-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
mama საგიჟეთში ვცხოვრობ მგონია
-
ეს კაცი მგონი საბოლოოდ გადაირია http://planeta.ge/blogs/entry/354-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1/
-
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში გადადის. გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის რეზიდენციაში გადავიდეს და ქვეყანა იქიდან მართოს . ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა როგორც "რეზონანსი" იუწყება, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პრეზიდენტმა სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. "არ ვიცი, სიმართლეა თუ არა. საჯარო განცხადება არ ყოფილა ამის შესახებ, რადგან როცა რაიმე საჯარო განცხადება კეთდება, ყველაფერი ოფიციალურ ვებ-გვერდზე იდება. ეს ალბათ შიდა ინფორმაცია გაქვთ. სხვა არაფერი შემიძლია გითხრათ", -აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ბანძელაძემ. გამოცემის ცნობით, 2009 წელს პრეზიდენტმა სამთავრობო რეზიდენციები გასაყიდად გაიტანა. საპრივატიზაციო ნუსხაში ბათუმისა და ზუგდიდის რეზიდენციები მოხვდნენ, წეროვანის რეზიდენცია კი საბავშვო ბაღად გადაკეთდა. თუმცა, 4 წლის წინ გასაყიდად გატანილი ზუგდიდის რეზიდენცია კვლავ პრეზიდენტის განკაგულებაშია. 4 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ზუგდიდში სტუმრობის დროს, იგი საკუთარ რეზიდენციაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რაიონის გამგებელს და შპს "ანაკლია-განმუხურის რესორტის" დირექტორს შეხვდა. გავრცელებულ ინფორმაციას "რეზონანსთან" საუბარში ქართველი ექსპერტებიც აფასებენ. "საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" დირექტორი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სიტყვებში ძნელია გაარჩიო სიმართლე და ტყუილი. მისი შეფასებით, შესაძლებელია პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მხარდამჭერების გულის მოსაგებად გააკეთა თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ მის უკან პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება იდგეს. "ის შეიძლება ფიქრობს, რომ სამეგრელოში მხარდამჭერები ჰყავს და როდესაც ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება, ეს სამეგრელოდან გააკეთოს, რადგან უფრო დაცული იქნება",- განმარტავს კახიშვილი. პრეზიდენტის ნათქვამში ტყუილისა და სიმართლის გარჩევა უჭირს ექსპერტ სოსო ცინცაძესაც. მისი თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანაში არც სამოქალაქო დაპირისპირება არის და არც მტერია შემოჭრილი, პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციაში გადასვლა მსოფლიო ისტორიაში უჩვეულო ფაქტი იქნება. ამასთან, ცინცაძეს ეს ყველაფერი ზვიად გამსახურდიას დროინდელ ამბავს აგონებს, "როდესაც ზუგდიდის ბატალიონმა რუსთაველის ოკუპაცია მოახდინა და აცხადებდნენ, რომ ჩვენ ჩვენს პრეზიდენტს ზუგდიდში წავიყვანთო. ისინი თვლიდნენ, რომ გამსახურდია მხოლოდ მეგრელების პრეზიდენტი იყო", - განმარტა "რეზონანსთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი პრეზიდენტმა შესაძლოა, მეგრელების მიმართ მადლიერების ნიშნად გადადგას, "რადგან საპარლამენტო არჩევნებზე სამეგრელომ სხვა რეგიონებთან შედარებით "ნაციონალურ მოძრაობას" მეტი ხმები მოუტანა". ცინცაძე შენიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოქტომბრამდე საქართველოს პრეზიდენტია და - "არა მხოლოდ სამეგრელოსი". პრეზიდენტის ინიციატივას რეგიონის მოსახლეობის გულის მოსაგებად გაკეთებულ განცხადებად მიიჩნევს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიაც. მისი თქმით, ამ განცხადების სერიოზულ დონეზე შეფასება არ უნდა მოხდეს, რადგან "პრეზიდენტს ახასიათებს ხოლმე ლოკალურ წრეებში გარკვეული ხელოვნური პოზიტივების გამოხატვა". http://www.interpressnews.ge/ge/politika/226164-mikheil-saakashvili-samushaod-shesadzloa-zugdidis-rezidenciashi-gadavides.html
-
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის, "კალა ფონდის" სტიპენდიანტ სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრას ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც დაესწრებიან. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით, აღნიშნული სტუდენტები ენერგეტიკის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში ჩაერთვებიან. აღნიშნული შეხვედრა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართება.
-
მხილებულთა შორის პლანეტელებიც არიან.თვითონ პლანეტაა გამოცხადდა პრორუსული პოლიტიკის ბუდედ. რატომ დაავადდა ეს ხალხი? ფსიქიატრების აზრიც მაინტერესებს
-
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დღეს საკუთარ საიტზე ზუსტ გამოაქვეყნებს სიას,, თუ რომელი პირი რომელი დაწესებულებიდან გათავისუფლდება . ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მინისტრის თქმით, ”მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ამნისტიის შესახებ კანონს ხელს მოაწერს და ის ძალაში შევა, 13 იანვარს, კვირა დილიდან დაიწყება პოლიტპატიმრების გათავისუფლება”. "პარლამენტის დადგენილებით, პოლიტპატიმრები პირდაპირ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ექვემდებარებიან. შესაბამისად, დილის 10:00 საათზე, ყველა საპყრობილიდან დაიწყება მათი გამოშვება და ერთ საათში ყველა მათგანი დატოვებს საპატიმროს" – განაცხადა სოზარ სუბარმა. რაც შეეხება დანარჩენი კატეგორიების პატიმრებს, რომელთაც ამნისტია ათავისუფლებას, ან სასჯელს უნახევრებს, სუბარის უწყებას ორკვირიანი ვადა აქვს საბუთების მოსაწესრიგებლად. "თუმცა ეს სამუშაო ჩვენ წინასწარ ჩავატარეთ სრულად. შესაბამისად, როგორც კი ძალაში შევა ამნისტია, ჩვენ ვიწყებთ ამ საბუთების სასამართლოებში გადაგზავნას და შემდეგ სასამართლოს პრეროგატივაა, რაც შეიძლება დაბრკოლებებების გარეშე მოახდინონ ამ ადამიანების გათავისუფლება," – განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოს კითხვები გაუჩნდეს და საბუთები უკან დაბრუნდეს, თუმცა მინისტრი ვარაუდობს, რომ ეს იქნება ერთეული შემთხვევა. მთლიანობაში კი, სუბარის განცხადებით, 17 ათასზე მეტი ადამიანის საქმე გადაეგზავნება სასამართლოს და ეს შეეხება მხოლოდ პატიმრობაში მყოფ პირებს. ამასთან, მინისტრის განმარტებით, ამას ემატება პრობაციონერების საქმეებიც, რომლებიც სასამართლოში გადასაგზავნად მომზადებული აქვს მის უწყებას. ამნისტიის კანონზე ხელმოსაწერად განსაზღვრული ვადა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გუშინ, 00:00 საათზე ამოეწურა. კონსტიტუციის შესაბამისად, დღეიდან უკვე მისი აღსრულების უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს მიენიჭა. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, დავით უსუფაშვილი კანონს ხელს დღეს მოაწერს, რის შემდეგაც ის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება. კანონი ძალაში დღეს, 00:00 საათიდან შევა. http://www.interpres...sufldebian.html სამინისტროს განცხადება 2013 წლის 12 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მიერ ხელი მოეწერა კანონს ამნისტიის შესახებ და გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. ამავე დღეს, ღამის 12 საათზე კანონი შედის ძალაში, შესაბამისად, 13 იანვარს, დილის 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული შემდეგი მსჯავრდებულები: თბილისის #1 დაწესებულება (კრიტი) სვანიძე პაატა; გორგიაშვილი ბესო; კიკვიძე დავით; შენგელია მამუკა; ამბარცუმიანი ედუარდ; ჟღენტი თეიმურაზ; ხუციშვილი ზურაბ; ძირკვაძე მერაბ; ყველაშვილი ივანე. ბათუმის #3 დაწესებულება გოგიტიძე გედევან; მუხაშავრია გოჩა; ფარტენაძე დავით. რუსთავის #5 დაწესებულება (ქალთა) თხელიძე ნანა. რუსთავის #6 დაწესებულება გველესიანი შალვა; შალიკიანი ზურაბ; რატიშვილი მერაბ; დევრიშაძე ფრიდონ; კიღურაძე ბაკურ; ამირიძე ლევან; ჯოლბორდი კახა; ბზიშვილი ზურაბ; ოთანაძე კობა; გორგიაშვილი შოთა. თბილისის #8 დაწესებულება (გლდანი) ნემსიწვერიძე მამუკა; არევაძე თორნიკე;ახვლედიანი ვალერი; ანბერიშვილი ლევან; გაჩეჩილაძე გივი; გოგალაძე ჯურხა; გოგოლიძე ლევან; გოცირიძე კობა; ზურაშვილი შაქრია; მეფარიშვილი დავით; მერებაშვილი ამირან; პეტრიაშვილი ბექა; ჟღენტი ოთარ; შუბითიძე კაკო; ჩიღვინაძე ივანე; ჩიქვილაძე ზაზა; მოსიძე ზურაბ; კეშელავა ოლეგ; გოგუაძე ნიკოლოზ; ჩარკვიანი ვარლამ; სისაური მახარე; მაისურაძე მიხეილ; გვიმრაძე ზაზა; გურული ბორის; ჩიტრეკაშვილი დავით; ჩიტრეკაშვილი ზურაბ; გუნდიშვილი ჯემალ; გელაშვილი ზურაბ; თუთარაშვილი დავით; ჩიგოგიძე ბადრი; ჩიგოგიძე ბაქარ; ჩარბაძე ირაკლი; ღვალაძე რამაზ; სურამელაშვილი ჯემალ; ფოცხვერაშვილი ბესიკ; ჯაჭვაძე ზვიად; თოფურიძე ირაკლი; გრიგალაშვილი ბექა; ბიბილაშვილი ნიკოლოზ; მურჯიკნელი ზაზა; საბაშვილი ვანო; საგინაშვილი ვაჟა; საგინაშვილი იმედა; ხუცურაული ვაჟა; ნადირაძე მარლენ; გევორქიანი არმენ; გალოგრე რუსლან; შიკოიანი რუბენ; აბდულაევი ედუარდ; მესხიძე დავით; აბაშიძე ტარიელ; კაკაბაძე გელა; პლუჟნიკოვი ვიაჩესლავ; დიასამიძე გოჩა; ბერიაშვილი თამაზ; იამანიძე შოთა; გიგუაშვილი გალაქტიონ; ჯანჯალაშვილი ნიკოლოზ; ჩიხლაძე გიორგი; კობახიძე ზაზა; მაისურაძე რატი; დარასელია აკაკი; ახალკაცი გიორგი; ჩხენკელი ლაშა; ფარეშიშვილი მამუკა; შინჯიკაშვილი ზვიად; ლონდარიძე დავით; გორელაშვილი გიორგი; ჩაპლიგინი სერგეი; ჯარმელიშვილი დავით. თბილისის #9 დაწესებულება (მატროსოვი) ბერაძე ზვიად; ბიბილური ალექსანდრე; გოგალაძე ვასილ; გრძელივანიშვილი ერეკლე; დავითაძე ბეჟან; ერაძე ალექსანდრე; ზაუტაშვილი ნიკოლოზ; კობაური კობა; სამხარაძე ზაზა;სალუქვაძე გია; გორგაძე მერაბ; ქველაძე ბადრი; ცილიკიშვილი მიხეილ; აღაჯანაშვილი გიორგი; ბეროშვილი გიორგი; თოდაძე კახაბერ; ცამბაია თეიმურაზ; შუკაკიძე დავით; ბესელია მამუკა; დვალი კახა; წურიაშვილი სიმონ; სკრილნიკოვი იური; მერებაშვილი ფრიდონ; მახარაშვილი ვაჟა; მაკარაძე ზაურ; მუმლაძე რევაზ; ჟვანია ზაალ; გორგიაშვილი ლევან; ნეფარიძე ზურა; კვეზერელი ნიკოლოზ; თავშავაძე ჯუმბერ; ბლიაძე პავლე; მამედოვი კაზანფარ; მოლაშვილი თორნიკე; მურმანიშვილი ტარიელ; საღინაძე ბათუ; ყეინიშვილი ზაზა; წითელაშვილი ტრისტან; ჭუმბურიძე ალექსანდრე; ექვთიმიშვილი გივი; დალაქიშვილი ილია. თბილისის #12 დაწესებულება გრძელიძე დავით; დემეტრაძე გიორგი; ალიმბარაშვილი დავით. გეგუთის #14 დაწესებულება მანაგაძე დემურ ქსნის #15 დაწესებულება ჯოხაძე ანდრო; ხოხაშვილი პაატა; სამადალაშვილი გიორგი; მაჭარაშვილი ხვიჩა; საჯაია ზურაბ; ბლიაძე ზვიად; გაბედავა გიორგი; გურჩიანი ჯაბა; გოგიჩაშვილი გიგა. რუსთავის #16 ლომიძე კონსტანტინე; მიქაძე ზურაბ; ხარებავა ზვიად; ანჯაფარიძე თეიმურაზ; ზუმბაძე ავთანდილ; მასურაშვილი ვახტანგ; სულაძე დიმიტრი; ჯიქია ჯონი; ჟორდანია გურამ; ლეონიძე ჯემალ; ხვინთელიანი ბესარიონ. რუსთავის #17 დაწესებულება ბაჩიაშვილი დავით; მაისაია ვახტანგ; ზერეკიძე გიორგი; ჩალაური თედორე; გოგინაშვილი შალვა; გოგიჩაიშვილი ლევან; ჟვანია ლუარსაბ; ვაჩნაძე მელორ; ჩაჩუა ლევან; შალამბერიძე დავით; ნაოჭაშვილი თეიმურაზ; დოლიძე ლევან; მაისურაძე მერაბ; შარაშენიძე გუბაზ; გორდელაძე თეიმურაზ. #18 დაწესებულება (გლდანი) სტურუა ბახვა. #19 დაწესებულება (ქსანი) ბეგოიანი ალექსანდრე. http://www.mcla.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=1050
-
2 წლის წინ რომელიღაც თემაში დავპოსტე. გადავხედე, ოდნავ შევარემონტე და ბლოგში ვათავსებ. იმ პერიოდის სტილი დაცულია. ;) 20 დეკემბერი 1990წ. მიტინგზე მივედი,მაინტერესებს რას იტყვიან..... რესპუბლიკის მოედანზე დიდი რაოდენობით ხალხი მოგროვდა. პარლამენტის წინ კი მომიტინგეები საგრძნობლად შემცირდნენ,მაგრამ მაინც აღემატება გაერთიანებულ ოპოკრებას.... ყველას დაძაბული სახე აქვს . მეგობრებთან ერთად ჩვენთვის ვიცინივართ, ვითომ გვკიდია, მაგრამ ყველანი ვატყობთ , გარშემო დენთის სუნი ტრიალებს. -აუ წავიდეთ რა აქიდან, ჯოკერი ვითამაშოთ... -კარგი რა შჩმ, არ გაინტერესებს რა იქნება.... -ამათი დ.შ ერთისაც და მეორესიც . ხვალ გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი... მიკროფონთან სათვალიანი , ინტილიგენტი ტიპი მივიდა... -ვინაა ეს შჩ?! -ლომოურია აკადემიკოსი , შე დებილო... "მეგობრებო, აბა ორგანიზირებულად დავიძრათ მთავრობის სახლის მიმართულებით და ჩვენი ხმა გავაგონოთ გამსახურდიას !!!!!!!!!! -გადაირია?! -........ ჰმ,აღარც მახსოვს ვინ რას მელაპარაკებოდა. ხუმრობის და ჯოკრის ხასიათზე აღარ ვიყავი. დაპირისპირება უკვე რეალური გახდა. ოპოზიციის აქტივისტი სტუდენტები სატვირთო მანქანებში შევნიშნე, ბარიკადების წინ წაწევა სურდათ. იქითა მხრიდან ვიღაც მდედრიონელები წიკვინებდნენ. ამ კარვის ქალების შემხედვარე კიდევ უფრო დავიძაბე. იყო მომენტი, როცა თითქოს მომიტინგებმა მშვიდი საუბარი დაიწყეს . აურა განიმუხტა, მაგრამ სიგუამ რაღაც მიკროფონიანი ცისფერი მანქანიდან თავისიანებს ძალების მობილიზაციისაკენ მოუწოდა. იმ ღამე ხალხის ნაწილი იქ დარჩა. მე სახლში გვიან წამოვედი. უკვე ვიცოდი დაპირისპირება გარდაუვალი იყო. ერთი მხრივ ზვიადის გარემოცვა გულზე არ მეხატებოდა, ნაწილობრივ ოპოზიციის მოთხოვნებს ვეთანხმებოდი,მაგრამ იმ დღეს ჩემში ყველაფერი შეიცვალა , ლომოურის სიფათი დღემდე მახსოვს და იმ "ინტილიგენტების" ქცევა, ვისაც მორალი არ ყოფნის საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნოს. 21ში სახლში დავრჩი. იმ დღის ინციდენტები უკვე ლოგიკურ გაგრძელებად მეჩვენა,მაგრამ მაინც იმედი მქონდა...... ტყვია არ გავარდებოდა. სულ ტყუილად.... 22ში გავარდა..., ის მეგაფონიანი მანქანა შევნიშნე დამწვარი. სპექტაკლი კი უკვე მანამდე დადგმული იყო.... ასე დამთავრდა საქართველოს დამოუკიდებლობა ...... ჩემი ოცნებაც შინდისფერ შავთეთრ ფერიანი ჩვენი ხელით , პრეზიდენტის გარშემო არსებული ბრიყვი გარემოცვის ნაწილის , ორდენოსანი ინტილიგენტების , რენეგატი სიგუასა და გარეწარი კიტოვანის მონაწილეობით. იანვრის პირვლ დღეებში ვინმე შარაშენიძე ჰიდფჰბვვრვ კონვენციებზე მოხმობით საუბრობდა "სახალხო ამბოხების" უფლებაზე . ვიცი, ის კაცი ცოცხალი არაა და შესაძლოა სხვა დროს კარგი საქმეებიც უკეთებია,მაგრამ მიმიფურთხებია ამ ტიპის სამართლისათვის . გვახსოვდეს 22 დეკემბერი!!
-
http://www.youtube.com/watch?v=98QnX-4MS78&feature=youtu.be
-
სახალხო დამცველი ფორუმელთა კითხვებს პასუხობს...
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
- 6 replies
-
- VB.NET TUT
- .NET FRAMEWORK
-
(and 8 more)
Tagged with:
-
სახალხო დამცველი ფორუმელთა კითხვებს პასუხობს...
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩემ ვოლზე დაიპოსტა: ციტატა: კარგი იქნება თუ გადამოწმდება ასეთი ფაქტები და სოციალურ ქსელებთან თქვენი უწყების მეტი ინტერაქცია იქნება -
სახალხო დამცველი ფორუმელთა კითხვებს პასუხობს...
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო უჩა, ხომ არ შემოიდება თქვენი ანგარიშები, წინამორბედი კოლეგების ნამუშევრების მსგავსად, თაროებზე და რას გააკეთებთ, ასე რომ არ მოხდეს. თვლით თუ არა, რომ ომბუდსმენის უფლებები უნდა გაიზარდოს და რა მიმართულებით. ბატონო უჩა, თქვენ დღეს ციხეში ირაკლი ოქრუაშვილი და სხვა ბრალდებულები უნდა მოგენახულებინათ. რა პრეტენზიები აქვთ მათ და რა კუთხით სჭირდებათ დაცვა? -
http://www.youtube.com/watch?v=lSvk-h3Mzq0
-
პლანეტა ჯის სტუმარი იქნება მამუკა არეშიძე
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
ვინ არიან ვაჰაბიტები? რა გავლენა აქვთ პანკისის ხეობაზე ომარ ხანგოშვილი უხუცეს კაცთა საბჭოს ერთადერთი ვაჰაბიტი წევრი და ადგილობრივი იმამის მამაა. მას არ მოსწონს როდესაც ვაჰაბიტად მოიხსენიებენ, თუმცა, საუბარში ამ სიტყვას თავადაც ხშირად იყენებს. http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=6978%3A2012-12-15-20-23-25&catid=74%3A2010-11-26-08-07-22&Itemid=125
-
პლანეტა ჯის სტუმარი იქნება მამუკა არეშიძე
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"რაც არ მაინტერესებს და არც მიყვარს, ეს ამერიკაა. იქ ერთხელ ვარ ნამყოფი და მეორედ მოხვედრის არანაირი სურვილი არა მაქვს. იქაური ცხოვრების ტემპსა და ფსევდოდამოკიდებულებას ვერ ვიტან. აღმოსავლეთ სანაპიროზე ვიყავი და სხვა მხარეს გადასვლის სურვილიც არ გამჩენია. იქ ჩემეული არაფერია. იქაური რიტმი ჩემთვის აბსოლუტურეად მიუღებელია" მამუკა არეშიძე ( ჟურნალი "სარკე" 2012) თქვენი დამოკიდებულება ამერიკისადმი? -
mama სამინისტროში მრჩეველი
-
მადლობა
-
http://vod.news.ge/photo/653x367/2012-01/1857.JPG გთხოვთ დაუსვათ კითხვები და იაქტიუროთ
-
ბოლო პერიოდში ქართველ მუსლიმებთან მიმართებით დაფიქსირდა არასათანადო მოპყრობისა და რელიგიური წესჩვეულებებისა და რიტუალის აღსრულებაში ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი, რაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური მოღვაწეების მიერ ნეგატიურად შეფასდა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლები ქუთაისში შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რამაც მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებას. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში არსებული ვითარების მოწესრიგებაში, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, დიდი წვლილი შეიტანეს პარლამენტის წევრებმა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირების დავალებით სოფელ წინწყაროში დაპირისპირებულ მოსახლეობასთან შესახვედრად და მხარეთა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების მიღწევის მიზნით მივლენილი იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, პროცესის გადაწყვეტაში ჩართული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქართული ოცნების ოფისი და თეთრიწყაროს რაიონის პოლიცია. შეხვედრა შედგა საქართველოს საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შორის. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით სოფლის მართლმადიდებელ მოსახლეობას არაერთხელ შეხვდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები. წინწყაროში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს ახორციელებდა სახალხო დამცველის ოფისი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. ქართველ მუსლიმთა კავშირი, წინწყაროში მიმდინარე მოვლენებისა და ზოგადად საქართველოში რელიგიური თავისუფლების უფლების რეალიზების თავლსაზრისით განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ნათქვამია „როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიღებ პასუხისმგებლობას და გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელ კონფესიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ ისინი, მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტია ექნებათ“. ქართველ მუსლიმთა კავშირი გამოხატავს მადლიერებას წინწყაროს ინციდენტის აღმოფხვრაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყებისა და პირების ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უფლება დამცველ ორგანიზაციების მიმართ და იმედს გამოთქვამს, რომ საერთო ძალისხმევით ეს ინციდენტი საბოლოოდ აღმოიფხვრება. ქართველ მუსლიმთა კავშირი ადასტურებს თავის მზადყოფნას, ყველამრხრივ მიიღოს მონაწილეობა საქართველოში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაში, ხელი შეუწყოს რელიგიათა შორის ურთიერთობის განვითარების პროცესს და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის ითანამშრომლოს, როგორც სახელმწიფო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ქართველ მუსლიმთა კავშირი ტარიელ ნაკაიძე
-
შამფური
- 5 replies
-
- ენების ბრუნვა სსრკ
- შემეცნება
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ვეკუთვნი იმ თაობას , ვინც 37 მანეთად ვერ ჩაფრინდა მოსკოვში, მაგრამ სამაგიეროდ ონლაინ რეჟიმში იხილა ბრეჟნევის, ანდროპოვის, ჩერნენკოს დასაფლავება. მის თვალწინ აენთო და ჩაქვრა პერესტროიკის პროჟექტორი , დაემხო მსოფლიო ისტორიაში ერთერთი უდიდესი იმპერია, გამოიარა 9 აპრილი, ეროვნული მოძრაობის აღზევება,დაცემა, შუაზე გაყოფა, კონგრესისტების მწვავე დაპირისპირება „მრგვალებთან“. 28 ოქტომბერი, პრეზიდენტი გამსახურდია, გამოსვლები ზვიადის წინააღმდეგ, პუტჩი, შეიარაღებული დაპირისპირება სამეგრელოში, აფხაზეთის ომი, კაპიტულაცია, ბალტინი, მხედრიონი, საძმოები , დაკარგული მეგობრები, მთლიანად მთელი თაობა, ტერაქტები, შედარებითი სტაბილიზაციის იმიტაცია,უიმედობა, უშუქობა, სანთლის შუქზე ნასწავლი „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ნავთის რიგი, გიხაროდენ არჩევნები, თეთრ მელასთან სიყვარულში მყოფი დეფორმატორები, სტუდენტური პროტესტი, არჩევნები, „რეფორმატორთა“ მიერ მოწყობილი ვარდების რევოლუცია, იმედი, იმედგაცრუება, პატრული, 24/7 პრეზიდენტი ტელევიზორში, აქციები, 7 ნოემბერი, გამარჯვებული სააკაშვილი, დამარცხებული ქვეყანა, დაკარგული ტერიტორიების არეალის ფართოება, კვლავ აქციები, ოპოზიციის ფიასკო, ნაცების სრული დეგრადაცია, ივანიშვილი, იმედები, ავტორიტარი პრეზიდენტი ავლაბრის პრინცად და...... To be continued .....
-
http://www.youtube.com/watch?v=lD9FAOPBiDk&feature=player_embedded