-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
მიდი გიგი, ჯიგარი ხარ! გამოძიების დედაც ჯეკ...
lasha_alo replied to მართვის თეორია's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
,,გამომძიებლები დასაკითხად არც მერიაში და არც ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არ მივლენ", _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შსს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ შსს ყველას მოუწოდებს პატივი სცენ კანონს. ,,მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ, დაემორჩილონ კანონს და ითანამშრომლონ გამოძიებასთან", - განაცხადა გიორგობიანმა. -
ძირითადი ინფრასტრუქტურა სულაც არაა განთავსებული ქ. სოჭში. უმეტესწილად ათვისებულია ქალაქის შემოგარენი, ადლერის ზონა. სრული რეპორტაჟი იხილეთ აქ: http://ibigdan.livej...m/12440237.html
-
მივესალმები იმ ფაქტს, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა შეცვალა თავისი ჩვეული მოწოდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების თაობაზე და ჩემს გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა. ის, რაც 8 თებერვალს მოხდა, ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღარ უნდა განმეორდეს. პოლიტიკური ძალადობა უნდა შეწყდეს, ისევე როგორც თავდასხმები ოპოზიციაზე, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, შეჭრა ადგილობრივ თვითმმართველობებში ან შერჩევითი დევნა. ჩვენ გვჭირდება კოჰაბიტაციის რეალური პროცესის დაწყება, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია და როგორც ეს სურს ჩვენს ხალხს. ჩემი გამოსვლის კვალდაკვალ და იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს მხოლოდ მონოლოგები და დეკლარაციები ტელეეკრანებიდან და გადავიდეთ კონკრეტულად საქმის განხილვაზე, ვიწვევ პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს დიალოგის გასამართად ჩემთან და ჩემი გუნდის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია უკვე ორშაბათს დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ მთელი რიგი საკანონმდებლო საკითხები, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოითხოვს კონსესუსს სხვადასხვა ინსტიტუტების მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის გზაზე. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის. ეს მოლაპარაკება მაშინვე დაიწყება, როგორც კი პრემიერ-მინისტრი მიიღებს ჩემს შეთავაზებას. ცხადია, პარალელურად, ასევე თანახმა ვარ მივიდე პარლამენტში და იქიდან მივმართო საზოგადოებას სიტყვით, რაც თავიდანვე არ უნდა გაეუქმებინათ. ჩვენი, როგორც არჩეული ლიდერების, ისტორიული პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ძალადობის პრევენციისთვის, რათა 90-იანების სამოქალაქო დაპირისპირება აღარასდროს განმეორდეს ამ ქვეყანაში. ვიმედოვნებ, რომ 8 თებერვლის სამარცხვინო მოვლენა გაკვეთილი იქნება და ბოლოს მოუღებს ძალადობისა და სიძულვილის მთელ სერიას, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი ჩვენს ქვეყანაში.
-
რთული თემაა
-
გამოიცანით ვინაა:))))))))))))
lasha_alo replied to Giorgi Kiskeidze's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისაა , ის -
ვინაიდან პროფილის სახით საიტის არსებობა უკვე ანაქრონიზმია, მივიღეთ გადაწყვეტილება გარდავქმნათ ჩვენი პროფილი ფეიჯად.გთხოვთ მოიწონოთ და მხარი დაგვიჭიროთ https://www.facebook.com/planeta.ge
-
ხუთშაბათს, 7 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდებიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტის("მგიმო")საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტები, კავკასიოლოგი ნიკოლაი სილაევი და ამერიკანისტი ანდრეი სუშენცოვი. ექსპერტები ისაუბრებენ მათ მიერ ჩატარებულ კვლევაზე და ამ კვლევაზე დაყრდნობით ექსპერტები ისეთ საკითხებს განიხილავენ , როგორიცაა საქართველოში არჩევნების შემდგომი პოლიტიკური სიტუაციის გავლენა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზაციაზე, მოსკოვს, თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ჰუმანიტარული და ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოტენციალი და ამ საკითხის გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე და ა.შ. შეხვედრა შედგება 7 თებერვალს 13 :00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსში 101 აუდიტორიაშ
-
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ვერულაშვილმა შესაბამისი განცხადებით საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტს უკვე მიმართა. ამ საკითხის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ირმა ნადირაშვილს და პარტიის პრესსამსახურის უფროს გიორგი პატარაიას დაუკავშირდა, რომელთა თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. რაც შეეხება მარიკა ვერულაშვილს, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. http://interpressnews.ge/ge/politika/22861...oba-datova.html
-
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ვერულაშვილმა შესაბამისი განცხადებით საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტს უკვე მიმართა.ამ საკითხის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ირმა ნადირაშვილს და პარტიის პრესსამსახურის უფროს გიორგი პატარაიას დაუკავშირდა, რომელთა თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.რაც შეეხება მარიკა ვერულაშვილს, მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. http://interpressnews.ge/ge/politika/22861...oba-datova.html
-
იყო საინტერესო პასაჟები პლანეტელთა შეფასებები დაიდოს
-
მექანიკური შეცდომა
-
http://www.youtube.com/watch?v=ttlp1wgM7go
-
ვინ იყო ზურაბ ჟვანია? როგორ შეაფასებდით მის მოღვაწეობას? მოკვდა თუ მოკლეს გოგლა ჟვანია დარწმუნებულია, რომ მისი ძმის საქმე უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების 8 წლისთავის აღსანიშნავად დღეს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დიდუბის პანთეონში მის საფლავზე შეიკრიბნენ. როგორც გოგლა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ პროკურატურასთან, თუმცა, რა ეტაპზეა საქმე, ამ დროისთვის დეტალებზე არ საუბრობს. "ძალიან დიდი ინტერესია ზურას საქმის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის უკანასკნელი წლისთავი, რომელსაც ჩვენ ვხვდებით ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლისთავზე ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება და საზოგადოება ამ საქმის შესახებ სიმართლეს გაიგებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. დეტალებზე ძნელია საუბარი, რადგან შეიძლება გამოძიებას ხელი შეეშალოს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს იყო მკვლელობა და ამას მოწმობს ის ახალი დეტალები, რომელიც არის საქმეში. უფრო კონკრეტულად კი ვერაფერს ვიტყვი", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ. ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია კი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, საქმე ძალიან მალე გაიხსნება. "არც ფორსირება არის საჭირო. დღევანდელ პროკურატურას აქვს სრული ნდობა როგორც ოჯახის, ასევე მეგობრების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება", - აღნიშნა ხოფერიამ. დიდუბის პანთეონში, ზურაბ ჟვანიას საფლავზე ოჯახის წევრებთან ერთად მეგობრები და ახლობლები შეიკრიბნენ. გარდა ამისა, მამა იოსებმა გარდაცვლილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. http://www.interpres...gaikhsneba.html
-
წყარო: http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-28-48/25628-qurthma-deputatma-somkheths-patieba-sthkhova.html?lang=ka-GE&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+Iveroni+%28Iveroni%29 ქალაქ მარდინის წარმომადგენელმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ "1915 წელს ქურთი ერი ისევე დაუნდობლად მოექცა სომხებს, როგორც თურქები". "ჩვენ ვთხოვთ პატიებას ჩვენი წინაპრების გამო, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით მოეპყრნენ სომხებს. ჩვენი ხელები მათი სისხლით არის დასვრილი,"-განაცხადა, თურქული პრესის ინფორმაციით, ქურთმა დეპუტატმა და იქვე დასძინა, რომ "თურქეთი ასევე ვალდებულია, სომხეთს პატიება სთხოვოს".
-
Saturn კანონის მიხედვით მართალი ხარ. ამის პრორექტორობის აზრს სიმართლე გითხრა, ვერ ჩავწვდი
-
შს სამინისტრომ ფალავანთა კლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე დაკითხა. ამასთან დაკითხულია ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი, რომელიც კურტანიძეს ფიხიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „Front News"-ს შს სამინისტროში განუცხადეს. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებიც მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. გამოძიებას ვაკე-საბურთალოს რაიონის მთავარი სამმართველო აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ ყაზარაშვილსა და კურტანიძეს შორის დაპირისპირება სამი დღის წინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო ოთახში მოხდა. ყაზარაშვილის მტკიცებით, ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მან არ დააკმაყოფილა კურტანიძის უკანონო მოთხოვნა მწვრთნელების სამსახურიდან ერთპიროვნულად გათავისუფლების თაობაზე. ამას თავად მწვრთნელებიც ადასტურებენ, თუმცა კურტანიძე კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ ყაზარაშვილი „სიბნელეში რაღაცას დაეჯახა და დაზიანებებიც ამ გზით მიიღო". http://frontnews.ge/index.php?action=news_read&cat=7&npid=12619&lang=geo
-
http://www.youtube.com/watch?v=edHo1JJCHVM http://www.youtube.com/watch?v=MCu1VqHwUqM
-
რა ბედი ელის გიგი უგულავას? შეძლებს ამ სკანდალიდან სუფთად გამოსვლას თუ ბაჩო ახალაიას ბედს გაიზიარებს? ჯერ არ ნებდება მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ჩიხშია და ჩქარობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ გუშინ თითქმის ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა. "აშკარაა, რომ პროკურატურა ჩიხშია, იმიტომ, რომ კიდევ ათასობით ადამიანის დაკითხვა მოუწევთ, რის შემდეგაც ამ ადამიანებს სასამართლოზეც დაკითხავენ. არც მე და არც საზოგადოების დიდი ნაწილი ჩახუთულ ოთახებში დაკითხვას არ ენდობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის დაკითხვა, ღია და საჯარო სასამართლოს წესით მოხდეს. ბრალდება იკვეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ხალხი გვყავდა დასაქმებული და ვუხდიდით ხელფასს. თვითონვე აღიარებენ, რომ ეს ფული ხალხს ხელფასის სახით დაურიგდა", - განაცხადა გიგი უგულავამ. მისი თქმით, კიდევ უფრო აბსურდული გამოძიება ტარდება სოციალურ აგენტებთან მიმართებაში. "აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დაახლოებით 20-22 ათასი ადამიანი ეყოლება პროკურატურას ქვეყნის მასშტაბით დასაკითხი. ეს იმხელა რაოდენობაა, რომ შესაძლოა, გაცილებით მეტი წელი დასჭირდეს ბოლომდე მიყვანას, ვიდრე შეიძლება ამ მთავრობამ ლეგიტიმურად დაჰყოს. ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა, როდესაც ამდენი პრობლემაა ქვეყანაში - ეკონომიკა, რომელიც თავზე გვექცევა და სამწუხაროდ, ეკონომიკური გუნდი ამის შესახებ არაფერს ეუბნება პრემიერმინისტრს. ფინანსთა სამინისტროს მთელი ჯგუფები კი დაკავებულები არიან ამ საქმიანობით", - განაცხადა უგულავამ. მისი თქმით, აწუხებს ის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ამასთან, დედაქალაქის მერი მზადაა, თუ კი გამოძიებას სხვა კითხვები გაუჩნდება, "მსგავსი რეჟიმით გასცეს პასუხი". გუშინ მერიაში პროკურორი ნუგზარ სალია და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თამარ კუჭავა მივიდნენ და "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებით თბილისის მერი დაკითხეს. გიგი უგულავას დაკითხვა მისსავე კაბინეტში, ადვოკატის გარეშე მიმდინარეობდა. გიგი უგულავას დაკითხვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შპს "თბილსერვის ჯგუფი" – ს საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა. "გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ. გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს. გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.