთხოვა, რომ ჩემი ბიზნეს-პროექტი, მოკლე ანოტაციით, გადამეგზავნა მისთვის ელ-ფოსტაზე და იგივე თხოვნა სხვა ფერმერებისთვისაც გადამეცა. 15 აპრილს გადავუგზავნე ჩემი ბიზნეს-პროექტი და ბატონი აგულაშვილისგან პასუხს და რაიმე საგულისხმოს დღემდე ველი. საქმის კურსში არიან სხვა მაჟორიტარი დეპუტატებიც - ბატონი ტრიპოლსკი, ბატონი ტყემელაძე. ბოლოს ზაქარია ქუცნაშვილსაც შევხვდი ეკონომიკის სამინისტროსთან და მასაც ვუთხარი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში თითქმის ყველა მიცნობს პირადად. საქმის კურსშია ფონდის ხელმძღვანელი, პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელიც. - – მათი საქმის კურსში ყოფნის მიღმა არსებობს უკვე კონკრეტული მოცემულობა - დაწუნებული, ანუ არდაფინანსებული და დაფინანსებული პროექტები. თვლით, რომ გადაწყვეტილებები ტენდენციურია?- შეინიშნება ასეთი ტენდენციაც. მაქვს რამდენიმე კონკრეტული მასალა იმ ფერმერებზე, რომლებიც ბანკებმა აიძულეს შეღავათიან აგროპროექტში მონაწილეობის ნაცვლად ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი ან ბიზნეს-სესხი აეღოთ 25, 30%-იანი განაკვეთებით. ბანკების მხრიდან არ ხდება კანონიერი მოქმედებები. ამას საბოტაჟი ქვია იურისპრუდენციაში, - იძულების მომენტს სესხის აღებისას. - საბოტაჟის ბრალდება არც ისე მარტივად დასამტკიცებელია, ანუ სერიოზული ბრალდებაა. - იურისტი ვარ და მშვენივრად მესმის ამ ბრალდების სიმძიმეც და პასუხისმგებლობაც. ვიდრე ამ თემას განვავრცობდე, მინდა თავიდანვე მოვუხადო მადლობა ამ მასშტაბური და ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს ფერმერების და ზოგადად გლეხობის სახელით. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი შემდგომი შეფასებები არ იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, ამოჭრილი და გამოყენებული პატივცემული კოკა ყანდიაშვილის მიერ ბოროტად. ბოლო დროს ეს ტენდენციაც შეინიშნება. ჩვენი მადლიერების მიღმა არსებობს პროტესტი და დიდი იმედგაცრუება, რის შესახებაც, ვფიქრობ, ბატონმა პრემიერმა, როგორც ამ პროექტის ინიციატორმა, უნდა იცოდეს. ჩემთან კავშირზე იმყოფება 169 მომქმედი და არამომქმედი ფერმერი, რომლებიც ვერა და ვერ ახერხებენ იმ ბარიერის გადალახვას, რასაც ქვია ბანკების მოთხოვნა. ბანკების სტანდარტებით , განსაკუთრებით მესამე კომპონენტში ხვდება მხოლოდ ის ხალხი, რომელთა საწინააღმდეგოც ჩვენ პირადად არაფერი გვაქვს. უბრალოდ აღვნიშნავ, რომ მათთვის ბოლო 9 წლის განმავლობაში, არც ბიზნესი წაურთმევია ვინმეს, არც უბრძოლიათ იმისთვის, რომ პირველი ოქტომბერი და გამარჯვება დამდგარიყო.ეს ხალხი მზა-მზარეულზე, ჩვენი ბრძოლის შედეგად მიღწეული შედეგებით სარგებლობენ. ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ქართული სოფლის მეურნეობა ასე ფეხზე ვერ დადგება. აგერ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, აგრარულ სექტორში სესხები არ აღემატება 3-4 %-ს. ჩვენთან ამას დავარქვით შეღავათიანი აგრო -სესხი, ამ შეღავათის მოლოდინი საზოგადოების უდიდეს ნაწილს გაუჩნდა, მაგრამ... - აი ზუსტად ეს მაგრამაა საინტერესო. ალბათ კონკრეტული მიზეზები გამოიკვეთა - რა კატეგორია და რა კრიტერიუმით იღებს ასეთ შეღავათიან სესხს და რატომ გეუბნებიან თქვენ უარს? თქვენ გქონდათ მოლოდინი, რომ ბანკის ფაქტორზე ვინმე ალაპარაკდებოდა იგივე პარლამენტში... - ამაშია საქმე, რომ არავინაც არ ალაპარაკდა, არსად დასმულა საკითხი ასე. ჩვენს მიერ გადაგზავნილი პროექტებიც აგრარული კომიტეტის თავმჯდომარისთვის, არაა გამორიცხული, ვიღაცის პირად ინტერესებში მოხვედრილიყო. - კიდევ ერთი ეჭვის საფუძველი? - ახლა ხშირად იყენებენ არგუმენტად „გონივრულ ეჭვს“. და გვაქვს სწორედ გონივრული ეჭვი, რომ ჩვენი პროექტები მის და არა მარტო მის კერძო ბიზნესში განხორციელდეს. ცნობილია, რომ საგარეჯოს რაიონის სასათბურე მეურნეობა, „მწვანე კალათა“ დიდი წარმატებით ფუნქციონირებს და ის ბატონი აგულაშვილის ბიზნესია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იგნორირება შემთხვევითი არაა და ვიღაცის ინტერესებშია. ჩვენთან მოდის უამრავი ფერმერი და ისეთ ინფორმაციებს გვაწვდიან, გამაოგებელია. სამწუხაროა, რომ დღეს ისევ გვიწევს უსამართლობის, არასწორი მიდგომის, გულგრილობის და უპასუხისმგებლობის წინააღმდეგ დარაზმვა. სოციალური თანასწორობის აღდგენას ვითხოვთ. არაა ეს პროექტი სოციალური თანასწორობის შესაბამისი. მხოლოდ მდიდარი ხალხი ახერხებს მესამე კომპონენტში შეღავათიანი კრედიტის აღებას. - სერიოზული ბრალდებაა სახელმწიფო მოხელეს სდებთ ბრალს სახელმწიფო რესურსის და კერძო ინტელექტუალური რესურსის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებაში.ამის დამტკიცებას შეძლებთ? - გვაქვს კოპიოები აგულაშვილისთვის გაგზავნილი პროექტების მის ფოსტაზე. - ეგ გასაგებია, მაგრამ რომ თქვას, არ გამომიყენებიაო? არამგონია, ეს იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი? - ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ მაქსიმალურად გონივრულ ვადებში, არა დეკემბერ-იანვარში, ფონდმა დაიწყოს ჩვენი პროექტების შესწავლა და უმარტივესი გზებით მოხდეს მათი დაფინანსება. თვეების მანძილზე ბატონ ბიძინას გარკვეული წრეები უმტკიცებენ, რომ ქართველ ფერმერებს არ აქვთ იდეების, ფანტაზიის, ანალიზის უნარი. არადა უამრავი პროექტი დარჩა დაფინანსების მიღმა, მათ შორის ინოვაციური თემები, რომლებიც აქტუალურია. - კონკრეტულად თქვენი პროექტი რა ბიუჯეტიანია? - ჩემი პროექტი არის 200 000 დოლარიანი, მთლიანი პროექტი დაყოფილია 6 ტრანშად. შეზღუდვა ჩემს თავზე მაქვს დაწესებული დაახლოებით 80%-იანი უნაღდო ანგარიშსწორება. მე ბანკს ვუმტკიცებ, რომ ჩემი პროექტით არამიზნობრივი ხარჯვა გამორიცხულია. ბიზნეს-პროექტის რენტაბელობაში მეც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ის ბანკირებიც, რომლებიც იცნობენ ამ პროექტს. ბანკმა ჩემი მიწა შეაფასა 600 ლარად ჰექტარი, ხოლო თითქმის წელიწადნახევარია ირანის მოქალაქე ჩემს მიწაში, ბიზნესპროექტისა და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მთავაზობს ჰექტარში 6000 დოლარს. სხვაობას ხედავთ ხომ? თეთრიწყაროს რაიონს შესეულები არიან ინდოეთის მოქალაქეები საქართველოს მიწებს და ირანის მოქალაქეები. მე, ქართველს, რომელმაც ვიცი ამ მიწის ფასი, თავისუფალი და წარმატტებული ბიზნესის ფასი, შრომის ფასი, მაიძულებენ, ჩემს საკუთრებაში არსებული ბოლო ქონება, რაც გადაურჩა სააკავშირის რეჟიმს, გავყიდო და იმითი დავამთავრო ჩემი პროექტი, ან მივყიდო ვინმე უცხოელს. მე ვამბობ: მილიონი ევროც რომ გადამიხადონ. მიწა არ იყიდება, იმ პროექტს მაინც გავაკეთებ, მაგრამ გამუდმებით ვამხელ იმ არაკეთილსინდისიერ მოხელეებს, როგორიცაა პატივცემული აგულაშვილი, რომელიც ფაქტიურად ინტერესთა კონფლიქტის რეჟიმშია თავისი საქმიანობიდან. - რას გულისხმობთ? - მას აქვს შეუზღუდავი ხელწვდომა ბიზნეს-პროექტებზე და, აქედან გამომდინარე, არც არაფერს აკეთებს, ჩვენისთანა ფერმერების სიტუაციის შესამსუბუქებლად. - ანუ სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი? და სად შეიძლება მიგვიყვანოს? - „სამოქალაქო სოლიდარობა“ ამ მიმართულებით სერიოზულ ღონისძიებებს გეგმავს. კეთდება საინფორმაციო ბაზა. უახლოეს დღეებში გვექნება სერიოზული აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ვინაიდან სხვანაირად ჩვენ ყურადღებას ვერ ვიქცევთ. ჩვენ არ ვითხოვთ მოწყალებას, იგივე მოთხოვნები არ გვაქვს ვთქვათ რაც იპოთეკარებს, რომლებიც ძალიან რთულად შესრულებადია, თუმცა, მათთანაც სოლიდარულები ვართ, ისევ ბანკების არაკეთილსინდისიერი ქმედებებიდან გამომდინარე. ჩვენ ვითხოვთ შღავათიან აგრო კრედიტს. - ანუ ითხოვთ იმას, რა იდეით და დაპირებითაც მოვიდა ეს ხელისუფლება. იდეა იყო ფანტასტიური. სად დამახინჯდა? რომელ სეგმენტში? ვის მოუვიდა აზრად, რომ ამ პროექტში პირველი ვიოლინო ყოფილიყო ბანკი? - ბანკის ამ პროექტში ჩართვა თავიდანვე იყო მახინჯი ფორმა. - სხვა მექანიზმი არსებობდა სტრუქტურულად? - კი, არსებობდა. ქვეყანაში, სადაც სფერო იმპორტზეა ორიენტირებული და ამის უკან დგანაან მონოპოლისტი იმპორტიორები, იმავდროულად ბანკების დამფუძნებლები და მეწილეები, არ შეიძლებოდა ბანკებზე ამ პროექტის გადაცემა. ამას დიდი ხნის წინ ვპროგნოზირებდით. ვიცოდით, რომ სისტემურ საკითხებთან ბრძოლა მოგვიწევდა. ის ხალხი, ვინც ამ პროექტის ჩავარდნის უკან დგას, ესაა ბანკი, იგივე იმპორტის მთავარი მონოპოლისტი. პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, ბატონ გიორგი ჩხეიძეს, დავპირდი რომ მივაწვდიდი საბანკო საბოტაჟის შესახებ კონკრეტულ ფაქტებს. ვფიქრობ, მისი მხრიდანაც იქნება რეაგირება ბანკებზე. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც სანქციებიც გატარდეს მათთან მიმართებაში. ყველა ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა სარისკო სფეროა. მივმართავ ბანკის ხელმძღვანელობას, ვინც ეს კრედიტები გასცა. წლიური 30% განაკვეთით კრედიტი რისკიანი არაა და 3 ან 7% განაკვეთი რისკიანია? სწორედ ამას ვთხოვ შსს-ს, ბატონ ღარიბაშვილს, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ, დაავალოს ანტიკორუფციულ სამსახურს, რომელთანაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ მე პირადად, ასეთი საქმეების გამოძიება. - ანუ არსებობს კონკრეტული ფაქტები, საინტერესო ძიებისთვის? - ძალიან მარტივი გამოსაძიებელია ეს საკითხი. ეროვნულ ბანკში არსებობს სპეციალური სამსახურები, რომლებიც ექვემდებარება პროკურატურას, შსს-ს, ნახონ რა კრედიტებია გაცემული იმ რეჟიმში, რასაც შეღავათიანი აგროკრედიტი ქვია. დარწმუნდებიან, რომ სერიოზულ საბოტაჟთან გვაქვს საქმე. ჩვენი ამოცანაა ვამხილოთ სხვადასხვა უწყებები, კერძო სტრუქტურები და ამის შემდეგ გადავდივართ სერიოზულ ბრძოლაზე, რასაც ქვია არა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ჩვენი მონაპოვარის დაცვა. არ დავთმობთ და ამ გამარჯვებას არ დავანგრევინებთ ვიღაც ერთ მუჭა ხალხს. რომელსაც უნდათ ჩვენნაირი ხალხის კისერზე გააგრძელონ გამდიდრება. ანუ მოძრაობა, რომელსაც ქვია ფერმერთა მოძრაობა, მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან იმოქმედებს და არ დაუშვებს ადგილობრივი და უცხოური მონოპოლიების გავრცელებას. ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაც კი, ბოლო 10 წელია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი მონოპოლიზირებული საბანკო და აგრო სექტორის წყალობით. მათი ქმედება რიგ შემთხვევებში შეიცავს ისეთ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რომელსაც ქვია ეკონომიკურ-ფინანსური საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ესაა დასჯადი მუხლი, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ძირფესვიანად უნდა ჩატარდეს ანალიზი ამ საკითხის და დამნაშავე პირები, დაისაჯოს. ყველაზე ცუდი რაცაა სოფლის მეურნეობის კუთხით, ინფორმაცია, რომელიც აგროკრედიტებს ეხება, ფაქტიურად დახურულია. არაა ხელმისაწვდომი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ჟურნალისტებისთვის, იგივე ფერმერებისთვის. ვინ რა სიკეთე ნახა ამ ქვეყანაში? ჩვენი სურვილია, ქართველი გლეხი და ფერმერი ფეხზე დადგეს. ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც ამ იაფიანი კრედიტით ისარგებლა. რა კრიტერიუმით მოხდა მათი გამორჩევა? - შეიძლება ამის არგუმენტი ოპონენტის მხრიდან იყოს ის, რომ პროექტი იყო ბევრი, არ იყო ამდენი ფინანსური რესურსი და შეირჩა ყველაზე ოპტიმალური პროექტები. - ნებისმიერ წამოწყებას ჭირდება ის გუნდი, რომელსაც გულთან ახლოს მიაქვს საკითხი. მაგალითად მოვიყვან ელემენტარულ სტატსტიკურ მონაცემს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე დევს 11 სექტემბრიდან. არ შეიძლება არ გიხაროდეს, როცა ბატონი ფიფია ამბობს რომ 91 766 298 ლარი გაიცა აგროსექტორში შეღავათიანი აგროკრედიტის კუთხით, და ამ სიკეთით ისარგებლა 5 343-მა ფერმერმა. მაგრამ, როცა ჩავუღრმავდი ამ ციფრებს, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღე: პირველივე კომპონენტში 2685 ბენეფიციართა რაოდენობა, საერთო რაოდენობის 53%-ია. პირველ კომპონენტში გაცემული თანხა 1. 106 478 ლარია. ანუ, რომ გავყოთ საერთო რაოდენობაზე ფერმერების, რომელთაც ამ კომპონენტით შეეძლოთ 5000 ლარის აღება, უპროცენტი ექვსთვიანი განვადებით, გამოვიდა, რომ მხოლოდ 412 ლარით უსარგებლიათ ამ ფერმერებს და რატომ არ ისარგებლა ვთქვათ 1 412 ან 2 412 ლარით? - თვითონ ამ ფერმერებს რატომ არ გაუჩნდათ ეს კითხვა? მეორე კომპონენტშიც იგივე სიტუაციაა? - უარესი.მეორე კომპონენტი 100 ათას ლარამდე 7 %-დე სესხს ითვლაისწინებს. აქაც გვყავს 2 439 ბენეფიციარი. ამ კომპონენტზე მთლიანობაში გაცემულია 48 433 133 ლარი. გავყავით ეს ციფრიც ბენეფიციართა რაოდენობაზე და მივიღეთ 19 857 ლარი თითოეულ ფერმერზე, როცა შეეძლო აეღო 100 000 ლარამდე. აქაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. - ვერ ვხვდები, შეგიძლია აიღო 100 და იღებ 19 000-ს, ხომ არაფერი გვეშლება, ეგებ სხვანაირად ანგარიშობენ მაგ სისტემაში? მესამე კომპონენტზე რა ხდება? - მესამე კომპონენტით თანხა გაიცა 200 ბენეფიციარზე. 25 591 932 დოლარი. ესეც ძალიან კარგია, მაგრამ საინტერესოა. შეიძლება ამ 200-ში იყოს 10-დე ბენეფიციარი, რომელმაც დიდი თანხა მიიღო, მაგრამ საერთო რაოდენობა საშუალოდ მივიღეთ 127 959 დოლარი თითოეულზე. ახლა რაც შეეხება სტარტ-აფ-ის თემას. 11 სექტემბრის მონაცემებით 49 სტარტ-აფი დაფიქსირდა. სტარტ-აფ-ში ბანკები და ალბათ სოფლის მეურნეობის სამინისტროც თვლის ისეთ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ წარმატებული ბიზნესი, მილიონიანი ბრუნვებით და უცებ გადაწყვიტეს რომ სოფლის მეურნეობაშიც ეცადათ ბედი. ამასაც მივესალმებით, მაგრამ, ჩვენ რა ვქნათ, ვინც 9 წლის განმავლობაში გაგვძარცვეს და ჩემნაირმა ძალიან ბევრმა ადამიანმა? დიდი მადლობა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ ფრაზას მაგონებს „ ყვარყვარედან“ - ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსას რომ მოვრჩები მერეო?! ვერ მივაწვდინეთ ჩვენ პრემიერ-მინისტრამდე ხმა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერაფერში გვეხმარება, გაიძახის ყველაფერი კარგადაა და არც იმას გვეუბნება, რომ დაიცადეთ და ის ოქროს სარაია ოდესღაც თქვენთვისაც აშენდება. ბანკებს საერთოდ არ აინტერესებთ და დაგვცინიან. გამოსავალი რჩება აქცია, რომლითაც იქნებ მივიდეს ეს ინფორმაცია მივიდეს ბატონ პრემიერამდე. - ამ სტრუქტურებში არაპროფესიონალიზმის თემა შეიძლება გამოვრიცხოთ? ეგებ არ იციან რას აშავებენ? სხვა თემაა ის, რომ რამდენად მომგებიანია ეს პროექტი ბანკებისთვის? - არცერთს არ გამოვრიცხავ. ბანკებში არაპროფესიონალიზმის რა მოგახსენოთ, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეგიონებში გახსნილ საკონსულტაციო ცენტრებში მომუშავე პერსონალიდან რომ არცერთს წარმოდგენა არ აქვს სოფლის მეურნეობაზე და მაღალ დონეზე მოწყოვილ კომფორტულ ოფისში დახმარებისთის მისულ გლეხს რომ კომპეტენტური პასუხის ნაცვლად ბუკლეტს აჩეჩებენ, ეგ ცნობილია. ყველაზე საინტერესო იცი რა არის? - შენ თუ შეღავათიან აგროკრედიტში სხვაობას აფინანსებ და იძახი რომ ესაა წარმატებული პროექტი და ბანკები პრობლემას უქმნიან ფერმერებს, მაგრამ ძირი და მთლიანი თანხა არის ბანკების, მაშინ ვერ გავერკვიე ვინ განსაზღვრავს ამ ქვეყანაში აგრარულ პოლიტიკას - სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ საბანკო სექტორი თუ ორივე ერთად, თუ მათ კიდევ შუაში ჩავამატებთ მონოპოლისტ-იმპორტიორებს. ამიტომ, ამის გარკვევას ვგეგმავთ სწორედ იმ გამაფრთხილებელ აქციით. ეს პროცესი თუ დიდხანს გაგრძელდა ისევ მონოპოლისტები ჩაიგდებენ ჩვენს მიწებს, სავარგულებს და 60%-დე მოსახლეობა შესაძლებელია აღმოჩნდეს მონურ მდგომარეობაში საკუთარ ქვეყანაში. არ ვართ ჩვენ უცოდინარი და ზარმაცი ხალხი. ჩვენ პროექტების შიმშილი კი არა რესურსების შიმშილი გვაქვს. - წესიერი ხალხის შიმშილიც ალბათ. - ეგ მთავარი შიმშილია. არ გვყავს ხალხი, ან ძალიან ცოტა გვყავს, თავისი საქმე და თავისი ქვეყანა რომ ერთნაირად უყვარს. პროექტის ასეთმა განვითარებამ და სოფლის მეურნეობის დარგის კვდომამ დემოგრაფიული პროცესიც კი შეაჩერა. სოლიდარობით უნდა აკეთო საქმე და სიყვარულით. როგორც ბავშვი ჩასახული ბოროტებით, ვერ იქნება კეთილი და კეთილშობილი, ისე ხე არ გაიზრდება თუ არ მოეფერე და მოესიყვარულე. სახელმწიფოებრივი ინტერესების წინ დაყენება უნდა შეგვეძლოს. იმას რასაც ახლა ვაკეთებთ, არაა სახელმწიფოებრივი ინტერესები,, ესაა ნახევრადფეხმძიმე მდგომარეობაში არსებობა და ბუნებაში ნახევრადფეხმძიმე მდგომარეობა არ არსებობს. კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+"
  3. ჩვენი ყოველდღიურობის ერთ–ერთი აქსიომაა – სტატუსი უნდა სტატუსობდეს საზოგადოებაში და არა სოციალურ ქსელში... ცნობილი და რეიტინგული გამონათქვამების „ქალი ვიცი ქუხნაში“ და „შედი ქალო ბუტკაში!“–ს ფონზე, ეგ აქსიომა კი არა, სრულუფლებიანი და კანონიერი სიბრძნეა, თუ ჭეშმარიტება არა. კოაბიტურად ვეჩვევით და ვეგუებით, ვახერხებთ კიდეც, ახალი ტერმინოლოგიის ათვისებას და მის დანერგვა–გატარებას ცხოვრებაში. მაგალითად? როგორც იქნა განგვიმარტეს "მაღალი ეშელონებიდან", რა და როგორ ყოფილა ყბადაღებული „მიჯირყვნის“ სწორი ფორმა. ჰოდა სწორედ მაგ არასწორი ფორმის დამამკვიდრებლები ჩა–იჯირყვნენ ნებიერად გასული კვირის გარიჟრაჟზე. აბა რა ეგონათ?! ერთი კვირით ადრე ექსპერტების საპრემიერო სემინარზე რომ ბევრი ირაკრაკეს? მაგათ თავი იმათზე უკეთესი პროფესიონალები გონიათ, იმათზე მეტად პრინციპულები თუ იმათზე სუბიექტურები? თავისუფლების ხარისხზე შეიძლება ვიდავოთ – ზოგჯერ გიჟიც თავისუფალია... და მაინც! ოხ, კოკა–კოკა! შე „ყანდურო!“ ამასობაში ეს ჩვენი „პლასტელინის კაცი“ თვალს და ხელს შუა იქცა ექოდ. მაგრამ, იმედია, 27 ოქტომბრამდე არ გაქრება. ოპტიმიზმის საფუძველს ის რეალობა გვმატებს, რომ, რაც წვერი დაყარა, კატასტროფული სისწრაფით მატულობს წონაში... არადა, რასაც ეგ მოძრაობს, წესით, უნდა იკლებდეს, მაგრამ, ასე იცის სხვისი რეიტინგის ხარჯზე ენერგიის წვამ... "მცოცავი" და "მხოხავი" ოკუპაცია მოვიხილეთ... აფხაზეთის მხრიდან, ალბათ, „მცურავს“ უნდა ველოდოთ ანთებული ჩირაღდნებით. უარესებიც გვინახავს - მხოხავნი და მფორთხავნი... სამაგიეროდ, ჩვენ ნამდვილად ვართ მსოფლიოში ერთადერთი და პირველი ქვეყანა ყველაზე მოძრავი საზღვრებით. ბებიაჩემ ზინაიდა ილარიონოვნას ედგა ერთი ძველებური იაპონური შირმა საძინებელში. ლამაზი იყო და პრაქტიკული. როგორც გინდოდა ისე მიაკეცავ–მოაკეცავდი, გადადგამ-გადმოდგამდი... შემოიღობავდი სასურველ სივრცეს და თვალსაწიერს და იყავი ბედნიერად. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველა უსიამოვნებას აქვს თავისი დადებითი მხარე. აწი უფრო გულიანად და მადიანად შემოვუსხდებით გაშლილ სუფრას, სახრავი და გასაჯიჯგნი თუ გვექნა რამე და ვიმღერებთ სამ ხმაში: ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე, საქართველოს საოცნებო გზები.... გაიგეთ, ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ის ქვეყანაა, კაცს რომ წაასწრონ ელექტროტრანსფორმატორზე შარდვის მომენტში, იმას კი არ დაუძახებენ, შეჩერდი, მოგკლავსო! გაიქცევიან და იმ ტიპის უკან რიგს დაიკავებენ...თქვენ კიდევ, აქ ოლიმპიადის მეჩირაღდნეს იწუნებთ... მოკლედ, რუსებმა ოლიმპიური პენალტი დაგვირტყეს და კარში ვინ დგას კარში? ეგაა საქმე! რას ვერჩით ამ პუტინს? ყოველ დღე სანთლებს უნდა ვუნთებდეთ წაღმა–უკუღმა. ის რასაც ეგ ტიპი ქართველების აზრზე მოსაყვანად აკეთებს, ბოლო 20 წლის მანძილზე ვერცერთმა დიდმა თუ პატარამ, მაღალმა თუ ჩია ქართველმა პოლიტიკოსმა შეძლო. თანაც, გუშინ ვალოდიას დაბადების დღე ქონდა! მართალია, მისი ქმედებით ამხანაგი ბურჯანაძე წინასაარჩევნოდ კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ რას ვიზამთ? უნდა გავიჭირვოთ ყველამ. აგერ, რა ხალხი საარსებო მინიმუმის გარეშეა დარჩენილი. ვინ წარმოიდგენდა და შპს "გუდვილი" გაკოტრდა. მისი დირექტორი გიორგი შევარდნაძე გამწარებული ითხოვს სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას, ნეტავ მკვდრადშობილი „პოპული“ ტარაკნების და ათასნაირი ბანჯგვლეულის გატანას ისევ ვერ აუდის დახლებიდან და პროდუქციიდან? სამაგიეროდ, ყველა სად ვივლით აბა თუ გამოიცნობთ? კ-ზე იწყება კი... დიიიახ! რა თქმა უნდა! გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ნაციონალური მოძრაობის ყრილობა სპორტის სასახლეში. უკაცრავად, თქვე ერთმანეთის „ძმებო“ ნაციონალებო, და, რა სპორტია ეროვნული დროშის გაშარჟება? პურის რა გითხრათ, მაგრამ, სანახაობა კი იყო რეზონანსული. ერთი კვირა ეყო საღ გონებაზე მყოფ საზოგადოებას საღადაოდ. ხარაკირს თუ აპირებდით, გეთქვათ და ქილერს მოგაშველებდით, თვითმკვლელობა არაქრისტიანულია მაინც და მაგ მიუტევებელ ცოდვაში რას დგამდით ფეხს? წამყვანი , პარტიის თავჯდომარე, პარტიის გენერალური მდივანი, ჰიმნის „მომღერალი“, ორატორები და სპიკერები, დამსწრე საზოგადოება, ანუ სამკურნალო სტაციონარულ რეჟიმში სამკურნალო გულ– არა, ტვინ–შემატკივარი და საპრეზიდენტო კანდიდატი ხომ საერთოდ. გასულ კვირას მისმა მეორე ნახევარმაც კი აღიარა სახალხოდ – დათო თავიდან მსუბუქად გავიცანიო! ჰოდა დარჩა ეგეთი მსუბუქიც... ნაპატივები პრეზიდენტი ისევ თავის ჯადოსნური ამერიკული ქურთუკში ჩა–ეკვეხა. ესეც რაღაცის ნიშანია. დღე–დღეზე ვადაგასული, მალფუჭადი და ტოქსიკური სააკაშვილი გვაფრთხილებს – დიდხანს ოცნება არ შეიძლება "დიდხანს თუ ვიჯდებით და ვიოცნებებთ გავიყინებითო." ვითომ ხუმრობს? როგორც პარტიის ახალმა დირექტორმა აღნიშნა, ახალ დროშაზე ახლობლების, თანამოქალაქეებისა და სამშობლოს სიყვარულია გაერთიანებულიო. საახლობლოს რაც შეეხება, ვეთანხმები. აი თანამოქალაქეებს და სამშობლოს შეეშვას, როგორმე თვითონ მივხედავთ. ხუთიანი ხომ შეგვაძულეს, ვარდებიც, ახლა "ვალენტინობასაც" შეგვაძულებენ. დაოთხილი გულების ფრიალი და კურტუმოწამოხდილი ჰერალდიკა აკლდა ჩვენს მოთმინების ფიალას... ჰო, მკურნალობაზე გამახსენდა, დიდი თხოვნა მაქვს სტუდენტებთან, რომლებიც მედიცინის საფუძვლებს ეუფლებიან, ისწავლეთ რააა!!! თბილისის მერიამ მეტროს უძვირფასესი ტყავი გააძრო და მის მაგივრად კედლებზე ელიავას ნაგავი გადმოფინაო. დიდი ამბავი ! ამათაც უცებ არ მოსთხოვონ პასუხი. ჯერ ოქტომბერია ისევ და, ეგეც რომ არ იყოს, ლონდონის მეტროს პირველ მატარებლებს „საკანალიზაციო ტრამვაი“ ერქვათ, ბატონო... ევროპა–ევროპაო და სულ გვირაბ–გვირაბ მივიწევთ, რა გინდათ? ჩემი აზრით ახალმა განათლების მინისტრმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და საგანი „ისტორია“ ამოიღოს სასწავლო კურსიდან. რატომ? აბა რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა ტყუილად ისტორია, თუ თავად ისტორია მაგათ მაინც ვერაფერს ასწავლის? კიდევ ერთი კითხვა მაქვს ზოგადად მთავრობასთან: კოაბიტაციაში კარგად ამოზელილი კორუფცია ვაჭამოთ მომავალ თაობებს? სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის გიგა გიორგაძის განცხადებით, ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო ჩაწერა ბრალდებულის ნებართვით ხდებოდა. როგორც გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულს ბაჩო ახალაიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიც ამტკიცებს. რას გეტყვით იცით? - როცა ასეთი „დიდი კაცი“ გიზით საკანში, მუდმივად უნდა შეუთანხმოთ, როდის რა ხასიათზეა, ვახ! ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა ხუდონჰესის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს. ის ამბავი გამახსენდა, ოქრუაშვილი რომ „წითელ დირექტორებს“ და მინისტრებს დასდევდა. ყველაზე უხერხულ პოზებში იჭერდა და „ასფურცელა–მასაჟს“ უკეთებდა. ჭორად გამოვიდა მაშინ – როგორ იწვნენ „რეზბალნიცის“ ერთ პალატაში ავადმყოფი პატიმარი მირცხულავა და სამკურნალო ბრალდებული ჩხაიძე. მაგ ორში ერთ–ერთი თურმე საბანწაფარებული ჭამდა ღამ–ღამობით ჩუმ–ჩუმად მურაბებს, ოღონდ რომელი იხილებოდა და რომელი იხუჭებოდა, ეგ აღარ მახსოვს. ზურაბ ჯაფარიძემ თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ფონდის შექმნის იდეა ნიკა გილაურს ეკუთვნის და პრეზენტაციაც მისი დაწერილიაო. კაცო, შეათანხმეთ მაინც ეს მესიჯ–ბოქსები! ეგ მაინც ხომ გეხერხებოდათ და რა ჯანდაბა დაგეტაკათ? ყოფილმა პრემიერმა, ანუ გილაურმა, აი იმან, ტიტველ პაპუასებს რომ ცხვირი უხახუნა კოაბიტაციის რეჟიმში და ემოციებისგან ერთ საათში გაჭაღარავდა, პირდაპირ სტრასბურგიდან მოიწერა – რა ფონდი, რიი ატამი და რომელი გარგრი კურკი ტოლაო!? ეგრე იცის „გულ“–გაშლილობამ და ორმხრივმა „სკვაზნიაკმა“... რა ეშველებათ ზოგიერთი მინისტრის პრეს-მდივნებს, არ ვიცი. ისევ ადრინდელი გათიშული მობილურები ჯობდა... ფაქტია, თუ ახალი მთავრობის პირველი პირები ერთმანეთს გადაეკიდნენ, მაგათი ბრალი იქნება, ან, პირიქით - დამსახურება. საზოგადოება სვამს ობიექტურ კითხვას – „ რა ნიშნით და უნარ–ჩვევებით ხვდებიან ასეთი ბატები“ ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე? ბატი არა, იხვი უფრო მგონია, მე აქ გარეული. ანუ, ჩვენებურად "უტკა". რუსეთის თემა აქტიური იყო გასულ კვირას და ერთი საშვილიშვილო ამბის გამოტოვება არ იქნება – რუსეთის პოპ–დივამ, მართალია არაბუნებრივ ასაკში და არაბუნებრივი მეთოდით, მაგრამ მაინც „ხბო მოიგო“, ხბო კი არა, ხბოები. აი ასეთი მატებაა რუსეთის ელიტაში, თან წყვილ–წყვილ–ტყუპ–ტყუპად. ახალგაზრდა ცოლის სტატუსი ყოველთვის საოცნებო იყო ალა ბორისოვნასთვის, სამაგიეროდ, „ახალგაზრდა დედის“ სტატუსს აწი ვეღარავინ წაართმევს. მოკლედ, ასეა თუ ისე, რუსეთი თავს მიხედავს. ეს სამი კვირა კი ჩვენი გასაძლებია. „პატრიარქის შემოდგომა“ კარსაა მომდგარი. მიხეილს სულ რაღაც სამი პარასკევი დარჩა... თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველს ეს კალენდარული მონაცემები არ იძლევა. არ ვიცი, დამესიზმრა თუ ცხადში იყო: –მე იმდენი ფული მაქვს, მთელ დედამიწას თუ არა, მთელ საქართველოს მაინც ვიყიდიო, –დაიკვეხა ერთმა. –და, საიდან მოიტანე, რომ მე მოგყიდიო, –უპასუხა მეორემ... კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+" 08.10. 2013
  4. ჩემს საბჭოთა ბავშვობაში, ერთი ცნობილი, საკმაოდ პროგრესული, რუსული ვოკალური ჯგუფისასევე ცნობილი სიმღერა იყო, ახალ–ახალ მოსახვევებზე მღეროდნენ სიახლეების და ცვლილებების მოლოდინში და ძრავის ღმუილში. სიმღერაში ის „სიბრძნე“ იდო, სანამ არ მოუხვევ, ვერ გაარჩევ რა გელოდება მოსახვევს იქით, თუმცა, მოხვევა მაინც ღირს, თუ არ გაგიმართლა, კიდევ ერთ გამოცდილებას მაინც შეიძენ და კოლექციას გაამდიდრებო. ჩვენ, ქართველები, მსგავსი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ურემს ვაბრუნებთ ხოლმე. ანდაზაში კი ისეა სიტუაცია მოცემული, თითქოს ურემი თავისით ბრუნდება, მაგრამ ვიღაც ყოველთვის არსებობს კადრში ან კადრს მიღმა, ვისაც ეს მამა–პაპური და კოტრიალისგან დაქანცული ტრანსპორტი მოქმედებაში მოჰყავს. ურმის ამბავი ძველია და მას შემდეგ იმდენი გადაბრუნებულა, მაგრამ აზრი? როდის იყო ქართველები ჭკუას თუნდაც საკუთარ შეცდომებზე სწავლობდნენ? ჰოდა, ამ „უსწავლელი“ ქართველების ფონზე, ის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ისეთ მოულოდნელობებით სავსე სუბიექტად ჩამოყალიბდა, უკვე მაგათგან არაფერი გვიკვირს. პრინციპში, გაკვირვებას რა აზრი აქვს, როცა აღშფოთებასაც აღარ აქვს აზრი, პროტესტსაც, ომსაც კი... არავინ იცის, გაუმაძღარი და გათავხედებული ჩრდილოელი დათვი როდის რა ხასიათზე გაიღვიძებს და რა მოეპრიანება. არც მიხვეულ–მოხვეულები და გადახვევა–გადმოხვევები უჭირთ. მერე უკვირს მაგის მოდგმას, რა უნდა ამ სააკაშვილს, რას გვერჩის და რას გვჭრის გაერთიანებული ერების მასშტაბით თავსო!? რატომ? და, თუნდაც, იმიტომ, რომ თავის ქვეყანაში დაბრუნებულ, გზა–კვალ არეულ და თავგზააბნეულ „შიშველ პრეზიდენტს“, ზოგიერთები, აეროპორტში ტაშის გრიალით და თვალზე ნეტარების კურცხლით დახვედროდნენ. მერე რა, რომ „მათი გმირი“ იმ დათვთან კარგად ნაკოტრიალები და გამაძღარია?! სამაგიეროდ, იცის როდის? სად? და როგორ? გააპროტესტოს და ირტყას მჯიღი გაფანჩვულ მკერდზე, რგორ აუჩუყოს მავანთ გული და როგორ მოფხანოს ობობასქსელშემოხვეულ–მიობებული თავ–პატივმოყვარეობა, რომ მერე, იმ ზოგიერთებს, ისევ ეგონოთ, რომ მიშა ისევ მაგარია! მიშას მომხრე ჰომო სოვეტიკუსებს კი ამაში ვერავინ გადაარწმუნებს. ხალხს რას ვერჩი, მაგრამ, მაგ მეზობელ ქვეყანაში ზოგიერთს თავთან ერთად ენაც, კუდიც და კიდევ სხვა რამეებიც აქვს წასაჭრელი. ვერ გაუგიათ სად იწყება მაგათი უფლებამოსილება, ინტერესები, საზღვრები და სად მთავრდება. სიტყვა გამიგრძელდა და ამჯერად მოკლედ ვიტყვი – ნებისმიერი ჭკუათმყოფელის საყვარელი ემოციაა მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანის თვალებში სიყვარულის და სახიფათო და ძლიერი მოწინააღმდეგის თვალებში –შიშის დანახვა. როცა ზრდილობის და ეტიკეტის გამო ერთმანეთს ვეკითხებით, –რა ხდება ახალი? ალბათ იმის გაგონების იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ძველებურად და კარგადაა, მაგრამ, როგორც ჩვენს ერთ თვეში ვადაამოწურულ და ადრე და მალე გასასამართლებელ პრეზიდენტს უყვარს თქმა, – ნურას უკაცრავად... გასულ კვირას ბევრი მძიმედგადასაგორებელი რამ გადავიტანეთ – მაგალითად დაკარგული აფხაზეთის ოცწლიანი ტკივილი. საჭირო დროს საჭირო ემოციების გამოხატვის უნარი აქა–იქ ჯერ კიდევ შერჩათ ქართულ პოლიტიკაში მოხეტიალე მარადიულ სულებს. დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, ისინი მაინც ახერხებენ და წელიწადში ერთხელ გვირგვინი და დამწუხრებული მიმიკა დინჯი, ტელეკამერებზე გათვლილი ნაბიჯებით მიაქვთ აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალთან. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ დანაკარგს და ამ ტკივილს საქართველოში უმრავლესობაც მათგვარად დაატარებდეს. დავატარებთ, ცრემლსაც ვღვრით, სინანულით თავსაც ვაქნევთ, ვოხრავთ, შესანდობარსაც ვამბობთ, უფალსაც ვევედრებით, მაგრამ, რა? 20 წელია მხოლოდ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ყველაფერი მაინც უფლის ნებაა, მოსახდენი მაშინ ხდება და ისე, როცა და როგორც უნდა მოხდეს, მაგრამ არის სიტუაციები, როცა საბედისწერო შეცდომები ჩვეულებრივ მოკვდავთა ამბიციების ნებით ხება. ვისი ნება იყო გასულ კვირას სადემარკაციო ხაზის კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევა რუსი მესაზღვრეების მიერ, რთული მისახვედრი არაა. ზაქარეიშვილმა კი ბევრი იძახა, პროვოკაციას არ ავყვეთო, მაგრამ ყვირილიდა ძახილი რომ ესმოდეთ ად საქმეს რგებდეს... ფაქტია, გასულ კვირას კიდევ ერთხელ აიყარნენ ქართველები საკუთარი კერიდან. მავთულხლართებს იქით დარჩა მათი სული და გული. აქეთ – დაშლილი სახლ–კარი და გაურკვეველი მომავალი... გასულ კვირას საზოგადოება, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური ძალებიც დაჟინებით მოითხოვდა ამ ფაქტის პრემიერის მიერ შეფასებას. ორშაბათს შეაფასა კიდეც – იქ ევროკავშირის კომიტეტის ელჩებთან ერთად ჩავიდა და თავისი პრემიარულიც თქვა. პრეზიდენტობის კანდიდატ ბურჯანაძეს, თურმე, დიდი კოაბიტაციის პროცესის ორივე მხარე ერთნაირად უშლის ხელს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, მაგრამ მავთულხლართების პრობლემის მოგვარების პირობას მაინც დებს. ჯერ–ჯერობით კი რუსეთის "მცოცავი ოკუპაციის" გასაპროტესტებლად სოფელ დვანში მხოლოდ ქართველი ჟურნალისტები ჩავიდნენ. ჰო, კიდევ ბაქრაძეც ჩავიდა. ბაქრაძის ინციდენტური საარჩევნო კამპანია გრძელდება შესაბამის ფორმატში, რადგან ბაქრაძე ქართულ პოლიტიკაში თავადაა ინციდენტი. ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ, ქალბატონმა ფანჯიკიძემ, – ნურას უკაცრავადო! დაგაგვიანდა უკვე და როგორმე უშენოდაც გავაგნებთ გზასო. ასეთი თავდაჯერებული ქვეყნის პირველი დიპლომატი, რა თქმა უნდა, პრემიერის ხარჯზე იყო, თორემ თვითონ დიდი ინფანტილური ნატურა გვყავს, ზოგჯერ თავის გაფანტულ ღიმილსაც ვერ აგნებს. მოკლედ, საზოგადოებაში არსებობს ის დალოცვილი გონივრული ეჭვი, რომ სააკაშვილს ახალ ხელისუფლებასთან კი არა გამოძიებასთან თანამშრომლობა უფრო მოუწევს. ისე, რამ გაახსენა მაგ შეჩვენებულს ნიუ-იორკში 17 წლის წინ წასული ოთარ სეფიაშვილი? ალბათ ბავშვობაში „ილუზიონის“ ყურებასაც უკრძალავდნენ და ის ძველი ოცნებაც ახლა აისრულა. მომავალი პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა უკვე ცნობილი ყოფილა, მაგრამ ჯერ ისევ არ ხმოვანდება. თუმცა შოკისმომგვრელი ინფორმაციის იმედიც ნუ გექნებათო, –უსუმ.... ეს ალბათ იმ ჭორების გასაქარწ####ბლად მოაყოლა, ექსპერტებთან ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ რომ გავრცელდა – პრემიერის ნაქები ადეიშვილის და ნაკლებგაკრიტიკებული კახი კახიშვილის მოსალოდნელი გაპრემიერების თაობაზე. უსუფაშვილმა - ივანიშვილის წასვლის შემდეგ კოალიცია მართლა კოალიცია გახდებაო. ანუ, ამათი ბრალი ყოფილა ივანიშვილის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება. ზოგჯერ კოალიციაც მსხვერპლს მოითხოვს, თან როგორს!? ორშაბათს კერძო საინვესტიციო ფონდის პრეზენტაცია შედგა. მისი ინიციატორიც ივანიშვილია და რას ემდურის ეს ჩვენი პრეზიდენტი თავის პრემიერს უცხოელ ინვესტორებთან არასათანადო კომუნიკაციის გამო, ვერ გავიგე?. თუმცა, ივანიშვილმა გაიგო და კიდევ ერთი პენალტი დაურტყა სააკაშვილს – საქართველოში უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა ექნებაო. ოღონდ, ნურას უკაცრავად, არა ლაზიკაშიო... კიდევ, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ახალი ექსპერტების, ახალი სახეების გამოჩენაზე ვიზრუნებო. „იქნება, მაქსიმუმ, 7-10 კაცი, რომელიც დამეხმარება, ალბათ, გამოჩნდებიან ახალი სახეები, ახალი ექსპერტები, ახალი ანალიტიკოსები, ცოცხალი, ჯანსაღი მუხტიო.“ არ გვასვენებს ეს კაცი და მუდმივად გვიტოვებს თავსატეხს და საფიქრალს. ექსპერტების თემა კი გასული კვირის მთავარი სახსოვარი იყო. 4 საათიანი პირდაპირი ეთერი, სადაც კითხვა–პასუხის რეჟიმში ივანიშვილმა მშვენიერი წინასაარცევნო კამპანია ჩაუტარა თავის კანდიდატ მარგველაშვილს და ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ექსპერტებს ისეთი მასტერ–კლასი ჩაუტარა, სიცილიაშიც რომ შეშურდებოდათ. რას ვერჩით ამ ადეიშვილს? არც ძებნილი ყოფილა, არც უნიჭო, არც ურიგო მენეჯერი და საერთოდაც, თბილისის ნაზუქივით თუ ზაქივით მერის მაქინაციებსა და მაიმუნობებზე გამოძიება მაგას დაუწყია. მზა–მზარეული დაუხვედრებია ახალი პროკურატურისთვის ტომები, მაგრამ, რათ გინდა? ჯერ მხოლოდ ისევ იბარებენ და უშვებენ. ამიტომაცაა ტოლებში კოჭების გორების და პრემიერთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე სეირნობის ხასიათზე. მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სუბარის უწყება იუწყება, რომ ბოლო დიაგნოზით მას მხოლოდ სქოლიოზი აწუხებს და მატროსოვის სანატორიუმში დაკარგული 12 თუ 22 კილოგრამიდან ნაწილი უკვე უკან დაიბრუნა. მინისტრების რეიტინგზე ზაქარეიშვილმა მისთვის დამახასიათებელი ბუნდოვანი და ორაზროვანი პასუხი გასცა – "ალასანიას საქმეები ჩანს და ჩემი საქმეები არ ჩანსო." იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საჯარო გამოსვლებისას სალიტერატურო ქართული ენით არ ისაუბრებენ, ისინი, შესაძლოა, დაჯარიმდნენო. ნორმირებული ქართულით მოსაუბრე პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს რა სჯობს, მაგრამ მაგ კანონის შემქმნელებმა ჯარიმის მოცულობაზე ჩამოყალიბებისას ის მაინც გაითვალისწინონ, რომ ყველას პრემიერის, ანდა ინგა გრიგოლიას მასშტაბის შემოსავალ არ გვაქვს და გამონაკლისების დაშვებაც გაითვალისწინონ. 29 სექტემბრის მდგომარეობით, წელს, კახეთის რეგიონში 81 კომპანიის მიერ მიღებული და გადამუშავებულია ბოლო ათეული წლების მანძილზე რეკორდული რაოდენობის ყურძენი 80097,6 ტონა (შარშან სულ გადამუშავდა 52 000 ტონა). აი ასე! „ოცნებამ“ რაღაცით მაინც ხომ აჯობა „ნაცებს!?“ გასულ კვირას დედამიწას 10 ათას ტონიანმა ასტეროიდმა ჩაუარა. ამჯერადაც გადავრჩით! და ვრჩებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას, განაჩენის მოლოდინის რეჟიმში. ბაჩანა კი თანაგუნდელთა მხარდაჭერის და მოსამართლეთა ერთგულების იმედზე. მოკლედ, თუ ერთი „გაგიბაზრდა“, რომ თავის მოტყუება გიყვარს, მაშინვე ამ საქმეში მხარში ამოდგომის იმდენი მსურველი გამოჩნდება, რიგი დაგიდგება. ისე, ზოგ შემთხვევაში, მტერი უფრო საიმედოა – მეგობარივით მაინც არ გაგყიდის... ჩვენ გვეშველება რამე თუ არა? ის ანეკდოტი გამახსენდა – ექიმი რომ ეკითხება პაციენტს– როგორ გრძნობთ თავსო? პაციენტი პასუხობს– უკეთ ექიმო, ხველას უკვე შევეჩვიეო... კატო ჩულაშვილი ქრონიკა +
  5. პოლიტიკა არის სტრატეგია და შედეგი. აქედან გამომდინარე, ან იმსახურებ პატივისცემას, ან - არა... ქართველ ემიგრანტთა შთამომავალი, ევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსი, საფრანგეთის მოქალაქე ფრანგული დიპლომატიური განათლებით და ქართული ხასიათით. ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამორჩეული ფიგურაა, მისი, როგორც სახელმწიფო მოხელის მართვის სტილი, ვერაფრით მოერგო "ნაციონალური" ელიტის ანტურაჟს. იყო პირველი, ვინც ქართულ პოლიტიკაში ქაჯების არსებობა გაასაჯაროვა, თუმცა, ახლაც თვლის, რომ მათი უმრავლესობა არსად წასულა... სულ ცოტა ხნის წინ თვალსაჩინო მაგალითიც დაფიქსირდა - "მშობლიურმა" ცესკომ და სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. "დაწუნებული კანდიდატი" მიიჩნევს, რომ დღესაც სასამართლო აგრძელებს ძველ კურსს და ასრულებს კონკრეტული პოლიტიკური ძალების მითითებებს. მიმდინარე საარჩევნო მარათონს გამოთიშული რჩება საქართველოში და აქვს სერიოზული სამომავლო გეგმები, რომლის განხორციელებასაც პროდასავლური კურსის ამომრჩეველზე დაყრდნობით აპირებს. - მოგესალმებით, ქალბატონო სალომე. სამწუხაროა, რომ წინასწარი შეფასება გამართლდა და თქვენი კანდიდატურის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, დავდექით არა საკანონმდებლო, არამედ პოლიტიკური პრობლემის წინაშე. – გაგიმარჯოთ! კანონის უზენაესობას ესაჭიროება პოლიტიკური ნება, არა სიტყვიერი, არამედ საქმით გამტკიცებული. ჯერ-ჯერობით არ გამოჩენილა ამ ქვეყანაში ასეთი ხელისუფლება... – ხელისუფლება ხომ ვერ მოახდენს ზეწოლას, ან მითითებას? ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს სასამართლოში ჩაურევობა ალბათ. – არც ის, რომ მიუთითოს სასამართლოს და მერე მის უკან დაიმალოს. სასამართლოს მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვება - კანონის აღსრულება. – უცხოელი დიპლომატები როგორ აფასებენ ამ ფაქტს? – არიან შეწუხებულები და გაოცებულები. დღესაც დამიკავშირდა ეუთოს მისიის წარმომადგენელი, არჩევნებზე დამკვირვებლადაა ჩამოსული. რადგან ჩემი კანდიდატურა სასამართლოს გზით მოიხსნა, უცხოელებისთვის უხერხულია ჩარევა. მათთვის უბრალოდ საკვირველია, რომ ეს განმეორდა ახალი ხელისუფლების პირობებში და დღევანდელი პრემიერის მაგალითზე. მათ დაინახეს, რომ მიდგომები არ შეცვლილა, და ძალიან უხეშადნაკერია ეს ყველაფერი. ბევრი რამაა დღეს მათთვის დამაფიქრებელი. – მაგალითად? – მაგალითად 20 წელი გავიდა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და დღესაც ისევ ვართ იმ მდგომარეობაში, როცა ისევ დასაცავია დამოუკიდებლობა. ჩვენთან სხვა სიმძიმეს დიპლომატიაა, ეკონომიკა, საზღვრები. დიპლომატიაში არამიზნობრივი გამონათქვამები არ არსებობს. ნებისმიერი გამონათქვამი შეიძლება გახდეს მძიმე შედეგების საწყისი. თუნდაც ფრაზა - „ ევრაზია რატომაც არა!?“, ჩვენთან არაა იგივე მნიშვნელობის მატარებელი, როგორიც იქნებოდა სხვა ქვეყანაში, რომელიც საუკუნეებია დამოუკიდებლად არსებობს. – ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ შესწავლის საგანი ვართ და მკაფიო წარმოდგენა ჩვენზე არ გააჩნია? – ჩვენ არ ვართ მყარად ჯერ საკუთარ სახელმწიფოებრიობაში. საქართველოს ჯერ დამტკიცებული საზღვრებიც კი არ გააჩნია და არ გააჩნია კიდევ ძალიან ბევრი რამ – სასამართლო, დემოკრატიული ინსტიტუტები. არაა ისე ჩამოყალიბებული რომ გაუძლოს ნებისმიერ გამოცდას. ასეთ ურთულეს რეგიონში, მუდმივი საფრთხეების წინაშე, მაშინათვე ისმება დამოუკიდებლობის და მკაფიო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. – თქვენ 1 ოქტომბრამდე ხვდებოდით ივანიშვილს, 1 წლის შემდეგ მასზე და მის პოლიტიკაზე აზრი რადიკალურად შეგეცვალათ... – დიახ, ვუჭერდი მხარს. ნიჰილიზმის წინაპირობა და იმედგაცრუება არა მხოლოდ ჩემში, ზოგადად საზოგადოებაში არსებობს. სხვა მოქალაქეებივით მეც მქონდა განცდა, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა, მოხდა ის, რასაც პრაქტიკულად არ ველოდით. რადგან გამარჯვების რესურსი ნაკლებად იყო. შემდეგ მოხდა ისე, რომ „ოცნების“ გამარჯვებასთან ერთად, მათი დაპირებების შესრულებაც დავიჯერეთ. იყო დიდი ნდობის ფაქტორი ჩემშიც. თუმცა არ მომწონდა ის, რომ ცოტა მდორედ მიდიოდა პროცესები - სასამართლო, გამოძიებები, ეკონომიკური გამოღვიძება, უცხოეთში საქართველოს სახის აღდგენა და სწორად წარდგენა ახალი ხელისუფლების და მისი მიზნების. თავიდანვე ნათქვამი მქონდა, რომ მე ოცნებას გარედან ვუჭერ მხარს, ვარ თავისუფალი და თუ დავინახავ, რომ რაღაც ისე არაა, ვიტოვებ ობიექტურობის უფლებას, არ მოვიქცევი ისე როგორც სააკაშვილთან და უფრო ადრე ვიტყვი სათქმელს. – ანუ, თვლით, რომ სააკაშვილთან სათქმელი მაშინ დაგაგვიანდათ? რა მოხდა კონკრეტულად ივანიშვილის შემთხვევაში? – ჩემი კანდიდატურის ირგვლივ შექმნლილი რეალობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდა. – ეს შეიძლება განაწყენებული ადამიანის პოზიციად ჩაგითვალონ. – არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს საზოგადოებამაც დაინახა. ამ კონკრეტული ფაქტით ძალიან ნათელი გახდა დემოკრატიის „ოცნებისეული“ გაგება. მართლა გასაკვირი იყო ჩემი არდაშვება არჩევნებზე, მითუფრო, რომ პრემიერი თვითონაა ფრანგი და მისი იურიდიული სიტუაცია მთლად დალაგებული არაა. – მანამდე თუ იცნობდით ივანიშვილს? – არა, არ ვიცნობდი. დღეს მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გამოვედით ერთპარტიული სისტემიდან და ვრჩებით ერთპიროვნულ სისტემაში. – ჩვენი საზოგადოება მოერგო მგონი ასეთ მიდგომას – ბოლოს მაინც პიროვნებაზე აკეთებს აქცენტს... – მე სხვა აზრის ვარ, ვფიქრობ რომ საზოგადოება უფრო მზადაა დემოკრატიისთვის, ვიდრე ხელისუფლება. საზოგადოებას მანდატის არსი კარგად აქვს გათვითცნობიერებული. 9 წელმა უკვალოდ არ ჩაიარა. ხალხი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. სხვა საკითხია ის, რომ საზოგადოება კონკრეტულ იმედს და ოცნებას ხედავს კონკრეტულ პიროვნებაში, ეს ადამიანურია. ჩემშიც და სხვებშიც დავინახე ეს ადამიანური რეაქცია - ყველას გვინდა, მარტივად წავიდეს ყველაფერი. – ერთპიროვნული მმართველობიდან გამოსავალი? – ერთადერთი გამოსავალია დემოკრატიული წყობა, რომელიც იწყება კანონით და სასამართლოთი და იქვე მთავრდება. – ანუ თქვენი აზრით, ამ ხელისუფლების ყველაზე სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემა იყო სასამართლო და კიდევ რა? – სხვა არაფერი. სასამართლოს უჭირავს ყველაფრის გასაღები. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიგოთ სიმართლე. უნდა დაისაჯოს ის, ვინც დასასჯელია. სასამართლოს უჭირავს ეკონომიკური განვითარების გასაღებიც. წინსვლა არ მოხდება, თუ ადამიანები არ დარწმუნდნენ საკუთარი კაპიტალის, და არა მხოლოდ ივანიშვილის კაპიტალის, დაცულობაში. როცა პრემიერი ამბობს, რომ მიდის, როცა არაფერი ქვეყანაში ჯერ არ გაკეთებულა, ეს აბნევას ყველას, მათ შორის ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორს. ეკონომიკა ვერ განვითარდება თუ არ გვექნა დამოუკიდებეი სასამართლო და სტაბილურობა. – ივანიშვილის არგუმენტი წასვლასთან დაკავშირებით – მე გადავალ სამოქალაქო სექტორში, საიდანაც უკეთ, უფრო კრიტიკულად შევაფასებ და გავაკონტროლებ რეალობას და უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ. – არ მინდამე მისი გაკონტროლებული მთავრობა და საქართველო. თვითონ სიტყვა კონტროლი უკვე ნეგატივია. – როცა ივანიშვილმა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია კოალიციაში შეიყვანა ამას მაშინ როგორ აფასებდით? – მაშინ ვფიქრობდი რომ ეს გააკეთა გარედან „ნაწყენი ძალების“ გასანეიტრალებლად. ეს მიღებული პრაქტიკაა ქართულ პოლიტიკაში, რომ არ გაიჩინო მტრები.ცოტა აღრევა მოხდა ცნებების. რეალურად ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ამ პარტიებს, როგორც პარტიებს, აღარ ეარსებათ. თავისი პარტია, ფაქტიურად, თამაშგარეა და არ ჩანს არანაირი რეალური ქმედება იმისა, რომ ეს პარტია ფეხზე დადგეს. – მგონი არ შედიოდა ეს მის ინტერესებში. – რა შედიოდა, რას ფიქრობდა, არ ვიცი. ფაქტია, რომ დღეს, გარდა იმისა, რასაც ბურჯანაძე ქმნის, სხვა ქმედითი პარტია არ არსებობს ქვეყანაში. პარლამენტი ძალიან სუსტია,რადგან „ოცნებაზეა“ დაფუძნებული და არალეგიტიმურ ნაცმოძრაობაზე. ანუ რა გამოდის? როცა წავა ივანიშვილი, არაფერს დატოვებს? ივანიშვილი აპირებს საკუთარი ნდობით შერჩეული მმართველი ნაწილის დანიშვნს და წასვლას. საკმაოდ უცნაურია. აპირებს გადასვლას სამოქალაქო სექტორში, საიდანაც დაეხმარება ოპოზიციურ პარტიებს. ეს თარგამაძის მოდელი, რაც უკვე გამოვცადეთ. ივანიშვილი უფრო შორსაც მიდის, როცა ამბობს, რომ გადადის არასამთავრობო სექტორში ძალიან დიდი ფულით. ეს ნიშნავს ტოტალურ კონტროლს. სად მივდივართ? რა ტიპის რეჟიმია ეს. – თუმცა იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ არსებული არასამთავრობო სექტორის სოლიდური ნაწილი უკვე იყო კონტროლირებადი და გამოყენებადი. – ცხადია. ამიტომ დავარქვი სააკაშვილის რეჟიმს ნეოტოტალიტარული. იქ იყო კონტროლი არა მხოლოდ პოლიტიკური სექტორის, არამედ ბიზნეს-სექტორის და არასამთავრობო სექტორიც. ბოლო 1 წლის მანძილზე არასამთავრობო სექტორი არის საკმაოდ თავისუფალი. მიმაჩნია, რომ ივანიშვილის იქ გადასვლა ისევ აჭრის სიტუაციას. – თქვენი აზრით, შესაძლებელია ნაციონალებს და ოცნებას შორის გარიგების არსებობა? ან რა ტიპის გარიგება შეიძლება იყოს ეს? დროის მოგების მომენტის თუ რეალური რევანშის? – ამის პასუხად მოვიყვან საკუტარ მაგალითს. თუმცა მოსამართლეები არიან დანიშნული მიშას პერიოდში და ყველა იყო კუბლაშვილის კადრი, ამის მიუხედავად, შეასრულეს ხელისუფლების მითითებები. ამიტომაც გამიჩნდა კითხვა - რატომ ამბობენ, რომ მიშას რეჟიმის მიმართ და იქაური დანაშაულის მიმართ ვერ ატარებენ ობიექტურ სასამართლოს, რადგან თურმე კუბლაშვილი და სააკაშვილი აკონტროლებენ მას ისევ? ვერც ის დავინახე რომ არსებობს ზეწოლა დასავლეთიდან რომ სასამართლოები არ ჩატარდეს. იყო შენიშვნები ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად მერაბიშვილის შემთხვევაში, რადგან ის წინასწარ იქნა დაკავებული და ყოფილი პრემიერის წინასწარ დაკავება, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს, გვინდა-არ გვინდა. თორემ რიგით სასამართლოებზე, გამოძიებაზე არანაირი ზეწოლა და შეზღუდვა არ ყოფილა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ნიშნები გარიგების, ცხადია. რეალურია მიშას რეჟიმის გაგრძელების ნიშნები. მიშამ დემოკრატია გამოშიგნა არსით და პრინციპებით და რაც ახლა ხდება, ესაა უკვე ფორმის დაკარგვა. ახლა რაც ხდება, ესაა ფასადის რღვევა. ასევე საგარეო პოლიტიკაში მიშას ქონდა შენარჩუნებული განცხადებების დასავლური ფორმა, დასავლური პიარით. მაგრამ ეს იყო გადაფარვა კონკრეტული ქმედებების . მაგალითად ისეთი ძალების შემოყვანა ეკონომიკაში, რომლებიც რუსეთის ინტერესების წარმომადგენლები იყვნენ, საზღვრების არგამაგრება, არდაცვა. – რეალურ საფრთხეებს ხედავთ? – ჩემი აზრით, ამ ყველაფერს საგარეო პოლიტიკაში, დასავლური ფორმის დაკარგვამდე მივყავართ. ეს ევრაზიული განცხადებები, რომ ნატო შეიძლება აღარ გვიღირდეს, ეს ყველაფერი მიდის იქითკენ... – თქვენი აზრით, კოალიცია ადგილობრივ არჩევნებამდე დაიშლება? – მიჭირს მათ მაგიერ აზრის გამოთქმა, ვფიქრობ, ყველას ერთობლივი ინტერესი უნდა იყოს შენარჩუნება და ამის 2 მიზეზი არსებობს. ერთი ის, რომ პარლამენტში ვეღარ მოხვდება მათი უმრავლესობა, მაგალითად გუგული მაღრაძე, თუნდაც გოგი თოფაძეც, თუ ლევან პირველთან ერთად იმოქმედებს. სანამ არიან ერთად, იქნებიან იმ ადგილებზე. მეორე, რამაც შეიძლება კოალიცია გადაარჩინოს - ესაა ივანიშვილის მიერ ფინანსების ხელმეორედ დადება მათთვის, რომ მაშინვე არ დაიშალონ. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, რომდენად მძაფრი იქნება ზეწოლა გარედან. – საზოგადოებრივ ზეწოლას გულისხმობთ? - დიახ. უკვე ბურჯანაძე აცხადებს თავის გეგმებს არალეგიტიმური პარლამენტის დაშლასა და ვადამდელი არჩევნების გამოცხადებაზე. ალბათ იქნება საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ვადამდელი არჩევნები შეიძლება ცუდი იყოს ამ მომენტისთვის. სამაგიეროდ, დავინახავთ, რომ პარლამენტიც შიშველია და იქ შემავალი პარტიებიც. მათთვის კიდევ უფრო რთული იქნება ადგილობრივი არჩევნები. ეს პარტიები რამდენად შეძლებენ არჩევნების წინ სიებზე შეთანხმებას, რაც მათთან ირთიერთობის გამოცდილებით ვიცი, ცოტა მეეჭვება. – ბოლო მოვლენები - სადემარკაციო ხაზის გადმოწევა. რუსეთის ქმედებები, რატომღაც, იუსტიციის მინისტრმა შეაფასა. თქვენი აზრით, უნდა აფასებდეს თუ არა მსგავს საკითხებს პრემიერი თავად? – ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და არა მაია ფანჯიკიძე ან თეა წულუკიანი. ანუ, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, წასვლამდე პასუხისმგებელიცაა მათზე. მან უნდა შეაფასოს და თქვას კონკრეტული ნაბიჯები და არა ბუნდოვანი კითხვები სვას - „რატომაც არა ევრაზია?“ – რუსეთი ჩვენთვის ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ასე იყო თქვენი მინისტრობის დროსაც... – გეთანხმებით. სწორედ ამიტომ, რუსეთთან ურთიერთობა ვერ დაიშლება სექტორებად. აქეთ საზღვრები, იქით ოლიმპიადა, იქით ღვინო და არანაირი კონცეფცია იმისი თუ რა გვინდა რეალურად. სააკაშვილს ქონდა გაცხადებული კონცეფცია - კონფრონტაციული, თუმცა ამის ქვეშ ბევრი სხვა რამე ხდებოდა. ამ ხელისუფლებას კონცეფციაც არ აქვს, რადგან ყველა თავისთვის რაღაცას ამბობს და აკეთებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან კატეგორიულ განცხადებებს აკეთებს, ასევე ზურა აბაშიძე ზოგჯერ ამბობს, რომ შეუძლებელია მოლაპარაკებები, მაგრამ ამ დროს არ ვიცით, რა არის ხელისუფლების პოლიტიკა. კიდევ უფრო საკვირველი ისაა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეააზე წავიდა სააკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერს არც მოუვიდა აზრად, რომ შეიძლებდა იქ თვითონაც წასულიყო... – მაგ დღეს პრემიერს ექსპერტებთან შეხვედრა ქონია დაგეგმლი. – პრემიერის ექსპერტებთან შეხვედრა იყო სამარცხვინო, ეს არაა დემოკრატიული ფორმატი. ესაა სააკაშვილის რეჟიმის სტილი. არაფერი ესაქმება პრემიერს ექსპერტებთან. რა წარმონაქმნია ზოგადად „ ექსპერტები“ ეს კიდევ ცალკე თემაა. რატომ უნდა დაიბაროს და რატომ უნდა დაიწყოს „ჩაკითხვა“. ეს კოკა ყანდიაშვილის ფორმა და ფორმატია. რა დროს ექსპერტებთან დებატებია? მაგ დღეს თუ გაეროს ასამბლეაზე არ იქნებოდა და საჯარო შეხვედრაზე იყო საუბარი, ალბათ საგარეო და თავდაცვის საკითხების ექსპერტები უნდა მოეწვია. - თქვენი აზრით, რატომ არ წავიდა ივანიშვილი ასამბლეაზე? - ნამდვილად მიჭირს აზრის გამოტანა. იქ ძალიან დიდი ინტერესი იქნებოდა მის მიმართ. მათთვის უცნაურია განცხადებები წასვლაზე. შეიძლება წახვიდე, მაგრამ წინასწარ გამცხადებების გაკეთებით ამაზე იკლებ კომუნიკაციას საჭირო პოლიტიკოსებთან... იყო ლაპარაკი მის ამერიკაში ვიზიტზე. რანაირად უნდა ჩახვიდე ამერიკაში, როცა აცხადებ რომ მიდიხარ, როცა ისედაც დონის პრობლემაა, მაგრამ არაა აუცილებელი, რომ მხოლოდ ობამას შეხვდე. როცა უკვე გაცხადებული გაქვს წასვლა, ცხადია, იქიდან რეაქცია იქნება - მოდი, ვნახოთ, დაველოდოთ და იმას შევხვდეთ, ვინც მოვა... - ანუ ივანიშვილი არა მხოლოდ ჩვენ გვაბნევს, არამედ მსოფლიოსაც. - მსოფლიოს რომ აბნევს ესაა მთავარი. საგარეო პოლიტიკაში დღეს ეს შეიძლება იყოს დამანგრეველი საქართველოსთვის. არაერთხელ ვახსენე გასული საუკუნის 20-იანი წლების მაგალითი, როცა ევროპელი პარტნიორებიც ვერ მიხვდნენ რა გვინდოდა? ამიტომ აღარ გამოიჩინეს ისეთი მძაფრი რეაგირება და შედეგი ყველამ ვიცით. - აპირებთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას? - არ ვიცი, ვნახავ როგორი სიტუაცია იქნება - რამდენად ღია და თავისუფალი და რამდენად ფულზე დამოკიდებული. დღეს ვიცით, რომ გაყალბება არ იქნება, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ერთი და იგივე არჩევანის წინაშეა ხალხი, არჩევანია წასვლა-არწასვლაზე არჩევნებზე და არა კონკრეტული პირის არჩევაზე. - აბა რაში გეპარებათ ეჭვი? - იმაში, რომ ადმინისტრაციული სიები არ შეცვლილა, ცესკოს კომისიაშიც იგივე ხალხია. ამ ხალხზე უამრავი პრეტენზია არსებობს. “ რესპუბლიკელები“ იყვნენ ამაზე პასუხისმგებლები წინა არჩევნებზე. რადგან იურისტებად მოაქვთ თავი. ისინი აგროვებდნენ მთელ ამ დარღვევებს. სად გაქრა? ასეთ სასამართლოზე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი არანაირ წინააღმდეგობას არ გაუწევდა, თუნდაც არჩევნების მიმართ ნდობის აწევის მიზნით. სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, ვინ იყო გაყალბებაზე პასუხისმგებელი და ვინაა დამნაშავე. ეს ყველაფერი თუ არ შეიცვალა, ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები, რამდენად ღია, გამჭვირვალე და დაცული იქნება გაყალბებისგან, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. უნდა ვენდოთ? 1 წელიწადში სიების გაწმენდა რატომ ვერ მოხერხდა? კოალიციის წევრებს ყველას აქვს აქვს სიებთან დაკავშირებით მწარე გამოცდილება. ახლა უცებ აღარ აინტერესებთ და უცებ დრო აღარაა? ბიომეტრიულ პასპორტზე იბრძვის ჩვენი პარტია რამდენი წელია, ხან დრო არაა, ხან ფული. როცა ვიცით, რომ ესაა პირდაპირი წამალი გაყალბების წინააღმდეგ. ამის შემოღების შემდეგ ვეღარაფერს იზამს - ვერც გოგორიშვლი, ვერც იმერლიშვილი. - საპრეზიდენტოზე თქვენი პროგნოზი როგორია? - ის, რაც ივანიშვილმა თქვა. ყველაფერი შესრულდება. - თქვენი აზრით, რატომ აქვს ბურჯანაძეს ასეთი მკაფიო განცხადებები? - ის თვლის რომ ასეთი უნდა იყოს კანდიდატი და ასეთი თვითდაჯერებული ფორმა კამპანიის ცოტა მოძველებული ფორმაა. - დღეს მედიაში აქტუალური გახდა თემა - ვინ იქნება მეორე. - იმიტომ, რომ რეალურად პრეზიდენტის ფუნქცია დაცლილია უფლებებისგან და ბერკეტებისგან და ეს გაკეთდა ამ ხელისუფლების პირობებში, დაწყებული სააკაშვილიგან და დღეს რჩება მხოლოდ სიმბოლური პრეზიდენტი. მარგველაშვილის კანდიდატურა ესაა ცარიელი პრეზიდენტი ცარიელ პოსტზე. რეალურად ძალაუფლება უკვე გადატანილია პრემიერის პოსტზე, რომელსაც არ ვირჩევთ, მაგრამ თუ იქნება საპარლამენტო არჩევნები, ცხადია, უმრავლესობა, რომელიც მოვა, ის აირჩევს პრემიერს. - ახალი კონსტიტუციური ცვლილებებით სერიოზულად იზღუდება პრემიერის უფლებებიო. - მართალია, პარლამენტს გადასცეს ნაწილი უფლებები, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, უმრავლესობაში რა ძალაც მოვა, ის იქნება პარლამენტში უმრავლესობა და ის დანიშნავს პრემიერს. ანუ ესაა ფიქტიური შეზღუდვა. თუ უმრავლესობა სხვაა და პრემიერი სხვა , მაშინ პარლამენტმა შეიძლება შეზღუდოს მისი ქნმედება. თუ ერთი უმრავლესობაა და მისი დანიშნული, მაშინ პრემიერს აქვს ყველა უფლება. ანუ ამიტომ, მეორე ძალა, რომელიც მოვა, რადგან მარგველაშვილი ძალას არ წარმოადგენს, და კოალიცია დღეს თუ ხვალ დაიშლება, ის იქნება მზად, რომ ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს იქნება რეალური ოპოზიცია. ოცნების მიერ იმედგაცრუების შემდეგ, ძალაუნებურად მეორე ძალა ხდება შემდეგ არჩევნებში პირველი ძალა და ესაა გათვლა ბურჯანაძეზე. თუმცა რამდენად გამართლებული ეგ კიდევ სხვა საკითხია. - თუ მოხდა ისე, რომ გაიყო პოლიტიკური ძალები და ევროპული მიმართულების ძალად დარჩნენ მხოლოდ ნაციონალები, რა პოზიციას დაიკავებს ამ დროს სალომე ზურაბიშვილი? - აქაა პასუხი ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჩემი ამ არჩევნებში დაბლოკვა ამ საკითხს უკავშირდება. სხვას ვერ ვხედავ. რატომ ვის ვუშლი? ის რომ მე გამარჯვების უზარმაზარი შანსები მქონდა, ეს ხომ არასერიოზულია?! რეალურად მე ვიყავი წარმომადგენელი ამ მიმართულებით და ამით ნაციონელებს ვაკარგვინებდი ფსევდომონოპოლიას დასავლურობაზე. სხვა ძალის არარსებობის პირობებში ამათ შეუნარჩუნებენ მონოპოლიას, ოღონდ დისკრედიტირებული დასავლურობის. მათ ხელში მოხდა დასავლურობის დისკრედიტაცია და ვიდრე ის მათთან იგივდება და ასოცირდება, იზრდება ეს დისკრედიტაცია. ამ არჩევნებში ასეცაა ჩაფიქრებული - რეალური დასავლურობა ვერ გამოჩნდება. ეს ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი, რაც მოხდა ჩემი შეფასებებით. - სწორედ ამ დასავლური ორიენტაციის გამო, ბევრს ეგონა, რომ ნაციონალური სასამართლო „არ გაგწირავდათ“. თუ უშვებთ, რომ თქვენ და ნაციონალები ოდესმე დადგებით ერთად? - ამ შემთხვევაში ნაციონალებს ჩემი დაბლოკვა აწყობდათ. სანამ მე არ ვარ, იმათ აქვთ მონოპოლია. ისე როგორც არ აწყობს ბურჯანაძეს და არ აწყობს ხელისუფლებას. ანუ არცერთს არ აწყობს და მშვენივრად არიან შეხმატკბილებულები. ნაცმოსძრაობასთან, ისე როგორც ნებისმიერ პარტიასთან, ვიდრე არ ჩატარებულა სამართლიანი და ობიექტური სასამართლო, რომელიც გაარჩევს ვინ ვინაა?ვინაა იდეოლოგიით ნაციონალი, მოუვიდა შეცდომა, და ვინაა დამნაშავე? ვიდრე ეს არ გაირკვევა, „ნაცმოსთან“ თანამშრომლობა წარმოუდგენელია. - თქვენი აზრით სისტემის შემომქმედი და მთავარი დამნაშავე სააკაშვილია? - ეს უნდა თქვას სასამარლომ. არ უნდა დაიჭირონ მერაბიშვილი იმ განწყობით, რომ ესაა ყველაფერი. ან მიშაა თავი და თავი. თუ სასამართლომ არ მითხრა ეს, ჩვენ ვაგრძელებთ შევარდნაძის მიერ დაწყებულ პოლიტიკურ გარღვევებს იმ მხრივ, რომ არავინ ისჯება და ყველა ყველაფერს აგრძელებს. დღეს შეიძლება ლევან პირველი დაბრუნდეს, შეიძლება ჩხარტიშვილი დაბრუნდეს, შეიძლება ნუგზარ ფოფხაძე დაბრუნდეს და ა.შ. რატომ? იმიტომ რომ სასამართლო არ ყოფილა, ხოლო მეხსიერება სხვა რამეა. ადამიანები ვართ, ბოლოს და ბოლოს, აღარ ვიცით, აღარ გვახსოვს ზუსტად, გარკვეული დროის შემდეგ და ვეგუებით ძალიან კარგად. გამოსაძიებელია უამრავი საკითხი, დარჩენილია უამრავი კითხვა. თბილისის ომი, აფხაზეთი, 2008 წლის ომი, განმუხურის ვითომ გადატრიალება, ლაფანყური და ა.შ. სამეგრელოში ამდენი იარაღი აღმოაჩინეს და, თუ დააკვირდით, ყველამ გადაიტანა აქცენტი ფირებზე, რომლებიც მე, როგორც მოქალაქეს, ნაკლებად მაინტერესებს. თუმცა, როგორც ოლიტიკოსი ვაღიარებ, მაინტერესებს, ჩემზე თუ რამე ჰქონდათ? არადა აქ ის იყო მთავარი, რომ კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლებამ გადამალა იარაღი, და არ მიაწოდა ახალ ხელისუფლებას მასზე ინფორმაცია. აღარაფერი ისმის თუნდაც ალ-ქაიდას ფირებზე, ისიც გადაგვავიწყდა. დღეს ბომბებია აქტუალური. არაფერზე სერიოზული გამოძიება არაა , ბოლომდე არცერთი საქმე არაა მიყვანილი და ვართ ასე ჰაერში. - ამ სიტუაციაში განაწყენებულ პოლიტიკოსად მიგაჩნიათ თავი? - სულაც არ ვარ არავისზე განაწყენებული. აქ ვრჩები, ვაგრძელებ მუშაობას, მაგრამ ვთვლი და ეს ჩემი ბედი ყოფილა, რომ, რატომღაც, ვარ ლაკმუსი აქაური მოვლენების. ისე როგორც მოხდა სააკაშვილის პერიოდში, ცნობილი ქაჯების ინციდენტი, რაღაცნაირად გამოაშკარავება ხდება რაღაც მოვლენების ჩემს ფონზე. - ალბათ იმიტომ, რომ არ ხართ მართვადი და კონტროლირებადი? - შეიძლება. არც მართვადი ვარ და არც გაჩუმება მახასიათებს. ახლა ამ ყველაფრის გადაფარვას ჩემი ნაწყენობით ცდილობენ, ჯერ ბურჯანაძეზე, მერე პარლამენტზე, იმაზე-ამაზე. პოლიტიკაში წყენა რა შუაშია, ისე როგრც სიყვარული? პოლიტიკა არის სტრატეგია და შედეგი. აქედან გამომდინარე, ან იმსახურებ პატივისცემას, ან - არა... "ქრონიკა+" 01.10. 2013 კატო ჩულაშვილი
  6. დაბომბვაა ისეთი, გაგაგიჟებს კაცს!.. ხუმრობდნენ, ხულიგნობდნენ თუ დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, აგერ უსუმ 50 000–ის ზარალი კი დაუთვალა ზოგიერთებს. ზარალზე რომ არ იყვნენ, საგარეჯოს მაჟორიტარიც არ გამოცხადდებოდა კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამის პრეზენტაციაზე ჯინსებით...ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ყველაფერს თავისი ეტიკეტი, ასეთი "წვრილმანებისთვის" კი ახლა მარტო ჩემისთანა მოცლილებს სცალიათ... გასულ კვირას მიწას მუცელი რამდენჯერმე ეძრა, მაგრამ ძვრა ვერ გვიყო, "მაგრათა ვდგავართ!"... იწვიმებს თუ არ იწვიმებს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. გინდათ ევროპა და ინტეგრაცია? ხოდა დაიწყეთ ქოლგით, ოღონდ, თავიდანვე ბოლომდე ნუ გაშლით, ნელ–ნელა შეაჩვიეთო, თან ჯერ თვალიო... მოკელდ, ვისაც არ ეზარება ამ ბედკრულ ქართულ პოლიტიკაში , ან მოდის, ან მიდის, ან ბრუნდება… საქართველო მტკაველი მიწის დაკარგვას არ შეეგუებაო, – ისეთი ტონით განაცხადა ქალბატონმა იუსტიციამ, გეგონება ჯერ არ დაუკარგავს, ან უკვე საქართველო არ ვართ, ანდა მტკაველში რაღაც სხვა საზომი ერთეული მოიაზრება... მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის 936 მოქალაქეს 10 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. რა ქნას ახლა, მეტი რა გაუკეთოს თავის "ჯილას?" მართლა წითელკანიან შამანებს ხომ არ ჩამოუყვანს. კაშპიროვსკი კიდევ დაბერდაო... ბოლოს და ბოლოს, ყივჩაღებამდე ხომ არ მისულა საქმე? მაგ ჩაგრულს ახალმა მთავრობამ თვითმფრინავები ხომ აახია, ახლა ზედ დაწერილი წარწერებიც წაუშალა. ვინ დაუჯერებს აწი მაგას ოფიციალური ვიზიტების დროს, რომ, ოდესღაც, აფხაზეთში დაბრუნების დაპირებამ „ქართული ოცნების“ რეკორდი მოხსნა ხმების თვალსაზრისით. ბარაკასთან მაინც არ ყოფილიყო გადასარბენი... მერე უკვირთ, პრეზიდენტი, თვითმფრინავზე წარწერა "სოხუმის" გაქრობას პოლიტიკური დატვირთვით ხსნის. ისა და, როდემდე უნდა ვაფრინოთ ამ თემაზე, ყური ხომ არ მოგიკრავთ? გეოგრაფიული დასახელება სოხუმი რომ სახელმწიფო სიმბოლიკა ყოფილა, ამას ახლა უნდა გვეუბნებოდნენ? სადაა ქართული არასაპარლამენტო „პოლიტიკური ელიტა“? რატომ არ აპროტესტებს მიშას პროტესტს? რაც „ბრწყინვალე შვიდეულმა“ ერთჯერადი სახით, ბიუჯეტიდან 150-150 ათასი ლარი მიიღო, სოხუმი არააქტუალური გახდა? სანაკოევმა თქო, იდეაში მე კი ვიცოდი, სენი წილიმეო! რომ 2008–ში სააკაშვილი ომის მომგები არ იყოო, მაგრამაო, მაინც ვენდე, მე რას ვკარგავდიო? ჰოდა, რა დაკარგა რო? პრეზიდენტად მუშაობა "სივი"-სთვის სერიოზული მონაცემია. რა დრო დადგა, არავის აინტერესებს, ვინ გახდება პირველი საპრეზიდენტო კანდიდატებში? უფრო საინტერესოა – ვინ იქნება მეორე?. აი ფიქტიურად მეორე და ფაქტიურად პირველი კი მიდის... არამგონია, მაგას NDI–ს გამოკითხულთა 72%–ს ყური უგდოს. ბიძინამ იცის, რასაც აკეთებს და აცადეთო!... კარგით ბატონო, ვაცდით, მაგრამ, როგორ გინდა უყურო ასე "შორეული და ახლობელი" ოცნების წასვლას? არადა, რომ კითხო, "ძალიან მაგარი გუნდი მყავსო!" მაგ გუნდს უახლოეს მომავალში, არც მეტი, არც ნაკლები არჩევნები აქვს მოსაგები. რა ხმებიც მოდის თვითმხილველებისგან, კოალიციის წინასაარჩევნო საქმიანობა შტაბებისგან უბნების დაკომპლექტების დონეზე, თვითდინებაზეა მიშვებული. არ ვიცი რა პოლიტიკაა ეს – ქამრების მოჭერის თუ პრაგმატულად გაჭერის, მაგრამ ფაქტია, თბილისის სხვადასხვა რაიონში კოალიციის შტაბების შეხვედრები ისეთ უცნაურ ვითარებაში ხდება, ასეთი "მასკიროვკა" ნაცების ეპოქაში არ ქონიათ. შტაბის შეხვედრა–გაცნობა-ტრენინგები უბნების სკვერებში ტარდება. არადა, ეს სკვერები, თავის დროზე, ნაცების საარჩევნო კამპანიის მონაპოვარია და მოდი და ნუ დაწყდება უგულლავას გული, თანამოქალაქეთა უმადურობაზე! თქვენც დაიბენით ხომ? არაუშავს, მარტივია - იმას რასაც ადრე "ხუთოსნები" რესტორნებში და გაშლილ სუფრასთაან აკეთებდნენ (დაილოცა მერაბიშვილ-შაშკინის წინასაარჩევნო სუფრული), ახლა "მეოცნებეები" სუფთა ჰაერზე შვებიან. კი გაჰკივის პატივცემული საგანელიძე, შტაბიდან ვერავინ გამიშვებსო, მაგრამ „ნაციონალური საარჩევნო“ სკოლის წყალობით „არჩევნებზე“ ე.წ. „ძეტსკი მატი“ თუ გათამაშდა, არც მაშინ წავა? თუ პირადი ანგარიშები გააპიპინა და აწი ქოცი-ქოცზე აღარ ყოფილა და ნაცი-ნაცზე? კოაბიტაციის რეჟიმში სხვა კომბინაციებიც მოსულა, მაგრამ, ყველამ თავის ფანტაზიას მიხედოს! ;) ირაკლი კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობას ფუნა ესროლა. პირველი კითხვა რაც საზოგადოებაში გაჩნდა, იყო– სად იშოვა კაკაბაძემ ფუნა. სამაგიეროდ, არავის უკითხავს – რატომ? ისიც გაირკვა, რომ საზმაუზე წარმატების საწინდარი ქალის სახელი ყოფილა. საკმარისია გერქვას ეკა და სულაც არაა პრობლემა, პოლიტიკური თოქშოუს წაყვანის სურვილი გქონდეს. კვესო "მოქესტეს", მიშველაძე "მიჭიჭყნეს" და საზოგადოებრივ ტატამზე გამოსასვლელად ბერიძე ემზადება. ხოლო იქ, სადაც გამოჩნდება თავისუფალი ვაკანსია, აუცილებლად ჩნდება კოკო (კონსტანტინე) გამსახურდიას გაუხუნარი ამბიცია. დამეთანხმეთ, რომ, ასე "უკულტუროდ" ეს ქვეყანა არასოდეს ყოფილა, მაშინაც კი, როცა ამ დარგის მინისტრები არ არსებობდნენ და ის ნიჭიერი ადამიანების ხარჯზე ვითარდებოდა. და მერე რა? ახლა გვყავს მინისტრი, თავისი დახუნძლული შტატით. ამას როგორღაც შეეგუები, მაგრამ, 20 წლის წინ დაკარგული ტერიტორიის კულტურის მინისტრობა, ისე, როგორც ზოგადად მთავრობის არსებობა კია ცოტა რთულად ასათვისებელი. აფხაზეთის მთავრობამ რომ კულტურა და განათლება ერთ სამინისტროში გააერთიანა, ეგ იმის ნიშანია, რომ „პრაგმატულად აზროვნებს“. ორი - ერთში გაცილებით ეკონომიურია. პრინციპში, რამ გაყო ახლა კულტურა და განათლება? თანაც თუ ისეთი კადრი გყავს, როგორიც დიმიტრია ჯაიანი... მოკლედ, აქამდე თუ საზოგადოება ითხოვდა პენსიას შრომის და დამსახურების მიხედვით, ახლა ის დროა, მოვითხოვოთ თანამდებობა იგივე მიზეზით. საქართველოში ბოლო 20 წელია ის დროა, როცა თანამდებობაზე ხალხი ინიშნება არა ეპითეტით – შეეფერება, არამედ – ეკუთვნის... იუშჩენკო ჩართველდა კოლეგა–მეგობართან და ნათლიმამასთან ყვარელში. ქვევრიც ითრია, რეზინის ჩექმებიც ჩაიცვა და ისე კახურად ჩააბოტა საწნახელში, მიხოსაც შეშურდებოდა, გოგიასაც და იმათ სახედარსაც. ქვევრი არ მიიღო ნათლულის და ნათლიმამის ავტოგრაფით როო?... ქვევრზე ავტოგრაფიც ახალი სიტყვაა არქეოლოგიაში. მაგ ახლადგამომცხვარმა მეღვინემ ის მაინც თუ იცის, ქვევრი მიწაში რომ ინახება? "დიახ, მე ვარ VIP სტატუსის მქონე ადამიანი"–ო და დასკდით შურით, ბოღმაზე და ჭიჭინაზეო, – აჭარის უმაღლესი საბჭოს გაბღენძილმა თავმჯდომარემ. გაიბღინძება აბა რა? ახალი სტილის და ეტიკეტის დამამკვიდრებელი თუ არა, გამაჟღერებელი მაინცაა თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში. ბიზნესმენი ლევან პირველი საქართველოში დაბრუნდა და „მრეწველთა პარტიის “ გაახალგაზრდავებას აპირებს. მრეწველობა-მრეწველებს! პოლიტიკა-პოლიტიკოსებს! არაა ცუდი სლოგანი, მაგრამ, ვის სწყობა? ამ ქვეყანაში პოლიტიკაც ბიზნესია და ბიზნესი -პოლიტიკა. პარადოქსია, მაგრამ, ფაქტია - საქართველოში, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავის აწყობს, რომ მის საკუთრებას, უფლებებს და ღირსებას იცავდეს კანონი და სამართალი. ალბათ გენეტიკური წუნია აზროვნების დონე- ჩემსას ჩემზე უკეთ ვერავინ დაიცავს და ამიტომ, აქაც მე ვარ და იქაც მე ვარ!!! მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, – პრემიერმა ჩვენს მიერ ორჯერ გახსნილი ჰესის მშენებლობა მესამეჯერ გახსნაო. რამდენ რამეზეა ეს „ადამიანი“ გულდაწყვეტილი... სიმწრით დაშლიგინებს პლანებში, ყურძნის ახალ ჯიშსაც გამოიყვანს ეგ მალე. იმდენი ქნა, სანამ ბაქრაძეს ამერიკაშიც ყურძენი არ დააწურინა. საქართველოს პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატი, პროფესორი ნესტან კირთაძე, მოფერებით „ნესტარა“, კოლუმბიის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორ ტიმოტი პრაისს შეხვდა. ახლა მაგ პრაისს ეგ პრასზე არ დაელაპარაკებოდა ამხელა გზაზე ჩასული, მაგრამ... შსს–ს ისე მოეწონა წინამორბედთა ტრადიციადქცეული ვიდეო–ინდუსტრია, გადაწყვიტა, შესაძლებლობები სრულმეტრაჟიან ფილმებშიც მოსინჯოს. ამიტომ, იგეგმება ფილმის გადაღება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმეზე – „ვინ მოკლა ილია...“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება ის ფაქტი, რომ საფუძვლიან გამოძიებას მართლაც დიდი დრო სჭირდება. ამით მოიხსნება დღეანდელი როკურატურის მიმართ ბრალდებებიც. ან დამიმტკიცეთ რამე და ან გამომიშვითო! მისუსტებული ხმით ყვიროდა ამ კვირაშიც ვანო... აი ბაჩო უფრო ომახიანად გამოიყურებოდა... ხელოვან-ორატორ-კონფერანსიე ნინელი ჭანკვეტაძის ვალის აღიარება და გასტუმრება გვაკლდა ქართველებს. ვიცით ქალბატონო - ბიძინა ის კაცია, კომბლებს რომ თლის, ჭერში აწყობს და მიშასთვის რომ აქვს ერთი საგანგებოდ გადანახული, მაგრამ რა საჭიროა ყოველ წუთში ამის ცხვირში ტაკება? უმადურები თქვენსკენ მოიკითხეთ, თუ კარგია! მიხეილ სააკაშვილი გაერო-ში სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა. 27 სექტემბერს რუსი ჯარისკაცები სოხუმში, სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას, სამაგიეროდ, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიადაში დამოუკიდებელ ქვეყნებად არ წარსდგებიან. "საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ "ანგელა მერკელის პარტიას გამარჯვება მიულოცა. ეს ანგელაც რა ხარბი გამოდგა, ჩვენი მაღალის არ იყოს... მაღალს კი უკვე დედაქალაქის მერობა მონდომებია. რას აპირებს გიგი, ამას მოგვიანებით შეგვატყობინებს, თუ კიდევ ერთხელ დაიბარებს პროკურატურა გასაუბრებაზე. ისე, პოლიტიკაში დაბრუნება უფროს წიწიბურასაც გადაუწყვეტია. აბა ტყუილად ხომ არ მიეძღვნა ხოფერიას პირველი გადაცემა უმცროს წიწიბურას? სალომე გოგიაშვილმა და ნინამ ვიღაცის ქმრის გამო დასცხეს. ფარულავა და მოროშკინა ასე ურიგოდ რომ მიდიან „ზაგსში“, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მაინც დალოდებოდნენ... ამ გახსენებაზე, თუ იცის ვინმემ – ნათია მეგრელიშვლი გათხოვილია? ათთვიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, უკრაინიდან ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიცია განხორციელდა. ესეც თქვენი კვირის მონაპოვარი! ეჰ... ცხოვრება მართლაც ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ დანიშნულების შესაბამისად არ გამოიყენო... ეგეცაა, – რაც უფრო ყურადღებით და გაფაციცებით აკვირდები რამეს, მით უფრო ნაკლებს ხედავ ხშირად... კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+" 24.09.2013
  7. ამ მასალის დაწყებას სხვაგვარად ვაპირებდი, რომ არა, ჯერ კიდევ ჩვენი პრეზიდენტის ერთი ცხელ–ცხელი ფრაზა – „ ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ალეკო ტუღუში, პოლკოვნიკი, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო, ცხოვრობდეს "გარაჟში." ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა სააკაშვილს ვეთანხმები, გმირები ავტო- ფარეხებში არ უნდა ცხოვრობდნენ. გმირებს, ზოგადად, ომის ვეტერანებს, სხვაგარად აფასებენ თავმოყვარე ქვეყანაში. გმირთან ყველა ვალშია, რადგან ის ჩვენი სიმშვიდისთვის და მიწისთვის რისკავს ყველაზე შეუფასებელს – სიცოცხლეს. სააკაშვილი კი ის შეთხვევაა, რომელმაც შექმნა „საკუთარი გმირები“, ხოლო ყველა დანარჩენი ცამ ჩაყლაპა, უმადურობამ თუ ისტორიამ, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. არადა, ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, უმეტესობის ყოფას მხოლოდ სიტყვა "არსებობა" შეეფერება, მაგრამ ისინი არიან მეომრები, ნამდვილი მეომრები და ცხოვრების უსამართლობასაც ისეთივე შემართებით ებრძვიან, როგორც მტერს. უკვე 21–ე წელია დაიარებიან გახსნილი ჭრილობებით – დაღუპული მეგობრების ხსოვნით, წაგებული ომის ტრაგედით, ღალატის ტკივილით და რევანშის სურვილით. მათი მთავარი საფიქრალი – დაბრუნება... ახლა კი ის, რამაც ეს ყველაფერი დამაწერინა: 27 სექტემბერი ახლოვდება და ახლა ბევრი იწერება აფხაზეთზე, სოხუმის დაცემაზე, შეცდომებზე, პიროვნულ და ეროვნულ ტრაგედიებზე. ჰო, სექტემბერში ყველას გვახსენდება აფხაზეთი. რამდენიმე დღის წინ ერთმა მეგობარმა სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „ეეეჰ ... 27 სექტემბერი ახლოვდება ... ისევ ტრაგიკულ ნოტაზე ... 20 წლის წინ მტერთან გმირები ვიყავით წაგების მიუხედავად, ... ახლა ჩასვრილი ცვედანები ვართ ნაცებს გადარჩენილები ... შვილიშვილს რა პასუხი გავცე ...“ ამ სიტყვების ავტორზე შემდეგ ნომერში გიამბობთ, ამჯერად სხვა მეომრის ისტორიას გთავაზობთ, რომლის შესახებაც მისგან გავიგე შემთხვევით, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის გამოქვეყნებული ქართველი ვეტერანის ფოტო გააპროტესტა – „ვეტერანი და ნამდვილი მეომარი მოწყალებას არასოდეს მოითხოვს, თავის ლუკმა პურს თავად იშოვნისო“... და მაგალითად ჩვენი დღევანდელი გმირი დაასახელა. გმირად მისი მოხსენიება უბრალოდ სიტყვის მასალა არაა. მისი ნახვა და გაცნობა ნებისმიერს შეგიძლიათ ქალაქის ცენტრში, მშრალ ხიდზე. მას ყველა იცნობს, ნებისმიერს ჰკითხეთ „გენერალი“ და მასთან პირადად მიგაცილებენ... აფხაზეთის ომში "პაპას" უძახდნენ თამაზ ფინთურიას. ამ ომში ბევრი „პაპა“ იყო თითქმის იდენტური ისტორიით. ის ერთ–ერთი მათგანია – შვილი გაისტუმრა ომში და გაგრის დაცემის შემდეგ თავადაც მოხალისედ წავიდა. პირველივე შემხვედრს ვკითხე, „გენერალზე“. ისე გაოცებულმა მკითხა, – თამაზს ეძებო? რაის გენერალია ეგ, ლოთიაო! ოღონდ "ლოთი" ისეთი სითბოთი თქვა, მივხვდი, ვიღაც კარგი ტიპი უნდა მენახა. 15 ნაბიჯში "გამცილებელმა" იმდენი შეძლო, მივხვდი, ამაყობდა, რომ "გენერალთან" მივყავდი... – კარგი კაცია თამაზი. მაგის ბიჭის დაკრძალვაზე დავით თევზაძეც იყო მოსული, დაფასებული კაციაო... ჰოდა, ვისხედით მე და ის "დაფასებული კაცი" დედა ენის სკვერში დიდხანს. მიატოვა თავისი სავაჭრო ადგილი და მიყვებოდა ომზე. აშკარად დავღალე, კიდევ კარგი, წვიმამ დასცხო... –წაი ახლა ბიძიკო, თორემ გამიცივდები აქ შენ და მერე ვის ეყვარება სამშობლოო? – თან თვალი ჩამიპაჭუნა... ჩვენი დიალოგის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ამ ხალხს წაგებულ ომზე საუბარი არ უყვარს. მომავალ, მოსაგებზე კი ერთნაირად უბრწყინდებათ თვალები. – თამაზ ბატონო, ოჩამჩირიდან ყარყარაშვილს გამოყევით? – კი.ღამე იყო, ბოლო გამოვედით.– ანუ იმ 300 კაცში იყავით? – კი, ცოტანი ვიყავით. ტექნიკა და ხალხი გამოგვყავდა სამშვიდობის. იქ ბევრი დარჩა, მეომრებს ვგულისხმობ.. – რატომ? განხეთქილება იყო გვარდიაში? – არა. განხეთქილება არ ყოფილა. ალბათ უფრო გაურკვევლობა იყო. – ცუდი რამაა ომში გაურკვევლობა. რთული გზა იყო არა კოდორის გზა? – ახლაც ყურში მიდგას ქალების , ბავშვების ხმა, როგორ წვალობდნენ. ჩვენს თავს ვინ ჩიოდა. – ომში როგორ მოხვდით? – მოხალისედ წავედი, ჩემი შვილი მსახურობდა იქ. გაგრა რომ დაეცა, ხელში იყო დაჭრილი. რა მომასვენებდა სახლში. მონადირე კაცი ვარ, იარაღთან ახლოს ვარ. იარაღის ჭერა მე ვასწავლე. გადაირია, სად მოდიხარო? თავიდან სოხუმში მოვხვდი, იქამდე თბილისის ზღვაზე გავიარეთ ერთთვიანი მომზადება. – ერთად იბრძოდით? – ბრიგადა ერთი იყო, მაგრამ სხვადასხვა ბატალიონში ვიყავით. ის შავნაბადაში იყო. – ორივე მამა–შვილი ცოცხალი გამოხვედით. – კი, ომიდან ცოცხლები დავბრუნდით,მაგრამ, მაინც მომასწრო ცხოვრებამ მის სიკვდილს. – ყარყარაშვლი გამოსვლისას მოლაპარაკებებს ვინმესთან აწარმოებდა? – მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან. იმ პერიოდში ეგ იყო ჩვენი ამოცანა – ხალხი გამოგვეყვანა. – ოჩამჩირიდან გამოსვლის ბრძანება მოულოდნელი იყო? – რა თქმა უნდა.. ზოგიერთები თავისი ინიციატივით დარჩნენ იქ. ბოლო შეტაკებისას რუსებმა თანამედროვე აღჭურვილობა გვანახეს. ისეთი დამცავი აღჭურვილობა ქონდათ, საგონებელში ვიყავით. მერე ბიჭებს ვურჩიე, მუცლის ქვევით დასცხეთ მეთქი... დავცხეთ და გამოგვივიდა... – ყარყარაშვილი უმკაცრესი იყო წესების დამრღვევ მებრძოლებთან. ჩვენთანაც ხდებოდა მაიმუნობები. – რა მაიმუნობა? წამალი? – არა, რა წამალი, მოროდიორობაზე ძალიან სიმკაცრე იყო. – ბევრმა მითხრა, ალაფი ომის წესიაო, თუმცა ეს ძნელი გასაგებია. თქვენ, მეომრებს, ხელფასს არ გიხდიდნენ მაშინ ხო? – მოხალისეებს არა. – მიტოვებულ ოჯახებს როგორ ინახავდით? კვება და ტანსაცმელი მაინც თუ გქონდათ საკმარისი? – იარაღით სახელმწიფო გვამარაგებდა, კვებას ადგილობრივი გამგებლები უზრუნველყოფდნენ. – აბა რომ ამბობდნენ, ხალხს სახლებში უვარდებოდნენ საჭმლისთვის გვარდიელებიო? – ვინ ამბობს მაგას? – რა ვიცი, ამბობენ. – ტყუილია ეგ, ალბათ ერთეული შემთხვევა თუ იქნებოდა გვარდიაში, ისიც ქუჩაში ან ტყეში თუ გადააწყდებოდნენ რამეს – ქათამს, ღორს...ყარყარაშვილის ბრძანება იყო, არ გაბედოთ, არ წაბილწოთ სახლებიო. მსგავსი ინფორმაცია პირდაპირ მასთან მიდიოდა და ტყავს აძრობდა. იყო შემთხვევები, მერე ვინც ამ ბრძანებას არ ემორჩილებოდა და ბრაზდებოდა, მხედრიონში გადადიოდნენ. – ანუ იქ არ იყო ისეთი წესრიგი? – ომი კარგი ტესტია, უცებ გამოჩნდება, ვინ რისთვისაა იქ წასული. თავზე რომ გადაგივლის პირველი ტყვია, მაშინ ხვდები ან თვითონ ვინ ხარ, ან გვერდით მდგომი ვინაა? – ოჩამჩირეში რომ ზვიადისტები იყვნენ, მაგათთან კონფლიქტები იყო? – კი, იარაღს და სურსათს გვართმევდნენ, ქალებსაც კი ჩხრეკდნენ. ხუნტის ლეკვები ხართო, ჩაგვაბარეთ იარაღიო. – მშვიდობიანი მოსახლეობის და დევნილის დაწიოკება სად გაგონილა? მასეთ სიტუაციაში ხომ ნებისმიერის ოჯახი და ახლობელი შეიძლება აღმოჩნდეს. მე 10 წლის უნახავი მამიდა ვნახე სოხუმის დაცვის დროს. იქ დარჩა და არ ვიცი რა ბედი ეწია. – წარმოშობით საიდან ბრძანდებით? – სენაკიდან. დაზვერვაში იმიტომ მოვხვდი, მეგრულად ვლაპარაკობდი კარგად. შევდიოდი აფხაზების მხარეს და საჭირო ინფორმაცია გამომქონდა. – პირველად რომ ისროლეთ და მოკალით ადამიანი, რა შეგრძნება იყო? – რომ გითხრა გადასარევიო, დამიჯერებ? ინსტინქტია მანდ პირველი, დაასწრებ თუ დაგასწრებს. ან შენ და ან ის. – ითვლის მეომარი თავის მსხვერპლს? – როცა ალყაში ხარ, მაშინ ითვლი. მერე ანალიზს უკეთებ... – სოხუმის დაცვაში მონაწილეობდით? – ბოლო წუთამდე. – რამდენხანს მიდიოდა ბრძოლები? – ერთი კვირა ალყაში ვიყავით. – თქვენი მეგობარი ბევრი დაიღუპა იქ? – აქ რომ ჩამოვედით, ნახევარზე მეტი ვეღარ ვიპოვეთ. მერე მოვიდა ინფორმაცია, რომ დარჩნენო. ტყვედ ჩავარდნენ... აღარ გვინახავს მერე. – ყველაზე მძიმე ბრძოლა რომელი იყო? – რუსებთან ყველა ურთულესი იყო. – იყო პერიოდები, როცა არ ომობდით,, მაგ პერიოდში რაზე ფიქრობს მებრძოლი. – მაგ დროსაც ვერ დუნდები, გადარჩენის ინსტინქტი მუდმივად ფხიზლად გამყოფებს. – ჰო, ტყვია ლატარიაა... – ბევრს შეუცვალა ფსიქიკა ომმა. – დაჭრილი იყავით? – კონტუზია მქონდა, 5 მეტრში აფეთქდა ნაღმი. ტალღამ მისროლა. – რამდენი შვილი გყავდათ, როცა წახვედით? – 6. ერთი ქალიშვილი, მერე შეგვეძინა. – ცოლი როგორ ეგუებოდა ქმარ–შვილის ომს? – თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი და ისიც იქაურ მომარაგებაზე და საქმეებზე დავრბოდით. ბრძანება იყო მთავრობის, მეომრების ოჯახებს დახმარებოდნენ პროდუქტებით. მეზობლების სალაპარაკო გახდა მაშინ ეგ ამბავიც. ომში წასვლისას გოგო არ მყავდა. 6 ბიჭი მყავდა მარტო. – შვილიშვილი რამდენი გყავთ? – 4. – გიმრავლოთ! როცა იქიდან ბრუნდებოდით, რა შეგრძნება იყო? გქონდათ იმედი, რომ მალე დაბრუნდებოდით? – კი, ყველა მაგას ვფიქრობდით. ვინ ფიქრობდა, რომ ასე გაიწელებოდა ეს დრო? რა მოილაპარაკეს შევარდნაძემ და მისმა ელიტამ, რა ვიცი... მის კისერზეა ამდენი ადამიანის სისხლი და უბედურება. სოხუმში მისი ყოფნის დროს ერთ დღეს ვიცავდი მას და მეტს ვერ გავუძელი, სხვას გადავაბარე. – შარტავას ამბავზე რა იცით? – ბატალიონი დარჩა მასთან ერთად. – მისი გადარჩენის შანსი ხომ არ იყო, რატომ არ გამოვიდა? – დარჩა იმიტო, რომ პარტიზანული ბრძოლა გაეგრძელებინა მერე, მაგრამ გაყიდეს. – იქ ხომ შარტავას ყველა იცნობდა? რა გაყიდვა უნდოდა? ვინ დატოვებდა ცოცხალს? – რა ვიცი, ბევრი ვერსიაა მაგაზე. ერთი კაცი გადარჩა მაგის გარემოცვიდან. – უცნაური ამბავია ეგეც, უცნაური და საშინელი. – ქართველი თუ გყავთ მოკლული? – ხშირად იყო იქ გარჩევები, ბრძანებას რომ არ ემორჩილებოდნენ. ფეხებში მაქვს ნასროლი ასეთებისთვის. ამიტომ ხშირად ამბობდნენ – პაპა ჯალათია და არ ინდობს არავისო. ჩემი ბიჭის ძმაკაცი დავჭერი ფეხებში. – რამდენის იყავით მაშინ? – 45–ის. – და მაინც პაპას გეძახდნენ? – კი, ყველაზე უფროსი ვიყავი ბატალიონში. – 21 წელი გავიდა უკვე. ახლა რას ფიქრობთ? რომ მოხდეს ისევ და ომი გახდეს საჭირო, ისევ წახვალთ? – ეგ ისეთი ბოღმაა, რომ არ გასვენებს ვიდრე ცოცხალი ხარ. თვალს არ დავახამხამებ, ისე წავალ. – შვილებს გაუშვებთ? – ვინ მკითხავს მე მაგას? ომის დროინდელი „ამუნაცია“ შენახული მაქვს ცელოფანში, დაუთოვებული და თავის დროს ელის. – სპეციალობით ვინ ბრძანდებით? – ინჟინერი. აქაც რადიოელექტრონიკის ნაწილებს ვყიდი, ვიცი ეგ საქმე. – ომის მერე არსად გიმუშავიათ? – როგორ არა, ესაა ჩემი სამუშაო. – ეს ხომ თვითდასაქმებით ოჯახის რჩენაა? – კი მაგრამ სხვა გზა რომ არაა? – ვეტერანის პენსია გაქვთ? – ახლა დაგვინიშნეს, მაგრამ ჯერ არ ამიღია. გილაურმა ხომ გაგვიუქმა ვეტერანებს ყველაფერი... – ახლა რამდენი დაგენიშნებათ პენსია? – 200 ლარამდე ალბათ. – აგვისტოს ომში თუ დაგიძახეს? – კი, მაგრამ არ წავედი. ბევრი არ წავიდა ჩვენი დროის. – რატომ? ეს თქვენი ომი არ იყო? – ალბათ. – ომი ხშირად გახსენებთ თავს? – ომმა არ იცის დავიწყება... ახალჩამოსული რომ ვიყავი, ისეთი კოშმარები მესიზმრებოდა, კინაღამ ცოლი მოვკალი ლოგინში. სანამ ცივი წყალი არ დამასხეს, გონს ვერ მოვედი. – ბევრი მეგობარი დაკარგეთ? – კი. სულ ვიკრიბებით სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით გადარჩენილები. ახლაც შევიკრიბებით. – ფრონტელი მეგობარი რას ნიშნავს? – ეს სულ სხვა რამეა... მაგას ბოლომდე უნდა ენდო, ისე ვერ იომებ. – ღალატი ყოფილა თქვენს გვერდით? – არ ვიცი ეს ღალატი იყო თუ შიში. არ მინდა ხოლმე ასეთი რამის გახსენება. – ქალები იყვნენ თქვენს ბატალიონში? – კი. მაგენი „ვეზუჩები“ არიან ჩვენზე... – სხვადასხვა თაობა იყავით იქ, ერთად იბრძოდით. თაობებს შორის დამოკიდებულება როგორია ომში? არის ახალგაზრდების მიმართ უფრო მეტი მოფრთხილების მომენტი, თუნდაც გამოუცდელობის გამო? – ცხოვრებისეული გამოცდილება მიმაგრებდა ზურგს.მამა–შვილური ურთიერთობები იქაც არის, სადილი უნდა მოუმზადო ბიჭებს, ოთახი მოუწესრიგო. ელემენტარულია.დაზვერვაში რომ მივდიოდით, წინასწარ არკვევდნენ პაპა საით მიდისო. უყვარდათ ჩემთან ერთად წამოსვლა.იცოდნენ რომ მომზადებული თბილი ოთახი და ზრუნვა ექნებოდათ. – შესაძლებელია აფხაზეთის მშვიდობიანი გზით დაბრუნება? ჩემი აზრით, ვიდრე იქ რუსეთის ინტერესი იქნება, ვერ მოვიგებთ ამ ომს. – რას მეუბნები, რა ომს ვერ მოვიგებთ? ახლა ისეთი ბიჭები არიან, სად იყო ჩვენ დროს ან მასეთი მომზადებული ხალხი და ან მასეთი შეიარაღება? ახალი ტეხნარები ვნახე პოლიგონზე. ჯობია საქართველომ ეს იარაღი არ გამოიყენოს. თუ დაიძაბა სიტუაცია, ომში წასვლას ჩვენისთანებს ვერავინ დაგვასწრებს. დავბრუნდებით ჩვენ, ვარიანტი არაა...12 წლის შვილიშვილი მყავს, გამოაღებს ჩემს სამხედრო ფორმას, აღჭურვილობას, გაანიავებს, ეფერება, მერე ჩხუბობენ ძმები ერთმანეთში – ვინ ჩაალაგებს.. პ.ს. „პაპას“ გაცნობის მერე ომის ხასიათზე დავდექი... იმათ ვუცხადებ ომს, ვინც ასეთი გენერლები მშრალ ხიდზე გამოსვა და წვრილშვილის პატრონებს იქ ნავაჭრი კაპიკებით რომ არჩენინებს თავს 20 წელია.. იქნებ, არ ვართ ჩვენ ნამდვილი გმირების ღირსები? არადა, ომებს გმირები იგებენ... კატო ჩულაშვილი
  8. ცხოვრების დონეს მსოფლიოში, ხშირად, „ბიგ-მაკის“ ფასით აფასებენ , ჩვენთან - თბილისის ცენტრში "მოღვაწე" მეძავების მომსახურების ტარიფებით. მეძავები რა მოსატანი იყო ამ ზომაზე მეტად შეგრილებული ზაფხულის მიწურულს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სახელ და რეპუტაციაშებღალული სტატისტიკის და მერყევი საზოგადოებრივი აზრის სეზონი გვიახლოვდება - ანუ არჩევნების სეზონი. „ოცნებიდან“ მომხრეების გადინებამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწიაო, ამბობს ბურჯანაძე, მაგრამ ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ქალბატონი იმერლიშვილი. მოკლედ, საქმე იქითკენ მიდის, რომ ვიღაცამ საქართველოში, პასპორტებით და მოქალაქეობით კბილებამდე შეიარაღებული 40 000 ყივჩაღი კიდევ ერთხელ ჩამოასახლა. „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით, რა თქმა უნდა, მათივე კანდიდატი დიდი სხვაობით კი არა „საკონტროლო პაკეტის“ მასშტაბებით ლიდერობს - 53%-ის ფარგლებში. დანარჩენები ამ კონტექსტში რაღა მოსაყვანია... მარგველამ საარჩევნო კამპანია, საქართველოს მასშტაბით, სამეგრელოდან დაიწყო, ხოლო თბილისის მასშტაბით - ვაკიდან. „სორე სკან იდეოლოგიურ-პოლიტიკური დონე ამხანაგო სორდია?! ჩქიმ საქმეში მთავარია სიზუსტე“... არადა ჯერ მაგ კამპანიას გათვლების და, მითუფრო, მიზნობრივ აუდიტორიაზე წერტილოვანი დარტყმების არაფერი ეტყობა... კანდიდატების პროგრამებს დიდი მოლოდინით ელის საზოგადოება, ზოგზე უკვე გაფუჭებული საქმეები ღაღადებენ, ზოგზე მიმდინარედ მალფუჭებადი, ზოგზე სამომავლოდ გასაფუჭებელი და ზოგზე ფაქტებიც და მუზებიც სდუმან... შალიკომ ოღონდ პრეზიდენტად მაქციეთო და ნიქოზის მავთულ-ხლართებს კბილებით გადავიტან კავკასიონის ქედზეო. დაიბარა და გაუდგა გზას. იარა-იარა და ისევ ბიძინას 7 მილიარდიან მუთაქებს მიადგა. მალე ეგ ამირანივით მისაჯაჭვი გახდება, დროზე თუ არ გააღვიძეს... როგორც გვატყობინებენ, ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი და „ქაჯებისგან“ განდევნილი ისტორიულ-დოკუმენტალურ-მორალურად ემიგრანტი ქალბატონი, ამჯერად როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გამოსულა მეზობელი კი არა, „მეგობარი“ სადგურიდან და, ვაი მისი ბრალი, ვისაც ამ კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობის ან არ სჯერა, ან არ უნდა... როგორც იქნა, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გაახმოვანეს. 28 401 დამწყები სტუდენტი სახეზეა. 4500 აქედან უსაზღვროდ გახარებულია, ხოლო 9000 ნორმის საზღვრებში. ანუ, სიხარულის მასშტაბებს გრანტების პროცენტულობა განაპირობებს. წელს გამორჩეულად რთული და პროცედურულად არასტერილური გამოცდები იყოო, თუ დამკვირვებლებს, მოხალისეებს და თვითმხილველებს დავუჯერებთ. თქვენი დიდი ხათრი და მოწიწება კი გვაქვს ბატონო ბიძინა, მაგრამ კადრების შერჩევის ტესტში ზღვარს რომ ვერ გადალახავთ, მაგის ეჭვიც გვაქვს. მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროს არ ეხება ეს, რა თქმა უნდა... ზოგადად ვამბობ... დაჯექით! ორი! ბატობო ბიძინა და, ეცადეთ პირველი სემესტრის ბოლომდე ეს შედეგი გამოასწოროთ. ხომ ხედავთ, თქვენს შერჩეულ კადრებს - წულუკიანს და ალასანიას ნაციონალური რეჟიმის ერთ-ერთი დასაყრდენი და მნიშვნელოვანი საკადრო ფიგურა, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის. ნეტავ რა ელის იმ გახმაურებული დაკავების „საამაყო ოქმს“? კვესიტაძის გადაცემაც რა დროს დაიხურა, თორემ ჩარჩოს და თავისუფალ კედელს როგორმე გავახერხებდით. სამაგიეროდ, უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილმა განიცადა ტრანსფორმაცია. სლუკუნს შეეშვა კი არა, რიხიც ჩაიყენა ხმაში და ნაპერწკალი თვალში. რა ხალხია მოკლედ, მთავარი პროკურორი შვებულებაში ვერ გასულა... ესაა ქვეყანა? ესაა უწყება და ესაა ამ უწყების პრეს-სამსახური? ხალხო, თქვენც რა მოგივიდათ, სხვას მაინც არაფერს აკეთებთ, ფეისბუქზე შვებულების სამახსოვრო კადრების გამოფენის გარდა და ტელეფონები მაინც ჩართეთ, აბეზარი და ზედმეტადცნობისმოყვარე (შრომისმოყვარეც) ჟურნალისტები მოგიკითხავენ ჯანმრთელობას, კარიერას, ზოგჯერ სხვა რამეებსაც... გასულ კვირას ბუნება რა ხასიათზე იყო და წყალდიდობა ამჯერად ურეკი -წალენჯიხის აკვატორიაში ისვენებდა. ქუთაისის ყოფილი მერის შვილმა მეზობელი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. სამაგიეროდ, ვლადიმერ ბედუკაძე ცემა ყოფილმა პატიმარმა ხელით... უფ! ოოო... ამას ჩვენ ვერ მოვითმენთ ამხანაგო სორდია! ხუტა წულეისკირი კი არა და ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარევ! ვინ დაგიჯერებს, რომ ამხელა „გოროდია“ და არცერთი საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი? ლამის დისკვალიფიკაცია აიკიდა ვანოს და ბაჩოს ციმ-ციმ შეკოწიწებულმა სტრუქტურამ. ჰოდა მიაშველეს ბატონო შეწყალება-ამნისტიები, აბა რა ექნათ? ამდენ ხალხს უმუშევარს ხომ არ დატოვებდნენ? მტერს რა უნდა და რიყოს ქვაო! (ოფოცხური ანდაზა) კრიმინალის პრევენციას კი კარგად გავსებული შარდის ბუშტიო... ერთკვირიანმა ოპერაციამ მწვავე ინციდენტების გარეშე ჩაიარა და ორშაბათს ოფიციალურად დასრულდა შსს-ს საგანგებო განცხადებით, იმის თაობაზე, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება გაგებით მოეკიდა. მართალია, „განცხადება გაკეთდა,“ მაგრამ კანონს და მის დამცველებს მითუმეტეს არ სძინავთ. ამიტომ, მეგობრული რჩევაა - პირველ დღეებში მაინც უპრიანი იქნება, სახლიდან გასვლისას, თან ვიქონიოთ შარდმდენი, რადგან, პრაქტიკამ ცხადად დაგვანახა, რომ „ნებითა ჩვენითა“ სჯობს „ძალითა მათითა“-ს... ნორმალურ ქვეყანაში სასირცხვილო კი იქნებოდა ყოფილი პარლამენტარის და შემდგომში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მითვისების გამო დაპატიმრება, მაგრამ, მოხდა და რა ვქნათ?..არადა, იყო დრო, გია ნაცვლიშვილობდა... რომ უხაროდათ ზოგიერთებს, არიქა, მიშიკო „ბათუმი პლაზას“ ლიფტში გაიჭედაო, ნურას უკაცრავად! ისეთი ოჯახური სეირნობა მოაწყო მზის ჩასვლისას, კენედის ოჯახობას შეშურდებოდა. ავი ენები ამბობენ, ცუდად ჩაიბუდა ბათუმში, უეჭველი ჩოლოქს გადაუკეტავს ასლანს, ოღონდ ახლა შიგნიდან თვითონ იქნებაო... გაუფუჭდა ნერვები. როგორია აბა მთელი ღამე ბერას სიმღერების მოსმენა, თან აზრის ხმამაღლა გამოთქმის ჩამორთმეული უფლებით? მერე უკვირთ, რატომ თქვა ის რაც თქვაო?! არადა, რა თქვა ახლა ისეთი? - საქართველოში თუ პატრონი არ გყავს, დღეს სამსახურს ვერ იშოვიო! ეს „დღეს“ გამოეჩხირა უშნოდ, თორემ სულ ასე არ იყო? ნაციონალურ ხანაში ყველა დასაქმებული მაგათ სამსახურში იდგა. ახლა სხვების დროა. მოკლედ, ისევ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ საკითხზე, რომ კადრების და დასაქმების ამბავში წასულებიც და მოსულებიც გვეღადავებიან... ბათუმზე და ჩოლოქზე გამახსენდა - მურმან დუმბაძე შეზღუდვებს ვერ იტანს თურმე. არადა, ყველა მხრიდან რომ შემოუარო, მაგას მაინც არაფერი ეტყობა თავისუფლების „კლასიკური გაგებით“. ჰოდა, თუ შეზღუდავენ, გადავა ოპოზიციაში, აბა რას იზამს, ოღონდ, ჯერ მარჯვენა-მარცხენას გადაიმეორებს... უმადურობის პიკი იყო გასული კვირა მე-9 არხის თემის კონტექსტში. ვიღაცამ პრემიერზე ხელების შეწმენდა მოინდომა და მსუყედნაჭამზე გაქონილი ტუჩებიც მიუსვ-მოუსვა საკონტრაქტო დოკუმენტაციას. მერე იყო ოცნება და ბჭობა ვირტუალურ და ტელე ეთერში დასიზმრებულ ქოთანზე. ოღონდ მაგ ქოთნის ამბავიც ვერ იყო მთლად ნათელში. ყველაზე სახალისო მაინც ის იყო, რომ სააქციო საზოგადოების საინიციატივო ჯგუფში, მმართველი ბირთვის ამბიციით, სწორედ ის პერსონები აქტიურობდნენ, ვინც არაერთხელ იყვნენ „ღუმელთან მიშვებულები “, მაგრამ მაინც უხარისხო და არაპროფესიონალურ პურს აცხობდნენ თუ ფოლადს აწრთობდნენ. კარგით რა, ხალხო! ერთხელ დაიჭრა ბიჭი! ორჯარ დაიჭრა! აღარა კმარა? გადავედით უცხოეთის სიახლეებზე: პუტინი ჩამობრძანებულა ანქვაბთან. კვირას სამუშაო ვიზიტი არ გამიგია მე, თან „ბიცუნთაში“, როგორც ბებიაჩემი იტყოდა და თან ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრის ფონზე. მაგათ საერთო ინტერესები ულტრაიისფერი სხივები ხომ არ გონიათ? მოიცლის ჩვენი ლედი-ფანჯიკიძე და უყურებს ალბათ „იუთუბზე“ მაგ შეხვედრის კადრებს. მერე რამეს იტყვის, თუ რამე კითხეს პრეს-კონფერენციაზე, რა თქმა უნდა... 26 აგვისტოს 6 წელია უკვე აშშ-ში სიშიშვლის ნაციონალური დღე აღინიშნება. წელს ზევით სიშიშვლეზეა საუბარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თორემ, ისე, ჩვენ მაგ დღით როგორ უნდა გაგვაკვირვონ? აი გავა ეს ზაფხულიც... სამოსი თავის ადგილს დაუბრუნდება სხეულზე, შვებულებაგამოვლილები - სამუშაოს, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატები - რეალობას. სოციალური სამართლიანობაო და სოციალური დაცვის სააგენტოში, ისევ ნაციონალური აგენტები სხედან, რომლებიც, ცარიელი მაცივრის გამო, ხალხს „დაუცველის“ სტატუსს არ ანიჭებენ. ჰოდა, თუ არც მაცივარი შეივსო, არც კუჭი, დავრჩენილვართ პირამდე გავსებული „მოთმინების ფიალების“ ამარა. არ უნდა იყოს ორიგინალობასმოკლებული კამპანია - წარმოიდგინეთ ამომრჩეველთა მასიური „ალავერდები“ და „ვახტანგურები“ გაპიპინებული მოთმინების ფიალებით. თუ სადმე დაგეღვრებათ და, მარილს ოპერატიულად მოაყრით დალაქულ ადგილს. მარილს უფასოდ დაარიგებენ და ოქტომბრის ბოლომდე გულის ჯიბით ტარება სავალდებულო იქნება. ფიალებით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ მომმართოთ. ვიცი სადაც „იღება“ ხარისხიანი ეროვნული წარმოების ფიალები, თანაც ბითუმად და იაფად. მოკლედ, ფიალა ჩვენი და მოთმინება - თქვენი! მანდელა კომაშიაო! ვილოცოთ ნელსონისთვის და თუ არ უშველა,მის თავისუფლებისმოყვარე სულს ვებარებოდეთ ყველა, ვისთვისაც საყვარელი ექსტრემალური სპორტის სახეობა ჯერ კიდევ ადამიანების ნდობაა... კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+" #19
  9. პოლიტიკა ისტორიის უნიფორმააო ამბობენ. ისტორია ქმნის სტილს, მოდას, ხოლო მოდა, თავის მხრივ, პოლიტიკური სარჩულების კერვითაა დაკავებული. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სერიოზულად კი, ფერიცვალება დღეს, სულაც არ მეხალისება პოლიტიკაზე ფიქრი და მის ოღრო-ჩოღროებში კირკიმალობა, მაგრამ სხვა გზა რომ არაა? რატომღაც, ამ ქვეყანაში ე.წ. პოლიტიკის გარდა სხვა არც არაფერი ხდება. ანდა, უბრალოდ საჭიროა ასე - ყველაფერი პოლიტიკის ნაწილად აღვიქვათ. ვისთვისაა საჭირო და რა მიზნით, ეგ კითხვები სხვაგან გადაამისამართეთ. ანალიტიკოსები და მრჩევლები “გვერდითა ეზოში” ცხოვრობენ. მათ ცხოვრებასა ჩვენს არსებობას შორის კი მსუყე ხარისხობრივი მაჩვენებელია „მოკავშირე“. იმ მეზობელ ეზოში კარგად მოეხსენებათ, რომ ნაცრისფერი დღევანდელობის გასაფერადებლად ნათელ მომავალზე ოცნება არაა მთლად კეთილსინდისიერი თამაშის წესი, მაგრამ „ფიარ-ფლეის“ მწვანე მინდორზე შეეშვნენ და ცხოვრებაში ვის რაში სჭირდება? ერთი კია, საზოგადოებრივი აზრი ინკვიზიციის კოცონს გავს და მასზე ყოველთვის მოიძებნება თბილი ადგილი ერეტიკოსისთვის. ინკვიზიციაზე და კოცონზე გამახსენდა - სამეფო კი არა და საპარლამენტო კარის ინტრიგები ახალ ძალებს იკრებს ჩვენში. უმრავლესობა უმცირესობის გამოცდილებას დახარბდა და საკუთარ ტყავზე, თავსა და ყბაზე სურს გამოსცადოს ყველა ის ნეტარება, რაც ამ „ხლართვომანიას“ ახლავს. ასეა, სხვადასხვა მოწვევის პარლამენტებში, ზოგადად, შედეგზე ორიენტირებული საზოგადოება იყრის თავს და მერე, უსაქმურობისგან, ერთმანეთისთვის „ინტელექტუალური ნაკელის“ შეყრითაა დაკავებული. ნაკელს კი, ბიოლოგიური შემადგენლობის განურჩევლად, სასუქად და სათბობად იყენებენ... დაეტყოთ კიდეც კანის ფერზე, წონასა და მიხვრა-მოხვრაზე... რას მოვაყოლე ეს „პრელუდია“ და, ამასწინათ, მარტვილშისაპარლამენტოუმრავლესობისლიდერის, პატივცემული საგანელიძისფიტული რომ დაწვეს, ბატონ ბიძინასთან წაუწუწუნია, არავინ არაა ჩემი დამცველი და გულშემატკივარიო... ბიძინას თავისებური საავტორო იუმორით ილიასთან ნულოვანი მსგავსების გამო გაუქილიკებია „ მისი უმრავლესობა“. მაგ ამბებში კი, არც მეტი და არც ნაკლები, ზაქარია ქუცნაშვილის ხელი ურევიაო, კულუარებში უბნობენ. ისე, მაგ კაი კაცსაც, ანუ, „ერის ბიძას“, „ერის მამის“ შესაძლებლობებზე თუ ჰქონდა გათვლილი საკუთარი უმრავლესობის ლიდერის უნარ-ჩვევები, მინიმუმ, წვერ-ულვაშიანი და მრგვალ პირისახიანი ტიპაჟი უნდა მოენახა, ლიბერალური განწყობით. წვერი კი ვისაც ჰქონდა, იმასაც არ გაუჩერეს სახეზე. მტრები გყავთ კოალიციის შიგნით! მტრები! უმრავლესობის შემადგენლობას თუ ასე ფიზიოლოგიურად ჩავუღრმავდებით, ცხელი კვალი აუცილებლად ხადურამდე მიგვიყვანს, მაგრამ ხადურს ასეთი „სისულელეებისთვის“ არ სცალია, ჯერ კადრები ჰყავს გადასამზადებელი, კოდექსები გადასახედი, ბიუჯეტი შესავსები და საარსებო მინიმუმი „გასაპრავებელი“. ამიტომ, მოუწევს მარგველაშვილს ფიტულდანაცრული საგანელიძის „დაშტაბული“ კამპანიის იმედად ყოფნა. პრინციპში, იმედად რატომ? სხვა რა საქმე აქვს? ირბინოს აღმა-დაღმა და იფილოსოფოსოს. აზროვნებით და ამ ნააზრალის გადმოცემით ჭამდა აქამდე პურს და, წესით, არ გაუჭირდება. თან ისეთ კამპანიას უჩანს პირი, 9 წლის მანძილზე ნაცების ხელში რომ ამართლებდა და აქ რაღა ღმერთი გაუწყრება? თუმცა, უნდა აღვნიშნოთ – ახალი დეტალი იყო კანდიდატის საზოგადოებაში გამოჩენა ძაღლით! ჩანაფიქრი – „ კულტურული შოკი“ თუ უბრალოდ, სახლში დამტოვებელი არავინ ჰყავდა? ასეა გენაცვალე, თავისუფალი კი არა და „უოჯახო „ კაცის საქმე... ვხუმრობ, რა თქმა უნდა, თორემ, მასე ყველაზე კოლორიტული და ტრადიციული საპრეზიდენტო კანდიდატის ცნობილი ატრიბუტი - ჩიბუხი, თან დაყვება კი არა, სულ წინ უსწრებს თავის პატრონს. რა ქნას ამ ქართლოსმაც? ღარიბაშვილია - შერლოკ-ჰოლმსობა არ გამოუვიდა და პრეზიდენტობაც არ ცადოს, მამაძაღლი? თან ხომ იცით ეს პროცესი როგორ სიამოვნებას ანიჭებს. ადვილი კი არაა პრეზიდენტობის მარადიული კანდიდატობა. ჰოდა, იმას ვამბობდი - რაში აწყობს ქუცნაშვილს საგანელიძის აურისა და იმიჯის ნგრევა, არაა ეგ „უბრალოთა“ გასარჩევი. შედეგი მაინც არ იქნება ჩვენისთანებზე გათვლილი და მიტომ. სამაგიეროდ, ყოვლისმცოდნე მრჩეველი ჩვენი პრემიერისა, ხუხაშვილი აკეთებს საზოგადოებაზე გათვლილ განცხადებებს და კვლავ გვაგდებს საოცნებო მომავლის მოლოდინის რეჟიმში, ანუ იმ დროში, როცა აღარც მიშა იქნება და აღარც გია ე.წ. „ქართულ პოლიტიკაში“. თუ ხუხას დავუჯერებთ, პრემიერს გადავასწრებ პოლიტიკის ღობეზე გადახტომასო, მაგრამ “ეროვნულების” ლიდერსანდრობრეგვაძეს არ სჯერა მაგის არცერთი სიტყვის. არაა ეგ პოლიტიკიდან წამსვლელიო, ფერზე მოვიდა, ფეხი აიდგა, უარის თქმა ისწავლა, ერთი ვერაფრით გასუქდაო... კრიტიკულის ზღვარზე მყოფი წონა , მაგარი ალიბი აქვს ხუხაშვილს - არავის სჯერა, რომ მას შეიძლება ფული, თანაც დიდი ფული ჰქონდეს. შეიძლება, ფული არ აქვს, მაგრამ ჯანსაღად იკვებება - გავლენის სფეროები კი არ ასუქებს. ბრეგაძეს რომ ჰკითხო, გალფიც მაგისია, რკინიგზის განძელებიც, ფოსტის მტრედებიც და უამრავი ხილული და უხილავი. ასეთი რა კონტრაქტი და ვის მიერაა დადებული ამ ღვთის პირიდან გადავარდნილთან? გასულ კვირას მუქარის პოსტი „აუფრინა“ ჟურნალისტმა ირმაინაშვილმა პრემიერმინისტრისმრჩეველკოკაყანდიაშვილს. სულ „ახალიხელისუფლების “პიარ-გენიოსი” უძახა. „… 9 წელივიბრძოდიდაშენ 9 წელიბუჩქებშიიჯექი. ხანკუბაშიდახანუკრაინაში. მერაცმებადა, ყველაფერიგავყიდედაამბრძოლასშევწირე... რაცშემეძლო, რაცმებადა, ყველაფერიშევალიედასააკაშვილისდამხობაშიჩემიწვლილიშევიტანე... მტრობაროგორუნდა, გაჩვენებ. სხვებისთვისსამაგალითოდდაგსჯი. 12 აგვისტოდანყურადღებითუყურე ( შენიაზრით, არარეიტინგულ) “ობიექტივს” -ო. ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ ყველა ბედნიერად იგრძნობს თავს, ვისაც არაფერი აქვს წარსულიდან წამოსაძახებელი და ასეთებს (თუ არსებობთ) გულითადად გილოცავთ, ბატონებო... როგორც იქნა, გადავაგორეთ თბილისის პირველი უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები. ახალი რექტორი ვლადიმერ პაპავა მშვიდობიანი პროგრესის მომხრეა და უნივერსიტეტის კედლების შიგნით დარჩენილებს შეუძლიათ, მოდუნდნენ. - რევოლუცია უმაღლესი განათლების სისტემაში დამანგრეველიაო, - ასე თქვა ახლად არჩეულმა რექტორმა. სავარაუდოდ, აკადემიური პერსონალი არსებული კონტრაქტების მიხედვით გააგრძელებს საქმიანობას. საკონკურსო კომისიები კი მაღალკვალიფიციური პროფესორებით დაკომპლექტდებაო. ანუ, მაინც მოუწევთ ვიღაც-ვიღაცეებს ერთი პირი ბარიკადები და მარსელიოზას ღიღინი თუნდაც ორ ხმაში. გაიგებდით ალბათ, შუაგულ ევროპაში, ნიცას აეროპორტში „ორმა პოლიტიკოსმა“ რომ „გვასახელა“. მართალი გითხრათ, რა ნიშან-თვისებების მიხედვით დასახელდა ირაკლი ოქრუაშვილი და მერაბ სამადაშვილი პოლიტიკოსად, ეგ სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, არის ხალხი, რომლებიც მათაც და კიდევ ვიღაც-ვიღაცეებს, პოლიტიკოსად მიიჩნევს. მათი გათვლებით, მინიმუმ, ზურაბ ზვიადაურიც პოლიტიკოსია და გოგა ხაჩიძეც. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ძალიან ნდობით აღჭურვილმა თეო ტლაშაძემ ინფორმაცია გაავრცელა, საპრეზიდენტო კანდიდატობაზე მოფიქრალს რომ ეკადრება. ოქრუაშვილმა სამადაშვილს პოლიტიკური ნიშნით სცემაო. არადა მეორე მხარე ამტკიცებს, არავის ვუცემივარო. საინტერესო კია, თუ ეს ცემა-ტყეპა მართლა გაიმართა, იქაურმა პოლიციამ რის საფუძველზე გამოუშვა „ხულიგანი“ ოქრუაშვილი 2 საათში? „კაცურად გაუგო?“ ვალიკო! არ გვინდა რა ბინოკლი... ბოლოს შეიძლება ის ჭაღიც არ გამოდგეს ვენეციური ბროლის და „ტეხავს“... გასაგებია, რომ უფროსებს ზოგჯერ პატარებზე მეტად გვჭირდება ზღაპრები, ოღონდ, იმდენად მომაბეზრებელია უკვე ერთი და იგივე წრეზე ერთი და იგივე ხალხის ერთი და იგივე მოძრაობები, რომ გვეპატიება, თუ თვალი და ყური რაღაც სიახლისკენ გაგვექცა. მაგალითად სიახლე? ნათქვამია, ზღვის შესახებ ბევრს ვერაფერს მოყვები, თუ მის ფსკერზე ნამყოფი არ ხარო. ჰოდა, ა ბატონო - იმ ფსკერიდან ამოღებული სრულიად ახალი „მარგალიტი“ - იუნა შაფათავა. „როდესაც მე დეკოლტეს ჩავიცმევ, ლამაზ კაბაში გავიპრანჭები და ისე გავესაუბრები ამომრჩეველს, თქვენ ფიქრობთ, რომ მეყოლება კონკურენტი?“ მგონი, არც ისე შორსაა ეს კანდიდატი რეალობისგან... ასეა რა - მოატყუებ ადამიანს და კარგავ ნდობას. სიმართლეს ეტყვი და თვითონ იმ ადამიანს კარგავ. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მეთაური და პრეზიდენტობის კანდიდატი მთლად ერთსქესიანი ქორწინების იმედად კი არაა დარჩენილი? ალბათ კიდევ რაღაც უფრო მნიშვნელოვანის და ცხოვრებისეულის იმედად, თორემ ქორწინება რომ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე დამყარებული ერთობაა, დანარჩენმა ქართველებმაც კარგად ვიცით. „ტრადიციონალისტთა კავშირის “ თავმჯდომარე აკაკი ასათიანი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. პირველი პრეზიდენტის მიმართ გამოჩენილი არასათანადო ერთგულების გამოვლინებები არ ასვენებს მაგას პერიოდულად და თავს ვალდებულად თვლის, გაწიროს თავი ამ პოსტისთვის. თანაც, 25 წელი უფიქრია და ახლა ზუსტად იცის ახალი სახელმწიფოს მშენებლობის რეცეპტი. კაკოსი რა გიკვირთ? ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, თანამდებობის დატოვების შემდეგ, პირდაპირ პრეზიდენტობა გადაწყვიტა. „აქტიურ პოლიტიკაში ჩართვით, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ ქვეყნის მომავალზე და გამოვდივარ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივითო. სულ მისი დამსახურება ყოფილა 2012 წლის წარმატებული არჩევნები.. ისე, თუ მის მეტყველებას დაუკვირდებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემოკლებულ ვარიანტს დარღვევით ამბობს და პროგრამას როგორ მოწესრიგებულად წარმოადგენს, ეგაა საინტერესო. პროცედურულად საჭირო 25 თუ 27 ათასი ამომრჩევლის ხმა ნამდვილად არ გაუჭირდება ხარატიშვილს - კომისიის ბაზები და მათი ჯანი... ჰო, კიდევ, მადლობას უნდა მოხდა, ხოლო გადახდა უნდა ვალს - ამხანაგო ხარატიშვილო! ხარატიშვილს იმისაც „სჯერავს“, რომ შეძლებს ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას... და იყვნენ ნეტარნი „მორწმუნენი“... პრინციპში, რა მოხდა ისეთი? პრეზიდენტობის კიდევ ერთი ცნობადი კანდიდატი დიდი ხანია, აქტიურ პოლიტიკაშია და მაინც ვერ გადაეჩვია სიტყვა „თითეულზე“ თიტების აყოლებას და ისევ მწარედ ერევა ერთმანეთში ცივილური და ცივილიზებული. კანდიდატებს, რჩევის სახით, შემიძლია გითხრათ, რომ ახალი ცოდვები ძველი სინდისის ქენჯნის გასანეიტრალებლად უებარი საშუალებაა... ირაკლი ალასანიამ რჩევა პატრიარქს კითხაო. თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტად კენჭისყრა თუ გადაწყვიტა, მაგ ამბავს 7 სექტემბრამდე გავიგებთ. მაგასაც და კიდევ სხვასაც. ვინ იცის, კიდევ რამდენს აეხილება თვალი იქამდე საკუთარ შესაძლებლობებზე. იმდენი ფოტო გამოიყარა საარქივო სკივრებიდან და მუთაქებიდან, ეგება და მიგვეღო კანონი, კორექტურაში შემჩნეული პოლიტიკოსების აქტიური პოლიტიკიდან წასვლის ვალდებულებაზე. ისეთ თბილ და ამაჩუყებელ კადრებსაც გადააწყდებით, კოაბიტაციის კი არა და რეალური თანაცხოვრების, ვერანაირი ფარული ჩანაწერების ძალა რომ ვერ გადაფარავს. ჰო, მართლა, რახან გადაწყვეტილებებზე ჩამოვარდა საუბარი, შევუთვალოთ რუსებს ან აფხაზებს - ეგებ, სწრაფად გადაიბირონ ტელე წამყვანი სიჭინავა მიმზიდველი ჰონორარის დახმარებით. მხოლოდ გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ მის პერსონაზე ყოფილა დამოკიდებული აფხაზეთში დაბრუნება... საიმედო ის შემიძლია გითხრათ, რომ ზუგდიდის ადგილობრივი ბიუჯეტი წარმატებით ივსება კახა მიქაიას ხულიგნობის ხარჯზე. მოუთმენლად ველით ბაჩო ახალაიას თავისუფლებას კანონის ფარგლებში. რაღა დაგიმალოთ და, „დავითურგნე“, როგორც წინა და ამჯერად ცხონებული „პირველი ლედი“ იტყოდა... ფერიცვალების პერსპექტივით მიეძალეთ ყველა ფერს. ჯერ-ჯერობით ისევ თვითმომსახურებაა გამფერადებლების „ფრონტზე“. კატო ჩულაშვილი, „ქრონიკა+“ #18
  10. მერე ვიღაც იკითხავს, რატომ გაწყდნენ ჩვენში გუგულებიო?! იკითხავს, თან არც შერცხვება... მეტიც! ამის მკითხველმა, შეიძლება, არც გვაციოს, არც გვაცხელოს და პირდაპირ პრეზიდენტობის კანდიდატების მსურველებში ჩაეწეროს. სია, იცოცხლე, იმხელაა, ფურცლის მეორე მხარეს გადავიდნენ უკვე. ამდენი “მოხალისე” თუ იყო საქართველოში, ვინ იფიქრებდა?!. მაგრამ ყირგიზებმა მაინც გვაჯობეს – იქ 83 ჰყოლიათ ეგეთი. თუმცა, ყირგიზები ამომრჩევლებითაც ჩვენზე მეტნიც არიან კაცო... ერთი სიტყვით და ორი გაგებით, აღარ არსებობს თვითშეფასების ტრადიციული სტანდარტები და „მარადიული ღირებულებები.“ ცივილიზაციის შეუბრალებელ პროცესს ყველაფერი მარტივ სტატისტიკამდე დაჰყავს და სტატისტიკა რაცაა – კი ვიცით... ამინდიც კი მოხალისე გაგვიხდა. ამ ჩვენს იდილიურ კლიმატურ სარტყელში, დღისით–მზისით და ღამით–მთვარით, სეზონები ისე მიდი–მოდიან, ზაფხულს ნამდვილად ვეტო დაადო იმ ჩვენმა შეჩვენებულმა, ხოლო საპარლამენტო მძლეველებმა ამის შესახებ არაფერი იციან, ან ძიძიგურმა გიგის საპირწონედ გაასაღა იმპიჩმენტთან. ისე, რა ბრძანეთ ეს ბატონო ზვიად?! იმ პარლამენტშინაცვამ ჩოხას გაფიცებთ!? იარაღით მუქარის ქვეშ ნათქვამივით მოგვესმა (იარაღსაც გააჩნია, რა თქმა უნდა)... გიგი ყოფილა ხალხის რჩეული, მისი ჭირიმე! არა, მე რატომ ? გიგის ჭირი – მის ამომრჩევლებს.. ეგ კიდევ არაფერი... პატარა კახივით ხმალამოღებული რომ დისტანციურად "ეკვეთა" პარლამენტარებს ეს ჩვენი პრემიერ–მინისტრი – " მაჟორიტარ ფეოდალებს" წარბი აუწკიპა და ჯერ–ჯერობით მარტო საჩვენებელი თითი უქნია, დედა, რა იყო ეს! არ მოეწონა ეგ ამბავი მაჟორიტარ ჯაჭვლიანს. შეიძლება არც სხვებს მოეწონათ, მაგრამ ხმამაღლა მან გამოხატა. სვანია მაინც და უნდა გავუგოთ... მერე იყო და, იმ ჩვენმა პრემიერმა, პირველი მოსმენით მიღებული კანონ–პროექტის გამო, კინაღამ აწყენინა პარლამენტის თავმჯდომარეს. – რას სჩადიხართ! ვინ გაიგონა კერძო ბიზნესში ხელების ფათურიო? ვინ დაგავალათ და მეტი საქმე არ გაქვთ თქვენ მანდო? ეგება და პატივცემულმა ხუხაშვილმა მოკრძალებულად გაბედოს და შეახსენოს მისი რჩევის ობიექტს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მაგ ბიზნესით და ზოგადად უბიზნესობით დაზარალებულმა საზოგადოებამ აირჩია და არა წინა ხელისუფლების მორჩილმა ბიზნესმა, მას რომ უსიტყვოდ ემორცილებოდნენ და ახლა დაზარალებულად თავს იკატუნებენ. დიახ პატივცემულებო! „ოცნება“ ანუ დღევანდელი ხელისუფლება, იმ საზოგადოებამ აირჩია, ახლა ბანკები აფერისტებად, ყაჩაღებად და შარლატანებად რომ ნათლავენ. აირჩია, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებისგან დანგრეულ ეკონომიკაში ამ ხალხის საბიზნესე კი არა, საარსებო ადგილიც აღარ დატოვეს. რა პოლიტიკაც ჰქონდათ, ის იყო ბიზნესიც – ყველაფერი ჩვენ, ხალხი – აიტანს!... ანუ სუნთქვის უფლება მხოლოდ „რჩეულთა“ და „ბრალიანთათვის“... მოკლედ, ბიზნესი „დაგვეჩაგრა“ ძალიან.. საბანკო სფერო მითუმეტეს, დარჩა წყალწაღებული და განუვითარებელი. არადა, რაც მაგათ თვალწინ წყალმა ჩაიარა და იმ წყალმა კიდევ რამდენის თავი და ტანი, უძრავი და მოძრავი ჩამოატარა... გასულ კვირასაც დავრჩით ასე გაღიმებულები ჯერ–ჯერობით, გედეონ (სიყვარულით – გოდო) ფოფხაძის ხორცშეუსხმელი იდეების მოლოდინში. „ბანკირი ბანკირის ტყავს არ დახევსო, თქვა შალიკომ და ჰა! არადა რამდენი პრეტენზიები ჰქონდა ნოდარ ჯავახიშვილს ქართული ბანკების მიმართ ჩამოწერილი, ლამის საპრეზიდენტო კანდიდატების სიისოდენა... მაგანაც სადღაც მიაკარგა ალბათ... გულმავიწყობა დაგვღუპავს ჩვენ და ააშენებს ბანკირებს. დასხდნენ მერე წრეზე და ითამაშონ შაში. ამასობაში ზოგიერთი დამკაშიც გავა... როგორ მეორდება ასე ერთი–ერთში ყველაფერი – ძველები წავლენ, ახლები მოვლენ, სანამ ესენი მიიხედ–მოიხედავენ, უკვე სხვები მოდიან, „ჩა–ხედულები“ ვითომ. არადა თავიდან წინა „სასტავიც“ ჩახედულად ასაღებდა თავს. მოვლენ, ჯერ სავარძლებს მოირგებენ საპატიო ადგილას, მერე ხელფასს მადის მიხედვით, მერე საახლობლოს მოარგებენ სხვადასხვა ღიად დარჩენილ ფოსოებში და ჭუჭრუტანებში და აი მერე იწყებენ „საქმიანად“ მიხედ–მოხედვას... აგერ, ახალმა განათლების მინისტრმა სასექტემბროდ დიდი ლუპა მოითხოვა. აქამდე თვალებახვეული იჯდა მოადგილის კაბინეტში თუ ვინმე უშლიდა? ჰოდა, ახლა მაგ "კარგი მენეჯერითვის" დიდი ლუპაც გვაქვს საძებარი... სამაგიეროდ, დავით ზურაბიშვილია ისეთი"აღშფრთოვანებული" თავისი თანამდებობიდან განთავისუფლებით, – აწი ვპოსტავ და ვპოსტავ ფეისბუქზე რასაც მინდა, როგორც მინდა და როცა მინდაო! თითქოს აქამდე მაგასაც ვინმე უშლიდა. ისე, რა იუკადრისა მრჩევლის პოსტი? აგერ ხუხაშვილი ნაკლები ინტელექტუალია თუ რა, მაგრამ მონახა სახეირო საქმე. არ შეიძლება ებრაელის ჭკუის გურულ ჭკუასთან შედარება და ძალაა? ამიტომაც დარჩება სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ, ხოლო ჩვენ, ალბათ, დავრჩებით ხუხაშვილის ნარჩევ საქართველოში... რაის კონდოლიზაო?! და კონდოლიზა რაისი რომაა, აშშ-ს ექს-სახელმწიფო მდივანი, აი ეგ დაეხმარება საქართველოს მთავრობას რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით, რუსეთთან მიმართებაში რჩევებს მოგვცემსო. აი თურმე რატომ და მაგიტომაც გადაირია ისევ ონიშჩენკო. „პრეკრატი“ გენადი, ბიჭო! ქართველებს მალე ჩებურაშკას დაგვიძახებენ, ისე მიგვაჩმორა ამ მეგობრობა– მეგობრობაში გენამ... ერთი სიტყვით, ჯერ–ჯერობით, ვემორჩილებით ონიშჩენკოს ულტი–მატუმებს.. ის თუ იცოდით, თურმე სინგაპურის მოდელი რომ გამხდარა საქართველოს რეფორმების წარმატების გარანტი და თუ ასეთი წარმატებული და გარანტირებულია სინგაპურიც რეალობაში, რასაც ჩვენს რეალობაში ვხედავთ, კი უნდა დაკლას საკლავი ტონი ტანმა. ახლა არ მითხრათ ეგ ვინღააო!? ის ტიპია, ჩვენი თავგახურებული ვისთანაც გაქანდა სამუშაო ვიზიტით ამ დღეებში. ბიზნესის კეთების სიმარტივე მის გენიალურობასთან პროპორციებში როგორ მოდის ნეტავ? ბოლო დღეებია, სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა და ამ მდგომარეობის ფესვები ევროპელი ფსიქიატრების დონეზე განიხილება.არა, ეს 7 ფსიქიატრიული კლინიკა მაინც რა იყო? ოთხზე მდგომებმა მოილოცეს? „დღეს საქართველოს პოლიტიკური ინტრიგა არ სჭირდებაო“– განაცხადა სააკაშვილის გამოსათავისუფლებელი ვაკანსიის ყველაზე სავარაუდო კანდიდატმა – გიორგი მარგველაშვილმა. ჰოდა ეგ რომ ბრძანა, ადგა გაპრაიმერებული ბაქრაძე და ეს ოცნებასავით მარგველაშვილი დებატებში გამოიწვია. „სამუდამოდ წარსულში ვტოვებთ ყველაფერს, რაც დღეს საზოგადოებას ჩვენს შეცდომებად მიაჩნიაო“, – ასე თქვა ზუსტად. ისიც დააყოლა, – "იყო შეცდომებიც, გულგრილობაც და დანაშაულიც, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო არჩევნების გაკვეთილიო". გამოუსყიდია ბაქრაძის ბიჭს სრულიადსანაცეთის ცოდვები? ნეტა რა დაუჯდა? ხომ ხედავთ, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალებს" ვერ უმკლავდება?.. „ნაციონალებს" პოლიტიკური მანევრირების მეტი გამოცდილება აქვთ... ფაქტია, რომ "ოცნება" ძალიან სუსტია მათ პირისპირ და წარმოგიდგენიათ ხვალ და ზეგ რა მოხდებაო?, – ნინომ ბრძანა ბურჯანაძემ. გამკლავებოდა მერე თავის დროზე, იქ არ ქონდა მკლავები? თბილისის საკრებულოს კრებულმა ზაალ სამადაშვილი თანამდებობიდან გადააყენა და ვინ დააყენა!?.. კარგით, არ ვიტყვი... ეკა მიშველაძემაც დატოვა „მოამბე“ პირდაპირ ეთერში. ჭკვიანი ქალია ეკა, იცოდა, მალე ჯულეტას რომ დაუძახებდნენ... სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი ჩხეიძეს მიაჩნია, რომ "სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებმა დასახულ მიზანს 100%-ით მიაღწია”. რა მიზანი ჰქონდათ ნეტავ, ეგებ ჩვენც გვითხრან? თქვე დალოცვილებო! ჩვენი სოფლის მეურნეობა ისეთ სტადიაშია, სიკეთის მარცვალიც კი ვერ დაუთესავს კაცს და რა ხედია ასეთი მაგ თქვენი ფანჯრებიდან, ჩვენც გაგვახედეთ! საშოში ნარკოტიკგაჩრილი ადვოკატები გვაკლდნენ პენიტენციალურ დაწესებულებებში. მაგ პრაქტიკისთვის ე.წ. „ქალიშვილობის ინსტიტუტ“ გამოვლილი კადრი არ გამოდგება... ჰოდა, დროული იყო ქართველი ფემინისტების აქციაც ექსპერტიზის ბიუროსთან... გვინდა ახლა ჩვენ ქალიშვილი და კონტეინერადგამოუსადეგარსაშოიანი პროფესიონალები? სადღაც ყური კი არა და თვალი მოვკარი, თიკო სადუნიშვილიც დაიარებოდა ციხეში ხშირადო და, ალბათ, წინა ცხოვრებაში ადვოკატიც ყოფილა, სხვა რა უნდა იფიქრო?... შორენა ბეგაშვილს ტყუილიც კი დაეჯერება.. თანაც, დედა–შვილობის თემატიკაა საქმეში გარეული და, ისე, რას არ გათქმევინებს ეს ოხერი ეჭვიანობა ქალს?! დედა შვილს რომ არ აიყვანს ხელში, აი ისეთი რაღაც გვჭირს. ჩემი ცოლის და თქვენი ცოლების დაქალებისაცო! თქვა საქართველოში ყველაზე პოპულარულმა დიტომ, კატოსაც ერთი გემოზე შემოულაწუნა და და სეზონურ შვებულებაში გავიდა. დაისვენებს ცოტას ხალხი... და იყო გასულ კვირას „იურმალა“, იყო კუტუნიოც, ყველა ბრუნვასა და „პადეჟში“... „კვირის ჰიტის“ საპატიო სტატუსი ქართულ ფესიბუქზე ალალად გაიყვეს გედეონ ფოფხაძემ და ტოტომ... სამაგიეროდ, 30 000 ევროს ახევა შოვინისტი რუსი კულტ–მოღვაწეებისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა და მშვიდობაში მოახმაროს ყოველთვის პატიოსნად მოპოვებული ფული ნიჭიერებას სალომე ქათამაძის თამადობით! და ამ ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება მაინც მშვენიერია ზოგადად იმპიჩმენტური გარემოშიც. ზოგიერთს რომ ჰკითხო – ყველა უნდა გადადგეს, სანამ ჩვენ გადავდექით ჭკუიდან.. რა ვიცი, ეგებ ჭკუასთან ახლოს იყოს ეგეც. ზოგადად, დამნაშავეების გამუდმებული ძიება, დამალობანას თამაშს გავსო, ამბობენ. ვინც არ იმალება, დამნაშავედაც მას თვლიან, ესეც ზოგადად მიღებული წესია. ძნელია მუდმივად იყო მაგალითის მიმცემი. იმათ, ვინც ხშირად მოყავთ იდეალურობის მაგალითად, სიბერეში გასახსენებელი არაფერი აქვთ ხოლმე და ეს ფენომენი ქართულ მენტალობასთან ისე მწარედ შეუთავსებელია... ადამიანები, რომლებიც თავად არ იწუხებენ ფიქრით თავს, ფიქრს და აზროვნებას სხვებსაც უშლიან და ამას ხშირად „ტრადიციული ფასეულობების“ დაცვად ნათლავენ. "ჭკვიან კაცს" ორჯერ ერთი და იგივეს გამეორება არ ჭირდება, მაინც თავის ჭკუაზე და თავისებურად გააკეთებს ყველაფერს... არადა, ზოგჯერ, ჩახედავ სიმართლეს თვალებში და თვალები შუბლზე აგივა. ის დროა, ვინმემ „დიდი ლუპების“ ბიზნესს მოჰკიდოს ხელი. სარფიანი საქმე ჩანს... კატო ჩულაშვილი გაზეთი "ქრონიკა+" # 15
  11. რუსეთი, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ონანიზმს და მზესუმზირის ჭამას აკრძალავს თავის ე.წ. „დუმაში“. ჩვენი პროფესიონალი და კვალიფიციური ნათელმხილველები ასე შორსმჭვრეტელნი ვერ არიან, მაგრამ მსგავსი შეზღუდვების დაწესება თან წინსწრებით, ჩვენებურ პარლამენტშიც შეიძლებოდა. თუ ნათელების და მხილველების არ გჯერათ, აგერაა პატივცემული კახიშვილი და იმას დაუჯერეთ – "დღევანდელი პარლამენტი მოსახლეობის განწყობას ვერ ასახავს. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ორგანო თავის მოღვაწეობას იმ ვადაში ვერ დაასრულებს, რაც დადგენილია და ადრე თუ გვიან, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდესო". ალბათ ჩატარდება კიდეც, მთავარია, ამ ეტაპზე, ლეგალური ძალადობა დავძლიოთ, კოჰაბიტაციის შეფუთვით რომ შემოგვასაღეს პოლიტ–ბაზარზე. ვისაც სურს საქმის კეთება, ყოველთვის ეძებს საშუალებას, ვისაც არ სურს, ეძებს მიზეზს და ყველაზე წინდახედულები იწყებენ ისეთი საშუალების ძებნას, რომელიც შემდგომში არაფრის კეთების სერიოზული მიზეზი გახდება. ამაში კი ვართ ნიჭიერები, საწუწუნო არაფერი გვაქვს. მთავარი ისაა, რომ უკვე ყველამ ვიცით, „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ ისე, რომ გვეკუთვნოდეს. ამისთვის სულ ცოტა რამაა საჭირო – ამომრჩეველთა ხმების სულ რაღაც 10% და ბიუჯეტიდან მილიონი სულ ჩხრიალით წამოვა ანგარიშებზე. აბა ისაა მეთოდი, რომ არ მოასვენა ეს ჩვენი "მძიმეწონიანი პოლიტიკოსები"... თუმცა, გუბაზს და კობას ამ ეტაპზე არც 10%–ი ს პრობლემა უნდა ჰქონდეთ... ინერვიულონ სხვებმა, რა ენაღვლებათ რა? რაც უფო რბილად ზიხარ, მითუფრო თვითდაჯერებული ხარ ალბათ საკუთარ შეხედულებებსა და შესაძლებლობებში. პოლიტიკა კი ფუნდამენტალური პლატფორმაა სოციალური პარაზიტების ცხოველმყოფელობისთვის. დასვენების და შვებულების დროა, რა დროს პოლიტიკაა ვითომ, მაგრამ რომ არ გვასვენებენ?! არადა მაგათი ერთ წუთს დატოვება არ შეიძლება. კაცმა არ იცის, რას მოგვწევენ... ლეიბორისტები, სიცხის მიუხედავად, მაინც არ კარგავენ ჩვეულ შალვასეულ იუმორს და "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს, გუგავას ხელით, მშრომელთა ოფლით ნაშოვნი მთელი 1 ლარი გადაურიცხეს.ასეა გენაცვალე! ზოგს წუწუნი კარგად აქვს დაცდილი. ჩაივლის ეს არჩევნები და მერე ნახეთ, რომ მიამადლიან საგანელიძეს, – შე ჩვენი ფულით გაქსუებულოო!!! გიორგი თარგამაძე კი ისე შორს გაიჭრა, საკუთარ რენომესთან ჭიდილში, არა მხოლოდ საპრეზიდენტო კანდიდატობა დაიჩემა, „იმედის“ დარბევის გამოძიებასაც ითხოვს. რა არის ისე ცხოვრება? ზოგის მაინც ისე ჩაივლის, რომ ერთ პაწია კორუფციულ სკანდალშიც ვერ მოასწრებს გახვევას. ისე, გახვევას ჩახვევა სჯობს, ან დროულად ახვევა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება. არადა, არ გავდა ეს ბიჭი ასეთ მორწმუნეს... "ნაციონალური მოძრაობა" დამთავრდაო, დავით ბაქრაძემ და ალბათ მართლა საოცარი შეგრძნებაა, როცა რაღაც ჩავლილის და ჩამთავრებულის რჩეული ხარ... ხუთჯერ გაპრაიმერდა დათიკო და ხუთივე გაარტყა. ბაქრაძის შედეგები ნაციონალებს კი არა უკვე თავად ბაქრაძესაც აშინებს... პრინციპში, იმას მაინც ვერ დაიწუწუნებს – „რა მინდოდა წვენებშიო!?“ აბა სხვაგან სად უნდა ყოფილიყო? 17500–დან ერთი „უკანონო და ფარული“ ჩემზეაო, მოკრძალებულად აღიარა. იცის ყოფილმა პირველმა პარლამენტარმა, ჩაგრულები გვეცოდება ქართველებს... ეტყობა, ისევ თავისიანები აშანტაჯებენ. გადაიხადე და გავაქრობთო. ეგ რისი გადამხდელია, თავისი სატელეფონო ანგარიშებს არ აღიარებს და ბანკომატსაც კი ევაჭრებაო, ამბობენ.. მოკლედ, საგონებელშია დათიკო. ღარიბაშვილმაც კი ვერ გადაარწმუნა. არადა რა დელიკატურად ეცადა – არც სურვილი მაქვს და არც მცალია მაგ კინოს სანახავადო...ისე, ღარიბაშვილის ახალი იმიჯი – ა ლა თუთაშხია ძალიანაც მომწონს. –„ არავის საქმეში არ ვერევი მეო! „ ხოდა, მართლა ნუ გაააბრაგებთ ამ კაცს... დავსჯიო სამაგალითოდ ყველასო, ხომ დაგპირდათ? საპრეზიდენტო კანდიდატიც კი არ დაინდო, მაგრამ შოთა რის შოთაა, თანაც მალაშხია, რომ ყველაფრით უკმაყოფილო არ იყოს?! არადა, რა აყვირებდა, „ კანონგარეშე“ ყოფილა. პაატა დავითაიას პარტიის წევრი ნაციონალური მოძრაობის რჩეული რომ ხარ, ეს უკვე ახალი ფარული კოალიციის ნიშანია...ჯერ არ გვიმხელენ ეტყობა, ეშინიათ, არ გაგვიხარდეს... მიშას დეჟავუ... 1993 წელი და სოხუმი.. მაინც არ იშლის თავისას და არ ასვენებს იმ ტიპს რუსეთში. ახლა 2 მილიარდის ქველმოქმედებაც დააბრალა. რა უყვარს სხვის ჯიბეში ფულის თვლა! მერე ინტრიგანი არ ვარო... ვადამიწურულმა ნანუკასთან ამღვრეული თვალები იმდენი აფახულა, სანამ წამწამთცვენა არ დაეწყო. კიდევ კარგი, ვიღაც მადლიანმა ჰკითხა – წერილი თუ სიხარულიო? აწი მაგას ვინღა გაახარებს, მთლად FBI-ი ს უმწიკვლო რეპუტაცია შემოივლო თავზე. ალაგ–ალაგ – ტანზეც. ნაცების კოლექტიურ წერილს სულ კუნტრუშით წაიღებს უახლოეს საფოსტო განყოფილებაში. ეგებ აღზევანსაც გაიპაროს მარილზე... მერე „ბაბუსავით“ სახლში კი არა განათლებაში წავა. დაუწყია უკვე ლექციების კურსი „მაღალ პოლიტიკასა“ და „დაბალ მატერიებზე“. ისტორიულ გელათთან თავისი გენეტიკური კავშირები ვერ დაასაბუთა და ყვარელში ევროპულ ფასეულობებს ამკვიდრებს ორი ბორბლით და ერთი ქილა ერბოთი. თუ მაინც და მაინც აკადემიურობა გახდა საჭირო, იყალთო იქვე არაა? ნანუკას უკანასკნელი შოუს მორალი – ჩიპოლინოს თვითმკვლელობის ვერსია თვთმხილველების ცრემლდენას სულაც არ გამორიცხავს... ნაციონალების ორკვერცხიანი ფინიშიც ვიხილეთ ბათუმში. “პრაიმერის დოსტებს“ , კვერცხების სროლით დახვდნენ და რა გაუკვირდათ? პირველად ბათუმს კვერცხები მაგათმა ბელადმა არ აკადრა? მართალია, იქ „შლოპანციც“ კი იყო, მაგრამ ახლა დასვენების სეზონია და შლოპანცი საჭიროა... ჯერ მასეც არ გავბრწყინებულვართ... მერე წადი და ზდიე თავქუდმოგლეჯილ ნაცებს ფეხშველმა.. ჩვენ რომ გვგონია ბატონი მერი „რა წყალში ჩავარდნილი“ საკრებულოს თავმჯდომარის საშველად ჯაგარზეა წასული, თურმე ჰოლანდიამდე ურბენია ოლიმპიური სიმშვიდით და უტრეხტში ჩასვლა ლამის მეჩირაღდნეს ჩაასწრო. ცეცხლს მაგას გზაში ვინ ანდობდა თორემ... ისე, რატომაც არა, თუ 2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნაც შედის მის სამომავლო გეგმებში? სამაგიეროდ მისი ქალაქი მიაქვს ნაგავს და ეს გიგილოს ერთგვარი საავტორო შურისძიებაა უმადური თანაქალაქელების მიმართ. უგულავას ყბადაღებულმა დიეტამ მოგვჭამა ჭირი. ახლა ვანოს სხეულის კორექციის მეთოდია აქტუალური, თანაც ისეთი აქტუალური, რომ ევროპარლამენტარები მატროსოვის გალავანსაც არ შეეპუვნენ მის ახლო მანძილზე გასაცნობად. თუ კიბით ცას ვერ წვდები, შეგიძლია ეს კიბე ციდან მიწაზე მშვიდობით დასაშვებად გამოიყენო და თუ ფიქრისთვისთვის ზედმეტი დრო გაქვს, ეს ზედმეტ წონაზე დადებითად მოქმედებს. ეჰ, ვანო! თუ ბაჩანამ მართლა დაგიქნია ხელი მატროსოვის გასასვლელიდან, გული გაიმაგრე, ბიჭო!.. არ დაგიმალავთ და აქვე გეტყვით, რატომღაც მეგონა, ფინანსთა მინისტრობის მე–9 თვეზე ხადური საგრძნობლად დაიკლებდა წონაში, იმდენი საქმე ექნებოდა, მაგრამ უსაქმური ნაციონალების დიეტა აშკარად უფრო ეფექტური გამოდგა... ყველაზე საშიში ის ადამიანია, ვინც გისმენს, ფიქრობს და ჩუმადაა. მასეთი ჩვენს ქალაქში ზურაბი იყო ადეიშვილი, ოღონდ პურის რიგში სიკვდილს ეგ ვერ მოესწრება. ამასობაში დე ფაქტო აფხაზეთში, რუსეთის ტერიტორიის გავლით, სირიელ რეპატრიანტთა ჯგუფი დაბრუნდა. 114 რეპატრიანტი გუდაუთაში ერთ-ერთ დასასვენებელ სახლში განათავსეს. სირიაში ომია და ჩვენ კიდევ ჯერ ტერიტორიები ვაქვს დასაბრუნებელი, ხოდა... კი ვიხალისეთ მთელმა საქართველომ იმ „რიკო–კრედიტი“ –ს შავ კაცზე, მაგრამ ეგებ და მართლა გამოგვეტანა ანჩის ხატი მუზეუმიდან ჰა?.. როცა სინდისი თვლემს, ადამიანი გარკვეული დროით და შედარებით ბედნიერი ხდება. ხოდა, როგორც იქნა, ბედუკაძეს შევურჩიე შესაფერისი სტატუსი –„ სასარგებლო კრიმინალი!“ მწერები და ქვეწარმავლები შემოგვესივნენო და გარემოს დაცვის სამინისტროს არ აძლევენ მოსვენებას. რა ქნას მაგ სამინისტრომ? მაგან გარემო დაიცვას ჩვენგან თუ ჩვენ –გარემოსგან? აი ტყის პოლიტიკა გვაკლდა და აწი ცხოველებიც შეიძენენ "ადამიანურ გამომეტყველებას." ის ანეკდოტი ხომ გახსოვთ, წყვილი ტყეში მანქანაში იმ საქმით რომაა დაკავებული, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 300 ლარი რომ ჯდება. გაგანია მაგ საქმეში ეკოპოლიცია რომ მიუკაკუნებს... აღარ გავაგრძელებ, ჯერ არც ბავშვებს სძინავთ და ბოლოს დროს პედოფილიის ფაქტებმა ისე იმატა, ეგებ სჯობდეს ის მადლიანი ტყის კოდექსი თუ ჯუნგლების კანონი პირდაპირ დაგვეკოპირებინა... ამდენი ხანია ვარკვევთ და ქათმის და კვერცხის ამბავი ვერ გავარკვიეთ. ცილა სასარგებლოა, ძაღლს ჯაჭვით აბამენ, ბაყაყი წყალში ყიყინებს, კოღო ბზუილის გარეშე იკბინება და აგერ ამოდენა ამერიკამ იმოდენა საფრანგეთი ყველის გამო მოიმდურა. მგონი, მართლა რაღაც ჭირს ამ ჩვენს დედამიწას... „დარესტარტება“ არ აწყენდა, მაგრამ ჯერ ისევ მოქმედებს ეს დალოცვილი მიზიდულობის კანონი, ფარდობითობის თეორია, და ხახუნის ძალა. აგერ ბერმუდის სამკუთხედი გაიშიფრა და ოზონის ხვრელსაც რამეს მოვუხერხებთ. ოდესმე ავფრინდებით! საკუთარი ფრთებით თუ ვერა, რომელიმე ავიახაზებით. ტურისტული კომპანიები ისეთ სერვისს გვთავაზობენ, უინტერნეტო ზაფხულზეც კი დათანხმდება კაცი, მაგრამ იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი თვითმფრინავში მაინც შავი ყუთია... კატო ჩულაშვილი გაზეთი "ქრონიკა+" #15
  12. 2 თვეში საპრეზიდენტო არჩევნებია. ყველამ კარგად ვიცით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მომუშავე ადამიანები გამოცდილ კადრად ითვლება შესაბამისი აგიტაცია–პროპაგანდისთვის. ისინი 9 წლის მანძილზე ზოგი ნებით, ზოგი დავალებით და იძულებით, აკეთებდნენ იმ საქმეს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, ერთი, ანუ მაშინდელი მმართველი პოლიტიკური ძალის გაძლიერებას ემსახურებოდა. ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა მოქნილი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც მარტივად არეგულირებდა ხალხის განწყობას, დამოკიდებულებას. გასცემდა დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ სოციალურ დახმარებებს და გარანტიებსაც იღებდა ამომრჩეველთა ხმებით. ყველას გვახსოვს ზარ–ზეიმით გამოცხადებული შედეგი ახალი ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრის მიერ, როცა ათეულ–ათასობით ადამიანს შეუწყდა სოციალური დახმარება იმ მოტივით, რომ მათი უმრავლესობა დახმარებას დაუმსახურებლად იღებდა. უმრავლესობა რომ დაუმსახურებლად აღარ მიიღებს ეს ძალიან კარგი, მაგრამ მათ შორის ხომ იყო დამსახურებული უმცირესობაც? ამ თემის განხილვა შორს წაგვიყვანს, მითუმეტეს, მაშინვე დიდი დაბნეულობა და არეულობა გამოიწვია საზოგადოებაში. ძალიან ცოტა იყო კმაყოფილი და ბევრი – უკმაყოფილო. ამ ფაქტთან დაკავშირებით კი მხოლოდ იმის თქმა გვინდოდა, რომ აღმოჩენილი დარღვევების პრიოდშიც და ახლაც სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტს პავლე ცაძიკაძე ხელმძღვანელობდა. წინა მასალის გამოქვეყნების შემდეგ უფრო მეტი აქტიურობის იმედი გვქონდა უწყებიდან. მოყვანილი ფაქტების გაპროტესტებას, ახსნა–განმარტებას მაინც ველოდით, მაგრამ ყველაფერმა ისეთ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ამ „მოჩვენებითი გულგრილობის“ გამო ჩვენ დავკარგეთ მოსვენება, რადგან არის საშიშროება, სააგენტოში არც არაფერი შეიცვალოს კონკრეტული პირების გაშვების ან გადაადგილების გარდა. არადა წინა მასალის მთავარი თემა წლების მანძილზე სპეციალურად დანერგილი მუშაობის პრაქტიკა იყო. ჩვენთვის, საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს შედეგობრიობის თვალსაზრისით, რომელი ხელისუფლების ხელში დარჩება სოციალური მომსახურების სააგენტო ამომრჩეველზე ზეგავლენის ერთ–ერთ ბერკეტად. უამრავჯერ გვსმენია სააგენტოს მუშაობის პრინციპში არსებულ ხარვეზებზე, რომლებიც იძლევა არასწორი და უკანონო ქმედებების შესაძლებლობას, სოციალური აგენტების მუშაობის მძიმე პირობებზე და მინიმალურ ანაზღაურებაზე. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა საუბარი მიდის ქვეყანაში პასუხისმგებელ პირთა ადექვატურ სახელფასო ანაზღაურებაზე, რათა ეს იყოს კორუფციისგან თავის დაცვის ერთ–ერთი პირობა. მოსამართლეებს ხელფასები უნდა მოემატოთო, გაიჟღერა გასულ კვირას პრემიერისგან და დაუდასტურა ბატონმა კუბლაშვილმა. გასაგებია, რომ მოსამართლეს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, ის წყვეტს ადამიანის ბედს და ადგენს სამართალს, მაგრამ არსებობს სხვა საპასუხისმგებლო პოზიციები, სადაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კადრების პატიოსნება, კვალიფიკაცია და მოტივაცია. ერთ–ერთი მათგანი სოციალური აგენტის შრომაა, რომელიც ასევე წყვეტს კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ოჯახების ბედს და მათ პატიოსნებასა და კვალიფიციურობაში აბსოლუტურად უნდა იყოს დარწმუნებული უწყების ხელმძღვანელიც და სახელმწიფოც. როგორც ჩვენთვს ცნობილია, გლდანი–ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრში ბოლო 2 კვირაში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა: ქალბატონი რუსუდან წიკლაური დაინიშნა უფროს სოციალურ მუშაკად. შეგახსენებთ, ეს ის რუსუდან წიკლაურია, „ნაცებს“ რომ განუდგა წინასაარჩევნოდ და სამადაშვილის საარჩევნო კამპანიის კულუარული მეთოდების გასაჯაროებით, „ქართულ ოცნებაში“ დიდი აღიარება და ნდობა მოიპოვა. ის გლდანში რიგით აგენტად 2013 წლის აპრილში მივიდა და, ერთი თვის მუშაობის შემდეგ ისეთი „დარღვევები“ გამოავლინა, განყოფილების უფროსი და მთავარი სოციალური მუშაკები მყისიერად გაათავისუფლეს. დღეს ქალბატონი რუსუდანი უფროსი სოციალური აგენტია. როგორც ამბობენ, სერვის–ცენტრის ხელმძღვანელის პოსტი ძალიან ნდომებია გლდანის მაჟორიტარ სოსო ჯაჭვლიანის ბიუროს თანამშრომელს ნინო სამაშვილს, მაგრამ „ცენტრმა“ გურამ გორგილაძე დაინიშნა, პავლე ცაძიკიძის განყოფილების, ანუ სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. გორგილაძე ადრე აჭარაში, სააგენტოს საპენსიო განყოფილებაში მუშაობდა. ბოლო წლებია თბილისის ცენტრალურ ოფისში მუშაობს. იქ კი თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის თანამოაზრეობის გარეშე ვერავინ იქნებოდა. იმასაც ამბობენ, რომ გლდანის ოფისში არის მცდელობა ტექნიკური ხარვეზების გამოსწორების, რაც ამ ეტაპზე სოციალური აგენტების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მხრივ შეიმჩნევა – გამოუყვეს ცალკე სამუშაო ოთახი და კომპიუტერებით უზრუნველყოფასაც დაპირდნენო. ეს უკვე შედეგია, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რა მასშტაბის საკითხები და პრობლემებიც წინა ინტერვიუში დაისვა. შეიცვლება თუ არა ძირეულად სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის პრინციპი და სტრუქტურა, ამას დრო გვაჩვენებს. იქამდე კი კიდევ ერთი გამოხმაურება და არაერთი საყურადღებო ფაქტი ამ თემაზე, ამჯერად რაჭის რეგიონიდან. სოციალური მომსახურების სააგენტოს შესახებ წინა მასალის გამოქვეყნების შემდეგ გამოგვეხმაურა ქალბატონი თეა ბენდელიანი. ის 2005 წლის 18 თებერვლიდან 2012 წლის 16 მაისამდესოციალურიმომსახურებისსააგენტოსამბროლაურისრაიონულიგანყოფილებისუფროსი იყო და, როგორც ირკვევა, 2012 წელს ნაციონალებმა პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს. მისი მეუღლე, ზაალმეტრეველიკოალიცია ,,ქართულიოცნების” ამბროლაურისშტაბისწევრი იყო. ქალბატონი თეას განთავისუფლებისოფიციალურმიზეზად კიბრძანებაშიმოხსენიებულიასააგენტოსდებულებისარაჯეროვნადშესრულება. ამბროლაურის სერვის–ცენტრის ყოფილი უფროსი არაერთ საგულისხმო ფაქტს შეეხო. მათი გადამოწმებით, წესით, სააგენტოს ხელმძღვანელობა უნდა დაინტერესდეს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, გადაწყვეტილებებთან ერთად. – ქალბატონო თეა, თქვენ ამბობთ, რომ დახმარების დანიშვნა თქვენს რაიონში, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ ფაქტორს ექვემდებარებოდა. – თუ ,,ზოგიერთებს” უნდოდათ, შეფასების მიუხედავად, ოჯახს ფულადი დახმარებაც ენიშნებოდა და პოლისიც ეძლეოდა. ნაც. მოძრაობის მომხრეებს და მეგობრებს სწორედ ასეთი გზებით ენიშნებოდათ დახმარებები.ამსაქმესრაჭა–ლეჩხუმისადაქვ. სვანეთისმხარეშისაკოორდინაციოცენტრისუფროსიგოჩასუთიძეაგვარებდა. – რას ნიშნავს აგვარებდა? – ამ ოჯახების დეკლარაციები ,,სხვანაირად” ითვლებოდა, რასაც სააგენტოში ერთ -ერთი სამმართველოს უფროსი აკეთებდა. მთავარია, ზემოაღნიშნული ოჯახების სიები მას დეკლარაციის ქულის გადათვლის მომენტისთვის ჰქონოდა. ამ ,,პრობლემას” სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი ანდრია ურუშაძე „სისტემურ ხარვეზს“ უძახდა თვალის ასახვევად. ანუ „ჩვეულებრივ მოკვდავთ“ ეუბნებოდნენ, რომ პროგრამას აქვს ხარვეზი, რომლის გამოც დახმარების მიმღები ხდებიან ის ოჯახები, რომლებსაც დახმარება არ ეკუთვნით. – მშვენიერი გამოსავალია. – ურუშაძის ხელში ეს ხარვეზი 25%-იანი ცდომილება იყო. მერე, როცა ურუშაძე გამინისტრდა და სააგენტოს დირქტორი წამალაშვილი გახდა, 10-12 პროცენტამდე დავიდა. ამ საკითხზე ჩემმა განყოფილებამ ფარული ექსპერიმენტიც კი ჩაატარა, რა თქმ აუნდა კანონის სრული დაცვით. ყველას გვიკვირდა, რატომ ჰქონდა გუბერნატორგაგოშიძესთან დახლოებულ ერთ–ერთ ოჯახს ფულადი დახმარება, როცა აგენტს ,,საშულოზე მაღალი” შეძლების ოჯახად ჰყავდა შეფასებული. ოჯახი გადავამოწმეთ ჩუმად, ისე, რომ გოჩა სუთიძეს არ გაეგო. დაველოდეთ შეფასებას. უზარმაზარი ქულა მოვიდა. ეს გაიგო გუბერნატორმა და პირველად მაშინ დამემუქრა მოხსნით. გოჩა სუთიძემ კი თავი შემდეგნაირად იმართლა: – „არ ვიცოდი ბატონო დავით თუ გადაამოწმეს, თორემ ხომ იცით რომ გამეგო ისევ მოუწევდა დახმარებაო.“ – თქვენ ბრძანეთ, რომ მუდმივი ზეწოლის ქვეშ გიწევდათ მუშაობა. რაში გამოიხატებოდა? – ჩემი მეუღლე ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ გაემიჯნა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 2007 წელს, გაწევრიანდა ,,საქართველოს კონსერვატიულ პარტიაში” და მალევე დაინიშნა რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარედ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის მხარეში. მხარის მაშინდელმა გუბერნატორმა ოთარ სირაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსის –გოჩა სუთიძის პირით რამდენჯერმე მომთხოვა დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე, რაზედაც, პრინციპული უარი განვაცხადე. ამ დროისთვის ჩემი მეუღლე უკვე გაათავისუფლეს ამბროლაურის გამგეობაში სპორტის, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსობიდან. დიდი მცდელობის მიუხედავად, დარღვევა ვერ აღმოაჩინა არაგეგმიური შემოწმებით შემოსულმა ფინანსურმა პოლიციამაც. ფეხმძიმედ ვიყავი და დაძაბულობის ფონზე მუცელი მომეშალა. მას შემდეგ, ანდრია ურუშაძის ყოველი ვიზიტი ამბროლაურის რაიონში ჩემდამი მუქარით მთავრდებოდა, – როგორც კი მოისურვებდა მაშინვე გამიშვებდა სამსახურიდან. 2010 წელს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვ. სვანეთის მხარის განყოფილების უფროსებმა, საკოორდინაციო ცენტრის უფროსთან ერთად დისციპლინარული სასჯელი მიიღეს, მე არ დამაკისრეს არანაირი სასჯელი, რადგან ჩემს განყოფილებაში არათუ დანაშაული, არამედ დარღვევაც არ აღმოჩენილა. მაშინ ბატონმა ურუშაძემ საყვედური გამომიცხადა იმ ,,სამსახურეობრივი ვალდებულების შეუსრულებლობის” გამო, რასაც ყოველთვის ზედმიწევნით ვასრულებდი. მალე ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დააწინაურეს. ჩემს მიმართ საყვედურის გამოცხადების ფაქტი სააგენტოს ახალ დირექტორთან, მორის წამალაშვილთან გავაპროტესტე და მტკიცებულებები წარვუდგინე, პასუხად მივიღე– მართალი ხარ, მაგრამ კაცი მინისტრია და მის ბრძანებას ხომ ვერ გავაუქმებო?. – თქვენ როდის გაგანთავისუფლეს? – 2012 წელს. გაზაფხულზე ამბროლაურში კოალიცია ,,ქართულმა ოცებამ” შტაბი გახსნა, სადაც მეუღლეც გაწევრიანდა. ეს ფაქტი იყო ჩემი სამსახურიდან მოხსნის უმთავრესი მიზეზი, მეორე მიზეზი – წინააღმდეგობა გავუწიე მხარის საკოორდინაციო ცენტრის უფროსს გოჩა სუთიძეს და წინასაარჩევნოდ, ნაციონალური მოძრაობის მიერ მოსყიდულ ადამიანთა დახმარების დანიშვნაზე ხელი არ მოვაწერე. აპრილ–მაისიდან დაიწყო იმ ოჯახთა სიების, ე.წ. გუბერნატორების სიების ფორმირება. სააგენტოს დირექტორის მოადგილის დათო დვალიძის (რომელიც ლადო ვარძელაშვილის ქვისლი იყო) თქმით, ჩემი მოხსნა სრულიად მოსალოდნელი ამბავი იყო და არ უნდა გამკვირვებოდა, მე ხომ ოპოზიციონერი ვიყავი. მბრალდებოდა ოპოზიციური ქადაგებები მოქალაქეებთან და თანამშრომლებთან, თანამშრომლების ოპოზიციის მხარეს გადაბირება და ყველა ამ ბრალდების ავტორები ბრძანდებოდნენ მხარის გუბერნატორი დავით გაგოშიძე და სააგენტოს რაჭა–ლეჩხუმისა და ქვ.სვანეთის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ბატონი გოჩა სუთიძე . გუბერნატორის წყრომა იმითაც დავიმსახურე, რომ მისი ცოლის ნათესავს დახმარება მოვუხსენით და მისი მეგობარი ქალბატონი კანონდარღვევით არ დავნიშნე ქმედუუნარო, მარტოხელა, ფსიქიურადდაავადებული ადამიანის მეურვედ, რომლის ბინის ხელში ჩაგდებასაც გეგმავდა. რაჭა იყო კუთხე, სადაც ყველაზე ნაკლებად გამოიხატებოდა მთავრობის პოლიტიკური რეპრესიები საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით, მაგრამ რაჭას მართავდა გაგოშიძე–ტეშელაშვილის კლანი. გაგოშიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის,დათო ტყეშელაშვილის ნათესავია. ფიქტიურად საკოორდინაციო ცენტრს მართავს გოჩა სუთიძე. ფაქტიური მმართველი მისი ცოლია. სუთიძე მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება, ან ნაბახუსევზეა. სამსახურში მუდმივად ქეიფი დაკარტის თამაშია. საყვარელი მცენარე –კანაფი. ამიტომაც უყვართ ცაძიკიძის ზოგიერთ თანამშრომელს ,,გოჩუნიკასთან” ჩამოსვლა, იციან, ,,პატივნაცემი” წავლენ აქედან. – ამ ფაქტების გამოვლენა შესაძლებელია ამ ეტაპზე? – რა თქმა უნდა. საკმარისი იქნება თუნდაც საკოორდინაციო ცენტრის მივლინებების, პრემიების და დარიცხული ხელფასების სისწორის შემოწმება და „მონიტორების“ საქმიანობის შესწავლა, რომლებსაც რეგიონში გოჩა სუთიძის „ჯიბის აგენტები“ ახორციელებენ. კატო ჩულაშვილი, გაზეთი „ქრონიკა+“, # 15
  13. ასე იყო თუ ისე, კიდევ ერთი ივლისურ–თბილისური კვირა გადავაგორეთ. საუზმე–სადილ–ვახშამზე საკამათოდ ვერ ვიცლიდით, იმდენი სხვა რამ გვქონდა გასაყოფი. ბოზბაშ–ჩიხირთმას ახლა ტელეეკრანიდან თუ მიირთმევს საზოგადოების უმრავლესობა, პური და სანახაობა ელექტრონულმა მედიამ პირდაპირი გაგებით გაიგო და ყველა არხზე დილა–შუადღეს ისეთი ჭამა–სმაა გაჩაღებული, უნებურად ფანჯრებს ხურავს ხალხი, სუნმა რომ არ შეაწუხოსო. პოლიტიკისგან გამონთავისუფლებულ ეთერში თუ ვინმე პულტით მოხეტიალე მაგ გადაცემას გადააწყდება, ეჭვი არ მეპარება, ისე გემრიელად შეაგინებს ეკრანზე პირმოწკლაპუნე „სასტავს“ კაი დიდი „მათლაფა“ წვნიანი ამოვა და დედას პურსაც კარგად ამოაწობენ. ხოდა, როგორც ხაშლამაზე „აღზრდილი“ კახელი მიხო იტყოდა, „შაარგოთ!“ მხოლოდ იმის შეხსენება მინდოდა, რომ ისევ შია ხალხს! შია თქვე მწარედ გაქსუებულებო! ჯერ ისეთიც არაფერი შეცვლილა ამ ქვეყანაში, რომ დელიკატესები უტრიალოთ ცხვირწინ. მაძღრად თუ ხართ, მონელება სახალხოდ არაა აუცილებელი.. მოკლედ, კიდევ ერთხელ გავხდით იმის მოწმე, რომ განათლება ყოველთვის ინტელექტის მაჩვენებელი ვერაა და ვერც ასაკია სიმწიფის გარანტია. ასაკოვან სიმწიფეზე სულ ჩვენი მოქმედი პროკურორი მახსენდება თავისი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო სიტყვით. მაშინ კი ბევრი ვიცინე, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ სიმართლე უთქვამს. სწორედ მაგ სიმართლის ძიებაში შეგვრჩა საქართველოს უახლესი ისტორიის შემომქმედთა ვიდეო–მატიანე ხელში კი არა და კასრებში. გასული კვირა ახალი ნადავლით აღნიშნა შსს–მ, ამჯერად 17 000 ფირიო. კინოინდუსტრია ვითარდება აშკარად ჩვენში და იმ ლევან ანჯაფარიძეს რა აშიმშილებდა ნეტა? კბილაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურებასთან დაკავშირებით, აზრი ორად გაყოფილა. საბოლოო გადაწყვეტილებას თომას ჰამერბერგი მოგვახსენებსო. ანუ ის რეკომენდაციებს მოგვაწვდის და მთავრობა გადაწყვეტს, ტრადიციულად, როგორც ხდება. ამ გადაწყვეტილებას და კბილაშვილის გადაყენების მოთხოვნას ნაციონალები სულ კბილის კაწკაწით ელიან, მაგრამ წულუკიანმა –"მთავარი პროკურორის გათავისუფლების შესახებ წარდგინების გაგზავნა პრეზიდენტისთვის არ დგას დღის წესრიგშიო." ფარული ვიდეოჩანაწერების განადგურების კომისიის წევრ ლაშა ტუღუშს რომ ჰკითხოთ, „მოქალაქეთა სატელეფონო მოსმენების მიზნით ყოფილი ხელისუფლების მიერ დანერგილი პრაქტიკა დღესაც გრძლედება და ყველა ინფორმაცია შსს–ში არსებულ აპარატურას გადაეცემა“. შესაძლოა, ამ ყველაფერს უკვე აღარავინ იყენებს, თუმცა ფაქტია, რომ ეს მახინჯი მეთოდი ისევ მოქმედებს,“– განაცხადა ლაშა ტუღუშმა და დასძინა, რომ „აღნიშნული მოწყობილობის და მსგავსი ტიპის მოსმენების აკრძალვისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ნორმატივების შემოღება, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება უკანონო მოსმენების პრევენციაო“. მერე, შეახსენოს ვინმემ იქ, საკანონმდებლოში, რომ „ულვაშა პრეზერვატივებზე“ მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ეგ საკითხი. ეგება და გუბაზი შეაღვიძოთ, ან დავითაშვილს თამაშები დაუბლოკოთ ტელეფონში, ვაიდა ქვორუმი ვერ შედგეს... რაღა დაგიმალოთ და, ისიც კი მაინტერესებს, „კონსერვატორების“ ინიციატივა თუ ხორციელდება პრაქტიკაში. ანუ ჩოხა–ახალუხში დადის მანდ ვინმე? ფაქტიურად საპრეზიდენტო კამპანია უკვ დაწყებულია და „შავი პიარის“ რეჟიმში მიმდინარეობს – „ წინა ცხოვრების“ შეცდომების, შეცოდებების გამონათქვამებისა და ციტატების გამომზეურება გაპენტვის ფონზე. იგებს ის, ვისაც იმდენიც არაფერი დაუშავებია... და ჩვენ რა? – ისევ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის? პარადოქსები არ არსებობს, არსებობს სათანადო დონეზე განუვითარებელი ტვინებიო. დაბინძურებული სინდისი კი ფულით ირეცხება საუკეთესოდ თურმე. ალბათ, ის ქაღალდი კარგად შეიწოვს ცოდვებ. რა ვიცი, რა გითხრათ? ერთმა მეგობარმა ფეისბუქზე „დაპოსტა“ – მეჭეჭების სამკურნალო ყოფილა ქონდარი და ზოგიერთები რომ ჩაგვექონდრა, რომელიმე კულინარულ ეთერში, რა დაშავდება ნეტავ? ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერ–ლიდერმა დავით ბაქრაძემ მთავარ პროკურორს თელავის შუაგულიდან მიმართა და მისგან იმ პირთა ვინაობების დასახელება მოითხოვა, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ. „დადგეს ამ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი და იმ მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხიც დღევანდელი მთავრობიდან, ვინც წამებაში ეჭვმიტანილი ადამიანები დააწინაურა საკუთარ უწყებებშიო. „ არ ვიცი, რა რეაქცია ჰქონდა მის „რიხიან“ გამოსვლაზე „პატარა კახს“? მაგას ხომ, თავის დროზე, მეზარბაზნეები აღარ ჰყავდა და, თავდაცვის სტრატეგიაში, ბაქრაძეს აღიარებდა ალბათ. ისე, ბაქრაძე პირველი 2 პრაიმერი სულ ბოდიშობის რეჟიმში იყო და ახლა მოთხოვნებზე რომ გადავიდა, რა ხდება ნეტავ? „ჩვენი გემი არ იძირება, იძირება ის, რომლის კაპიტანი ივანიშვილიც გემიდან გაქცევას აპირებს“ - ასე ბრძანა პრაიმერის მაჩანჩალა მალაშხიამ და, ისე, დიდხანს რაც ტივტივებს, ეგეც კარგად ვიცით ჩვენ, პატივცემულო! მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, – აუცილებლობას ვერ ვხედავო! ანუ დარჩნენ კუკავა და ბაღათურია ფალავნის გარეშე? „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ისეთი მემკვიდრე შემოგვთავაზა, მგონი მარგველა არჩევნების მოგებას არ აპირებს და უბრალოდ ადგილნაცვალი დატოვა დროებით, თორემ თამარ სანიკიძესთან მინისტრის პორტფელი რა შუაშია? იმედია, ქალბატონი თამარიც დაინტერესებულია მაგ თემით და ჩვენზე ადრე დაადგენს კრიტერიუმებს ან არგუმენტს – როგორ მოხვდა მანდა? გასულ კვირას ერთი საოცარი ამბავი გავიგეთ – ireport.cnn.com -ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „მსოფლიოს 10 უჭკვიანესი ადამიანი“ სიის პირველი ნომერი საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყოფილა. ივანიშვილი - პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მეცენატი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.უნებურად "მემარჯვენეები" გამახსენდნენ... არადა ბიძინაც გულში მემარჯვენეა, უბრალოდ, მოცემულ მომენტში "ცაციობა" ჭირდება საქმეს... მე ის მაფიქრებს, რომ ახლა ბიძინას ექნება სარბენი თავისი დიპლომის ჩარჩოზე, თუ კვესიტაძეს დაუხურეს უკვე გადაცემა? არ ვიცი, რამდენად გაეცნენ რეიტინგის დანარჩენი ნომინანტები ამ ინფორმაციას, მაგრამ სტივენ ჰოუკინგს, კიმ უნგ-იონგს, ბილ გეიტსს, რიკ როსნერს და უჭკვიანესი ათეულის კიდევ დანარჩენ 5 ტიპს, აუცილებლად დააინტერესებთ ივანიშვილის პერსონა. მაგ ხუთიდან კასპაროვს ეცოდინება ვინაა მისი კონკურენტი, მიშა მოუყვებოდა. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ურეკში, კულტურის სახლში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას მმართველი გუნდის წევრებს სასამართლოსთან მიმართებაში მეტი კორექტულობის გამოჩენისკენ მოუწოდა. ალბათ, ვაშაძის ვიშვიშმა მის ყურამდეც მიაღწია - „საარჩევნო კამპანიის ჩატარება წნეხის პირობებში გვიწევსო“. არადა, მეტი რაღა ქნან უმრავლესობის წევრებმა, აგერ ზოგიერთი კერვალიშვილის და რჩეულიშვილს თავდებშიც კი ჩაუდგა, იმ არგუმენტით, – ეგენი რომ დავიჭიროთ, გაბითურებულ–გაუბედურებულ მოქალაქეებს ფულს როგორ დაუბრუნებენო? არადა მსგავსი პრაქტიკა , თანაც წარმატებული, ჰქონდა წინა ხელისუფლებას - კიდეც იჭერდნენ და ფულსაც წველიდნენ. ჰკითხონ!. მაინც იკლავს სააკაშვილი თავს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე... ვახტანგ რჩეულიშვილის, იგივე „ტუის“, განცხადებით, რუსუდან კერვალიშვილის დანაშაული მისი მოწყალე გული და ქველმოქმედების მანიაა. კერვალიშვილს მსგავსი სურვილი წლების მანძილზე ჰქონდა, მაგრამ საჯაროდ არ აფიქსირებდაო. რისი სურვილი ჰქონდა ქალბატონ რუსუდანს? პატიმრობის? მერე რას გარბოდა ქალაქის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში, თუ უმაგისოდ ვერ მიხედავდნენ იქ გენდერს? „რუსუდანს მართლაც მიუძღვის დანაშული და ეს დანაშაული არის უზომო ქველმოქმედება. რეალურად ძალინ ბევრს არჩენდა. მერე როდესაც საქმე გაფუჭდა ხალხი მიჩვეული იყო და ვეღარ გაუძლო მან ამ წნეხს", - განაცხადა „ბელა მაფიას“ სიძემ, თუმცა, ის აღარ დაუკონკრეტებია, რა ქვია ე.წ. კერვალიშვილისეულ ქველმოქმედებას სხვის ხარჯზე... პაპუაშვილმა ისევ დასცხო აქტიურ უმცირესობას - "გაგაგორებინებ მე შენ კოჭს, ქალი ხარ, პროსტაო" - ამ ფრაზამ გადაგვარჩინა კიდევ ერთხელ ჩიორას ჩივილებს. არ შეიძლება, ჩიორას თავისი ქმარიც კოჭების დახვრეტით დაემუქროს? ძალიან აცანცარებულია ესეც ბოლო დროს, იმ პოპულარული ტელესერიალის კატოსავით... თაქთაქიშვილს, გოკა გაბაშვილი და აკო მინაშვილი გამოესარჩლნენ. მე ერთი რამ არ მესმის – რა უნდა ამ ორს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში? ადამიანობის იციან რამე თუ უფლებები აინტერესებთ ვინმესი, საკუთარის გარდა? ცხოვრებაში ყველაფერი ისეა, როგორც ბირთვულ ფიზიკაში – ბევრს უნდა ბირთვად ყოფნა – ყველაფერმა რომ მის ირგვლივ იტრიალოს. და აი ისიც – ბირთვი კი არა და, კვირის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – თვით ხუხაშვილმა ვრცელი პრეს–კონფერენცია ჩაატარა პრემიერის სტილში. უამრავ რამეზე ილაპარაკა, მათ შორის პირადად მასზე „შექმნილ ლეგენდებზეც“. იცის კაცმა პიარ–ტექნოლოგია! " სახალხო კრების" წევრი ლაშა ამირეჯიბი კი მზადაა სასამართლოში გია ხუხაშვილის წინააღმდეგ მოსამართლის კითხვებს უპასუხოს. ხუხაშვილი ამირეჯიბის ბრალდებებს მისი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს და, პრეცედენტის შექმნის მიზნით, ცრუ ბრალდებების გამავრცელებლის დასჯას მოითხოვს. გაგიკვირდებათ და, კომპენსაციის თანხის გადარიცხვას , რომლის გადახდასაც ამირეჯიბს სასამართლო დააკისრებს, " ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" ანგარიშზე აპირებს. ანუ, "ჟურნალისტური ქარტია" ახლა, ფაქტიურად, ხუხაშვილზე იმუშავებს? აბა ამირეჯიბმა რომ სასამართლო მოიგოს, ქარტიას რა? თუ გახსოვთ, არჩევნებამდე ექსპერტი რომ იყო ერთი მიშა თავხელიძე, ახლა მედია–იგნორშია და, ამით ისეა გაოგნებული, თავის თანაგუნდელ ნანუკა ჟორჟოლიანს მიუხტა. უფრო სწორად, თავხელიძე "ფესიბუქის" საკუთარ გვერდზე "ნანუკას შოუში" პრეზიდნტის ბოლო ინტერვიუს გამოეხმაურა და ქართველი ოპრა თავად მოუხტა. იყო დიდი ამბავი... წესით, კიდეც უნდა ყოფილიყო. რა იცის მაგ გუნდმა ასე ერთმანეთის მოძულება და რა მაგალითს აძლევენ საკუთარ „მრევლს“? გვეშველა და ვანუატუს რესპუბლიკამ გვაღიარა დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დონეზე . ხელმოწერა 12 ივლისს ნიუ-იორკში შედგა. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ ისეა გაცოფებული, ერთიანად შემოუხევიათ ტანზე ყველაფერი და ძნელადგასარჩევები არიან „მეგობარი“ ვანუატუს აბორიგენებისგანო. 14 ივლისს საქართველომ ვაჟა– ფშაველას, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე აღნიშნა, თუმცა, მეტ–ნაკლებად პომპეზურად, ანუ ვის სად და როგორ მიესველბოდა და ჭირდებოდა. „სტუმარ–მასპინძლობის,“ მარადისობის და მამულიშვილობის კანონებს კიდევ ერთხელ გადავიმეორებთ და რა მერე? რა და ის, რომ თუ არ გსურთ ტყუილების მოსმენა, ნურც კითხვებს სვამთ! კატო ჩულაშვილი გაზეთი "ქრონიკა+" # 13
  14. ონორეზე არ ვგიჟდები, მაგრამ რომ თქვა – იქ სადაც ყველა კუზიანია, კარგი აღნაგობა სიმახინჯედ ითვლებაო, ძალიანაც მართალი იყო. სამაგიეროდ, მიყვარს გაბრიელი და მისი „პატრიარქის შემოდგომა“... და ისე ველი წლევანდელ შემოდგომას, როგორც არასდროს ... პარადოქსია, მაგრამ რეალური პარადოქსი – ძალიან ცოტას თუ ჭირდება დღეს მოაზროვნე ადამიანი, მითუმეტეს მართალი. სამაგიეროდ, უაზრო შემსრულებელსა და „საქმის მკეთებელზე“ ტაციაობაა. კიდევ ის, რომ ჯერ კიდევ უმადურობის ჟამი ჟამობს და უკიდეგანო ცნობისმოყვარეობისა. ნუ ხართ სულსწრაფებიო! ასე ადვილად და სწრაფად არაფერი კეთდებაო! მომთმენები და დამჯერები რომ ვიყავით 9 წელი და იმის წინ კიდევ რამდენი, რა ჯილდო მივიღეთ სამაგიეროდ? ცოცხლები რომ გადავრჩით? ოქტომბერში! ოქტომბერშიო! ყველაფერი ოქტომბერს შეაწერეს. მოვა ეგ ოქტომბერიც და ვნახოთ კაცო! – რა საპოვნელას ვიპოვით „ჩვენს მხარეში“... ძველი სიმღერაა ერთი, დები იშხნელები მღეროდნენ, ბებიაჩემს უყვარდა – „ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს ჩაგივლია...“ სიმღერა კარგია, მაგრამ, ამ ტკბილხმოვანებაში მხარი არ გვეცვალოს მთავარია. მერე ჭირს ხოლმე უღრანებიდან გამოღწევა. მონადირეების და ტყის მცველების იმედად კიდევ ჩვენი მტერი იქნა. ტყეში კი არა საწყალი და შეურაცხყოფილი თემიდა ვერ გამოვღლიტეთ ხელიდან კუბლაშვილს აგერ ქალაქშის ცენტრში. ვუაიერებო! წინ! ოხ, როგორ გვიყვარს გასაღების ჭუჭრუტანაში ჭვრეტა. სხვის საძინებლებშიც. ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევაა – გასახდელში ჭვრიტინი და იმპულსების გადამოწმება?!. ეგაა, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.. მერე ზოგი თავს ვერ აგნებს, ზოგი ტანს და ზოგიც სიტყვებს, რომ აღშფოთება გამოხატოს. რა მნიშვნელობა აქვს კამერის წინ დგახარ თუ კამერის უკან? ფაქტია, ყველანი მაგ ორბიტაზე ვტრიალებთ. ახლა ზოგიერთებს კამერაში მოხვედრაც „უტყდებათ“ და კადრშიც, მაგრამ, ადამიანი იმისთვისაა გაჩენილი, რომ იცოდეს, ყველაფერს აქვს დასასრული. და რა ჩვენი ბრალია, თუ ზოგიერთები ამას შიშით აღიარებენ და ზოგიერთები იმედით ელიან?! იცოდით, რომ სადისტებისთვის ციხის ალტერნატივა მონასტერი ყოფილა? დემოკრატიის დემო–ვერსიაში მსგავსი რამებიც მოსულა. არც მე ვიცოდი, გასულ კვირას გავიგე, როგორ წავიდა ერთ–ერთი ზონდერი „უბიწო მამათა“ სავანეში. ესეც ახალი ტენდენცია ქართულ სამართალში. ხოლო ახალი სიტყვა ქართულ სალიტერატურო პრაქტიკაში –„მიჯირყვნაა“, რომელმაც ისეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, მამა–შვილი გაბაშვილებიდან უფროსს ისიც კი გაახსენდა, რომ ძირითადი პროფესიით ენათმეცნიერია. მეცნიერებაში დაბრუნებას აპირებს, ალბათ თორემ პრემირებულ ,,ჩა’‘ წინდებულს ასე არ ჩააცივდებოდა. როგორც მეცნიერადჩაფიქრებულმა და დიპლომატ–პოლიტიკოსად რეალიზებულმა უფროსმა გაბაშვილმა განგვიმარტა, ივანიშვილისეული აკვიატება ფსიქოლოგიურად ზევიდან ქვევით ჩასვლა, ჩავარდნა, რაღაც ხიფათის მოლოდინიაო. არის მეორე ვერსიაც – როცა გინდა, ვიღაც ჩაფლა, ჩამარხო, ჩაიტანო. აკვიატებული შინაგანი იდეები მერე გრამატიკაშიც გამოიხატება ხოლმეო და, თუ ეგრეა, ენათმეცნიერს კი უნდა ახსოვდეს, ვინ თქვა პირველად „ჩა–რეცხილი“?.. ჰოდა, მაგაშია საქმე! მიჯირყვნის განმარტების უამრავი ვერსია გაჟღერდა, ყველაზე მკაცრ და უსიამოვნო ვარიანტს მოვაგებინებდი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატს – ნაცპატივცემულ ჯაფარიძეს. მადლია, აბა პრაიმერს მაინც ვერ იგებს და... გორული პრაიმერის ისტორიული გამოსვლით ის აუცილებლად შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც „ცრუ მოწმე“. როგორ იკადრა – საქართველო აგრარული ქვეყანა არ არის, ის აგრარულ ქვეყნად რუსეთის იმპერიამ აქციაო?!. რა ჩაიფიქრა ნეტავ, მერე რა, რომ ნაცმომ ტერიტორიები დაკარგა, მიწა ჩვენ არ გვჭირდებაო? პრინციპში, „გეორგიას“ მიწასთან რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს? არც რა... თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯაფარიძის ჯიშის ქინძის მოყვანა ვერტიკალურ განზომილებაშიც შესაძლებელია? აი ამას ქვია ზოგიერთების პოლიტიკაში ყოფნის „მიზანშეწინულობა", -როგორც ქუთაისის მერი – დიმიტრი კოპალიანს უყვარს თქმა. მიშას მეზარბაზნეები აღარ ყავს და ქვეყანა გაევსო მტრებით.. ოხ, გიაურო ღარიბაშვილო! რატომ გაუხსენი საზღვარი ოკუპანტს?! ისე, მაგ „მტრებზე“ პერსონა ნონ გრატა რომ გამოგეწერათ თავის დროზე, ხომ ვერ იძალადებდა ღარიბაშვილი საზღვარზე? თუმცა, სად გქონდა შენ მაშინ მაგის თავი და დრო? არც თქვენს „ჯილა“ ბაქრაძეს ეცალა, დანა–ჩანგალს იბარებდა ბითუმად . რას გაუგებ კაცის ბუნებას?! აგერ ამდენი ხანია, ერთ ბედკრულ ბედუკაძეს ვერ მოუხერხეს ვერაფერი... ხან გმირია, ხან მანიაკი და ხან საეჭვოდგანთავისუფლებული. ოხ ეს ეჭვი!.. ხან შეგეპარება, ხან გამოგეპარება... ჩაპარვა არ იცის მაგან... რახან თვით გია ხუხაშვილმა თქვა - ბუნებაში მუდმივი არაფერია, ესე იგი, ბუნებრივია, რაღაცას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში კბილაშვილის თავს. რა ვერ გაიგეს ამ ჟურნალისტებმა, რა თემები ეხება ხუხაშვილს? ყველაფრის ცოდნას ამ კაცს რომ „ავალებენ“? ცოდოა ბოლოს და ბოლოს... კბილაშვილის საქმე როგორ იქნება? – ეგ უკვე რიტორიკული კითხვაა, იქ, სადაც ხუხაშვილი თავისი „ბუნების კანონებით“ ჩაერია. უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, კბილაშვილს ნაცვლიშვილით ჩა –ა– ნაცვლებენო! აბა სხვა უკეთესი ალტერნატივა ვინ შეიძლება იყოს? ნაცვლიშვილია ბოლო–ბოლო, გვარი უწყობს ხელს –ნაცვალია მაგის ფუძე. ამ ჩვენს ჰუმანისტ კბილაშვილსაც ასე თუ ქონდა გადასული ხასიათში ადვოკატობა, ეთქვა კაცო, გაგებით მოვეკიდებოდით, ანდა „სისხლის სამართალი“ ესწავლა. ჩვენში დარჩეს და , ეს ციტატა, თავისი შინაარსით: „... კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის“, – პროკურატურაზე ზეწოლის ირიბი და მსუბუქი გამოვლინებაც არაა? მერე იტყვიან, ბიძინა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებსო! აბა ახლა ასეთ რამეს რომელი მისი მრჩეველი ურჩევდა? ასეთი ბრალდებისთვის ვერცერთს გავიმეტებ და სულ რამდენი მრჩეველი ყავს პემიერს? თეა წულუკიანს ძალიან უნდა, ძალიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათავეში მოქცევა და ამიტომ ბიძინას დუდუკზე ჰარმონიული მოძრაობები კარგად გამოსდის. ჰოდა, ისიც ზუსტად ახლა დაეჭვდა კბილაშვილის გადაწყვეტილებაში. არადა, სასამართლო რეფორმის ჩაფლავებასაც კბილაშვილს რომ ვერ დააბრალებს, ფაქტია. იუსტიციის მინისტრის ბლოგერობა გვაკლდა, ლუკმა–პურისთვის გაფაციცებულ უჩინო ბლოგერებს. ესაა ახალი სამართლიანი შრომის კოდექსი და ჯანსაღი კონკურენცია? რას იფიქრებდა კბილაშვილი მის მოქალაქეობრივ მორალს თუ ბედუკაძის საქმეს შესწირავდნენ მსხვერპლად?! მაგას ბედუკაძეც ვერ იფიქრებდა... რა უთხრა მაინც ასეთი იმ ურეკში ბაქრაძემ უსუფაშვილს და ივანიშვილს, კომენტარიც კი მარტო თავად რომ „აკეთა“? ივაჭრებსა უხვად საპარლამენტო ბოიკოტის ბერკეტებით. სადაც სავაჭრო გაქვს, უნდა ივაჭრო, აბა რა!? ფაქტია, რაღაც ისეთზე ილაპარაკეს, რომ პრემიერს პროკურატურის საქმიანობის გადახედვა მოუნდა და სულ შემთხვევით გადააწყდა ბედუკაძის განაჩენს. მიმხვედრი მიხვდება, რომ პრემიერს დიდი გეგმები აქვს – სააკაშვილი მისმა ხელისუფლებამ უნდა დაიჭიროს. ეს ძალიან მაღალ და დასავლურ წრეებშიც გაჟღერებული „მუქარაა“ ჩვენთვის, ამომრჩევლისთვის კი ოცნება და დაპირება. სიტყვის კაცი ვარო სულ მაგას ამბობს, აქამდე უსიტყვოდ აკეთებდა საქმეს და ახლა რა ღმერთი გაუწყრება?! მოკლედ, მიხეილ! გინდა ახტი–გინდა დახტი, გინდა ურკინიგზოდ დარჩენილ ავღანურ ტვირთებზე ივიშვიშე და გინდა სეკვესტრირებული ბიუჯეტით გატარებულ უფერულ ზაფხულზე, გინდა ხუთშაბათი კვირად მოგვალანდე და გინდა კეისარს გაეჯიბრე, შენი „საშველი“ არაა... სისი უძახე შენ და ვერ გადმოაყუდა ერთი წლის თავზე ეგვიფტელმა გენერალმა თავისი ხიშამ კანდილი!? მუჰამედსაც მალე მოიშორებენ ლიბიაში და, ამასობაში ის შენი კალენდარულ–ფილოსოფიური შემოდგომაც მოვა... ათენის მერი იორგოს კამინისი დემონსტრანტებმა სცემეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ის სპეციალური შეხვედრიდან გამოვიდა, სადაც საჯარო მოსამსახურეების შემცირების საკითხს განიხილავდნენ. ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დაფარულიო! – აღმოხდა თბილისის მერს, მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვეკითხები გიგი მაგას? რაიყო, სახურავი შენთანაც წვეთავს? გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა – მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ თბილისში. თვით კრიშტიანუსიც არ მოერიდათ. მეგობრობა–მეგობრობად და მაინც ვერ გადაფარა მისმა ბრწყინვალებამ ოკუპანტების სიძულვილი. საყურებლად და სი–ენ–ენ–ის ნიუსისთვის მშვენიერი თემაა. ჩვენთვის ალბათ ტრაგედია. პრემიერის ფავორიტს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა . ჯონდიმ თავისი ფსონი „მსოფლიო ბანზე“ დადო და ხმებში არ უნდა გაუჭირდეს თავისი კრეატიული ლოგიკით. აი შალვა კი ისევ იმედგაცრუებულია. ინგაზე დიდ იმედებს ვამყარებდიო. ახლა ინგას კითხოს, რა იმედებს ამყარებდა მასზე?! რა ჭირს ამ ეროვნულ შოუ–ბიზნესს? ბადურაშვილ–კუტალაძის საკითხი იდგა დღის და ფბ–წესრიგში და აგერ მელუამ სულზე მოგვისწრო თავისი განქორწინებით, თორემ ბევრი გადაყვებოდა ნერვიულობას. სამაგიეროდ, ირინა შეიკმა ხინკალი დააგემოვნა და ალბათ „ საწნახელიც გვინახა“. მიხიულიუსის კალენდრთ ჯერ საქართველოში გაგანია ივლისია, მწყობრიდან გამოსული ეროვნული გამოცდებით და თბილისში ჩარჩენილი უმრავლესობის უფინანსო შვებულებით. დაველოდოთ ოქტომბერში ჩვენს მხარეში საპოვნელას. კატო ჩულაშვილი გაზეთი "ქრონიკა+" #12
  15. უმნიშვნელოვანეს სეგმენტს ისევ "ნაციონალური უშიშროება" მართავს ოქროს მედლის კანდიდატი იყო. მე–9 კლასიდან გამოვიდა და სწავლა სამედიცინო ტექნიკუმში გააგრძელა. წითელ დიპლომზე დაამთავრა. ერთი გამოცდა და ექიმი უნდა ყოფილიყო. გეგმები აირია – მამის ავადმყოფობა, პირადი ცხოვრება, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი, სამეგრელოს დარბევა, მამის ავადმყოფობა... უჭირდათ. ერთ დღესაც თბილისში გამოიქცა, კომისარიატში ფრონტზე გაშვება მოითხოვა, როგორც ექთანმა. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ნაწილში ომში გასაშვებად დაენანათ და ერთ კვირაში სამხედრო ჰოსპიტალში გაუშვეს ექთნად. 1996 წელს, პარალელურად, პოლიგრაფიულ სტამბაში დაიწყო დამლაგებლად მუშაობა. მერე, შეთავსებით, დაზგასთან გადაინაცვლა. 2000 წლის 13 ნოემბერს მარჯვენა ხელი ჩაყვა პრესში და დასახიჩრდა. ჰოსპიტალში ცოტა ხნით შეინარჩუნეს, მერე პენსიაზე გავიდა. ცხოვრობდა 53 ლარით, რომელიც, მოგვიანებით, 109 ლარი გახდა... სტამბას ისევ ალაგებდა. საცხოვრებლის ქირა რომ არ ეხადა, იქვე ერთი პატარა ოთახი, უფრო სწორად ქოხი მისცეს. დღემდე იქ ცხოვრობს... 2005 წლის აპრილში შემთხვევით ნახა სოციალური აგენტის ვაკანსია, რომელსაც სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს შტაბი აცხადებდა. გამსვლელი 12 ქულა იყო, 27 მიიღო... დანარჩენს მასთან საუბრიდან შეიტყობთ – რატომ დარჩა რამდენიმე დღის წინ მანანა ბიგვავა უმუშევარი და რას ნიშვანს დღეს საქართველოში იყო სოციალური აგენტი, თუნდაც „უფროსი“. – ანუ, თქვენ ამ სააგენტოს ერთ–ერთი პირველი თანამშრომელი ხარ, ფაქტიურად ვეტერანი... – ასე გამოდის. სააგენტოს ერთ-ერთ ორგანიზაციასთან ჰქონდა ხელშეკრულება დადებული კადრების შერჩევაზე, რომელსაც გოჩა (გვარი არ მახსოვს) ხელმძღვანელობდა. ხმა გამოვიდა, წინასწარშედგენილ სიაზე ხელის მოწერას სთხოვდნენ, რაზეც უარი უთქვამს. ბოლოს სიები 50/50-ზე დააბალანსესო. ანუ ნახევარი ტესტირება/გასაუბრებით გასული ხალხი სხვა დანარჩენი - ,,ქართულ მამა-პაპურად“, ასე მოვხვდი მაშინ მეც და ბევრი სხვაც ამ ახალ შექმნილ სამსახურში. დღეს ამ სამსახურს სოციალური მომსახურების სააგენტო ქვია. ვმუშაობ პირველი დღიდან - სოციალურ აგენტად.... – მაპატიეთ, მანანა, მაგრამ, უკვე აღარ მუშაობთ! ჯერ კიდევ ვერ შეეგუეთ ამ რეალობას ხომ? – ცოტა არ იყოს, ძნელია შეგუება, ჯერ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ. – მესმის, ნაცნობი განცდაა... და რა მოხდა მაინც, ამ წლების მანძილზე ყველაფერი რიგზე იყო და ახლა დაეჭდვნენ თქვენს პროფესიონალიზმში? ადრეც გქონიათ პრობლემები ხელმძღვანელობასთან? – პირველად მაშინ დავუპირისპირდი, როცა, დებულების თანახმად, გადავამოწმე ერთ-ერთი ოჯახი, სარეიტინგო ქულა მაღალი გამოუვიდათ. მაშინ ისნის ნაცმოძრაობის გავლენიანი წევრის ჩარევით ცენტრალური აპარატის (კონტროლის) თანამშრომელმა ის ოჯახი „გადაამოწმა“ და ქულამ დაიწია ანუ სასურველს მიაღწია. მათთვის ფულადი დახმარების დანიშვნა დამავალეს მე, რაზეც უარი განვაცხადე. – მაშინ არ დაგსაჯეს? – არა, პირიქით, ამის შემდეგ, რატომღაც, კარგად განეწყვნენ ჩემს მიმართ და 2007 წლის 1 იანვრიდან გადამიყვანეს კონტროლის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად. – ნეტავ რატომ? ახლოს რომ ყოფილიყავით და იოლადსაკონტროლებელი? – ჩანაფიქრი ალბათ ეგ იყო, ახლა ვხვდები, ვჭირდებოდი. იმ ოჯახებში მაგზავნიდნენ სადაც კანონიერება ზედმიწევნით უნდა დაცულიყო. თუ შემთხვევით ვინმე ისეთი აქტიური და შანტაჟის მომწყობი ოჯახი იქნებოდა, მერე სხვას უშვებდნენ და ლაგდებოდა სიტუაცია. – სიტუაციის დალაგება რას ნიშნავს? – ქრებოდა ნივთები დეკლარაციიდან. ამას ბენეფიციარები ვერ ხვდებოდნენ და გამოდიოდა, რომ მე ვიყავი ცუდი შემფასებელი, ზოგადად იქმნებოდა აზრი, რომ სოციალური აგენტები თვითნებობდნენ, ამას ხელს უწყობდა ტვ პიარები, პრეზიდეტის გამოსვლები. თითქოს მთავრობის დადგენილებაში რამე სხვა ეწერა და სოც–აგენტები იგონებდნენ ინსტრუქციებს. წლების მანძილზე კანონებში მოთხოვნილების მიხედვით შედიოდა შესწორებები, როდის რა ხვრელი დასჭირდებოდათ იმას ასუფთავებდნენ... – წარმომიდგენია, რამდენი ხვრელი იქნებოდა ... – ზოგადად უმძიმესი სამუშაოა, თვითონ აპლიკანტებიც მზად არიან კონკრეტულად მის შემთხვევაში დაარღვიო კანონი მის სასარგებლოდ. კანონებიც იძლევა ამის საშუალებას. თუ სკლუპუროზულად მიყვები დადგენილებას გამოავლენ, რომ დღეს ყველა ან თითქმის ყველა ოჯახი, რომელიც ამა თუ იმ დახმარებას იღებს, დამნაშავეა, რადგან დეკლარირებული არ აქვთ სრული შემოსავლები და სრული სიტუაცია. მეთოდოლიგიის მიხედვით ძალიან მცირე შემოსავალიც კი სხვა კომპონენტების გათვალისწინებით ისეთ სარეიტინგო ქულას იძლევა დახმარების მიღმა რჩება ოჯახი. – გამოდის ,,სასაფლაოზე’ უნდა მივიდეთ დეკლარაციიის შესავსებად და მერე რაღაც გვერგება? – ასე გამოდის. – კარგი, და რამდენად წარმატებული იყო მთავარი სპეციალისტის კარიერა? – კვეხნას არ დავიწყებ, მაგრამ შესრულებულ სამუშაოზე პრეტენზია არავის ქონია. – აბა რატომ „ჩამოგალაბორანტეს“? – 2009 წელს ზუსტად 10 მარტს ოპერატიული სამსახურის უფროსმა თამაზ თეთრაძემ მივლინების ჯგუფში ჩამსვა და დუშეთში წამიყვანა, „საიდუმლო ოპერაცია“ იყო. დუშეთის განყოფილების კართან მითხრა ჩემი ამოცანა – განყოფილებაში უნდა შევსუიყავი და პირადობის მოწმობა გადამეღო, შემდეგ 20 თეთრიანი დამეგდო და გამოვსულიყავი. რაზეც უარი ვთქვი. გიბრძანებო! არ ვიზამ ამას-მეთქი. ვიდავეთ. მომხსნა მივლინებიდან. არ დამიმალავს და მოსულმა ეს ყველგან ვთქვი. არ შევსულვარ დირექტორთან არც მოადგილეებთან, ჩავთვალე, რომ კითხვები თუ ექნებოდათ დამიბარებდნენ და მკითხავდნენ. აქედან დაიწყო ჩემი ფარული დევნა, მაგრამ ვუძლებდი..... აღარ მოვყვები წვრილმანებზე გამოკიდებას. ერთხელაც წყალტუბოდან ერთი მოქალაქის წერილი დამეწერა განსახილველად და დარღვევები გამოვავლინე. დამრღვევად ერთ-ერთი მაღალჩინოსანის ახლობელი გამოიკვეთა. – ვინ მაღალჩინოსნის? – სააგენტოს დირექტორის მრჩეველი, უშიშროებიდან მომაგრებული ზურა უგლავა. – რომელი უგლავა, რომ ამბობენ, ჯანდაცვის მინისტრის, სერგეენკოს მრჩევლად დაინიშნაო? – კი ეგ. ხომ საინტერესო მეტამორფოზაა? წყალტუბოს საქმეები ისე წარმართეს, რომ გაუშვეს სამსახურიდან დაბალი რანგის თანამშრომლები და ეს ,,ნათესავი“ დატოვეს... რაზეც გათავისუფლებულებმა იჩივლეს.... მეც პრინციპულად დავდექი - ან ეპატიოს ყველას, ან არ ეპატიოს არც ამას. საბოოლოოდ ამ ნათესავს წასვლის განცხადება დააწერინეს. – მაშინ ყოფილხარ გასაშვები, იმ სტანდარტებით და „გაგებით“. მაგის გამო გაგამწესეს გლდანში? – იმდენად ვერ მიტანდნენ, რომ ანდრია ურუშაძე, ზურა უგლავა, მორის წამალაშვილი, თამაზ თეთრაძე გამარჯობას არ მეუბნებოდნენ დერეფანში.... სამარცხვინოა , მაგრამ ასეა. 2009 წლის სექტემბერში რეორგანიზაცია ჩატარდა და ნამდვილად ველოდი გათავისუფლებას, მაგრამ ჩამომაქვეითეს და გლდანის განყოფილებაში გამიშვეს უფროს სპეციალისტად. 2010 წლის შემოდგომაზე ისევ გამოაცხადეს რეორგანიზაცია და ასევე კონკურსი ახალ თანამდებობაზე - უფროსი სოციალური აგენტი. მივხვდი რომ უმუშევრობისგან მხოლოდ ამ კონკურსში გამარჯვება გადამარჩენდა და შევიტანე განცხადება. უნარჩვევებში 100-დან 83 ქულა მივიღე, გამსვლელი 46 იყო. დირექტორი მორის წამალაშვილი იმდენად ვერ მიტანდა, თათბირზე უმაღლეს ქულად 81 ქულა გამოაცხადა, ჩემი გვარი, რომ არ თქმულიყო წარმატებულის კონტექსტში. – რას იზამ?! ზოგჯერ 83 ნაკლებია 81–ზე. – მოკლედ დავინიშნე... მაგრამ იქ რაღაც კანონმდებლობის ხარვეზი ჰქონდათ და 2011 წლის იანვრის თვეში მარტო მე არა, ყველა უფროსი სოციალური აგენტი უხელფასოდ გვამუშავეს.თუმცა იმ თვის ნამუშევარი სააგენტოს ბაზაში დევს. სხვათაშორის გამოცდა ვერ ჩაბარებულებიც დაინიშნენ მაშინ. – მაგ სააგენტოს სოციალურ–პოლიტიკური დანიშნულება ცნობილია, ასეც იქნებოდა. მანდ ძირითადად პარტიული აქტივისტები საქმდებოდნენ. ანაზღაურება ნორმალური იყო? – ვმუშაობდით უაზრო დებულებებით.... გვქონდა უამრავი საოფისე სამსახური და საველე სამუშაო, ხელფასი დამოკიდებული გახადეს საველე საქმეზე. არც ერთი ქუჩიდან მოსული და პატრონიანი ადამიანი არ გაჩერდა ამ პოზიციაზე, ყველა წავიდა, ვინც ინიშნებოდნენ ისევ პარტიული ხაზით. ოჯახის წევრების გარდა, სიდედრის, სიმამრის, დედამთილის, მამამთილის, ძმის, დის, რძლის, სიძის, ძმიშვილების, ბებია-ბაბუის, შვილების და მეუღლის პირადი ნომრები მოითხოვეს, მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ამ ოჯახებს პროგრამაში, (დაუწერელი კანონი იყო), თითქოს ყველას რჩენა შეგვეძლო ჩვენი წუწიანი ხელფასით... სამაგიეროდ ანდრია ურუშაძის მამას ძვირადღირებული ოპერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გაკეთებოდა. ასეთია ბედი როცა ანდრია პირვეწოდებული ხარ! ასევე კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელმა დროებით დედ-მამა ნაკლებად კეთილმოუწყობელ სახლში გადაიყვანა და შეძლო იქ მოეპოვებინა სადაზრვევო ბარათი, რითაც დაუფინანსდა მამაისს, როგორც უმწეოს, ოპერაცია, ის კაცი გარდაიცვალა და მოვერიდები ხმამაღლა საუბარს. თამარ ქარდავას მშობლებზეა საუბარი. გვარიც მნიშვნელოვანია. მეგიზ ქარდავას ნათესაობაზეა საუბარი. პრემიები ათასობით, ყოველ თვიურად.და ამ ჩვენს 6 ლარს გამოეკიდნენ. თან ყველას ეპატია, მე და ერთი წამაკლეს კიდევ სხვა გზა არ იყო. მთლად თეთრით იქნებოდა ნაკერი. საბავშვო ბაღში რომ უფასოდ უნდა ეტარებინათ 200 000 ქულის მქონე ოჯახებს, იმისთვისაც არ შემოატანინეს სოცაგენტებს განაცხადი, არადა, ჩვენი უმეტესობა 100 000-ს ვერ ასცდება ისეთი სოციალური მდგომარეობა გვაქვს. ყველამ ფული იხადა საბავშვო ბაღში, ორ-ორი შვილი ატარეს ასე. – სტანდარტული სიტუაციაა. და ნაცმოს აქტივისტობას ან პროპაგანდას არ გავალებდნენ? – წინასაარჩევნოდ დაიმუხტა სიტუაცია. დავალება დავალებაზე მოდიოდა, მაგრამ მარიდებდნენ და ვირიდებდი... ერთხელ განყოფილსბის უფროსმა, ირაკლი სორდიამ დამიბარა და სია გადმომცა იმ ოჯახების, ვისაც დახმარება უნდა დანიშვნოდა. – სოც. აგენტებს უთხარი „რბილად“ შეავსონო! ვერ ვეტყვი-მეთქი. – თუ ვერ ეტყვი, მაშინ წადიო. მერე 10 წუთში ჩამოვიდა იმ ოთახში სადაც ვიჯექი და მითხრა ხვალ დაიბარე ყველაო. – თავის თავზე აიღო დავალების მიცემა? – თავად ჩაატარა თათბირი. იმ სიტყვებს რა გამამეორებინებს. ჩვენ პარტიას ვემსახურებით, მათი დავალებები უნდა შევასრულოთ, თუ ვინმეს არ უნდა წავიდეს! და ა.შ. უმძიმესი თათბირი იყო. – ეს სორდია ისევ მუშაობს მანდ? – არა, გაუშვეს. გეწაძის ქვისლია და მთლად ასეთ წონიან ნაცებს არ ინდობენ. თუ ეს კაცი არ ვარგოდა, ამდენი წელი ამხელა განყოფილება რატომ ჩააბარეს, მაშინაც თვითონ არ იყვნენ კონტროლის დეპარტამენტში? – რომელი გეწაძის ქვისლია სორდია? კახას? ყოფილი დეპუტატის, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის და ზესტაფონის რაიონის ყოფილი გამგებლის? – კი, მაგის. – პარტიული კონიუნქტურა მუშაობდა მაგ დროს და ვინ გაუშვებდა. გასაშვები კი ყოფილა, თუ ერთი ხელმძღვანელის გაშვება გამოასწორებს სიტუაციას და მიდგომები შეიცვლება.ზოგადად გაშვება–არგაშვების საკითხს ვინ წყვეტს? – კადრების საკითხს წყვეტს კონტროლის დეპარტამენტი. არანაირი ფამილარული დამოკიდებულება არ მაკავშირებდა უფროსთან, უბრალოდ ადამიანურად ვგრძნობდი აფასებდა ჩემს პროფესიონალიზმს. სხვა მისი მუშაობის მეთოდები ჩემთვის მიუღებელი იყო. მაგრამ დღეს მხოლოდ მასზე გადატეხვა ჯოხის არასწორად მეჩვენება და უსამართლობა მგონია, თან იმათი მხრიდან ვინც თავიდანვე იყვნენ ამ სამსახურში უგლავა მაგალითად, თეთრაძე, ცაძიკიძე... ნეტა დღეს ასეთ წამყვან თანამდებობებზე როგორ მოხვდებოდნენ? თუ ივანიშვილის გამოჩენამდე ოცნებობდნენ? – ის თქვენი უფროსი, აფასებდა პროფესიონალიზმს, რადგან ალტერნატივა არ ჰქონდა. ვიღაცას ხომ უნდა ეკეთებინა საქმეც? პარტიული კადრები ვერ „ქაჩავდნენ“ ეტყობა და ამიტომაც არ გიშვებდნენ. ანუ კონტროლის დეპარტამენტი ახორციელებდა პარტიული ინტერესების კონტროლსაც. – არჩევნებამდე სამი დღით ადრე კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლები მოვიდნენ ცენტრში და დაიწყეს თანამშრომლებთან გასაუბრება. – კონკრეტულად ვინ იყვნენ? – ქარდავა და კურდღელაშვილი. „გასაუბრების“ პროცედურა, რატომღაც, ჩვენი ოთახიდან დაიწყეს. მიკიბულ-მოკიბული საუბრის მერე შეეხნენ პოლიტიკას – თუ საუბრობთო თანამშრომლებიო პოლიტიკაზეო? და ა. შ. - ჩემი პაუხი იყო: მე მაქვს ჩემი პერსონიფიცირებული პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წინაშე და ჩემზე მარტივად ვერ მოახდენს ზეწოლას ვერცერთი მხარე. ჩემს არჩევანს ყუთთან გავაკეთებ-მეთქი. მათთვის გასაგები იყო ჩემი პოზიცია.... გამოკითხვებს, რომელსაც აწარმოებდნენ ჩვენთან მომუშავე პარტიული აქტივისტები, ახლოს არ ვეკარებოდი. ერთ-ერთმა თანამშრომელმა მირჩია კიდევაც, ცესკოშიც მუშაობს, შენ არ იცი რეები ხდება, თქვი რომ აძლევ ხმას და მერე ყუთთან რაც გინდა ის ქენიო.... მე ეს რჩევა არ გავითვალისწინე. დღეს ის მუშაობს, მე – არა. სტადიონზე წასვლაზეც ხმამაღლა ვთქვი უარი. თუმცა, ზუსტად ვიცოდი 1 ოქტომბერი რომ მათ სასარგებლოდ დამთავრებულიყო მე უსამსახუროდ ვრჩებოდი. – მათ სასარგებლოდ არ დამთავრებულა, მაგრამ დღეს მაინც უმუშევარი ხართ. ისე, ახლა თქვენი სამსახურიდან გაშვება უცნაურად არ გეჩვენებათ? რა გამოდის, რომ ახალ ხელმძღვანელობას კანონდამრღვევი არაპროფესიონალი და ნაციონალური ინტერესების გამტარებელი გონიხართ?კონკრეტულად რას გედავებიან? – იმას, რასაც სასააგენტოში მუშაობის დღიდან ყოველთვის ვაკეთებდით. ანუ ასე ვმუშაობდით, რადგან სისტემაა ასეთი. ჩვენთან მოვიდა ახალი თანამშრომელი – რუსუდან წიკლაური. თუ გახსოვთ, შალვა რამიშვილის გადაცემაში რომ იყო არჩევნებამდე. ნაცების კოორდინატორი, ნიკოლოზ ხაჩირიშვილის ნათესავი, და სქემა დახატა თუ როგორ აყალბებდნენ არჩევნებს, ეკა ბესელიას როგორ გაუყალბა ხმები. აი, მისი მოსვლის მერე აირია მონასტერი. – ვიცი ეგ ქალბატონი, „ქართული ოცნების“ კონსულტანტი იყო წინასაარჩევნოდ. ნაციონალების ხრიკებს გვასწავლიდა უბნის უფროსებს. და ის სააგენტოში რამე თანამდებობაზე დაინიშნა? – არა, მოვიდა რიგით სოც–აგენტად. – რა უცნაურია. ნუთუ „ქართულმა ოცნებამ“ მეტად ვერ დაუფასა გარჯა? არამგონია ასეთი რთული, დამღელი და ფინანსურადაც არც ისე სახარბიელო სამსახური მისთვის „შესაფერისი“ ყოფილიყო. – უცნაურია, მაგრამ, ფაქტია, მან მუშაობა დაიწყო გლდანის განყოფილებაში. ყველაგან არის შიდა სამზარეულო, რითაც რაღაც მოუწესრიგებელი სიტუაციები ისე გვარდება, რომ არავის არაფერი ევნოს. 20005 წლიდან ასე ვმუშაობდით და დღეს ეს გახდა დარღვევა. ანაზღაურების სისტემაა ძალიან დაულაგებელი, რაღაც მინიმალური თუ არ გააკეთე 100 ლარს (-20%) არ გაძლევენ... ეს მინიმალური არის 60 ერთეული, როცა სოც– აგენტს ეს დააკლდებოდა რამოდენიმე სახელფასო დღეს დანაკლისს ვუმატებდით არსებული სამუშაოს გათვალისწინებით და რამოდენიმე დღეში მოქონდა. ქალბატონ რუსუდანს დააკლდა რაოდენობა და უფროსმა შესთავაზა ამ ეტაპზე დამატება და ერთ კვირაში შევსება. წიკლაურმა იუარა, ეს დარღვევააო, უპასუხა. მერე სადღაც დარეკა და შემოვარდა ჩვენთან კონტროლი, დაილუქა ყველაფერი და.... აღმოჩნდა დანაკლისი. – ანუ ეს იყო თქვენი სამსახურიდან გამოშვების მიზეზი? – დიახ. თუმცა არანაირად არ ვთვლი თავს დამნაშავედ და ეს განმარტებული მაქვს ახსნა–განმარტებით ბარათში დირექტორის სახელზე.ეს იყო ჩემი პირველი ახსნა-განმარტება, რის შემდეგაც ,,ტკბილი ენა“ არ დაუშურებია ჩემს მიმართ პავლე ცაძიკიძეს.... დამირეკე მოურიდებლად, მითხარი რასაც ფიქრობ ყველაფერი და ა. შ. ,,კეთილი“ ღიმილიც არ მოუშორებია სახეზე. პირველი ახსნა-განმარტება დაიწერა 30 მაისს. მერე დაიწყეს სოც აგენტების დაკითხვა, ვის რამდენს ვუმატებდით, ვინ რა იცოდა, რატომ ვუმატებდით. ჩემთან რომელი მეგობრობდა, მიცნობდა თუ არა მაგალითად სამსახურამდე, ასეთ კითხავაც იყო ერთთან. ამის მერე, მეუბნებიან რომ უკანონოდ უნაზღაურებდი სოც აგენტებს წერილობით აქტებსო და ახლა ამაზე დაგვიწერეო. მეც დავწერე 2 ვრცელი ახსნა–განმარტებითი წერილი დირექტორის სახელზე. რამდენად გაითვალისწინეს, შედეგი სახეზეა. – ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ სააგენტოს სტრუქტურასა და მუშაობის წესშია ნეგატივი? – ამ ინტერვიუს ახლა იმიტომ გაძლევთ, რომ არ მინდა „გამწარებული, დაჩაგრული და შეურაცხყოფილი “ განთავისუფლებული თანამშრომლის სარჩული მომეკეროს, თუმცა ამის მცდელობა აქვთ უკვე. მე არც იმ სამსახურში აღდგენას ვითხოვ და არც გმირად გამოცხადებას. უბრალოდ ჩემი მაგალითი შესაძლოა სხვებზეც გავრცელდეს, უდანაშაულო ხალხი დარჩეს ულუკმაპუროდ არასწორი მართვის და დებულებების გამო. აწონონ ახლა თავიანთი კანონიერად მიღებული პრემიები და ჩემი ნაწვალები 6 ლარი... ჩემი შრომითი კმაყოფილება და მათი შრომითი კმაყოფილება. გადაითვალონ თუნდაც მათი „სპეციალისტების“ ნამუშევარი და ჩემი. – რას აპირებთ? გაასაჩივრებთ? – პროკურატურას მინდა მივმართო რომ შემოწმდეს 2012 წლის გაზაფხულ-ზაფხულში მონიტორის სამსახურის მიერ შემოწმებული ოჯახები, გაკეთდეს ანალიზი, რამდენად გახდნენ ის ოჯახები მიმღებები, რამდენი ჰქონდათ ქულა, მონაწილეობდნენ თუ რა მანამდე პროგრამაში, რა სხვაობით დაეცა შეფასება და ა. შ. მთელი ქვეყნის მაშტაბით. საინტერესო სურათი იქნება. გადამოწმდეს ტენდერები. ის ყბადაღებული დასაქმების პროგრამაში ჩართული ადამიანები, სად იყო მაშინ პავლე ცაძიკიძე? გახსოვს ალბათ თებერვლის თვეში ტელევიზიები რომ აიკლეს 18 000 ოჯახს ერთდროულად, რომ შეუწყდა დახმარება, თითქოს კანონიერად მოხდა ყველაფერი, მაგრამ მეორე დღესვე პრეზიდენტი, უგულავა, ჭიაბერაშვილი სათითაოდ დარბოდნენ იმ მართლაც გაჭირვებისაგან დაქცეულ ოჯახებში და სიუჟეტები აკეთეს. აი, რატომ ურჩია მაშინ პავლე ცაძიკიძემ ეგ ამბავი. მაშინ გამოძვრნენ ვითომ, მხოლოდ იმიტომ რომ ძალა აღმართს ხნავს, სამაგიეროდ ასობით ოჯახი გაუბედურდა, ძალიან ბევრმა შიშით მიატოვა 150-200 ლარიანი სამსახურები, რადგან ამ თანხას მათთვის ცალკე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ კი დაზღვევას, სამგზვაროს, მინიმალურ ფულს შეუწყვეტდნენ... ასე აზარმაცებენ ხალხს და უთავმოყვარეოდ მათხოვრად აქცევენ. სოციალურ აგენტების უმეტესობა შერჩეულია თავად სოციალურად არა ძლიერი ფენიდან.... მათი უმრავლესობა მრავასულიან ოჯახში ერთადერთი დასაქმებულია, ან მარტოხელა დედაა, ან წვრილშვილიანი, ან ჩემსავით მიუსაფარი. ამ საშინელ არაადამიანურ შრომას - მზეში, წვიმაში, დამატებული ფსიქოლოგიური მომენტები, მერე ზეწოლა ხშირად, ახლა იმ ოჯახში მიდი ჩქარა და ახლა იმ ოჯახში (ამ დროს ოჯახები წინასწარ გაფრთხილებულები ყავთ თავიანთ მფარველებს... და მომზადებულები ხვდებიან აგენტს), ყოველგვარი წახალისების გარეშე. უაზრო დებულებები, პრაქტიკასთან შორს. და მაინც ვითმენთ ყველაფერს რადგან ეს ორი კაპიკი სახლებში მივიტანოთ.... ზუსტად აქვთ გათვლილი, რომ ყველაფერზე წავალთ. ესეც მეთოდია. ესაუბრა კატო ჩულაშვილი გაზეთი "ქრონიკა+" #12
  16. ყავა შემოგველიაო, გაგვიცივდაო, დაგვიძველდაო... რაღაც ყველაფერი ერთად და ცალ–ცალკე ალბათ...ავირიე... სიცხის ბრალი არაა, ალბათ უფრო სიცხადის... 2 დღის წინ "მუსკომედიასთან" მეგობარს ველოდებოდი. 24–ე სკოლასთან შუახნის მამაკაცი და მის მხარზე მიყრდნობილი , დაქანცული უსაყვარლესი 10–12 წლის გოგონა შევნიშნე. მამაკაცს მუყაოზე კუსტარულად გაკეთებული ფოტო–კოლაჟი ქონდა მუხლებზე ჩამოდებული. ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა, გადავედი. ახალი არაფერი – მამა–შვილი ავადმყოფი ქალბატონის მკურნალობისთვის დახმარებას ითხოვდა. გამვლელები მიდი – მოდიოდნენ, წამიერად ჩერდებოდნენ, ოხრავდნენ ან ინფანტილურ მიმიკას „კერავდნენ“ ... ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი თბილისური დრო, დღე, რეაქცია და სიტუაცია... საფულე მოვიქექე, 2 ცალი რკინის ორლარიანის გარდა არაფერი იყო, გამოლაპარაკებაც მომერიდა... მერე გამახსენდა, ნიკასთვის ნაყიდი „სნიკერსი “ რომ მედო ჩანთაში. უხერხულად გავუწოდე პატარას. იმანაც უხერხულად მიპასუხა – არ მშიაო! –გშია! იყო მამის პასუხი. გოგონამ შოკოლადი გამომართვა. ბოდიშის მეტი, ვერაფერი მოვახერხე. სასწრაფოდ გაცლა მომინდა... ქუჩის მეორე მხარეს მეგობარი მანქანიდან აკვირდებოდა ჩემს უაზრო ბოდიალს... ისე ჩავჯექი, არაფერი უკითხავს. ხასიათგაფუჭებულმა დაძრა მანქანა, ერთი ის გავიგონე, როგორ მითხრა – გამოუსწორებელი გიჟი ხარო! ალბათ ვარ... არც თქვენ იქნებით ნაკლები გიჟები, თუ წლების შემდეგ ამ გოგონას ბავშვობის მოგონებებს წარმოიდგენთ, რომელსაც ჩემი მიცემული სნიკერსი, ვერაფრით გაატკბილებს... ბავშვის აღზრდა ადამიანობის ოკეანეში ცურვის სწავლას გავს. პრობლემა ისაა, რომ, დრო და დრო, არც ისე იშვიათად, ჩვენგან „განსწავლულებს“ სიავის და უხამსობის ჭაობში ჩაყურყუტებაც მოუწევთ... უკვე ვიცი, რომ ადამიანად დარჩენას არაადამიანური ძალა ჭირდება... ხორცი სამყაროსთან მიმართებაში, მაინც "მალფუჭადი პროდუქტია." დრო ყველაფრის მკურნალიაო ... ჰო, გვამებს ტკივილები აღარ აწუხებთ... მაგრამ გვამამდე ?.. ზოგჯერ გინდა და მიდიხარ ყველასგან შორს. მარტოობაშიც ზოგჯერ არის საშველი. გადის დრო და ხვდები, რომ ასე წყვეტ სიცოცხლეს, მხოლოდ არსებობ სადღაც, თითქოს შენთვის და არავისთვის. მერე გიბრუნდება სურვილი დაბრუნების და ცხოვრების თავიდან დაწყების – პირველი ჩასუნთქული ყლუპი ჟანგბადით და ამოსუნთქული კივილით... ბანალური ფრაზები ბანალური პროლოგით და ეპილოგით - სადღაც, ოდესმე, ვინმესთან, როგორღაც, რაღაც გამოვა... „რაღაცას“ ყველა თავის სახელს არქმევს, „რაღაცის“ ყველას საკუთარი განზომილება გვაქვს – სტაჟის, დამსახურების და გემოვნების მიხედვით. 2 კვირის წინ ვიყავი იქ, სადაც, ალბათ, ყველაზე ადვილად პოულობენ სულს, რადგან სხეულისგან მხოლოდ ალაგ–ალაგ შერჩენილი ნაკუწებია... მას შემდეგ ვცდილობ ამაზე დავწერო, მაგრამ, ვიწყებ და ვერ ვასრულებ. რა არის ეს, სიბერის და მარტოობის შიში? და აბა რა უნდა თქვან მარტოხელებმა?.. ჯერ მედიცინას არ გამოუგონია მიქსტურა „ბებრული მარტოობისგან“. ვიღაცას ბეზრდები, ვიღაცისთვის პრობლემა ხარ, ვიღაცისთვის ზედმეტი... და ერთ „მშვენიერ“ დღეს თუ აღმოაჩენ, რომ ეს „ვიღაც“ საკუთარი შვილია, მერე? რა ხდება მერე? ის რაც ხდება მერე, ვნახე სწორედ იქ, თბილისის გარეუბანში, დიდი დიღმის ერთ მყუდრო ადგილას. ამ შენობის კრიალა ფანჯრებიდან მხოლოდ სიმწვანე ჩანს, ფიქრებით და მოგონებებით გაჭაღარავებული სიმწვანე. ალბათ ზამთარში იქ უფრო მეტი მარტოობაა. გამიჭირდება იქ მისვლა ზამთარში. ახლა ზაფხულია. ფართო და მყუდრო ეზოში ვარდის ბუჩქები ყვავიან. ბუჩქებზეც კი ყვავილადქცეული სამი დროა – კოკრები, ბოლომდე გაშლილი და გამომწვევი, ჭკნობაშერეული და მიმალული. „აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი,რომელთა მოვლაზეც კი არ გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი, ჩვენ ვხდებით უფრო მშვიდნი,შემწყნარებელნი..“ საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობას აქვს შედეგის ალბათობა. სიბერეს ვერ გაექცევი, პლასტიკური ქირურგიის, სულის ყვავილობის და გარდერობის მიუხედავად. მიყვარს სამთაობიანი ოჯახები. სხვა სითბოა იქ. დედა და მამა ყოველთვის მკაცრობენ, ბებიები და პაპები ადვოკატებისა და უფლებების დამცველის მანტიაში და პოზაში. საყვარლები, ბუზღუნები და პრეტენზიულები – ტექსტით – აი ჩვენს დროს.... და იწყება!!! ასეთ შემთხვევაში არსებობს რეაგირების 2 ვარიანტი – თბილი ღიმილი, ან უფრო თბილი ირონია – რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!.. ჩემი უახლოესი ადამიანი ჯერ კიდევ შუა ხნის ასაკში გახდა ოჯახისთვის ზედმეტი. საკუთარი სახლიდან შვილის ოჯახს გარიდებულმა, კარგახანს იცხოვრა მარტომ –მეგობრის ბინაში. მერე მეგობარს ბინა დასჭირდა და ისევ შვილმა „შეიფარა“ იძულების წესით. ამბის მოყოლისას უნებურად წამოცდა – როცა გოგოების(ანუ შვილიშვილების) მეგობრები მოდიან, მე საძინებელში შევდივარ და აღარ გამოვდივარო, ხშირად მშიერიც ვიძინებო... შვილები ფეხზე დააყენეთ? დარწმუნებული ხართ რომ ისევ თქვენს ფეხებს ან ნაფეხურებს არ ტკეპნიან? ესეც ჩემი ნაქები სამთაობიანი „ტკბილი ოჯახი“... ასეთ დროს, ალბათ ისევ იმ გარიყულ მყუდროებაში უკეთესია... იქ, სადაც ყველა ერთი განრიგით ცხოვრობს, ერთნაირი დღის რეჟიმით, განსხვავებული წარსულით და ისტორიებით. „წინა ცხოვრებიდან“ გადმოყოლილი შეგრძნებებით... თუმცა, უკვე უარის თქმა უხდებათ საჭმელზე,რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდათ, ფიზიკურ სიამოვნებასა და სიხარულსაც იშვიათად განიცდიან. თუმცა, იმ მიკრო–სამყაროშიც მიდის კონკურენცია პირველობისთვის, სასურველობისთვის. იქაც ქალბატონების სიჭარბეა და მათი ყურადღებით შეღონებული მამაკაცები იქაც იბნევიან და ოხრავენ... ოხრავენ უძლურებისგან, დაჩლუნგებული გრძნობებით იბრძვიან მოდუნებული კუნთების წინააღმდეგ. დაუპატიჟებლად მოსული ტკივილი, განსაკუთრებით ღამღამობით, ხშირად ხანგრძლივი და საშინელი – ეს მწარე სინამდვილეა. მოხუცთა სახლი „ბეთელი“ – რა უნდა გამხსენებოდა ამ შენობის დერეფეანში მიმავალს? რა თქმა უნდა ჰესეს „ჭაღაროსნები“.. 43 მოხუცი აქ მარადიულობაში გარდასახვას ელის. შეგუება გიყურებს მათი თვალებიდან. ყველას თავისი ოთახი აქვს, ყველა თავისი ოთახიდან აკონტროლებს პერიმეტრს, ჰორიზონტს, შენობაში მიმსვლელ–მომსვლელთა ნაბიჯების ხმას. „სიბერეში შენი დანიშნულება რომ შეასრულო და თავი გაართვა შენს ამოცანას, შეთანხმებული უნდა იყო სიბერესთან და იმ ყველაფერთან, რაც მას თან მოაქვს, უნდა უთხრა: „დიახ“. ამ „დიახის“ (დასტურის) მზადყოფნის გარეშე, რომ მივეცეთ მას,რასაც ჩვენგან ბუნება ითხოვს, ჩვენ _ მოხუცები ვართ თუ ახალგაზრდები _ ვკარგავთ ჩვენს დღეთა ფასეულობასა (მნიშვნელობას) და აზრს და სიცოცხლეს ვატყუებთ. ...მზერა, დაკვირვება, ჭვრეტა სულ უფრო მეტად გადადის ჩვევაში და განწყობილება და დამკვირვებლის პოზიცია განსაზღვრავს ჩვენს საქციელს...“ (ჰერმან ჰესე, "სიბერე") ადამიანი ბერდება არა მაშინ, როცა წლებს მიითვლის ანგარიშზე, არამედ მაშინ, როცა სიახლის, აღფრთოვანების, ცხოვრების სიყვარულის შეგრძნებას კარგავსო, სადღაც წამიკითხავს. სიბერე მაშინაა საგრძნობი, როცა აზრები მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან... ისე, სკლეროზსაც აქვს თავისი ხიბლი – ყველაფერი გავიწყდება და მერე ყველაფერი სიახლე და აღმოჩენა გგონია... ასაკში სულ უფრო ნაკლებად ჩნდება ურთიერთობების გარკვევის სურვილი. უბრალოდ გინდა ყველას უსურვო კარგად ყოფნა და წახვიდე... დღეს ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს სცხვენიათ იმის, რომ ისევ იმის სცხვენიათ, რისიც ადრე სცხვენოდათ და მე მიყვარს ასეთები... ალბათ ყველაზე ცუდი გრძნობაა, როცა გრძნობ, რომ გივიწყებენ იმიტომ, რომ შენგან არავის აღარაფერი უნდა... ზოგადად, ყველაზე დიდხანს ისინი ახსოვთ, ვინც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ივიწყებდა. სიბერის გემოც და მარტოობის სუნიც მოგონებების სანელებლებით იკმაზება. მიყვარს დარიჩინის, დამწვარი კარამელის, „ტაბლეტა“ ნაფტალინის, ნატეხ შაქარზე დაწვეთებული კატაბალახას, ჭიისგან გამოფქული კედრის ბუფეტის, მუყაოზე დაწებებული შეყვითლებული ფოტოების, მზეზე გამშრალი გახამებული და ღრაჭუნა თეთრეულის, კაკაოიანი გოგლი–მოგლივით ერთმანეთში გათქვეფილი სუნი... ყველაზე უკეთ მაშინ კი არ ხვდები, რომ გაიზარდე, როცა დედის რჩევას ყურს აღარ უგდებ, მაშინ, როცა ხვდები, რომ დედა მართალი იყო... ღმერთო! გადაურჩინე იმ მამასჩახუტებულ გოგონას დედა!.. და ჰქონდეს თუნდაც მწარე შოკოლადის გემო მის სიბერეს მარტოობაში... ყავამშვიდობისა... კატო ჩულაშვილი
  17. რემარკი ხომ გახსოვთ? ამ ქვეყნად ყველაზე საშინელება ისაა, როცა, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ეჩვევიო... შეჩვევა სახიფათოა! ზოგჯერ შეჩვევა კლავს კიდეც. კლავს გრძნობებს, სიყვარულს, ტკივილს, იდეებს, კლავს იმედს... ჩვენ, დედამიწელები, მშობლიური მზის სისტემიდან, სხვა გალაქტიკებს, „გაცნობის მიზნით,“ სიგნალებს ვუგზავნით სიკეთეზე და კაცთმოყვარეობაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ყურამდე მხოლოდ რაღაცის გამო დასჯილთა სასოწარკვეთილი ხმები აღწევს. რომ ვუფიქრდები, ძალიან დამთრგუნველია სამყაროში ეულად არსებობის ალბათობა. რომ გაგვიჭირდეს დედამიწელებს, მეზობლის იმედადაც ვერ უნდა ვიყოთ... ჰოდა, ის დროა ვისწავლოთ ცხოვრება საკუთარი თავის იმედად. იმედზე, კომუნიკაციასა და მისვლა–მოსვლაზე გამახსენდა გასული კვირის ერთი „საინტერესო მოსაზრება.“ მოსაზრება იმ მხრივაა საინტერესო, რომ ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ პრეზიდენტს ეკუთვნის: „საქართველოს მთავარი პრობლემა არის, ის რომ ჩვენ არ ვართ ცნობისმოყვარე ერი. ჩვენ არ ვართ მოგზაური ერი, არ ვმოძრაობთ რეგიონებში. აღმოვაჩინე, რომ ქართველების ძალიან დიდი ნაწილი არ არის ნამყოფი ბათუმში. მე აღმოვაჩინე, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი არ არის ნამყოფი საზღვარგარეთ, ძალიან გამიკვირდა, მიმაჩნია, რომ სტუდენტის ბუნებრივი ინსტინქტი უნდა იყოს ეს"... თქვენც დაიბენით არა? რა მოხდა მერე? ჯერ არ დაბნეულხართ, ჯერ არ უთქვამს ტყუილი თუ ბოროტად ხუმრობა არ ეხერხება ჩვენს ნომერ პირველ ავანტიურისტს? „ცნობისმოყვარე ერობას“, ალბათ, განსაკუთრებული უნარები ესაჭიროება, ან ტრადიციები. გენეტიკაც უნდა გიწყობდეს ხელს. მაგ ლოგიკით, თემურ ლენგსაც ეგ რაღაც ცნობისმოყვარეობა აწუხებდა, რომ დაშლიგინობდა ზევით–ქვევით და „ სიახლეების შესრუტვა–შთანთქმით“ იყო დაკავებული. აბა რა ექნა? მაშინ სუბტიტრებიანი ფილმები არ გადიოდა, მაშინ ჯერ სინემატოგრაფიც კი არ იყო და, მითუმეტეს, არც მიშა იყო შორეულ–ახლობელი ქვეყნის პრეზიდენტი... მეტიც... ჩვენამდე დედამიწაზე არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი „მოვლენა“ არსებობდა, თავისი 4 საპრეზიდენტო კანდიდატით („გონივრული ეჭვით,“მეოთხე უხერხულობის გამო დაამატეს, სამში ერთის გამორჩევის სხვა ტრადიციები გვაქვს მაინც ქართველებს). ბაქრაძე მაგათში ყველაზე მისაღები და ამაყია, მალაშხია–ყველაზე ცნობადი და რეზონანსული, ჯაფარიძე –უკმაყოფილო და დაჩაგრული. აი ბარამიძე კი თავად ნაციონალური პრაიმერივით ბლეფი და გაუგებრობა... ყველაზე დიდი ტყუილი რომ თავის მოტყუებაა, ნაცებმა თუ არ იციან, ჩვენ ვიცით ბატონო და გვაცალონ... ინდიელთა ძველისძველი ტომის, დაკოტას, ერთ–ერთი სიბრძნე ამბობს – თუ აღმოაჩენთ, რომ სულთმობრძავ ცხენს „მიაჭენებთ,“ საუკეთესო სტრატეგია გარბენში გადმოხტომააო. დაკოტას ტრადიციების გათვალისწინებით, ისეთი გადახტომ–გადმოხტომა აქვთ ატეხილი ნაცებს, უკვე საშიში ხდება თვალის მიდევნებაც კი. არა, მაინც რა ეგონათ, ქუთაისის ოპერის თეატრი უშველიდა აკადემიურობის თვალსაზრისით იმ საცოდაობას, უკაცრავად, სანახაობას, თუ ირმა ნადირაშვილის ინტელექტუალური მეცო–სოპრანო კლანურობის განხრით. სხვა რომ არავინ და არაფერი, ბედკრულ ქართულ პოლიტიკაში, ჯერ კიდევ ამბიციურია შალვა, თანაც მწვავედ ამბიციური. შალვას აზრით, – ედუარდ შევარდნაძემ, მიხეილ სააკაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ და ბიძინა ივანიშვილმა, სხვადასხვა დროს, მთელი საქართველო გააუპატიურეს, რის გამოც მათ პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოთ". არ ვიცი, რისი თქმა სურდა ამით პატივცემულ შალვას, იმედია, იმის არა, რომ რიგმა უწია ქვეყნის გაუპატიურების რიგში. აი ქალბატონი ბურჯანაძე კი, არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ფაქტიურად დარწმუნებულია საკუთარ გაპრეზიდენტებაში. რა თვალშისაცემია ზოგიერთების მოკლემეტრაჟიანი მეხსიერება... ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ კურდღელი და მგელი ყოველთვის მტრები არ იყვნენ. ადრე ეგენიც ოჯახებით მეგობრობდნენ, უბრალოდ, მერე მგელს მოშივდა და კურდღელს აუხირდა... და, როგორც იქნა, 27 ოქტომბერი საპრეზიდენტო არჩევნების დღედ დასახელდა. კი დასახელდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად! ეგღა აკლია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასე მარტივად გადაწყვიტოს უმნიშვნელოვანესი თარიღების საკითხი. ის იყო, ხალხმა საკუთარი კალენდრები მოიმარჯვა და 27 ოქტომბრიდან მარცხნივ 60 დღის გადათვლა დაიწყო, რომ, სად იყო და სად არა, ეკრანზე გამოისახა ნადირაშვილზე არანაკლებ ინტელექტუალური, ამბიციური და კატეგორიული, ქვეყნის პირველი ადმინისტრატორი - ბარნოვი საკუთარი კალენდრით. მანჯგალაძეს ტექნიკურად შეეშალაო... ნეტავ რა შეეშალა მანჯგალაძეს, ასე უჭირს არითმეტიკაში, რომ ორიანს და შვიდიანს სამიანისა და ერთიანისგან ვერ არჩევს? ბაციონალებმა ოღონდ სხვას და თან ქალს გადააბრალოთ რამე და მნიშვნელობა არ აქვს, ხალხი დაიჯერებს თუ არა თქვენს ვერსიას... მოკლედ რაცაა ეგაა – ოქტომბრის ბოლო ხუთშაბათს კიდევ ერთხელ მოგვიწევს უბნებზე მისვლა და თავის შეწუხება. უნდა შევწუხდეთ, აბა როგორ გვინდა? აგერ შეწუხების გარეშე, მონღოლეთში 146%–ით ჩინგის ხანის მუმიასაც კი ირჩევენ პრეზიდენტად. მაგათთან ყველაფერი მარტივია... ფუი ეშმაკს! გასულ კვირას, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: ბაკურ ბ, ილია ს, და თორნიკე ჯ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამეგრელოსა და იმერეთში ერთდროულად დააკავეს. კიდევ ერთი „ნაციონალური“ ტყუილი – აბა ეგ სამყარო აღარ არსებობსო?! გასულ კვირას ისიც ითქვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა თავს ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებენო და ეგენი „სახალხო დიპლომატიის“ პროგრამით უფრო შორსაც წავლენ... ფსიქოლოგები გვირჩევენ, შეეცადეთ ახალი ცხოვრების დაწყებას სუფთა ფურცლიდანო. შეეცადე კარგია! და თუ ფურცელი უკვე ცალხაზიანია ანდა სულაც უჯრედებიანი?! რა ქნას მაშინ თუნდაც ვანომ? გავიგეთ, რომ თანაგუნდელები ამხილა. მერაბიშვილის მოადგილის ლორთქიფანიძის დაკავება, თურმე, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს უკავშირდება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანამეცხედრეს, ცნობად თაკო სალაყაიას კი, იმედია, ცრუ ჩვენების მიცემისთვის, პასუხისგებაში მისცემენ. თაკოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის 370-ე მუხლით უნდა დაეკისროს, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს სკანდალური პერსონა აუცილებლად გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. ის, როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ, მერაბიშვილთან ერთგვარი „ვაჭრობის“ საუკეთესო იარაღად რჩება. როგორ აშინებთ ნაციონალურ მრევლს „დაკლეტკილი“ რვეულები და ხელბორკილები. .. მაგალითად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა დაიჩივლა, მაჯები მეტკინაო... მართლა სად გინახავთ ბორკილდადებულ მოწმეთა დაკითხვაზე დაბარება. რა წესია, ახალგაზრდა უცოლო ბიჭია. მაგას რომ მაჯები დაუზიანდეს, ხომ დავიქეცით, ტიპი არცერთ ქასთინგს არ „მაზავდა“ შესაფერისი საცოლის ძებნაში... აბა კოკის კი არ ატკენს არავინ მაჯებს... მერე რა რომ იონათამიშვილის საქციელი „მორალთან მწყრალად“ შეაფასა დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ. ესპანური ანდაზაა ასეთი – კოკა მოხვდა ქვას თუ ქვა მოხვდა კოკას, მაინც ვაი კოკის ბრალიო! ხოდა სანახავს და გამოსაფენს რა დაულევთ მაგათ. „ერთი გუნდი“ არ იყვნენ თითქოს?! თბილისში ჩამოსულმა რასმუსენმა საქართველოს და ქართველ ხალხს, ფაქტიურად, შურაცხყოფა მიაყენა, როცა სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურა" უწოდა და ივანიშვილის ხელისუფლებას მთავარ რეკომენდაციად სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მისცა"... თითქოს ის რუსი დედინაცვალი არ გვყოფნიდეს, რომელსაც ჩვენს გამო გამუდმებით სცხვენია... პირადად ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, ვისაც საშუალება მოგეცემათ, „უსირცხვილო საზოგადოების“ სახელით, მოგვიკითხეთ სულჭაჭიანი არსება, თავისი ამძორებული ძუძუს წოვება რომ მოუნდომა ქართულ დემოკრატიას... ამასობაში კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ 2010-2012 წლებში, თბილისის მერიისა და ძველი თბილისის განვითარების ფონდი შეამოწმა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა. ეჭვი მაქვს, ძალიან გაუჭირდებოდა მსგავსი რამის აღმოჩენა პრეზიდენტი ს ერთ–ერთი მრჩევლის – ნინო კალანდაძის და არა მხოლოდ ნინო კალანდაძის უახლოეს მეგობარს. სამაგიეროდ თორდია ამაყად ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის ცნობილაძე თეფშების და პარტიული ანგარიშების რისხვა ნათია მოგელაძე ამჯერად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვეუწყებაში მუშაობს. პრინციპში, რა დააშავა ისეთი მოგელაძემ? რატომ უნდა იყოს უმუშევრად? ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონების მახრებს თუ უდანაშაულობაზე აქვთ პრეტენზია და თავდებში მხოლოდ უმცირესობა კი არა უმრავლესობის განსაკუთრებულად ჰუმანისტი წარმომადგენლებიც უდგებიან და ამაში პარლამენტარის ხელფასს ამაყად იღებენ, მოგელაძე რა მანდელას გერია? რუსთავის სასამართლოში გასულ კვირას თემიდამ იძალა განსაკუთრებული სისასტიკით. ზოგჯერ და საბედნიეროდ, ასეც ხდება... პირველი ივლისიდან სოციალური დახმარებები ორჯერ გაიზარდა. ჯაბდაცვის დაზღვევის მოცულობაც გაიზარდა. მოკლედ, მაციონალების ჯინაზე ახლა ავად გახდომა არც ისე საშიშია. უფასო გახდა მშობიარობაცო, თუმცა, უფასო არაფერი შეიძლება იყოს თავმოყვარე ქვეყანაში, ამიტომაც, ყველაფერი განისაზღვრა ლიმიტირებული ბიუჯეტის ფარგლებში. ასეა თუ ისე, დემოგრაფია ყველა შემთხვევაში მისახედია და ფასის ცვალებადობა მასზე ნაკლებად უნდა მოქმედებდეს. პირველ ივლისს, 12 წლის ინტერვალის შემდეგ, საქართველოში მოსახლეობის აღწერა დაიწყო. ეს პირველი ეტაპია. მეორე ეტაპზე გამოჩნდება „სოციალური კეთილდღეობის“ პირდაპირი შედეგები. ღმერთმა ქნას, ბევრი გვყავდეს დასათვლელი. გასულ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურა, პროტესტით შებყრობილი უმცირესობის გარეშე. კულტურის სამინისტროს გვერდით კი კარავში ისევ შიმშილობს რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე, სახელმწიფოს მიერ ქართული კინოს დაფინანსების მოთხოვნით. პარალელურად, მშვენიერ მადას ინარჩუნებს თუნდაც კულტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ბერიკაშვილი, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან შორს დგას ხელოვნების ამ დარგისგან. სამაგიეროდ, ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკლია წონაში კვერცხის დიეტით. მართალი გითხრათ, ვეძებე ამ დიეტაში კვერცხი და ისეთი მცირე რაოდენობით აღმოვაჩინე, ჩავთვალე, რომ ნანუკამ გვეხუმრა... რას ვიზამთ?! ნაციონალური ორიენტაციის ადამიანები ისტორიაში ალბათ საკუთარი სახელობის დიეტებით შევლენ. ცნობისთვის, ადამიანებიც და თანამდებობის პირებიც გაკეთებული საქმეებით ფასდებიან და არა გაუკეთებელი საქმეებისთვის მოგონილი მიზეზებით. „მალფუჭადი“ პროდუქტები და პოლიტიკოსები დიდი ხანია საქართველოში სერიოზული პრობლემაა. ისტორიის წერა გაცილებით იოლია, ვიდრე მისი შექმნა... ხო, კიდევ შეჩვევაა საშიში... შეჩვევა კლავს! კატო ჩულაშვილი გაზეთი „ქრონიკა+“ # 12
  18. გადარჩენილი ტყეების ახალი რეალობა – ტყის კოდექსი ყველასათვის! ჩვენ, ქართველებს, ძირითადად, სადღეგრძელოების, ანდაზების და სიმღერის მასშტაბებში გვიყვარს მთაც, ბარიც, ტყეც, ღრეც, მიწაც, წყალიც, სავარგულიც და უვარგულიც, ანუ ის, ყველაფერი, რასაც ფრაზა „მშობლიურო, ჩემო მიწავ!“ აერთიანებს. კანონი ამბობს, რომ ტყე ეროვნული საგანძურია. საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს მოქალაქეებს, დაიცვან, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ ბუნებაზე. ვინ კითხულობდა კონსტიტუციას , „ტყე შეუნახე შვილებსაო!“ მამებს რომ ავალებდნენ, მაგრამ ესმოდათ? დღევანდელი სტატისტიკით – საქართველოს ტერიტორიის საერთო ფართობი 6.95 მლნ. ჰექტარია. აქედან, სახელმწიფო ტყის ფონდს 3005.3 ათასი ჰექტარი უკავია. ტყით დაფარული ფართობი 2772.45 ათას ჰექტარს შეადგენს, რაც მთლიანი ფართობის 40 % -ია. ეს ქაღალდზე და ციფრებში, მაგრამ რა ხდება რეალურად, ძალიან ცოტამ იცის, თუმცა, შედეგი ყველას ერთნაირად გვეხება. ეს ის შემთხვევაა, როცა „არცოდნა –არცოდვაა!“ არ ჭრის. არცოდნა ცოდვა კი არა, დანაშაულია, რომელიც უნდა აღიკვეთოს და დაისაჯოს. წინა ხელისუფლებამ ამ საქმეში ბევრი დააშავა თავისი სახელმწიფოებრივი მიდგომით, პოლიტიკით და კერძო–მერკანტილური ინტერესებით. ტყე, ანუ ეროვნული სიმდიდრე, წლების მანძილზე კონკრეტული პირების სოლიდურ კაპიტალად იქცა. საბედნიეროდ, ყველაფერ ცუდსაც აქვს დასასრული და ამ მიზნით, ამიერიდან, ეროვნულ სიმდიდრეს, ქვეყანაში „ტყის მდგრადი მართვის კონცეფციის“ შესაბამისად მიეხედება, რაც ტყის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას ითვალისწინებს. ტყის მენეჯმენტის ეკოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტუკირი ასპექტები ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიის ნაწილი ხდება. მოკლედ, აქამდე თუ ერთი კარგი მარკშეიდერი ყველგან გვჭირდებოდა, აღმოჩნდა, რომ ერთი კარგი მეტყევეც გვჭირდება... გახეთქილი ბიაზიდან გაჩეხილი ტყეები კარგად ჩანს. მწვანე საფარში გაჩენილ თეთრ ლაქებს სულ მალე ამოვავსებთო, ასე გვითხრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა – ბიძინა გიორგობიანმა. ფრანგები ასეთ სიტუაციას „დეჟავუს“ უძახიან ... მან ეს სიტუაცია უკვე რეალურად გაიარა. წავიდა „უდროო დროს“ და საჭირო დროს დაბრუნდა. თუმცა, „წასვლა“ ძალიან მსუბუქად ნათქვამია. გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, აიძულეს, არა მხოლოდ პოსტიდან, არამედ ქვეყნიდანაც წასულიყო. – ხომ ნამდვილად ასე იყო და არ მეშლება? – არ გეშლებათ, ასე იყო. ის რეფორმები, რის რეალიზაციასაც ახლა ვიწყებთ, ჯერ კიდევ 2004 წლის გაზაფხულზე მქონდა დაწყებული, მაგრამ მალევე შეჩერდა, რადგან ივლისში ჩამოვიდა საქართველოში კახა ბენდუქიძე. მან სულ სხვა ეკონომიკური პოლიტიკა ჩამოაყალიბა ზოგადად და ტყეებთან მიმართებაშიც. მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა ბენდუქიძესთან. მთვარობის სხდომაზე ჩემს მიერ შეთავაზებული რეფორმები მან უბრალოდ დაბლოკა. – რა რეფორმებზე იყო საუბარი? – ეს რეფორმები შესაბამისობაში მოდიოდა გერმანიისა და ავსტრიის ტყის კოდექსებთან. წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებდი ამ კოდექსის დამუშავებას, მაგრამ ეს უკვე ის პერიოდია, როცა მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია, ვეღარ ფლობდა სიტუაციას მთავრობაში. ის ემხრობოდა ამ რეფორმებს და სურდა მისი გატარება. მაგრამ ბენდუქიძესთან ჩემს დაპირისპირებას მოყვა ის, რომ მერაბიშვილის, მესხელის და ახალაიას ინიციატივით დაიწყო ჩემი დევნა სხვადასხვა აბსურდული ბრალდებებით. ჟვანია რომ გარდაიცვალა, აღარ მყავდა მოკავშირე და, იძულებული გავხდი, წავსულიყავი. კიდევ ერთხელ წავედი ემიგრაციაში, მითუმეტეს უკვე მანამდე 10 წელი ვცხოვრობდი გერმანიაში. – ემიგრაციაში, თუ არ ვცდები, 18 წელი გაატარეთ და ახლა დაბრუნდით, თან იგივე სფეროში. ანუ, ისევ იმ რეფორმებს მიუბრუნდებით თუ უკვე სხვა შეხედულებები გაქვთ? – დავბრუნდი, იმიტომ, რომ ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ის პოლიტიკური კურსი, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული რეფორმების განხორციელებას. შევხვდი გარემოს დაცვის მინისტრს და შევჯერდით მათ გაგრძელებაზე. – და რას ითვალისწინებს ეს რეფორმები? – საქართველოში ევროპული ღირებულებების და სტანდარტების დანერგვას ჩვენს სფეროში. ტყის სახელმწიფო ფონდი უნდა გადავიდეს ტყის მდგრადი მართვის პრინციპზე.რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველწლიურად ტყიდან ვიღებთ მხოლოდ იმდენს, რის აღდგენასაც ის იმავე პერიოდში შეძლებს. ესაა მდგრადი მართვის პრინციპი. მიღებული ეკონომიკური ეფექტი კი იძლევა ტყის სათანადოდ მოვლის და დაცვის საშუალებას. ასეთი პრინციპით განხორციელებული მეურნეობები არის ესენის მიწაზე, ასე მუშაობს ბავარიის მიწის სატყეო სამსახური. ყველაზე კარგად მართულ–მოწყობილი მაინც ავსტრიის ფედერალური ტყეებია. დღეს ჩვენთან არსებობს ასეთი მართვის პრინციპზე გადასვლის საშუალება. ოღონდ, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ამაში დიდ დახმარებას გვიწევენ ევროპელი მეგობრები. დელეგაციას, რომელიც ამ კვირაში ჩამოდის გერმანიიდან და მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის კონვენციის შემქმნელ კომისიასთან. ვმონაწილეობთ ამ კონვენციის ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც მზად იქნება მიმდინარე წლის ნოემბერში. – ერთი თვეა, რაც დაინიშნეთ ამ უწყების ხელმძღვანელად. 900–დე ადამიანია დასაქმებული ამ სფეროში მთლიანად საქართველოში. საიდან და რითი დაიწყებთ ცვლილებებს? – მუშაობა, შესაბამისად ცვლილებები უკვე დაწყებულია. უკვე მზად გვაქვს ტყის აღრიცხვის წესების ახალი დებულება, რომელიც აქამდე არ არსებობდა. – აბა აქამდე დებულების გარეშე მუშაობდნენ? ცნობილია, რომ წლების მანძილზე ტყე იყო გამოყენებითი რესურსი და არაფერი მის სასიკეთოდ არ კეთდებოდა. დღეს ამ დარგში ისევ რჩებიან ის კადრები, რომლებიც ახორციელებდნენ არასწორ პოლიტიკას, ანუ, წინა ხელისუფლებასთან ერთად აფუჭებდნენ რაღაცას? – როცა არ არსებობს დარგში პოლიტიკა, არც დებულების დეფიციტი იგრძნობა. თანაც, ყველა არ აფუჭებდა. მეტყევეების უმეტესობა ძალიან ღირსეული ადამიანია. მათ იმიჯი სპეციალურად გაუფუჭეს ნაციონალებმა. მეტყევის ცუდი რეპუტაცია გამომდინარეობდა იქიდან რომ ამ სისტემაში არ არსებობდა არავითარი რეგულაცია. ჩვენ კი უკვე შევიმუშავეთ ტყის აღრიცხვის ნორმატივები. – ანუ ინვენტარიზაციის ახალი მეთოდი გაქვთ? – კი, ასეა. სატყეო უბნის და შემდეგ მეურნეობების მიხედვით შედგება კატალოგი, სადაც ყველა მონაცემი დაწვრილებით იქნება შეტანილი. ამ ეტაპზე 9 სამხარეო მეურნეობაა, სადაც ეს ინვენტარიზაცია განხორციელდება. მაგრამ ვაპირებ დაწვრილებას, რადგან სამხარეო მეურნეობები ჩვენს დარგში ძალიან არაეფექტურია. ტყეში საქმე კეთდება და ფუჭდება ადგილზე. ეს უნდა იყოს ძალიან ძლიერი ადგილობრივი მეურნეობები და არა სიმბოლური რეგიონალური მმართველობის ორგანოები. ჯერ–ჯერობით ეს მხოლოდ მონახაზია. ახალ ხელისუფლებას აქვს აღებული კურსი ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაზე. ჩვენგანაც ასეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება, ერთ–ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება – ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს თვითონ შეეძლებათ ტყეების მართვის გარკვეული უფლებამოსილების განხორციელება. ტყის მდგრადი განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი მზადაა და, ძალიან მალე, დაახლოებით, მთავრობის სხდომაზე გავა. ახლა დავიწყებთ მუშაობას ტყის კოდექსის შექმნაზე. – ასეთიც არსებობს? – რა თქმა უნდა!? ტყეს თავისი კოდექსი და ქცევის ნორმები აქვს, თან, ძალიან საინტერესო. – ლიცენზირებასთან დაკავშირებით რა ხდება? სასწაულ ვადებზეა საუბარი – 40 და მეტწლიან იჯარებზე...– ის ხდება, რომ გრძელვადიანი ლიცენზიები ისევ ძალაშია. 177 000 ჰექტარი საუკეთესო ტყეა გრძელვადიანი სარგებლობით გაცემული. ესაა დაახლოებით აჭარაზე მეტი ტერიტორია. გაცემულია, როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე უცხოელებზე, ზოგიერთი ოცი წლითაც კი. ლიცენზიებს იღებდნენ იმის მიხედვით, თუ რამხელა რესურსი იყო და რამდენ ხანში შეეძლოთ, აეთვისებინათ. – და უცხოელები ბევრნი არიან? – რა მნიშვნელობა აქვს ტყეს ქართველი მოჭრის თუ უცხოელი? მდგრადი განვითარების ის პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება ევროპის კონვენციას, გრძელვადიანი სარგებლობით ტყეების გაცემას არ ემხრობა. ვისაც აქვს აღებული, არ ვაპირებთ მათი უფლებების შელახვას, მაგრამ ძალიან დიდი გამადიდებელი ლუპით დავაკვირდებით მათ მუშაობას. – გქონდა მათთან კონტაქტი? – არა, რადგან ეს კანონმდებლობა ისეა აწყობილი, რომ ჩვენს სტრუქტურას შიგნით შესვლის და შემოწმების უფლება არ აქვს. მაგრამ აქვს ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც ჩვენს სამინისტროში იქმნება და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. – ანუ დეპარტამენტის გარდაქმნა სააგენტოდ, მარტო სტრუქტურული „გეომეტრია“ არაა და შინაარსიც შეეცვალა? – რა თქმა უნდა. უფრო ფართო სამოქმედო ასპარეზია.ჯერ საკანონმდებლო ბაზა არაა. დრო უნდა, რომ სატყეო მეურნეობებს შეეძლოთ ტყეში მეურნეობის წარმოება. გერმანიაშიც და ავსტრიაშიც, სატყეო მეურმეობაში შესაძლებელია კონკრეტული ნედლეულის შეძენა. აქ ეს უფლებამოსილება აქვს კერძო მეწარმეს, რომელიც არაა სათანადო დონეზე გაწვრთნილი და არ იცის ტყეში მუშაობა, ამიტომ, ვნებს ტყეს. – ზუსტად ეგ მაინტერესებდა – სპეციალისტების და კადრების საკითხში რა სიტუაციაა? – ვაკეთებთ ტრენინგ–ცენტრს. გერმანელი მწვრთნელები არიან ჩამოსულები,ისინი მეტყევეებს შეასწავლიან საჭირო უნარ–ჩვევებს. მოამზადებენ პროფესიონალ რეინჯერებს. ეს ყველაფერი თუ დროულად არ გაკეთდა, ისევ დარჩება სტანდარტი, რომ მეტყევე არის კაცი, რომელიც ქაღალდებით ვაჭრობს კერძო მეწარმესთან. – ახალგაზრდა კადრები გყავთ? – მოგეხსენებათ, სასოფლო ინსტიტუტის „ოკუპაცია“ მოახდინა ბატონმა ბენდუქიძემ. ახლა იქ სატყეო ფაკულტეტი აღარ არსებობს. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიხსნა უფასო სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი. მომავალი წლიდან გვეყოლებიან ამ სპეციალობის სტუდენტები. მათთან ძალიან აქტიურად აპირებს სააგენტო მუშაობას. ყველა არსებული პრობლემები არასწორ მიდგომაშია. საკუთარი ტყის და მიწის სიყვარულს ადამიანი ბავშვობიდან ეჩვევა და სწავლობს. ჩვენ ერთი ცუდი ზნე გვჭირს, ვერაფრით დავიჯერეთ , რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და სულ გვგონია, რომ დროებით ვართ დამოუკიდებლები, ერთი დღით მოსული და სულ გვგონია, რომ სახელმწიფოს რაღაც უნდა გამოვგლიჯოთ. მთავარია, ამ ზნისგან გავთავისუფლდეთ... კატო ჩულაშვილი „ქრონიკა+“ #11
  19. ჰიუგო იმ შუაშია , რომ “საბრალონი” 20 წლის მანძილზე წერა... წერა და წერა ადამიანის დამცირებაზე იმის გამო, რომ იგი საზოგადოების დაბალ ფენებს ეკუთვნის, ანუ „უბრალოა“, ქალის ზნეობრივ დაცემაზე გაჭირვების გამო და ბავშვების დაძაბუნებაზე უმეცრების ნიადაგზე... ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში მშიერი ბალღებისთვის პურის მომპარავი ჟან ვალჟანები საკმაოდ მომრავლდნენ. მომრავლდნენ მომპარავი და მოწყალების მათხოვარი პატარებიც. „კანონის დამცველების“ რიცხვის დაზუსტება უმადური საქმეა, ახლა ისე ხშირად ეჯახება ზნეობა კანონს... კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი მხოლოდ სიმბოლური დამთხვევა რომ იყოს და არა რეალობა... 5 წლიანი პატიმრობის ვადის 19 წლამდე გაგრძელებაც ნაცნობი თემაა და „კატორღა“ იმაზე ნაცნობი. „ჟავერები“ ჩვენს გვერდით, ირგვლივ და ყოველთვის... რაო? შეუძლებელია, ზნეობა და კანონი არ დაემთხვეს ერთმანეთს? ზოგჯერ კანონის დამცველიდან ჯაშუშამდე ერთი ნაბიჯია, ჯაშუშიდან –ჯალათამდე კი ნახევარი... როცა კანონის სახელით უზნეობამდე მიდიხარ, ადამიანის მოკვლაც გიწევს საკუტარ სხეულში. მერე დგება მომენტი, როცა ჭეშმარიტებას თუ არა, სიმართლეს მაინც აღმოაჩენ და თვითმკვლელობის სურვილიც გიჩნდება. .. ეს, რა თქმა უნდა, არაა გამოსავალი... სჯობს გადარჩე საკუთარი ცხოვრების წესის წყალობით. კადრები წყვეტენ ყველაფერს! – ეს ცნობილი საბჭოური ლოზუნგია. კადრი – ადამიანური რესურსის და კადრი – ვიზუალური ვიდეო მასალის სახით. კადრი დღეს ისევ აქტუალურია ორივე ნაპირზე, რადგან, შუაში უხერხულად მოძრავი მდინარე ჯერ კიდევ ათას სიბინძურეს, ქაფს და ღორღს დაატარებს... წყალნი მიმოდიან, ქვიშანი რჩებიან... ნაპირს გამაგრება ჭირდება და კიდევ დროის საცერი... სიტყვა "პრობლემას" თუ სიტყვა "თავგადასავლით" ან "შემთხვევით" ჩავანაცვლებთ, ცხოვრება გაცილებით საინტერესო და მარტივი ხდება. ეს იციან ნაციონალური მოძღვრების მიმდევრებმა. ამიტომაც გაჰკივიან – ეს კადრები თავისი ფარულად ჩაწერილი კადრებიანად, ცალკეული შემთხვევებიაო... არაა... ამას ვინ წარმოიდგენდა და ვინ დაუშვებდა, აზრადაც კი. არც გაივლებდნენ, გამოვლას ვინ ჩივის. ცის გახსნასავითაა საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდისა და მისი მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის მიერ გაკეთებული განცხადებები: "ფირები ნამდვილად შოკისმომგვრელია." "ჩვენი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ ისაა, რომ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ეს ვიდეოფირები და თუ დადგინდება მათი ნამდვილობა, დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით". კანონის მთელი სიმკაცრითო! ანუ ჯერ უნდა იყოს კანონი, მერე მკაცრი კანონი და მერე კიდევ იმ მკაცრი და მთელი კანონის მთელი სიმკაცრე და ნეტავ ეგ რას გულისხმობს? და ნეტავ რას ეტყვიან „ისინი“, ანუ ყოვლისმკადრებელი კადრები შვილებს,–თქვენი კარგადყოფნა და უზრუნველი მომავალი რომ გარანტირებული გვქონოდა, იმიტომ ვაკეთებდით ამასო? სხვის დედებს და მამებს ამიტომ ვაყმუვლებდით სიმწრისგან და სხვის შვილებს ამიტომ ვტოვებდით უმშობლოდო? რას ეტყვიან საკუთარ შვილებს ამ სისტემის აგურები – ძველები და ახლები... რაო, „მაგრები“ ვიყავით, მაგრამ ვინ დაგვიფასაო? რაო, დამპალი საზოგადოების რეპრესიების მსხვერპლნი ვართო? თუ იცით, ნაცებურად დაცემულ „ანგელოზებს“ დაშლილებში იბარებენ?.. დიდი მონანიების დრო დადგაო, ამბობენ და დაიწყო... "პირველ რიგში მინდა მოვითხოვო ყველა იმ ადამიანის უმკაცრესად დასჯა, ვინც ახდენდა მსგავსი ქმედებების განხორციელებას. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება კონკრეტული დამნაშვე. მე ასევე მაინტერესებს, რას აკეთებდა მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყნის ხერხემლად წოდებული ვანო მერაბიშვილი და იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ მის უწყებაში ხდებოდა ასეთი რამ", - განაცხადა „თუთიკომ“. "ლედი–კმარამ" ბოკერია–მერაბიშვილის ტანდემი რუსულ სპეც–სამსახურებთან თანამშრომლობაშიც დაადანაშაულა და ისიც აღიარა, რომ წინა ხელისუფლებამ მხოლოდ შუშის შენობები ააშენა, რეალური საქმე კი არავის გაუკეთებია... ბოლო ნაწილში არ ვიცი, მაგრამ პირველში თუთბერიძეს თვით გივი თარგამაძეც დაეთანხმა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ამ შემთხვევაში გულწრფელი იყო სულის ამოხდომამდე... რა ძალა აქვთ ზოგჯერ კადრებს!? ვისთვის ცირკი, ვისთვის დეტექტორი – ისე, სიმართლის დროა, მგონი... ნუთუ მართლა დასრულდება „კვესოს“, „პაჭოს“ და „ბერძენას“ ეპოქა ქართულ ჟურნალისტიკაში?... კიკალიშვილმა უკვე მოიბოდიშა, ჩერგომაც... ბატონი ზაალი ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია და ბრალდებული გვარამიას გადაწყვეტილებას ელოდება. ცნობისთვის, ადგილობრივი წარმოების პრეპარატი „ბოდიში“ ამიერიდან ფასდაკლებით გაიყიდება სააფთიაქო ქსელში ქვეყანაში გამძვინვარებული ეპიდემიის გამო. ეპიდემია კი კასრიდან გავრცელდა. კასრი ნორმალურ საზოგადოებაში, პირველ რიგში, ერთი ცნობილი და უცნაური ბრძენის ასოციაციას იწვევს. ჩვენი კასრიდან კი დიოგენეს ნაცვლად, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მეგიზ ქარდავას „სიბრძნემ“ გამოჟონა . როგორ მოხვდი მანდაო? – ესეც ცნობილი ფრაზაა ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ, პასუხი, როგორც წესი, ბუნდოვან იუმორშია ხოლმე გადაწყვეტილი. არ ვიცი, რა უნდოდა იმ ფურცლის იმ კასრში ჩამდებს ამით ეთქვა? ბავშვობიდან აქა ვზივარო? ზის და იჯდეი რაო! – ესეც კიდევ ერთი ცნობილი ფრაზა... მოკლედ, გასული კვირა ბევრისთვის იყო განკადრებული კადრების და ყველაფრის მკადრებელთა კვირა. რაც მთავარია, სამალავის დამკვეთმა აღიარა და პასუხისმგებლობაც ალქაიდას სტილში აიღო. პრეზიდენტია და ხამს! პრეზიდენტია და ჰგიებს... „რა თქმა უნდა, ნებართვა მქონდა მიცემული, რომ გაგვეკეთებინა, რადგან ხელახალი აგრესიის განახლების პირობებში, ჩვენ ისეთი დაუცველები არ უნდა ვყოფილიყავით, როგორიც ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო 2008 წელს"- განაცხადა სააკაშვილმა. რას არ იტყვის, ზოგჯერ ეს ტიპი?! არა, დენთის კასრზე რომ ვისხედით მის ხელში ყველა, ეგ ისადაც ვიცოდით, მაგრამ ასეთ ნატურალურ გადაწყვეტასაც არ მოველოდით. კარგია, როცა ამ ვითარებაში შეზარხოშებული პრეზიდენტი ხუმრობს... და , რადგან, იარაღის საწყობები, ანუ „დენთის კასრები“ მიშას დავალება ყოფილა, შესაბამისი სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული რუკაც სადღაც მის ახლო–მახლო უნდა ინახებოდეს. ნებით რომ გადასცეს შესაბამის ორგანოებს, სახელმწიფო საიდუმლოს გაცემად ჩაეთვლება ნეტავ თუ ძიებასთან თანამშრომლობად? ფაქტია, რომ მიხეილი შეშინებულია, თუმცა, ცდილობს შიში ბახუსით და, მისთვის დამახასიათებელი უნიჭო იუმორით გადაფაროს. როცა მიშას ეშინია, მასთან მაშველად ყოველთვის მოდის ბიძია თემური. ბავშვობაში მიშიკო „მოწინააღმდეგეებს“ სულ ბიძის „პაგონებით“ აშინებდა... საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესტონურ გამოცემა Postimees-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ის პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ანუ, სააკაშვილს „დააბინავებს“, საკუთარ გუნდსაც და მერე წავა. ეს იყო მესიჯი მოქმედი პრეზიდენტის მიმართ – მე უნდა დაგამთავროო! მეო! ჯერ კიდევ პრეზიდენტი კი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ნაჩქარევს უწოდებს და ახსენებს, რომ „პოლიტიკა საბავშვო ბაღი არ არის." ამასობაში კი, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადმოწევის სამუშაოები დაასრულეს სოფელ დვანთან, რამაც სოფლის ერთი ჰექტარი მიწის ფართობი საოკუპაციო ზოლის მიღმა მოაქცია. საზღვარზე გამახსენდა, დიდი ბატალური სცენების თვითმხილველი გახდება ჩვენი მოსაზღვრე და მეგობარი აზერბაიჯანის მოსახლეობა ოქტომბერში. რას იფიქრებდნენ, რომ პრეზიდენტობაზე პრეტენზიას მეჰრიბან ალიევა გამოაცხადებდა? "მშვიდობა დემოკრატიულ აზერბაიჯანის" კანდიდატი აშკარად მოწინააღმდეგეზე მომხიბვლელია. მოქმედ პრეზიდენტს, ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსაზრება არ დაუფიქსირებია, მაგრამ, იმედია, იმედოვნებს, რომ პოლიტიკური ბრძოლის შედეგი საკმაოდ თბილ, კორექტულ და ინტიმურ სივრცეში გადაწყდება, მაგალითად, საპრეზიდენტო აპარტამენტების საძინებელში. ვერაფერს ვიტყვით, უალტერნატივო წყვილია, დაახლოებით ჩრდილოეთ კორეის კავკასიური ვარიანტი თუ ნაირსახეობა. ეჰ, მეჰრიბან!.. აბა ჩვენი სანდრა კი არაა მასეთი... და „საღოლ“ ალიევი ბაბუ! აბა ჩვენი კრწანისელია ბაბუ? ერთი დაიჩხავლეს „ვარდისუბნელებმა“ და მაშინვე „სახლში წავიდა“... ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ბრალი დაუმძიმდა. ვანო ისეთი გაქანების პოლიტიკოსად იყო ჩაფიქრებული, მარადიულობაზე რომ ჰქონდა პრეტენზია. ჰოდა აუხდება ეგ ჩანაფიქრი, თუ სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. დაშლა–არმოშლის, დარჩენა–შერჩენის და რა ვიცი, კიდევ რა ამბები არ გადმოდინდება ჯერ უპოვნელი კასრებიდან თუ ქვევრებიდან... ფაქტია, „გოსპოჟა“ ნოვოდვორსკაიას ჯერ კიდევ სცხვენია ჩვენს გამო. ჰოდა, აბა რა გისურვოთ „უბრალოებმა“ „ბრალიან“ ნაცებს? ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებს და მეგიზ ქარდავას ბავშვობის დღიურებს ებარებოდეთ! კატო ჩულაშვილი ქრონიკა+ #11
  20. ვინ გაცდის ბლოგის კვირიდან–კვირამდე მშვიდობიანად დამთავრებას?! რომ მეგონა, ფინიშს მივუახლოვდი, ისეთი გამოისროლა შსს–მ სამეგრელოდან, ფეხზე დადგა პოზიციაც, ოპოზიციაც, შუაშისტიც და ლგბტ–იც. მტერიც, მოყვარეც და მოშურნეც. თუმცა,მოიძებნება ყოველთვის, ვიღაც, პრეტენზიული, მაინც რომ იტყვის, რატომ ასე და არა ისეო! გიორგი ვაშაძემ რომ თქვა, არ გაგვკვირვებია, მაგრამ აი კოტე გაბაშვილის აქტივობამ ნამდვილად სახტად დაგვტოვა ბევრი. ჩანს, მამობრივმა პასუხისმგებლობამ გაიღვიძა ამ არსებაში, როცა რეალური საფრთხე დაინახა „შვილების“ თავს...ამბობენ, ახალგაზრდობაში კარგად ხუმრობდაო და რა ცუდი რამაა ეს სიბერე... ამ შსს–მაც რა იცის დაუზუსტებელი მისამართის მითითება, გეგონება, ამოდენა სამეგრელო 44 ჰექტრიანი და 800 სულიანი ვატიკანი იყოს... იმიტომაც დაიბნა გუბერნატორი გუნავა. იმდენად დაიბნა, რომ თითქმის გამოტყდა – მასეთ სამალავებს ყველა რეგიონში იპოვიანო. მაგას რა დიდი ჭკუა ჭირდება, თუ ნაციონალური გეგმაა, ერთი რეგიონის იმედად არ დარჩებოდნენ... ამ „ნიუსის“ ნახვის შემდეგ პირველი რეაქცია, არანაცისტურადმოაზროვნე საზოგადოებისთვის გონებაში გავლებული – რას გადავრჩით! იქნებოდა...ემოციების ჩამოფერთხვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩნდება „ინტრიგანული“ კითხვები– რატომ ან ვინ დატოვა ამ სამალავში კომპრომატები? მაგალითად, მეგის ქარდავას თუ ბავშვობისდროინდელი დღის განრიგის ნაგლეჯი ისე ეძვირფასებოდა, რომ ზრდასრულ ასაკშიც თან დაატარებდა, ბოლოს ასე ლაფში ჩანერგილ კასრს როგორ ანდო? ზღაპარი გამახსენდა – უკვდავი კოშჩეის სული რომ ინახება სადღაც – რაღაცის–რაღაცის–რაღაცის– რაღაცაში ისე. უბრალოდ გამახსენდა, კი არაფერი... მე მაინც იქ ვარ, აქამდე როგორ შეუნახა სამეგრელომ პირი ამ „ოპრიჩნიკებს“... და მაინც, როგორი გულბოროტი მტერი ჰყოლია იქ ნაციონალურ მოძრაობას... ჩვენ კი რაღაცეების კიდევ არ გვჯერა... აბა როგორი დასაჯერებელია ის ამბავი, რომ ვანო ჩხარტიშვილი, შესაძლოა, დაიჭირონ? არც ღმერთის იმედი უნდა ჰქონდეს ამის მერე ამ ადამიანს, არც კაცის... რაც მაგან ეკლესიები აშენა, ფული ხარჯა, უდანაშაულო და პატიოსანი ბანკირის ცნობები და დიაგნოზები აშანშალა სხვადასხვა დონეებზე, მაინც არაფერმა უშველაო ამბობენ. ყიდის ყველაფერსო და გაერთიანებულ სამეფოში სერ ჯონ გრიფინის სახელით და გვარით აპირებს „მოღვაწეობასო“... თუმცა, თავად ჩხარტიშვილს ამ თემაზე ერთი პასუხი აქვს – მის წინააღმდეგ „შავი პიარი“ გორდება. აგორება ერთია, მთავარია, ქვეშ არ მოყვე. ჰოდა, ამ გაქცეულების და გადამალულების შემხედვარე სულ უფრო რწმუნდები, რომ დიდი ვერაფერი იმედია ეგ ოხერი ფული. არც გარანტიაა, არც იმუნიტეტი და არც პანაცეა. თუ არ გეკუთვნის, სამალავი ვერ გიშველის. ჯერ იყო და ანაბრების მითვისებას აბრალებდნენ, ახლაა და პატარკაციშვილის ქონებისას. დაიბნა ხალხი! დაბნეულობაა კონგრესის მიერ ახალი ხელისუფლების გაკრიტიკების საკითხშიც. საკითხი აქაც ასე დგას – გინდა დაიჯერებ, გინდა – არა... არჩევანის თავისუფლება ასეთი რთულია ბატონებო! თქვენ დემოკრატია მართლა ლობიოობა ხომ არ გეგონათ?! რასაც არ უნდა ფიქრობდნენ კონგრესში, მაინც არაა სასიამოვნო, ელჩი რომ იწუწუნებს – გარკვეულმა ძალებმა საქართველოდან კონგრესმენი ტერნერი დაარწმუნეს და მცდარი ინფორმაცია ჩაადებინეს კანონპროექტშიო. ასეთ შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა გაუჩნდეს ელჩის მიმართ კითხვა – რა გააკეთა მან იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო? ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ახლა ეგ თემები აღარ აღელვებს, მაგრამ აღელვებს ის, თუ რატომაა „ საქართველოში ყველა დარწმუნებული, რომ ყველა ერთნაირად ერკვევა საგარეო პოლიტიკაში, სექსში და ფეხბურთში?" – ტოოომ!!!! – პასუხი არ არის... დეიდა პოლი და დეიდა ნატო – ორი შორეული–ახლობელი ქალბატონი ჩვენს ცხოვრებაში...ეჰ... კარგია ზოგჯერ ოცნება, მერე დიდი ნიჰილიზმი რომ არ იცოდეს. ზაფხულია, მტკვარიც დაიწევს და დავრჩებით „აკვაპარკის იმედად“... საიდან სად წავედი... ბარემ ამერიკის ამბებს მოვითავებ, – გასულ კვირას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის 89 წლის იუბილე აღნიშნა ქვეყანამ, რაც ყველაზე მასშტაბურად სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ფერადი წინდებით დამშვენებულ ფოტოებში გამოიხატა. უყვარს ხალხს „ბებერი ბუში“... მასეთი ბებერი და მისი მეგობარი აგერ ჩვენც გვიზის კრწანისში. „ბაბუსაც“ ვუძახით, მაგრამ სიყვარულის რა გითხრათ?.. სხვა საკითხია, როგორ აღვნიშნავთ სააკაშვილის 89 წლისთავს სოციალურ ქსელში. ვფიქრობ, არ ღირს ამ ცხელ გულზე წინასწარ მაგის წარმოდგენა... მით უფრო, პრემირებულზე... გაიგებდით, ალბათ, – საქართველოს პრეზიდენტს FAO-ს პრემია გადაეცა – „შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებისთვის“ . ჯოზე გრაციანომ რომ იცოდეს, რა ჯაფა ადგება ამ არსებას საკუთარი შიმშილის დამარცხებისას, პრემიის თანხას გააასმაგებდა. შიმშილის დაძლევის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ნაციონალებმა თუნდაც პროექტით „სადილი ყველას!“. დაპურებული ჰყავდათ დიდ–პატარა, ქუჩაში მაწანწალას სანთლით ვერ იპოვიდა ვერანაირი კომისია და მისია. რა ბავშვთა შიმშილი და უსახლკარობა?! და ეს საკვების უსაფრთხოება რაღამ გაახსენათ? ჩვენში მასეთ რამეზე უბრალოდ არ საუბრობენ. მაგაზე რომ ილაპარაკონ, ხომ უნდა ჩაკვდეს ეროვნული კვების პროდუქტების წარმოების ნახევარი მაინც?! იმპორტზე აღარაფერს ვამბობ... ისე, კვების და შიმშილის საკითხებზე „ახლებიც“ ვერ ამოიქოქნენ ჯერ, მაგრამ ესენი პრემიებს მაინც არ იღებენ მაგაში, კაცო! მთავარი ისაა, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ხანგრძლივი და, იმედია, ნაყოფიერი აზერბაიჯანული ტურნედან დაბრუნდა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ოღონდ ვერ დაგიზუსტებთ, როგორ ფარგლებში, თუმცა, ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანში მცხოვრებ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს ესტუმრა და მათთვის აშენებული ახალი დასახლებებიც დაათვალიერაო. შახიდების ახალ დასახლებაშიც კი ყოფილა. არ იცის მაგ კაცმა თავის გაფრთხილება და ავიწყდება, რომ სახელმწიფო მოხელეა! მაგისთვის რომ იქ შახიდებს რამე მოეწიათ, ხომ დარჩებოდათ მინისტრთან შეხვედრა ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებს ოცნებად?! სამაგიეროდ, მის არყოფნაში ბიძინა ივანიშვილი იქცა მეხამრიდად და მთელი დარახველიძისეული რისხვა მას საპროტესტო ჭავლად მოუვლინეს ნაციონალების ხელში კარგად ნაწრთობმა, უკვე კომპენსირებულმა, მაგრამ მაინც ყოვლადუკმაყოფილო დევნილმა ქალებმა ბათუმში. ჰოდა, პრემიერიც ადგა და უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრო, თან უკვე 2–ჯერ. და თუ რატომ არ დაესწრო ეგ მისი საქმეა და კიდევ ბევრჯერ არ დაესწრება, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ აღნიშნული უწყება ქმედითუნარიანია და შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. მერე რა, რომ რიჩარდ ნორლანდი სხვაგვარად ფიქრობს!.. თუ ისეთი გულადი და მამაცია, რომ უშიშროების საბჭოზე არ მოდის, ავღანეთში ჩავიდესო, – აკაკომ! არადა, თურმე, რეალურად ივანიშვილის არტ– კოლექციის შურდა.. აი ვანო შურიანი არაა. მას მხოლოდ ტელევიზორი უნდა... ისე უნდა ეს "მოლაპარაკე ყუთი“, ლამისაა კარლსონობა აღიაროს და შიმშილობაც კი დაიწყო. არადა, რას უნდა უყუროს ამ რუსთავი2–ზე? იუბილეზე გადაღებულ ფარულ კადრებს თუ გაუშვებენ არ ვიცი. ისე, დალოდებოდა ვანო ირაკლი წერეთელს. 18 ივნისს იწყებდა ეგ მორიგ შიმშილობას. მიზეზი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. დაიწყებს და მერე „პა ხოდუ“ გამოჩნდება რამე ან ვინმე რა... საინტერესოა, ვის ვერ დააგდებინეს კალამი ხელიდან, რომ ასე ფხრიწინით გასკდა ბიაზი სანაცეთში. აწი მაგას ფასი დაედება... ჩერგო უკვე კურსშია და ბირჟაზე ფართს იბევებს ლონდონში. ახალი ფასეულობები გვიტევენ – ამიერიდან „მღვდელი“ ბიაზში იცნობა, ბაჩო – ჭილოფში და ვანო – ნარზე. ბოლოს მობეზრდებათ და ბაჩო და ვანო ყაიმზე შეთანხმდებიან. ერთმანეთში ან ტარაკნებს გაცვლიან, ან „შპიონებს“. ისე, თუ "შპიონი" ხარ, ბრიტანეთში უნდა დაიბადო, თან კატად და თან სახაზინო კანცლერის ოჯახში. დიახ! მაგათმა თვით ფრეიაც დაადანაშაულეს შპიონაჟში. საგულისხმოა, რომ ის 2009 წელს საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა და 2011–ში იპოვეს. იმ დროისთვის, ოსბორნები, უკვე დაუნინგ სთრითის 11-ში, სამინისტრო რეზიდენციაში ცხოვრობდნენ. არსებობს აზრი, რომ ოჯახის მეგობარი ფისო, შესაძლოა, ჩინელ შპიონებს „გადაებირებინათ“. შპიონებს რას უზამს, არ ვიცი, მაგრამ იმათი თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს, რა პასუხისმგებლობაა, როდესაც შენ გაბარია ჯარის კვება და ჯარის მომსახურებაო, – ასე თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ძალიანაც კარგი. მშვიდობიან მოსახლეობაზე რომ არავინ ზრუნავს ეგ ხომ იმას არ ნიშნავს, მაინც და მაინც ვიღაცის ინტერესებში გამოჩეკილი კვერცხით და „ჩამოფხვნილი“ რძით იკვებოს ჯარმაც? 13 ივნისი კი მოგვილოცა იუსტიციის მინისტრმა, მაგრამ ის ახალი შრომის კოდექსი ვის აწყობს და ვის უხარია, მაინც ვერ გავიგე? ერთი ის მაიმედებს, რომ ნაციონალურ შრომის კოდექსთან მიმართებაში ახალს გვარდასახელებული „კოლმეურნეობების თავმჯდომარეები“ როზას მეორედ მოსვლას ადარებენ. მხოლოდ გარდამავალ ეპოქაშიო უნივერსიტეტის რექტორების დანიშვნები პრემიერისგანო! მერე ისევ პროფესურა აირჩევსო, ასე განმუხტა დაპირისპირების მორიგი თემა პრეზიდენტობის „უკონკურენტო“ კანდიდატმა მარგველაშვილმა. მაგან ისიც თქვა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნებაო და ვაიდა გამართლდეს?! ტოლი ნახე, კოჭი გააგორე - ასე მიმართა ზაზა პაპუაშვილმა უმცირესობის წარმომადგენელს, ჩიორა თაქთაქიშვილს განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების განხილვა მიმდინარეობდა. და ეს ძალიან სიმბოლურია... ყველაზე სიმბოლური ისაა, რომ სიტყვიერი შელაპარაკების მიზეზი არა კანონპროექტი, არამედ ტექნიკური დეტალი გახდა. ჩემი სუბიექტური აზრით, ტოლების ნახვა სხვაგანაც შეიძლება და კოჭების საგორებლად მანდ არავის შეუყვანიხართ კანონშემომქმედო საზოგადოებავ! კოჭების გაგორებას კენჭის ყრა სულაც არ ჭირდება, თანაც, როგორც ხშირად წუწუნებთ, მანდ გაუსაძლისი პირობებია და ეგებ ჩვენც ვიფიქროთ ჩეროში „ვადამდელ საპარლამენტოზე“... მართალი ყოფილა – დემოკრატია ის სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, როცა არ გჭირდება მიზეზი ომის დასაწყებად... თუ ხატვა არ შეგიძლია – ფოტოგრაფიაში უნდა წახვიდე, თუ დაკვრა არ შეგიძლია, დირიჟორობა სჯობს, სიმღერა თუ არ შეგიძლია, რეპერობა უნდა დაიბრალო, თუ წერა არ შეგიძლია – ბლოგერობა. და თუ არ იცი კონკრეტულად რისი კეთება გინდა და არ გაინტერესებს, რა შეგიძლია, მაშინ საქართველოში სხვა არჩევანი არ გაქვს – პოლიტიკაში უნდა წახვიდე, თურმე... კატო ჩულაშვილი გაზეთი „ქრონიკა+“ # 10
  21. ანუ, გველის თუ არა საქათველოში სიგარეტით „მარიაჟი“? ბოლო დროს თამბაქოს მომხმარებლებში, ანუ „მწეველებში“ პანიკა შეიმჩნევა. აკრძალვების „დიდი შტურმის“ მოლოდინში ათას რამეს ვარაუდობენ, მათ შორის თამბაქოს ისეთ გაძვირებასაც, რომ, შესაძლოა, სიგარეტი ფუფუნების გამოვლინებად ჩაითვალოს. შესაბამისად, საზოგადოების ფინანსურად უზრუნველყოფილი ნაწილი დარჩება ჯანმრთელობის რისკის ქვეშ, ხოლო ნაკლებად უზრუნველყოფილები ბედს შეურიგდებიან და ფილტვებს უნებურად დაიწმენდენ. 31 მაისს მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღნიშნა „დღე თამბაქოს გარეშე“. უთამბაქო დღის ტრადიცია 1988 წლიდან მოდის, ინიციატივა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან. მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მავნე ჩვევა ჩვენში საშიშად აბობოქრდა და ხელისუფლება, ახლო მომავალში მისი სადავეების მკაცრად მოჭერას აპირებს. ჯონ ჰოპკინსის სახელობის ამერიკულმა უნივერსიტეტმა, მსოფლიოს ყველაზე მწეველი ქვეყნების დადგენის მიზნით, ორწლიანი კვლევა ჩაატარა და გაარკვია, რომ ამ რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილზეა. დაავადებათაკონტროლისეროვნულცენტრშითამბაქოსმოხმარებასთანდაკავშირებითსაგანგაშოსტატისტიკაზესაუბრობენ. საქართველოშითამბაქოსაგანგამოწვეულიდაავადებებითყოველწლიურად 11 000 ადამიანიიღუპება, აქედან 3 000 პასიურიმოწევისმსხვერპლია. 2012 წლისმონაცემებითმწეველებიმოსახლეობის 30.4% შეადგენსდამათი 91.2% ყოველდღიურიმწეველია, რაცევროპაშიერთ-ერთიყველაზემაღალიმაჩვენებელია. მწეველებისუმრავლესობადღეშისაშუალოდ 20 ღერსმოიხმარს, რაცთამბაქოსადმიმძიმედამოკიდებულებაზემიუთითებს. ბოლო 12 თვისმანძილზემოწევისთვისთავისდანებებაწარუმატებლადსცადადაახლოებით 39%–მა, აქედან 40% მამაკაცებიიყვნენ, ხოლო 26% - ქალები. დაავადებათაკონტროლისეროვნულიცენტრისარაგადამდებიდაავადებებისდეპარტამენტისუფროსისლელასტურუასთქმით, თამბაქოსმოხმარებაბავშვებშიცგაიზარდადაარისშემთხვევებიროდესაცმოწევასუკვე 9 წლიდანიწყებენ. მისივე ინფორმაციით, ორსულების 33% მწეველია. ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისასაო! უთხრა, უხერხულია, მაგ ძაღლყურძენისებრთა ოჯახის წარმომადგენლის კონტინენტზე ჩანერგვისთვის პატივცემული კოლუმბის სულს. მაგის დაღუპულია ევროპელები, მაშასადამე ჩვენც!.ქაერთველებს რა გვიჭირს, 2 საუკუნით გვიან დავიწყეთ „ბოლის გამოშვება“, მაგათ მე–15 საუკუნიდან ვერ გააგდებინეს ხელიდან ეგ საწამლავი. რა უნდოდათ იმ ,,ტაბაგო”-ში, რას დაეძებდნენ? დასკვნა ისაა, რომ კოლუმბის მეზღვაურების ცნობისმოყვარეობამ დაგვღუპა კაცობრიობა და საზოგადოება დაყო მწეველებად და არამწეველებად. მეცნიერები შხამიანობით თამბაქოს წყალბადციანმჟავას ადარებენ. წყალბადციანმჟავის და ნიკოტინის სასიკვდილო დოზები ერთნაირია და უდრის 0.08 გრამს. ნიკოტინის ერთი წვეთი კლავს ცხენს.თუ კაცი ზედიზედ მოსწევს 25 სიგარეტს,15 წუთში სული ამოხდება. საბედნიეროდ, 25 სიგარეტს არავინ ეწევა ერთდროულად. მაგრამ ფარული,ხანგრძლივი მოწამვლა უდავოა. ამიტომაც მწეველებს არამწეველები თვითმკვლელებს უძახიან. არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ, რამდენიმე თვეა, თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ აქტიური კამპანია დაიწყო. 2013 წლის 15 მარტს მიღებული დადგენილებით, რომელიც თამბაქოზე კონტროლის გაძლიერებას გულისხმობს, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყებებსა და სექტორებს თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კუთხით მთელი რიგი ცვლილებების გატარებას დაავალებს. მოგეხსენებათ, ჩვენში ყველაზე კეთილშობილურ მიზანსაც შეიძლება ჰყავდეს ოპონენტები.ოპონირება ძირითადად მწეველების ხარჯზე ხდება. კამათი ხშირად პიროვნების უფლების დარღვევის ბრალდებამდე მიდის. იმასაც ამბობენ, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ადამიანის პირად გადაწყვეტილებებში. სადღაც შეიძლება მწეველებსაც გაუგო, მაგრამ თუ იმაზე შევთანხმდებით, რომ საქართველო ძლიერ და კანონის გამტარებელ ქვეყნად უნდა ჩამოყალიბდეს, სახელმწიფოს ვალი კანონშმოქმედების მიერ შექმნილი პროგრესული და პრიორიტეტული კანონების ცხოვრებაში გატარების უზრუნველყოფაა, ხოლო მოქალაქეების ვალია, საკუთარი, თუნდაც „საყვარელი სისუსტეები“ და მავნე ჩვევები ამ კანონს მოარგოს, ისე, რომ სხვების უფლებები არ დაზარალდეს. მოქალაქეთა გარკვეულმა ჯგუფმა შექმნა პეტიცია,სადაც ისინი თამბაქოსაგან 100%–ით თავისუფალი გარემოს შექმნას მოითხოვენ სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში; პეტიცია ითხოვს აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება: სამუშაო ადგილებში, რესტორნებსა და კაფეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ყველა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; "სრულად აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამა, პროპაგანდა, სპონსორობა: რადიო-ტელევიზიით, ბეჭდვითი და სხვა მედიასაშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტით. ყველა სახის სახალხო ღონისძიებზე . დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია უკვე არსებობს. გეგმის ძირითადი პრინციპებია თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის ფუნქციონირება, თამბაქოს ყველა სახის ნაწარმზე სააქციზო გადასახადის პერიოდულად გაზრდა, საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების მომზადება. ასევე თამბაქოს შესახებ არსებულ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მუშაობა. ყველაზე აპრობირებულად და პროდუქტიულად მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების პრევენციისთვის, თურმე, სიგარეტის გაძვირება ითვლება. ფასების თანდათანობითი ზრდა ყველაზე უფრო ეფექტური მეთოდი ყოფილა მწეველების შესამცირებლად, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. თამბაქოს მოხმარება მასზე აქციზის ფასის მატებამ უნდა შეამციროს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აქციზის ზრდა 2014 წლიდან, ეტაპობრივად დაიწყება. სავარაუდოდ, ის კომპანიები, რომლებიც დღეს მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობენ, პირველ ეტაპზე თამბაქოზე ფასებს არ გაზრდიან, თუმცა მინიმალურ მოგებაზე მომუშავე კომპანიები პროდუქციას საწყის ეტაპზეც გააძვირებენ. გაძვირებით მომხმარებელთა რაოდენობა არ შემცირდება მოხდება მათი გადანაწილება მაღალ და საშუალო ფასიან პროდუქციაზე. 2013 წელსკომპანიებითამბაქოსფასისმატებასარვარაუდობენ. ეს არც მათ ინტერესში შედის. როცა აქციზი იზრდება და მეზობელ ქვეყნებთან შეუსაბამო ფასი გაქვს, არალეგალური პროდუქციის შემოტანის რისკები ჩნდება. თუმცა, კარგი ადმინისტრირების შემთხვევაში, შავი ბაზრის რისკები აღარ არსებობს და ამის მაგალითიც გვაქვს. თამბაქოს „შავი ბაზარი“ საქართველოში 2004 წლამდე არსებობდა. მაგ პერიოდამდე თამბაქოს კონტრაბანდის წილი საქართველოში, დაახლოებით, 75 პროცენტი იყო. 2004 წლიდან ეს რიცხვი 15 პროცენტამდე შემცირდა. ფასის მომატება გამოიწვევს მეზობელი რეგიონებიდან იაფი პროდუქციის შემოდინებას და შესაბამისად, ბიუჯეტში შენატანების შემცირებას. გარდა ამისა, ფასის მომატება ძირითადად დააზარალებს ადგილობრივ მრეწველობას და შესაბამისად გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას. საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე, თვლის, რომ მხოლოდ თამბაქოს აქციზის გაძვირება კი არა, მწარმოებლები, ბევრ ქვეყანაში, კომპენსირების თანხებსაც იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში იმ ზიანის ანაზღაურებისთვის, რომელსაც თამბაქოს მწეველებისთვის მოაქვს. ამ ეტაპზე აქციზის ფასი ფილტრიან სიგარეტზე 60 თეთრია, უფილტროზე 15 თეთრი. საუბარია 40-50%-იან ზრდაზე. ბახტურიძის აზრით, აქამდე აქციზის დაბალი ფასი წინა მთავრობის ინტერესს წარმოადგენდა. „ხელისუფლება უშუალო კავშირში იყო თამბაქოს ინდუსტრიასთან, რომელსაც სასათბურე პირობები შეუქმნა. ამის მცდელობა არც ახლაა გამორიცხული. გადაწყვეტილების შემუშავების პროცესზე ბიზნესი გავლენის მოპოვებას მოინდომებს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ხელისუფლების პოლიტიკას ექნება. შეამცირებს თუ არა თამბაქოზე ფასის გაზრდა მის მოხმარებას, ამაზე გადამჭრელი პასუხი არავის აქვს. სამაგიეროდ გვაქვს უახლესი კვლევის შედეგები ესპანეთიდან.ესპანეთის პულმონოლოგიისა და თორაკალური ქირურგიის გაერთიანების (SEPAR) მიერ დაკვეთილი გამოკითხვის მიხედვით, თამბაქოს საწინააღმდეგო კანონების მიღება საკმარისი არაა მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად. ესპანეთში გამოკითხული იყო 3.000-მდე რესპონდენტი, 13 წლის ასაკიდან. გამოკითხვა შემდეგ დასკვნას იძლევა: თამბაქოს მოხმარების შემცირების ტენდენციაზე კანონი არ მოქმედებს; სიგარეტის მოხმარების ზრდა განსაკუთრებით შეიმჩნევა ახალგაზრდებში. აქედან გამომდინარე, თამბაქოს საწინააღმდეგო კანონების მიღება შედეგს არ იძლევა. ამავე დროს თამბაქოს საწინააღმდეგო მკაცრი კანონების მიღებას მწეველთა 65% მიესალმება; ესპანელი მკვლევარები ხაზს უსვამენ 2 ასპე ქტს: პროფილაქტიკური ზომების მიღება, სიგარეტზე ფასის ზრდა; და ხელის შეწყობა პროფესიონალებისგან მოწევის მიტოვების რჩევების მიღებაში. მწეველთა რაოდენობის სტატისტიკა ორივე სქესის მიხედვით გათანაბრებისაკენ მიდის. საერთო ჯამში კი, სიგარეტის მოხმარების შემცირების ტენდენცია ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს”. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის – ამირან გამყრელიძის აზრით, თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებების გაძლიერება და კონტროლის გაძლიერება რამოდენიმე მიმართულებას გულისხმობს, რომელთა შორის მთავარი საინფორმაციო –შემეცნებითი კამპანიაა. შოთა ჩინჩალაძე – მარკეტოლოგი: ამ ღონისძიებების გატარებით მწარმოებლებს და იმპორტიორებს არაფერი დააკლდებათ. ა) უფულოები და ახალგაზრდები დაფასოებული სიგარეტის მაგივრად იყიდიან თუთუნს და ქაღალდს (როგორც ევროპაში ხდება) და ეგეც იმავე იმპორტიორების ჯიბეში წავა ხოლო ბ) ფულიანები, რომლებსაც იმის დრო არ აქვთ ისხდნენ და სიგარეტები აკეთონ, უფრო მეტს გადაიხდიან სიამოვნებაში. დიდი შანსია რომ, კარგად დათვლის შემდეგ, იმპორტიორებს შემოსავალი და მოგება გაეზარდოთ კიდეც.მომხმარებლის საგრძნობლად შემცირების შანსი არის ძალიან პატარა, პრინციპში არარეალური. დემურ გიორხელიძე – ექსპერტი: ცხადია, თამბაქოს მოწევა ძალზე მავნებელია, მაგრამ ეს ის ჩვევაა, რომელიც კიდევ უფრო ვითარდება და ძლიერდება ძლიერი სტრესებისას, წარუმატებელი ცხოვრებისას, უმუშევრობისას, სიღარიბისას. ლუმპენიზაციის გზაზე შემდგარ ქვეყანაში არა მიზეზების აღმოფხვრაზეა ძალისხმევა მიმართული, არამედ შედეგზე, რომელსაც ვერ აღმოფხვრი... თუ სოციალური ფონი არ გაუმჯობესდა, ადამიანს ისევ ალკოჰოლი და სიგარეტი ექნება საკუთარი ბოღმის ჩასაკლავად... მართალია, მეტს გადაიხდის, მაგრამ გადაიხდის, ჯანმრთელობას წარმატებული ადამიანები უფრთხილდებიან, - მათი შესაძლებლობები იძლევა ამის საშუალებას... ეს საშინელი ჩვევა რომ უნდა დათმოს ქართველმა, არაა სადაო... სიგარეტი წარუმატებლობის ატრიბუტია და ეს შეგნება უნდა იქნას ნელ-ნელა მიღწეული. მავნე ჩვევასთან მიმართებაში დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, მაგრამ ფასის ზრდა საქართველოში რომ მწეველთა რაოდენობაზე ნაკლებად იმოქმედებს, ამაზე უმრავლესობა თანხმდება. და თუ, ერთ მშვენიერ დღეს ნიკო მარის ქუჩაზე, ქალბატონ ანიკოსთან საქართველოს შინაგას საქმეთა კომისარიატის ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებულ გოგი თუშურაშვილის „გამოცხადება“ და ვრცელი ლექცია ნიკოტინის მავნებლობაზე განმეორდა, ის, ჩვენი თანამედროვე „კუკარაჩა“ აუცილებლად შეგახსენებთ, რომ 1 წვეთი ნიკოტინი ცხენს კლავს და, რომ ყველაზე ხშირად თამბაქოს მწეველი მშობლების შვილები ეწევიან. დანარჩენი, თქვენი გადასაწყვეტია... კატო ჩულაშვილი "ქრონიკა+", #9
  22. თუ ჭკუის კოლოფა კონფუცის დავუჯერებთ, ცხოვრება თავისთავად ძალიან მარტივია, მაგრამ მას ადამიანები გამუდმებით ვართულებთ... ყველაფერი ურევს თუ ყველა ურევს, არ ვიცი, მაგრამ, ვიღაც რომ ურევს, ფაქტია... ამინდია „თხლეი,“ როგორც გურიაში იტყვიან... განწყობა ჭურის ნარეცხადაც ვერ გასაღდება. წვიმსო! რატომ წვიმსო! ? უნდა და წვიმს... ახლა ბუნებას ეჭიდავეთ კიდევ... რა გიყვართ ეს ღია კარის მტვრევა და კატების დევნა ბნელ ოთახებში.. ძალიანაც კარგი თუ წვიმს! ბევრი აქვს ამ ქვეყანას ჩამოსარეცხი და ბევრი დაუბანელიც დაიარება. თანაც, ცივი წყალი აფხიზლებს, ხშირად უნდა გვასხან, სანამ თავზე ლაფდასხმულებს მზიანი ამინდი მოგვისწრებს და გამოვეფინებით გასაშრობად... თემიდაც კი თავბედს იწყევლის ამ ქვეყანაში, ხალხი ხართ თქვენო! ვის ხელში მტოვებთო? მაგრამ ვინაა პატრონი? და არ თქვას ახლა ვინმემ, არ ვიცოდით რომ ასე მოხდებოდაო! თუ არ იცოდით, რატომ არ იცოდით? სხვა გევალებათ რამე, მაგის ცოდნის გარდა? როცა ქვეყნის პრეზიდენტს აღარ შეუძლია (ან არ სურს) რეალობის ადექვატურად აღქმა, დემოკრატიულ საზოგადოებაში, პრეზიდენტს ცვლიან, ავტორიტარულში კი ცვლიან რეალობას... ასეა ეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ცვლილებები არავის აწყობს. ის "საშიში" ვიდეო ვინ დადოო? ვინო?.. გავიდნენ ცხელზე არა, მაგრამ ნელ–თბილ კვალზეო, ამბობენ. ხახვის ფურცლები დარჩენიათ ასაკრეფი გზაზე, მაგ ბედოვლათებს. .. ჯერ ვერსიაა, მაგრამ, რატომღაც, ეჭვი არ მეპარება, რომ მაგ უნიჭობაში არველაძის ტვინის უჯრედები ურევია. ბოლო–ბოლო, მაგას აქვს ჭიპი მოჭრილი ხალხის დაპანიკებაში. მოდელირებული ქრონიკაც ხომ მისი ტვინის და ფანტაზიის ნაჟურია? რა ბედნიერებაა, რომ არველაძე ყველაზე "კრეატიული" ტიპია ნაცმოში საბედნიეროდ. არადა კოკა რა შარში იყო. რა ყოფილა ეს დარჩიაშვილი? არ გააქანა და პირდაპირ ყანდიაშვილს არ დაადო ხელი? რა იყო, ტიგრანა გულოიანის არ იყოს, იმდენ „ქოცებში“ მარტო ეგ იყო თეთრი და ფაფუკი?... ოხ დარჩო! შენ არ დარჩიო! მეისპე და გადაშენდიო, გეტყოდნენ გურულები. კახელებს არ გავაგებინებ მაგ ამბავს, თორემ მასე იოლად ვერ გადარჩები... ვერსიები და ვარაუდები კარგია, მაგრამ, ჯერ მოდუნება არ შეიძლება. პრეზიდენტის ფლანგს რამე ხვრელი ექნება დატოვებული რისკების გათვალისწინებით. როცა გეგმა „ა“ არ ამართლებს, იქ კიდევ რჩება 32 ასო, რომ კიდევ სცადო.. გადადება და გადავადება რომ მავნე ჩვევაა, ეგეც გავიარეთ უკვე. გზა სახელწოდებით „მერე“ მხოლოდ იმ ქვეყნამდე მიდის „არსაით“ რომ ქვია.. არის რაღაც–რაღაცეები სასწრაფოდ მოსაგვარებელი, გადაუდებელი და დასასწრები თორემ, ხომ ხედავთ – კო(ჰ)აბიტაციაო და მართლა დაიჯერეს მგონი, რომ კარგი ბიჭები და გოგოები არიან. თავის გამართლების ხელოვნება ძირითადად ნიჭიერად დაბრალების და გადაბრალების და დადანაშაულების ხელოვნებაა. სხვისი სიბრიყვის გამო მუდმივ ტანჯვას ზოგჯერ საკუთარით ტკბობა ნამდვილად სჯობს. ვანოს დაუმძიმდებაო! მეტი რაღა უნდა დაუმძიმდეს, მაგის დაჭერის დღეს ხალხმა „მაღარიჩები“ იკისრა. ერთმანეთს ულოცავდნენ... როცა ხალხს ასე „უყვარხარ“ და ამხელა სიხარული შეგიძლია მიანიჭო შენი 4 კედელში ყოფნით და განმავნებელყოფით, რა გინდა თუ კაცი ხარ გარეთ?! ჰო, ვიცით, გაგვიგია, ვანო კარგი მამა იყოო და ადამიანური კუთხით ცდილობენ ჩრდილოვანი პროფილის შემოთავაზებას, მაგრამ, შენ ზოგიერთებს მამობაც არ აცალე, ამიტომ არ გვინდა ზურაბ ჯაფარიძისფერი ბაზარი... დამეთანხმები, სასამართლოში ჩვენების მიცემა გაცილებით უკეთესი ვარიანტია საფლავში წოლასთან შედარებით... ნომერ პირველი ტერორისტი საქართველოში რომ „სვაბოდაზეა,“ ხომ არ გეშინიათ ბიჭებო?! ჩეგივარას კი კარგად დაუბინავებია უკრაინაში თავისი ბიზნესი და ახლა შეუძლია თავისუფლად და ღრმად ამთქნაროს, როგორც ეს მის ერთ პოპულარულ ფოტოზეა. კვირის ყველაზე მოლოდინით სავსე მოვლენა – 7 ახალი მოსამართლის ფარული კენჭის ყრა ინტიმურ გარემოში წარიმართა ... კარგით, ჩვენ იმ მოსამართლეების სინდისის იმედზე ვართ დარჩენილები და თვითონ ისინი რის იმედზე არიან ნეტავ? სენეკამ თქო, კანონი მოკლე უნდა იყოს რათა უცოდინარმა ადვილად დაიმახსოვროსო. აი როგორი უნდა იყოს კანონის მოციქული მოსამართლე, ეგ მარტო კუბლაშვილმა იცისო კოტემო. ჰოდა, ადგა და შვიდი ტყვია ესროლა მაგ ვაჟბატონმა თემიდას და შვიდივე გაარტყა! პროგრამა-მაქსიმუმი შეასრულებულია - შვიდივე სასურველი კანდიდატურა მანტიაში რჩება. ახლა კუბლაშვილის ამოცანაა პარლამენტის მიერ ასარჩევ ექვს წევრში ერთი მაინც მისთვის სასურველი კანდიდატურა გაიყვანოს. ამით მას ექნება 10 ხმა ანუ 2/3-ის უმრავლესობა და ნებისმიერი პრობლემის გასაღები ჯიბეში. მერე გაუკვირდებათ, რატომ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში არც სიმართლეა და არც სამართალი და რომ მთავარი შეთანხმებაა. მაგრამ ისიც რომ მართალია, – თუ თავად არ იფიქრე, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც შენს მაგივრად იფიქრებსო? მეც მაგას არ ვამბობ!? ბავშვობიდან მაინტერესბდა, რა მოხდა ცხენსა და პრჟევალსკის შორის ისეთი, რომ მერე იმ ცხენმა მისი გვარი აიღო. .. სხვა რა გზა მაქვს, უნდა დავეთანხმო ბრეხტს – ომი იგივე ვაჭრობაა,ოღონდ ყველით კი არა-ტყვიით. კიდევ ადამიანების სიცოცხლით და მორალით.შეიარაღებული მამაკაცი ან იდეას უნდა ემსახურებოდეს, ან ღირსებას... ასეა ეს და მეომრებმა ეს ჩემზე უკეთ იციან. ჩვენ რომ მათი სულები და სიცოცხლე გვტკივა, მათ ასჯერ მეტად ტკივათ... მაპატიეთ, მაგრამ, როცა ცხოვრების წესად ქცეულ სოციალურ ქსელში კამათი მიდის იმაზე, ვისი ცრემლი უფრო მარილიანი, მდუღარე ან გულწრფელი იყო – პრეზიდენტის თუ პრემიერის, აი მანდ უკვე აშკარად იკვეთება დიაგნოზი – ჩვენ სხვისი უკანალით ზღარბზე და კაკტუსზე არხეინადმოკოტრიალე საზოგადოება ვართ. უკაცრავად კი ვარ, ნაციონალებთან, რუსული ანდაზის ციტირებისთვის, მაგრამ, ჩემს აზრს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ეს ყველაზე უკეთ გამოხატავს -ის მიწა კი არ ფასობს ძვირად,სადაც დათვი ცხოვრობს, არამეს ის სადაც ქათამი იქექება.. მეც და თქვენც საქართველო მთლიანიც და დაგლეჯილიც ადამიანებისთვის გვინდა, პირველ რიგში... ის, რასაც აწესებს უმრავლესობა, არაა აუცილებელი უკეთესი იყოს, ან ლოგიკური. მთავარია, ადამიანთა კოლექტიურ სურვილს ესადაგებოდეს 5 ივნისს მიშამ თავისი პარტიის წევრები ისევ შეკრიბა რეზიდენციაში, ალბათ „ ჯუჯალარი“ მოუწყო. გლოვის დღეც განსაკუთრებულად აღნიშნეს– მთელი ქალაქის გასაგონად! 9 ივნისის გამთენიისას მიხეილი ქვეყანაში გლოვის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებდა. „ბოროტი ენები ამბობენ, რადგან პუტინები გაიყარნენ, ეგებ ვალოდიას ქვეყანაც მობეზრდესო და იმედი მიეცათ რუსებს.“ ეს ჩვენი რომ ცოლსაც არ ეყრება?! კახეთის ხუთ რაიონში - დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ახმეტაში, გურჯაანსა და საგარეჯოში იტალიური და მაროკოული კალია გავრცელდა. მწერებიც კი „იმპორტნი“ გვყავს და ეს დეიდა „ნატო“ მაინც არ გვაღიარებს. ისე, ახლოდან რომ დავაკვირდი, აღარც ისეთი სიმპათიურია, ადრე რომ მეჩვენებოდა. უცნაური ვინმეა ეს ლოგიკა! როცა არის, არავის ჭირდება და როგორც კი თვალს მიეფარება, ყველა მის ძებნას იწყებს... დიკ ჩეინის 43 წლის უმცროსმა ქალიშვილმა ცოლი მოიყვანა თუ პირიქით, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ოჯახი წმინდაა და სქესის აღრევა არ მოხდა. აი ჩვენთან მალე მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდება და ევროპაში უკვე აშკარად და აქტიურად საუბრობენ ინცესტის ლეგალიზაციაზე. თუმცა, არსს ჯერ ვერ ჩავწვდი... მაგის ლეგალიზებას საქართველოში ისევ ლგბტ–ის აღლუმების დაკანონება მირჩევნია. გილოცავთ! ქართველებს, როგორც იქნა, ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი გვეღირსა! რაც იმედის უფლებას გვიტოვებს, რომ იმ ვირტუალურ გვერდზე ზოგჯერ ისეთებსაც წაუცდებათ „თაგვი“ ვისაც ეს განსაკუთრებით ჭირდება, საკუთარი არაორთოგრაფიულობიდან გამომდინარე... ილაპარაკე ყოველთვის სიმართლე და არაფრის დამახსოვრება აღარ დაგჭირდებაო – მარკ ტვენმა. რას მივხვდი იცით, რაც უფრო მეტად ვაკვირდებით სტრიქონებსშორის ჩადებულ აზრს, მით უფრო მძიმედ და რთულად აღვიქვამთ ღია ტექსტებს. ალბათ, ამის ბრალია, ვისაც ჩვენი დუმილის გაგება არ შეუძლია, ის ვერც ჩვენს სიტყვებს გაიგებს... ადამიანები აყალბებენ ფულს, ფულიც ხშირად აყალბებს ადამიანებს. ჩვენში დარჩეს და, – გამარჯვებას ზრუნვა უყვარს!.. კატო ჩულაშვილი გაზეთი "ქრონიკა+" #9
  23. ერთ კლინიკაში, ერთ, არც ისე მშვენიერ დღეს, არც ისე პატარა სკანდალი აიწია: პულმონოლოგმა ხელფასის გაორმაგება მოითხოვა იმ არგუმენტით, რომ ფილტვი ორია. ოტო–ლინო–ლარინგოლოგმა ეს რომ გაიგო, მაშინვე გაასამმაგა გასამრჯელო. ამ ეტაპზე კლინიკის მეპატრონე მხოლოდ იმედოვნებს, რომ სტომატოლოგს ოცნება არ უყვარს... ხუმრობა – იქით, საქმე –აქეთ და გუშინ იყო პირველი დილა, როცა ყავის სურნელმა სასტიკად გამაღიზიანა. არ ვიცი იმიტომ, რომ მე ვერ მოვასწარი დალევა, არ ვიცი, იმიტომ რომ არ შემიპატიჟეს, მაგრამ ფაქტია – გუშინ ყავის სმის სურვილი დამეკარგა, წერის გამიჩნდა. არადა , სულ სხვა ყავა მეწერებოდა... ჩემი ბრალი არაა. არ მიყვარს კრიტიკა, მაგრამ, ზოგჯერ, ვიდრე ზოგიერთს არ ეტყვი, რომ ყარს, იქამდე დაბანას ვერ მოიფიქრებს. ჰოდა გუშინ დაობებული და მწარე ყავის სუნი მეცა, ალმასხანის პურივით. იმ ხმაურიან, მოლოდინით და ტკივილებით სავსე უსიამოვნო რიგში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს (ფულის გადახდა ვიგულისხმე, გახდამდე ჯერ ადრეა). არადა, თითქოს, სულ სხვა ცვლილებებზე იყო მოლოდინი. რა დროს ყავა და მუსიკაა, როცა ავღანეთში დაღუპულ ბიჭებს იქით თემა არ დაძრულა საინფორმაციო სივრცეში 2 დღეა, მაგრამ ადამიანობის დრო მგონი სულაა. ის ბიჭებიც თავიანთი პირადი და საზოგადო ადამიანური მისიით მიდიან იქ, იბრძვიან, გმირობენ და იღუპებიან კიდეც. მგონი ისედაც მძიმე თემას კიდევ უფრო ვამძიმებ, მაგრამ რა ვქნა? როცა საკითხი ბავშვებს, მოხუცებს და ორსულებს ეხებათ, იქ აღარც ყავის ხათრი მაქვს და აღარც ხალხის არჩეული ხელისუფლების. იმ შიგნიდან საგუდაგულოდ გადარაზული კარის მეორე მხარეს რიგში მდგომს ეჭვმაც კი გამკრა – შორეულ წარსულში არქიმედესა და ჰიპოკრატეს ფარულ მტრობაზე. პრინციპში, მე თუ ინტრიგანი არ ვარ, მაგათ რა უნდა ჰქონოდათ გასაყოფი? ფესვები კი ჰქონდათ საერთო, მაგრამ საუკუნეებში და სამოღვაწეო ასპარეზზე, გვარიანად აცდნენ. ანტიკური მედიცინის რეფორმატორი რომ თავის ცნობილ ფიცს აყალიბებდა, რას წარმოიდგენდა რამდენი ფარისეველი „მრევლი“ ეყოლებოდა მის რელიგიას საუკუნეების შემდეგაც. რაღა ბევრი გავაგრძელო და, გუშინ ობიექტურმა რეალობამ და სუბიექტურმა მიზეზებმა „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ერთ–ერთ კლინიკაში მიმიყვანა, ქალაქის ერთ–ერთ გარეუბანში, სადაც ბევრჯერ ვყოფილვარ და ბევრჯერ დამხვედრია კაზუსები, ალოგიკა და უბრალოდ ტირილამდე სასაცილო შემთხვევები. გარეუბანს ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ერთი უკმაყოფილო პაციენტის ფრაზა დამამახსოვრდა – „არსად ასეთი ბარდაკი არაა, აქ რომ არისო!“ მართალი გითხრათ, ამ ფრაზით ცოტა გულზე მომეშვა, რადგან მთელი ქალაქის მასშტაბით ასეთი „ბარდაკი“ უფრო ცუდ გუნებაზე დამაყენებდა. აქაური წესი ასეა – თუ ბედმა ისე დაგცინა, რომ „დოხტური“ გჭირდება და არც მეგობრებში გყავს მაგისთანა, არც „ფარა“ გაქვს უკეთესი არჩევანის გაკეთების, ანდა, უბრალოდ გინდა, რომ თავი იმ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქედ იგრძნო, რომელიც ვალდებულად თვლის თავს, იზრუნოს საკუთარი ხალხის ჯანმრთელობაზე, უნდა იცოდეთ, რომ ეს არც ისე იოლია. საკუთარი პრაქტიკიდან შემიძლია რამდენიმე რჩევა მოგცეთ – თუ საპენსიო, ბავშვთა ან საყოველთაო დაზღვევის პროგრამით სარგებლობთ, იმისთვის რომ ოჯახის ექიმის კონსულტაცია მიიღოთ და შემდეგ შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტაროთ, კვირაში 2–ჯერ, ყოველი შემთხვევისთვის, ჩაეწერეთ წინასწარ ექიმთან, რომ 1 ან 2 კვირის შემდეგ რიგმა მოგიწიოთ. კატეგორიული რჩევაა, არაფრით გაბედოთ მოულოდნელი და არაგეგმიური ავადმყოფობა. თუ ავად გახდომას ექიმთან ჩაწერის თარიღს დაამთხვევთ, ეს იდეალური ვარიანტია. მეორე საკითხია ადგილზე მანიპულირების უნარ–ჩვევები,რაც პრაქტიკაში უნდა გამოიმუშავოთ, რადგან ქმედება და უკუქმედება ამ სივრცეში განსაკუთრებულად ინდივიდუალურია. ჰოდა, ასეთ ფონზე, ის მირჩევნია, წარმატებების ნაცვლად, ჯანმრთელობა გისურვოთ... წარმოიდგენთ ალბათ, რა მძიმე საყურებელია დაბნეული მოხუცების ქაოსური მოძრაობა, მერე ლოდინი ჯერ „კარის რიგში,“ მერე „რეგისტრატორის რიგში,“ მერე „ლაბორატორიის რიგში“ და ასე – რიგიდან –რიგამდე გადის ნახევარი დღე. არადა ტკივათ... ამას დამატებული ატირებულ–დაქანცული ბავშვები, ცალ ფეხზე ჩამომდგარი გაბერილი ორსულები და თავისით მოდის კითხვა, რომელსაც აქ ვერ დავწერ. სამაგიეროდ დავწერ ისეთს, რომელიც დაიწერება და კონკრეტულ ადრესატსაც იპოვნის. არ მაინტერესებს – რატომ „არა“? მაინტერესებს – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ყოფილიყო „კი“ არადა „კი“ მარტივი მისაღწევია – კორპორატიული ტრენინგით იმ მედპერსონალისთვის, რომელსაც სამედიცინო სასწავლებელში არ ასწავლეს პაციენტთან ურთიერთობის ხელოვნება, რა სარგებლობა მოაქვს ტკბილ სიტყვას და ერთ უბრალო ღიმილს? „კი“ ადვილი მისაღწევია, თუ ინებებთ და გაზრდით ყველაზე „სტრატეგიული“ თანამშრომლების რაოდენობას – მაგალითად რეგისტრატორების, რომ ავადმყოფი ადამიანები (თქვენთან კარგად მყოფი და დალხინებული იშვიათად მოდის) არ იდგნენ რიგში? მაგრამ ეს უკვე დამატებითი ხარჯია და, ალბათ, „მძიმე ტვირთად“ დააწვება კლინიკას... „კი“ ისეთი ხელშესახები გახდება, თუ არ გამოაკრავთ ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ძალიან დამამცირებელ განცხადებას, მინიშნებით – ყველას საყურადღებოდ! სადაც წერია – ფასიანი პაციენტები ყველგან დაიშვებიან ურიგოდ! ანუ, მარტო „ქეშად“ გადამხდელებისთვის გაქვავებული სახის ნაკვთების მიღმა გადანახულ ნაძალადევ ღიმილს ვინ ჩივის, მათ პრივილეგირებული მომსახურებითაც ანებივრებთ. გაანებივრეთ, ეგ თქვენი კორპორატიული სამზარეულო და მარკეტინგული არჩევანია, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს დანარჩენების ირიბი შეურაცხყოფისა და დამცირების ხარჯზე. უბრალოდ და მარტივად – „გამიჯნეთ კლიენტურა“. მაგრამ აქაც დამატებით ხარჯს ვაწყდებით, თუ „ფასიან“ პაციენტებს სხვა ექიმი „დააფასებ“, მას ხელფასი კომპანიამ უნდა უხადოს. მოქმედი სისტემით კი ხარჯი ნახევრდება. მერე რა, რომ „ფასიანები“ „უფასოებს“ წარბაწეულნი და პრეტენზიული ტონით ეკონტაქტებიან ექიმის კართან?! სხვისი ნერვები და თავმოყვარეობა რა თქვენი საქმეა? აქვე ტივტივებს „ცნობადთა“ გამონათქვამები „უბრალო“ და „ჩვეულებრივ“ ადამიანებზე. ჰეი, „ბრალიანებო!“ „უფასოები“ ხომ არ გებრალებიან კიდეც!? არადა, დაზღვეულებს უღიმოდეთ კი არა, კუდში უნდა დაზდევდეთ, ე მანდ არაფერი მოიწიონ და არაფერი ეწყინოთ, თუნდაც იმიტომ, რომ მათი მკურნალობის საფასური დიდი ხნის წინ მათივე შრომითაა გადახდილი და ახლა იმ შენატანებიდან სახელმწიფო ბიუჯეტი გიხდიათ დღეს ხელფასს, თანაც სოლიდურს და სტაბილურს. სახელმწიფო დოტაციაზე ყოფნა კონკურენტულ სივრცეში არაა ცუდი რამ... ანუ, ჩვენებურად, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის სუბიექტად ყოფნა. თქვენ კი გაღიმებაც გეზარებათ... მედიკები ხართ და კი უნდა იცოდეთ, რომ ყველაზე მძიმე დანაკარგი ცხოვრებაში პულსის დაკარგვაა... ყველაზე დიდი დანაკარგი – იმედის დაკარგვა. ყველაზე დიდი მონაპოვარი – ჯანმრთელობა და გონება; ყველაზე დიდი მოვალეობა – გულწრფელი გრძნობები; ყველაზე დიდი საჩუქარი – სულგრძელობა; ამ ყველაფრის შეხსენება იმისთვის დამჭირდა, რომ, ვიდრე, დილაუთენია მისული „დაზღვეული“ პაციენტები დახურულ კართან ცოცხალ რიგს აწესრიგებდნენ, ტკივილებისგან გაბეზრებულები თავს იმხნევებდნენ და ცდილობდნენ, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, გასაღების ჭუჭრუტანიდან ისეთი არომატული ყავის სუნი გამოიპარა, „კოფეინმა რა ჰქმნა?!“–ს დაწერდა ადამიანი. არადა, –მხოლოდ კომპიუტერების ჩართვა დაგვაცადეთო! ჩვენც ხალხნი ვართ, რობოტები კი არაო! ჩვენ აქ კაპიკებზე გემსახურებით და ყველას უნდა გაგიძლოთ მთელი დღეო... ზოგჯერ რამდენ სიმწარეს იტევს ყავის არომატიც... უკვე მიგვაჩვიეს, რომ ჩვენს დროში „სწორი გადაწყეტილება“ „ სწრაფი გადაწყვეტილებაა“. ანუ მასშტაბურ პროექტებსა და „სოციალურ გამოფენებში“, ხშირად, ადამიანები და უმნიშვნელოვანესი წვრილმანები გვავიწყდება. ეს არაა ნორმა. სენი დასაძლევია, ვიდრე მკურნალობას ექვემდებარება, თორემ თქვენც მალე დაბერდებით, ბატონებო! აი ასე! ახლა ავდგები და ამ განწყობას ყავას გავატან... ყავამშვიდობისა, ადამიანებო! კატო ჩულაშვილი
  24. ვეტოდაძლეულები და ფეხბურთდაქცეულები ეჰ... კიდევ ერთხელ გავიხედოთ უკან და სევდიანად გავიღიმოთ, მერე თვალებში ჩავხედოთ რეალობას და ღრმად და აღშფოთებულად ამოვიოხროთ. ამ შემთხვევაში აზრის და განწყობის უფრო რთული და უხეში ფორმებიც გამართლებულია... ქართველებმა ისევ ვერ ვივარგეთ ფეხბურთში. იმედგაცრუებას პოლიტიკაში ჯერ კიდევ ვეგუებით, რადგან უახლოეს წარსულში მაგ მიმართულებით არ გაგვმართლებია. გარდამავალი ეტაპები – გრადაციაზე მეტი დეგრადაციები აღარ გვაღელვებს, რადგან როდის ვიყავით ბოლოს მორალურად, იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად, მოქალაქეობრივად და პოლიტიკურად წელში გამართულები, ჩვენს მახსოვრობას ისტორიის წიგნებიდან შემორჩა. ქართული ფეხბურთის ტრიუმფი კი ყველას გვახსოვს, სპორტის მაგ სახეობის ზოგიერთი "მამა–მარჩენალის" ჯინაზე. არადა, რა მოლოდინებით და იმედებით დავხვდით ქეცბაიას! ?. ხელფასიც არ ჰქონია ჩვენსავით საწუწუნო. მაგ თანხის ნახევარი ღირებულების შედეგი რომ მინდორზე დაედო, აღარც გულშემატკივრები ვიწუწუნებდით... თავს კი ჩვენც გადავიპარსავთ, რამე რომ იყოს!.. საწუწუნო არც ნაციონალური ხელისუფლების ერთ–ერთ ფავორიტ შტოს აქვს. სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ ისეთი დასკვნა წარადგინა პარლამენტში 2008-2012 წლებში, კონტროლის პალატის თავმჯდომარის კაბინეტსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე გაცემული პრემიების შესახებ, რომ „უბრალო ადამიანები“ ამ დღეებში შეშფოთებასაც ვეღარ ვახერხებთ. ჩვენი უმორჩილესი თხოვნაა, დაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის,ქალბატონ ნაზი არონიას „ღვაწლის“ დეტალური ანგარიში ერის წინაშე, რომ მას შესაბამისი პატივი მივაგოთ, თორემ უხერხულია, მარტო კუპიურებში გამოხატული მადლიერება. ბოლოს და ბოლოს, ამ ქალბატონმა თავისი მხოლოდშობილი ასული შესწირა ნაციონალურ ინტერესებს ერთ–ერთი უახალგაზრდავესი პარლამენტარის სახით. ცნობისთვის – 2012 წლის მაისსა და ივლისში, ქალბატონ ნაზის 2200-2200 ლარის ოდენობის პრემია დაერიცხა. აღსანიშნავია, რომ ივლისში იგი კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა, პრემია კი "სანიმუშო თანამშრომლობისთვის" მიიღო. გარდა ამისა, ნაზი არონიას სახელმწიფომ 4500 ლარის ოდენობის ბინის ქირა გადაუხადა. აღარ მოვიყვან დანარჩენი ფავორიტებისთვის გადამხდელთა სახელით გამოხატულ "მადლიერებას", შემორჩენილი ემოციები უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის შემოვინახოთ. როგორც იქნა, გამახსენდა, ვის და რას მაგონებდა ავღანეთის ვიზიტებისთვის განკუთვნილი სააკაშვილის ამალა და სეფექალები. საყვარლების რაოდენობას შვედი ხელმწიფეც არ უჩივის, შვედეთის მეფის საყვარლებს კი Army of lovers დაარქვეს. ჰოდა, ჩვენც გვყავს ასეთი "არმია" თავისი განახლებადი რიგებით და ტრადიციებით. ამსტერდამში ბომჟებისთვის უფასო ინტერნეტ–კაფე გაიხსნა. ბომჟებმა ინტერნეტში საკუთარი რეზიუმეები განათავსეს, იშოვეს პრესტიჟული სამსახური და თავი დაანებეს ქუჩაში ხეტიალს. ზოგან ასეთი მარტივი მეთოდებიც საკმარისია, უმუშევრობის დასაძლევად. ჩვენს ქალაქში უფასო ვაიფაიმ ჯერ–ჯერობით „დიდ ბომჟობას“ ვერ სძლია, სამაგიეროდ, ქუთაისის მასშტაბით გვაქვს ვეტოს ძლევის საუკეთესო შედეგები. დაძლეული ვეტო უკვე რამდენჯერმე შენიშნეს თვითმხილველებმა ავლაბრის მიდამოებში. ქუთაისი ნელ–ნელა ყალიბდება სააკაშვილის ნანი–ნანატრ სწრაფად პროგრესირებად მეორე დედაქალაქად. არადა, რომ ვერც შეედავები? სად გვყავდა თბილისში მფრინავი პარლამენტარები? მართალია, პირველი რეისით ჯერ მხოლოდ 3 ერთეული ჩაფრინდა, მაგრამ, როგორც დავით საგანელიძე ვარაუდობს, მიმდევრები უმცირესობაშიც გამოჩნდებიან და შეავსებენ უმრავლესობის ადგილებს ჯერ–ჯერობით მხოლოდ თვითმფრინავის ბორტზე. პარლამენტის 54 გრადუსიან ატმოსფეროს გამძლები ხალხისთვის დაუძლეველი არაფერია... ახლახანს კალიები, პეპლები და კოღოები შესევიათ და კვალიფიციურ ტრენინგებსაც გაივლიან სიმაღლისა და მანძილის დაძლევის საფუძვლებში. კიდევ კარგადაა ეგ შენობა,რას უძლებს! ნებართვის გარეშე ყოფილა აშენებული, ფაქტიურად "უკანონო შვილივითაა". მაგრამ კანონისა და უფლის წინაშე ხომ ყველანი თანასწორნი ვართო და ეგეც დგას რა... ჯერ–ჯერობით, არამფრენი დეპუტატების მთავარი პრობლემა მაინც ბილეთის ფასია. არც კორპორატიულად შემოთავაზებული 44.5 ლარია პატარა ფული. 20 წუთში ამდენის გადახდას რა ნერვები და ნება ეყოფა? თან, როცა საკუთარი ჯიბიდან იხდი. დარწმუნებული ვარ, მაგ თვითმფრინავში დავით ბაქრაძეს ვერავინ შეიტყუებს, ხაჩიძეს შემოუჯდება ველოსიპედზე ან „ავტოსტოპით“ წავა სულაც. რაც სატელეფონო საუბრებზე ლიმიტი შეუზღუდეს, ოჯახის წევრებსაც აღარ ურეკავსო, ასე ამბობენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის , უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით შაბათი დღე, წიგნის კითხვის დღედ გამოცხადდა. კვირაში ერთი დღე წიგნის კითხვა სერიოზული განაცხადია მორწმუნე ელიტის არც თუ მცირე ნაწილის ინტელექტისთვის. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით ვანო მერაბიშვილს ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ გააჩნია და ის არც ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩივის. ერთადერთი პრობლემა რაც მერაბიშვილს ე.წ "მატროსოვის" ციხეში აქვს - ინფორმაციის ნაკლებობაა, მას საკანში არ გააჩნია ტელევიზორიო. ეგებ დაგვავალოთ და შაბათ დღეს ვანოს კამერაში ვინმემ შესაბამისი ლიტერატურა შეუტანოს, სადაც წერია, პატიმარი არ დავინახოთ კამერაში ტელევიზორის გარეშეო. შეშფოთებულმა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, ჯეიმს აპატურაის სახით, ნატო-ს რიგით მე-6 კვირეული გახსნა. ჯეიმსმა თქვა არ უნდა მაგ ამბავს ბევრი ლაი–ლაი, საქართველო აუცილებლად შევა ნატოშიო და ვაი სირცხვილო და თავის მოჭრა გიორგი ბარამიძეს! კითხოს ერთი, – უნდა მის პრეზიდენტს ამ ეტაპზე ნატოში შესვლა? გასულ კვირას ბუბამ სიტყვა თქვა – მეზობელ რუსეთს რომ ააჩუყებდა ისეთი. მე მაგ სიტყვიდან ის აზრი გამოვიტანე, რომ საბჭოთა რუსული ესტრადის ფავორიტი მეორე ნავში გადასკუპებას აპირებს, ან გასტროლებზე ჩალიჩობს „სტალიცაში.“ – საქართველოს მთავრობამ უნდა გვითხრას, რა უნდა ვქნათ ხელოვანებმა. როგორც გვეტყვიან, თუ რამე შეგვიძლია, ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვიქნებით და გავყვებით, სადაც უნდათ... მეტი რა უნდა ვქნათ?!" -ო. ონიშჩენკომ ჩვენს სახელს და დიდება „ბორჯომს“ ისეთი აპერკოტი გაუჩალიჩა, კაიხანს მოუნდება წამოდგომას იმ ბაზარზე. სამაგიეროდ, ივნისში რუსეთის ბაზარზე მინერალური წყალი „საირმე“ გამოჩნდება. „სხვა რა შეგიძლიათ რომ შემოიტანოთ? მანდარინი თქვენ არ გაქვთ, ქინძის მოყვანა ჩვენც ვიცით. ქართული თაფლი? კარგით, თაფლს ჩვენ თვითონ ჩამოგიტანთ", - მიმართა ონიშენკომ ქართველ ჟურნალისტს. რუსეთში მოყვანილი ქინძის 80%–ს ონიშჩენკო ჭამს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა. რუსეთში "კანონიერი ქურდები" დაითვალეს - ყველაზე მეტი ქართველია.ეგეთები არც ევროპას აკლია, მაგრამ კი არ ითვლიან... ქართველ ემიგრანტთა კრიმინალურად მიდრეკილი ნაწილის საყურადღებოდ! შეეშვით ხელმრუდობას! ხომ ხედავთ, საფრანგეთში ქართველებს ყურის ანაბეჭდებით გპოულობენ?!.. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პირველი კვარტლის შედეგებით უკმაყოფილოა, თუმცა მიიჩნევს, რომ მე-2, მე-3 და მე-4 კვარტლები "უკეთესი იქნება", მაგრამ ეგ ამბავი რა სუფრასთან მოსატანია, როცა, იმავე ხადურის ინფორმაცით, საქართველო 2015 წლისთვის სავალუტო ფონდის მიმართ არსებულ ვალს დაფარავს..ამასობაში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე თანამდებობიდან გადადგა. მაგის გადადგომას ვინ ჩივის „მამიდა“ როენა შემოეჭირათ, მაგრამ ხუცურაულის „საჭირო“ ქალის 40 000 ლარიანი ჯარიმა, ერთწლიანი პირობითი სასჯელით შეიცვალა. ევროპარლამენტის წევრი, "ევროპელ ხალხთა პარტიის" წარმომადგენელი კრჟიშტოფ ლისეკი პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს. ნეტა ვანო მაგ ტიპის სახელს დამარცვლით ამბობს თუ ასო–გამოტოვებით? არადა, რა უხერხულია, კაცი ამოდენა გზაზე ჩამოსულა და სახელით რომ არ მიმართო, მეგობრულად და მხარზე ხელი არ დაუტყაპუნო. მე ვამაყობ, რომ ვარ პირველი ქართველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის დაპატიმრებული, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.კიდევ კარგი, "საქართველოში" რომ აღნიშნა, თორემ, კინაღამ ბერლუსკონი აღშფოთდა! ეგებ მაინც აღშფოთდა და მაგიტომაც არ ჩამოვიდა დაანონსებული „ვიზიტი–კალა“–ს ფარგლებში. ენერგიული კალა წავიდა დიდი ფეხბურთიდან და დიდ ენერგეტიკაში მოვიდა. იტალიური "მილანის" ფეხბურთელები საქართველოში ჩამოვიდნენ. "რედისონი" სამუდამო ვალში იქნება ენერგეტიკის მინისტრთან ასეთი მასშტაბური ფიარისთვის. სამაგიეროდ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი გაუნაწყენდა კალას. – "100 ბილეთი რა გახდა, რომ ჩვენთვის გამოეგზავნათო". აი ეგა ვართ ქართველები! მარგველაშვილმა, საზაფხულო დასაქმებას დაემშვიდობეთო! სტუდენტთა ნაციონალური ჰონორიზაციის სანაცვლოდ, მასწავლებელთა ხელფასები გაიზარდაო. "ობოლ და მზრუნველობამოკლებულ" სტუდენტებს კი განათლების სამინისტრო დააფინანსებს.. ახლა ვინმემ არ მკითხოს, რატომო? თორემ, ნამდვილად გავგიჟდები!.. ჩხირი კედელს და საშველი პირველ არხს! როგორც იქნა, პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. პოლიტიკაში ცნობილი ტესტია – რაც უფრო ხშირად ჩნდებიან პოლიტიკური ლიდერები ეკრანზე, მით უფრო ვერაა კარგად საქმე ქვეყანაში და რა ხდება ნეტავ?. ისე, ყველაზე დიდი შეცდომა დაუსმელ კითხვებზე გაცემული პასუხებია. ყველაზე რთული მაძღრებთან შეთანხმების მიღწევაა. არის ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც ყოველთვის სხვებზე მეტი უნდათ. მაგრამ, ჩვენ, „რიგითი მოქალაქეები“ ვალდებულები ვართ მაინც გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, ამაში როგორც არ უნდა გვიშლიდეს ხელს სახელმწიფო. კატო ჩულაშვილი ქრონიკა+ , #8
×
×
  • შექმენი...