Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    505.149

ბრძოლა შუალედური საპარლამენტო არჩევნების მანდატებისთვის


PLANETA_INFO

1.153 views

,,მას შემდეგ, რაც სამტრედიის რაიონის მაჟორიტარი, კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრი გახდა, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი, თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი, ხოლო ბაღდათის რაიონის მაჟორიტარი, არჩილ კბილაშვილი – მთავარი პროკურორი, 27 აპრილს ვაკანტურ ადგილებზე ბედს სხვები ცდიან....ნაძალადევის რაიონში ,,ქართული ოცნებისა" და ,,ნაციონალების" კანდიდატს ,,წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი, სოსო მანჯავიძე შეეცილება, მაგრამ საინტერესოა ვის წარმოადგენს თავად ბიძინა ივანიშვილი? 10 მარტამდე კოალიციაში ინტენსიურად განიხილებოდა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, იუსტიციის ყოფილი მონისტრის (მიხეილ სააკაშვილის) ყოფილი მოადგილის, შემდეგ კი პრეზიდენტის (ედუარდ შევარდნაძის) საპარლამენტო მდივნის, მარიამ ცაცანაშვილის კანდიდატურა. როგორც ამბობენ, მას მხარს თავად ივანიშვილიც უჭერდა, მაგრამ ამ დროისთვის სიტუაცია აირია, პარლამენტში სამ მანდატს ის პარტიები ითხოვენ, რომლებსაც შედარებით მცირე წარმომადგენლობა ჰყავთ, ასეთები არიან: ,,მრეწველები", ,,კონსერვატორები" და ,,ფორუმი". მართალია მარიამ ცაცანაშვილის კანდიდატურა ჯერ არავის მოუხსნია, მაგრამ თუ სამი ადგილი ამ პარტიებმა ,,დაითრიეს", ,,ოცნების" რჩეული გაწბილებული დარჩება, რაც არა მგონია, პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყოს".

 

(,,ალია"N19(2773); ავტორი:გელა ზედელაშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...