Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    505.075

"სააკაშვილი პოლიტიკური შაჰიდია" – გია ხუხაშვილი


PLANETA_INFO

1.130 views

საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის პრემიერის დღევანდელ შეხვედრას ,,საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით აფასებს : ,,შეხვედრა შეხვედრისთვის“. როგორც ხუხაშვილმა ,,პლანეტა.ჯი“–ს განუცხადა, ის ამ შეხვედრისგან ბევრს არც არაფერს ელოდა. ექსპერტი სააკაშვილს ,,პოლიტიკურ შაჰიდს“ უწოდებს, რომლის მიზანია აიფეთქოს თავი და ააფეთქოს მთელი ქვეყანა. ამის მაგალითად ხუხაშვილი საერთაშორისო არენაზე პრეზიდენტის არაადექვატურ განცხადებებს ასახელებს, რომლებიც პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს. ხუხაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო სახიფათო ხდება სახელმწიფოებრივად, იგი ზიანს აყენებს ქვეყნის ინტერესებს. ხუხაშვილი იხსენებს ახლახანს აზერბაიჯანის მიმართ გაკეთებულ პრეზიდენტის განცხადებას, ასევე წითელი ცირკულარით ძებნილი უკრაინის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას, რითაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ორი ქვეყნის ურთიერთობას, მსგავს ,,გამოხტომებს“ ხუხაშვილი პრეზიდენტის ,,ცელქობას“ უწოდებს. რაც შეეხება 19 აპრილის მოლოდინს, ხუხაშვილი ატეხილ აჟიოტაჟს არასერიოზულად მიიჩნევს. მისი თქმით, ,,პაროდიული ნაპოლეონი“, ივანე მერაბიშვილი, მაქსიმუმ 30 – მდე კაცს გამოიყვანს და ,,ნაციონალების“ ნარჩენებს ერთად დავითვლით“.

 

 

 

http://www.youtube.com/watch?v=d0zyYZwSMEs

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...