Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    503.376

ბენდუქიძეს 280 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქონება მუქთად გადაეცა


PLANETA_INFO

1.453 views

ინტერვიუ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ სულიკო ყამარაულთან

 

,,პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მითითებით, საქართველოს მთავრობამ აგრარული უნივერსიტეტი და მასში შემავალი 14 სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი თავისი შენობა–ნაგებობებით, მიწითა და სხვა ქონებით, საკუთრებაში გადასცა ბატონ კახა ბენდუქიძეს, ჩვენ მიერ მოკვლეული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ეს ქონება შედგება 974 230 კვმ მიწის ფართობისგან, რომელიც უმნიშვნელო ფასად – 4 მილიონ აშშ დოლარად – გადაეცა ბატონ კახა ბენდუქიძეს, თანაც – განვადებით ( მან ეს თანხა 2 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს). მარტივი გამოთვლებით გამოდის, რომ ბენდუქიძემ 1 კვმ მიწის ფართობი 4,1 აშშ დოლარად შეისყიდა. არადა, ამ ზონაში ერთი კვ. მეტრი მიწის მინიმალური საბაზრო ფასი შეადგენს 200 აშშ დოლარს, ანუ ბენდუქიძისთვის გადაცემული ფართობის რეალური ფასია 194, 8 მლნ დოლარი. ამაში არ არის გათვალისწინებული დაახლოებით 120 ათასი კვმ შენობა–ნაგებობების ღირებულება და იმ მოძრავი ქონების საფასური, რომელიც გააჩნდა იმ დროისათვის საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და მასში შემავალ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებს. ამ შენობა–ნაგებობის 1 კვმ ფართობის ფასი, სულ მცირე, 500 დოლარადაც რომ ვიანგარიშოთ, შეადგენს 60 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მოძრავი ქონების რეალური ფასია 25 მლნ დოლარი. ანუ მთლიანად იმ ქონების ღირებულება, რაც გადაეცა ბატონ ბენდუქიძეს, არის 280 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ,,დიდსულოვანმა" ბენდუქიძემ თანხმობა განაცხადა მხოლოდ 4 მილიონის გადახდაზე და თანაც – განვადებით....ბენდუქიძემ ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში სახელმწიფო საკუთრება. ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, რომელიც ე.წ. აგრარული განათლების რეფორმის ,,ნაციონალისტურ" რიტორიკაშია გახვეული.

ქონების დასაკუთრების შემდეგ, ბატონმა კახა ბენდუქიძემ ჩაატარა ე.წ. რეფორმები და გააუქმა უნიკალური ლაბორატორიებით, სამეცნიერო–კვლევითი ბაზებით აღჭურვილი თითქმის ყველა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, დაანგრია ზოგიერთი კვლევითი ინსტიტუტის შენობა, დაითხოვა საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერები, სამაგიეროდ, სამსახურში მიიღო ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, აწ უკვე ყოფილი მაღალჩინოსნები: ანდრია ურუშაძე, ხატია დეკანოიძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, ვატო ლეჟავა, შოთა უტიაშვილი და სხვ. ყოფილი მაღალჩინოსნების ერთად თავშეყრის პოლიტიკა რასაც მოუტანს სოფლის მეურნეობასა და მთლიანად ჩვენს ქვეყანას, ალბათ, ყველასათვის გასაგებია".

 

(,,ყველა სიახლე"N11(357); ავტორი: ნანა ფიცხელაური)

1 Comment


Recommended Comments

1 კვმ მიწის ფართობი 4,1 აშშ დოლარად შეისყიდა. არადა, ამ ზონაში ერთი კვ. მეტრი მიწის მინიმალური საბაზრო ფასი შეადგენს 200 აშშ დოლარს

მეშლება ვითომ და ვაკეში იყო სასოფლო? დიდ დიღომში მაგალითად კარგ ადგილას 30 დოლარად შეიძლება კვ. მეტრის შეძენა. უფრო ზევით, ცოტა მოშორებული კომუნიკაციებით 10-12 დოლარადაც იყიდი. ე.წ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიწის დიდი ნაწილი კი საერთოდ თბილისის გარეთ მდებარეობს. ასე რომ მოგ#####ნთ ჟურნალისტიკა :)

ლინკი
×
×
  • შექმენი...