Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    505.159

სააკაშვილი თავის გადარჩენის მიზნით მავნებლობს


PLANETA_INFO

1.141 views

ინტერვიუ საინფორმაციო პორტალ ,,პლანეტა.გე"–ს ხელმძღვანელ სოფიო ხორგუანთან

 

,,სააკაშვილის ყველა ბოლოდროინდელი განცხადება მიმართული არ არის იქითკენ, რომ ქვეყანაში სტაბილური განვითარება იყოს,. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, აცხადებს, რომ რუდუნებით აშენებდა სახელმწიფოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, ეს მისი პროპაგანდის ნაწილია, რათა თავი გადაირჩინოს და გაემიჯნოს ყოველივე იმას,რისი შემოქმედი თავადვე იყო, ისე უნდა წარმოგვიდგინოს, რომ დღეს თუ ცუდი მდგომარეობაა ქვეყანაში, თურმე ეს მისი პასუხისმგებლობის საქმე არ არის. ის ქმნის მუდმივი დაძაბულობის ფონს, რომ ამ წნეხის პირობებში ადამიანმა ვერ დაგეგმოს ხვალინდელი დღე, სტრესის ქვეშ ადამიანი მოტივირებული არ არის და რეალურად ვერაფერს აკეთებს....

რასაც სააკაშვილი აკეთებს, ეს არის მავნებლობა, მისი განცხადებები ეთნიკურ უმცირესობებთან, ბანკებთან დაკავშირებით, რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის გასატანად რუსი ექსპერტების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ეს ყოველივე მიმართულია იმისკენ, რომ დაძაბულობა გაიზარდოს ქვეყანაში და განვითარების ტემპი შენელდეს. ქვეყანა ნამდვილად მიდის წინ. ერთ დღეში და ერთ თვეში შესამჩნევი ეს არ არის, მაგრამ რეალურად წინსვლა მიდის, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, არავის აწამებენ, გაუგებარ ტენდერებში გაურკვეველი პიროვნებები არ იგებენ, კერძო საკუთრებას არ გართმევენ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. გაზის ტარიფი რომ ხუთი თეთრით შემცირდა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობაში ვაუჩერებს არიგებენ, ასევე ჯანდაცვის სისტემაში რომ საყოველთაო დაზღვევის სისტემა შემოვიდა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია...მაგრამ ამის მიუხედავად, მოქალაქეს აქვს მეტი მოთხოვნილება, რომ ქონდეს მეტი კომუნიკაცია ხელისუფლებასთან...შიში, რომელიც ამ წლების მანძილზე იყო, არსად წასულა, ისევ არის, ინიციატივის გამოჩენა, განსხვავებული აზრი, თავისუფალი აზრის დევნა გამჯდარია საზოგადოებაში, ამიტომ დიდი მოლოდინი გვაქვს ამ ხელისუფლების მიმართ."

 

(,,ახალი თაობა"N54(6055); ავტორი: თამარ ნინიძე)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...