Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. akkai ჩემთვის მისი დამოკიდებულებაა მიუღებელი. წარმოიდგინე რეალურად რომ ეს პრინციპები რეალურად რომ გაატაროს
  2. არ გვინდა რა იქაურების გინებები. გვეყო
  3. ჯაბა სამუშიამ გიგი უგულავას წინააღმფეგ სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრების სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმების სქემას ეხება. თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ლიდერმა დოკუმენტაცია, ,,პირველი რადიოს" რადიო-კლუბში წარმოადგინა. მისი თქმით არჩევნების შემდეგ თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ჩამოყალიბებულ სამეთვალყურეო საბჭოებში "ნაციონალური მოძრაობის" დასაქმებულ წევრებს ხელფასები გაუორმაგდათ. http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-16-29/27429-jaba-samushiam-gigi-ugulavas-tsinaaghmdeg-skandaluri-dokumentebi-gamoaqveyna.html?lang=ka-GE#!prettyPhoto ,,დასაწყისში საუბარი იყო 36 ადამიანის დასაქმებაზე, გადანაწილებაზე ოთხი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოებში და თავდაპირველად თითო ადამიანს დაენიშნა 2 500 ლარი, მოგვიანებით კი, ეს თანხა გაუორმაგდათ. კერძოდ, 5 000 ლარი აქვს ხელფასი რუსუდან კერვალიშვილს, აკაკი სეფერთელაძეს, გიორგი ასანიძეს, გიგა ნასარიძეს, ხათუნა ოჩიაურს, გიორგი როინიშვილს, ლაშა დამენიას, ზაალ გამცემლიძეს, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში არიან დასაქმებულები. ასევე 5 000 ლარი აქვთ ყოველთვიური ანაზღაურება ლაშა მაქაცარიას, მაკა მეტრეველს, ქეთევან მჭედლიძეს, ირმა ნებიერიძეს, კობა ხაბაზს, დავით ჯანიაშვილს, გიორგი სულხანიშვილს, მამუკა სანებლიძეს და ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომლებიც შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობენ. ასევე, 5 000 ლარს იღებენ ხელფასს ეკატერინე ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ხახმელიძე, გიორგი ქავთარაძე, მამუკა გაჩეჩილაძე, მამუკა ხერხეულიძე, ზაზა ციციშვილი, დავით იონიშვილი და ესენი დასაქმებულები არიან შპს "თბილისის" ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში. ასევე შპს "ჰერმესის" სამეთვალყურეო საბჭოში ამავე თანხას, ხელფასის სახით, ასევე 5 000 ლარს იღებს ცხრა დასაქმებული მოქალაქე. ""-აცხადებს სამუშია ჯაბა სამუშიას თქმით, თითოეულ ორგანიზაციაზე ყოველთვიურად იხარჯება 45 000 ლარი, ოთხი ორგანიზაციისთვის კი ყოველთვიურად 180 000 ლარი, ასევე ოთხი ორგანიზაციაზე წლიურად ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 2 160 000 ლარი. ჯაბა სამუშიას განცხადებით, 36 ადამიანის დასაქმებაზე წელიწადში გამოყოფილი 2 160 000 ლარი საშუალოდ 4 000 ოპერაციის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი თბილისის მოქალაქეებისათვის. ,,არჩვენებზე, "ნაციონალური მოძრობის" დამარცხების შემდეგ, პარლამენტის ყოფილი წევრები გიგი უგულავამ მერიის მიერ დაფუძნებულ კომპანებში დაასაქმა რაც ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებისათვის შეიქმნა კომპანია სინათლის ქალაქი და კომპანია ჰერმესი. ამ კომპანიებში ყოფილი პარლამენტარებისთვის დანიშნული ხელფასები თვეში 5000 ლარს შეადგენს. ""-განაცხადა სამუშიამ
  4. რა მხრიდანაც შევაფასე იქნებ კიდევ გადახედო?!
  5. mama ღარიბაშვილის პასუხებმა მეც ვერ აღმაფრთოვანა ნუ მომაწერ მის გაპრავებებს .
  6. საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო უცირესობის წარმომადგენლებისა და შსს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისშეხვედრაზე. "ნაცმოძრაობის" დეპუტატებმა პოლიციის აკადემიის პრორექტორად ლუკა კურტანიძის დანიშვნა გააპროტესტეს. გიორგი ბარამიძის განცხადებით, კურტანიძე არის: "არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი და არ შეიძლება იყოს პოლიციელების აღმზრდელი". http://gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=8851%3Aq--------q&catid=74%3A2010-11-26-08-07-22&Itemid=125 ყველა ყველაფერი და ბარამიძე საერთოდ ხმას როგორ იღებს? რატომ არიან ამ დონის უტიფრები, ეტყობა ედოს და მისას დროს ისწავლეს ტყუილის ძალა
  7. განათლების სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას წინა ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი , ანდრია ურუშაძე და შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი შეუერთდნენ. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/233236-studentebis-aqcias-andria-urushadze-da-shotha-utiashvili-sheuerthdnen.html როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ანდრია ურუშაძემ განაცხადა, განათლების სამინისტროსა და აგრარული უნივერისტეტის სტუდენტების პოზიცია და აზრი ერთმანეთს ემთხვევა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აგრარულ უნივერსიტეტს უმოკლეს პერიოდში დაუბრუნდეს ავტორიზაცია, ამისთვის კი სურვილი და მონდომებაა საჭირო, რასაც ანდრია ურუშაძე იმედით უყურებს და აცხადებს, რომ ყველაფერი მალე დარეგულირდება. რაც შეეხება შოთა უტიაშვილს, მისი განცხადებით, ის მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს აგრარული უნივერისტეტის სტუდენტების მოთხოვნას და ხელისუფლების სურვილი, რომ მოწესრიგდეს არსებული პრობლემა, ძალიან მარტივია. როგორც შოთა უტიაშვილი აცხადებს, ამისთვის კეთილი ნებაა საჭირო. აგრარული უნივერისტეტის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარდასაჭერად "ტაბულას" მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილიც გამოჩნდა. ასევე აქვე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
  8. აყოლიებით ბევრს აიყოლიებს მაგრამ პრეზიდენტობამდე ვერ გაქაჩავს + ასეთი აზრები ნამეტანი ბევრისთვის იქნება პრობლემა
  9. ლევან ვასაძემ როგორც იქნა ღიად დააფიქსირა თავისი პოლიტიკური ამბიცია. მისი კონცეფცია ერთგვარად ემთხვევა "ეროვნულების" და "ტრადიციების დამცველთა" იმ ფრთის პოზიციას, ვისაც "პროქართული გზა" რეალობად მიაჩნიათ... ახალი არაფერი- რუსეთთან ფრთხილად, დასავლეთმა შეიძლება გაგვხრწნას, მორალი, ეთიკა, ტრადიციები, ქართველობ ,მეობა, კაცობა, ჯიგრის ყაურმა და ა.შ. თუ ეს კაცი პოლიტიკურ ჯგუფს ჩამოაყალიბებს, სერიოზული ელექტორატი ეყოლება,მაგრამ ამ მსოფლმხედველობის ადამიანს პირადად ჩემგან მხარდაჭერა ვერ ექნება. მეტიც, ზოგიოერთი ფრაგმენტის წაკითხვის დროს ფეისპალმი ბუნებრივად გამომივიდა http://www.kvirispalitra.ge/politic/16259-levan-vasadze-qeri-da-sakhelmtsifoq.html ციტატები: არის შემთხვევები, როდესაც ენა ერთია, მაგრამ ერები სხვადასხვა. როდესაც სერბთა ნაწილი იძულებით და არნახული სისასტიკით გააკათოლიკეს (აღწერილია შემთხვევები, როდესაც გაკათოლიკებაზე უარისმთქმელ მართლმადიდებელ სერბებს ცოცხლად ატყავებდნენ და დუნაიზე ტივებით უშვებდნენ, რათა მათ "ჯოჯოხეთის ნიავი ამ სიცოცხლეშივე ეგრძნოთ") მართლმადიდებელმა სერბებმა გაკათოლიკებულ სერბებს მათი მოდრეკისა და გამრუდებული სჯულისათვის კუზიანები ("ჰორბატი") უწოდეს. შემდგომში სერბებს გამოყოფილი "კუზიანების" ენამაც იცვალა ოდნავ სახე და ასე გაჩნდნენ ხორვატები, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ნამდვილ ვერსიას არც ერთი ხორვატი და უმეტესი დასავლეთევროპელი ისტორიკოსი არ დაეთანხმება...... ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ჩვენი ერთმორწმუნე რუსული კულტურის მაგალითი, რუსეთისა, რომელიც სამწუხაროდ, მიუხედავად თავისი კულტურული და ზნეობრივი წესის ჩვენთან ნათესაობისა, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მეგობარი და მოკავშირე იყოს, ორმხრივი შეცდომების შედეგად, ქართული სახელმწიფოს ამჟამინდელ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა..... ხV საუკუნის მოსკოვია- ცენტრულ რუსთა სათავადოსათვის კიევის მღვიმის (პეჩორას) ლავრის ეროვნულ-კულტურული მეობის განმსაზღვრელი როლის მიუხედავად, საკუთარი ერის საცხოვრისის დასავლეთ განაპირად ("უ-კრაინად") აღიქმებოდა და ასე გაჩნდნენ ნელ-ნელა უკრაინელები, რომლებიც ამის გამო რუსებს დღემდე "მოსკალებს"ეძახიან. თავის მხრივ, რუსებმა მათ "განაპირელობა" არ აკმარეს და ტარას ბულბასეული დნეპრისპირელი კაზაკების ვარცხნილობის გამო ხახოლები უწოდეს. აქ საგულისხმოა ისიც, რომ რუსულში არც კი არსებობს ერის აღმნიშვნელი საკუთარი სიტყვა. Нация რუსულში ბარბარიზმია და სლავური народ და люд უფრო ხალხად ითარგმნება ქართულად, ვიდრე ერად. პოლონური კათოლიციზმისაგან თავდაცვაში, მსოფლიოს ფლობის, ანუ "ვლადეი-მირობის, ვლადეი-ვოსტოკობის, ვლადეი-კავკაზობის" სამხრით-აღმოსავლით განხორციელებაში და მონღოლური ოქროს ურდოს ბატონობისაგან თავის დაღწევის სირთულის გაზვიადებულ წარმოსახვაში, როგორც სხვათა დაპყრობის თავის მართლების ეთნო-ფსიქოლოგიურ ფანდში, წარმოშობილი რუსი ერი სხვაა და რუსეთის ამჟამინდელი სახელმწიფო კი სულ სხვა. სამწუხაროდ, თავად ფედერაციის დაშლის აპოკალიფტიკური მოლოდინები აშკარად სახეზეა ჩეჩნეთისა და დაღესტნის უხორცებელი სეპარატისტული ჭრილობების სახით. ჩვენი მოძმე ეს და სხვა კავკასიელი ერები თვითგამორკვევის ურთულეს პროცესში იმყოფებიან და საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს ამ კონფლიქტებში, ამით იგი კრემლს დაემგვანება, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ერევა ამგვარ პროცესებში. რუსეთის მხრიდან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება სხვა არაფერია, თუ არა თავად რუსეთში არსებული საკუთარი ქვეყნის დაშლის შინაგანი შიშის რეფლექსია. ამ შიშის სავალალო, ირაციონალური და მაზოხისტური პროექცია ისურვა კრემლმა ჩვენს სახელმწიფოზე ირაციონალიზმის გარდა სხვა რითი აიხსნება რუსეთის მიერ თვითმავნებლური გამოცხადება იმისა, რომ ოსებს, რომელთა 95%-ზე მეტიც რუსეთში ცხოვრობს, ეკუთვნით საკუთარი სახელმწიფო? - საკუთარი ემოციური სიშტერის ხაფანგი, ან დერჟიმორდობით შენიღბული რუსეთის ინტერესების ცინიკური ღალატი, რომლის შედეგებსაც ოკუპანტის საერთაშორისო სტატუსში ჩავარდნილი რუსეთი აწი, სამწუხაროდ, მხოლოდ მძიმე დანაკარგებით თუ დააღწევს თავს, თუ რამეს სასწრაფოდ თავად არ იღონებს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად. ხოლო ქართული დაბა ცხინვალის პირვანდელი დასახელება კი დაბა ბრწყინვალე იყო, რომელზეც XVIII საუკუნის პირველმა რუსმა სამხედრო ექსპედიციის მომხსენებელმა დაწერა, "остановились в селении Брцхинвале ამჟამად კი კრემლისაგან სახელმწიფოებრიობა მინიჭებული ოსების გარდა დღევანდელ რუსეთში ათობით ერი ცხოვრობს, რომელთა ნაწილიც ეძიებს არა მარტო თავისი იდენტურობის შენარჩუნებას, არამედ საკუთარი სახელმწიფოებრიობის მოპოვებასაც. და სხვათა შორის, უგუნურია ის ქართველი, ვინც ფიქრობს, რომ ეს რამეში არგია თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. აქ გავბედავთ და თანამედრვე საქართველოში უაღრესად არაპოპულარულ და სახიფათო აზრს ვიტყვით: ერთმორწმუნე რუსები კულტურულადაც და ზნეობრივადაც ჩვენი მტრები კი არა, ჩვენი მოკავშირეები არიან და ორივე ერის ძალიან დიდი შეცდომა და ამ ერების მტრული ძალების დიდი ჩალიჩის შედეგი არის ჩვენი ასეთ დაპირისპირებამდე მისვლა. საქართველო არასოდეს შეეგუება თავისი ძირძველი მიწების წართმევას და სანამ რუსეთი არ მიხვდება, რომ მას საქართველოს ნამსხვრევების ნაცვლად თავად საქართველოსთან სჭირდება მოკავშირეობა, მანამდე იქნება ორივე ქვეყანა გაჩხერილი ამ ორივესათვის უაღრესად მავნებელ ჩიხში. ამჟამად ჩვენი პოლიტიკური ელიტის მხრიდან გვესმის ერთი პოსტულატი, რომელზეც, როგორც ჩანს, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი, თუნდაც ერთმანეთისადმი ყველაზე შეურიგებელი პოლიტიკოსი, თანხმდება: ჩვენი ერისა და სახელმწიფოს მთავარი მიზანია ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება, ევროპული ღირებულებების გაზიარება და ევროპულ ოჯახში ჩვენი ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ეს გასაგებიცაა, დასავლეთს, როგორც თანამედროვე ცივილიზაციისა და ეკონომიკის ჯერ კიდევ მთავარ ძრავას, უამრავი მიღწევა აქვს, რომელიც ჩვენთვის დღემდე სანატრელად რჩება. და იქნებ ამ წერილში არც ღირდეს ამ მიღწევათა ბანალური ჩამოთვლა, ისინი ისედაც ყველასათვის კარგად არის ცნობილი. უბრალოდ ვთქვათ, რომ დასავლეთის არნახული მიღწევები ყოფის ოპტიმიზაციასა და მოწესრიგებაში, მისი საზოგადოებების საარაკო კანონმორჩილება, წესრიგის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, შესაშური სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი დასავლურ ცივილიზაციას დღემდე დედამიწის თანამედროვე ფლაგმანის როლს უნარჩუნებენ და დანარჩენ კაცობრიობას იმდენად ხიბლავენ, რომ იგი უმეტესწილად ვერ და არ ამჩნევს იმავე დასავლეთის მიმდინარე დეკადანსის უკიდურესად შემაშფოთებელ ტენდენციებს მეორე მხრივ ჩვენი ეს დეკლარაცია, თანამედროვე დასავლურ ოჯახში ინტეგრაციისა და იქ ღირსეული ადგილის დამკვიდრების სურვილის თაობაზე, თავისთავად უაღრესად წინააღმდეგობრივია, რადგან ევროატლანტიკურ სივრცეში შემავალ სახელმწიფოთა და ერთა შორის უამრავი მსგავსებაცაა და უამრავი განსხვავებაც. მაგალითად, ერთია ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული, თუნდაც დღეისათვის ამ საფუძველეროზირებული ევროპა და მეორეა ატლანტის ოკეანის გადაღმა მყოფი ამერიკა-კანადა, რომელთა კულტურულ დნმ-შიც ქრისტიანობა კიდევ უფრო ნაკლებ როლს თამაშობს და იმდენადაა გაზავებული ჩვენთვის გასაგები ქრისტიანობის აღქმისაგან მისგან, ლამის ისლამზე შორს მდგომი პროტესტანტიზმისა (თუ მერე კათოლიციზმისგან თუ პროტესტანტიზმისაგან ნაბარტყ ანგლიკანიზმში, ბაპტიზმში, პრესვითერიანიზმში, სამხრეთ მეთოდიზმსა და სხვა "ქრისტიანიზმებში") და თვითმყოფადი იუდაიზმის გავლენებში, რომ ცოტაღა რჩება საერთო ჩვენთან ღირებულებრივი და ზნეობრივ-ეთნოფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ასავლურ ქვეყნებშივე ძალას იკრებს პედოფილიის ორგანიზებული პოლიტიკური მოძრაობა, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე შექმნილია პედოფილიის პროპაგანდის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბებას და სქესობრივი კავშირისათვის დასაშვები ასაკის 14, ან სულაც 12 წლამდე ჩამოწევას, მამაკაცების ბიჭებთან სქესობრივი კავშირის ლეგალიზაციის მოთხოვნას. ერთი ასეთი პოლიტიკური მოძრაობა უკვე არსებობს ჰოლანდიაში, როგორც დასავლეთის "გამოხატვის თავისუფლების" ფლაგმანში, არის ასეთი საზოგადოებები ჩრდილო ამერიკის კონტინენტზეც. და თუ მომავალში რომელიმე დასავლური პარლამენტი საკმარისად გაიხრწნება, რათა მხარი დაუჭიროს პედოფილისტურ კანონს, კაცობრიობის დეგრადაციის ეს ფორმაც რეალობა გახდება იმ ქვეყანაში. რამეთუ თანამედროვე დასავლეთში ზნეობა უმეტესწილად გატოლებულია მოქმედ კანონმდებლობასთან, რაც არ არის აკრძალული კანონით, ყველაფერი ის შეიძლება ადამიანისათვის. და თუ ვინმეს პედოფილიის ლეგალიზაცია შეუძლებელი მიაჩნია, გადახედოს უახლეს ისტორიას და დარწმუნდეს, რომ ზუსტად ასევე შეუძლებელი ჩანდა ერთსქესიანი "ქორწინების" ლეგალიზაციაც ჯერ კიდევ ჩვენი ცხოვრების ადრინდელ პერიოდში. მსოფლიოში ყველაზე "თავისუფალი" ქვეყანა, აშშ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა პატიმართა პროცენტული რაოდენობით თავის მოსახლეობასთან შეფარდებით. მას ამ 9 წლის განმავლობაში თავდაჯერებულად წამოეწია სააკაშვილის მმართველობის ხანის საქართველო, რომელმაც 2003 წლის 59-ე ადგილიდან ამაყად დაიკავა მსოფლიოში მეორე ადგილი 2012 წელს. და თუ საქართველოში არჩევნებისათვის მოსახლეობის რაოდენობის ხელოვნურად გაზრდილ მაჩვენებლებსა და პატიმართა რაოდენობის შენიღბულ მაჩვენებლებს გადავამოწმებთ, იქნებ აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენ რაღაც მომენტში, როდესაც მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით 24 ათასი პატიმარი დაგვიფიქსირდა, სინამდვილეში პროცენტულად აშშ-საც კი ვაჯობეთ და მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით. მივიღებთ პასუხს იმის შესახებ, რომ დემოკრატიის უნივერსალური გასაზღვრება არ არსებობს. იმავე ინტერნეტ-წყაროს მონაცემებით, მისი ლინგვისტური ვერსიიდან გამომდინარე, შევძლებთ დავითვალოთ თორმეტზე მეტი ფორმის დემოკრატია, რომელთაგან ორი ისლამურია და ლიბერალური კი - ერთ-ერთი. დემოკრატიის ფორმების მრავალფეროვნება კაცობრიობისათვის დიდი ხანია ცნობილია, ჩვენს წელთაღრიცხვამდელი მესოპოტამიის მონარქთა დროებითი არჩევითობითა და პენსიაში გაშვება იქნება ეს, პაკისტანისა და ინდოეთის სოფლის მართვის პანჩაიატის სისტემები თუ ჩვენებური ხევისბერებისა და მახვშების ინსტიტუტები. და გაუგებარია, რატომ უნდა ჩავთვალოთ მსგავსი მრავალფეროვნების პლანეტის ერებმა ხალხის მმართველობის რომელიმე ერთი ფორმა საყოველთაო სტანდარტად. ჩვენივე უახლესი ისტორია გვიჩვენებს, რომ ვინმემ რომც განიზრახოს დასავლეთის სრული, ზედმიწევნითი ასლის შექმნა საქართველოში, იგი ამას მაინც ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენს ერსა და ქვეყანას მართებს გულთგონიერი გამომრჩევლობის უნარის გამოვლინება დასავლურ ცივილიზაციასთან დიალოგში. არ უნდა ვიმეოროთ თუთიყუშებივით არც საზოგადოებამ და არც პოლიტიკოსებმა მათეული კლიშეები და ლოზუნგები. ადამიანს სჭირდება არა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული შიდაეროვნული პროდუქტის ნომინალური დოლარების მაქსიმალური რაოდენობა, არამედ ადამიანური გარემო, რომლის საფუძველიც არის მხოლოდ და მხოლოდ ოჯახი, სიმშვიდე, ეკოლოგიურად სუფთა საჭმელ-სასმელი, განცდა ადამიანის მიერ სხვა ადამიანისაგან (და არა მხოლოდ ინსტიტუტისაგან) ადამიანური დამოკიდებულებისა და თანადგომისა. და სწორედ ესენი არის უდიდესი დეფიციტის კატეგორიები დასავლეთში. ამასობაში დასავლური ქვეყნების პოლიტიკის სადისკუსიო სპექტრი, ხელოვნურად გაყოფილი მემარჯვენეებსა და მემარცხენეებზე, შემოიფარგლება უპრიმიტიულესი და დაუსრულებელი კამათით კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის. ეს კამათი მიწოდებულია დასავლეთის ე.წ. ოქროს მილიარდიანი მოსახლეობისათვის, როგორც უსასრულო დებატი და მთლიანად და თავისუფლად ეტევა ამ საერთო მცდარი და ჩიხური ვექტორის ფარგლებში, თუ გნებავთ, შეადგენს ამ ჩიხური ვექტორის მარჯვენა და მარცხენა წახნაგებს. მეცხრამეტე საუკუნის უდიდეს ფილოსოფოსს, ვლადიმერ სოლოვიოვს, თავის ცნობილ ნაშრომში "Чтения о Богочеловечестве," (თარგმ. "კითხვანი ღმრთის განკაცების თაობაზე") ნათქვამი აქვს, რომ ძირეული განსხვავება ქრისტიანობასა და სოციალიზმს შორის იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტიანობა ურჩევს ადამიანს გაიღოს თავისი, ხოლო სოციალიზმი მოითხოვს ჩამოერთმეულ იქნეს სხვისიო. და საოცარია, რაოდენ უსასრულო და ჩიხურია დასავლეთში კამათი შემქმნელ და მშოვნელ მომმოქმედებელსა (ენტრეპრენეურ - ფრანგ.) და წამრთმევ და მხარჯველ მოხელეს (ბეაუროცრატ - ფრანგ.) შორის. უფრო მოქნილი პოლიტიკისა და დიპლომატიის ქვეყნები, რომლებიც სამართლიანად აღიარებენ დასავლეთის დროებით უპირატესობას სამეცნიერო-ტექნიკურ და სამოქალაქო ინსტიტუტების მშენებლობის ეფექტურობის სფეროებში (ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, თურქეთი, არაბეთის ქვეყნების უმრავლესობა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უმრავლესობა,), მაგრამ ამავე დროს არ მიიჩნევენ საკუთარ საზოგადოებრივ წესწყობილებასა და ზნეობრივ ნორმებში დასავლეთის ჩარევას მისაღებს, ხისტებზე უფრო ნაკლები აგრესიის ქვეშ ეწევიან საკუთარ განვითარებას. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ზოგჯერ ეს მათი ზომების გამო უფროა შესაძლებელი, მაგრამ საბჭოთა კავშირის მაგალითი საპირისპიროს მოწმობს: უზარმაზარმა ქვეყანამაც კი, აირჩია რა დასავლეთთან ხისტი დაპირისპირების პოლიტიკა, ვერ გაუძლო მასთან ჭიდილს და დაინგრა, ხოლო შეუდარებლად უფრო მცირე და სუსტი საუდის არაბეთიცა და სამხრეთ კორეაც ასე თუ ისე დღემდე ახერხებენ თავიანთი ზნეობრივ-კულტურული ნორმების შენარჩუნებას და პარალელურად მატერიალურ-ტექნიკურ განვითარებას. მაგრამ ადრე თუ გვიან ქვეყანამ საკუთარი, ხალხის ნების ამსახველი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს. და აქ მხოლოდ ბუა რუსეთისაგან გაქცევის სურვილი ვერ იქნება ჩვენი ინტელექტუალური, კულტურული და სოციალურ-პოლიტიკური ორიენტირი, თორემ შეიძლება ვაის გავეყაროთ და უის შევეყაროთ დასაწყისისათვის, ჩვენი ერი და ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს მცდარი წარმოსახვითი სურათისაგან, რომელშიც იგი საუკუნეების მანძილზე იმყოფება, მას შემდეგ, რაც ხელი აიღო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მცხოვრები ერის მსოფლხედვაზე. ამ მცდარ, წარმოსახვით სურათში ჩვენი ერი ხშირად წარმოგვიდგენია პატარა, უსუსურ, აფრებდაფლეთილ გემად, რომელმაც, არიქა, ღელვას უნდა შეასწროს რომელიმე მყუდრო ნავსაყუდელში, სადაც მას უფასოდ დააპურებენ. ჩვენს წარმოსახვაში ეს ნავსაყუდელიცა და ღელვაც ხან რუსეთია და ხან დასავლეთი. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ამ ბოლო წლებში საქართველო ხისტი პროდასავლური ტიპის ქვეყნად წარმოდგებოდა. ამის ძირითადი მიზეზი იყო არა იმდენად ე.წ. ფასეულობების თანხვედრა ჩვენსა და დასავლეთს შორის, რამდენადაც ჩვენ მიერ რუსეთის აგრესიისაგან თავშესაფრის ძიებისა და თვითგადარჩენის ბუნებრივი სურვილი. ალბათ, არაფერი ამ სახელისუფლებო პერიოდში არ იყო ისე შორს სიმართლისაგან, როგორც მისი ეკონომიკური ვაიიდეოლოგების გუნდის მიერ დაჩემებული ე.წ. ულტრამემარჯვენე ეკონომიკური ლიბერტარიანიზმი. რუსეთში ვერშემდგარი ოლიგარქებითა და დასავლეთში ვერშემდგარი ბანკირებითა და იურისტებით წარმოდგენილი ეკონომიკურ ვაიიდეოლოგთა "ბრიაშკა" სინამდვილეში სრულიად არცხვენდა საკუთარი საქციელით ყველა ლიბერტარიანულ კერპს, რომელთა სახელებსაც ფიცულობდა თავის რიტორიკასა და პუბლიცისტიკაში, მილტონ ფრიდმანი იქნებოდა ეს თუ ეინ რენდად წოდებული პეტერბურგელი ალისა ზინოვის ასული როზენბაუმი. ყველა დამწყები ლიბერალ-ეკონომისტისათვის და რენდისეული ობიექტივიზმის ფილოსოფიის მიმდევრისათვის, სწორად თუ მცდარად, იდეალური მთავრობა არის "მკვდარი" მთავრობა, მინიმიზირებული ხარჯებისა, ბიუროკრატიისა და აქტივობის საფოსტო ყუთი. ამ უტოპიურ საფოსტო ყუთში, ლიბერტარიანების ფანტაზიის მიხედვით, ავტომატურად იკრიბება მინიმალური გადასახადები. ასეთი აბსურდის თეატრის ახსნა მხოლოდ ორი, ურთიერთგამომრიცხავი გზით შეიძლება: საქართველოს სინგაპურიზაციის ლოზუნგის ავტორების სრული სიშლეგით ან უკიდურესი ცბიერებით. საერთოდ არ იქნებოდა ურიგო ამ სიშლეგის ხარისხის საჯაროდ შემოწმება პროფესოინალების მიერ. მაგრამ ამავე დროს სრული სიშლეგე თვითმავნებლობასაც გულისხმობს. თუ გადავხედავთ მმართველი ელიტის ზღაპრული გამდიდრების ტემპებსა და საარაკო ჰედონიზმს, უნებლიეთ მოგვიწევს გამოვრიცხოთ სიშლეგე და დავფიქრდეთ მათ უკიდურეს ცბიერებასა და ორპირობაზე არაერთხელ გვსმენია დასავლეთის წარმომადგენელთა და თანამშრომელთაგან ჩვენი დამოძღვრა იმის შესახებ, რომ ადამიანის პატივისცემა მისი ე.წ "სექსუალური ორიენტაციის" მიუხედავად, გახლავთ ადამიანის ფუნდამენტური უფლება. მაგაში, შეგვინდეთ, მაგრამ ვერასოდეს დავეთანხმებით დასავლეთის თანამედროვე, ატროფირებულ ფორმაციას. ადამიანის პატივისცემა პატივსაცემის ფუნდამენტური უფლება კი არ გახლავთ, არამედ იმ ადამიანის თავისუფალი არჩევანი, რომელმაც მას პატივი უნდა სცეს. და ამ თავისუფალი არჩევანის მოსპობა და ამ "პატივისცემის" დაძალება გახლავთ სწორედ იმ უმძიმეს შეცდომათაგანი, რომელიც თანამედროვე დასავლურ ლიბერალიზმს მსოფლიოს ყველაზე აგრესიულ რელიგიად აყალიბებს, რომელიც ყველას, ვინც მას ეურჩება, მაგრამ ამიერიდან, ჩამოიგდო რა ქვეყანამ მხრებიდან დესპოტი რეჟიმი, შეიძლება გამოითქვას ფრთხილი იმედი იმის შესახებ, რომ მას, როგორც იქნა, შესაძლოა დროებით ისევ მიეცა საკუთარი სოციალურ-პოლიტიკური კურსის არსებულ რეალიებში განსაზღვრის საშუალება. აქამდე ნებისმიერი მცდელობა დასავლეთის, როგორც აბსოლუტური კერპის კრიტიკისა საქართველოში განწირული იყო მარგინალიზაციისთვის და რაც მთავარია, სრულ უშედეგობაზე საზოგადოებრივი და პოლიტიკური რეზონანსის თვალსაზრისით. ამჟამად კი დადგა დრო სახელმწიფო პოლიტიკის რაციონალური გააზრებისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ორი აზრი არ არის, რომ დასავლეთისგან სასწავლი სიბრძნეებიდან ჩვენ ყველაზე უფრო შრომის კულტურის აღდგენა გვესაჭიროება. ეს მეტად კომპლექსური საკითხია და მისი გადაწყვეტა მხოლოდ ჩვენი ეთნოფსიქიკის ზედმიწევნითი ანალიზისა და არსებული ეკონომიკურ-დემოგრაფიული რეალიების გათვალისწინებით შეიძლება მოხდეს. ჩვენი წერილის მთავარი თემა აქ არ იძლევა ამის საშუალებას, თუმცა იქნებ ამ საკითხის ღრმა განხილვა ცალკე წერილადაც კი ღირდეს. აქ კი მოკლედ ვთქვათ, რომ სამხრეთული ერისათვის საყოველთაოდ დამახასიათებელი სიზარმაცის გარდა ჩვენ კიდევ სამი უბედურება დაგვემართა: პირველი ეს იყო რუსიფიკაციის სანაცვლოდ დოტაციების უხვად გადამხდელი რუსეთის იმპერია, რომელმაც ჩვენს ბუნებრივ სამხრეთულ სიზარმაცეს დიდად შეუწყო ხელი, მეორე - კერძო ინიციატივის ჩამომრთმევი და დამსჯელი კომუნიზმი და მესამე - საბჭოთა პერიოდში აგროტურისტული ზონის მცხოვრებთათვის არაბუნებრივად გამამდიდრებელი ხელოვნური ფასთწარმოქმნის სისტემა. ამ სამმა უბედურებამ კი, თავის მხრივ, მთლად დაასამარა ჩვენი ეროვნული მომმოქმედებლობის ნარჩენები. ამ ჭაობიდან ამოსვლა კრებითი ზომების მიღებას საჭიროებს და ისინი მხოლოდ საკანონმდებლო-ეკონომიკურ ხასიათს როდი ატარებს. უდავოა, რომ ამ სფეროში ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა თანამედროვე მსოფლიოში დასავლეთზე უკეთეს მაგალითს მხოლოდ ჩინეთში თუ მონახავს. თუმცა, გეოგრაფიულადაც, კულტურულადაც და ლინგვისტურადაც ეს უკანასკნელი ბევრად ძნელი და ნაკლებად ლოგიკური მოდელი იქნებოდა მისაბაძად. მეორე რამ, რაშიც საქართველო უამბიციო შეგირდად უნდა დაუდგეს დასავლეთს, გახლავთ სამეცნიერო-ტექნიკური სფერო. თუმცა აქ ეს უნდა გაკეთდეს არა იმ უბადრუკი პროვინციალიზმით, რომლითაც წასული ხელისუფლების ვაიიდეოლოგები ოპერირებდნენ და რომლითაც ისინი საგანმანათლებლო ინსტიტუტებსაც კი აარსებდნენ და მართავდნენ, არამედ საქართველოში მყოფ და მთელს მსოფლიოში მოფანტულ ჩვენს სამეცნიერო ინტელიგენციაზე მარჯვე დაყრდნობით. ნულიდან შენების ნაცვლად ჩვენ უნდა გამოვავლინოთ შემორჩენილი ეროვნული სამეცნიერო პოტენციალის გადარჩენისა და მასზე დამყნობის ფილიგრანული უნარი. უნდა აღდგეს და შესატყვისად დაფინანსდეს ფუნდამენტური მეცნიერების დარგები და დანაშაულებრივად გაუქმებული ინსტიტუტები, როგორც ტექნიკურ, ისე ჰუმანიტარულ სფეროებში და ამას უნდა მოებას საკუთარი და იმპორტირებული ცოდნა გამოყენებით მეცნიერებებში. ეს კი, თავის მხრივ, ჩვენს ერს საკუთარი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის შესაბამის ასპარეზს მისცემს. მესამე, და იქნებ ბოლო სფერო, რომელშიც დასავლეთი ჩვენთვის ავტორიტეტი უნდა იყოს, არის სამოქალაქო და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა. თუმცა პირველი ორისაგან განსხვავებით, აქ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს, რათა ელექსირს შხამი არ მოვაყოლოთ და ის სავალალო შედეგები არ ვიწვნიოთ, რომლებშიც ასე მარცხდება ამჟამად თანამედროვე დასავლეთი. ვიყოთ უფრო კონკრეტულნი და ვაღიაროთ, რომ აქ უმთავრესად ანგლოსაქსური სამოქალაქო ინსტიტუტების ტრადიციაზე გვაქვს საუბარი. ესპანეთისა და საფრანგეთის (რუსეთისაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ყველა ყოფილი კოლონია დღემდე კოჭლობით კვდება, ხოლო ბრიტანეთის ყველა ყოფილი კოლონია მატერიალურად და ორგანიზაციულად ხარობს და ეს ვერ იქნება უბრალო დამთხვევა. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, საზოგადოებრივი ინსტიტუტების შესაბამის მოწინავე ყაიდაზე გამართვას ჩვენ არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი საზოგადოებრივი ნორმები და ზნეობა. ან, კიდევ, რას ჰგავს თბილისში საჯარო სკოლის წინ ნორვეგიელი მამაკაცების შარშანდელი ლოშნაობა, როგორც "ადამიანის თავისუფლების" უზენაესი მაგალითის დემონსტრაცია? იმ ნორვეგიელებისა, რომლებსაც საკუთარი ანდრეს ბრეივიკისათვის ვერ მოუვლიათ, რომელმაც აგერ 72 ადამიანი ამოხოცა კურდღლებივით, ჩვენი ქუთაისელი გოგონას ჩათვლით, არიქა, გვიშველეთ მუსლიმანები მოდიან და მრავლდებიანო. და მერე რას ჰგავს ამ უმსგავსობის მხარდაჭერა დასავლელი ელჩებისაგან ქვეყანასა და კულტურაში, სადაც მათ დიპლომატია მოეთხოვებათ. ამ კონტექსტში ცოტა უნდა ვიმყოფინოთ კიდეც საბჭოთა კავშირის ამდენი გინება. ამ სტატიის ავტორს ოთხი დიდი ბაბუა ჰყავს დახვრეტილი და გადასახლებული გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ, არავინ ოჯახში პარტიული არ ჰყოლია, რადგანაც მისი ოჯახის ტრადიციაში ეს უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა. ეს ავტორივე გასული საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი აქტიური წევრი გახლდათ თავისი თაობის სხვა პატრიოტებთან ერთად. იგი 9 აპრილს ცოცხლად დარჩენილთა შორის ერთ-ერთი უმძიმესი დაჭრილი იყო და ნაწილობრივ დაბრმავდა კიდეც ცალ თვალზე მიღებული დაზიანებების შედეგად და მას იქ არ უნახავს არც მიშა სააკაშვილი და არც სხვა "ნაციონალი" ფაცნები, რომლებიც პარტიულ ხიზილალაზე იზრდებოდნენ პარტიული ნომენკლატურისა და კა-გე-ბეს ოფიცრების ოჯახებში და პარტიული ბლატით ეწყობოდნენ კა-გებ-ეს სკოლებში. მაგრამ ტოტალიტარულმა ეპოქამ, რომელმაც ამდენი მსხვერპლი მოუტანა ჩვენს ოჯახებს, ამავე დროს დაამარცხა ფაშიზმი, რასაც არ უნდა ამტკიცებდნენ ახლა დასავლელი სამხედრო ვაიისტორიკოსები. ამავე ეპოქამ შექმნა საქართველოში იმ მასშტაბის ინდუსტრიალიზაცია, დოვლათი, სტაბილურობა, განათლება, სპორტი და კულტურული პლასტი, რომ მის ზომასა და მრავალფეროვნებას ბევრი დიდი ევროპული ქვეყანაც კი ვერ შეედრება და რომლის ღებვა-განახლებასა და ლენტის თავიდან გაჭრას ვერ აუდის თანამედროვეობა. ამიტომ ამ ჩვენმა საბჭოთა გვამის მაგინებლებმა, გამოზრდილებმა მაგავე მყრალი გვამის ლეშზე, ჯერ ლადო ასათიანისნაირი ლექსი თქვან, გიორგი შენგელაიას "ვერის უბნის მელოდიების" მსგავსი შედევრის მეასედი გადაიღონ, რამაზ ჩხიკვაძისნაირად იარტისტონ, ჭაბუა ამირეჯიბის მეათასედი დაწერონ ან მემილიონედი წაიკითხონ, მერაბ ბერძენიშვილისნაირი რამე გამოაქანდაკონ, ავთო ვარაზისნაირი რამე დახატონ, დათო ყიფიანისნაირად ბურთს ფეხი გაარტყან, ვასილ მჟავანაძისნაირად თავმდაბლად იცხოვრონ და მერე ლანძღონ მამების თაობა და გვაკვირვონ შიშველი უკანალების კულტურული სიახლით კაცობრიობისათვის. ეპოქა, რომელშიც ქართველი დედამიწის ერთ მეექვსედზე, 400-მილიონიან აღმოსავლეთევროპულ და შუააზიურ სირვცეში პატივცემულ ერად მიიჩნეოდა, ყველგან თავისუფლად მოძრაობდა და აკეთებდა თავის საქმეს, დაინგრა თავისი უღმერთობის გამო. მისი ქარის მოტანილი კოლოსალური დოვლათი, რომელიც ზნეობას დაშორებულმა ერმა ქალების დევნასა და დუდუკში იხმარა, მისი დანგრევის ქარმავე წაიღო. იგი შეიცვალა ეპოქაზე, რომელშიც ყველა თავისუფალ ადამიანს ერჩივნოს ყოფნა ღმერთისა, თავისი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის იმედზე. მაგრამ ამ ახალ ეპოქაში ახალი მეპატრონე იდეოლოგია-იმპერია ქართველებს თავისი საელჩოების რიგებში აყურყუტებს და თუ უბოძა ნებართვა სტუმრობისა, იქ ჩასულს ძაღლად არ აგდებს. და რომელიც აწი ასევე ნელ-ნელა ინგრევა თავისივე უღმერთობით. არც ერთი უქნია ჩვენთვის ღმერთს და არც - მეორე, მაგრამ რა არის ეს გაუთავებელი, უსირცხვილო გინება საკუთარი წარსულისა? ჩვენ ყველა დროში ჩვენი სამშობლოს გადარჩენაზე უნდა ვზრუნავდეთ და ამიტომ ყველა დროში, ყველა იდეოლოგიაში და იმპერიაში უნდა ვიღებდეთ და ვიტოვებდეთ მარგს და არ ვაჭაჭანებდეთ მიუღებელს.
  10. სმაილებზე მითხარით რაა მოვსპო და რა დავალაგო?
  11. ამ ფორუმის მოდერატორები არიან Anima Libera, Nukriko პოლიტიკის განყოფილებას სხვაა მოდერატორი არ ყავს
  12. ჟურნალ ტაბულას რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ახალი ხელისუფლების საქმიანობის მოკლე აღწერას "ფეისბუქზე" აკეთებს. "საქართველოს ახალი ხელისუფლების საქმიანობის მოკლე აღწერა: 1) ვხურავთ კარგს (აგრარული)- ვინარჩუნებთ ცუდს (გეპეი) 2) ვაგინებთ ევროპელებს - ვუყვავებთ რუსებს 3) ვივიწყებთ საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულებს - ვიხსენებთ სააკაშვილის რეჟიმის მიერ "რეპრესირებულებს" 4) ვიჭერთ გვარამიას და ხიზანიშვილს - ვათავისუფლებთ ჩახალიანს, რუსეთის ჯაშუშებს და რელიგიურ ექსტრემისტებს", - წერს ჩერგოლეიშვილი. http://www.iveroni.com.ge/politika/29063-thamar-chergoleishvili-vkhuravth-kargs-agraruli-vinarchunebth-cuds-gepei.html?lang=ka-GE
  13. დეგა ] თუ რუსეთ-საქართველოს შეთანხმება სედგა , აფხაზს ვინ რას კითხავს მად? უკაცრავად და ჩვენც ასეთ დღეში ვართ საერტაშორისო ვეშაპების ხელში.. პს ილუზიაა ეს ყველაფერი. ზოგადად , ჟანრის კანონი ვახსენე
  14. არ მოგვბეზრდა ეს ლექსაობა? მე კი მტერს კი კიდია და რეალური პატრიოტიზმი სუფრებზე არ მთავრდება, ჩვეულობრივი სუფრული ეპიზოდია... ჩართოს პრეზიდენტმა რადიო "არ დაიდარდო" და გულს გაიხარებს
  15. საბურთალოზე ქარქუსოვის კენჭისყრა გახდება ანეკდოტების საფუძველი. ასე რომ ძალიან მეეჭვება . საბურთალო ისეთი უბანია რომ მეორეხარისხოვანი ტიპების წარდგენით კი მოიგებს ოცნება ,მაგრამ სერიოზულ პრობლემებს შეიქმნის
×
×
  • შექმენი...