-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის, თუმცა ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ, რაც სამხედროებისთვის მიუღებელია. „თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ თავდასხმებს, რაც უკვე განვახორციელეთ, მაშინ მათ დარჩათ მაქსიმუმ ორი-სამი, შესაძლოა ოთხი, შეტევა, მაგრამ შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ რეზერვი მაინც უნდა დაიტოვონ“, - აღნიშნა დანილოვმა. მისი თქმით, ლიმიტი, რომელიც რეგულაციების მიხედვით უნდა დაეცვათ, უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ გადალახეს. ამასთან, დანილოვის ინფორმაციით, რუსებს მეტ-ნაკლებად საკმარისი S-300 რაკეტები აქვთ თავიანთ არსენალში. ცნობისათვის, 16 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი, მეცხრე ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 76 რაკეტა გაუშვეს, აქედან 72- ფრთოსანი რაკეტა იყო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 60 რაკეტა ჩამოაგდეს. იპნ
-
ყვარელში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის სააპელაციომ პირს 10 წელი მიუსაჯა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მათი საჩივარი, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენი და ყვარელში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრში „ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე“ ბრალდებული დამნაშავედ ცნო. თავდამსხმელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რადიო თავისუფლება -
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“, რომელიც ჩართულია უკრაინის ქალაქ ბახმუტის გარშემო გაჭიანურებულ ბრძოლაში, შეიმუშავა საპატიმროებში დაქირავებული, ცუდად მომზადებული მებრძოლების მართვის ტაქტიკა. კერძოდ, მათ აძლევენ სმარტფონებს ან პლანშეტებს, რომლებზეც თანამგზავრულ რუკაზე მითითებულია მიმართულება და შეტევაზე უშვებენ ხშირად ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის გარეშე, „ვაგნერის“ მეთაურები კი, თავშესაფრებში სხედან და დრონების მეშვეობით აკონტროლებენ იმას, რომ დაქირავებულებმა მითითებულ კურსს არ გადაუხვიონ. მათ, ვინც წინასწარ განსაზღვრულ გეზს ნებართვის გარეშე შეიცვლის, სიკვდილით დასჯა ემუქრება. დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, „ვაგნერის“ ეს "სასტიკი ტაქტიკა" მიზნად ისახავს ისედაც დეფიციტური, გამოცდილი მეთაურების და ჯავშანმანქანების შენარჩუნებას საპატიმროებში დაქირავებულთა ხარჯზე. მათ "სახარჯ მასალად" მიიჩნევენ. უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის რეგულარულ ჯარებთან ერთად ჩართულია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი". წლების განმავლობაში, არაერთი მედიასაშუალება, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით წერდა, რომ "ვაგნერის" მფლობელია პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული, მის "პირად მზარეულად" წოდებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. თავად პრიგოჟინმა საჯაროდ 2022 წლის 26 სექტემბერს აღიარა, რომ "ვაგნერის" დამაარსებელი და დამფინანსებელია. პრიგოჟინი პირადად ჩართულია უკრაინაში საომრად პატიმართა დაქირავების პროცესში. რადიო თავისუფლება
-
ნავთობი და ხორბალი - კიდევ რამ გაზარდა რუსეთიდან საქართველოში ექსპორტი 73,1%-ით
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
2022 წლის პირველ 11 თვეში საქართველომ რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა გაზარდა. თუკი გასული წლის იმავე პერიოდში რუსეთიდან 929 095 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წელს ეს რიცხვი 73,1 პროცენტით - 1 607 840,4 ათას დოლარამდე გაიზარდა. იმპორტის მაჩვენებლის მიხედვით ეს იყო ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს შორის, თუმცა პირველ ადგილზე თურქეთია - 2022 წლის იანვარ-ნოემბერში 2 143 188,4 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 33,3 პროცენტით აღემატება. იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია რუმინეთიდან (72,1%-ით), იაპონიიდან (48,1%-ით) და აშშ-დანაც (41,5%-ით). სულ იმპორტის მაჩვენებელი 32,4 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში 11 981 148,1 ათას აშშ დოლარს გაუტოლდა. იმპორტი საქართველოში ქვეყნების მიხედვით საქართველოდან წინა წელთან შედარებით 31,8 პროცენტით არის გაზრდილი (3 823 110 ათასი აშშ დოლარიდან 5 037 076,9 ათას დოლარამდე) ექსპორტი. ამ მხრივ პირველ ადგილზეა ჩინეთი (13,1%), მეორეზე კი - რუსეთი (8,9%). ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა პროცენტულად ყველაზე მეტად პერუმ (896,7%) და სომხეთმა (119,5%) გაზარდეს. ექსპორტი საქართველოდან ქვეყნების მიხედვით radio tavisupleba -
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების შესახებ წერს. „რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს დაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი. ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს ხვდებიან. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეები მოკლებულნი არიან მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას“, – წერს ფაშინიანი. ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს. სწორედ ამ დერეფანზე გადის მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ერთმანეთთან დასაკავშირებელი ერთადერთი გზა. ავტორი - სალომე თორაძე
-
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კიევის რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინელმა სამხედროებმა 30 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი სახლები. რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ რუსული კამიკაძე თვითმფრინავების თავდასხმასთან დაკავშირებით კიევის რეგიონში სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ავტორი - გივი ბარამიძე
-
უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქში საარტილერიო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, თავდასხმა უკრაინის მხრიდან კვირას ღამით განხორციელდა და რამდენიმე შენობა და ავტომობილი დაზიანდა. თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე თავად ბელგოროდი, მეორე კი კრასნაია იარუგას დასახლება გახდა. ავტორი - სალომე თორაძე
-
უკრაინის ხელისუფლება ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის პოზიციას აკრიტიკებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე „ცუდი მშვიდობა“ იქნება პუტინის გამარჯვება, ასევე წარმატების რეცეპტი ავტოკრატებისთვის მთელ მსოფლიოში. „ბატონმა კისინჯერმა ვერაფერი გაიგო… ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე. რეცეპტი, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი აყალიბებს, მაგრამ ხმამაღლა თქმის ეშინია, მარტივია: დაამშვიდე აგრესორი უკრაინის ნაწილის შეწირვით აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ თავდაუსხმელობის გარანტიებისთვის“, – აცხადებს მიხაილ პოდოლიაკი. მანამდე, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების დრო დგება და რომ ეს აუცილებელია, რათა კიდევ ერთი კატასტროფული მსოფლიო ომის საფრთხე შემცირდეს. ავტორი - გივი ბარამიძე
-
ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები იწყება. რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა, თუმცა ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეები, სამართალდამცველები, ასევე ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი. მისი განცხადებით, რესტორანი არ ფუნქციონირებდა, ფაქტთან დაკავშირებით კი უკვე მიმდინარეობს გამოძიება. „დაშავებულები ამ დროისთვის არ გვყავს. მოგეხსენებათ, შემთხვევის დაწყებიდან ადგილზე იმყოფებოდნენ ყველა უწყების წარმომადგენლები. უფრო დეტალურ ინფორმაციას როგორც მერია, ასევე შსს, რომელიც შეისწავლის ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ხვალ მოგაწვდით“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა. ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. მოგვიანებით, ცეცხლი რესტორნის მთელ პერიმეტრზე გავრცელდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული, თუმცა ვინაიდან რესტორანი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე იყო განთავსებული, ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ავტორი - მერაბ წულუკიძე
-
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს წმინდა ნიკოლოზს იხსენიებენ. წმინდანი ქრისტეშობიდან 257 წელს, მცირე აზიაში, პართიაში, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. იგი ღვთის სიტყვას დაუღალავად ქადაგებდა და თავადაც ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითი იყო. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც სარწმუნოების სიმბოლოდ იქნა დამტკიცებული. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმინდანი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ნიკოლოზობას ულოცავს და მათ მშვიდობას უსურვებს. -
კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა - ქალაქში Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმა გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს. "მტერი დედაქალაქს Shahed-ის საბრძოლო მასალით უტევს. მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში უკვე ჩამოგდებულია მტრის 9 უპილოტო საფრენი აპარატი", - აცხადებენ ადმინისტრაციაში. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის ოლქებსა და ქალაქ კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ipn -
რომის პაპი - ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა - ეს არის მსოფლიო ომი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა. უზარმაზარი სისასტიკეა, ძალიან სერიოზულია, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა. „ეს მსოფლიო ომია. მოდით, ნუ დაგვავიწყდება ეს. ომში უკვე რამდენიმე ხელია ჩართული. ის გლობალურია. ვფიქრობ, ომი იმართება მაშინ, როცა იმპერია იწყებს დასუსტებას და როცა არის იარაღი გამოსაყენებელი, გასაყიდად და შესამოწმებელი. მეჩვენება, რომ აქ ბევრი ინტერესია“, - აღნიშნა პაპმა. მისივე თქმით, ვერ ხედავს, რომ ომი მალე დასრულდება. „რაც შემიძლია, ვაკეთებ. ისინი არ უსმენენ. რაც ხდება უკრაინაში, საშინელებაა. უზარმაზარი სისასტიკეა, ძალიან სერიოზულია და ეს არის ის, რასაც მე გამუდმებით ვგმობ“, - აღნიშნა რომის პაპმა. მისი თქმით, მზადაა ყველა მიიღოს და მოუსმინოს. „ახლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მესამედ გამომიგზავნა თავისი რელიგიური მრჩეველი. კონტაქტი მაქვს, ვიღებ ხალხს, ვეხმარები“, - აღნიშნა პაპმა. IPN -
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 15 დასახლებულ პუნქტთან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 7 საავიაციო დარტყმა და 55 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოგვიანებით გაავრცელებენ ინფორმაციას, გასული ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშის შესახებ. უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 3 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. განადგურებულია 7 უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136. გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 1 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 1 რაიონი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი. radio tavisupleba -
ზელენსკი: უკრაინა აპირებს ამ ზამთარსავე მოიწვიოს „სამიტი მშვიდობისთვის“
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინა ამ ზამთარსავე აპირებს სპეციალური სამშვიდობო სამიტის მოწვევას. ამის შესახებ 18 დეკემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ამზადებენ „სამიტს მშვიდობისთვის“ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, რომელმაც შესაძლოა, განიცადოს ისეთივე აგრესია და ტერორი, როგორიც რუსეთმა მოიტანა უკრაინის მიწაზე. ზელენსკის თანახმად, უკრაინას აქვს მშვიდობის ფორმულა - ათი მკაფიო პუნქტი, რაც შექმნის უსაფრთხოების ახალ, გლობალურად მნიშვნელოვან არქიტექტურას, უკრაინის მიწას თავისუფლებას დაუბრუნებს და სხვა ხალხთა თავისუფლების და უსაფრთხოების გარანტიაც გახდება. უკრაინის პრეზიდენტმა მშვიდობის გლობალური სამიტის მოწვევის ინიციატივა პირველად 12 დეკემბერს გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას. დაახლოებით ერთი თვით ადრე, 15 ნოემბერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის 10-პუნქტიანი "მშვიდობის ფორმულა" წარუდგინა "დიდი ოცეულის"(G20) ლიდერთა სამიტს, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ჩატარდა. სამიტში მონაწილეობა არ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა. უკრაინის წინადადებებია: რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა ტყვის და დეპორტირებულის გათავისუფლება, გაეროს წესდების შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის აღკვეთა, ესკალაციის არდაშვება და ომის დასრულების ფიქსაცია. radio tavisupleba -
მესისა და მბაპეს საოცარი დუელი - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო]
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
36 წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი ლიონელ მესიმ მოაგებინა სანუკვარი ჯილდო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით (3:0) მოპოვეს, ფრანგებმა კი ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგეს. ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ ჰქონდა მოპოვებული. პლანეტის საუკეთესო ნაკრები არგენტინა ბოლოს შორეულ 1986 წელს გახდა, საფრანგეთი კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალურ მატჩამდე არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდების ლიდერებს – ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს ტურნირზე 5-5 გოლი ჰქონდათ გატანილი და ტიტულთან ერთად, საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოსაპოვებლადაც იბრძოდნენ. მატჩის დაწყების პირველივე წუთებიდან არგენტინელების უპირატესობა გამოიკვეთა. სამხრეთამერიკელები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ბურთს აკონტროლებდნენ, მოედნის ცენტრში დომინირებდნენ და ფრანგების კარს სახიფათოდ უტევდნენ. 21-ე წუთზე დი მარია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, დემბელე შესანიშნავი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა, მაგრამ ამ უკანასკნელმა არგენტინელი წააქცია და ფრანგების კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესიმ შეასრულა და არგენტინელებისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა -1:0. გაშვებული გოლის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები კვლავ მეორე ნომრად თამაშობდნენ და კარში ან კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამთ. ინიციატივა არგენტინელებს ჰქონდათ და მოედნის ცენტრში სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც მალევე მეორე გოლად აქციეს. ერთ-ერთი შეტევისას, ალვარესმა მაკალისტერს შესანიშნავი პასი მისცა, რომელმაც დი მარიას საგოლე გადაცემა გაუკეთა და არგენტინელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ – 2:0. მატჩის მეორე ნახევარში ფრანგები შედარებით გააქტიურდნენ და თამაშის გადარჩენას შეეცადნენ. მართალია, ევროპელები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, მაგრამ მათი შეტევები სახიფათო არ იყო, ბურთს კარის ჩარჩოში კვლავ ვერ ახვედრებდნენ. თუმცა, ფრანგებმა თამაშში დაბრუნება მაინც მოახერხეს და ფინალს ინტრიგა დაუბრუნეს. 79-ე წუთზე, ერთ-ერთი შეტევის დროს, ოტამენდმა საკუთარ საჯარიმოში უხეშად ითამაშა და არგენტინელების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კილიან მბაპემ ძლიერი, ზუსტი დარტყმით გოლად აქცია -2:1. ზუსტად ორ წუთში (81) ფრანგებმა მორიგი სახიფათო შეტევა წამოიწყეს და კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, კილიან მბაპემ მეორე გოლი გაიტანა – 2:2. დრამატული, სანახაობრივი და უხვგოლიანი ფინალური მატჩის ძირითად დროს არბიტრმა 8 წუთი დაამატა, რომელმაც ორმხრივ სახიფათო შეტევებსა და მაღალ ტემპში ჩაიარა, მაგრამ ანგარში აღარ შეცვლილა. დაინიშნა დამატებითი დრო და 109-ე წუთზე ლიონელ მესიმ დაამტკიცა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია – 3:2 არგენტინის სასარგებლოდ. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატების, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ფინალში სიტუაცია კვლავ ელვის სისწრაფით შეიცვალა. 118-ე წუთზე არგენტინის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც, რა თქმა უნდა, მბაპემ შეასრულა და ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა – 3:3. კილიან მბაპე რვა გოლით მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მეორე დამატებითი დროც დასრულდა და დრამატული ფინალის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. არგენტინამ პენალტებში 4:2 გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა. ავტორი - ალექსანდრე ქურხული -
გორში, სასმელი წყლის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გორში, ერთ-ერთი გარეუბნის, ვერხვების დასახლების მცხოვრებლები სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივების თქმით, მეხუთე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. “მეხუთე დღეა წყალი არ გვაქვს, იმდენჯერ თიშავენ, რომ სათვალავი აგვერია. ხშირად არც შეტყობინება მოგვდის, რომ წყალი უნდა გამოირთოს. სულ რაღაც როგორ ზიანდება, მიზეზები არ ელევათ”, – ამბობენ ვერხვების უბნის მცხოვრებლები. მათ ყურადღების მისაქცევად საავტომობილო გზაც გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია კარალეთის სათავე ნაგებობა, საიდანაც აღნიშნულ უბანს წყალი მიეწოდება. კომპანიის განცხადების მიხედვით, ახლაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თუმცა არ კონკრეტდება როდის აღუდგება დასახლებას წყლის მიწოდება. გორში, კარალეთის სათავე ნაგებობაზე ტუმბო აგრეგატის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო ვერხვების დასახლების დაახლოებით, 1600-მდე აბონენტს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა, რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რათა დროულად აღმოიფხვრას აღნიშნული”, – ნათქვამია განცხადებაში. -
კიევში აღდგა რუსეთის ბოლო თავდასხმის შედეგად დაზიანებული გათბობის სისტემა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
18 დეკემბერს კიევში შესაძლებელი გახდა რუსეთის ბოლო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანებული თბომომარაგების სისტემის მუშაობის სრულად ამოქმედება. "სითბოს მიწოდების ყველა წყარო ნორმალურად მუშაობს", - წერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამში. დღის განმავლობაში, კიევის მერის თანახმად, კომუნალური სამსახურების თანამშრომლები ადგილობრივად მოაგვარებენ სითბოს პრობლემებს იმ სახლებში, სადაც ისინი შეიძლება წარმოიშვას. პარასკევს, 16 დეკემბერს, რუსმა სამხედროებმა კიევს 40 რაკეტა ესროლეს, რომელთაგან 37 საჰაერო თავდაცვის სისტემის ზემოქმედებით განადგურდა. ამის შედეგად გამოწვეულმა ელექტროენერგიის გადაუდებელმა გათიშვამ უკრაინის დედაქალაქში, წყალმომარაგებისა და თბომომარაგების სისტემების მუშაობის შეფერხება გამოიწვია. რადიო თავისუფლება -
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთი საკუთარი სამხედროების მორალის ასამაღლებლად ფრონტის ხაზზე მომღერლებსა და მუსიკოსებს გააგზავნის. როგორც უწყება რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, „შემოქმედებითი ბრიგადის“ შემადგენლობაში საოპერო მომღერლები, მსახიობები და ცირკის შემსრულებლები იქნებიან. „2022 წლის 14 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი "ფრონტის ხაზის შემოქმედებითი ბრიგადის" დაარსების შესახებ გამოაცხადა, რომლებსაც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციის" ფარგლებში განლაგებული ჯარის მორალის ამაღლება დაევალათ“, - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
-
რუსეთის სამხედრო ძალებმა ხერსონი დაბომბეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. როგორც მედია აღნშნავს, ხერსონი და მიმდებარე რეგიონი რუსული ძლაბეის უკან დახევის შემდეგ ხშირი თავდასხმის ქვეშ არიან.
-
რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა. მისი თქმით, რუსეთმა უნდა წააგოს, გავიდეს უკრაინიდან. „ამ ტიპის ომი მხოლოდ ერთ გამარჯვებულს მოიცავს. რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება კომპრომისები და ახალი „მინსკები“. რუსეთმა უნდა წააგოს, გავიდეს უკრაინიდან და გადაიხადოს გადასახადები... ეს არის მსოფლიოში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დაბრუნების ერთადერთი გზა“,- განაცხადა პოდოლიაკმა „ტვიტერზე“.
-
იმერეთის პოლიციამ ხონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებთ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე სააათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზახ მკვლელობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. -
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე სამშვიდობო მოლაპარაკება მალე უნდა გაიმართოს, რათა დამანგრეველი მესამე მსოფლიო ომის რისკი შემცირდეს. ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ "სამშვიდობო პროცესმა უკრაინა ნატო-ს უნდა დაუკავშიროს". გარდა ამისა, კისინჯერმა დასძინა, რომ რუსეთის დაშლაზე ოცნებებმა შეიძლება ბირთვული ქაოსი გამოიწვიოს. IPN
-
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს შეხვდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილი ახალგაზრდების საჭიროებებზე და მათ ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. „უდიდესი პატივია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან შეხვედრა და მისი ლოცვა-კურთხევით ღონისძიებების განხორციელება“, - აღნიშნა დავით ფაცაციამ. მათივე ცნობით, შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "ინტერპრესნიუსი"
-
რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, კიევის ოლქში ელექტროენერგიის გარეშე ჯერ კიდევ 600 000-ზე მეტი ადამიანია დარჩენილი. ამის შესახებ უკრაინულ მედიას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ განუცხადა. "კიევის ოლქი სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ფეხზე წამოდგომას აგრძელებს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის კიევის ოლქის მომხმარებლების მხოლოდ ნახევარს მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისად, 50% ახლა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - აღნიშნა კულებამ. მისივე თქმით, ბოლო ორი დღეა ინჟინრები შეუჩერებლად მუშაობენ ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად. იპნ
-
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებიდან 2 მილიონი მოქალაქის, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვების დეპორტაცია მოახდინა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვჯერა, რომ 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის ბავშვების დიდი პროცენტი დეპორტირებულია. ბევრი ბავშვი მძევლად აიყვანეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პირველი პირის თქმით, ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს აშანტაჟებდნენ მათი შვილების რუსეთში „რეკრეაციულ ცენტრებში“ წაყვანით. "რა იყო ეს - დეპორტაცია, მძევლები? - ეს არის ტერორიზმი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. როგორც ზელენსკიმ დასძინა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სხვადასხვა საწარმოს თანამშრომლებთან დაკავშირებით ასეთი შემთხვევა ბევრია.