-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
http://www.youtube.com/watch?v=87JzbSVV8-E&feature=youtu.be
-
როგორ ატყუებდნენ ნაცები ანაბრების თემაზე მოსახლეობას
lasha_alo replied to nika3012's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნავიონალებისთვის პირველი სლოგანი იყო -
დეპუტატი კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ელოდება და მანამდე საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთებას არ აპირებს. გარდა ამისა, კობა დავითაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ რა საკითხებზე აპირებს საუბარს უმრავლესობის სხდომაზე და დატოვებს თუ არა კოალიცია "ქართულ ოცნებას". ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აქვს თანაგუნდელობის განცდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ორმაგ სტანდარტებს იყენებენ, მათი მხრიდან ადგილი აქვს შერჩევით სამართალს. მისივე თქმით, უმრავლესობის მხრიდან მასსა და სერგო რატიანს შორის ტოლობის ნიშნის დასმა მისთვის მიუღებელია. "თუ ასე დგას საკითხი და თუ სერგო რატიანის განვლილი გზა, მისი დღევანდელი ცხოვრება კობა დავითაშვილის განვლილი გზისა და პოლიტიკური ცხოვრების ტოლობის ნიშანია ბატონი უსუფაშვილისთვის, მაშინ მე უმრავლესობის სხდომაზე მოვითხოვ ამ საკითხის გარკვევას. მე ვერ ვგრძნობ, რომ ჩვენ ვართ თანაგუნდელები, არ მაქვს თანაგუნდელობის განცდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ორმაგ სტანდარტებს იყენებენ, მათი მხრიდან ადგილი აქვს შერჩევით სამართალს", - აცხადებს დავითაშვილი. მისივე განმარტებით, "გუნდი ასე არ იქცევა". "სისხლის სამართლის დამნაშავე ბაქრაძეს უღიმიან, ხელს ართმევენ და მასთან კოჰაბიტირებენ, ხოლო კობა დავითაშვილისთვის სხვა განმარტებები აქვთ შემონახული. აი, ეს გუნდი არ არის, გუნდი ასე არ იქცევა. ამიტომ გაირკვეს, რას ნიშნავს გუნდი, რას ლაპარაკობს საპარლამენტო უმრავლესობა და თუ საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ კობა დავითაშვილის ყოფნა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში არის სამარცხვინო და ის არის სერგო რატიანის დონის მოღვაწე და ამომრჩევლისგან ხმას არ იმსახურებს, მაშინ მიიღოს უმრავლესობამ გადაწყვეტილება ჩემს მიმართ. მე არ მჩვევია გადაწყვეტილების არდამორჩილება, ოღონდ სახლში დაჯდომის გარანტიას ვერავის მივცემ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ჩემი პარლამენტის მანდატი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, ის აირჩია ხალხმა და არა კობა დავითაშვილი, მათ შორის არც უსუფაშვილი და ხიდაშელი, და თუ კოალიციისთვის ზიანი მომაქვს და თუ იმდენად უღირსი ადამიანი ვარ, რომ ასეთ შეფასებას ვიმსახურებ, მაშინ ამ მანდატს, როგორც მათგან მივიღე, ასევე უკან დავაბრუნებ. მე ვარ სიით არჩეული, ჩემი გასვლა პარლამენტიდან ავტომატურად გამოიწვევს სიიდან შემდგომი წევრის შემოსვლას ჩემს ადფილას, ოღონდ პოლიტიკიდან წასვლას არ ვგეგმავ", - აცხადებს დავითაშვილი. ამასთან, დეპუტატის თქმით, არავისგან ჭკუის სწავლების მოსმენას და ზემოდან ყურების მოთმენას არ აპირებს. "პოლიტიკური გუნდი სხვანაირად წარმომედგინა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მათი არჩევანია. მქონდა განცდა, რომ ვიყავი ერთიანი გუნდის წევრი, მქონდა მცდელობა, რომ გუნდის შიგნით გადაგვეწყვიტა საკითხები, მაგრამ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ბატონ ბიძინასთან ვერ მივაღწიე შეხვედრას, ვერ მივაღწიე უმრავლესობის სხდომაში მიმეღო მონაწილეობა, რადგან ასეთი სხდომა არ გამართულა, სადაც შევძლებდი ამ საკითხების დაყენებას, როგორც ჩანს, იკრიბება უმრავლესობის ელიტა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ", - დასძენს დავითაშვილი. ამასთან, დავითაშვილის ინტერვიუს კომენტირებისას დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ელიტაში ვინ იგულისხმება, ჟურნალისტებმა კობა დავითაშვილს უნდა ჰკითხონ. "უმრავლესობა ვართ უმრავლესობა", - აღნიშნა საგანელიძემ. რაც შეეხება დავითაშვილის იმ ბრალდებას, რომ პრობლემური საკითხების დასმას ვერ ახერხებს, რადგან უმრავლესობის ვერც ერთ სხდომაში ვერ მონაწილეობს, საგანელიძის განმარტებით, სხდომები იშვიათად იმართება. "კობასთან მქონდა საუბარი და ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ უმრავლესობის სხდომა გვექნება მომავალ კვირას, როცა ყველა ქუთაისში ვიქნებით და გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის სერგო რატიანსა და მას შორის მომხდარ ინციდენტზე ვისაუბრებთ. უმრავლესობის სხდომა ხშირად ვერ იმართება, რადგან მოგეხსენებათ, რომ თბილისში არ გვაქვს ადგილი რომ შევიკრიბოთ", - აღნიშნა საგანელიძემ.
-
http://www.youtube.com/watch?v=siR7BWroeP4
-
ბოროტი ვარ :დ
-
Streaming by Ustream
-
http://www.youtube.com/watch?v=vb52eRuyZ2A&feature=youtu.be
-
https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=6OAjqKtNGO4
-
უფრო ჰიბრიდული
-
"თუ ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ პრეზიდენტი სასახლეში უნდა ჩაკეტონ და მხოლოდ წყალი და პური მიაწოდონ, შემცდარან, რადგან მე ვაპირებ მოვიარო მთელი ქვეყანა, შევხვდე ხალხს და გავიგო მათი პრობლემები", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბაღდათში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პარლამენტის ქუთაისში დარჩენის აუცილებლობას. მისი თქმით, ის ქვეყნის სამსახურში ყოფნას აპირებს: "მართალია, პარლამენტის მშენებლობისთვის ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თუ სწორად მივუდგებით, ამ თანხის ამოღება ათმაგადაა შესაძლებელი, რადგან დასავლეთ საქართველოში დასაქმების ახალი კერები გაჩნდა და კიდევ გაჩნდება. მე ვფიქრობ, რომ არსებული მაინც არ უნდა დავანგრიოთ, თუკი ახალს ვერაფერს შევმატებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. http://www.newposts.ge/politika/7314-saakashvili-qveyanas-movivli.html
-
იურისტობაც პოპულარულია ჩვენთან
-
-
-
მ.განაპოლსკი-საქართველო ირანი გახდა.
lasha_alo replied to urfinjus's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სულ გაგიჟდა ეს იდიოტი. -
,,პლანეტა.გე“–ს კორესპოდენტი ბერლინიდან: ბერლინის 63–ე საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნა ამერიკელი რეჟისორის გას ვან სენტის ფილმი ,,აღთქმული მიწა“. ფილმის სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი ცნობილი მსახიობი მეთ დეიმონია. ფილმი მნიშვნელოვან პრობლემას, ეკოლოგიას ეხება, თუმცა მხატვრული ღირებულებებით არ გამოირჩევა და აპლოდისმენტები, ტაში და შეძახილები, რომელიც დეიმონმა მიიღო, უფრო მისი წარსული დამსახურებების და პოპულარობის შედეგია. რუსებმა წარმოადგინეს ფილმი ,,ხანგრძლივი ლამაზი ცხოვრება“, რომელსაც კრიტიკოსები ფესტივალის ერთ–ერთ ფავორიტად თვლიან. ასევე კარგი გამოძახილი აქვს ესპანურ ფილმს ,,გლორია“. სასიამოვნოა ბერლინის ქუჩებში მეთ დეიმონის და ჯორჯ კლუნის ნახვა, გერმანიაში იმყოფება შარლიზ სტერონი, რომელიც "გალაზე შიდსის" წინააღმდეგ ბრძოლის საქველმოქმედო ფონდმა მიიწვია. შესანიშნავ ფორმაშია 75 წლის ჯეინ ფონდა, რომელმაც ,,ბერლინალეს“ წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. ბერლინშია ჰიუ გრანტიც, თუმცა ის მიწვეულ სტუმართა სიაში არ არის და ამიტომ მისი სტუმრობის მიზანი ჯერჯერობით გაურკვეველია. არყის მწარმოებელმა ერთ–ერთმა ფირმამ საპატიო სტუმრის რანგში დაპატიჟა ბერლინში ჟერარ დეპარდიე. ფესტივალი გრძელდება და ,,ბერლინალე“ კიდევ მრავალ ვარსკვლავს ელოდება.
-
,ის უსიამოვნება, რომელიც მოხდა ამ დღეებში, პრეზიდენტის გამოსვლის წინ, მეტად სამწუხაროა", _ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. პატრიარქი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და საქართველოში მშვიდობა დაისადგურებს. http://ghn.ge/news-83285.html
-
მმართველი საპარლამენტო კოალიცია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოდგენილ ფრაქციებს 14-პუნქტიან შეთანხმებას სთავაზობს. "ინტერპრესნიუსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ გასაცნობად და შესათანხმებლად საპარლამენტო ფრაქციებს, მათ შორის უმცირესობაში წარმოდგენილ ფრაქციებს გადაუგზავნა. "ინტერპრესნიუსი" პროექტის სამუშაო ვარიანტს უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა შეთანხმება საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ საქართველოს საპარლამენტო ფრაქციები ხელმძღვანელობენ რა საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით; ადასტურებენ რა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანის პრიორიტეტულობას; გამოხატავენ რა მისწრაფებას, ხელი შეუწყონ საერთაშორისო ურთიერთობათა ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის რეპუტაციის დამკვიდრებას; მიიჩნევენ რა, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტური პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობის და მრავალმხრივი კონსულტ აციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგია; საქართველოს პარლამენტის ფრაქციები თანხმდებიან ერთიან მიდგომებზე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ: 1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი უნდა ემყარებოდეს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო ვალდებულებებს შორის ბალანსის პრინციპს; 2. სახელმწიფო მართვის სისტემის მთავარი ამოცანაა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაერთიანება. ამ სტრატეგიული მიმართულების წარმატებით რეალიზაციის ძირითადი წინაპირობაა დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპირობო დამკვიდრება; 4. საქართველო სრულად იზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო. ამ მიმართებით საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, კერძოდ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა, უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი; 5. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ხელს შეუწყობს როგორც საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ისე შიდაპოლიტიკური დაძაბულობის განეიტრალებასა და კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესის წარმატებას; 6. უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით, განავითაროს თანამშრომლობა "ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა" და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები; 7. საქართველოს პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მსოფლიო და რეგიონული მასშტაბით მიმდინარე დაპირისპირებების პროცესში სტრატეგიული მოთამაშის როლის შესრულებისაკენ. საქართველო პოლიტიკურად მიმზიდველი უნდა იყოს თავისი მშვიდობისმყოფელი ხასიათით; 8. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად; 9. საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება, ქვეყნის დეოკუპაცია და სუვერენიტეტის დაცვა; 10. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის განვითარება დაეფუძნება კეთილმეზობლობისა და მჭიდრო კულტურული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს, რომლებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირების გასაღრმავებლად; 11. დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების ხელშემწყობის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა იქცეს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის პლატფორმად; 12. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან; 13. საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაააქტიუროს მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის სხვა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის ფორმატებში; 14. საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად საქართველო სრულად გამოიყენებს პროფესიონალ დიპლომატთა ყველა თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს. ამასთან, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქვეყნის აკადემიური და საექსპერტო რესურსები, შეიქმნება კვალიფიციური დიპლომატიური კორპუსის მომზადების სისტემა". ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტის სახით ინიცირებულია ოპოზიციის, კერძოდ კი, გიორგი ბარამიძის ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო პროექტი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ურყევობა კონსტიტუციით განისაზღვროს.
-
http://www.interpressnews.ge/ge/politika/229248-saparlamento-umravlesoba-qveynis-sagareo-kursthan-dakavshirebith-fraqciebs-14-punqtian-shethankhmebas-sthavazobs.html?hash=f1417e1b280f99b26ba1edf2d01d1f6b მმართველი საპარლამენტო კოალიცია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოდგენილ ფრაქციებს 14-პუნქტიან შეთანხმებას სთავაზობს. "ინტერპრესნიუსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ გასაცნობად და შესათანხმებლად საპარლამენტო ფრაქციებს, მათ შორის უმცირესობაში წარმოდგენილ ფრაქციებს გადაუგზავნა. "ინტერპრესნიუსი" პროექტის სამუშაო ვარიანტს უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა შეთანხმება საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ საქართველოს საპარლამენტო ფრაქციები ხელმძღვანელობენ რა საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით; ადასტურებენ რა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანის პრიორიტეტულობას; გამოხატავენ რა მისწრაფებას, ხელი შეუწყონ საერთაშორისო ურთიერთობათა ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის რეპუტაციის დამკვიდრებას; მიიჩნევენ რა, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტური პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობის და მრავალმხრივი კონსულტ აციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგია; საქართველოს პარლამენტის ფრაქციები თანხმდებიან ერთიან მიდგომებზე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ: 1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი უნდა ემყარებოდეს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო ვალდებულებებს შორის ბალანსის პრინციპს; 2. სახელმწიფო მართვის სისტემის მთავარი ამოცანაა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაერთიანება. ამ სტრატეგიული მიმართულების წარმატებით რეალიზაციის ძირითადი წინაპირობაა დემოკრატიული ღირებულებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპირობო დამკვიდრება; 4. საქართველო სრულად იზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო. ამ მიმართებით საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, კერძოდ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა, უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი; 5. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ხელს შეუწყობს როგორც საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ისე შიდაპოლიტიკური დაძაბულობის განეიტრალებასა და კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესის წარმატებას; 6. უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით, განავითაროს თანამშრომლობა "ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა" და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები; 7. საქართველოს პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მსოფლიო და რეგიონული მასშტაბით მიმდინარე დაპირისპირებების პროცესში სტრატეგიული მოთამაშის როლის შესრულებისაკენ. საქართველო პოლიტიკურად მიმზიდველი უნდა იყოს თავისი მშვიდობისმყოფელი ხასიათით; 8. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად; 9. საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება, ქვეყნის დეოკუპაცია და სუვერენიტეტის დაცვა; 10. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის განვითარება დაეფუძნება კეთილმეზობლობისა და მჭიდრო კულტურული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს, რომლებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირების გასაღრმავებლად; 11. დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების ხელშემწყობის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა იქცეს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის პლატფორმად; 12. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან; 13. საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაააქტიუროს მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის სხვა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის ფორმატებში; 14. საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად საქართველო სრულად გამოიყენებს პროფესიონალ დიპლომატთა ყველა თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს. ამასთან, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქვეყნის აკადემიური და საექსპერტო რესურსები, შეიქმნება კვალიფიციური დიპლომატიური კორპუსის მომზადების სისტემა". ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტის სახით ინიცირებულია ოპოზიციის, კერძოდ კი, გიორგი ბარამიძის ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო პროექტი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ურყევობა კონსტიტუციით განისაზღვროს.
-
10 თებერვალი, 2013 მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი განცხადებით და მორიგი სიცრუის ტირაჟირებით, სამწუხაროდ, კვლავ ცდილობს გაგვაღიზიანოს, უარი გვათქმევინოს ჩვენს პოლიტიკურ გეზზე და ამით თავი დააღწიოს ჩემს მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ამიტომ, ვაცხადებ, რომ: • მართალია, სრული სიცრუეა ის, რომ მე ოდესმე ვინმეს ნაციონალური მოძრაობის განადგურებისკენ მოვუწოდე (მეტიც, ამგვარი ტერმინოლოგია სწორედ ნაციონალური მოძრაობის ლექსიკაში მოიპოვება, რისი ერთ-ერთი ნიმუშიც იყო არჩევნების წინ ოპოზიციის, როგორც „კლასის განადგურებისკენ“ მოწოდება...); • მართალია, 8 თებერვლის ძალადობის ფაქტები უმეტესწილად მისივე გუნდის წევრების წინასწარ დაგეგმილი გამომწვევი ქმედებებით იყო პროვოცირებული და არც პრეზიდენტის დაცვის 3,500 კაციანი სამსახურის წარმომადგენლებს მიუღიათ მონაწილეობა წესრიგის უზრუნველყოფაში; • მართალია, უმძიმესი მოსათმენია, როდესაც 7 ნოემბრის და 26 მაისის ვანდალური აქტების მთავარი შემოქმედი აქეთ გვიკითხავს მორალს 8 თებერვალთან დაკავშირებით; მაგრამ ქვეყნის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მაიძულებს კვლავ დავადასტურო 9 თებერვლის განცხადებაში ჩემ მიერ გაკეთებული შეთავაზება. უცვლელია ჩვენ მიერ შეთავაზებული დღის წესრიგიც: 1. პრეზიდენტისთვის პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის შექმნის უფლების ჩამორთმევის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებზე პარლამენტში კენჭისყრის პროცედურების დაწყება; 2. ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე; 3. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელიც უცხოელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით მოამზადებს კონსტიტუციაში შესატანი სხვა ცვლილებების პროექტს, მათ შორის, წინადადებას კონსტიტუციის პრეამბულაში ქართველი ერის ისტორიული ევროპული არჩევანის ასახვის შესაძლებლობის თაობაზე; 4. სამუშაო ჯგუფის შექმნა ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ოპერატიული რეაგირებისთვის და პოზიციების დაახლოებისთვის. ამასთანავე, მინდა ყველასთვის ცხადი იყოს, რომ არ ვაპირებთ უპერსპექტივო და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში შესვლას და ამით ვინმესთვის დროის მოგების საშუალების მიცემას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმასაც, რომ დემოკრატიული სამყაროსათვის უპრეცედენტო კონსტიტუციური ნორმის გაუქმებაზე პრეზიდენტისა და მისი გუნდის თანხმობა (ცხადია, მათი დასაბუთებული შენიშვნების გათვალისწინებით, თუ ასეთი აქვთ) და პარლამენტისთვის კუთვნილი უფლებების დაბრუნება იქნება მათი სიტყვების საქმით დადსტურება, რაც გახსნის გზას ყველა სხვა საკითხის მოგვარებისკენ. ამ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, პარლამენტიც შეძლებს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების უახლოეს ხანებში მოსმენას. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, პარლამენტის თავმჯდომარეს არც არასოდეს შეუწყვეტია დიალოგი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. ვინაიდან პირველი რიგის საკითხები საპარლამენტო ფორმატშია გადასაწყვეტი, იგი მზად არის დაუყოვნებლივ გააგრძელოს კონსულტაციები და, საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტსაც. პროცესის განვითარების კვალობაზე, რა თქმა უნდა, მეც მზად ვარ ამ შეხვედრებში მონაწილეობისთვის.