Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    504.804

შსსში რეფორმები იგეგმება


lasha_alo

1.565 views

blog-0197434001357979895.pnghttp://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-16-29/23804-irakli-gharibashvili-policiis-reformas-gegmavs.html?lang=ka-GE&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+Iveroni+%28Iveroni%29#!artbox/0/

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის რეფორმას გეგმავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, რებრენდინგი შეეხება, როგორც საპატრულო, ისე კრიმინალურ პოლიციას, უბნის ინსპექციას და დაცვის პოლიციას.

 

მისივე თქმით, მოხდება მათი სიმბოლოების, ფორმებისა და სხვა ატრიბუტების შეცვლა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია, პოლიცია საზოგადოებას წარუდგეს განახლებული, გაჯანსაღებული, სუფთა სახით და ეს სიმბოლოებიც იყოს იმის ნიშანი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს იმ რეფორმის დასრულებაზე მუშაობას, რომელიც დაიწყო 2004 წელს, თუმცა, შემდეგ ვერ მოხდა ამ რეფორმის სწორად გატარება.

 

ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის და სამინისტროს ახალი გუნდის მიზანია, ქვეყანაში დასავლური სტანდარტის პოლიცია შეიქმნას.

 

" ჩვენი მიზანი იყო, სამინისტროს სამომავლო გეგმებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ პირველებს სტუდენტებს გაეგოთ. სწორედ ამიტომ, სიმბოლურად დავამთხვიეთ და ვეცადე სამინისტროს სტრატეგია მათთვის დეტალურად გაგვეცნო.

 

ეს ადამიანები ქვეყნის მომავალი მთავრობაა, რომელმაც უნდა განავითაროს და ბოლომდე მიიყვანოს ჩვენს მიერ დაწყებული ცვლილებები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...