-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
Shalva Kvaratskhelia გამარჯობათ პატივცემულო შალვა
- 6 replies
-
- VB.NET TUT
- .NET FRAMEWORK
-
(and 8 more)
Tagged with:
-
არ შეიძლება სწრაფად ვენდოთ... ახსნა ყველაფერს აქვს
-
პატრიოტთა ბანაკები აღარ იარსებებს - ლევან ყიფიანი
lasha_alo posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
ლევან ყიფიანმა "პატრიოტთა ბანაკების" შექმნის შესაძლებლობა უარყო. ამის შესახებ მან პლანეტა ჯის მომხმარებლებთან პასხის გაცემის დროს განაცხადა. სრული ჩანაწერი -
პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, დღეს და ხვალ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 50-მდე მსჯავრდებული დატოვებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს. სამინისტროში დღეს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 300-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს, რომელთაც ადგილობრივი საბჭოების მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ და ამასთანავე, რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით მიეკუთვნებიან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკჯგუფს. http://www.interpres...i-datovebs.html
-
http://www.youtube.com/watch?v=lM_F4VXckH8
-
MMM-2012 SAQARTVELOSHI...ZIXAR DA MOGDIS FULI,ROGOR?
lasha_alo replied to Iviko Tak's თემა in მეცამეტე რაიონი
მავროდი აქაც მოდაშია?- 16 replies
-
- FINANSURI KASA
- ZIXAR DA MOGDIS FULIROGOR
-
(and 1 more)
Tagged with:
-
-
-
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ ევროინტეგრაციის გზაზე სიტუაცია შეფერხდა, ის ყველაფერს იღონებს, რომ ეს გადაილახოს. ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა. "ჩემი ეს მოგზაურობები ევროპაში არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მომავალი წლის ნოემბერში ჩვენ გვაქვს ვილნიუსის სამიტი, რომელზეც საქართველომ უნდა მიიღოს ასოცირების ხელშეკრულება და შეიძლება გაჩნდეს პესპექტივა, რომელსაც უკვე ჰპირდებიან, მაგალითად, მოლდოვას, რომ ოფიციალურად გამოვცხადდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად. ამიტომ ახლა რა მოხდება ქვეყნის შიგნით და რა მოხდება ქვეყნის გარეთ, არის გადამწყვეტი საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. იგივე ეხება ნატო-ს. http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=21438
-
"მე არ ვაპირებ საკუთარი ნებით დავწერო განცხადება წასვლაზე, არ ვათავისუფლებ მმართველის ადგილს, ვთავაზობ კულტურის სამინისტროს, მან მიიღოს გადაწყვეტილება ჩემი გათავისფლების შესახებ და დანიშნოს ვინც უნდა. ან რას უნდა ნიშნავდეს ჩემ მიერ დაწერილი განცხადება, რომ არ ვეთანხმები თეატრში სტურუას მოსვლას და ამიტომ მივდივარ?" http://www.netgazeti.ge/GE/105/News/15193/
-
ახმედ ჩატაევი მისი დაკავების გარემოებებზე საუბრობს
lasha_alo posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
http://frontnews.ge/...d=9420&lang=geo ლოპოტას ხეობაში ჩატარებული ცნობილი სპეცოპერაციის დროს დაკავებული, დღეს კი გირაოს სანაცვლოდ გათავისულფებული ახმედ ჩატაევი მისი დაკავების გარემოებებზე საუბრობს. ჩატაევის განცხადებით, მას მეგობრების საშუალებით დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებებში მონაწილეობა სთხოვეს. "მეგობრების მეშვეობით დამიკავშირდნენ და მოლაპარაკებებში მონაწილეობა მთხოვეს, რათა უსისხლოდ დამთავრებულიყო ყველაფერი. ჩეჩნებს მოველაპარაკე, მაგრამ ქართულმა მხარემ პასუხად ცეცხლი გამიხსნა. საქართველოზე ნაწყენი არ ვარ. რაც მოხდა, მოხდა", - განაცხადა ჩატაევმა. მან ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა და აქვე აღნიშნა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს. „მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას. ვიცი, რომ ჟურნალისტებმა ბევრი გააკეთეს ჩემთვის. თავს ახლა კარგად ვგრძნობ. დღეს გირაოთი გამომიშვეს და საქმე ჯერ არ დასრულებულა. სამი მოწმე არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ ხერლყუმბარები მქონდა" – დასძინა ჩატაევმა. შეგახსენებთ, რომ ახმედ ჩატაევი პატიმრობიდან დღეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. http://news.ge/ge/news/story/39283-akhmed-chataevis-advokati-imeds-gamotqvams-rom-saqme-shetsydeba ვიდეო ბმულზე ლოპოტას ხეობაში დაკავებული ახმედ ჩატაევვის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო სხდომაზე პროკურატურა სასამართლოს წინაშე საქმის შეწყვეტის შუამდგომლობით წარსდგება. როგორც დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ანდრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ საქმეზე არსებული მოწმეები ხელმეორე დაკითხვის შემდეგ ახმედ ჩატაევის ბრალეულობას უარყოფენ, რომ მას დაკავებისას ორი ხელყუმბარა აღმოაჩნდა და ამბობენ, რომ მათ ჩვენებები იძულებით მიაცემინეს. მტკიცებულებების გაყალბების მოტივით პროკურატურას თავად დაცვის მხარემ მიმართა. დღევანდელ სხდომაზე ახმედ ჩატაევის გირაოთი გათავისუფლების მიზეზი ის გამოძიება გახდა, რომელიც დაცვის მხარის საჩივრის ფარგლებში მიმდინარეობს. პროკურორის თქმით, შესაძლებელია ეჭვქვეშ დადგეს მტკიცებულებების მოპოვების კანონიერების საკითხი, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში არ არსებობს ჩატაევის პატიმრობაში ყოფნის საფუძველი. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესიდან ახმედ ჩატაევი 5000 ლარიანი გირაოს საფუძველზე,დარბაზიდან გათავისუფლდა. ჩატაევს ბრალი ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვაში ედება. საქმეზე მომდევნო სხდომა 19 დეკემბერს 15 საათზე გაიმართება. ტეგები -
ლოპოტას ხეობაში ჩატარებული ცნობილი სპეცოპერაციის დროს დაკავებული, დღეს კი გირაოს სანაცვლოდ გათავისულფებული ახმედ ჩატაევი მისი დაკავების გარემოებებზე საუბრობს. ჩატაევის განცხადებით, მას მეგობრების საშუალებით დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებებში მონაწილეობა სთხოვეს. "მეგობრების მეშვეობით დამიკავშირდნენ და მოლაპარაკებებში მონაწილეობა მთხოვეს, რათა უსისხლოდ დამთავრებულიყო ყველაფერი. ჩეჩნებს მოველაპარაკე, მაგრამ ქართულმა მხარემ პასუხად ცეცხლი გამიხსნა. საქართველოზე ნაწყენი არ ვარ. რაც მოხდა, მოხდა", - განაცხადა ჩატაევმა. მან ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა და აქვე აღნიშნა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს. „მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას. ვიცი, რომ ჟურნალისტებმა ბევრი გააკეთეს ჩემთვის. თავს ახლა კარგად ვგრძნობ. დღეს გირაოთი გამომიშვეს და საქმე ჯერ არ დასრულებულა. სამი მოწმე არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ ხერლყუმბარები მქონდა" – დასძინა ჩატაევმა. შეგახსენებთ, რომ ახმედ ჩატაევი პატიმრობიდან დღეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. http://frontnews.ge/index.php?action=news_read&cat=7&npid=9420&lang=geo
-
https://www.youtube.com/watch?v=Kd8-J_obqo8&feature=player_embedded
-
https://www.youtube.com/watch?v=QujcpfPATGw&feature=player_embedded
-
მაესტროს სიუჟეტი http://www.youtube.com/watch?v=PsYMcx0_gis&feature=player_embedded
-
ბაჩო ახალაია ქართულ თავდაცვას მეორადი იარაღით ამარაგებდა
lasha_alo posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
თავდაცვის სამინისტრომ გახმაურებულ ,,ავტომატების“ საქმეს გრიფით საიდუმლო მოხსნა. თავდაცვის სამინისტრო არამიზნობრივ ხარჯვას ახორციელებდა და მილიონობით ლარი ოფშორულ ზონებში ირიცხებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრო გოცირიძემ და თავდაცვის სამინისტროს პრეს სპიკერმა ვაკო ავალიანმა მედიას განუცხადეს. ,,სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გაირკვა,რომ ბაჩანა ახალაიას მინისტრობის პერიოდში შეძენილი იქნა გასული საუკუნის შუა პერიოდში წარმოებული მეორადი და გადაღებილი Ak-47 და AkS-47 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არსენალი. შეგახსენებთ, რომ Ak-47 ხმარებაში აღარ აქვს თავად რუსეთის ფედერაციასაც. დოკუმენტების თანახმად ერთ ცალ ავტომატში, რომლის საბაზრო ფასიც 50 ევროს უდრის გადახდილია 290 ევრო“–განაცხადა ანდრო გოცირიძემ საქმე გადაგზავნილია გენერალურ პროკურატურაში და დაწყებულია გამოძიება. http://www.epn.ge/?p=129184 -
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ, ჩეჩენი ლტოლვილი ახმედ ჩატაევი, საპატიმროდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ჩეჩენი ლტოლვილი ახმედ ჩატაევი, 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. http://www.epn.ge/?p=129181
-
] როგორც ბიწაძის ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ მთავარ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, სერგო ბიწაძე თეთრაძის გარდაცვალებისას გლდანის ციხის თანამშრომელი იყო. ადვოკატის ინფორმაციით, ბიწაძეს ბრალი უკვე წარედგინა. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორივე პირს, ალექსანდრე მუხაძეს და სერგო ბიწაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ. რაც შეეხება ეპიზოდს - ისინი ბრალდებულები არიან სერგო თეთრაძის გლდანის ციხიდან ხელბორკილებით გამოყვანაში, გაურკვეველი მიმართულებით წაყვანასა და ნაცემ მდგომარეობაში დაწესებულებაში მის დაბრუნებაში", - აღნიშნა გოგიტა გაბაიძემ. http://ghn.ge/news-79501.html
-
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით , მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი თავის პოლონელ კოლეგას, ბრონისლავ კომოროვსკის უკვე შეხვდა. შეხვედრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვიანებით გაავრცელებს. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ბრონისლავ კომოროვსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.
-
თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მიერ უწყების მეთაურის პოსტზე ყოფნის პერიოდში განხორციელებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, საუბარია 2012 წელს განხორციელებულ შესყიდვებზე. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად გაირკვა რომ, თავდაცვის სამინისტროს ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობის პერიოდში სამინისტრომ "აკა 47" და "აკა ეს 47" ტიპის მოძველებული, მეორადი და შეღებილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი კუსტარულად შეკეთებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი შეისყიდა. დოკუმენტების თანახმად ცალ ავტომატში 287 ევროა გადახდილი. საბაზრო ღირებულება კი რეალურად 50 ევროს ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, რადგანაც სახეზეა აშკარა დანაშაულის ნიშნები, საქმე მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება", - განაცხადა ვაკო ავალიანმა. სააგენტო"ივერონი" ვრცლად: http://bit.ly/TH2m53
-
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აუცილებელია დაიწყოს მსჯელობა სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაზრდის მიმართულებით. ნანუაშვილი თვლის, რომ სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ და გამოვლენილ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ავტომატურ რეჟიმში უნდა დაიწყოს. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ნანუაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისები სუსტია და აუციელბელია მათი გააქტიურება. ივერიონი
-
საქართველოს პრეზიდენტმა 251 პატიმარი შეიწყალა.
lasha_alo posted a blog entry in PLANETA.GE-ს ინფორმაციები
შეწყალების დოკუმენტს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი. კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, შეწყალებულთაგან 23 პატიმარს დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა, დანარჩენები კი საპატიმროებიდან გათავისუფლდებიან. შეწყალებულებს შორის 12 ქალია, მათგან ორს გაუნახევრდა სასჯელი, ათი კი გათავისუფლდება. შეწყალებულებს შორის არიან ისეთი პატიმრებიც, რომელთა შესახებ შუამდგომლობა შეწყალების კომისიაში საპატრიარქოდან შევიდა. რუსთავი 2 -
Need For Speed Most Wanted-ს გაქაჩავს, და მაგის მეორე ნაწილი არსებობს საერთოდ?
-
დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი თითოეული ოჯახისთვის 100-ლარიანი ვაუჩერის დარიგებას ითვალისწინებს, რომელიც კომუნალური გადასახადისთვისაა განკუთვნილი. ამასთან, დედაქალაქის მერის გიგი უგულავას განცხადებით, პროექტში ასევე გათვალისწინებულია, რომ ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, რომლის სარეიტინგო ქულაც 70 ათასს შეადგენს, 250-ლარიანი ვაუჩერიც განისაზღვრება. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტს ამ წუთებში მერიაში განიხილავენ. “ბიუჯეტი ითვალისწინებს ე.წ. კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისურ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით, ხოლო ვისაც სარეიტინგო ქულა 70 ათასი აქვს, მიიღებს 250-ლარიან ვაუჩერს. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა კომუნალური გადასახადები კვლავ წარმოადგენს ნომერ პირველ პრობლემას ჩვენი მოსახლეობისთვის. მე მხოლოდ მივესალმები ცენტრალური მთავრობის ძალისხმევას, რომელიც ამ კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს, თუმცა თუ ეს ვერ განხორციელდა, ყველა შემთხვევაში ეს ვაუჩერი არსებითი შეღავათი იქნება”, -აღნიშნავს გიგი უგულავა. თბილისის მერია ბიუჯეტის 2013 წლის პროექტს არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი 640 მილიონი ლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ გასული წელთან შედარებით, დედაქალაქის ბიუჯეტი 50 მილიონით შემცირდა. http://www.epn.ge/?p=129011