Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველები ადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან. „60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
  2. 8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წლიურ ანგარიშს და სამოქმედო გეგმას წარადგენს. პარამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული. პაპუაშვილის ინფორმაციით, სხდომაზე მიწვეულია მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველწლიური ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, რეგლამენტი პოლიტიკური გამოსვლების გამართვას ითვალისწინებს.
  3. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “BREAKING: უკრაინაში “პირველი” Leopard 2 ჩამოვიდა. მეტი იქნება. მადლობა კანცლერს, ჩემს კოლეგას ბორის პისტორიუსსა და გერმანელ ერს. სატანკო კოალიცია მიდის… გამარჯვებისკენ!” , - წერს რეზნიკოვი. ცნობისთვის, სამშაბათს გერმანიის უშიშროების ფედერალურმა საბჭომ სამრეწველო მარაგებიდან უკრაინისთვის 178 Leopard 1 ტანკის გადაცემა დაამტკიცა. IPN
  4. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა. შესაბამისი განკარგულებები უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, სერგეი ლისაკი დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, იური მალაშკო ზაპოროჟიეს ოლქის, ალექსანდრე პროკუდინი კი ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ოლექსი კულება კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტიდან გაათავისუფლა. სხვა განკარგულებით კი მან ის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილედ დანიშნა. IPN
  5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებიმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველები ადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან. 60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი. IPN
  6. საქართველოდან თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთში, ქალაქ ადიამანში უკვე იმყოფება 60 ქართველი მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი. „60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი“, - აცხადებენ უწყებაში.
  7. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, „პუფები“ გვეძახეს, შემდეგ შემოვიდნენ, ახლა ისევ გადიან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ თუ მაინც ხელფასებს იღებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კომიკურია. „ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში და „პუფები“ გვეძახეს, მერე შემოვიდნენ, ოღონდ თან სიები ჩახსნეს. სიები რომ ჩახსნეს, მერე სანანებელი გაუხდათ, რადგან მანდატები დაკარგეს. ეს მანდატები ჰაერიდან მოსული კი არ არის, ხალხი გვაძლევს ამ მანდატებს. შემდეგ გადიოდნენ, მერე დარჩნენ, რაღაც ეტაპზე ისევ გადიოდნენ, შემდეგ ისევ დარჩნენ. ახლა ისევ გადიან, ოღონდ ჯერ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ, ხელფასებს იღებენ თუ რა რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ანუ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის კომიკური“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს. საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს საქართველოს პარლამენტში, სადაც განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში და გააგრძელებენ კონსულტაციებს მანდატების დატოვებაზე.
  8. დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. ამით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ირაკლი კობახიძის ციტატა მოჰყავს, რომლითაც კობახიძემ 2020 წელს, საარჩევნო სიის დასახელებისას საკუთარი თავი წარადგინა. “საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სურს გამოეხმაუროს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბატონ ირაკლი კობახიძის პრეზიდენტის დისკრეციულ უფლების შესახებ განცხადებას. მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე და ბუნებრივია, მასაც "ძალიან მძიმე რეაქცია" ექნებოდა. კობახიძის თქმით, ასეთი რამ თეორიულად რომ მოხდეს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
  9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. როგორც უწყება განმარტავს, საელჩოს ასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა, განსაკუთრებით რთული იყო 20 პირის შემთხვევა, თუმცა მათგან 14 -ის ადგილსამყოფელი დადგენილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ ცხელ ხაზებზე, ასევე ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების სოციალურ ქსელებზე, ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მიმართვა. ამასთან, საელჩოს მიმართა ასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა. აქედან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი, ამ ეტაპზე, დადგენილია. შედგა მათთან კომუნიკაცია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. ამ ეტაპზე დასტურდება საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალება. საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების დასახმარებლად“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თურქეთში საქართველოს საელჩო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
  10. გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა. ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შეილახა ქვეყნის რეპუტაიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. “ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა. რაც თავისთავად შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, თუ კი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა. ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია: ერთი მხრივ, ხელისუფლების რიტორიკის, ჯიუტი გადაწყვეტილებების და რუსეთის მიმართ გაუგებარი ლმობიერების, (ზედმეტი სიფრთხილე რუსეთის ხსენების დროს, სანქციების არიდების დაჟინებული რიტორიკა, თუ ფრენების აღდგენის პოზიტიურად შეფასება) რომელიც უპირისპირდება უკრაინელებისა და ჩვენ პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას. მეორე მხრივ, არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა, ,,ჰუმანიტარული პოზიციონირების“ მიღმა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ქვეყნის რეპუტაციის შემლახველი გზავნილები, რომლებიც ბოლო პერიოდში კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიაში გადაიზარდა (შერჩეული და გაუმართლებელი გაიგივება პუტინის რუსეთთან და ნავალნის პატიმრობასთან, თუ ოსვენციმის ხსენება)”, - წერს ზურაბიშვილი განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ვრცელდება. ინტერპრესნიუსი
  11. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა, „ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა“. სალომე ზურაბიშვილის შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილის თქმთ, პრეზიდენტისკენ ხელის გაშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, „ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება“. ამასთან პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა. გრძელდება ქვეყნის არნახული დისკრედიტაცია, ხელი ეშლება პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების სწორი გზით განვითარებას, ხელი ეშლება, ამ უმძიმესი განსაცდელის დროს, უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენი სოლიდარობის გამოხატვას, რაც ლახავს ქართულ ტრადიციას, ხელი ეშლება ჩვენს აღიარებულ ევროპულ პერსპექტივას, ხელი ეშლება 12 რეკომენდაციაზე მუშაობას და მის შესრულებას, მაშასადამე ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღებას. ქვეყანა მძევალია ამ ერთი და ერთადერთი საკითხის. ამ დროს, ჩვენთვის ყველა სხვა გადამწყვეტი საკითხი, დღეს არც კი განიხილება საჯარო დონეზე. არ მუშავდება ხელისუფლების მიერ აუცილებელი სტრატეგია - არც ჩვენი ცოცხალი ძალების, მეტწილად ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების მზარდ ტენდენციებზე და არც რუსეთიდან მასობრივად შემოდინებაზე და მის შესაძლო საფრთხეების აღსაკვეთად. გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“. ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა. რაც თავისთავად შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, თუ კი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა. ამგვარი დისკრედიტაცია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია: ერთი მხრივ, ხელისუფლების რიტორიკის, ჯიუტი გადაწყვეტილებების და რუსეთის მიმართ გაუგებარი ლმობიერების, (ზედმეტი სიფრთხილე რუსეთის ხსენების დროს, სანქციების არიდების დაჟინებული რიტორიკა, თუ ფრენების აღდგენის პოზიტიურად შეფასება) რომელიც უპირისპირდება უკრაინელებისა და ჩვენ პარტნიორების მიმართ მკაცრ და ხშირად შეურაცხმყოფელ კრიტიკას. მეორე მხრივ, არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა, ,,ჰუმანიტარული პოზიციონირების“ მიღმა, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ქვეყნის რეპუტაციის შემლახველი გზავნილები, რომლებიც ბოლო პერიოდში კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიაში გადაიზარდა (შერჩეული და გაუმართლებელი გაიგივება პუტინის რუსეთთან და ნავალნის პატიმრობასთან, თუ ოსვენციმის ხსენება). ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის, რამეთუ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არ აღიარებული, არ მონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე მისი ევროპული შანსების. ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი შემოსულიყო, და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს. ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ევროპული გზა და 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ამოაგდო. ქვეყნის ამ უზარმაზარი შანსის ხელიდან გაშვება, ჩვენი ევროპული გზის პრიორიტეტიდან მეორად საკითხად გადაყვანა და მისი სხვა თემით შეცვლა არის დანაშაული და მომავლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა. ამ დღეში მიტოვებული მოქალაქეები ქვეყნიდან რომ მიდიან ეს მმართველი პარტიის და ოპოზიციის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, თუ არა კიდევ ერთხელ საზოგადოების მოტყუების მცდელობა, ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული) და რაც მთავარია ვითომც ამ ხელმოწერით ქვეყანა თავის სახეს და რეპუტაციას ვერ დაიბრუნებს და ვერც გადამწყვეტ შედეგს მიაღწევს ევროპულ გზაზე. ჩვენი სახის დაბრუნებას და ნდობის აღდგენას უნდა სხვა ძალისხმევა, სხვა შეგნება: ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია. ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება. ეს საკითხი ქართული პოლიტიკური სივრციდან უნდა მოიხსნას და ამით ამ ქვეყანას საშუალება მიეცეს, ისუნთქოს, იცხოვროს, განვითარდეს და მიიღოს ევროკავშირის დამსახურებული კანდიდატის სტატუსი! ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება და დაკვეთა თავისი ხელისუფლების მიმართ და არავის აქვს უფლება ყველაფერი არ გააკეთოს ამ ნების აღსასრულებლად!“,- აცხადებს პრეზიდენტი. IPN
  12. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათიამეზვრიშვილი განმარტავს, თუ რატომ არის ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მიერ შეზღუდვების დაწესება უკიდურესად საშიში. მისი თქმით, ევროპული სტანდარტის საფარქვეშ, ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში, შეიძლება მივიღოთ რუსული სტანდარტი. "ხელისუფლება ცდილობს მისი ინიციატივა ჟურნალისტების არაეთიკური ქცევით ახსნას, რაც ლეგიტიმური იქნებოდა (ოღონდ აქაც პროპორციული ზომებით) რომ არა კ ო ნ ტ ე ქ ს ტ ი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როცა ავტორიტარულ სისტემაზე ვსაუბრობთ. ყველა ჯერზე, როცა რაიმე შეზღუდვის დაწესების ახსნას კეთილშობილური მიზნებით შეეცდებიან, უნდა შევხედოთ კონტექსტს. სხვაგვარად უბრალოდ პროპაგანდის მსხვერპლი ვიქნებით. კონტექსტი კი შემდეგია: დღეს პარლამენტი პრაქტიკულად ერთადერთი ადგილია, სადაც ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების - ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ისმის კრიტიკული კითხვები კრიტიკული მედიასაშუალებებისგან, ვინაიდან სახელისუფლებო დეპუტატები კრიტიკულ მედიაში არ დადიან, დებატებს და შინაარსობრივ დისკუსიას ოპონენტებთან საკუთარ ტელევიზიებშიც გაურბიან და არ ასრულებენ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების ფუნქციას. ბოლო 2 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე არაერთ თავდასხმას, ჟურნალისტების მიმართ ყველაზე მასშტაბური ძალადობის (05-06 ივლისის მოვლენები) ორგანიზატორები დღემდე არავის დაუსჯია. ყოველდღიურად ხელისუფლების წარმომადგენლები თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს სხვადასხვა ფორმით. დღეს დაიწყება პარლამენტით და ხვალ შეიძლება ასეთივე წარმატებით შეიზღუდოს ჟურნალისტების საქმიანობა პარლამენტს გარეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხი ინფორმაციას მიიღებს მხოლოდ სამთავრობო მედიასაშუალებებიდან, რომელიც მოდელირებულ რეალობას გადმოსცემს და პროპაგანდას ეწევა ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება რუსეთში. არათუ ეს საშიში ინიციატივა, ნებისმიერი ჯანსაღი ინიციატივა ასეთი ხელისუფლების ხელში, უდიდესი საფრთხის მატარებელია. უკვე მრავლად ვნახეთ მსგავსი მაგალითები - რეფორმის სახელით გაუქმებული დამოუკიდებელი ინსტიტუტი, მართლმსაჯულების სახელით დაკავებული მედიასაშუალების მფლობელი, ქვეყნის ინტერესების დაცვის სახელით ხელიდან გაშვებული კანდიდატის სტატუსი და ა.შ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ კონტექსტი.", - წერს სოციალურ სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.
  13. პარლამენტის დეპუტატი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. მისი თქმით, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუსის ხელში ჩაგდების მორიგი მცდელობა. "კიდევ ერთი იგავი, ოცნების მიერ, სახელმწიფო (კონსტიტუციური) ინსტიტუტის ხელში ჩაგდებისა. მოგეხსენებთ, ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ კობა გვენეტაძეს, მარტში ვადა გასდის. დიდი ამბავია ატეხილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზე თურმე. მოგეხსენებათ, ეს ინსტიტუტი დიდი და გავლენიანი ინსტრუმენტი გახლავთ, მისი კონტროლი კი შესაბამისად დიდი კონტროლის შესაძლებლობა. ხოდა, ახლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზე ყველას საკუთარი ფავორიტი ყავს, თუმცა კანდიდატების საბოლოო წარდგინებას პრეზიდენტი ახდენს და პარლამენტი ამტკიცებს. ამ ორომტრიალში, როგორც ჩანს ის ვერსიაც განიხილება, რომ სანამ "დალაგდებიან" მანამდე ბანკმა პრეზიდენტის გარეშე იფუნქციონიროს. ხოდა გამოსავალი მოუფიქრებიათ: - მოდი, 9 კაციან ეროვნული ბანკის საბჭოში, სადაც საბჭოს თავმჯდომარის (ბანკის პრეზიდენტის) გარდა, კიდევ 3 ვიცე-პრეზიდენტი შედის, კიდევ დავამატოთ ე.წ. პირველი ვიცე პრეზიდენტი - რომელიც პრეზიდენტის არყოფნისას, მის ფუნქციებს შეასრულებს"-ო. ასე გადააზღვიეს ერთის მხრივ ბანკის უპრეზიდენტოდ დატოვების ამბავი და მეორეს მხრივ, შექმნეს რომელიმე მხარის წაყენებულ კანდიდატთან (მაგ. თურნავას) და მის ლობისტებთან პოლიტიკური კონსესუსის გარანტიები. კანონის პროექტის მიღება, მოთხოვნილია დაჩქარებული წესით (ეხლა აღმოაჩინეს, რომ დამატებით პირველი ვიცე პრეზიდენტის გარეშე, ბანკის მართვა შეუძლებელია...) შეგახსენებთ, რომ ბანკის მთავრობისგან დამოუკიდებლობა, კონსტიტუციური ნორმაა. ოცნებისეული მორალი: "ეროვნული და დამოუკიდებელი არა ისა, ბანკი ვიცი ქუხნაში (ოცნების)", - წერს სოციალურ ქსელში ბექა ლილუაშვილი.
  14. პარლამენტისა და საკრებულოების მანდატების დატოვება და ამ ფორმით რაღაც პროტესტის გამოხატვა არის დაბალი პოლიტიკური კულტურისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობის გამოხატულება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს. "ყველაზე კომიკური ისაა, რომ ამის გამო ქართული ოცნება / Georgian Dream აკრიტიკებს “ნაციონალურ მოძრაობას”, ის პარტია, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე საკრებულოში დამარცხდა, შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადეს, კოლექტიურად არ დადიოდნენ საკრებულოს სხდომებზე, კრიზისი შექმნეს და მერე ამაზე პასუხისმგებლობაც არ აუღიათ. “ოცნებასაც” ქუჩის ოპოზიციის პერსპექტივა აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ! ამასაც მოვესწრებით!", - წერს ბერდია სიჭინავა.
  15. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი პირდაპირ ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და თავიანთი განცხადებებითა და მოქმედებებით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა ვერ დაუახლოვდეს დასავლეთს, ვერ გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატო-ში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ დააინიცირა რეზოლუცია, რომელიც რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას ეხება და ითვალისწინებს ერთწლიანი უვიზო რეჟიმის გაუქმებას და 180 დღიან პერიოდში, მაქსიმუმ 30 დღეზე ჩამოსვლას. „ჩვენ დავაინიცირეთ რეზოლუცია, რომელიც ეხება უკონტროლო მიგრაციის შეზღუდვას და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. მოგიწოდებთ ყველას, მხარი დაგვიჭირეთ ამ რეზოლუციაში, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს ჰქონდეს ძალიან მკაფიო გზავნილი - რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის ფედერაციასთან და იმ აგრესიასთან მიმართებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენი ცალსახა პოზიციაა ერთწლიანი უვიზო რეჟიმი ჩამოვიდეს მაქსიმუმ 30 დღეზე 180 დღიან პერიოდში. ანუ ეს მოცემულობა უნდა გადავიყვანოთ ტურისტულ რეჟიმზე. ჩვენ ტურისტების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, რადგან ეს ქართულ ეკონომიკას ეხმარება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების რისკები იმდენად მაღლა არის აწეული, რომ არ შეიძლება ერთწლიანი აბსოლუტურად უკონტროლო მიგრაცია იყოს დაშვებული ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. IPN
  16. ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ - თუ დეკემბერში განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდება ევროკომისიის მხრიდან, პირდაპირ იქნება რადიკალური ოპოზიციის - "ნაცმოძრაობის" და "ჭიჭე ვაშაძე" რომ დარბის, ამ სექტის დამსახურება, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ბოიკოტს. ზარქუა მიიჩნევს, რომ სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე ევროკომისიის დადებითი შეფასება კანდიდატის სტატუსამდე ერთი ნაბიჯის არსებობას ნიშნავს და მის მისაღებად ახლა საზოგადოების კონსოლიდაციაა მნიშვნელოვანი, ოპოზიცია კი ამის საპირისპიროდ მოქმედებს. "რადიკალების ბოიკოტს რაც შეეხება, ჩვენ ეს წინასწარ ვიცოდით. წინა კვირას აღვნიშნე, ამათი ხელწერაა შანტაჟი, ერთმანეთის ჩაწერა, მუქარები, რაც წინასაარჩევნოდ პარტიაში ჰქონდათ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ზნეს ესენი არ შეიცვლიან. განახლება დაარქვეს და მერაბიშვილი დგას ამ განახლების უკან, ამით ყველაფერი ნათქვამია. მათ ტაქტიკას რაც შეეხება, "ხაბეს" და მისი მიმდევრების ნამუშევარი არ გაიშვას, ერთი კანონპროექტი წარმოადგინოს, რაც ჰქონია ან კომენტარი რაც ამ კანონპროექტზე გაუკეთებია. ისიც კი ეზარებათ, მოვიდნენ და განცხადება მაინც გააკეთონ, ამიტომ ბოიკოტი გამოაცხადეს, ხელფასებიც შეინარჩუნეს და ყველა ის საპარლამენტო ბენეფიტები და პრივილეგიები, რაც აქვთ. ეს ჩვენთვის ისედაც ცხადი იყო და ამომრჩევლებისთვის ალბათ კიდევ ერთი ნათელი სურათია, რას წარმოადგენს ეს რადიკალური ოპოზიცია. ევროკომისიამ საქართველოზე დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო პრეტენდენტ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზეა, ანუ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და რა გააკეთეს? - ისევ აირჩიეს რევოლუციის, პიკეტირების, ქაოსის გზა და საბაბი დაარქვეს რა - სააკაშვილის თემა, ბიჭო, სააკაშვილს რაც აქვს მისჯილი, ეს ევროპულმა სასამართლომ მიუსაჯა მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ იმ მავნებლობაში სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ამის თავში იდგა პრეზიდენტი სააკაშვილი და ვისთან ომობ, რა პრეტენზია გაქვს? არ მოგწონს ერთი, მეორე ინსტანცია, გააგრძელე ისევ დავა, რატომ აკეთებ პიკეტირებას, რატომ ცდილობ, რომ 12 პუნქტიანი გეგმა ჩაშალო, სხვა მიზანი გაქვს? საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის დასკვნა მიგვეღო ევროკომისიისგან რაც მივიღეთ, მოგვილოცა ევროკავშირის ელჩმაც. თუ დეკემბერში განსხვავებული პოზიცია დაფიქსირება ევროკომისიის მხრიდან, პირდაპირ იქნება რადიკალური ოპოზიციის, "ნაცმოძრაობა" და "ჭიჭე ვაშაძე" რომ დარბის, აი რუსები რომ ჰყავს სახლში, მათზე აქირავებს და სხვებს ამუნათებს, ამ გუნდის და ამ სექტის დამსახურება", - განაცხადა ზარქუამ. IPN
  17. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ქცევის ახალი ნორმების ამოქმედება მედიის საქმიანობისა და თავისუფლების გამოხატვის გაუმართლებელ შეზღუდვას ემსახურება. როგორც „ინტერპრენიუსთან“ საუბარში სიმონიშვილი განმარტავს, ამოქმედებულ ნორმებზე საუბრისას გასათვალისწინებელია, თუ რა კონტექსტის საფუძველზე მიიღეს ახალი წესები. „შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, რომ ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა, როცა ჟურნალისტები შესაბამის საკანონმდებლო ორგანოში გარკვეულ წესებს ემორჩილებიან. რა თქმა უნდა, ეს ასეა, თუმცა, ეს ნორმები, კონსტიტუციის დანაწესებთან შესაბამისი უნდა იყოს. ასევე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ იმაზეც, როგორი პოლიტიკური კულტურაა ევროპაში და ჩვენთან - როგორი. ჩვენთან ვხედავთ, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მედიის გარკვეულ ნაწილთან კონტაქტობს, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებთან კი კომუნიკაცია არ აქვთ, არ დადიან კრიტიკული მედიის გადაცემებში, ერთგვარად, პოლარიზებული სიტუაცია გვაქვს ხოლმე, ამ შემთხვევაში, მედიის ამ წარმომადგენლებს ერთადერთი საშუალება იმისა, რომ კითხვა დასვან და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პასუხები მოისმინონ, მხოლოდ და მხოლოდ საჯარო და ღია სივრცეებია. როცა ვსაუბრობთ, რომ ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება ეს, ევროპაში იმის პრობლემა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი რომელიმე მედიასთან არ დადიოდეს, დებატებში მონაწილეობას არ იღებდეს, არ არის. როცა ჩვენი და ევროპული კონტექსტის შედარება ხდება, ესეც უნდა შევადაროთ. იგივე არის ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან მიმართებით, როცა ისინი ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიის გადაცემებში არ იღებენ მონაწილეობას, ან ამ მედიის წარმომადგენლები ამ პოლიტიკოსებს არ იწვევენ. ამიტომ, მედიისა პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ერთმანეთთან გაუცხოებულები არიან და პოლარიზაციის ელემენტებია შემოსული. ვიდრე უშუალოდ მიღებულ წესებზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება როგორ მიიღეს. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არაა, როცა ხელისუფლება ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციების გარეშე იღებს გადაწყვეტილებას. პრობლემურია, როცა ხელისუფლება მედიის შემზღუდავ ნორმებს ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე იღებს“, - განაცხადა სიმონიშვილმა. ამასთან, სიმონიშვილმა განმარტება, კონკრეტულად რა სამართლებრივი პრობლემები აქვს ახალ ნორმებს. „ზოგადად, აკრედიტაციის ფორმები საკანონმდებლო ორგანოებში მიღებულია, თუმცა, ამ ყველაფერმა არ უნდა შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება არაკონსტიტუციურ ფარგლებში. როცა საუბარია იმაზე, რომ „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის, ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჟურნალისტმა უნდა შეწყვიტოს ინტერვიუ“, რა თქმა უნდა, ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია. ეს პირდაპირ არის უხეში და გაუმართლებელი ჩარევა ჟურნალისტურ საქმიანობაში. რესპონდენტი არ უნდა წყვეტდეს, როგორი იქნება ინტერვიუს შინაარსი, არამედ, ეს ყველაფერი მედიასაშუალების მხრიდან უნდა წყდებოდეს. ეს პირდაპირ არის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გაუმართლებელი შემთხვევა და მითითება იმაზე, რომ ინტერვიუ შეწყდეს, არასწორია. ჩვენ პრაქტიკული შემთხვევებიც შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა პარლამენტის წევრები იმ მომენტში, როცა არ სურთ გადაღება, ისინი მაგალითად, არაეთიკურად იქცევიან, ან ამბობენ ისეთ ფრაზებს, რომელიც რა თქმა უნდა, არაეთიკურია. გვინახავს, როცა ერთგვარად ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებსაც ჰქონია ადგილი, როცა უხეში ფორმებით მიუმართავთ ქალი ჟურნალისტებისთვის. დეპუტატის მითითება, შეწყვიტოს ინტერვიუ, შეზღუდავს მედიის მუშაობას იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებისთვის ინტერესის მქონე საკითხებთან მიმართებით ჟურნალისტმა ვერ შეძლოს ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოებისთვის გადაცემა. შესაძლოა, დეპუტატის მოთხოვნის შემდეგ ინტერვიუ შეწყდეს და ამის შემდეგ, მან თქვას რაღაც ისეთი, რაც რეალურად საზოგადოების ინტერესის ქვეშ იყოს, თუნდაც მისი არაეთიკური ქცევა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ იქცევიან ჩვენი დეპუტატები, რამდენად ეთიკურები არიან, რადგან 4 წელიწადში ერთხელ, სწორედ ამის გათვალისწინებითაც ვიღებთ გადაწყვეტილებას. ეს წესი პირდაპირ გაუმართლებლად ზღუდავს ჟურნალისტის უფლებას, მოიპოვოს და გაავრცელოს კონკრეტული ინფორმაცია. რაც შეეხება წესს, რომ ჟურნალისტმა „დეპუტატის დოკუმენტი, ან მობილური ტელეფონის ეკრანი არ გადაიღოს“, ეს ერთიან სურათში არ უნდა დავინახოთ. დიფერენცირება უნდა გავაკეთოთ, რა შინაარსის გადაცემა სურს ჟურნალისტს კონკრეტული კადრის გადაღებით. თუ მაგალითად, ჟურნალისტი იღებს პირადი ხასიათის მიმოწერას, რაც საჯარო ინტერესის ქვეშ არ ექცევა, ამაზე შეზღუდვის დაწესებას თავისი ლეგიტიმური ახსნა აქვს, თუმცა გვინახავს კადრები, სამუშაო პროცესში დეპუტატები როგორ არიან არასაქმიანად დაკავებული, როგორ ერთობიან მობილური ტელეფონით... მაგალითად, მე მაინტერესებს, კონკრეტული დეპუტატები საქმიანად იქცევიან თუ არა სხდომათა დარბაზში. ასეთი კადრების აკრძალვა არასწორია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წესები მოემსახურება მედიის გაუმართლებელ შეზღუდვას და ამ ნორმებში ჩადებული შინაარსის მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლებრივი თვალსაზრისით პრობლემურია და გაუმართლებლად ზღუდავს მედიის საქმიანობას, გამოხატვის თავისუფლებას, რომ მედიამ მოიპოვოს და გაავრცელოს, ის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ ექცევა“, - განაცხადა სიმონიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები წესდება. ქცევის წესებს საპარლამენტო ჟურნალისტებისათვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკუთარი ბრძანებით აწესებს. ამავე ბრძანების საფუძველზე, ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია. პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესების მიხედვით, ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუ შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ რეჟიმზე გადასვა 1-ელი მარტიდან მოხდება. IPN
  18. სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა უკვე შოუს და სანახაობას დაემსგავსა რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება იმყოფება ღრმა სახელისუფლებო კრიზისში და იმის მაგივრად, რომ ფიქრობდეს ხალხზე და გააჩნდეს პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ნაცმოძრაობასის ხელშეწყობით და დახმარებით ყურადღება გადააქვს ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე რაც საზოგადოებას არ აინტერესებს, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი შალვა კერესელიძე. მისი თქმით, ძალაუფლების დაკარგვის შიშის სინდრომით შეპყრობილმა ხელისუფლებამ უკვე ისეთი შეცდომების დაშვება დაიწყო, რომელიც აზიანებს ქვეყნის მომავალს და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, რუსეთის რეკომენდაციების შეასრულებაც კი დაიწყო. "ასეთმა მიდგომებმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და სახელისუფლო კრიზისის წინაშე დააყენა. . კერძოდ: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში წაგების შიშებიდან გამომდინარე, უარი თქვით საარჩევნო სისტემაში ბევრ მნიშვნელოვან, დემოკრატიულ და სამართლიან ცვლილებებზე მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხზეც და პირდაპირ თქვენი ქმედებები ღიად ცხადყოფს, რომ საარჩევნო სისტემა გაქვთ მითვისებული და თქვენს საკუთრებად მიგაჩნიათ. არც სახალხო დამცველის თანამდებობაზე არ გსურთ შეირჩეს პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე განაცხადეთ თითქოსდა მართველი პარტია საკუთარი კანდიდატის წარდგენას არ აპირებდით, პროცესი მოჩვენებითად გინდოდათ გამჭვირვალე ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ პროცესი ხელოვნურად ჩიხში შეიყვანეთ და შემდეგ მთლიანად ჩააგდეთ. ელიტური კორუფცია, სისტემური კორუფცია, ორგანიზებული კორუფცია, ქაოტური კორუფცია, ნეპოტიზმი, კრონიზმი ამ სისტემის უკვე განუყოფელ ნაწილად იქცა და სახელმწიფოს თითქმის ყველა ინსტიტუციაში მეტასტაზებივით არის მოდებული და არაფრისმომცემ, უფუნქციო ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით გსურთ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროთ. აღარაფერს ვამბობთ სასამართლო სისტემაზე, სადაც მთელი ინსტიტუცია ჩაადუღაბეთ და ევროკავშირის რეკომენდაციების მიუხედავად დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის სანაცვლად სისტემა მთლიანად მიითვისეთ და კლანურ მართველობად აქციეთ. დეოლიგარქიზაციის პრობლემაში რა იგულისხმებოდა მანამდე ვერ მიხვდით, სანამ ჩვენმა პარტნიორებმა არ დაგვიმარცვლეს და სიტყვა-სიტყვით პირდაპირ არ განგვიმარტეს თუ რას გულისხმობდნენ საქართველოში დეოლიგარქიზაციის ძირითად პრობლემად და არაფორმალური მართველობის გამართლების სანაცვლოდ აშშ-ის კლანურ მართველობაზე მითებიც კი შექმენით. საქართველოს ხელისუფლებას გაჩაღებული გაქვს ანტიდასავლური კამპანია, უპირისპირდებით ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს, პირდაპირ პიროვნულ შეურაწყოფას აყენებთ დიპკორპუსის წარმომადგენლებს და ღიად უპირისპირდებით ეროვნულ ინტერესებს. ვითომდა ევროპა გინდათ, მაგრამ სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულება არ გინდათ. ევროპა გინდათ მხოლოდ საკუთარი ფუფუნებისთვის, გასართობად, და საქართველოში კორუფციული გზით ნაშოვნი ფულის დასახარჯად. აქ კიდევ ხალხი უნდა იქცეს თქვენს პირად მსახურებად და უნდა იცხოვრონ ისე, რომ თქვენს კორუფციულ და კლანურ ინტერესებს საფრთხე არ შეექმნას და ვისაც ეს არ უნდა ის ქვეყნიდან უნდა წავიდეს. საქართველოს ხელისუფლებამ, ასეთი შესაშური გამბედაობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთისთვის სასარგებლო პოზიციონირებისთვის და საშინაო დავალებების კარგად შესრულებისთვის, რუსეთის ხელისუფლების ქებათა-ქებაც კი დაიმსახურა რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს საქართველოს ინტერესებისა და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატს! და ბოლოს ტყუილად ოცნებობთ, რომ ხართ შეუცვლელნი და მარადიულები. ასე ეგონა თქვენს წინამორბედ ხელისუფლებას. მარადიული და შეუცვლელი ხელისუფალი არ არსებობს და საქმე იქამდე არ მიიყვანოთ, რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომების მონანიების უფლებაც ვერ მიიღოთ", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
  19. უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 030 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 133 190-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 245 ტანკს, 6 443 ჯავშანმანქანას, 2 232 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 294 საბრძოლო თვითმფრინავს და 284 ვერტმფრენს, 5 107 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 1 958 უპილოტო საფრენ აპარატს, 208 ერთეულ სპეცტექნიკას, 796 ფრთოსან რაკეტას. IPN
  20. 1 თებერვალს Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს ეკუთვნის. მედიასთან ზურაბ აბაშიძემ ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა. აბაშიძის განმარტებით, აღნიშნული საუბარი გასული წლის ივნისში შედგა და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა. როგორც აბაშიძე განმარტავს, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მიმოსვლის მხრივ რთული ვითარება შეიქმნა. გთავაზობთ მათი საუბრიდან ამონარიდს, რომლის თარგმანსაც „რადიო თავისუფლება” ავრცელებს: კარასინი: იცი, მე რის გამო ვრეკავ, მე მქონდა დეტალური საუბარი ჩვენს ტრანსპორტის სამინისტროსთან, ხელმძღვანელობასთან. მინდა, რომ შენც იყო საქმის კურსში. ისინი ძალიან კმაყოფილი არიან ბოლო კომუნიკაციებით, რომლებიც პროდუქტიული იყო. აჩვენეს [პრობლემების] გადაწყვეტის მიმართ ორმხრივი დაინტერესება, ნაწილობრივ ზემო ლარსი ფიგურირებს და არის სხვა პრობლემები. უფრო მეტიც, მათ სურთ, ეს კონტაქტები რეგულარული გახადონ. მიუხედავად იმისა, ტრანსპორტთან დაკავშირებული ვითარება გამწვავდება თუ არა, სულერთია, წარმოიშობა კონკრეტული პრობლემები. კიდეც მიმანიშნეს, რომ პერსპექტივაში არის რაღაც გეგმა, რაღაც ახალი დერეფნის მშენებლობის, რომელიც თქვენ და ჩვენ დაგვაკავშირებდა. ასევე იხილეთ „ივანიშვილი ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას“- სამი პარტია აბაშიძე-კარასინის საუბარზე 02 თებერვალი, 2023 აბაშიძე: ეს სად არის? კარასინი: არ ვიცი. რუკა არ გვქონდა ხელთ. კრასნოდარის მხარიდან პირდაპირ ტერიტორიაზე რაღაც ადგილია, პირობითად ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის მარცხნივ. კარგად არ მესმის, რა არის ეს. აბაშიძე: ვერ გავიგე, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც წელიწად-ნახევარში დასრულდება. კარასინი: ეს რა არის? აბაშიძე: უზარმაზარი, მოქმედი გზის პარალელური მაგისტრალი ლარსის მიმართულებით. გვირაბები, გზები… კარასინი: ეს რეკონსტრუქციაა იმის, რაც უკვე არის. მოდერნიზაცია. აბაშიძე: არა. ის, რაც არის, დარჩება და პარალელურად შენდება. კარასინი: გარკვეულ დისტანციაზე. აბაშიძე: გარკვეულ დისტანციაზე. შემდეგ გამოჩნდება, სად გადაადგილდება ტვირთები, მსუბუქი ავტომანქანები… კარასინი: შენ უფრო ჩახედული ხარ, ვიდრე მე. აბაშიძე: ჩვენ ამაზე ადრე ვლაპარაკობდით. როდესაც ეს ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო. ახლა ეს მიდის მთლიანად. იქ გვირაბი იქნება ცხრა კილომეტრამდე. ყველაზე გრძელი კავკასიაში. კარასინი: ჩანს, მათ ეს ჰქონდათ მხედველობაში. აბაშიძე: ალბათ, კი. და თქვენთან, იქით მხარეს, ლარსთან, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. კარასინი: საქმე ის არის, რომ ისინი მზად არიან, ჩვენს მხარეს ააშენონ საკმაოდ ვრცელი მისასვლელი სისტემა. აბაშიძე: კი, კი, კი. კარასინი: მე მხოლოდ მინდოდა, შენ ეს გცოდნოდა… „პუბლიკა” ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას” დაუკავშირდა, რომელიც ქვეყანაში დაგეგმილ სხვადასხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აკვირდება და შესწავლილი აქვს მათი გარემოზე ზემოქმედების შესაძლო საფრთხეები. ორგანიზაციის წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის შეფასებით, კარასინი-აბაშიძის გავრცელებულ ჩანაწერზე დაყრდნობით, არაა მართებული ერთმნიშვნელოვნად თქმა იმისა, კონკრეტულად რაზე საუბრობენ ისინი, ჩვენ მხოლოდ ლოგიკური დასკვნების საშუალება გვაქვს. იმისთვის, რომ მკითხველს საკითხის გეოგრაფიული აღქმა გაუადვილდეს, გთავაზობთ ნიშნულებს. რუკაზე არაა მონიშნული ახალი მაგისტრალების ტრაექტორია კობი-ქვეშეთის ახალი მაგისტრალის მშენებლობა, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი ახსენებს, უკვე დაწყებულია. როგორც ოფიციალურ გვერდზე წერია, გზისა და ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მთავარი გვირაბის 5 კმ. უკვე გაბურღულია. პროექტის ფარგლებში შენდება 23 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს. დოკუმენტებში აღნიშნული გზა ასევე მოიხსენიება, როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის – ჟინვალი-ლარსის პროექტის ნაწილად, ერთ-ერთ მონაკვეთად. წითლად ახალი მაგისტრალი რაც შეეხება ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალის მშენებლობას, აღნიშნული პროექტიც ამ დერეფნის სხვა მონაკვეთია. მის ასაშენებლად კანონით გათვალისწინებული პროცედურები დაწყებულია, მომზადებულია გზშ და მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები. ისევე როგორც ნატახტარი-ჟინვალის, ასევე ხადის ხეობაში მიმდინარე მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველი ორგანიზაციები წლებია, ეწინააღმდეგებიან და აკრიტიკებენ. ასევე იხილეთ „ეს იქნება დანაშაულის ტოლფასი" - ხადელები მაგისტრალის წინააღმდეგ 29 ოქტომბერი, 2019 ასევე იხილეთ ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალი | რატომ ეწინააღმდეგებიან პროექტს 01 თებერვალი, 2023 „თუ კარასინი ისე უყურებს რუკას, როგორც ნორმალური ადამიანები ანუ თუ ჩრდილოეთი ზემოთაა, მაშინ „სამხრეთ ოსეთიდან მარცხნივ”, არის სწორედ რაჭა და შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, რომ მამისონის უღელტეხილის გავლით უნდა მოხდეს კიდევ ახალი მაგისტრალის გაყვანა. არც ეს იქნება დიდი მოულოდნელობა რუსეთის ხელში, მით უმეტეს ასეთი გზა მამისონის გავლით საბჭოთა პერიოდში არსებობდა. და იმის გამო, რომ ეს გზა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აღარ მოქმედებს, ამორტიზებულიცაა. გარკვეულ ეჭვებს ბადებს ისიც, რომ ზუსტად ეს ტერიტორია ნახევარი საუკუნის იჯარით და თითქმის სიმბოლურ ფასად გადასცეს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ოლიგარქს დავით ხიდაშელს სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის. იმ ვალდებულებების შესრულება კი, რომელიც სანებართვო პირობების მიხედვით აკისრია სამონადირეო მეურნეობის მფლობელს (ორი გადაშენებული სახეობის აღდგენა მხოლოდ 5 მილიონი ლარის ინვესტირებით და მათზე ნადირობა) თავის მხრივ უტოპიურია”, – ამბობს მაჭარაშვილი. მისივე თქმით, ვინაიდან ჩანაწერში კარასინი კრასნოდარის მხრიდან პირდაპირ შემოსვლას ახსენებს, ასეთი დაშვებაც შესაძლებელია, რომ აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო დერეფანსაც ამზადებდნენ რუსები. მაჭარაშვილი დასძენს იმასაც, რომ აბაშიძის საუბრისგან ირკვევა, რომ ის კობი-ქვეშეთის გზაზე საუბრობს. ამის შემდგომ კარასინი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს ტრანსპორტის სამინისტროს მხედველობაში ეს ჰქონდა.
  21. ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მედიასთან დაკავშირებული ახალი წესები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის ინიციატივით შემუშავდა, არის ბევრად რბილი ვარიანტი და ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. მან შეფასებისას ასევე გამოიყენა ტერმინი „ჟურნალისტის მიერ რესპონდენტზე ადევნება” და აღნიშნა, რომ თუ ამის უფლება ჟურნალისტებს აღარ ექნებათ, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს. მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. პუბლიკა
  22. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს. აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია: ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას; საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს მისი სამუშაო ოთახი; საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს; სააკრედიტაციო მოწმობა არ გადასცეს სხვა პირს; სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე. აკრედიტებული ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია. პარლამენტის აკრედიტაცია გაიცემა შემდეგი რაოდენობით: გაზეთი და ჟურნალი – 2; რადიო – 2; ონლაინ გამოცემა – 4; საზოგადოებრივი მაუწყებელი – 7 გადამღები ჯგუფი, საეთერო ეროვნული ტელემაუწყებელი – 7 გადამღები ჯგუფი; სხვა ტელემაუწყებელი – 3 გადამღები ჯგუფი. შალვა პაპუაშვილის ბრძანებას სრულად გაეცანით ბმულზე. პუბლიკა
  23. სამშაბათს, 7 თებერვალს, გამოქვეყნდება მწერალ სალმან რუშდის ახალი რომანი "გამარჯვების ქალაქი" - დაახლოებით ექვს თვეში მას მერე, რაც ნიუ-იორკის შტატში მყოფ მწერალს თავის ლექციაზე მამაკაცმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით. ეს თავდასხმა ფართოდ იქნა დაგმობილი, როგორც იერიში გამოხატვის თავისუფლებაზე. თავდასხმის შედეგად 75 წლის რუშდიმ მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, მძიმედ დაუზიანდა მარცხენა ხელი. თავდასხმა მოხდა სამ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის შემდეგ მას მერე, რაც ირანმა მუსლიმებს რუშდის მოკვლა დაავალა, რელიგიური ლიდერების აღქმით, მკრეხელობისთვის მის 1988 წლის რომანში ,,ეშმაკეული აიები”. რუშდის ახალ რომანს, რომელიც მწერლისთვის მეთხუთმეტეა, გამოსცემს Penguin Random House-ი. ფორმით ტექსტი ესადაგება თარგმანს მისტიკური ეპოსისა, რომელიც თავდაპირველად სანსკრიტზე დაიწერა და რომელიც ეხება ვიჯაიანგარის იმპერიას - ინდოეთის სუბკონტინენტის სამხრეთის დიდი ნაწილის მმართველს მე-14-ე საუკუნეში. თავდასხმის შემდეგ რუშდის წერა უჭირდა და, როგორც ჟურნალ New Yorker-ს მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში უთხრა, კოშმარული სიზმრები ტანჯავდა. მასზე თავდამსხმელ კაცს, ჰადი მატარს, რუშდი ინტერვიუში იდიოტს უწოდებს. "წავიკითხე მისი იდიოტური ინტერვიუ New York Post-ში", - ამბობს რუშდი, რომელიც ბომბეიში, მუსლიმ ოჯახში დაიბადა. "ასეთ [ინტერვიუს] მხოლოდ იდიოტი თუ მისცემდა", - დასძენს ის. 25 წლის მატარმა გამოცემას თავდასხმიდან მალე უთხრა, რომ, მისი აზრით, რუშდიმ ისლამი შეურაცხყო. მას შემდეგ, რაც ირანის მაშინდელმა უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ რუშდის მკვლელობის მოწოდებით რელიგიური ედიქტი, ფატვა გამოსცა, მწერალი წლების განმავლობაში იმალებოდა, ბრიტანეთის პოლიციის დაცვის ქვეშ ბოლო წლებში ის უფრო ღიად ცხოვრობდა და ხშირად ჩნდებოდა ნიუ-იორკში. თავდასხმის შემდეგ რუშდიმ ექვსი კვირა დაყო საავადმყოფოში და, როგორც ინტერვიუში ამბობს, კვლავაც ესაჭიროება ექიმების რეგულარული მეთვალყურეობა. რუშდი იმედს გამოთქვამს, რომ თავდასხმა არ დაჩრდილავს მის ახალ რომანს. "ყოველთვის ვთვლიდი, რომ ჩემი წიგნები ჩემს ცხოვრებაზე საინტერესოა, - ეუბნება მწერალი გამოცემას და დასძენს, - სამწუხაროდ, მსოფლიო ამაში მგონი, არ მეთანხმება". რადიო თავისუფლება
  24. „კანონმდებლობის დარღვევაა, როდესაც საფინანსო ინსტიტუტი ვერ ახდენს გზავნილის საბოლოო მიმღების იდენტიფიცირებას,“ - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, რუსეთის მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების საქართველოს მოქალაქეების გამოყენებით მიღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. „საქართველოში გვაქვს რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის დიდი რაოდენობა. რუსეთის 110 ათასზე მეტი მოქალაქეა ჩამოსული, ამას ვეძახით გრძელვადიან ტურიზმს, რომელიც რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით. გამომდინარე იქიდან, რომ საფინანსო სექტორში ხდება სანქციების უმკაცრესი აღსრულება, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან, ასევე თავად საბანკო სექტორის მხრიდან, რუსეთის მოქალაქეებს შედარებით გართულებული აქვთ ანგარიშების გახსნა. თუ ბანკი ვერ დარწმუნდა, რომ ეს რუსეთის მოქალაქე ნამდვილად საქართველოში ცხოვრობს, აქ ეწევა საქმიანობას და ნამდვილად არ იქნება მისი ანგარიში გამოყენებული სატრანზიტოდ/გამტარად, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ბანკმა უარი უთხრას ანგარიშის გახსნაზე რუსეთის მოქალაქეს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა რა თქმა უნდა, ბანკებს აქვთ თავიანთი რისკების მართვის, მათ შორის სანქციების რისკების მართვის შიდა პოლიტიკები. როდესაც საფინანსო ინსტიტუტი ვერ ახდენს გზავნილის საბოლოო მიმღების იდენტიფიცირებას, ან ხდება გზავნილების დანაწევრება, ეს არის კანონმდებლობის დარღვევა. ამის შესახებ არსებობს გარკვეული წესები და ფინანსური ინსტიტუტების პასუხისმგებლობაა რომ ეს რისკები აკონტროლონ. ეს საკმაოდ რისკიანი ტრანზაქციებია, როდესაც ფულის რეალური მიმღები არის სხვა და ჩვენ მას ვუდგებით შუამავლად, შესაძლოა, აქ მოხდეს ჩვენი ანგარიშის დახურვა ან გარკვეულ სიებში მოხვედრა, რის შედეგადაც საბანკო ურთიერთობები გაგვიჭირდება, ამიტომ არ ვურჩევდი საქართველოს მოქალაქეებს ამ საქმიანობით დაკავებას. იმ სქემებში, რომლებზეც არის საუბარი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ტრანზაქციის დანაწევრებას, ფიქტიურ პირებზე ფულადი გზავნილის მიღებას. რა თქმა უნდა, ამას სებ-ი სწავლობს და ყველა მსგავს ქმედებაზე გვექნება რეაგირება, თუმცა ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს ფინანსურ ინსტიტუტებს და არა უშუალოდ მოქალაქეებს, ვინც ერთვება ამ სქემებში, შესაბამისად, ჩვენი რეაგირება იქნება ეს საჯარიმო თუ სხვა სახის სანქცია, შეეხება საფინანსო ინსტიტუტებს,“ - განაცხადა ლეჟავამ. ავტორი: თაია არდოტელი
  25. რუსეთის ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან ამოქმედებული ემბარგოს შედეგად რუსეთი წლიური თვალსაზრისით ექსპორტიდან, დაახლოებით, 8 მლრდ დოლარის შემოსავალს დაკარგავს, ხოლო მარტში დოლარზე ეროვნული ვალუტის კურსის 71,5 რუბლამდე გაუფასურება არის მოსალოდნელი. ამის შესახებ Bloomberg Economics-ის ექსპერტების მონაცემებში არის ნათქვამი. მათი ცნობით, ემბარგოს წინა დღეს ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი რჩებოდა და დღეში, დაახლოებით, 0,6 მილიონ ბარელს შეადგენდა. ამდენად, კონსერვატიული სცენარით, ახალი ბაზრების პოვნა ამ მოცულობის ნახევრისთვის თუ მოხერხდება. ექსპორტიორები მთელ მოცულობას ახალ ბაზრებზე ვერ გაიტანენ, რადგან, ანალიტიკოსების შეფასებით, ინდოეთი და ჩინეთი რუსული ნედლი ნავთობის მსხვილი გადამამუშავებლები თავად არიან, რასაც ევროპაში ყიდიან და მარჟას თვითონ იტოვებენ. ამდენად, რუსეთს პარტნიორების დასაინტერესებლად ნავთობპროდუქტებზე დიდი ფასდაკლება მოუწევს. რუსული Forbes წერს, რომ აქამდე ნავთობპროდუქტები საზღვარგარეთ, თითქმის, ფასდაკლების გარეშე იყიდებოდა, ხოლო 5 თებერვლის შემდეგ რუბლის მხარდამჭერი მთავარი ფაქტორი, ანუ ექსპორტი ნულამდე დაიკლებს, როგორც ნომინალურ, ასევე, ფიზიკურ მოცულობაში. ეს ნიშნავს, რომ სავაჭრო პროფიციტის შთამბეჭდავი რაოდენობა გაქრება, კაპიტალის გადინება კი არსად მოხდება და გაცვლითი კურსის ზემოქმედება გაძლიერდება. შედეგად, გაცვლითი კურსის მერყეობა შესაძლოა, დაღმავალი ტენდენციით გაიზარდოს და საბაზრო სცენარით, წლის განმავლობაში კურსი დოლარზე 80 რუბლამდე დაეცეს. ამასთან, პირველ კვარტალში ნავთობისა და გაზის დაბალი საექსპორტო ფასების ფონზე კურსი შესაძლოა, დოლარზე 72-74 რუბლამდე დაეცეს. მართალია, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ნავთობპროდუქტების ექსპორტის 15%-იან კლებას პროგნოზირებს, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ეს მაჩვენებელი მიწოდების გადამისამართების სირთულეების გამო, შესაძლოა, გაიზარდოს. 2022 წლის ბოლო ოთხ კვირაში, ანუ 5 დეკემბრიდან ევროკავშირის მიერ ნედლ ნავთობზე 60-დოლარიანი ზღვრული ფასის დაწესების შემდეგ რუსული ნავთობის ექსპორტი წლის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. შეზღუდვების ფონზე რუსული Urals-ის ნავთობის საშუალო ფასი დეკემბერში ბარელზე 50,47 დოლარამდე შემცირდა, მაშინ, როცა ნოემბერში ის 66,47 დოლარად ივაჭრებოდა. ამ ფონზე რუბლი პოზიციებს კარგავდა. კერძოდ, დეკემბერში დოლარი, დაახლოებით, 10 რუბლით გამყარდა და 70 რუბლამდე შეადგინა. მაშინ რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის დაცემის მთავარ მიზეზად უმსხვილესი ექსპორტიორების მიერ სავალუტო შემოსავლების გაყიდვების შემცირებას ასახელებდა. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსეი ზაბოტკინი რუბლის დაცემას საგარეო პირობების გაუარესებასა და ნავთობზე ფასების კლებას უკავშირებდა. 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა. კერძოდ, ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნების (აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის) მიერ დაწესდა ფასების ზღვარი, ასევე, აიკრძალა მათი საზღვაო მიწოდება ევროკავშირში. ამასთან, 5 დეკემბრიდან მსგავსი ზომები რუსულ ნედლ ნავთობზეც მოქმედებს. ფასის ზღვარი ბარელ ნედლ ნავთობზე 60 დოლარს შეადგენს, ხოლო ნავთობპროდუქტებზე ორ კატეგორიად იყოფა: პრემიუმ პროდუქტებზე, ანუ დიზელის საწვავზე, გაზოილზე და სხვა ძვირადღირებულ ნავთობპროდუქტებზე მესამე ქვეყნებში გასაყიდ ზღვრულ ფასად ბარელზე 100 დოლარი, ხოლო ნედლი ნავთობის იაფი პროდუქტებისთვის, კერძოდ, მაზუთზე და ნაფტას ზოგიერთ სახეობაზე ბარელის ზღვრულ ფასად 45 დოლარი განისაზღვრა. მოამზადა ლადო სულაბერიძემ
×
×
  • შექმენი...