Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    505.091

კახა კახიშვილი-"შეუძლებელია ხალხს "ნაციონალების" ნოსტალგია გაუჩნდეს"


lasha_alo

2.012 views

blog-0135194001359720334.jpg,,ადამიანს თავისი საყვარელი ცოლიც კი ბეზრდება, არათუ ხალხს - თავისი მთავრობა. ასე, რომ, გარკვეული დროის შემდეგ ურთიერთობის მოთხოვნილება შეიძლება, ისევ გაჩნდეს. ". ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში - "დავოსი 2013 - ხედვა უკრაინიდან" მონაწილეებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა

 

,,გააჩნია ცოლი რისთვის გინდა“_ ასეთია ექსპერტ კახა კახიშვილის აზრი პრეზიდენტ სააკაშვილის მცდელობაზე ახსნას ,,ნაციონალების“ დამარცხების მიზეზები. ინტერნეტფორუმ ,,პლანეტა.გე“–სთან გაკეთებულ კომენტარში კახიშვილმა აღნიშნა, რომ . შეუძლებელია ხალხს ,,ნაციონალების“ ნოსტალგია გაუჩნდეს. ექსპერტი არ უარყოფს, რომ ამ 9 წლის მანძილზე ,,რაღაც“ მართლაც გაკეთდა, მაგრამ რის ფასად: ,,გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ივანიშვილის ფინანსებით აგებულ შენობებს ხსნიდა, ყველაფრის უკან დგას ვიღაცის ტრაგედია და ფული,– წართმეული ბიზნესები. საინტერესოა ისიც, როგორ იხარჯებოდა ეს ფული,ესეც გამოსაძიებელია“. კახიშვილი თვლის, რომ სააკაშვილის განცხადებები გათვლილია იმაზე, რომ ხალხს დაავიწყდება წარსული. ექსპერტს არაკორექტულად მიაჩნია სამი თვის წინ არჩეულ მთავრობას დაპირებების შესრულება მოსთხოვო. კახიშვილის აზრით, ,,ნაციონალების“ პრობლემა არა მარტო ხალხთან არასაკმარისი კომუნიკაცია იყო ,,ისინი ხალხს არ უსმენდნენ. ლაპარაკობდნენ მხოლოდ ტელეეკრანზე და არ ესმოდათ პასუხი“.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...