Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    505.156

ორხელისუფლებიანობა ქვეყნის განვითარებას აფერხებს


PLANETA_INFO

1.152 views

ინტერვიუ პოლიტოლოგ მამუკა არეშიძესთან

 

,,ორხელისუფლებიანობა ქვეყნის განვითარებას ხელს არ უწყობს. მე ვერ ვხედავ კონსტრუქციულ კამათს ამა თუ იმ თემაზე, არამედ ვხედავ გაუთავებელ კონფრონტაციულ კამათს ყველაფერზე და თან არაფერზე. პრაქტიკულად, უმრავლესობა ეფექტურად ვერ მუშაობს, რადგან ნებისმიერი იდეა. კანონი თუ პროექტი არ ხდება ღია კრიტიკის საგანი, ეშინიათ, ფიქრობენ, - არიქა, ამით ,,ნაციონალური მოძრაობა' არ გავახაროთო. ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში იდგმება არასწორი ნაბიჯები და მიიღება არასწორი გადაწყვეტილებები. ყველა ელოდება მეორე მხარის სერიოზულ შეცდომას, ეს იქნება შიდა თუ საგარეო პოლიტიკა. აი, მაგალითად, რუსეთთან მიმართებაში. ბევრი ჩემი კოლეგა ორიენტირებულია იმაზე, რომ წინა ხელისუფლებას რუსეთთან რა კავშირებიც ჰქონდა, კრიმინალური, კორუფციული კავშირების დეზავუირება მოახდინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ქართული საზოგადოების მხრიდან რუსეთთან მიმართებაში გარკვეული ნაბიჯები იდგმება. დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ დეკლარაციების დონეზეა კავშირების მომხრე, ჯერ კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს, თუ არ ჩავთვლით, ქართული პროდუქციის რუსეთში გატანის ხელშეწყობას. მაგრამ ქართული საზოგადოების ეს აქტიურობა მისასალმებელია, თუმცა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ამ მხრივ გააქტიურდა, მიუხედავად იმისა, რომ სიფრთხილეა საჭირო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ, რადგან სხვა გზა, უბრალოდ, არ დაგვრჩენია. უამრავი გეოპოლიტიკური საფრთხეები გვაქვს და ჩვენი ვალია ამ საფრთხეების შემცირება. ეს არის პოლიტიკური ისლამის საფრთხე, გნებავთ, რუსეთიდან მომავალი საფრთხე, ამ საფრთხეების შემცირებაა აუცილებელი და სწორედ ამიტომ დგამს ქვეცნობიერად საქართველოს საზოგადოება ამ ნაბიჯებს".

 

 

(,,კვირის ქრონიკა"N12(586); ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...