Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. პოლიტპატიმრები ხვალ საქართველოს პარლამენტს მათ საქმეებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ . როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ განუცხადა, საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტპატიმრები ხვალ "კინოს სახლიდან" მიმართავენ, სადაც მათი პირველი შეხვედრა გაიმართება. მისი თქმით, პოლიტპატიმრების უპირველესი მოთხოვნაა, გრიფი "საიდუმლო" მოეხსნათ მათ საქმეებს და ყველა ეს საქმე გახდეს საჯარო, რადგან ამ ადამიანების მიმართ ქვეყნის პირველი პირისა და მთლიანად "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დღეს დისკრედიტაციის მცდელობას ისევ აქვს ადგილი. http://www.interpressnews.ge/ge/politika/228358-politpatimrebi-khval-parlaments-math-saqmeebze-grifi-qsaidumlosq-mokhsnas-kidev-erthkhel-mosthkhoven.html
  2. საქართველოს დელეგაცია მოსკოვში ღვინისა და სურსათის პროდუქციის ხარისხის შესახებ პრეზენტაციას გამართავს, - ამის შესახებ მოსკოვში გამგზავრებამდე, აეროპორტში ჟურნალისტებს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა განუცხადა. "პრეზენტაციას გავაკეთებთ საქართველოში სურსათის პროდუქციისა და ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, თუ როგორ კონტროლდება საქართველოში ეს პროდუქცია, როგორ ხდება ექსპორტის სერტიფიცირება და ამის შემდეგ იქნება განხილვა, რა ნაბიჯები უნდა დაიგეგმოს ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა http://www.interpressnews.ge/ge/politika/228352-saqarthvelos-delegacia-moskovshi-ghvinisa-da-sursathis-produqciis-khariskhis-shesakheb-prezentacias-gamarthavs.html
  3. ხშირად მავნებლობა და ჩამორჩენილობა
  4. აჭარლები გვყავს, თვითონ იტყვიან,მაგრამ მისა რომ განსაცდელის კაიფშია, ფაქტია
  5. აარავის აგიტაციაზე არ იმუშაოთ... ამ შემთხვევაში რას ერჩით? არ აგიტირებენ თუ...
  6. ინტერნეტი; არასამთავრობო ორგანიზაციები; აქცენტი თვითმართველობების არჩევნებისათვის; პოლიტიკური ჯგუფების შექმნა საინტერესო გზავნილებია Watch live streaming video from unmge at livestream.com
  7. ,,ადამიანს თავისი საყვარელი ცოლიც კი ბეზრდება, არათუ ხალხს - თავისი მთავრობა. ასე, რომ, გარკვეული დროის შემდეგ ურთიერთობის მოთხოვნილება შეიძლება, ისევ გაჩნდეს. ". ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში - "დავოსი 2013 - ხედვა უკრაინიდან" მონაწილეებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა ,,გააჩნია ცოლი რისთვის გინდა“_ ასეთია ექსპერტ კახა კახიშვილის აზრი პრეზიდენტ სააკაშვილის მცდელობაზე ახსნას ,,ნაციონალების“ დამარცხების მიზეზები. ინტერნეტფორუმ ,,პლანეტა.გე“–სთან გაკეთებულ კომენტარში კახიშვილმა აღნიშნა, რომ . შეუძლებელია ხალხს ,,ნაციონალების“ ნოსტალგია გაუჩნდეს. ექსპერტი არ უარყოფს, რომ ამ 9 წლის მანძილზე ,,რაღაც“ მართლაც გაკეთდა, მაგრამ რის ფასად: ,,გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ივანიშვილის ფინანსებით აგებულ შენობებს ხსნიდა, ყველაფრის უკან დგას ვიღაცის ტრაგედია და ფული,– წართმეული ბიზნესები. საინტერესოა ისიც, როგორ იხარჯებოდა ეს ფული,ესეც გამოსაძიებელია“. კახიშვილი თვლის, რომ სააკაშვილის განცხადებები გათვლილია იმაზე, რომ ხალხს დაავიწყდება წარსული. ექსპერტს არაკორექტულად მიაჩნია სამი თვის წინ არჩეულ მთავრობას დაპირებების შესრულება მოსთხოვო. კახიშვილის აზრით, ,,ნაციონალების“ პრობლემა არა მარტო ხალხთან არასაკმარისი კომუნიკაცია იყო ,,ისინი ხალხს არ უსმენდნენ. ლაპარაკობდნენ მხოლოდ ტელეეკრანზე და არ ესმოდათ პასუხი“.
  8. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ,,ნაციონალურ“ მოძრაობას და მის ლიდერს ყავლი გაუვიდა, ამიტომ სააკაშვილის ,,აღსარებები“ და შეცდომების აღიარება, უშედეგო მცდელობაა. ცისკარიშვილმა კომენტარი ინტერნეტფორუმ ,,პლანეტა. გე“–სთან გააკეთა. კიევში გამართულ სემინარზე – ,,დავოსი 2013–ხედვა უკრაინიდან“, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა სუპერ–მენეჯერებად იყო ქცეული და ხალხს არ უხსნიდა რას აკეთებდა ,,ჩვენ სავსებით დარწმუნებული ვიყავით იმაში, რასაც ვაკეთებდით და გვეგონა, რომ ყველას დანარჩენსაც ესმოდა ეს. ან ხალხისთვის ახსნა-განმარტებები უნდა მოგვეცა, ან გვეშენებინა, ინვესტიციები მოგვეზიდა და ა.შ." - განაცხადა სააკაშვილმა. ცისკარიშვილის აზრით, ,, დასავლელი მეგობრებისგან განსხვავებით, ჩვენ ყველამ შესანიშნავად ვიცოდით, რას აკეთებდნენ. მოწმეები ვიყავით ტრაბახის და ბაქიობის და ახლა, მიზეზების ახსნა, უსარგებლოა. ხალხმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია“.
  9. გია ხუხაშვილმა პროტესტის ნიშნად სტუდია დატოვა http://www.youtube.com/watch?v=NorqAXYcNWo&feature=youtu.be
  10. უნდა იქნეს გარკვეული რა მოხდა და თუ ეს კაცი მზადაა დეტალურად მოყვეს ინფორმაციას . რატომაც არა?
  11. კი მაგრამ საპრეზიდენტო რესპუბლიკა გააამართლებს? მე პირადად ეჭვები მკლავს
  12. რომელ მოდელს ემხრობით? რა როლს ანიჭებთ პრეზიდენტის ინსტიტუტს? ვინ შეიძლება იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი და მისი მომავალი პოლიტიკური პერსპექტივა
  13. ეს გახლავთ ანაკლია, სადაც სულ ნახევარი წლის წინ სიცოცხლე დუღდა …დეპუტარი მარიამ საჯაია ფეისბუქში ანაკლიის ფოტოებს აქვეყნებს. იგი ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს იზრუნოს სამეგრელოს რეგიონის წინსვლაზე, ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას ან არსებულის შენარჩუნებას. http://www.ireporter...83%98%E1%83%90/
  14. მედიანიუს.ჯი17.01.2013 14:02 აზერბაიჯანში კორუფციის ბრალდებით საქართველოს მიერ ძებნილი ქიბარ ხალვაში დააკავეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერატიული-სამძებრო სამუშაოების ჩატარების შედეგად, პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ქიბარ ხალვაში დააკავეს. მას საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 180, 182, 194, 210, 332, 341, 342 მუხლები აქვს წაყენებული, რომლებიც თაღლითობას, მითვისებას, ფულის გათეთრებას, ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ფალსიფიკაციას, სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. ამ დროისათვის აუცილებელი იურიდიული პროცედურები ხორციელდება. ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია ,,რუსთავი 2” ერთ-ერთი მფლობელი იყო. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის კორუფციაში დაადანაშაულეს რის შემდეგადაც მან საქართველო დატოვა. მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. http://medianews.ge/...idaakaves/28946 ქიბარ ხალვაში კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანული მედიის მიერ ამ ქვეყნის შსს–ზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას მისი დაკავების თაობაზე. ამის შესახებ „Frontnews”–ს თავად ხალვაშმა განუცხადა. „არავის არსად დავუკავებივარ! საბუთების მოწესრიგებას გარკვეული დრო, დაახლოებით ორი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნებას შევძლებ" – აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში აზერბაიჯანში დააკავეს. ამ ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის: ქიბარ ხალვაშმა საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მეგობარი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი საზღვარგარეთ გაუშვეს. ქიბარ ხალვაშს საქართველოში ყველა ბიზნესი ჩამოართვეს. გერმანიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. საქართველოს პარლამენტმა მას ცოტა ხნის წინ პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა.
  15. პრემიერი ივანიშვილი სომხეთის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა. სურათები აღებულია ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდიდან.
  16. პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტი ედუარდ შევარდნაძის პერიოდში შეიქმნა . მოფერებით რატომრაც გუბერნატორი ეწოდა, მის გარშემო განვითარდა სამხარეო სტრუქტურები, რომელიც არანაირ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება და დღეს.... ვინ არიან ეს უცნაური ხალხი? რა უნდათ? რა დონით დგანან თვითმართველობაზე მაღლა? სამართლებრივი მომენტებს თავი რომ დავანებოთ მხარეებად გაყოფის არსებული სქემა საერთოდ არ მესმის . ხომ არ ფიქრობთ ეს მექანიზმი ზედმეტია? ამას ვწერ არა ოჩიაურის მომენტის გამო, არამედ მის აზრს ზოგადად ვერ ვხედავ... თან გუბერნატორად მათი მოხსენიება ..... თქვენი აზრი
  17. სამეგრელოს ვერავინ ააგდებს მიშა ყველანაირ საზიზღრობას სეეცდება ,თუ გაუვა
  18. http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-16-29/23804-irakli-gharibashvili-policiis-reformas-gegmavs.html?lang=ka-GE&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+Iveroni+%28Iveroni%29#!artbox/0/ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის რეფორმას გეგმავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, რებრენდინგი შეეხება, როგორც საპატრულო, ისე კრიმინალურ პოლიციას, უბნის ინსპექციას და დაცვის პოლიციას. მისივე თქმით, მოხდება მათი სიმბოლოების, ფორმებისა და სხვა ატრიბუტების შეცვლა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია, პოლიცია საზოგადოებას წარუდგეს განახლებული, გაჯანსაღებული, სუფთა სახით და ეს სიმბოლოებიც იყოს იმის ნიშანი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს იმ რეფორმის დასრულებაზე მუშაობას, რომელიც დაიწყო 2004 წელს, თუმცა, შემდეგ ვერ მოხდა ამ რეფორმის სწორად გატარება. ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის და სამინისტროს ახალი გუნდის მიზანია, ქვეყანაში დასავლური სტანდარტის პოლიცია შეიქმნას. " ჩვენი მიზანი იყო, სამინისტროს სამომავლო გეგმებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ პირველებს სტუდენტებს გაეგოთ. სწორედ ამიტომ, სიმბოლურად დავამთხვიეთ და ვეცადე სამინისტროს სტრატეგია მათთვის დეტალურად გაგვეცნო. ეს ადამიანები ქვეყნის მომავალი მთავრობაა, რომელმაც უნდა განავითაროს და ბოლომდე მიიყვანოს ჩვენს მიერ დაწყებული ცვლილებები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
  19. http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-16-29/23804-irakli-gharibashvili-policiis-reformas-gegmavs.html?lang=ka-GE&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+Iveroni+%28Iveroni%29#!artbox/0/ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის რეფორმას გეგმავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, რებრენდინგი შეეხება, როგორც საპატრულო, ისე კრიმინალურ პოლიციას, უბნის ინსპექციას და დაცვის პოლიციას. მისივე თქმით, მოხდება მათი სიმბოლოების, ფორმებისა და სხვა ატრიბუტების შეცვლა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია, პოლიცია საზოგადოებას წარუდგეს განახლებული, გაჯანსაღებული, სუფთა სახით და ეს სიმბოლოებიც იყოს იმის ნიშანი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს იმ რეფორმის დასრულებაზე მუშაობას, რომელიც დაიწყო 2004 წელს, თუმცა, შემდეგ ვერ მოხდა ამ რეფორმის სწორად გატარება. ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის და სამინისტროს ახალი გუნდის მიზანია, ქვეყანაში დასავლური სტანდარტის პოლიცია შეიქმნას. " ჩვენი მიზანი იყო, სამინისტროს სამომავლო გეგმებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ პირველებს სტუდენტებს გაეგოთ. სწორედ ამიტომ, სიმბოლურად დავამთხვიეთ და ვეცადე სამინისტროს სტრატეგია მათთვის დეტალურად გაგვეცნო. ეს ადამიანები ქვეყნის მომავალი მთავრობაა, რომელმაც უნდა განავითაროს და ბოლომდე მიიყვანოს ჩვენს მიერ დაწყებული ცვლილებები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
  20. აფხაზი სეპარატისტები ენგურის ხიდზე ქვეითთათვის ახალი გადასასვლელების გახსნას გეგმავენ და ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ასლან ბჟანიასა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრაზე სწორედ ეს საკითხი იყო განხილული. "შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე არსებული ახალი გადასასვლელი პუნქტების ექსპლუატირების საკითხი",_ იუწყება აფხაზური მხარე. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ამავე საკითხზე შეხვდა ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. http://ghn.ge/news-81565.html
×
×
  • შექმენი...