Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    505.206

ვანო მერაბიშვილი სიტუაციას პრაგმატულად უყურებს


PLANETA_INFO

1.133 views

ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჩემი საქართველოს" ლიდერ ელისო კილაძესთან

 

,, ვანო მერაბიშვილი სრულიად პრაგმატულად უყურებს ამ სიტუაციას. თათბირებზე, ვიწრო წრეში ის ამბობს,– ჩვენ შუალედურ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, დავფიქსირდეთ უბრალოდ, როგორც პარტია, ჩვენ წავაგებთ საპრეზიდენტო არჩევნებსაც, ,,ცოცხების პარტიის" იმიჯს ვერ მოვიშორებთ, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე უნდა მივიღოთ მონაწილეობა, შეიძლება საკრებულოებში წარმოდგენილები ვიყოთ ფრაქციის დონეზე, უნდა ვიმუშაოთ და 2016 წლისთვის პოლიტიკურ ძალად უნდა ვიყოთ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.

კილაძის ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში თათბირი იყო, გუბერნატორები ჰყავდათ დაბარებული, თითოეულ მათგანს მოსთხოვეს, მიტინგზე მოიყვანონ 1000–მდე კაცი. თუმცა მათი მხრიდან პასუხი იყო ადექვატური, ამ სიტუაციაში 1000 კაცის მობილიზაციას ვერ შევძლებთ, შეგვიძლია 200–300 კაცის ჩამოყვანა. დამთავრდა ის რეალობა, როცა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის მიტინგებზე ყვითელი ავტობუსებით ხდებოდა ხალხის მობილიზება. ყოფილა შემთხვევა, როცა მიშა აგვიანებდა, შეკრების ადგილას კომერციული სტრუქტურები ხალხს ნაყინითა და ცივი წყლით ამარაგებდნენ. ეს რეალობა ქვეყანაში აღარ არის, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი დაცვაც აღარ მიჰყვება, დაცვის ის თანამშრომლები, რომლებიც მასთან წლების განმავლობაში მუშაობდნენ, უარს ამბობენ სააკაშვილთან გადასვლაზე, ისევე, როგორც მასთან მუშაობა აღარ უნდა სპეცრაზმს, რომელიც პრეზიდენტს იცავს. ის არის სრულიად არაადეკვატური ადამიანი, არაპროგნოზირებად გიჟს ქუჩაში სდიონ, არავის არ უნდა".

 

(,,ალია"N17(2771); ავტორი:ნინო სამხარაძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...