-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებას. პოდოლიაკის თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, არამედ ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. „პუტინი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ხოცავს მოქალაქეებს. არანაირი სხვა ქვეყანა, მოტივი, გეოპოლიტიკა არ არსებობს. რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, ის ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. ეს ნათელია. ასე რომ, ჩვენ ტრიბუნალისკენ მივდივართ“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი. ავტორი - თამთა რუხაძე
-
რომის პაპმა საშობაო მიმართვისას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინაში „უაზრო ომი“
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რომის პაპის განცხადებით, მსოფლიოში „მშვიდობის შიმშილია“. ამის შესახებ მან საშობაო მიმართვისას აღნიშნა. ამასთან, ყოველწლიური საშობაო მიმართვისას პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მოუწოდებს უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, „ურბი ეთ ორბი“-ის მიმართვისას პონტიფიკოსმა „საკვების, როგორც ომის იარაღად“ გამოყენება დაგმო. „მოდით, ასევე დავინახოთ ჩვენი უკრაინელი ძმების და დების სახეები – მათი, ვინც შობას ხვდება სიბნელეში და სიცივეში, სახლებიდან შორს, იმ ნგრევის შედეგად, რომელიც ომის ათმა თვემ მოიტანა. დიახ, ჩვენ მწუხარებით უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინაც კი, როცა მშვიდობის უფლისწული მოგვევლინა, კაცობრიობას ომის ყინულოვანი ქარები უტევს. თუკი გვინდა, ეს იყოს შობა, იესოს და მშვიდობის დაბადება, მოდით, გავიხედოთ ბეთლემში და წარმოვიდგინოთ იმ ბავშვის სახე, რომელიც ჩვენთვის იშვა და დაე, ამ პატარა და უცოდველ სახეში დავინახოთ ყველა იმ ბავშვის სახე, რომლებსაც, ყველგან მსოფლიოში, მშვიდობა სურთ“, – განაცხადა რომის პაპმა. ავტორი - თამთა რუხაძე -
ფრანს ტიმერანსი - პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს, – ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერანსმა განაცხადა. „სანქციებს დიდი ეფექტი აქვს, ომი ძვირი ჯდება და პუტინმა უკვე წააგო. ის შეცდა უკრაინელების მდგრადობასთან დაკავშირებით. უკვე ვერავინ ბედავს, მას სრული სიმართლე უთხრას, მათ შორის, მისი არმიის მდგომარეობასთან დაკვაშირებით, რომელიც კორუფციულმა ოფიცრებმაა გაანადგურეს“, – აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომი კიდევ ორ წელს გრძელდებოდა, ჰიტლერმა ის 1943 წელს წააგო. ტიმერანსის თქმით, პუტინი იარაღაად ენერგეტიკასა და მიგრაციას იყენებს. „ის ჩვენს წინააღმდეგ იარაღაად ენერგეტიკასა და მიგრაციას იყენებს. იმიტომ, რომ იცის, მოწყვლადები ვართ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით. მას იმედი აქვს, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებშიც მან ამდენი წლის განმავლობაში დიდი შრომა ჩადო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მეტ ძალაუფლებას მოიპოვებენ“, – ამბობს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. ავტორი - თამთა რუხაძე -
ვნახეთ საზოგადოების დამოკიდებულება გახარიას და მისი პოლიტიკური ძალის მიმართ არჩევნებზე, ეს ჩანს გამოკითხვებშიც, ყველაზე კარგ პასუხს მას საზოგადოება აძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვას დაუსვეს, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „გახარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან ივანიშვილის მარიონეტები და ივანიშვილი „ოცნებას“ კულისებიდან მართავს“. „ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები არ ეკადრება. თუ გახარია ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტობას, მაშინ თავდაპირველად გასცეს კითხვას პასუხი, ის თავს მიიჩნევდა თუ არა მარიონეტად, როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვაკვირდებით დიდი ხანია და ამაზე მას საზოგადოებამ პასუხი გასცა. ვნახეთ საზოგადოების დამოკიდებულება გახარიას და მისი პოლიტიკური ძალის მიმართ არჩევნებზე. ეს ჩანს გამოკითხვებში, ყველაზე კარგ პასუხს მას საზოგადოება აძლევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ავტორი - მაკა ლაშხია
-
ზელენსკის საშობაო მიმართვა: წელს სასწაულს არ დაველოდებით, მას თავად ვქმნით
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკის გვერდზე განათავსა მიმართვა იმ მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი, რომლებიც შობის ღამეს 24 დეკემბერს აღნიშნავენ. "დღევანდელ დღეს, და ზამთრის მომავალ დღესასწაულებს ჩვენ რთულ პირობებში ვეგებებით. ვიღაც ცაზე დღეს პირველ ვარსკვლავს დაინახავს ბახმუტში, რუბიჟნესა და კრემენაიაში. ვიღაც ამ დღესასწაულს სხვა ადამიანების, უცხო ადამიანების სახლში აღნიშნავს - იმ უკრაინელთა სახლებში, რომლებმაც უკრაინელებს თავშესაფარი მისცეს. ვიღაც [უკრაინულ ხალხურ საშობაო სიმღერა] "შჩედრიკს" სხვა ენაზე მოისმენს - ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში და ბევრ სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში. ვიღაც კი შობას ტყვეობაში შეეგებება - მაგრამ დაე მათ ახსოვდეთ, რომ ჩვენ ჩვენი ხალხისთვის დარაზმული ვართ, ჩვენ დავუბრუნებთ თავისუფლებას ყველა უკრაინელ კაცს და ქალს. სადაც უნდა ვიყოთ, დღეს ერთად ვიქნებით. ჩვენ სურვილს ჩავიფიქრებთ, საერთოს - ყველასათვის. სიხარულს ვიგრძნობთ, საერთოს - ყველასათვის. და გავიგებთ ჭეშმარიტებას - ერთს ყველასათვის. ჩვენ ვიზეიმებთ ჩვენს დღესასწაულს, როგორც ყოველთვის. გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით, როგორც ყოველთვის. განსხვავება მხოლოდ ერთია - ჩვენ სასწაულს არ დაველოდებით, მას თავად ვქმნით. ქრისტე იშვა! დიდება მას!" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი თავის მიმართვაში, რომელიც ქუჩაშია ჩაწერილი. radio tavisupleba -
სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ. „ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს! საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის. ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში. -
ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა. კატალოგის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდნენ. „პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომლის ფარგლებშიც ეს კატალოგი შეიქმნა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში მესაქონლეობის დარგის განვითარებას. შეიძლება, ითქვას, რომ თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის ქვეყანაში ეს დარგი. ტარდება ტრენინგები ჩვენი ფერმერებისთვის, გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო, რაც რეალურად ეხმარება დარგს გაძლიერება-განვითარებაში. ვფიქრობ, ეს კატალოგი პირველი ნაბიჯია. მომავალში, ის კიდევ უფრო შეივსება, დაიხვეწება და ჩვენ გვექნება დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ, თუ როგორია განვითარება ამ დარგში“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის „საქრძე“ მიერ მომზადებული კატალოგი 31 დასახელების რძის ნაწარმის წარმოების გეოგრაფიულ-ისტორიული არეალის, გამოყენებული ნედლეულის, დამზადების ტექნოლოგიისა და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შესახებ აერთიანებს ინფორმაციას. ინიციატივა ადგილობრივი რძისპროდუქტების მრავალფეროვნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კატალოგში შესულია რძის ნაწარმის ისეთი მივიწყებული სახეობები, როგორიცაა გვაჯილა, კობის ყველი, კაზლა ყველი, კალტი, ყურუთი, ასევე რძის სხვა პროდუქტები – გაწურული მაწონი, ნადუღი, კაიმაღიდა სხვა. პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთაასოციაციასთან პარტნიორობით. -
სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს - გავიხსენოთ რამდენი გავიარეთ, გავიხსენოთ აზოვსტალი, ირპინი, ბუჩა, კრამატორსკი, კუნძული ზმეინი, ჩორნობაივკა, იზიუმი, ხერსონი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვისას განაცხადა. „სამწუხაროდ, წელს ყველა დღესასწაულს მწარე გემო აქვს. შეიძლება სხვაგვარად ვიგრძნოთ შობის ტრადიციული სული. საოჯახო სუფრაზე ვახშამი შეიძლება ისეთი გემრიელი და თბილი არ იყოს, ირგვლივ შეიძლება ცარიელი სკამები იყოს. ჩვენი სახლები და ქუჩები შეიძლება არ იყოს ისეთი ნათელი და საშობაო ზარები შეიძლება არც ისე ხმამაღლა და შთამაგონებლად დაირეკოს საჰაერო განგაშის ხმის, ან კიდევ უფრო უარესი - სროლებისა და აფეთქებების გამო“, - აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, ბოროტების იარაღი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ღვთისგან ბოძებული ჯავშანი. „ბოროტებას არ აქვს იმაზე ძლიერი იარაღი, ვიდრე ღვთის მიერ ბოძებული ჯავშანია. ბოროტება უტევს ამ ჯავშანს, როგორც ქვის კედელს. ეს არაერთხელ გვინახავს. ომის დასაწყისში გავუძელით. გადავიტანეთ თავდასხმები, მუქარები, ბირთვული შანტაჟი, ტერორი, სარაკეტო დარტყმები. მოდით, გავუძლოთ ამ ზამთარს, რადგან ვიცით რისთვის ვიბრძვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, სჯერა, რომ ცრემლებს სიხარული ჩაანაცვლებს, სასოწარკვეთილებას - იმედი და სიკვდილს სიცოცხლე დაამარცხებს. „დღეს და ყველა მომავალ ზამთრის არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით. დღეს ვიღაც იხილავს ცაში პირველ ვარსკვლავს ბახმუტის, რუბიჟნოესა და კრემინას თავზე. ვიღაც მას საკუთარი სახლის ნატყვიარიდან დაინახავს. ვიღაც სხვისი სახლებიდან, იმ ადამიანების სახლებიდან, რომლებმაც თავშესაფარი მისცეს უკრაინელებს. ვიღაც Shchedryk-ს სხვა ენაზე მოისმენს - ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოში და ბევრ სხვა ქალაქსა და ქვეყანაში, ვიღაც ტყვეობაში შეხვდება შობას, მაგრამ ახსოვდეს ყველა უკრაინელ კაცსა და ქალს, რომ დავუბრუნებთ თავისუფლებას “, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლა შეუჩერებლად გაგრძელდება და მას ელექტროენერგიის მსგავსად ავარიული გამორთვა არ ემუქრება. „გავიხსენოთ რამდენი გავიარეთ. გავიხსენოთ აზოვსტალი, ირპინი, ბუჩა, კრამატორსკი, კუნძული ზმეინი, ჩორნობაივკა, იზიუმი, ხერსონი. არც ერთ „კამიკაძე“ დრონს არ ძალუძს შობის განთიადის ჩაქრობა. ჩვენ დავინახავთ მის ნათებას მიწისქვეშაც კი ბომბების თავშესაფარში. გულებს სითბოთი და შუქით ავივსებთ. ვერცერთი „კინჟალის“ რაკეტა ვერ დააზიანებს მას. ჩვენი ბრძოლა შეუჩერებლად გაგრძელდება. მას არ ემუქრება დაგეგმილი ან ავარიული გამორთვა“, - აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, უკრაინელებმა ბევრი მწარე ამბავი განიცადეს და დამსახურებულად მიიღებენ სასიხარულო ამბებს. „ჩვენ ვიმღერებთ საშობაო სიმღერებს - უფრო მხიარულად, ვიდრე ოდესმე - უფრო ხმამაღლა, ვიდრე გენერატორის ხმაა. ტოტალურ სიბნელეშიც კი, ვიპოვით ერთმანეთს იმისთვის, რომ მაგრად ჩავეხუტოთ და თუ გათბობა არ იქნება, ერთმანეთს ჩახუტებით გავათბობთ. აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს, როგორც ყოველთვის, გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით, როგორც ყოველთვის. განსხვავება ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას“, - განაცხადა ზელენსკიმ. ipn
-
პოლიციამ თბილისში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს: 1986 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩ.კ.-ს. ჰ.მ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილთა ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს",-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
მაშინ, როცა ცხოველები თავიანთ ბაგაში იკვებებიან, მამაკაცები და ქალები ჩვენს სამყაროში, სიმდიდრისა და ძალაუფლების შიმშილით, მათ მეზობლებსაც, ძმებსა და დებსაც კი ჭამენ , - ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომსა და სხვა კონფლიქტებზე აშკარა მითითებით, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართულ საშობაო ღვთისმსახურებისას განაცხადა. საშობაო ქადაგებაში პონტიფიკოსმა ომი, სიღარიბე და ხარბი კონსუმერიზმი დაგმო. „რამდენი ომი გვინახავს! და რამდენ ადგილას, დღესაც, ადამიანურ ღირსებასა და თავისუფლებას არად აგდებენ! როგორც ყოველთვის, ამ ადამიანური სიხარბის ძირითადი მსხვერპლი სუსტები და მოწყვლადები არიან“, - აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა. პაპის თქმით, იესოს ბაგაში წოლა გვიჩვენებს, თუ სად არის „ცხოვრებაში ნამდვილი სიმდიდრე: არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებში“. საშობაო მესას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაახლოებით 7000 მორწმუნე ესწრებოდა. ipn
-
თალიბანი ქალებს მუშაობას უკრძალავს ადგილობრივ და უცხოურ NGO-ებში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ავღანეთში თალიბანის მთავრობამ 24 დეკემბერს ყველა უცხოურ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას (NGO) უბრძანა შეწყვიტონ ქალების დასაქმება - რაც ჯგუფის მიერ გადადგმული მორიგი ნაბიჯია ქალთა უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ. ბრძანება გაიცა ეკონომიკის მინისტრის, ყარი დინ მოჰამედ ჰანიფის წერილში, რომელიც ამბობს, რომ ამ კანონის დამრღვევ ნებისმიერ NGO-ს ავღანეთში მუშაობის ლიცენზიას ჩამოართმევენ. წერილის შინაარსი სააგენტო ასოშიეიტედ პრესს 24 დეკემბერს დაუდასტურა სამინისტროს პრესმდივანმა, აბდულ რაჰმან ჰაბიბმა. სამინისტროს თქმით, მან მიიღო "სერიოზული საჩივრები" იმის შესახებ, რომ NGO-ებში მომუშავე ქალები "სწორად" არ ატარებენ თავსაბურავს, ჰიჯაბს. ჯერჯერობით გაურკვეველია ბრძანება ყველა ქალს ეხება, თუ მხოლოდ ავღანელ ქალებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ. მანამდე, თალიბანის უსაფრთხოების ძალებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს ქალების აქციის დასაშლელად, რომელიც იმართებოდა ქალებისთვის უმაღლესი განათლების მიღების აკრძალვის გაპროტესტების მიზნით. თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის ეს გადაწყვეტილება კრიტიკას და წინააღმდეგობას იწვევს როგორც ავღანეთში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. რადიო თავისუფლება -
ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაშავებულია 55 ადამიანი, მათ შორის 18 მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულთა შორის 6 წლის ბავშვიცაა. თავდასხმა რუსულმა ძალებმა ქალაქზე დღეს დილით განახორციელეს. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა. ავტორი - სალომე თორაძე -
ფრაქცია ,,სენაკი საქართველოსთვის" მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში წარდგენილი 38 შენიშვნიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ უმეტესობა გაითვალისწინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "სენაკი საქართველოსთვის" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "წარმოგიდგენთ პროექტებს, რომლებიც მომავალ წელს ,,სენაკი საქართველოსთვის" ინიცირებითა და შუამდგომლობით შესრულდება: - ინფრასტრუქტურული პროექტები - ნოქალაქევში, ცენტრალური საავტომობლო გზიდან ზედა ნოქალაქევის მიმართულებით (ე.წ. ,,თოკების პარკამდე") გზის რეაბილიტაცია - ქ. სენაკში, აგარაკისა და თაყაიშვილის ქუჩის დაკავშირება ასფალტო-ბეტონის საფარით - ქ. სენაკის შემოსასვლელში, ღვინჯილიას ქუჩაზე (ე.წ. მექანიკურის ბინები) საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა - ქ. სენაკის ცენტრალური მოედნის (ყოფილ კინოთეატრ ,,რუსთაველის წინ) რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა - კეთილმოწყობის სამუშაოები - ქ. სენაკში გაუმართავი შუქნიშნების განახლება და ასევე, ახალი შუქნიშნის დამატება რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე - არსებული მოსაცდელების რეაბილიტაციისთვის და 4 ახალ ლოკაციაზე მოსაცდელის მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა - სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ შადრევნის რეაბილიტაცია - თეატრალურ მოედანზე არსებული ელექტრო საათის შეკეთება - ჭყონდიდელისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე (ე.წ. შხეფის წრიული) ქალაქში შემოსასვლელი სტენდის რეაბილიტაცია - ქალაქის ღირსშესანიშნავი ობიექტების მიმართულების მაჩვენებელი ბოძების განთავსება - ახალი მცირე ზომის ნაგავმზიდის შეძენა - კულტურა და ახალგაზრდული პოლიტიკა - სენაკის დაარსების 150 წლისთავის აღსანიშნავად თანხების გამოყოფა - სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის თანადაფინანსება გაზრდა 20 ათასი ლარით - ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის თანხების გაზრდა 37 ათას ლარამდე - სოციალური პროგრამები - მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის თანხების გაზრდა 210 ათასიდან 250 ათას ლარამდე - არარეინტეგრირებული მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დახმარების გაზრდა თვეში 200-დან 400 ლარამდე = შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსთვის 10 ათასი ლარის გამოყოფა - სხვა პროექტები და ინიციატივები - სამოქალაქო ბიუჯეტის (სახალხო ბიუჯეტირება) გაზრდა 150 ათას ლარამდე - უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციისთვის თანხების გაიზრდა 20 ათას ლარამდე - ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ქვემდებარე მუზეუმის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების გაზრდა 100 ლარით და ასევე, სხვა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ხელფასების 10%-ით ზრდა"
-
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ქრისტიანულ სამყაროს შობის დღესასწაულს ულოცავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ვებგვერდზე ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქი შობის დღესასწაულს ულოცავს ქრისტიანულ სამყაროს და ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და დიდ ყურადღებას უთმობს უკრაინაში მიმდინარე ომს. „ღირსნო ძმანო მღვდელმთავარნო, უფლის მიერ საყვარელნო შვილნო, დღეს, წმიდა ეკლესია დღესასწაულობს ღვთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის ხორციელად შობას, „უცხო და დიდებულ“ საიდუმლოს, „საიდუმლოსა დაფარულსა საუკუნითგან და ნათესავთაგან“ (კოლ. 1, 26). ქრისტეში სრულად არის გაცხადებული ჭეშმარიტება ღვთისა და ადამიანის შესახებ, როგორც განმარტავს ამას თეოლოგიურად წმიდა კირილე ალექსანდრიელი: „ჩვენ ბუნებითად ადამიანები, ხოლო ის, ბუნებითად ღმერთი კაცთმოყვარების გამო გახდა ადამიანი. ჩვენ, როგროც ქმნილებანი, ბუნებითად ღვთის მონები ვართ; ხოლო მან, ბუნებითად ენეხთისმა, სახე მონისა მიიღო, როდესაც განკაცდა. ის ბუნებითი ღმერთია; ჩვენც მადლისმიერი ღმერთები; ის ბუნებითი ძეა; ჩვენც ძეები ვართ წოდებითად, როგორც საძმო, რომლებიც ქედს ვიხრით მის წინაშე“ (Κυρίλλου Ἀλεξανδρείας, Ἡ Βίβλος τῶν Θησαυρῶν περί τῆς Ἁγίας καί Ὁμοουσίου Τριάδος, PG 75, 561). „სცანთ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ“ (იო. 8, 32). უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“ (იო. 14, 6), იგი არის ადამიანის განმათავისუფლებელი „ცოდვის ტყვეობისაგან“. არ არსებობს ცხოვრება და თავისუფლება ჭეშმარიტების გარეშე და ჭეშმარიტების გარდა. ჩვენს ცხოვრებას რა მნიშნელობასაც ვაძლევთ ჩვენი სურვილისამებრ, არ გახლავთ თავისუფლება, არამედ პირველქმნილი ცოდვის თანამედროვე ინტერპრეტაცია და ადამიანის თვითიზოლაცია თვითკმარ გაუცხოებასა და ავტონომიაში, ღმერთთან და მოყვასთან ურთიერთობის ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე. ქრისტესშობა გახლავთ თვითშემეცნება, „ღმერთკაცსა“ და „კაცღმერთს“ შორის არსებული განსხვავების შემეცნება და ასევე ქრისტიანული მოძღვრების მაცხოვნებლობის გაცნობიერება: „არათუ განღმრთობილ ადამიანზე ვსაუბრობთ, არამედ განკაცებულ ღმერთზე“ (იოანე დამასკელი, მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, PG 94, 988). წელს, ქრისტესშობის სახარებისეული უწყება ომის დაფდაფეფბთან და უკრაინაში გასროლილი ტყვიების ჟღარუნთან იქნება თანახმიანობაში, რომელიც (უკრაინა) ერთი თავხედური და უკანონო შეჭრის საზარელი შედეგებისაგან იტანჯება. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის ნებისმიერი ომი არის ძმათამკვლელი და სამოქალაქო, როგორც აღნიშნავს ამას მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრება, „ომი არის სამყაროში ბოროტებისა და ცოდვის შედეგი“ (მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში, 4, 1). გარდა ამისა, უკრაინის შემთხვევას პირდაპირ ეხმიანება წმიდა გრიგოლ პალამას სიტყვები, რომლებიც, იმ დროის თესალონიკში მართლმადიდებელთა მიერ წარმოებულ სისხლისმღვრელ დაპირისპირებებს უკავშირდებიან: „გვაქვს საერთო წმიდა დედა ეკლესია და ღვთისმოშიშება, რომლის თავი და სრულყოფილება არის ქრისტე, ჭეშმარიტი ძე ღვთისა, რომელიც მარტოოდენ ღმერთი კი არ არის ჩვენთვის, არამედ სათნო ძმა და მამაც“ (Γρηγορίου Παλαμᾶ, Περί τῆς πρός ἀλλήλους εἰρήνης, PG 151, 10). ქრისტეს პიროვნებაში ხდება ყოველთა „გაერთიანება“, ადამიანური მოდგმის ერთობისა და ადამიანური პიროვნების სიწმიდის პროგრესირება, „მსგავსებისაკენ“ სავალი გზის გაკვალვა და მშვიდობის გაცხადება, „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა“ (ფილ. 4,7). ქრისტე არის „ჩვენი მშვიდობა“ (ეფეს. 2,14), რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული კონსტანტინეს ქალაქში მდებარე „წმიდა მშვიდობის“ ისტორიული და რელიქვიური წმიდა ტაძარი. ჩვენი მაცხოვარი ნეტარად სახელდებს „მშვიდობისმყოფელებს“, რამეთუ „იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“ (მთ. 5,9); იგი ასევე მტრების მიმართ გამოვლენილი სამართლიანობისა და სიყვარულის იდეის დემონსტრირებას ახდენს. საღმრთო ლიტურგიის დროს მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს „ზეგარდამო მშვიდობისა“ და „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა“. წმ. ბასილი დიდის ლიტურგიის დროს, ყოველივე სიკეთის მომცემელს განვადიდებთ და ვამბობთ: „შენი მშვიდობა და შენი სიყვარული მოგვამდლე ჩვენ, უფალო ღმერთო ჩვენო, რამეთუ ყოველივე მომაგე ჩვენ“. ჩვენ, რომლებმაც ყველაფერი მივიღეთ ღმერთისაგან, მოვალენი ვართ, რომ როგორც აღმატებულად მოქმედებმა, სხვა ადამიანებზე მეტად ვიღვაწოთ მშვიდობისათვის, როგორც ნათქვამია სახარებაში: „ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან“ (ლკ. 12,48). შესაბამისად, ქრისტიანთა შორის ვინც ამ სიტყვების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ქრისტიანობას კი არ ამძიმებს ამით, არამედ იმათ, რომლებიც საღვთო მცნებების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ერთა შორის არსებული მშვიდობა არასდროს არ ყოფილა თავისთავად გასაგები მდგომარეობა, არამედ ყველგან და ყოველთვის ის გახლდათ შედეგი შთამაგონებელი ინიციატივებისა, ვაჟკაცობისა და მსხვერპლის გაღებისა, ძალადობის მიმართ გამოვლენილი წინააღმდეგობისა და ომის, როგორც პრობლემების გადაჭრის საშუალბის უგულებელყოფისა; ეს ასევე იყო გამუდმებული ბრძოლის შედეგი, რომელიც ადამიანური ღირსების დაცვისა და სამართლიანობისაკენ იყო მიმართული. მათი წვლილი მშვიდობისა და შერიგების საქმეში, არის რელიგიების სანდოობის უპირველესი კრიტერიუმი. თავისთავად, რელიგიურ ტრადიციებში არსებობს მოტივები არა მხოლოდ შინაგანი მშვიდობისათვის, არამედ სოციუმში მშვიდობის დამყარებისა და გაუმჯობესებისთვის და ასევე პიროვნებებსა და ხალხებს შორის არსებული აგრესიის დაძლევისთვისაც. ეს მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ეპოქაში, რომელშიც გაბატონებულია ის აზრი, რომ მშვიდობა მიიღწევა ეკონომიკური კეთილდღეობით, ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებითა და ინტერნეტის დახმარებით. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რელიგიებს შორის არსებული მშვიდობის, დიალოგისა და თანამშრომლობის გარეშე შეულებელია მშვიდობა სუფევდეს სხვადასხვა ერებსა და კულტურებს შორის. ღმერთისადმი რწმენა აძლიერებს ბრძოლას მშვიდობისა და სამართლიანობისთვის მაშინაც კი, როდესაც ეს ძალისხმევა ადამიანურად გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე დგება. ყოველ შემთხვევაში, ყოვლად მიუღებელია, რომ რელიგიურმა ლიდერებმა ფანატიზმი იქადაგონ და გააღვივონ სიძულვილის ალი. უწმიდესნო და ღვთისმოყვარენო ძმანო და საყვარელნო შვილნო, ქრისტე იშვება, ადიდებდეთ! ქრისტე ზეციდან; გამოვედით მიგებებად! ქრისტე ქვეყანასა ზედა, აღმაღლდებით! კონსტანტინოპოლის ეკლესიის საყდარზე ჩემი წინამორბედის, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ შეგულიანებულებმა ვიდღესასწაულოთ სოფლის მაცხოვრის შობის დღე სულიერი სიხარულით აღვსილებმა, „არა ამქვეყნიურად“, არამედ „არაამქვეყნიურად“ და ვივლტოდეთ ყოველგვარი უსარგებლოსაგან და არასაჭიროსაგან“ (Γρηγορίου Θεολόγου, Εἰς τά Θεοφάνια, εἴτουν Γενέθλια τοῦ Σωτῆρος, PG 36, 316). ყველას გისურვებთ ღვთისმოსავ და დიდებულ წმიდა თორმეტეულს (იგულისხმება პერიოდი ქრისტეს შობიდან – ნათლისღებამდე ი.შ.), რომელიც ჭეშმარიტად წარმოადგენს დროის სისავსესა და მარადიული ნათლის სხივს. დაე, დამდეგმა 2023 წელმა, ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის განკაცებული საღვთო სიტყვის კეთილმოსურნეობა და მადლი განამტკიცოს ჩვენში და მოგვანიჭოს მშვიდობის, სიყვარულისა და სოლიდარობის პერიოდი და ასევე უფლისმიერი სიკეთის წელი“, – აღნიშნულია მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. -
ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი - კინზინგერი კობახიძეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების კრიტიკას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ტვიტერით გამოეხმაურა: „ახლა პუტინი ახსენე ერთხელ მაინც, ირაკლი… იცი, ის კაცი, რომელიც შენ ქვეყანაში შემოიჭრა, ხალხი დახოცა და ახლაც ოკუპირებული აქვს? თქვენი ნამდვილი მტერი… სწორია?“, - წერს კინზინგერი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილისადმი ლმობიერება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, შობის წინა პერიოდში. ზელენსკის შეუერთდა მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუც და სააკაშვილის მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოხატა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, რომ უკრაინის პრეზიდენტის შეფასებას „ვერ ექნება განსაკუთრებული ფასი“; ხოლო მოლდოვის პრეზიდენტის მოწოდებაზე კობახიძე უპასუხებს, „სანდუმ უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს“. radio tavisupleba -
პოდოლიაკი ირანის იარაღის ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით გამოდის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე გამოვიდა ირანის იმ ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით, სადაც მზადდება დრონები და რაკეტები, და ასევე მათი მიმწოდებლების დაპატიმრების წინადადებით - იმ ფონზე, როცა კიევი თეირანს ადანაშაულებს რუსეთისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების გეგმის ქონაში. მიხაილო პოდოლიაკი შაბათს ტვიტერით წერს, რომ ირანი "უხეშად ამცირებს საერთაშორისო სანქციების ინსტიტუტს", და გამოდის მოწოდებით ამის პასუხად განადგურებულ იქნეს ირანის იარაღის ქარხნები. კიევი თეირანს ბრალს სდებს მოსკოვისთვის Shahed-136-ის ტიპის დრონების მიწოდებაში, რომლებსაც, კიევის განცხადებით, მოსკოვი სექტემბრის შემდეგ იყენებს უკრაინაზე თავდასხმებში. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა პარასკევს გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვმა ამგვარი დრონებით უკვე 540-მდე თავდასხმა განახორციელა უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე. radio tavisupleba -
ზელენსკი უკრაინელებს აფრთხილებს შესაძლო თავდასხმებზე სადღესასწაულო დღეებში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შესახებ სადღესასწაულო პერიოდში და უკრაინელებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მომავალი დღეების განმავლობაში. "ახლოვდება სადღესასწაულო პერიოდი, და რუსი ტერორისტები შეიძლება ისევ გააქტიურდნენ" - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში 23 დეკემბერს. უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა ახლახან გამოვიდა გაფრთხილებით ახალი სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე და ენერგიის მიწოდების სისტემაზე და აღნიშნა, რომ შავ ზღვაში დანახული იქნა რუსეთის საზღვაო დანაყოფი, მათ შორის საბრძოლო გემი, რომელიც საკრუიზო რაკეტებითაა აღჭურვილი. აშშ-დან უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, ზელენსკიმ 23 დეკემბერს შეხვედრა გამართა არმიის ხელმძღვანელებთან და განაცხადა, რომ არმია ემზადება მომავალი თვეებისთვის და წლისთვის. 23 დეკემბერს გაგრძელდა შეტაკებები უკრაინის აღმოსავლეთში, მოსკოვის შეტევის მთავარ სამიზნეებად კვლავ ბახმუტი და ავდეევკა რჩება დონეცკში - იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი. მარიუპოლის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ რუსები შეტევებით ანადგურებენ ცნობილი თეატრის შენობას სამხრეთის ქალაქ მარიუპოლში. ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის დამატებით დაამტკიცა 45 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება. radio tavisupleba -
თეთრი სახლი ბაქოსა და ერევანს ლაჩინის დერეფანში გადაადგილების სრულად აღდგენისკენ მოუწოდებს. გავრცელებული ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის მოადგილეს, ჰიკმეთ გაჯიევს ესაუბრა. სალივანმა მხარეებს მოუწოდა, განიხილონ ნაბიჯები, რომელიც შეარბილებს ორმხრივ დაძაბულობას და საფუძველს დაუდებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. თეთრი სახლი ასევე იუწყება, რომ მოლაპარაკებების დროს მათ შეაფასეს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესი, რომელიც 27 სექტემბერს ევროკავშირისა და აშშ-ს შუამავლობით იქნა ორგანიზებული. ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბერს აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს, რომლებიც რეგიონიდან სასარგებლო წიაღისეულის გატანას აპროტესტებენ. ლაჩინის დერეფანი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის რეგიონის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. ავტორი - სალომე თორაძე
-
ყოველდღიური ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება მომდევნო თვისა და, ზოგადად, მომდევნო წლისთვის. „ვემზადებით მომდევნო თვეებისთვის და, ზოგადად, მომდევნო წლისთვის. ჩვენი ამოცანები უცვლელია. ეს ჩვენი მიწის გათავისუფლებაა. ხალხის უსაფრთხოება. ქვეყნის აღდგენა რუსული თავდასხმების შედეგად. ეს უკრაინის გამარჯვების კომპონენტებია, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. ვხედავთ პერსპექტივებს ფრონტზე. ვემზადებით ტერორისტი სახელმწიფოს მოქმედებების სხვადასხვა ვარიანტისთვის, ვხედავთ მათ განზრახვებს და ვუპასუხებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მიმართა რუსეთის მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ მათ მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი არასდროს დარჩება უპასუხოდ. 1ტვ
-
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში დონეცკში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა სამი სარაკეტო და 10 საავიაციო დარტყმა განახორციელა. ასევე 62-ჯერ გაისროლა რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, რის შედეგადაც მსხვერპლია ხერსონში. რუსებმა დაბომბეს სუმის ოლქის ორი დასახლებაც. ავტორი - სალომე თორაძე
-
აშშ-ის სენატმა 22 დეკემბერს ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა ფედერალური ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს, რომელიც შესაბამის სტრუქტურებს ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების უფლებას აძლევს. შესწორებას მხარი დაუჭირა 68 სენატორმა, წინააღმდეგი იყო - 29. დოკუმენტი არეგულირებს რუსი ოლიგარქებისგან კონფისკაციის გზით მიღებული აქტივების გამოყენებას. ამოღებული თანხა ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეგზავნება, რომელიც მას საერთაშორისო დახმარების სახით გაანაწილებს. კანონპროექტი არ აღწერს თანხების კონფისკაციის მექანიზმს, საუბარია მხოლოდ იმის დახარჯვაზე, რაც უკვე ამოღებულია. შესწორების მომხრე სენატორმა მაიკლ ბენეტმა, რომელიც 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიღებული დოკუმენტი "სიგნალს უგზავნის პუტინს და მის ბანდას, რომ ამერიკა მხარს უჭერს უკრაინას.” პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს უკრაინის დასახმარებლად სანქცირებული რუსი ოლიგარქების ქონებისა და კომპანიების კონფისკაციის იდეას. ინიციატივის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ თანხების ამოღება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოებში, ხოლო ჩამორთმეული ფულის ამ სახით გამოყენებამ შეიძლება შეამციროს შეერთებული შტატების საინვესტიციო მიმზიდველობა. რადიო თავისუფლება
-
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პარასკევს საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი. ახლა დოკუმენტი გადაეცემა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელიც თავისი ხელმოწერით კანონად აქცევს მას. პრეზიდენტი ზელენსკი კონგრესს მადლობას უხდის ტვიტერზე, წერს, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ამერიკელი ხალხი ამ ბრძოლაში უკრაინელების გვერდით დგანან“. ზელენსკი ვაშინგტონიდან - მისი პირველი მოგზაურობიდან უკრაინის გარეთ რუსეთის შეჭრის შემდეგ - დაბრუნდა დაპირებით, რომ აშშ გადასცემდა პეტრიოტის სისტემა, საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ის დიდი ხანია ცდილობს მიიღოს Patriot-ის თავდაცვის სისტემა, რათა გაუმკლავდეს რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის უკრაინის ელექტროქსელზე. radio tavisupleba
-
მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდის პელეს მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც გაცნობეთ, რამდენიმე კვირის წინ ბრაზილიელი გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. Infobae-ს ინფორმაციით, 82 წლის ლეგენდის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ უკვე ოჯახის წევრები ემშვიდობებიან. წყაროს ცნობით, პელეს ლაპარაკი თითქმის აღარ შეუძლია... ამასთან ერთად ბრაზილიაში სამოქალაქო პანაშვიდზე დაიწყეს ფიქრი... 2021 წლის სექტემბერში ბრაზილიელს სიმსივნე ამოკვეთეს და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს. sportall.ge
-
რუსეთის მოქალაქეებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ტერორი უპასუხოდ არასდროს რჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან მოუწოდა უკრაინელებს დღესასწაულების პერიოდში ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს. „გთხოვთ, გახსოვდეთ, ვინ ომობს ჩვენს წინააღმდეგ. მოახლოებულ სადღესასწაულო დროს რუსი ტერორისტები შესაძლოა კვლავ გააქტიურდნენ. ისინი ხელყოფენ ქრისტიანულ ღირებულებებსა და ზოგადად ნებისმიერ ღირებულებებს. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს, ერთმანეთს დაეხმარეთ და ყოველთვის გაუფრთხილდით ერთმანეთს”, - თქვა ზელენსკიმ. იპნ
-
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება. როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციამ არ უერთგულა პირობას, რომ სახალხო დამცველობის შვიდი კანდიდატი ჰყოლოდათ. „პირველივე დღეებიდან ვამბობდით, რომ ოპოზიციამ ზურგი აქცია ჩვენს შეთავაზებას, 12 პუნქტზე ერთად მუშაობის შესახებ და სახალხო დამცველის არჩევნების ჩავარდნა ზუსტად ამ განწყობის გაგრძელებაა, ლოგიკური ხაზია. 12 პუნქტის შესრულების პროცესს ეს განწყობა რეფრენივით თან ახლდა. არაერთხელ წააწყდებოდით შემთხვევას, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა, ხელი შეეშალა მიმდინარე პროცესისთვის. ასეც მოხდა, მეთორმეტე პუნქტის განხილვისას, მოლაპარაკების პროცესზე თავდაპირველად წარმოდგენილი ულტიმატუმით წარდგნენ, მოლაპარაკებებში კი ულტიმატუმებით არ საუბრობენ. თუ სწორად მახსოვს, 1-ელ სექტემბერს ოპოზიციას შევთავაზეთ, ჰყოლოდათ სახალხო დამცველობის შვიდი კანდიდატი. ეს იმ პირობებში, როდესაც "ქართულ ოცნებას" თავად არცერთი კანდიდატი არ ეყოლებოდა დასახელებული. ოპოზიციამ ამ პირობას არ უერთგულა. სახალხო დამცველის არჩევის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა სრულად ოპოზიციას ეკისრება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.