-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც თებერვალში თავის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ, ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესს 21 დეკემბერს უთხრა, რომ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფა წარმოადგენს ინვესტიციას დემოკრატიაში და არა ქველმოქმედებას და გაიხსენა ამერიკელების მიერ გაწეული ძალისხმევა ნაცისტების დასამარცხებლად მეორე მსოფლიო ომში. რუსეთთან ბრძოლაში თავისი ქვეყნისთვის აშშ-საგან დამატებითი მხარდაჭერის მოპოვების მოსურნე ზელენსკიმ, რომელსაც მისთვის უკვე ჩვეული, ხაკისფერი ტანსაცმელი ეცვა, კონგრესში მისვლამდე აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართა შეხვედრა თეთრ სახლში. ბაიდენმა ამერიკელებს და მსოფლიოს მოუწოდა, გააგრძელონ კიევის მხარდაჭერა 2023 წელს, როცა დახმარებისთვის კონგრესის თანხმობა უფრო რთული მოსაპოვებელი იქნება. აშშ-მა კიევისთვის 50 მილიარდ დოლარამდე ოდენობის დახმარება გამოყო, იმ ფონზე, როცა გრძელდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის უდიდესი სახმელეთო კონფლიქტი, რომელსაც ემსხვერპლა ათიათასობით ადამიანი, მილიონობით პირმა სახლ-კარი დატოვა, ქალაქები დაინგრა და დაიწვა. თუმცა რესპუბლიკელთა ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს თანხის ოდენობაზე. რესპუბლიკელები დემოკრატებისგან 3 იანვარს გადაიბარებენ წარმომადგენელთა პალატის კონტროლს და არსებობს შიში, რომ ისინი მომავალი თვიდან შეაკავებენ სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ მილიარდობით დოლარს. "თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით", - უთხრა ზელენსკიმ აშშ-ის სენატის და წარმომადგენელთა პალატის გაერთიანებულ სხდომას ინგლისურ ენაზე. მან ასევე თქვა, რომ მსოფლიო ძალიანაა ურთიერთდაკავშირებული და რომელიმე ქვეყანა ცალკე ვერ გადგება და თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს. გამოსვლის ბოლოს ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს გადასცა უკრაინის დროშა ბრძოლის ველიდან, რომელიც, მისი თქმით, მას ბახმუტში მისცეს მებრძოლებმა. ზელენსკი ბახმუტში იმყოფებოდა აშშ-ში გაფრენამდე ერთი დღით ადრე. კონგრესის წევრები ზელენსკის ფეხზე წამოდგომით, ოვაციებით და ხელის ჩამორთმევით ესალმებოდნენ, რამდენიმე მათგანს უკრაინის დროშის ფერების, ლურჯი და ყვითელი სამოსი ეცვა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანკლინ დელანო რუზველტის (რომელიც თანამდებობაზე 1933-დან 1945 წლამდე იყო) და ევროპის ნაცისტების ოკუპაციისგან გათავისუფლების ძალისხმევის გახსენებით, ზელენსკიმ მიმართა ამერიკელებს, რომლებიც შობის დღესასწაულზე ოჯახებთან ერთად შეიკრიბებიან. "როგორც გულადი ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს და 1944 წლის შობაზე ჰიტლერის ძალებს შეებრძოლნენ, გულადი უკრაინელი ჯარისკაცები იმავეს აკეთებენ... წლევანდელ შობაზე", - თქვა ზელენსკიმ. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით გამოყოფს 1.85 მილიარდ დოლარს, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს უკეთ მოიგერიოს რუსეთის დარტყმები. ზელენსკიმ ბევრჯერ მოუწოდა დასავლეთს უკრაინისთვის უფრო მაღალი ტექნოლოგიის იარაღის, მათ შორის თანამედროვე საბრძოლო ტანკებისა და ანტისარაკეტო სისტემების მიწოდებისკენ, თუმცა დასავლელი მოკავშირეები ამ მოწოდებას სიფრთხილით ეკიდებოდნენ, რადგან არ სურდათ რუსეთთან კონფლიქტის გაფართოების მცირე რისკის დაშვებაც კი. radio tavisupleba
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. დახვედრის ოფიციალურ კადრებს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კი ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ჯო ბაიდენი უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ დოლარს აღწევს. „დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს და კონგრესს საჭირო მხარდაჭერისთვის. ასევე, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად. მე გავმართავ მოლაპარაკებებს უკრაინის მედეგობისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. კერძოდ, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას. მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს“, – წერს ზელენსკი. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საგარეო ვიზიტია. ავტორი - სალომე თორაძე
-
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი უკრაინის პრეზიდენტის მგზავრობის განრიგის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. “სხვა წყარომ თქვა, რომ მისი თვითმფრინავი ენრდიუსის ავიაბაზაზე დაჯდა”, - წერს გამოცემა. ზელენსკიმ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავს. “დღეს მე ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი ასე საჭირო დახმარებისთვის. და ასევე, რათა გავაგრძელოთ თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების დასაახლოებლად. მოლაპარაკებების რამდენიმე სერიას გავმართავ, რათა უკრაინის გამძლეობა და თავდაცვის შესაძლებლობები გავაძლიეროთ. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას. მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება ჩვენს მთლიან მიწას, ყველა ჩვენს ხალხს”, - წერს ზელენსკი.
-
საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხის აქტიურ მხარდაჭერას. დღეს საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ ეს არის 1,5 მლნ ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში იმუშაოს საავადმყოფოებმა, კვების ობიექტებმა და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტებმა. გენერატორების დატვირთვის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვი დაესწრნენ, რომელმაც საქართველოს მთავრობას, პირადად, პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის. "სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის შეიძინა 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომლებიც გამოყენებული იქნება სამრეწველო მიზნებისთვის - კლინიკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კვების ობიექტებისთვის და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და მსურს გამოვხატო ჩემი პირადი მადლიერება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო უკრაინისთვის მაღალი სიმძლავრის გენერატორების შეძენისა და გადაცემის შესახებ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს ამ გადაწყვეტილების სწრაფად განხორციელებისთვის, რადგან 25-ვე ელექტროგენერატორი უკრაინაში დღესვე გაიგზავნება. მადლობა ყველა ქართველს უკრაინის ძალიან ძლიერი და არსებითი მხარდაჭერისთვის ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის ამ ძალიან კრიტიკულ პერიოდში", - აღნიშნა უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. თავის მხრივ, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან არ იშურებს ძალისხმევას, რომ მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიოს უკრაინელ ხალხს. მან იმედი გამოთქვა, რომ დღეს გაგზავნილი მაღალი სიმძლავრის გენერატორების პარტია უკრაინაში, მცირედით მაინც შეუმსუბუქებს უკრაინელ ხალხს არსებულ პრობლემებს. იპნ
-
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 2023 წელსაც უკრაინაში მიმდინარე ომისადმი თავისი მიდგომის შენარჩუნების პირობას დებს. ამის შესახებ მან წლის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა. ორბანმა ამ წლის განმავლობაში თავისი მთავრობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ის დაასახელა, რომ უნგრეთმა უკრაინაში მიმდინარე ომისგან “მოშორებით ყოფნა” შეძლო. მისი თქმით, ამ ომში მხოლოდ წაგებულები არიან, რომლებადაც ორბანი ქვეყნებს - უკრაინასა და რუსეთს - მიიჩნევს, ასევე ევროპას, რომელსაც ეკონომიკური ვარდნა აქვს და სანქციები აზარალებენ. “ევროპა ნელი დინებით უკვე მიდის ომისკენ. ის, ვინც იარაღს აწვდის - კოჭებამდეა მასში, ის, ვინც ჯარისკაცებს წვრთნის - წელამდეა, ის, ვინც მთელ მეომარ ქვეყანას წვრთნის - ყურებამდეა ომში”, - თქვა ორბანმა და იმედი გამოხატა, რომ ევროპა “ყელამდე ომში” არ აღმოჩნდება. მისი თქმით, უნგრეთი მომავალშიც გვერდზე დარჩება, მაგრამ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს უკრაინიდან დევნილებს. ორბანმა ასევე გაიმეორა თავისი წინა განცხადება, რომ თვლის დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის არსებობას უნგრეთის ეროვნულ ინტერესად. IPN
-
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას ელოდება. როგორც მინისტრის მოადგილემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ეს იქნება საქართველოს თავსებადობის შეფასება საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით, ხოლო მომავალი წლის შემოდგომაზე ევროკომისიის შეფასების მორიგი ანგარიში გამოქვეყნდება. “გვაქვს ინფორმაცია, რომ შეფასება პოზიტიურია. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული, რაც ეხება ევროკავშირთან საქართველოს თავსებადობას საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით. მომავალი წლის შემოდგომაზე ველოდებით, რომ გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსი მიენიჭება“, - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ. მისივე ინფორმაციით, საქართველო წარმატებით განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებას. ჯანჯალიას თქმით, ამ ეტაპზე, საქართველომ წარმატებით განახორციელა ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების დაახლოებით 50%, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების მიმართულებით ევრო-დირექტივებისა და რეგულაციების დაახლოებით 60% საქართველოს კანონმდებლობაში უკვე ასახულია. ჯანჯალიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ დაასრულა მუშაობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალ დღის წესრიგზე, რომელიც 7-წლიანია და საშუალოვადიან და გრძელვადიან პრიორიტეტებს აერთიანებს.
-
გამოცემა The Economist-ი უკრაინას ასახელებს წლის სახელმწიფოდ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბრიტანეთში გამომავალმა ჟურნალმა The Economist-მა წლის სახელმწიფოდ უკრაინა დაასახელა. "ჩვენი 2022 წლის ქვეყანა მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს, მისი ხალხის ჰეროიზმისთვის, მჩაგვრელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის", - წერს გამოცემა. "ჩვეულებრივ დროს The Economist-ის წლის სახელმწიფოს არჩევა რთულია. ჩვენი ავტორები და რედაქტორები, როგორც წესი, იწყებენ თავისუფალ დებატებს, რომლის დროსაც ისინი კამათობენ მოკლე სიაში მოხვედრილი ექვსიოდე ქვეყნის შესახებ. მაგრამ წელს, პირველად მას შემდეგ, რაც 2013 წელს ჩვენ წლის სახელმწიფოს დასახელება დავიწყეთ, არჩევანი მკაფიოა - ეს მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს. ეს საპატიო ტიტული, როგორც წესი, ენიჭება ხოლმე ქვეყანას, რომელიც, ჩვენი პერსპექტივით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუმჯობესდა. ამ ჭრილში უკრაინა უჩვეულო არჩევანია, რადგან ცხოვრება უკრაინელთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვნად გაუარესდა მას მერე, რაც თებერვალში მათ ქვეყანაში ვლადიმირ პუტინი პროვოცირების გარეშე შეიჭრა. დაიღუპა უამრავი ადამიანი. დაინგრა და დაიწვა ქალაქები. მილიონობით ადამიანმა სახლ-კარი დატოვა. უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით მესამედით შემცირდა. რუსეთის თავდასხმების გამო ბევრი უკრაინელი სიბნელეში კანკალებს. და მაინც, უკრაინელებმა წელს საკუთარი თავი გამოავლინეს", - წერს გამოცემა. 2021 წლის სახელმწიფოდ გამოცემამ იტალია დაასახელა - კორონავირუსის პანდემიის ფონზე გატარებული გონივრული პოლიტიკის და შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების შერბილების გამო. 2019 წელს კი წლის ქვეყანა იყო უზბეკეთი - გამოცემის ავტორები წერდნენ, რომ ქვეყანაში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პრეზიდენტ შავკატ მირზოევის რეფორმების შედეგად. -
პასუხისგებაში მისცეს რუსეთის ის მოქალაქე, რომელმაც 9 ნოემბერს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტს ავტომობილი დააჯახა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. შემთხვევის ამსახველი კადრების გადაღება შეძლო ამ ჟურნალისტთან ერთად მყოფმა ოპერატორმა. კადრები, რომლებიც თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, "რიკო კრედიტთან" არის გადაღებული, გავიდა ტელეარხის ეთერშიც. "სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და მოიპოვა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, 2022 წლის 20 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო", - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში. საქმეზე სასამართლოს მიმართა საქართველოს პროკურატურამ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რას ითხოვენ აღკვეთის ღონისძიებად ჟურნალისტზე ძალადობაში ბრალდებული კაცის მიმართ. 12 ნოემბერს "ფორმულის" ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით "ფულის გათეთრების რუსული სქემა და საქართველო, როგორც სავალუტო ჯიხური". სიუჟეტის მოსამზადებლად ჟურნალისტი დავით ქურდაძე ვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ ჯიხურთან იყო მისული და აკვირდებოდა, როგორ ცვლიდნენ რუბლში მიღებულ გზავნილს ევროში ან დოლარში. რადიო თავისუფლება
-
თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 დეკემბრიდან, „საახალწლო სოფელში“, სხვადასხვა სცენაზე კონცერტები ყოველდღიურად გაიმართება. მათივე ცნობით, გარდა იმისა, რომ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩაზე საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, გასართობი აქტივობები და სადღესასწაულო მსვლელობები მოეწყობა, ასევე იგეგმება სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები. „კონცერტების ციკლი „საახალწლო სოფლის“ გახსნით დაიწყება. გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანები – გვანცა დარასელია და აჩიკო სოლოღაშვილი. მომღერლები: ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, ანრი ჯოხაძე, დუეტი „ჯორჯია“, აჩიკო მეფარიძე, ჯგუფი „ფორტე“, დათო გომართელი, მასტერა და ნათია დუმბაძე, ასევე, ანსამბლი „შვიდკაცა“. საახალწლო სოფლის მუსიკალური პროგრამა მოიცავს SALIO-ს, 90-იანების კონცერტს, Killages-ს, ზუკა ხუციშვილსა და ბენდს, „არას“, SKAZZ-ს, „ნიუტონს“, 4D Monster Lobsters-ს, Goofy Land-ს, „თამადას“, SvanSikh-ს, „ფრანს“, „რეგეონს“, ქართული სიმღერის კონცერტს, თბილისის ბიგ-ბენდს, Bedford Falls-ს, ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტს, ეთნომუსიკის კონცერტს, დავით ილურიძის ბენდს, სოფო გელოვანს, დათო ევგენიძეს, FE PROJECT-ს, „თუთარჩელას“, LOUDspeakers-ს, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, Tika Balanchine & New One-ს, მიშო ურუშაძეს, ბენდს „შერეკილები“, გიორგი გიგაშვილს, ნინი ნუცუბიძეს და კატო კვარაცხელიას. საბავშვო კონცერტები გაიმართება ათონელის ქუჩის სცენაზე. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ N STUDIO და მისი მუსიკალური ხელძღვანელი ნუცა ჯანელიძე, თამარ ბოლაშვილი, რუსიკო ბახტაძის სტუდია, „ქენდი სტუდიო“, „ბზიკები სტუდიო“, სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“, „მეკო სტუდია“, სტუდია „ანა-ბანა“, „ვოკალის აკადემია“, ეროვნული სასახლის ფოკლორული ანსამბლების კონცერტი, „ბასტი-ბუბუ“, ბავშვთა ვოკალური სტუდია „ჩიკო“, ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია, სტუდია „თინქლაბი“, გუნდი „დორემი“, სტუდია „ველოსიპედი“, „ნია სტუდიო“, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება – თბილისის თოჯინების თეატრი, „სტუდიო 1,2 3“, პროექტ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილე, ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფები და კლასიკური მუსიკის შემსრულებლები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. მუსიკალური პროგრამა ათონელის სცენა 23.12.2021 – 19:00 – საახალწლო სოფლის გახსნა; 24.12.2021- 20:00 – SALIO; 25.12.2021- 20:00 – 90-იანების კონცერტი; 26.12.2022 – 20:00 – Killages; 27.12.2022- 20:00 – ზუკა ხუციშვილი და ბენდი; 28.12.2022 – 20:00 – „არა“; 29.12.2022 – 20:00 – ღამის შოუს ბენდი; 30.12.2022 – 20:00 – ერეკლე დეისაძე და ბენდი SKAZZ; 01.01.2023 – 20:00 – ნიუტონი; 02.01.2023 – 20:00 – 4D Monster Lobsters; 03.01.2023 – 20:00 – Goofy Land; 04.01.2023 – 20:00 – თამადა, SvanSikh; 05.01.2023 – 20:00 – ფრანი, რეგეონი; 06.01.2023 – 20:00 – „შობის მოლოდინში“ ქართული სიმღერის კონცერტი; 07.01.2023 – 20:00 – თბილისის ბიგ-ბენდი; 08.01.2023 – 20:00 – Bedford Falls; 09.01.2023 – 20:00 – ქართული ესტრადის ვარსკვლავები; 10.01.2023 – 20:00 – ქართული ესტრადის ვარსკვლავები; 11.01.2023 – 20:00 – ეთნომუსიკის კონცერტი: ჯგუფი „ეგარი“, ჯგუფი „ბანი“, ჯგუფი „ჩვენებურები“, ჯგუფი „გორდელა“, ჯგუფი „ურსა“, ჯგუფი „დიდგორი“, ჯგუფი „ბასიანი“; 12.01.2023 – 20:00 – დავით ილურიძის ბენდი, სოფო გელოვანი და ბენდი; ქარავანის სცენა ორბელიანის მოედანზე 23.12.2021 – 21:30 – დათო ევგენიძე და ბენდი; 24.12.2021- 21:30 – FE PROJECT; 25.12.2021- 21:30 – ბექა გოჩიაშვილი და ბენდი; 26.12.2022 – 21:30 – ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი; 29.12.2022 – 16:00 – ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“, 21:30 LOUDspeakers; 02.01.2023 – 21:30 – ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე; 04.01.2023 – 21:30 – Tika Balanchine & New One; 06.01.2023 – 22:00 – მიშო ურუშაძე Dj Set; 08.01.2023 – 22:00 – Dro Dj Set; 09.01.2023 – 21:30 – ბენდი „შერეკილები“ ქართული კინომუსიკის რეპერტუარით; 13.01.2023 – 21:30 – გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია; საბავშვო კონცერტები ათონელის ქუჩის სცენაზე 24.12.2021 – 13:00 – N STUDIO მუსიკალური ხელძღვანელი ნუცა ჯანელიძე, 14:30 თამარ ბოლაშვილი; 25.12.2021 – 13:00 – რუსიკო ბახტაძის სტუდია; 26.12.2022 – 13:30 – ქენდი სტუდიო; 27.12.2022 – 13:30 – ბზიკები სტუდიო; 28.12.2022 – 13:30 – სამეცნიერო მუზეუმი ექსპერიმენტორიუმი, 14:00 თამარ ბოლაშვილი; 29.12.2022 – 13:30 – მეკო სტუდია; 30.12.2022 – 13:30 – სტუდია ანა-ბანა; 01.01.2023 – 13:00 – ვოკალის აკადემია; 02.01.2023 – 13:00 – ეროვნული სასახლის ფოკლორული ანსამბლების კონცერტი; 03.01.2023 – 13:30 – ბასტი ბუბუ; 04.01.2023 – 13:30 – ბავშვთა ვოკალური სტუდია ჩიკო, 14:45 თამარ ბოლაშვილი; 05.01.2023 – 13:30 – ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია; 06.01.2023 – 13:30 – სტუდია თინქლაბი; 07.01.2023 – 13:00 – გუნდი დორემი; 08.01.2023 – 13:00 – სტუდია ველოსიპედი – ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა; 09.01.2023 – 13:30 – ნია სტუდიო; 10.01.2023 – 13:30 – საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება- თბილისის თოჯინების თეატრი; 11.01.2023 – 13:30 – სტუდიო 1,2, 3; 12.01.2023 – 13:00 – პროექტ რანინას ყველა სეზონის მონაწილე; 13.01.2023 – 13:00 – ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი;
-
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან შევა ძალაში. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ინიციატივის მხარდაჭერის შემდეგ, გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის პირველ სექტემბერს ევროპულმა საბჭომ მკაცრად დაგმო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და მოუწოდა სხვა ქვეყნებს, არ ეღიარებინათ მათი დამოუკიდებლობა. ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იმყოფებიან საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ, რუსეთის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები უკვე არ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია წევრ სახელმწიფოებში, ისლანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში. „ერთიანი სავიზო პოლიტიკისა და ერთიანი მიდგომის უზრუნველსაყოფად, გარესაზღვრების გადამკვეთ პირთა შემოწმებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში ან ტერიტორიებზე, ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ უნდა იქნას მიღებული, როგორც მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი, ვიზის გაცემისა და გარესაზღვრების გადაკვეთის მიზნით. ეს ცვლილება ასევე უნდა გავრცელდეს ასეთი პირების შთამომავლებზე. წევრ სახელმწიფოებს ასევე უნდა შეეძლოთ გაუქმება, თუ პირი იყო არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო ასეთი სამგზავრო დოკუმენტის გაცემის დროს“, – აღნიშნულია ევროკავშირის ინფორმაციაში. ავტორი - გივი ბარამიძე
-
თეთრი სახლი ადასტურებს, რომ უკრაინა აშშ-სგან Patriot-ის სისტემებს მიიღებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დღეს ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, რომელშიც Patriot-ის სისტემებიც შედის. „პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს მნიშვნელოვან ახალ პაკეტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობას ითვალისწინებს. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს: Patriot-ის სარაკეტო ბატარეას, რომელიც იქნება კრიტიკული აქტივი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბარბაროსული თავდასხმებისგან უკრაინელი ხალხის დასაცავად. ჩვენ მოვამზადებთ უკრაინულ ძალებს, თუ როგორ მართონ Patriot-ის სარაკეტო ბატარეა მესამე ქვეყანაში. ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათვე ცნობით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის სხვა ფორმებზე, მათ შორის NASAMS-ის, HAWK-ის, Stinger-სა და უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო აღჭურვილობის მიწოდებაზე, პრიორიტეტის მინიჭების გზითაც. იპნ -
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ამასთან, აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
-
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს და ფიზიკური ძალადობა განხორციელა მეუღლის დედის მიმართ. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ”პრიმა და ,,ვ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა (ოჯახური ძალადობა). ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
-
არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 35 წლამდე მამაკაცმა მამა სასიკვდილოდ სცემა. მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. იპნ
-
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ, კომპანიას 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა, დაახლოებით, სამი მლნ აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან თავიდან იყო მოთხოვნილი. „ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად, 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა დედაქალაქი მერი, გასცა ზონალური შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ. ბევრი ადამიანი აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს. ამ ხნის განმავლობაში, ამ საკითხზე ვმუშაობდით. დღეს მონაცვლეობა განხორციელებულია. პირველად შემოთავაზებული საკომპენსაციო ოდენობა 5 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი გახლდათ. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. ნაკვეთის ღირებულება, რომელსაც ამ კომპანიას საკომპენსაციოდ გადავცემთ, არის 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი, რაც თავიდან მოთხოვნილ თანხაზე, დაახლოებით, 3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება დაავალა. „მინდა, დავავალო ანდრია ბასილაიას, რომ აღნიშნული ტერიტორია მოწესრიგდეს. ვიცი, რომ აქ კატლავანია ამოღებული, ღობეებია მოწყობილი. გააკეთეთ პროექტი და წარვუდგინოთ საზოგადოებას, რა სახით დაუბრუნდება ეს სივრცე ვაკის პარკს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
-
საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა, ომში თბილისის ჩართვის მიზნით უკრაინის სპეცოპერაცია იყო - უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქზე“ წერს. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემით, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. „რა სახის ინსინუაციებს აღარ ავრცელებს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად.უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. ამასთან, ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს”, - აცხადებს ნიკოლენკო. უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს და დააკმაყოფილოს სასჯელის გადავადების მოთხოვნა. „ვიმეორებთ მოწოდებას უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის მიხეილ სააკაშვილთან წვდომის უზრუნველსაყოფად. ასევე მოგიწოდებთ უკრაინის მოქალაქეს გაუწიოთ სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოთ სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით”, - წერს ნიკოლენკო. შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა სპეცოპერაცია იყო, სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი საქართველოს ომში ჩართვა.
-
ბათუმში ლუკა ასათიანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ხანძრის შედეგად, ბანკის შენობა და ინვენტარი დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებს ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს. ინტერპრესნიუსი
-
97 წლის ირმგარდ ფურხნერს, რომელიც მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მდივნად მუშაობდა, 10 500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალი დაუმტკიცდა. მსჯავრდებული შტუთჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში 1943 წლიდან 1945 წლამდე მუშაობდა. ირმგარდ ფურხნერი 10 505 ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობასა და კიდევ ხუთი პირის მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობაში ცნეს დამნაშავედ. ვინაიდან ფურხნერი აღნიშნული დროისთვის მხოლოდ 18 ან 19 წლის იყო, ის არასრულწლოვანთა სპეციალურ სასამართლოში გაასამართლეს. სასამართლო პროცესი 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. მაშინ ირმგარდ ფურხნერი მოხუცებულთა სახლიდან გაიქცა და პოლიციამ ჰამბურგის ქუჩაზე იპოვა. სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, ფურხნერმა თქვა, რომ ბოდიშს იხდის მომხდარის გამო და ნანობს, რომ იმ დროს შტუტჰოფში იმყოფებოდა. ქალს, რომელიც ნაცისტური დანაშაულებისთვის გაასამართლეს, ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. იპნ
-
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს. „მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, ჯო ბაიდენი და მე განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას. ასევე სიტყვით გამოვალ კონგრესის სხდომაზე და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გავმართავ”, - წერს ზელენსკი “ტვიტერზე”. ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც და აცხადებს, რომ კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე ზელენსკი თეთრ სახლს ეწვევა.
-
აშშ-მა და ბრიტანეთმა დაგმეს განკარგულება, რომელიც ავღანეთში თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ გასცა. განკარგულება ქალებს უნივერსიტეტებში სწავლას უკრძალავს ქვეყნის მასშტაბით. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ავღანეთის პრობლემას ეხებოდა, გაეროში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა დაგმეს ავღანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკანასკნელი ზომაა ქვეყანაში ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის სფეროში. „თალიბანი არ უნდა მოელოდეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმური წევრი იქნება, სანამ პატივს არ სცემს ავღანელების უფლებებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებსა და ქალთა და გოგონათა ფუნდამენტურ თავისუფლებას“, - თქვა გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების სათავეში მოსვლისას თალიბანი პირობას დებდა, რომ უფრო რბილ პოლიტიკას გაატარებდა, მკაცრი კურსის მომხრეები მეთოდურად აწესებენ შეზღუდვებს ქალთა ცხოვრების ყველა ასპექტში. უნივერსიტეტებში ქალთა სწავლის თაობაზე განკარგულებას ხელს აწერს უმაღლესი განათლების მინისტრი ნედა მუჰამად ნადიმი.
-
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 25 დასახლებულ პუნქტთან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 25 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა და 61 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზარალდა ქალაქებში: ხერსონში, კონსტანტინოვკასა და ვოლჩანსკში. შტაბის ცნობითვე, ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით მოწინააღმდეგემ უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე ტანკების და არტილერიის გამოყენებით იერიში მიიტანა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 10 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 12 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 3 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის თავმოყრის 10 რაიონი და საბრძოლო მასალების 1 საწყობი. -
პრეზიდენტ ზელენსკის ვაშინგტონში გამგზავრება ოფიციალურად დადასტურდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა. ზელენსკი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ აშშ-ისკენ გზაზეა, რათა განამტკიცოს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილოს აშშ-ისა და უკრაინის თანამშრომლობის საკითხები. უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა აშშ-ის კონგრესში. ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დაადასტურა თეთრმა სახლმაც. ინფორმაცია, რომ ზელენსკი აშშ-ში ჩასვლას დღეს, 21 დეკემბერს გეგმავდა, გასულ ღამით გავრცელდა. დილით, ტელეკომპანია CNN-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში უკვე გაემგზავრა. აშშ პირველი ქვეყანაა, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. 20 დეკემბერს ომის დაწყებიდან 300 დღე გავიდა. მედიის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტისას პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს უკრაინისთვის კიდევ 1.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების, მათ შორის სარაკეტო სისტემების Patriot-ის გადაცემის გადაწყვეტილებას. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლის ბოლოდან, აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება. -
ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერი ჰარვი უაინსტინი დამნაშავედ ცნო კიდევ ერთ გაუპატიურებასთან დაკავშირებულ საქმეში. როგორც Reuters-ი იტყობინება 20 დეკემბერს, ახალი ვადით მას 24-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ნაფიცმა მსაჯულებმა უაინსტინი დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებასა და ორ შემთხვევაში სექსუალური ხასიათის ძალადობაში რუსული წარმომავლობის მოდელის მიმართ 2013 წელს. ქალის ვინაობას არ ამხელენ. მთლიანობაში ლოს-ანჯელესის სასამართლოში უაინსტინის წინააღმდეგ ოთხი ქალის ბრალდებები განიხილებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომის მეუღლის, მსახიობ ჯენიფერ სიბელის, ასევე მსახიობ ლორენ იანგის ბრალდებებთან დაკავშირებით. ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი პროდიუსერი გაამართლეს ბრალდებებში, რომლებიც ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებულმა მოწმემ წაუყენა მას. უაინსტინის დაცვა ამტკიცებს, რომ ორი ქალი სრულიად ტყუოდა მასთან შეხვედრების შესახებ, დანარჩენ ორთან კი მხოლოდ ორმხრივი თანხმობის შემდეგ ჰქონდა სექსუალური ურთიერთობები. ჰარვი უაინსტინი კინოკომპანიების, Miramax-ისა და Weinstein Co.-ს თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე იყო. ის იყო პროდიუსერი ფართოდ ცნობილი ფილმებისა, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში აქვთ მოპოვებული ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარი“. 2017 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ათობით ქალმა განაცხადა უაინსტინის მხრიდან შევიწროებისა და ძალადობის შესახებ. რამდენიმე ინციდენტთან დაკავშირებით პროდიუსერს 2018 წელს სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს. იმათ შორის, ვინც უაინსტინს ბრალი წაუყენა, არიან ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და სალმა ჰაიეკი, მაგრამ არცერთი მათგანი არ გამხდარა სასამართლო პროცესის ნაწილი. 2020 წლის მარტში სასამართლომ უაინსტინს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის შევიწროებასა და გაუპატიურებაში ცნეს დამნაშავედ. რადიო თავისუფლება
-
დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ 2017 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მიერ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია მეარაყიშვილმა პროკურატურიდან მიღებული ოფიციალური წერილის საფუძველზე გაავრცელა. მეარაყიშვილმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურიდან დღეს მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ საქმე დახურულია. მისი თქმით, სახლის ჩხრეკა და მისი დაკავება უკვე უკანონოდ არის აღიარებული. „წერილი მივიღე- საქმე #N961705 დაიხუროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ეს ნიშნავს - 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრული საქმე, რის საფუძველზეც დამაპატიმრეს, ჩატარებული პირადი და ბინის ჩხრეკა იყო უკანონო!- ამის დამტკიცებას მივუძღვენი 6 წელი და ბრძოლაში გატარებულ არცერთ დღეს არ ვნანობ! ასევე- მაქვს რეაბილიტაციის უფლება - ამინაზღაურდეს მორალური და მატერიალური ზიანი, რაც ამ წლებში გავიღე'', - წერს თამარ მეარაყიშვილი. 2017 წელს მეარაყიშვილს ცილისწამებაში დასდეს ბრალი დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის „ერთიანი ოსეთის“ მიმართ. ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და ახალგორში მისი სახლი გაჩხრიკეს. 2020 წლის 17 იანვარს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ საბოლოოდ მოხსნა ეს ბრალდება. სასამართლომ გენერალურ პროკურორს დაავალა საქმიდან ამოეღო ცილისწამებასთან დაკავშირებული ეპიზოდები და ამის შემდეგ დაებრუნებინა საქმე სასამართლოში სხვა ეპიზოდების განსახილველად. დარჩა ორი ეპიზოდი - სამხრეთ ოსეთის პასპორტის უკანონო მოპოვება (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 324-ე მუხლი) და შეგნებულად ყალბი დოკუმენტის გამოყენება (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მეარაყიშვილის ცნობითვე, ოფიციალური დოკუმენტის შესაბამისად, მას მატერიალური და მორალური ზიანისთვის რეაბილიტაციის საშუალებაც მიეცემა. თამარ მეარაყიშვილის თქმით, ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სასამართლომ რამდენჯერმე გაამართლა, თუმცა ყოველ ჯერზე პროკურატურა გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის უფლებების დასაცავად არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მიმართა დე ფაქტო ხელისუფლებას. თითქმის 6 წლის განმავლობაში მას პირადობის დამადასტურებელი საბუთები ჩამორთმეული ჰქონდა და ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. radio tavisupleba