Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    505.028

სოსო ცისკარიშვილი- ,,შეუძლებელი ხდება კომენტარების გაკეთება ,,აჭრილი“ პრეზიდენტის გამონათქვამებზე


lasha_alo

1.745 views

blog-0153362001359720872.jpgპოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ,,ნაციონალურ“ მოძრაობას და მის ლიდერს ყავლი გაუვიდა, ამიტომ სააკაშვილის ,,აღსარებები“ და შეცდომების აღიარება, უშედეგო მცდელობაა. ცისკარიშვილმა კომენტარი ინტერნეტფორუმ ,,პლანეტა. გე“–სთან გააკეთა. კიევში გამართულ სემინარზე – ,,დავოსი 2013–ხედვა უკრაინიდან“, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა სუპერ–მენეჯერებად იყო ქცეული და ხალხს არ უხსნიდა რას აკეთებდა ,,ჩვენ სავსებით დარწმუნებული ვიყავით იმაში, რასაც ვაკეთებდით და გვეგონა, რომ ყველას დანარჩენსაც ესმოდა ეს. ან ხალხისთვის ახსნა-განმარტებები უნდა მოგვეცა, ან გვეშენებინა, ინვესტიციები მოგვეზიდა და ა.შ." - განაცხადა სააკაშვილმა.

ცისკარიშვილის აზრით, ,, დასავლელი მეგობრებისგან განსხვავებით, ჩვენ ყველამ შესანიშნავად ვიცოდით, რას აკეთებდნენ. მოწმეები ვიყავით ტრაბახის და ბაქიობის და ახლა, მიზეზების ახსნა, უსარგებლოა. ხალხმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია“.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...