Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. მეგობართან ერთად სტუდენტურ ტურნირებს ვატარებდი და მიწევდა მაშინდელ კერძო თუ სახელმწიფო ინსტიტუტებში სიარული. ეპიზოდი 1 სამედიცინო ინსტიტუტი "......" შიგნით კარგად გარემონტებული აუდიტორიები დამხვდა, მოწესრიგებული გარემო, კონტიგენტი ნორმალური,მაგრამ ერთმა დეტალმა მიიპყრო ყურადღება- კედლები რექტორის სურათებით იყო გავსებული , ყველა ადმინისტრაციულ ოთახში მისი სათვალებიანი სახე მიყურებდა + დამხვდა პრორექტორი იდეოლოგიურ მუშაობაში(სამედიცინო ინსტიტუტი !!!), რომელსაც თავისთან პატივცემული გვამის ერთის მაგივრად რამდენიმე პორტრეტი ქონდა "დაინსტალირებული". ეპიზოდი 2 უნივერსიტეტი"######" დაკავებული ქონდათ 2სართული, ქვევით ცოტა ავი დარაჯი, მომღიმარი რექტორი,მაგრამ რამდენჯერაც შევხვდი, იმდენჯერ თავისი წარსული გამოცდილების ფოტოები გადმომიღო. შეგვპირდებოდა ოქროს მთებს და რათქმაუნდა გადაგვაგდებდა )) ერთხელაც გაზეთში ამოვიკითხე, ეს სასწავლებელი მისი სახელობის გამხდარა და შემეცოდა, ეტყობა მოკვდა კაცი , თან ცოტა გამეხარდა, იქნებ მემკვიდრე მაინც დამხვდეს ცოტა ადეკვატური. ვესტუმრე, ველი მის მემკვიდრეს და უცებ ნაცნობი ძია არ გამოვიდა? რა მექნა? ზომბი ბაბუას დავემშვიდობე. ეპიზოდი 3 ....ეპიზოდი 4 ნამეტანი იქნება :დ ეს ისე, პატარა ინფორმაცია განსჯისათვის დასკვნებით სპეციალურად არ „გავაჯაზებ“ თქვენთვის მომინდია ;) ვიცი "ვაპრავებ, ამის დასაწერად არ შეწუხდეთ
  2. პირდაპირი ეთერი http://www.youtube.com/watch?v=QU2w-gTyXBM http://cdn.lenta.ru/images/0000/0298/000002986868/pic_1363202613.jpg
  3. რამდენად შესაძლებელია რუსეთში მცხოვრები ემიგრამნტების უფლებრივი დაცვა და რა პრობლემებს ხედავთ ამ კუთხით?
  4. დღეს, 9 მარტს, 1956 წლის 9 მარტის თბილისში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 57 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენებამ პიროვნების (სტალინის) კულტის შესახებ, საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე შეაშფოთა. განსაკუთრებული რეაქცია ხრუშჩოვის გამოსვლას საქართველოში მოჰყვა. საქართველოში მისი "საპროგრამო სიტყვა" ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა. ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. http://ghn.ge/news-84752.html
  5. ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი მფლობელი ჯოზეფ ქეი მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, ექსპერტ გია ხუხაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯოზეფ ქეი "პოზიციისთვის" გაგზავნილ წერილში საუბრობს, რომლის ფრაგმენტიც გადაცემის წამყვანმა ეთერში გუშინ წაიკითხა. "აღარ ვაპირებ დუმილს, მივხვდი, დუმილი ყოველთვის არ აღიქმება ძლიერებად და სიმართლედ. ჩემი დუმილი ვიღაცეებს საშუალებას აძლევს, თაღლითი მიწოდოს და ცივილური თანაცხოვრების ფორმულად გვთავაზობს - ბოდიში მოვიხადოთ ყველამ და მხოლოდ ამის შემდეგ შედგება კოჰაბიტაციაო. კი ბატონო, მე ჯოზეფ ქეი ბოდიშს ვიხდი, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ბანდას არსებობა გავუხანგრძლივე, ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ ძმის გარდაცვალების შემდეგ მისი ნების აღსრულება ჩემთვის ღირსების საქმედ იქცა. საფრთხე, რომელიც მის და ჩემს ოჯახს ელოდებოდა, უფრო რეალურად შევაფასე. ბოდიში, ოჯახური კონფლიქტის ქუჩაში გამოფენა რომ არ მინდოდა. ბოდიში, დასმულ კითხვას პირდაპირ, გულწრფელად რომ ვუპასუხე. აღარ განვაგრძობ, ერთი ვიცი - ჭორაობა არც ექსპერტობაა და არც კაცობა. მეც მაქვს რამდენიმე კითხვა და არა ჭორის დონეზე. არა მგონია გია ხუხაშვილი დავით კეზერაშვილის ყოფილ კაბინეტში ბიზნესმენებს "მეწარმეთა შესახებ კანონის" გაჯანსაღებასა და ქვეყნისთვის საინტერესო საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებაზე სასაუბროდ იბარებდეს. ან იქნებ "თაღლითის" ახალ დეფინიციას აყალიბებს? გია ხუხაშვილს იმის დამტკიცება მოუწევს, რასაც აცხადებს ან ცილისწამებისთვის თქვენს ეთერში ბოდიში მოიხადოს. თუ არადა სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა. იქ გავარკვიოთ მტყუან-მართალი", - აცხადებს წერილში ჯოზეფ ქეი. "პოზიცია" ქეის წერილთან დაკავშირებით თავად გია ხუხაშვილსაც ესაუბრა, რომელიც ბოდიშის მოხდის თაობაზე "იმედის" ყოფილი მეპატრონის მოთხოვნას "თავხედობას" უწოდებს. "ის, რომ ქეი თანამშრომლობს გამოძიებასთან მეორე ეპიზოდში, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს პირველი ეპიზოდი, როცა ის ხელისუფლების ხელი გახდა "იმედის" მიტაცებაში. დარწმუნებული ვარ, ის ცრუობს, როცა ამბობს, რომ ბადრის დავალებით ჩამოვიდა საქართველოში, რომ ხელისუფლებასთან მოეწესრიგებინა ურთიერთობები და ამ მიზნით გადაიფორმა "იმედი". ცრუობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ "იმედის" გადაფორმება მოხდა 19 თებერვალს, მაშინ როცა ბადრი უკვე გარდაცვლილი იყო. სჯობს, თვითონ მოუხადოს ქართულ საზოგადოებას ბოდიში იმისთვის, რაც გააკეთა და შეიძლება ეპატიოს. იმ თავხედობას, რომ ჩემგან ითხოვს ბოდიშის მოხდას, სჯობს წავიდეს, გარდაცვლილის დედას მუხლებში ჩაუვარდეს, რათა აპატიოს. იმან თუ აპატია, მერე მეც მზად ვიქნები რომ ვაპატიო", - აღნიშნავს ხუხაშვილი. რამდენიმე დღის წინ ხუხაშვილმა ამავე გადაცემაში ჯოზეფ ქეის "თაღლითი" და "ელიტურ კორუფციაში მონაწილე" უწოდა. მის სწორედ აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა ქეის წერილი http://www.interpressnews.ge/ge/politika/232198-jozef-qei-gia-khukhashvilisgan-bodishis-mokhdas-moithkhovs.html
  6. "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე დასკვნის თანაავტორი ჯეიმს ჰემილტონი მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ ჩამოყალიბებული რეკომენდაციების განხორციელება გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოში მოსამართლეეების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ჰემილტონის კომენტარს რადიო "თავისუფლება" ავრცელებს. "მოსამართლეთა დამოუკიდებლობა კომპლექსური და ფართო საკითხია, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის ისეთი უმაღლესი საბჭო, რომელიც დაიცავს სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობას", _ აღნიშნა ვენეციის კომისიის დასკვნის თანაავტორმა ჯეიმს ჰემილტონმა. მისივე თქმით, საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სხვა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას. კერძოდ, ჰემილტონი მიიჩნევს, რომ თუკი ყოველთვის მთავრობის შეცვლა გამოიწვევს არსებული საბჭოს მანდატის შეწყვეტას და მისი ახალი პირებით შეცვლას, მაშინ საკითხი პოლიტიზებული ხდება - საბჭო ხდება ახალი ხელისუფლების შექმნილი და ამ პირობებში ძნელი იქნება ისეთი საბჭოს ფორმირება, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იქნება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის თაობაზე ვენეციის კომისიამ გუშინ იმჯელა. კომისიის დასკვნა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. ამასთან, კანონპროექტი პარლამენტს პირველი მოსმენით, პრინციპების დონზე უკვა დამტკიცებული აქვს. ცვლილებები "საერთო სასამართლოების შესახებ", "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ", "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ~ კანონებში და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში~ აისახება. იზრდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის დამოუკიდებლობის ხარისხი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან და უზრუნველყოფილი ხდება საზოგადოების წარმომადგენლობის მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში. ამავე ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო პროცესის შეუზღუდავად გადაღების შესაძლებლობა ეძლევა. კანონპროექტთა პაკეტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი განისაზღვრება – საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს პარლამენტი საზოგადოების წარმომადგენლებისგან აირჩევს. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე. პროექტის თანახმად, კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან პირი, რომელიც რომელიმე ასეთ თანამდებობაზე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ერთი და იმავე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრდა არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა. ამასთან, პროექტის გათვალისწინებით, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი, ხოლო კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. პროექტით ასევე ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისაგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებისას პარლამენტს მისი დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართა, რასაც თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანო დასთანხმდა კიდეც, თუმცა პარლამენტის ბიურომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა და პროექტის ჩვეულებრივ რეჟიმში განხილვისა და დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო. http://www.interpressnews.ge/ge/politika/232214-jeims-hemiltoni-veneciis-komisiis-rekomendaciebi-garkveuli-droith-mosamarthleeebis-damoukideblobas-uzrunvelyofs.html
  7. გამოცემა Eurasianet-ი აქვეყნებს მოლი კორსოს სტატიას ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე ქართველ ქალებზე სათაურით: "ქართველი ქალები კაცებივით ბრძოლის უფლებებისთვის იბრძვიან". როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ავღანეთში, ნატო-ს ოპერაციებში საქართველოს ჩართულობა ქართველი ჯარისკაცი ქალების ახალ თაობას ქართულ "მაჩო საზოგადოებაში" ქალის როლის შესახებ წლების განმავლობაში არსებული სტერეოტიპის დანგრევაში ეხმარება. "უცხოელ დამპყრობლებთან ბრძოლიდან საუკუნეების შემდეგაც, ქართველი მამაკაცები საქვეყნოდ არიან ცნობილი, როგორც მებრძოლები და მცველები და მათი ეს როლი ყველგან იკვეთება – დაწყებული ფოლკლორული ცეკვებიდან, დამთავრებული იმით, თუ ვინ გადაიხდის რესტორანში. თუმცა, იარაღი ახლა ქართველმა ქალმაც აიღო ხელში და ომში წავიდა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი. როგორც მოლი კორსო წერს, 2009 წლიდან დღემდე, როცა საქართველო პირველად ჩაება ISAF-ის ოპერაციებში, ავღანეთში მოსამსახურე 1 561 ქართველი სამხედროდან, 33 ქალია. სტატიაში აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს განაწესი ქალებს მხოლოდ ადმინისტრაციულ, სამედიცინო და ჰუმანიტარულ სამსახურში სამსახურს ავალდებულებს, თუმცა ავღანეთში მყოფი ქართველი ქალები აცხადებენ, რომ ისინი პატრულირებენ ბაზებზე და ისევე უწევენ დახმარებას სამხედროებსა და ადგილობრივებს, როგორც ნებისმიერი ქართველი ჯარისკაცი. Eurasianet-ი წერს, რომ 34 წლის კაპრალი მაია ფულარიანი, ავღანეთში პირველად ჩასულ ქართველ ჯარისკაცთა შორის იყო. სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დანაყოფები ქაბულში ფრანგულ არმიას ექვემდებარება, ფულარიანი ამბობს, ის და კიდევ 7 ქართველი ჯარისკაცი ქალი, მამაკაცებთან ერთად პატრულირებდნენ. "ერთმანეთზე ვზრუნავდით. როცა სიჩუმე იყო საჭირო, ვჩუმდებოდით, როცა სიფრთხილე და წინდახედულება იყო საჭირო, სიფრთხილეს ვიჩენდით და მამაკაცებივით ვიდექით ბრძოლის ხაზზე", - აცხადებს ფულარიანი. თუმცა, როგორც მოლი კორსო წერს, კაპრალ ფულარიანის მსგავსი სამხედროები კვლავ უმცირესობაში არიან. საქართველოს სამხედრო სამსახურში მყოფ 966 ჯარისკაცი ქალიდან, რომლებიც ადმინისტრაციულ და სამედიცინო განყოფილებებში მსახურობენ, ბრძოლის ველზე არც ერთი არასდროს გასულა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, წინა წლებში პრობლემებს აწყდებოდნენ ქალები, რომლებიც სამხედრო სამსახურს ირჩევდნენ. "2004 წელს, როცა ყოფილი კაპიტანი ქეთევან თევზაძე საქართველოს სპეციალურ ჯარებში სწავლებას გადიოდა, 162 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში, ის ერთადერთი ქალი იყო. თუმცა, როგორც თავად ქეთევან თევზაძე აცხადებს, შენობაში არც ქალების ტუალეტი იყო არც მათთვის ცალკე გამოყოფილი საცხოვრებელი ყაზარმები. ამიტომ ქართველ კაპიტან ქალს მამაკაცებთან ერთად უწევდა საცხოვრებლის გაზიარება", - წერს მოლი კორსო. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველომ ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციას, რომლის მიხედვით, უნდა გაიზარდოს ქალების როლი უსაფრთხოების მისიებში, კონფლიქტის დარეგულირებისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხში. მოლი კორსო წერს, რომ საქართველოსთვის, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციისკენ მიისწრაფის, ეს რეკომენდაციები დამატებითი მოტივაცია იყო. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტი გოგონებისთვის უკვე ცალკე ოთახები და საშხაპეებია გამოყოფილი. თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ცვლილებების განხორციელება არც ისე იოლი იყო და კაპიტანი თევზაძე, რომელმაც სამხედრო სამსახური 2007 წელს დატოვა, მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, იძულებული იყო საოფისე საქმიანობა გაეგრძელებინა ერაყში. მოლი კორსო წერს, რომ ბევრი ქართველი კაცის მსგავსად, ქეთი თევზაძის მამა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი დავით თევზაძე საქართველოს სამხედრო სამსახურში ქალების ყოფნით შეშფოთებულია. "ომში ბრძოლა ქალის საქმე არ არის, მისი საქმე სიცოცხლის შექმნა და სიცოცხლისთვის ზრუნვაა", - ციტირებს სტატიის ავტორი დავით თევზაძის სიტყვებს. თუმცა, როგორც სტატიის ავტორი წერს, დავით თევზაძისვე რჩევით, საქართველოს მოსახლეობის მცირერიცხოვნებისა და არამყარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქართველებმა ბრმად არ უნდა მისდიონ ასეთ მოსაზრებებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში, თამარ მეფის მმართველობისას, 1921 წელს, წითელი არმიის წინააღმდეგ, ან მეორე მსოფლიო ომის დროს, ქართველი ქალები სამშობლოს გადასარჩენად მამაკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ. "საბრძოლველად მთელი მოსახლეობა უნდა იყოს მზად, რადგან თავისუფლება და სამშობლოს გათავისუფლება მსხვერპლს მოითხოვს", - მოჰყავს გამოცემას დავით თევზაძის სიტყვები.
  8. ფეისბუქიდან შემოსული კითხვა კიტხვის დამსმელი გიორგი ტაბატაძე Giorgi Tabatadze ასეთი კითხვა თუ შეიძლება: შეუძლია თქვას, რომელი ქვეყნის მინისტრია ბატონი ზაქარეიშვილი?
  9. გამარჯობათ, ბატონო პაატა 1) გაქვთ თუ არა კონტაქტი აფხაზი და ოსი ხალხის იქაურ წარმომადგენლებთან? როგორ შეაფასებდით მათ განწყობილებებს და არსებობს თუ არა გარდატეხის რაიმე სერიოზული საფუძველი? 2) არსებობს თუ არა სხვაობა არძინბას და ანქვაბს შორის? რატომ არიან აფხაზები ასე დაკომპლექებულები სახალხო დიპლომატიის შესაძლებლობის მიმართ? 3) რა დამოკიდებულება აქვთ აფხაზებს რუსებისადმი(ღია და ფარული ტენდენციები,რაც საიდუმლო არაა) რამდენადაა მიბმული რუსების ინტერესები აფხაზების ინტერესებთან და არსებობს თუ არა თემები,რაც მათ განსხვავებულად ესმით?
  10. დღეს დავბრუნდი საქართველოში. მინდა ყველა ჩემს გულშემატკივარს ვუთხრა მადლობა და მოვუწოდო სიმშვიდისაკენ. როგორც ახლა უკვე ნათლად იკვეთება, მომავალი რამდენიმე კვირა თანაარსებობის რთული პერიოდი იქნება. გახშირდება ვერბალური თავდასხმები მთავრობაზე და მის წევრებზე. ჩემი, როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრის ვალია, საზოგადოებას მივცე სიმშვიდის მაგალითი. ზოგიერთ ბრალდებას პასუხის ღირსად არ ვთვლი. თუმცა, სამშაბათს მექნება ეთერი პირველ არხზე, რომლის დროსაც გაშუქდება ის მნიშნველოვანი და წარმატებული ვიზიტები, რაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩავატარე და, თუ ჟურნალისტი ჩემი განათლებითაც დაინტერესდება, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, საზოგადოებას ამომწურავ პასუხს გავცემ. გკოცნით ყველას, თქვენი იურისტი, თეა წულუკიანი
  11. კითხვები ფორუმ ჯიდან: იუზერი ნარიკუდა ბატონო კახა სად არის თქვენი დაპირებული გაიაფებული ენერგო რესურსები? ტენოჩტილანი რა დრო დასჭირდა ფეხბურთელი რომ გამხდარიყო და რა დრო პოლიტიკოსად გახდომისათვის. ყვარყვარე მე მაქვს ეს კითხვები 1. 10% როდიდან აკლდება გაზის ტარიფს...ადრე თქვა მარტიდანო 2. 300 კვ ზემოთ ხერხდება თუ არა ტარიფის დაწევა.... 3. რატომ არ მუშაობენ უფრო აქტიურად პიარზე.... hantenbaini რა მდგომარეობაა ხუდონჰესთან დაკავშირებით. კონტრაქტი არსებობს თუ არა. თუ არსებობს, კონტრაქტის ხელმოწერამდე იყო თუ არა პროექტი გაზიარებული გარემოს დაცვის სამინისტროსთან. შეისწავლა თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრომ პროექტი, თუ მხოლოდ ხელმოსაწერად გადაეგზავნა. არის თუ არა გათვალიწინებული პროექტში ხაიშის მოსახლეობის აზრი? როგორ ხედავს მინისტრი საქართველოს ენერგორეურსების ათვისებას, დიდი ჰესები უცხოური ინვესტიციების ჩადებით თუ მცირე ჰესები? შესაძლებელია თუ მცირე ჰესების ასაშენებლად რეგიონულ ბიუჯეტებისთვის იყოს გათვალისწინებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში? მელანო პრეზიდენტობაზე ოცნებობთ,ბატონო კახი ?
  12. ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. "რუსთავი 2"-თან საუბარში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბუნება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გადაწყვიტა. "ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პატარა წვლილი შევიტანო ქვეყნის მშენებლობაში",-განაცხადა ჩხარტიშვილმა. რაც შეეხება კითხვას, მოხვდება თუ არა ის პოლიტდევნილთა სიაში, ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ ის არაფერს ითხოვს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, მოხვდება თუ არა ამ სიაში. http://www.interpressnews.ge/ge/politika/230770-vano-chkhartishvili-saqarthveloshi-dabrunda.html
×
×
  • შექმენი...