Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. ამერიკელმა მოზარდებმა - 18 წლის კეტი ჰილმა და 16 წლის ერინ ენდრიუსმა ერთმანეთთან დაახლოების მიზნით, სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთეს. ისინი ოკლაჰომას ქალაქ ტალსში სკოლის წვეულებაზე შეხვდნენ და ერთმანეთი მაშინვე შეუყვარდათ.კეტი ბიჭად მოევლინა ქვეყანას და ლუკის სახელს ატარებდა. საზღვაო ქვეითი ძალების ვიცე-პოლკოვნიკის ვაჟი საკუთარი ქალური მიდრეკილებების დამალვას დიდხანს ცდილობდა და წარმოდგენა არ ქონდა, რომ მომავალში მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა.ერინ ენდრიუსი გოგონა იყო, სახელად ემერალდა. ის ბალეტით იყო გატაცებული და ხშირად მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში, თუმცა, თანატოლების დაცინვა მოსვენებას არ აძლევდა.ერთმანეთის გაცნობის შემდეგ მოზარდებმა პრეპარატების მიღება დაიწყეს. ერინი მამაკაცურობის შესაძენად, ტესტესტერონს იკეთებდა, კეტი კი წამლებს სვამდა, რათა მკერდი გაზრდოდა. შეყვარებულების ისტორიით გულაჩუყებულმა ანონიმურმა სპონსორმა ბიჭს ოპერაციისთვის საჭირო დიდი თანხა გადაურიცხა. გოგონა კი, დიდი ხნის ყოყმანისა და განსჯის შემდეგ, მშობლებმა დააფინანსეს. კეტი ჰილის მშობლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას ცდილობდნენ და ვაჟს ექიმებთან დაატარებდნენ, თუმცა სუიციდის მცდელობის შემდეგ ქირურგიულ ჩარევას დათანხმდნენ - მათი თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი ოპერაციის გაკეთებას ვერ შეძლებდა.მრავალი ოპერაციის შემდეგ მოზარდები კმაყოფილებას ვერ მალავენ და ოჯახის შექმნას აპირებენ.ინფორმაციო პორტალი ამბები.გე
  2. https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=h85r-o2YB3M
  3. ერთი არასწორი დაპატიმრება და არ იქნება ოცნებისთვის კარგი. ძალიან საფრთხილოა თითოეული სვლა.უნდა მიუდგნენ მხოლოდ კანონით + საპროცესო გარიგებები სავადებულოა. ნამდვილად არ ვიცი სმო ჯი ცრუობს თუ არა,მაგრამ გაპრავებას არ დავიწყებ.
  4. ადამიანები ყველანაირ საზიზღრობაზე მიდიოდნენ, ადამიანებს უკანონოდ უსმენდნენ, აკავებდნენ , აწამებდნენ. უკადრებლის კადრების პიკს მივაღწიეთ და როცა მათი დრო დასრულდა ,თურმე ამ უცნაური ტიპების პასუხისმგებლობა ყოფილა რეპრესიები. არ ვარ დაპატიმრებების აპოლოგეტი,მაგრამ ნაცებიდან ერთმა კაცმაც კი ბოდიში მოიხადა მათი პარტიის ბოროტ საქმეებზე? პატიოსნად აღიარა,რომ "ასე" არ უნდა მოქცეულიყვნენ?
  5. Ghia Nodia ზოგადად ვერავინ გამოვრიცხავთ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს კანონი დაურღვევიათ - ხოლო თუ დაურღვევიათ, ძნელია იდავო, რომ ამისთვის არ უნდა დაისაჯონ. არგუმენტი, რომ ამის გამო შეიძლება არ მოგვცენ მაპი, სუსტია. კანონის უზენაესობა უმაღლესი პრინციპია - დაე არ მოგვცენ მაპი (ამ ეტაპზე), მაგრამ აღსრულდეს კანონი. ოღონდ ახალი ხელისუფლების მიერ „სამართლიანობის აღდგენის“ კამპანიას სულ მცირე ორი დიდი პრობლემა აქვს. პირველი, აშკარაა პოლიტიკური ინტერესი ანუ სამართლის შერჩევითობა: მთავარი მოტივი არის ზეწოლა ოპოზიციაზე ზოგადად და იმ საჯარო დაწესებულებებზე, რომლებსაც ახალი ხელისუფლება კონსტიტუციურად ვერ აკონტროლებს (გაერთიანებული შტაბი, თბილისის მერია და ა. შ.).ლოგიკა მარტივია: თუ არ გადადგები, დაგიჭერ, რაღაც კრიმინალს გამოგიჩხრიკავ. ახალი ხელისუფლება „პალაჟენიეს აყენებს“. მეორე პრიორიტეტია - დაისაჯონ ისინი, ვინც პირადად ბიძინა ივანიშვილს აწყენინა: გატეხა მისი კომპიუტერი, დაუზიანა აპარატურა და ა. შ. ეს არ ნიშნავს ასეთი ქმედების გამართლებას, ლაპარაკია იმაზე, რას ანიჭებს ახალი მთავრობა პრიორიტეტს „სამართლიანობის აღდგენისას“. მეორე პრობლემა თვით ბრალდებების შინაარსია. როცა ამბობ, რომ ჯარისკაცების დასჯა იმ მეთოდებით, რომ წელზემოთ შიშვლები თოვლში არბენინო ან ცივ გაუპტვახტში გამოკეტო, „წამებაა“ და ამიტომ კრიმინალია, ესე იგი უკვე სამართალს უქვემდებარებ პოლიტიკურ ინტერესს. ჯარში დისციპლინის დაცვის ან ჯარისკაცის აღზრდის მეთოდები მკაცრია და სამოქალაქო პირისთვის შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს. სად გადის აქ საზღვარი დასაშვებსა და დაუშვებელს შორის, ყოველთვის საკამათოა და ეს თემა ხშირად იწვევს სკანდალებს დემოკრატულ ქვეყნებში. თუ ახალ ხელისუფლებას უნდა, დასჯის რაღაც პრაქტიკები აღკვეთოს, კი ბატონო, ვინ უშლის. მაგრამ რატომ სჭრდება ამას ვიღაცის დაპატიმრება? შედარება მოვიყვანოთ: ამერიკაში ბუშის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვის ზოგი მეთოდი (waterboarding) დისკუსიის და სკანდალის საგანი გახდა, ზოგი ამბობდა, რომ ეს „წამებაა“ და უნდა აიკრძალოს, ზოგი ამართლებდა. დემოკრატები რომ მოვიდნენ, აკრძალეს, მაგრამ ამის გამო წინა ხელისუფლების წევრები არ დაუჭერიათ. ერთი-ორი რადიკალი ამასაც მოითხოვდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, არ დაუჯერეს. რასაც მთავრობა აკეთებს ამ შემთხვევაში, არის პოლიტიკური განსხვავებების გადაყვანა კრიმინალში. რაკი ძალაუფლება გაქვს, შენს მოწინააღმდეგეებს უბრალოდ აპატიმრებ. „ძალაუფლების გადამეტება“ ან თანამდებობის ბოროტად გამოყენება სწორეს ისაა, რასაც ახალი ხელისუფლება ამ შემთხვევაში სჩადის. ასე რომ, როცა ამათ შემდეგ სხვა მთავრობა მოვა, ესენი უნდა დაიჭიროს და ასე უსასრულოდ.
  6. ძველები ბუა იყვნენ ეს გასაგებია. კონკრეტული აქტიურობები უკვე დაიწყო,რაც ნაცების გეგმებში არ შედიოდა?
  7. http://www.obieqtivi.net/demo/tv1.php?id=9514 ეროვნული მოძრაობის დამარცხების მიზეზები.
  8. http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=TMGsmXM9LmQ#!
  9. http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=lUHTCJQhWcY
×
×
  • შექმენი...