-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, იმედის მომცემია საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის შეთანხმება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის საკითხზე , - ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. "საქართველოს სტაბილურობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია ორივე მხარის უნარზე, იპოვოს კომპრომისი ეროვნული ინტერესებისათვის. ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო მინისტრთა შეხვედრის პარალელურად მიღწეული ეს შეთანხმება იმედს გვაძლევს", - აღნიშნულია განცხადებაში. გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დაინიშნა. მისი კანდიდატურა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გუშინ წარუდგინა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ძნელაძის კანდიდატურა თავდაცვის მინისტრმა და პრეზიდენტმა კონსულტაციების შედეგად შეარჩიეს. ირაკლი ძნელაძე შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. სხვადასხვა დროს ის ასევე მუშაობდა სახმელეთო ძალებსა და გაერთიანებულ შტაბში, ასევე იყო უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშე. http://www.ambebi.ge/politikas/66800-ashsh-is-saelcho-shethankhmeba-gaerthianebuli-shtabis-ufrosis-sakithkhze-imedis-momcemia.html?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+ambebige+%28Ambebi.GE%29
-
http://www.epn.ge/?p=128990 ვისურვებდი, რუსეთი მართლაც თავისი რიტორიკით, თავისი ნაბიჯებით ბევრად უფრო შემხვედრი იყოს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიტიურ სიგნალებზე. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირაკლი ალასანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. “კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დაინიშნა, ეს არის ის სიგნალი, რომელზეც ნორმალური სახელმწიფო, ნორმალურ პასუხს უნდა იძლეოდეს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ, და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ილუზია, რომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები უახალოეს მომავალში მოგვარდება. “ჩვენი ამოცანა არის ის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს პოზიტიური, საქართველო ყოველთვის იყოს სიმართლის მხარეზე და ყოველთვის მართალი. ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანაც”, – დასძინა ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს, თუ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
-
შედარებით ნაკლებად ცნობილი ისტორიის დამხმარე დისციპლინაა საინტერესო საუბარია, გირჩევთ ჯაბა სამუშია , ნიკო ჯავახიშვილი
-
ჩატაობას არ ვართ წავშლი
-
პარასკევს, 7 დეკემბერს, ,,პლანეტა.გე"-ს სტუმარი იქნება სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი. http://fanebi.com/wp-content/uploads/2012/10/Levan-Kipiani.png პასუხები კითხვებზე:
-
ვასიკოს თემაზე ვერაფერს დავამატებ :დ
-
http://www.youtube.com/watch?v=1AoPgFKJR3o
-
http://www.humanrigh...=13777&lang=geo ვირაც დაჭრა, ცუდი ოჯახი და ა.შ.არ გვინდა სატურნ. გამორჩეულად საზიზღარი საქმეა http://www.media.ge/node/22793 არასრულწლოვანს 10 წელი მიუსაჯეს .
-
http://youtu.be/6RTw8b61eAk
-
ეგ ვინდოუსის დისკი არ არის? თუ რამეს ქვია კიდევ?
-
შს სამინისტრო მთავარ პროკურატურას ყოფილი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მასალებს უგზავნის. ამასთან დაკავშირებით დღეს შსს-ში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ საქმე ეხება ვანო მერაბიშვილის მხრიდან თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადამეტებას. ვრცელ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.
-
ზაზა ფირალიშვილი მშრალი ხიდი დავიბადე 1957 წელს თბილისელ ინტელიგენტთა ოჯახში. თავდაპირველი განათლებით ვარ ფიზიკოსი. შემდეგ დავიცავი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები იოჰან გოტლიბ ფიხტეს ფილოსოფიაზე. მეუღლე, ლელაც ფიზიკოსია თავდაპირველი განათლებით, მაგრამ მერე ისიც ფილოსოფიაში გადავიტყუე. საბოლოოდ იგი კულტუროლოგიაზე შეჩერდა, მე - რელიგიის ფენომენოლოგიასა და რელიგიის ფილოსოფიაზე. მიმუშავია ბევრგან. სტაჟირება გავლილი მაქვს სანტა ბარბარას უნივერსიტეტში 2003 წელს, ხოლო 2004-2005 წლებში მიწვეული მეცნიერის რანგში ვიყავი ნანზანის უნივერსიტეტში (ნაგოია, იაპონია). 35 (1974-2009) წელი გავატარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. ბოლოს მომიწია იქაურობის მიტოვება. ეს ჩემი ნებით გავაკეთე და არც დამიმალავს მიზეზი: სრულიად აუცილებელი საუნივერსიტეტო რეფორმა ბოლოს უმსგავსობამ ჩაანაცვლა და, როგორც ჩანს, ასე გრძელდება დღესაც. ჩემთვის ძნელი შესაგუებელი იყო, თუ როგორ იქცეოდა უნივერსიტეტი რაღაც გიგანტური ენჯეოსა თუ საგანმანათლებო ფაბრიკის მსგავს უსახო და უსულო დაწესებულებად. ამჟამად მხოლოდ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვკითხულობ ლექციებს და კმაყოფილი ვარ. კეთილშობილ და პროფესიონალ ადამიანებს შორის მოვხვდი. ძალზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ სტუდენტებიც. როგორც ჩანს, ზოგადჰუმანიტარული განათლების ცენტრი უნივერსიტეტიდან თანდათან სხვა ინსტიტუციებში გადაინაცვლებს. ვერ მე ავცდი ჩვენს პოლიტიკურ ქარტეხილებს, თუმცა კი აქტიურ პოლიტიკაში ჩართული არასოდეს ვყოფილვარ. ძირითადად ანალიტიკოსის ფუნქციას ვჯერდებოდი და ვჯერდები. თუმცა ჟურნალისტები ზოგჯერ მაინც ეცთუნებიან ხოლმე და ექსპერთად ან პოლიტოლოგად მიხსენიებენ. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ არც ერთი ვარ და არც - მეორე. გამოცემული მაქვს ხუთი წიგნი: ორი ფიხტეს ფილოსოფიის შესახებ, ერთი _ იერონიმუს ბოსხის მხატვრობაზე, ორიც ესსეთა კრებულებს წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებზე. ეს არის და ეს. http://www.oxymoron.ge/piralishvili_biogr.html
-
25ში ჩვენი სტუმარი იქნება ზაზა ფირალიშვილი.გთხოვთ დაუსვათ კითხვები http://www.oxymoron.ge/zaza.jpg
-
https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=nOIcA9gGfMw
-
2003 წელი ხაბუმეში გავატარე. მომბეზრდა ქალაქი…. სოფლის სუსხი უფრო სასიამუვნო აღმოჩნდა, ვიდრე თბილისური უმუშევრობა ,უსუსურობის განცდა და ქრონიკული ყოფითი პრობლემები. გამიმართლა.... იმ წელს არ ყინავდა, საკუთარი შეშაც მქონდა და ბუხარიც... პოლიტიკა? ასლან აბაშიძის თანხით, ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ხიდის გარემონტებას დაგვპირდა. კოშმარი იყო, მანქანით მოძრაობა სოფელში შეუძლებელი გახლდათ და ამიტომ ადგილობრივებმა მეც მთხოვეს წინასაარჩევნოდ დავხმარებოდი. უფ, რამდენი ლექსი მოვისმინე კანდიდატ-მესიებზე ? თუ ჩემთან ერთი „მხსნელი“ აქტიურობდა, ლესიჭინეში ,სადაც მეთვალყურედ გამაგზავნეს, მეორე. აშკარად მივხვდი ჩემ „რჩეულს“ შანსი არ ქონდა, მაინც შეძლებისდაგვარად დავეხმარე,თუმცა ეს არჩევნების გარდა ყველაფერი იყო ვის აინტერესებდა პარტიები? რაიონში გადამწყვეტი მაჟორიტარებს შორის ჭიდაობა იქცა. ზუსტად იგივე ხდებოდა მეზობელ რაიონებშიც და შესაბამისად მოხდა ძალთა გადაჯგუფებაც. მოსალოდნელი მოხდა, კონკურენტმა გაიმარჯვა, შედეგები დამტკიცდა...თბილისში კი ცნობილი მოვლენები დაიწყო. ანტიშევარდნაძისტულ აქციებს საყოველთაო მხარდაჭერა ქონდა. მთელ სამეგრელოში ერთ ნეიტრალურ ადამიანსაც ვერ იპოვიდით. ყველას მობეზრდა თეთრი მელა. მეც... თუმცა თბილისში შეგნებულად არ წავედი. დიდი ნდობა არ მქონდა აქციების „ავანგარდის „მიმართ... .ვამჯობინე გამეგრძელებინა შვებულება გაზაფხულის დადგომამდე. აქციებს თანავუგრძნობდი,მაგრამ სააკაშვილი კარგად ვიცოდი რა „მოხელე-ნაჩალნიკიც“ იყო... სოფლის ბირჟაზე ყველა მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობდა. ძალიან „დაცხა“, მთელი სოფელი მზად იყო აქციაზე ჩასასვლელად. საჭირო არ გახდა.... 23ში ყველაფერი დამთავრდა.... ვერ ვიტყოდი,რომ არ ველოდი... ვერც იმას მოგატყუილებთ,რომ წინასწარ ვიცოდი. ერთი კი ფაქტი გახლდათ, საყოველთაო ზიზღი იმ მაშტაბის მიაღწია,რომ შევარდნაძის წასვლა გარშემო ეჭვს არ იწვევდა. იმ დღეს ბიჭები ჩემთან ამოვიდნენ,მოიტანეს ღვინო, მშვიდობა ვადღეგრძელეთ და ღამემდე ტელევიზორს ვუყურებდით. არ ვეთანხმები, თითქოს ეს იყო სააკაშვილის სიბრძნის პროდუქტი. ის უბრალოდ აღმოჩნდა სწორ დროს იქ,სადაც სხვებმა ვერ გაბედეს მისვლა. ცხადია, ესეც პოლიტიკოსის თვისებაა,მაგრამ ეს კაცი მაშინაც ჩემთვის შევარდნაძიზმის სახე გახლდათ, მისი რეჟიმის შვილი. ვარდების მოვლენების დროს საზოგადოებამ ვერდიქტი გამოუტანა შევარდნაძისტულ კლეპტოკრატიას, აირჩია პროდასავლური კურსი და დემოკრატიული ღირებულები.სამწუხაროდ მაშინდელმა ახალმა ხელისუფლებამ ვერ ისარგებლა ამ მონაპოვრით. პირველივე სხდომაზე „გაპრავდა“ "მეცენატ მაჟორიტართა" ინსტიტუტი, გაიზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება.მოკლედ წავედით სხვა მიმართულებით... დადგმულია? ჰმ, კულუარული პროცესები ყოველთვის თან ახლავს ასეთ დღეებს. მთავარი არსებითი მხარეა....ამდენად ეს დღე ისტორიის საინტერესო ფურცელია,რომელმაც ქვეყანა შეცვალა გილოცავთ გიორგობას და ყველას გისურვებთ დამშვიდებულ საქართველოში გვეცხოვროს.
-
რამდენიმე სურათი ქართული ფეხბურთის ისტორიიდან. ბავშვობაში ვაგროვებდი ამ ტიპის სურათებს და ამ ბლოგსაც არ აწყენს
-
მიუღებელია
-
თქვენი აზრი?