Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. გამოცემა Models.com-მა ახალბედა მოდელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მკითხველის რჩეული ამომავალი ვარსკვლავი მატილდა გვარლიანი გახდა. „მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა და მადლობა Modelsdot-ს ამ შესაძლებლობისთვის“ - დაწერა მატილდამ. marao.ge მატილდამ კარიერა პატარა ასაკში დაიწყო და როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობდა მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა. სულ ცოტა ხნის წინ მოდის 4 დედაქალაქში ჩატარებულ ჩვენებებზე მატილდა გვარლიანი წამყვანი მოდის სახლების სამოსით (დიორი, შანელი, კაროლინა ჰერერა) პირველად ვიხილეთ. მისი სამომავლო გეგმა კი Next Models Worldwide-ში მოხვედრაა.
  2. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს 19 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის სუმის ოლქის სოფელ ვისოკოესთან. ბოლო თვეების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინის არმიის სარდლობა ქვეყნის ამ რაიონში აქტიური საბრძოლო მოქმედების შესახებ იუწყება. გენშტაბის ცნობითვე, შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 7 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებული პუნქტის რაიონშიც, მათ შორის ქალაქ ბახმუტში. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო და 6 საავიაციო დარტყმა, მათ შორის ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის ცნობითვე, მოწინააღმდეგე არტილერიის და ტანკების გამოყენებითაც უტევდა დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და დნეპროპეტროვსკის ოლქების დასახლებულ პუნქტებს. უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და გაანადგურა 3 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს საოკუპაციო ძალების მართვის სამ პუნქტზე, საბრძოლო მასალების სამ საწყობსა და პირადი შემადგენლობის თავმოყრის რვა რაიონზე. radio tavisupleba
  3. შეერთებული შტატების სენატმა 1.66 ტრილიონი დოლარის მოცულობის მთავრობის მომავალი წლის დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის დახმარების სახით თითქმის 45 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი წავიდა. ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ამასთან, სენატმა დაამტკიცა “რესპუბლიკელი” სენატორის, ლინდსი გრეჰემის მიერ შეთავაზებული ცვლილება რუსი ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევისა და უკრაინის სასარგებლოდ გადაცემის შესახებ. ამასთან, სენატმა ასევე დაამტკიცა შესწორება, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ფინანსური აქტივების გასხვისებით მიღებული შემოსავალის უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებს. palitranews
  4. პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ძმის ცოლს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტში, ძმის ცოლს, 1949 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  5. კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას უძღოდა ნათესავებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება. მეზობლების თქმით, 80 წელს გადაცილებულ მამაკაცს და მის ძმისცოლს, 70 წლის ქალს უთანხმოება ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაობაზე ჰქონდათ. თვითმხილველთა ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირებისას, ხანდაზმულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც რძლის მკვლელობა მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, დაწყებულია გამოძიება. იპნ
  6. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6740 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6646 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8446 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8287 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0159 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  7. ახალ სახალხო დამცველს პარლამენტი, სავარაუდოდ, იმ წესის გამოყენებით აღარ აირჩევს, რა წესითაც ომბუდსმენის პოსტზე 19 კანდიდატი შეირჩა. 2022 წელს სახალხო დამცველის არჩევის იმ დროებითი წესის მოქმედება სრულდება, რომლის საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ბრძანებით კანდიდატების შეფასების 9-კაციანი ჯგუფი შექმნა, ხოლო სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატებთან დაკავშირებით რეგლამენტში კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერა. ამავე დროებითი წესის თანახმად, სახალხო დამცველობის კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ეს ის დროებითი ნორმაა, რომელიც 2022 წლამდე მოქმედებდა. რეგლამენტის ძირითადი ნორმის თანახმად კი, სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურებს პარლამენტს ფრაქცია და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი წარუდგენს. პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს. პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია. სახალხო დამცველის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმა იყო საჭირო, თუმცა ამ რაოდენობით ხმა პარლამენტში არც ერთ პარტიას არა აქვს. საერთო კანდიდატზე შეთანხმება კი მხარეებმა ვერ შეძლეს. შედეგად 90 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო და ყველა კანდიდატი ჩავარდა.
  8. „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი, რაც დასტურდება საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ბუტაფორიული ცვლილებებით, არჩევნებზე სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციითა და სახალხო დამცველის პარტიულ ვერტიკალში დაქვემდებარების მცდელობებით, - ასე ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის“ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაგდებას. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება დასტურია, რომ ის მზად არის საკუთარი გავლენებისა და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საქართველოს გადაახდევინოს მაღალი ფასი და საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივას“. „გვსურს, გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლას. პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი პირველივე დღიდან მონაწილეობდა პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით. ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, კერძოდ, მოთხოვნილია: უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ. ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მხარი დაუჭირა ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებით წესს, რომლითაც გაიწერა პროცედურული და ტექნიკური საკითხები, მათ შორის - შეიქმნა სახალხო დამცველობის კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფი. „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა შემფასებელმა ჯგუფმა უმაღლესი ქულები მიანიჭა არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს. ამ საკითხს ხაზი გაუსვა ევროპარლამენტმაც 2022 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში. ჩვენი საპარლამენტო გუნდი ასევე მონაწილეობდა ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრებში, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო კონკრეტულ კანდიდატზე შეჯერება. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის დასაწყისშივე „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა საკუთარი განზრახვა, რომ ის არ აპირებს ამ თანამდებობაზე აირჩიოს მისგან სრულად დამოუკიდებელი და პოლიტიკურ პარტიასთან კავშირში არმყოფი პირი. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ მიერვე დაინიცირებული პროცედურული ცვლილებები და მათ მიერვე შექმნილი შეფასების სამუშაო ჯგუფი იყო ფარსი, ვინაიდან ამ ჯგუფის მიერვე უმაღლესი ქულებით შეფასებულმა ვერცერთმა კანდიდატმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ვერ მიიღო. აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ ერთი წლის წინ ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და დამოუკიდებელ მოსამართლეებზე იერიშის მიზნით დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებებს. „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ყველა, ვისაც მის პარტიულ ვერტიკალში ვერ იქვემდებარებს. „ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება დასტურია, რომ ის მზად არის საკუთარი გავლენებისა და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საქართველოს გადაახდევინოს მაღალი ფასი და საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივას. ხელისუფლება ცდილობს, ყველანაირი წარუმატებლობა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით დააბრალოს სხვას (ოპოზიციას, მედიას, არასამთავრობო სექტორს). თუმცა, ამ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ვერცერთი წევრი ვერ გაექცევა. ამასთან, „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი, რაც დასტურდება საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ბუტაფორიული ცვლილებებით, არჩევნებზე სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციითა და სახალხო დამცველის პარტიულ ვერტიკალში დაქვემდებარების მცდელობებით“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა. ასევე, პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩია. "ინტერპრესნიუსი"
  9. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისა და მთავრობის მეთაურები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალი წლის 3 თებერვალს სამიტს გამართავენ, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა 22 დეკემბერს, თუმცა სამიტის ადგილი არ დაუკონკრეტებია. "შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება და რომ პრეზიდენტ ზელენსკის გაეგზავნა ღია მოწვევა ბრიუსელში ჩამოსასვლელად", - აღნიშნა ბარენდ ლეიტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესმდივანმა. ლეიტსის თქმით, ზელენსკისთვის გაგზავნილი მიწვევა არ ნიშნავს, რომ სამიტი აუცილებლად ბრიუსელში გაიმართება. ოფიციალური პირების თანახმად, სამიტის თემა, სავარაუდოდ, იქნება ის, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთთან ომში. ლიდერები ასევე შეაფასებენ უკრაინის მიერ განვლილ გზას, ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივის თვალსაზრისით. მას მერე, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეიჭრა, ზელენსკი ვიდეოჩართვის ფორმით რეგულარულად მონაწილეობს ევროკავშირის სამიტებში. ომის დაწყების შემდეგ პირველი საერთაშორისო ვიზიტი მან ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, აშშ-ში, ვაშინგტონში განახორციელა. რადიო თავისუფლება
  10. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო კონტროლის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წლის 12 დეკემბრიდან 2022 წლის 17 ივნისის შუალედს. ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შემცირდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება, ან ის ატარებდა ფორმალურ ხასიათს. „საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა დამოკიდებულება საპარლამენტო კონტროლისადმი, განსაკუთრებით მაშინ, თუკი კონტროლის ინიციატორი ოპოზიცია იყო. ასევე, პრობლემად დარჩა პარლამენტის მიერ საკუთარი ვალდებულებების დროული და ეფექტიანი შესრულება, მაგალითად, ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების განხილვა და პარლამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი. საპარლამენტო კონტროლი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში, მაგ., როგორიცაა უსაფრთხოების სექტორი, კვლავ არაეფექტურია, რასაც არაერთ პრობლემასთან ერთად, არასათანადო საკანონმდებლო გარანტიებიც განაპირობებს“, – ამბობს ორგანიზაცია. სტატისტიკური მონაცემები კვლევის საფუძველზე შემდეგი ძირითადი გამოწვევები გამოიკვეთა: პარლამენტს საანგარიშო პერიოდში არ გამოუყენებია საპარლამენტო კონტროლის შემდეგი მექანიზმები: არ მოუთხოვია პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე ანგარიშის მოსმენა, არ დაუბარებია პლენარულ სხდომაზე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა ⅓-ის მოწვევით, უმრავლესობის ფრაქციას არ დაუბარებია კომიტეტზე მთავრობის წევრი ან სხვა ანგარიშვალდებული პირი; პარლამენტში შევიდა 25 ანგარიში და მათგან 9 განუხილველი იყო. სისტემატიური ხასიათი აქვს ანგარიშების განხილვის მრავალგზის გადავადებას, 2020 წლის საქმიანობის ანგარიშები ხშირად ერთი და მეტი წლის დაგვიანებით განიხილება; მნიშვნელოვანი პრობლემაა პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის კუთხით ქმედითი მექანიზმის არარსებობა. პარლამენტი არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, რათა მოხდეს ნდობის ჯგუფის, თემატური მოკვლევის ჯგუფებისა და კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი; რეკომენდაციები საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები უფრო ინტერსიურად უნდა გამოიყენებოდეს და საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას პარლამენტის წევრები დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უნდა ავლენდნენ. საპარლამენტო ზედამხედველობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს უნდა შეეხებოდეს და ნაკლებად იყოს ნაკარნახევი ვიწროპარტიული დღის წესრიგით. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები უნდა იყენებდებდნენ საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმს, მათ შორის, ქმნიდნენ საგამოძიებო კომისიებს და დადგენილ ვადაში ისმენდნენ ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს. საპარლამენტო კონტროლის პროცესში, ოპოზიციის სრულფასოვანი ჩართულობისა და მისი როლის გაძლიერებისთვის, უნდა შეიქმნას მყარი საკანონმდებლო გარანტიები: რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო მონაწილეობა და მათთან კონსულტაციის გავლის ვალდებულება; დაუშვებელი უნდა იყოს პარლამენტის მიერ დამოუკიდებელი თანამდებობის პირების არჩევა ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ მანდატს ფლობს უმრავლესობა. გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის ასარჩევად, აუცილებელი უნდა იყოს ოპოზიციის უმრავლესობის თანხმობა. უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის მხარდაჭერის საფუძველზე უნდა ინიშნებოდნენ; ოპოზიციის როლის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობების, რიგ შემთხვევებში, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავება. კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები პროპორციულად უნდა ნაწილდებოდეს წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის. ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, უნდა ხელმძღვანელობდნენ შემდეგ კომიტეტებს: ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი. საპარლამენტო კონტროლის კონკრეტული მექანიზმების გამოყენებისას უნდა გაიზარდოს ოპოზიციის გარანტიები. მაგ., ოპოზიციის წევრები უნდა იყვნენ პრივილეგირებულნი მთავრობისთვის შეკითხვების დასმის დროს (კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება გახსნან დებატები. პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას, ინტერპელაციისას ოპოზიციის წევრებს უფლება უნდა ჰქონდეთ, აღმასრულებელ ხელისუფლებას, უმრავლესობის წარმომადგენლებთან შედარებით, უფრო მეტი კითხვა დაუსვან); ოპოზიციის წევრებს უნდა ჰქონდეთ უფლება მოითხოვონ დებატების ჩატარება, მათ შორის, გადაუდებელი აუცილებლობის ან მიმდინარე საკითხებზე დებატების ჩათვლით; ოპოზიციის წევრებს (ოპოზიციურ ფრაქციებს) უნდა ჰქონდეთ უფლება კომიტეტის სხდომაზე მოიწვიონ გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს მაშინაც, როცა მათი ინიციატორი ოპოზიციაა. დროულად უნდა პასუხობდნენ პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს, ესწრებოდნენ ოპოზიციის მოწვევით კომიტეტის სხდომებს და ა.შ. პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საკუთარი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს, რათა საპარლამენტო ზედამხედველობა ფორმალურ ხასიათს არ ატარებდეს. კომიტეტზე უნდა იწვევდნენ ანგარიშვალდებულ ორგანოთა ხელმძღვანელებს იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესრულდა პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია, დაინერგოს ეფექტური მონიტორინგის მექანიზმი იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესრულდა თემატური მოკვლევის შედეგად გაცემული რეკომენდაციები. საპარლამენტო კონტროლი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა სფეროს უნდა მოიცავდეს. მნიშვნელოვანია, სრულფასოვნად კონტროლდებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სფერო. პარლამენტის რეგლამენტში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოს მეტი უფლებამოსილებით გააძლიერებენ, კერძოდ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაკონტროლებელ პარლამენტის კომიტეტთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც მუდმივ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე. საბჭოს წევრებს უნდა ირჩევდეს პარლამენტი. საზედამხედველო საბჭოს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებლობის გარანტიები; პარლამენტის სპეციალიზირებული კომიტეტის და საზედამხედველო საბჭოს წევრებს უნდა ჰქონდეთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ინფორმაცია მიმდინარე ოპერაციების შესახებ. ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე. პუბლიკა
  11. momxmarebeli.ge მაღაზიებში გაყიდული კვერცხის ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობაზე შემოწმების მნიშვნელობაზე განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, საქართველოს მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. momxmarebeli.ge თანხის შეგროვებას იწყებს და აცხადებს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს. მათივე თქმით, შეგროვებული თანხით მოხდება შეძენა და შემოწმება საქართველოს მაღაზიებში გაყიდული, ძირითადად, დიდი ფერმების კვერცხების. ზოგადი სურათის სანახავად საკმარისი იქნება სულ მცირე 15 ნიმუშის 3 ნივთიერებაზე შემოწმება, რისთვისაც ჯამში 5 000 ლარამდეა საჭირო. შემოწირული თანხების დეტალური ანგარიშგება, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და სხვა სიახლეები გამოქვეყნდება momxmarebeli.ge-ს ვებსაიტზე და ფეისბუქის გვერდზე. თანხის გაღება შესაძლებელია საბანკო ბარათის მეშვეობით, ბმულზე: https://www.momxmarebeli.ge/me/sponsor, ან თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეტანით: თი-ბი-სი ბანკი: GE53TB7606836020100005 საქართველოს ბანკი: GE65BG0000000161129735.
  12. სამი უმნიშვნელოვანესი საკითხი - სახალხო დამცველის, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა - ჩავარდა დღეს ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციისა და ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილის გამო, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რეალურად ეს ყველაფერი არის ერთი დიდი სცენარის ნაწილი, სცენარის, რასაც 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნება ჰქვია. "ოცნება ამ ყველაფერს აკეთებს წინასაახალწლოდ და სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ზუსტაც ისე, როგორც 2021 წლის დეკემბერში გააკეთა - მაშინაც მთავარ თემად აქცია სააკაშვილი და ნაცმოძრაობა და წინასაახალწლოდ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მოსამართლეებს შეუზღუდა გამოხატვის თავისუფლება. მომდევნო არჩევნები პირდაპირ კავშირშია საქართველოს ევროპულ მომავალთან, რაც შეუთავსებელია ოცნების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესთან და ეს შესანიშნავად იცის ოცნებამ. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ: ქვეყანაში არ არსებობდეს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც დარღვევებზე ხმას ამოიღებს - ოცნებისადმი ლოიალურმა სახალხო დამცველმა არჩევნები საოცნებოდ შეაფასოს! დასუსტდეს ნდობა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ - არჩევნები ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდეს! პატარა პარტიებს გაურიგდნენ (ზოგთან მიზანი უკვე მიღწეულია) და შექმნან მართვადი კოალიცია! ყურადღება ძირითადი საკითხიდან მუდმივად გადაიტანონ ნაცმოძრაობაზე (გორბის კვლევა ოცნების სურვილებს ადასტურებს - ძირითად ოპოზიციად ისევ ნაცმოძრაობა უნდათ)! ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რამდენად საჭიროა ძალთა დაბალანსება და ოცნების ძალაუფლების შეზღუდვა, რათა ქვეყანამ იფუნქციონიროს. რამდენად საჭიროა თანმიმდევრული ოპოზიცია, რომელიც ოცნებას მიზანმიმართულად თუ გაუცნობიერებლად მიზნების მიღწევაში არ ეხმარება. სააკაშვილს რაც შეეხება, დღეს მხოლოდ ერთს ვიტყვი - რაც ახლა ხდება, ძალიან აზიანებს ქვეყანას და თავისუფლებააღკვეთილი ადამიანის მდგომარეობაზე ხელისუფლება და მხოლოდ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. დანარჩენი ბევრჯერ მაქვს ნათქვამი (იხ. თუნდაც გუშინდელი ეთერი ტვ პირველზე).", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
  13. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც მისაღები იქნება, მათ შორის ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. კეთილი ინებონ და შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომლებიც მისაღები იქნება, პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძეს კითხვით მიმართეს, „ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა სამოქალაქო საზოგადოებისგან წარმოდგენილ სახალხო დამცველობის კანდიდატებს. როგორ შეაფასებდით მათ განცხადებას“. ირაკლი კობახიძის თქმით, აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ამომრჩევლისთვის ორგანულად მიუღებელი არიან. „მათ მხარი დაუჭირეს სამ კანდიდატს. როგორც ჩანს, ესენი იყვნენ აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი. აქედან ჯანეზაშვილმა ვერც კი გაბედა გასაუბრებაზე მისვლა. შეგახსენებთ, იგივე ჯანეზაშვილს ათი ქულა დაუწერეს კომპეტენციაში. ადამიანი, რომელიც ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს კომპეტენციის ნაწილში, იღებს ათ ქულას, რა ფასი უნდა ჰქონდეს ასეთ დასკვნას. ბუნებრივია, ნულოვანი ფასი აქვს, როდესაც ასეთი კანდიდატი კომპეტენციაში იღებს ათ ქულას. რაც შეეხებათ აბაშიძეს და ბურჯანაძეს, აბაშიძემ, მაგალითად, იგივე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უწოდა არაკომპოსტირებადი ნარჩენი. როდესაც ასეთი განცხადების შემდეგ მხარს უჭერ კანდიდატს, გამოდის, რომ მართლა არაკომპოსტირებადი ნარჩენი ხარ და ამას ჩვენ ვერ დავუშვებდით. ამიტომ გამორიცხულია, აბაშიძისთვის ღირსეულ დეპუტატს მხარი დაეჭირა. რაც შეეხება ბურჯანაძეს, შეგახსენებთ, ის მოწოდებებს ავრცელებდა მესამე აქციაზე გამოსვლასთან დაკავშირებით. მესამე აქცია იყო მთლიანად პოლიტიზებული, მიზნად ისახავდა წალეკვას, მთავრობის გადაყენებას. როდესაც სახალხო დამცველის მოადგილე პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ აქციებში, კეთილსინდისიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენ უკან დგას მილიონი ამომრჩეველი. ამ მილიონი ამომრჩევლის და კიდევ უფრო მეტისთვის ეს ადამიანები, ტიპაჟები, აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ორგანულად მიუღებელი არიან. ჩვენ ხომ, პირველ რიგში, ჩვენს ამომრჩეველს უნდა ვცეთ პატივი, მილიონ ამომრჩეველს, რომლისთვისაც ორგანულად მიუღებელია ის ტიპაჟი, რომელსაც განასახიერებს აბაშიძე, ბურჯანაძე, ჯანეზაშვილი ან რომელიმე სხვა. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება მისაღები, მათ შორის ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. კეთილი ინებონ და შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომლებიც მისაღები იქნება, პირველ რიგში, ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის. ამის შემდეგ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ნებისმიერი კანდიდატის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა კობახიძემ. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, გააგრძელებენ კონსულტაციებს, რათა სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე კონსენსუსს მიაღწიონ. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. „კონსენსუსის პრინციპია, რომ კანდიდატი ორივე მხარისთვის იყოს მისაღები. კონსენსუსი არ არის, როდესაც ოპოზიციას სურს ვიღაც და შენ გინდა თუ არა, მხარი უნდა დაუჭირო. კონსენსუსი ნიშნავს, რომ კანდიდატი ორივე მხარისთვის თანაბრად არის მისაღები. შესაბამისად, გავაგრძელებთ კონსულტაციებს. იმედია, კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება თებერვლისთვის. იანვარში გვაქვს დრო, კიდევ ერთი თვე და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონსენსუსი იყოს მიღწეული. ეს არ იქნება მარტივი, იქნება რთული, მაგრამ ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა სახალხო დამცველის არჩევაზე კონსენსუსი მოვახერხოთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
  14. პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "გვსურს, გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლას. პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი პირველივე დღიდან მონაწილეობდა პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით. ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, კერძოდ, მოთხოვნილია: უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ. ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მხარი დაუჭირა ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებით წესს, რომლითაც გაიწერა პროცედურული და ტექნიკური საკითხები, მათ შორის - შეიქმნა სახალხო დამცველობის კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფი. „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა შემფასებელმა ჯგუფმა უმაღლესი ქულები მიანიჭა არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს. ამ საკითხს ხაზი გაუსვა ევროპარლამენტმაც 2022 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუაციაში. ჩვენი საპარლამენტო გუნდი ასევე მონაწილეობდა ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრებში, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო კონკრეტულ კანდიდატზე შეჯერება. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის დასაწყისშივე „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა საკუთარი განზრახვა, რომ ის არ აპირებს ამ თანამდებობაზე აირჩიოს მისგან სრულად დამოუკიდებელი და პოლიტიკურ პარტიასთან კავშირში არმყოფი პირი. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ მიერვე დაინიცირებული პროცედურული ცვლილებები და მათ მიერვე შექმნილი შეფასების სამუშაო ჯგუფი იყო ფარსი, ვინაიდან ამ ჯგუფის მიერვე უმაღლესი ქულებით შეფასებულმა ვერცერთმა კანდიდატმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ვერ მიიღო. აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ ერთი წლის წინ ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და დამოუკიდებელ მოსამართლეებზე იერიშის მიზნით დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებებს. „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ყველა, ვისაც მის პარტიულ ვერტიკალში ვერ იქვემდებარებს. „ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება დასტურია, რომ ის მზად არის საკუთარი გავლენებისა და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საქართველოს გადაახდევინოს მაღალი ფასი და საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივას. ხელისუფლება ცდილობს, ყველანაირი წარუმატებლობა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით დააბრალოს სხვას (ოპოზიციას, მედიას, არასამთავრობო სექტორს). თუმცა, ამ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ვერცერთი წევრი ვერ გაექცევა. ამასთან, „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი, რაც დასტურდება საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ბუტაფორიული ცვლილებებით, არჩევნებზე სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციითა და სახალხო დამცველის პარტიულ ვერტიკალში დაქვემდებარების მცდელობებით.", ვკითხულობთ განცხადებაში.
  15. პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს – თამარ ალფაიძეს და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა. თამარ ალფაიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო, რევაზ ეგაძეს კი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატების შესარჩევი მეორე ტური არ გაიმართება. პარლამენტმა ასევე არ დაუჭირა მხარი ცესკო-ს წევრობის ოთხ კანდიდატს: გიორგი ისაკაძეს, გიორგი მარსაგიშვილს, ქრისტინე ქაჯაიასა და ნათია წიპტაურს.
  16. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მინისტრთა კაბინეტში შევლენ მემარჯვენე კონსერვატორების ბლოკის წარმომადგენლებიც. მათ შორის იქნებიან პარტია „რელიგიური სიონიზმის“ წევრებიც. ისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ ქვეყნის პრეზიდენტს უთხრა, რომ ახალი მთავრობა „ისრაელის ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ იმუშავებს“. როგორც ვარაუდობენ, ახალი მთავრობის წევრების ფიცის დადების ცერემონია წლის ბოლომდე შედგება. „ბიბისი“ ცნობით, ნეთანიაჰუს კოალიციური პარტნიორები ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შექმნის გზით გადაჭრის წინააღმდეგ გამოდიან. პარტია „რელიგიური სიონიზმის“ ლიდერებს სურთ, რომ ისრაელმა მდინარე დასავლეთ სანაპიროს ანექსია მოახდინოს. ნეთანიაჰუს მიერ წარდგენილ მთავრობაში ასევე არის ანტი-ელჯბტ პარტია „ნოამის“ წევრი, რომელიც იერუსალიმის გეი აღლუმის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. შეგახსენებთ, რომ ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მემარჯვენე პარტიების ბლოკს ხელმძღვანელობს, რომელმაც ნოემბერში გამართულ საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების მანდატი 21 დეკემბრამდე ჰქონდა მინიჭებული. ავტორი - ლევან ახალაია
  17. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, თამაშის წესებს შეცვლის და ეს იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების შესაქმნელად“. ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე თავს იკავებს. მისი თქმით, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაეხმარება ქვეყანას, დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ენერგოსექტორი. „მე კარგი ამბებით ვბრუნდები სახლში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. ამ პაკეტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია „პეტრიოტის“ სისტემები, ის, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ძალიან კარგი მოლაპარაკება და საუბარი გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილეთ და რასაც მომდევნო წელს ველით და რისთვისაც ვემზადებით“, – განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, დაამტკიცოს 45-მილიარდიანი დაფინანსება, რომელიც, მისი თქმით, გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება. მისივე თქმით, „რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა“. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შეერთებულ შტატებში ჩავიდა იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს. „ბოლო 30 დღის განმავლობაში უკრაინა და აშშ რეალური პარტნიორები და მოკავშირეები გახდნენ“, – აცხადებს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ ეს პარტნიორობა დღევანდელ მოლაპარაკებებში იგრძნობა. ავტორი - სალომე თორაძე
  18. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. როცა კითხვა ისმის, მისი გადაყვანა უნდა მოხდეს თუ არა სადმე, ამ მარტივ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის. ისიც კი ვერ გავიგეთ, რა არის მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, სააკაშვილის დიაგნოზის მკურნალობა თუ შესაძლებელია საქართველოში, მაშინ გადაყვანის მოთხოვნა რა ლოგიკას ექვემდებარება, საკითხავია. „სააკაშვილის რეალური დიაგნოზიც კი ვერ გავიგეთ „ქართული ოცნებისგან“. როდესაც საზოგადოებას დიაგნოზზე პასუხი არ გააჩნია, პასუხს ვერ გაგცემთ, მისი გადაყვანა უნდა მოხდეს თუ არა საზღვარგარეთ. სააკაშვილს უკრაინაში მაღალი თანამდებობა ეკავა და იმას, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვს, ეს ლოგიკურია და ვერ ვიტყვით, რომ არასწორია. „ქართული ოცნების“ შეშურდებოდათ საუკეთესო დეტექტივებსაც კი, ისეთ კონსპირაციებს ავითარებენ. ის, რომ უკრაინამ და ამერიკამ წინასწარ იცოდნენ, თებერვალში ომი დაიწყებოდა და სააკაშვილი რამდენიმე თვით ადრე გამოაგზავნეს საქართველოში, ეს ჩემთვის უკვე სასაცილოა. „ქართულ ოცნებას“ უნდა, ისეთი განცდა შექმნას, რომ მთელი მსოფლიო უპირისპირდება და ქვეყანას ომს მხოლოდ ისინი აცილებენ, რაც საბოლოო ჯამში, სისულელეა. არცერთ მხარეს, როცა საქართველოსა და უკრაინაზეა საუბარი, არცერთ მაღალი თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, ზიანი მიაყენოს ხალხებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს“, – განაცხადა დაუშვილმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
  19. რუსები ყველაფერს იყენებენ უკრაინის ქალაქების, მათ შორის ბახმუტის, წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინა არასოდეს დანებდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "შარშან ბახმუტში 70 000 ადამიანი ცხოვრობდა. ახლა მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. ამ მიწის ყოველი სანტიმეტრი სისხლით არის გაჟღენთილი. დონბასი რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში სასტიკი ბრძოლით, მაგრამ უკრაინული დონბასი დგას. რუსები ყველაფერს იყენებენ, რაც აქვთ ბახმუტისა და ჩვენი სხვა ლამაზი ქალაქების წინააღმდეგ, ოკუპანტებს აქვთ მნიშვნელოვანი უპირატესობა არტილერიაში. მათ აქვთ უპირატესობა საბრძოლო მასალაში. მათ აქვთ ბევრად მეტი რაკეტა და თვითმფრინავი, ვიდრე ოდესმე გვქონია. მაგრამ ჩვენი თავდაცვის ძალები მყარად დგანან“, - აღნიშნა ზელენსკიმ კონგრესში. ზელენსკიმ კონგრესის წევრებს მოუწოდა, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა ტერორისტებს აგრესიაზე პასუხისმგებლობა დაეკისროთ. ”თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, თუ რამდენად დამღუპველია მისი აგრესია სინამდვილეში. ნამდვილად ფლობთ ძალაუფლებას, დაგვეხმაროთ, პასუხისგებაში მივცეთ ყველა, ვინც ეს არაპროვოცირებული და კრიმინალური ომი დაიწყო. მოდით, გავაკეთოთ ეს. დაე, ტერორისტმა პასუხი აგოს აგრესიის გამო და აანაზღაუროს ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა ზარალი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა მის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას და ხაზი გაუსვა, რომ კონგრესის თითოეულ წევრს შეუძლია ხელი შეუწყოს მის განხორციელებას. "ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. დიახ. უკრაინამ უკვე წარადგინა წინადადებები, რომლებიც ახლახან განვიხილეთ პრეზიდენტ ბაიდენთან, ჩვენი სამშვიდობო ფორმულა - 10 პუნქტი, რომელიც უნდა განხორციელდეს ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოებისთვის და სამიტი, რომელიც შეიძლება ჩატარდეს. მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ დღეს, პრეზიდენტმა ბაიდენმა მხარი დაუჭირა ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას. თითოეულ თქვენგანს, ქალბატონებო და ბატონებო, შეგიძლიათ დახმარების აღმოჩენა განხორციელებაში, რათა უზრუნველყოთ, რომ ამერიკელების ხელმძღვანელობა დარჩეს მყარი, ორპალატიანი და ორპარტიული“, - განაცხადა ზელენსკიმ. იპნ
  20. აშშ-სა და მოკავშირეების მხარდაჭერა გადამწყვეტია ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყებიდან 300 დღეზე მეტი გავიდა, უკრაინაში ჯარისკაცები იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ მათ მეტი იარაღი სჭირდებათ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად. "აქ, ფრონტის ხაზია, ტირანია - რომელსაც არ აკლია სისასტიკე თავისუფალი ადამიანების ცხოვრების მიმართ - და თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია არა მხოლოდ ასეთ ბრძოლაში, არამედ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად გადამწყვეტ მომენტამდე მისვლისთვის. ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა. საკმარისია? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არა,” - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და შეერთებულ შტატებს ამ მიზნების მისაღწევად მუდმივი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. "თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ ყველაზე პასუხისმგებლობით ვეპყრობით", - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყამს ის აშშ-ის სხვა მოკავშირეებს. „რუსეთში გაგზავნილი ასობით ირანული სასიკვდილო დრონი ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის საფრთხე გახდა. ასე იპოვა ერთმა ტერორისტმა მეორე. მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყავენ ისინი თქვენს სხვა მოკავშირეებს, თუ ჩვენ მათ ახლა არ შევაჩერებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. იპნ
  21. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს საჩუქრად გადასცა ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებით. „როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა : „დაე, ღმერთი ფარავდეს ჩვენს მამაც ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, დაე, ღმერთი ფარავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბედნიერი შობა და ბედნიერი, გამარჯვებული ახალი წელი, Slava Ukraini!” წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ზელენსკის აჩუქა აშშ-ის დროშა, რომელიც მისი აშშ-ში ვიზიტის დღეს კაპიტოლიუმის შენობის თავზე ფრიალებდა. დროშების გადაცემას კონგრესმენების ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა. იპნ
  22. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის შექმნაში. "ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შევძლებთ ამ ტერორისტულ სახელმწიფოს [რუსეთს] ჩამოვართვათ ტერორის მთავარი ინსტრუმენტი - შესაძლებლობა დარტყმები განახორციელოს ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთთან "სამართლიანი მშვიდობა" ტოლფასი იქნება კომპრომისების არდაშვებისა უკრაინის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა იზიარებს იმავე ხედვას "თავისუფალი, დამოუკიდებელი, კეთილდღეობის და უსაფრთხოების მქონე უკრაინის" შესახებ. ბაიდენის თქმით, როცა ზელენსკი მზად იქნება მოსკოვთან მოლაპარაკებით მოგვარებისთვის, ის შეძლებს "წარმატების მიღწევასაც, რადგან მას უკვე მოგებული ექნება ბრძოლის ველზე". პრესკონფერენციის გახსნისას ბაიდენმა ზელენსკის მიმართა: ბატონო პრეზიდენტო, "ამერიკელი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, პირდაპირ თქვენგან მოისმინონ უკრაინის ბრძოლის და 2023 წლის განმავლობაში კვლავაც ერთად დგომის საჭიროების შესახებ". ბაიდენმა ისაუბრა დახმარებაზე, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში აღმოუჩინეს, ახალ პაკეტზე, რომელიც 1.85 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. ბაიდენის თქმით, Patriot-ის ტიპის სისტემა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება, თუმცა მისი გამოყენებისთვის წვრთნას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, Patriot-ის სისტემა ემსახურება თავდაცვით და არა ესკალაციის მიზნებს. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დახმარება გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ბაიდენის თქმით, პუტინი "არ აპირებს ამ სასტიკი ომის გაჩერებას". "სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე", - თქვა ბაიდენმა გამოსვლის ბოლოს.
  23. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 21 დეკემბერს ვაშინგტონში სიტყვით მიმართავს აშშ-ის კონგრესს, სადაც მას ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციებით დახვდნენ. ზელენსკისადმი მიძღვნილი აპლოდისმენტები ორ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. კონგრესში მისვლამდე, ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართა შეხვედრა. რადიო თავისუფლება
  24. უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, გასულ ღამით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა აქცია An Hour For Ukraine (საათი უკრაინისთვის). დროებით ჩაბნელდა 60-ზე მეტი ცნობილი ადგილი და შენობა, მათ შორის რომის კოლიზეუმი, სიდნეის ოპერა, ლონდონის საკონცერტო დარბაზი ალბერტ-ჰოლი, ტორონტოს ტელეანძა, პარიზის მერია, მთავარი საშობაო ნაძვის ხე ნიუ-იორკში, შოტლანდიის პარლამენტის შენობა ედინბურგში და ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის შენობები ბრიუსელში. სოლიდარობის სიმბოლური აქცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით ჩატარდა, უკრაინის სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის 1000 გენერატორის შეძენის კამპანიის ნაწილი იყო. რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა უმწვავეს ენერგოკრიზისშიც აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რუსეთმა დაიწყო მიზანმიმართული, მასირებული სარაკეტო დარტყმები უკრაინის ენერგოობიექტებზე. კრიზისის დასაძლევად უკრაინას ფინანსებით და ტექნიკური საშუალებებით ეხმარებიან პარტნიორი ქვეყნები. radio tavisupleba
  25. რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი დაიჭრა ქალაქ დონეცკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისას. ინფორმაცია რუსულ სააგენტო „ტასს“ დაუდასტურა როგოზინის თანაშემწემ. მისი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დაცხრილეს დონეცკის გარეუბანში მდებარე სასტუმრო, სადაც ცხოვრობდნენ სამხედრო მრჩევლები, როგოზინის ხელმძღვანელობით. სხვა წყაროებით, დაიცხრილა რესტორანი, სადაც 21 დეკემბერს როგოზინი დაბადების დღეს აღნიშნავდა. თანაშემწის თანახმად, ზურგში დაჭრილი დმიტრი როგოზინი საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილი არიან როგოზინის თანმხლები პირებიც, მათ შორის "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე ვიტალი ხოცენკო. უკრაინის ქალაქი დონეცკი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2022 წლის ნოემბერში, დმიტრი როგოზინმა რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ შექმნა სასწავლო ცენტრი და სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი „სამეფო მგლები“, რომლის მიზანია „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამხედრო ქვედანაყოფების დახმარება. ცენტრის ემბლემაზე შავ ფონზე გამოსახულია თეთრი მგელი ოქროსფერი გვირგვინით.
×
×
  • შექმენი...