Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ელჩის თქმით, ჯერჯერობით მისი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის და ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. "დადასტურდა საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. სამი საქართველოში უკვე გადასვენებულია. დანარჩენზე ჩვენ, საელჩო-საკონსულო სამსახური ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მათი გადასვენებაც მოხდება საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ეხება ერთ მოქალაქეს, მისი გარდაცვალება ჯერ ბოლომდე არ არის დადასტურებული, მაგრამ იმ ადგილზე, ლოკაციაზე ჰათაის გუბერნიაში მიდის სამუშაოები", - განაცხადა ელჩმა. საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან, სადაც ისინი ქართველ მაშველებსა და თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ. შეგახსენებთ, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალება. სამი მათგანი უკვე გადასვენებულია საქართველოში, ორი მოქალაქის გადასვენების პროცედურაზე კი საელჩოს საკონსულო სამსახური მუშაობს. ინტერპრესნიუსი
  2. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს.როგორც ცენტრი აღნიშნავს, სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. "თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია.მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გამართული ინფარსტრუქტურა და სეისმომედეგი მშნებელობაა.აშშ, კანადა და იაპონია მაგალითია იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს, თუ სეისმურად დაცულ სახლში ვცხოვრობთ საშიში არაფერია. სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, რეგიონის რთული გეოლოგიური პირობებისა გამო ხშირად ხდება ძლიერი მიწისძვრები, რომლებიც დიდ მსხვერპლსა და ზარალს იწვევს (1999 წლის იზმირის მიწისძვრა, 2011 წლის ვანის მიწისძვრა, 1939 წლის ერზინჯანის მიწისძვრა და სხვა ).კავკასიაც რეგიონის კომპლექსური ტექტონიკის ნაწილია და რა თქმა უნდა ჩვენთანაც ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება მიწისძვრები.გვსურს განვმარტოთ, რომ ცალსახა კორელაცია სხვადასხვა ტერიტორიაზე მიწისძვრათა ხდომილებებს შორის არ არსებობს. სხვა სიტყვებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, უპირობოდ არ იწვევს საქართველოში მიწისძვრის ხდომილებას.საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. ჩვენთან ყოველდღიურად ათეულობით მიწისძვრა ხდება, ამიტომ კიდევ ერთხელ განვუმარტავთ საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ, მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს.გთხოვთ, არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში შიშსა და პანიკას იწვევს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
  3. თუ სწორად ავაშენეთ, კატასტროფული მიწისძვრებისგანაც შეგვიძლია თავი დავიცვათ, - ამის შესახებ სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა. მისი თქმით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდგომმა სურათმა აჩვენა, რომ მშენებლობების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი გადარჩა, შესაბამისად, უსაფრთხოება მშენებლობის ნაწილში მნიშვნელოვანია. „ყველა კადრში, რომელსაც აჩვენებენ, ჩანს ერთი-ორი შენობა, რომელსაც არაფერი მოსვლია, რაც იმას გვიჩვენებს, რომ თუ სწორად ავაშენეთ, ასეთი კატასტროფული მიწისძვრებისგანაც კი შეგვიძლია თავი დავიცვათ. ყოველი სახლის ძალიან დეტალური ანალიზია საჭირო, რატომ მოხდა [ნგრევა], მაგრამ ჩანს უმეტესობა, რომ უხარისხო მშენებლობის გამო. ისიც ითქვა, რომ ბოლო წლებში მოადუნეს აქ ყურადღება“, - განაცხადა სეისმოლოგმა და დასძინა, რომ მშენებლობების კუთხით, თურქეთის კანონმდებლობაში „ძალიან მკაფიოდ არის ნაჩვენები პასუხისმგებლობა“. ამასთან, სეისმოლოგის განცხადებით, კავკასია „საშუალო სეისმურ რეგიონად“ ითვლება და ისეთი ძლიერი მიწისძვრები, როგორიც მაგალითად, თურქეთში მოხდა, ნაკლებად მოსალოდნელია. „ძალიან ნაკლებად მოსალოდნელია. ასეთი დიდი მიწისძვრები კავკასიაში არ მომხდარა და მოსალოდნელი არ არის. უფრო მკაცრად, რომ ვთქვათ, ძალიან მცირეა ალბათობა. კავკასია ითვლება საშუალო სეისმურობის რეგიონად, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერ მიწისძვრებს შორის პერიოდი საკმაოდ დიდია. ისეთი გრანდიოზული მიწისძვრები ჩვენთან არ ხდება, როგორც იაპონიაში, ინდონეზიაში და ა.შ., მაგრამ ძლიერი მიწისძვრები ხდება - სპიტაკი საქართველოდან 20 კილომეტრში იყო“, - განაცხადა მან. ამასთან, სეისმოლოგი ფიქრობს, რომ ქალაქში 5-6 მაგნიტუდას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს. „მაგნიტუდა 5-ზე და მითუმეტეს 6-ზე ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება, სამწუხაროდ, ასეა“, - დასძინა სეისმოლოგმა. IPN
  4. მედიის ცნობით, ხანგრძლივი მეტოქეობის მიუხედავად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი, მხარდაჭერის ნიშნად, თურქეთში ჩავიდა. როგორც Agence France-Presse იუწყება, დენდიასს მისი თურქი კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუ შეხვდა, ვიდრე ისინი ვერტმფრენებით მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონების მოსანახულებლად გაემგზავრებოდნენ. საბერძნეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანთაქიაში ჩავლენ, სადაც ბერძენი მაშველები თურქ კოლეგებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ეხმარებიან. ამ დროისთვის, თურქეთს საბერძნეთის მთავრობამ 80 ტონა სამედიცინო და პირველადი დახმარების ნივთები გაუგზავნა. IPN
  5. სასამართლომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებულ ნიკოლოზ ხუციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის - პროკურატურის შუამდგომლობა. გამოძიების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. IPN
  6. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მათივე ცნობით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. სააგენტოს განცხადებით, 14-16 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3,-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.
  7. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა. საგარეო უწყების ცნობით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, სტიქიის ზონაში მუშაობენ. „საქართველოს საელჩო, გაზიანთეფში მოხმდარი დამანგრეველი მიწისძვრის პირველივე წუთებიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას საქართველოს ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა. ათობით მოქალაქე სტიქიის ზონიდან გადაყვანილია თურქეთის სხვა რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე ზოგიერთი მათგანი უკვე დაბრუნდა საქართველოში“, – აცხადებენ უწყებაში.
  8. საქართველო მეოთხეა იმ ძირითად ქვეყნებს შორის, რომლის მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვის მოწმობა 2022 წელს მთლიანობაში 50 ათასზე მეტმა რუსმა მიიღო. ინფორმაციას RBC ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. შსს-ს მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იური ტიტოვი აცხადებს, რომ 2022 წელს 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, რომ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან უცხო სახელმწიფოში მუდმივი ცხოვრების უფლებისდოკუმენტი აქვთ მიღებული, რაც, 2021 წელთან შედარებით, 4,6%-ით ნაკლებია. 2021 წელს ეს რიცხვი 53 ათას ადამიანს შეადგენდა. ტიტოვის ცნობით, მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ძირითადად ისრაელის, სომხეთის, თურქეთის, საქართველოს, გერმანიის და უკრაინის პასპორტებიაქვთ აღებული. ამ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2022 წელს 4 306-მა ადამიანმა უარი თქვა რუსეთის პასპორტზე, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ქვეყნის შიგნით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე მხოლოდ 40-მა ადამიანმა თქვა უარი. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს შემცირდა იმ უცხოელების რიცხვი, რომლებმაც რუსული პასპორტი მიიღეს და 691 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი შეადგინა, რაც, 2021 წელთან შედარებით, 6,4%-ით ნაკლებია. მოამზადა ლადო სულაბერიძემ
  9. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი სტუმრად, ამსტერდამში ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 40:8 დაამარცხა. ამ შეხვედრამდე ნიდერლანდებთან ჩვენს გუნდს ექვსიდან ხუთი თამაში მოგებული ჰქონდა. ერთადერთი წარუმატებელი შეხვედრა შორეულ 1995 წელზე მოდის – ეს „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი პირველი გასვლითი მატჩი იყო, რომელიც ამსტერდამში მეტოქემ 55:3 მოიგო. აქედან მოყოლებული 2000-2002 წლებში საქართველომ ნიდერლანდებს სამ თამაშში ისე აჯობა, ლელო არ გაუშვია – 41:6, 32:3 და 88:0. 2007 წლამდე, როდესაც ჩეხეთს 98:3 ვძლიეთ, ნიდერლანდებთან 88:0 მოგება საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება იყო. მას შემდეგ ნიდერლანდები რაგბი ევროპის ქვედა დივიზიონში დაქვეითდა და ელიტას 2021 წელს დაუბრუნდა. ორი წლის წინ „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე თელავში, „კავკასიონი არენაზე“ მიიღეს და 48:15 სძლიეს, შარშან კი ამსტერდამში 12 ლელო გაუტანეს და 72:10 მოიგეს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. საწყის წუთებში „ბორჯღალოსნებს“ თამაშის დალაგება გაუჭირდათ, თუმცა მე-11 წუთზე, მეტოქის ერთი-ერთი შეტევის დროს ქართველებმა ნიდერლანდელების შეცდომით კარგად ისარგებლეს, სწრაფი და მრავალსვლიანი იერიში განახორციელეს, რომელიც დავით ნინიაშვილმა ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანადაძემ კი ზუსტად გარდასახა. რამდენიმე წუთში მასპინძლებმა ჯარიმა დაარტყეს და უპირატესობა შეამცირეს, მაგრამ ცოტა ხნით – მე-20 წუთზე ჩაჩანიძემ მეორე ლელო გაიტანა და ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 12:3 მოიგეს. „ბორჯღალოსნებმა“ შედეგიანად დაიწყეს მეორე ტაიმიც და, მთლიანობაში, მატჩის მეორე მონაკვეთი უკეთესად ჩაატარეს. საწყის 10 წუთში გიორგი ჭყოიძემ ორი ლელოს გატანა მოახერხა, აბჟანდაძემ ორივე შედეგიანად გარდასახა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა უკვე სოლიდური გახდა – 26:3. 64-ე წუთზე მასპინძლებმა ერთი ლელო გაქვითეს – რამდენიმეფაზიანი შეტევა კოენ ბლომენის ლელოთი დასრულდა. ქართველებმა სხვაობა მალე კვლავ გაზარდეს – 70-ე წუთზე, აუტის შემდეგ „ბორჯღალოსნებმა“ კარგი მოლი ჩამოაყალიბეს და მიხეილ გაჩეჩილაძემ კიდევ ერთი ლელო გაიტანა, რომელიც ამჯერად ლუკა მატკავამ გარდასახა შედეგიანად – 33:8. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლო წუთებში ქართველი მორაგბეები მოედანზე 13 დარჩნენ (არბიტრმა ჩვენს ორ მოთამაშეს ყვითელი ბარათი უჩვენა და სინბინში გაუშვა), თუმცა მეტოქის თამაშს რიცხვობრივი უპირატესობა არ დატყობია – ლელოს გატანა ჩვენმა მორაგბეებმა კაცნაკლულებმაც შეძლეს, საბოლოოდ მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და 40:8 გაიმარჯვეს. ამრიგად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი მოგება აქვს. მომდევნო მატჩს ჩვენი მორაგბეები 18 თებერვალს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებენ, თამაში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ავტორი - მიხეილ ჯაში
  10. საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 12:07 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის სოფელ გომში იყო. ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.6 (ML) მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
  11. უკრაინულმა ძალებმა 11 თებერვალს 900 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახოციელეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათვე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 12 თებერვლამდე დაახლოებით 137 780 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამასთან, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსული მხარის კუთვნილი 3280 ტანკი, 6488 ჯავშანტექნიკა, 2287 საარტილერიო სისტემა, 465 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 234 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 296 საბრძოლო თვითმფრინავი, 286 ვერტმფრენი, 2007 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 857 ფრთოსანი რაკეტა, 18 საბრძოლო ხომალდი/კატერი, 5148 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი და 215 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა. იპნ
  12. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 თებერვალს გამოსცა ბრძანებულება უშიშროების სფეროს მაღალი რანგის თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და განაცხადა, რომ „მთავრობის გაწმენდა“ გაგრძელდება. ბოლო კვირებში უკრაინის ხელისუფლებამ გაათავისუფლა ათობით თანამდებობის პირი და დაიწყო გამოძიება, როგორც არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილი. 11 თებერვალს ზელენსკიმ რუსლან ძიუბა გაათავისუფლა ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილის თანამდებობიდან, განაცხადა მისმა ოფისმა ისე, რომ მიზეზები არ დაუსახელებია. თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ შეხვდა თავდაცვის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რათა განეხილათ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების გზები. Reuters-ის თანახმად, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, კირილო ბუდანოვმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ შარშან სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში შიდა შემოწმების შემდეგ დისციპლინარულ პასუხისგებაში მისცეს ასობით მოხელე და რომ ის „ნულოვან ტოლერანტობას“ უცხადებს კორუფციას. რადიო თავისუფლება
  13. თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 140 საათი შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 7 თვის ჩვილი. ამავე პროვინციაში, 140 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა ორსული ქალი და მისი ძმა. კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 11-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა 26 წლის კაცი. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა. რადიო თავისუფლება
  14. თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ჰატაის პროვინციაში, მიწისძვრიდან 146 საათი შემდეგ, თურქმა და რუმინელმა მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 35 წლის კაცი. ამავე პროვინციაში, 146 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს მაშველებმა პატარა გოგო, რომლის ასაკი ჯერჯერობით ვერ ზუსტდება. ბოლო მონაცემებით, 6 თებერვლის დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა. რადიო თავისუფლება
  15. თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა. ამის შესახებ თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის მიწისძვრის რისკის შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა მენეჯერმა ორჰან თათარმა განაცხადა. „რეგიონში ლავის ან ნავთობის ნაკადები არ არის. ეს მეტი არაფერია, ვიდრე მიწისძვრის მიერ გამოწვეული მასიური მოძრაობა. ქვის სტრუქტურული ჯგუფები არ არის, რომლებსაც ვულკანური ამოფრქვევის შექმნა შეეძლებათ. 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად გამოთავისუფლებულ ენერგიას იგივე ეფექტი აქვს, რაც 500 ატომურ ბომბს”, - თქვა ორჰან თათარმა. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში, ასევე, სირიაში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 25 ათასამდეა. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ინტერპრესნიუსი
  16. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოართვა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა 11 თებერვალს ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთის ფედერაციას შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით. კერძოდ, ჩვენი უკრაინული „ნეპტუნების“ წარმატებით გამოყენების შემდეგ, როდესაც კრეისერი „მასკვა“ ცნობილ მისამართზე ჩაიძირა“, - განაცხადა რეზნიკოვმა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, Harpoon-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ამჟამად უკრაინის არმიას ემსახურება, რის გამოც რუს ოკუპანტებს ოდესასთან ზღვიდან მიახლოების შანსი არ აქვთ. გარდა ამისა, რეზნიკოვმა დასძინა, რომ რუსეთმა ოდესის სახმელეთო გზით აღება ვერ მოახერხა. იპნ
  17. თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. მათივე ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა 24 ათასამდე ადამიანი.
  18. კორუფციული სკანდალის ფარგლებში კიდევ ერთი ევროპარლამენტარი დააკავეს. იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტარი ანდრეა კოცოლინო დააკავა. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. ადვოკატის განცხადებით, ევროპარლამენტარი საავადმყოფოში დააკავეს, სადაც გამოკვლევებს იტარებდა, ის ახლა უკვე სახლში – შინაპატიმრობაშია. როგორც ცნობილია, დაკავების ორდერი ბელგიის პოლიციამ გასცა. შეგახსენებთ, გუშინ ამავე საქმის ფარგლებში ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელა დააკავეს. ბელგიური მხარე ევროპარლამენტარის ექსტრადირებას ითხოვს. ამ საკითხს სასამართლო 14 თებერვალს განიხილავს. ავტორი - თამთა რუხაძე
  19. „სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თურქეთის საელჩოში პაკისტანის მოქალაქე მივიდა და თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა. ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შებაშ შერიფმა მიკრობგლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. „სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – წერს შარიფი მიკრობლოგ „ტვიტერზე“. ავტორი - თამთა რუხაძე
  20. არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” უწყებაში დაუდასტურეს. როგორც შსს ამბობს, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე. „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა. ასევე იხილეთ „კვალიფიკაცია შეუცვალეთ მხატვრის მიმართ აღძრულ საქმეს“ - სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები გომელაურს 11 თებერვალი, 2023 ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე აცხადებს, რომ თბილისის ეროვნული გალერეის კედელზე არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოიკითხა. ქეთი შავგულიძე გამოფენის კურატორი იყო. მან „TV პირველს“ განუცხადა, რომ გამომძიებლები გამოფენის მზადების პროცესითა და არტისტსა და მას შორის ურთიერთობით დაინტერესდნენ. პუბლიკა
  21. ნიუ-იორკის Beacon Theatre-ის სცენაზე მონიკა ბელუჩიმ მარია კალასის კაბა და როლი ერთდროულად მოირგო – მონოსპექტაკლში „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“. 2023 წლის 2 დეკემბრამდე (საოპერო ვარსკვლავის, მარია კალასის დაბადების 100 წლის იუბილემდე) ლამის ათი თვეა დარჩენილი, მაგრამ ოპერის მოყვარულებისა და განსაკუთრებით, კალასის ფანებისათვის დიდი თავგადასავალი უკვე დაიწყო. ჰოლივუდმა, როგორც ყოველთვის, კრეატიულობა და სიმარდე გამოიჩინა და ყველას დაასწრო: მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღება უკვე დაიწყო ჩილელი წარმოშობის რეჟისორმა, პაბლო ლარაინმა. ფილმში, სახელწოდებით „მარია“, ბერძნული წარმოშობის ამერიკელ საოპერო დივას ანჯელინა ჯოლი განასახიერებს. თუმცა ამ მნიშვნელოვან მოვლენას არც თეატრალური სამყარო ჩამორჩა – კინოვარსკვლავმა, მონიკა ბელუჩიმ ნიუ-იორკის ცნობილ „Beacon Theatre-ის სცენაზე, იანვრის ბოლოს მონოსპექტაკლში „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“კალასის როლი შეასრულა. 58 წლის იტალიელმა კინომსახიობმა კალასისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საიუბილეო ტურნე (სხვათა შორის, კამათი იმის შესახებ, როდის დაიბადა მარია კალასი, 1923 წლის 2 დეკემბერს თუ 4 დეკემბერს, დღემდე გრძელდება) ჯერ კიდევ გასული წლიდან დაიწყო. ათენში, აკროპოლისის კიბეებზე, ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში – 21, 22 და 23 ოქტომბერს, ის ბრიტანელი რეჟისორის, ჟურნალისტისა და კინოდოკუმენტალისტის, ტომ ვოლფის ტექსტის მიხედვით დადგმულ მონოსპექტაკლში – „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“ ცდილობდა, ბერძნული პუბლიკის ინტერესი და მოლოდინი გაემართლებინა. თუმცა ტომ ვოლფის სპექტაკლს საკმაოდ თავშეკავებული შეფასებები მოჰყვა ევროპულ პრესაში. ამგვარი ორაზროვნების ფონზე, 27 და 30 იანვარს ნიუ-იორკში წარმოდგენილი სპექტაკლები ამერიკულმა პრესამ, მაგალითად „ნიუ-იორკ ტაიმსმა“, გაცილებით მკაცრად და ზოგჯერ დაუფარავი ირონიით შეაფასა: „თქვენ შეიგრძნობდით ქაოსურ ენერგიასა და ზუზუნს თეატრის შიგნითაც და გარეთაც, სადაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. სპექტაკლში მონაწილეობს მონიკა ბელუჩი, რომელიც კითხულობს მარია კალასის წერილებს მომღერლის კარიერის დასაწყისიდან სიკვდილამდე. ორკესტრის ცოცხალი შესრულება სცენაზე და განსაკუთრებით, დივას ჩანაწერების მოსმენა იმდენად მომნუსხველია, რომ მიკროფონით წარმოთქმული ტექსტისა და მსახიობის მონდომებული მელოდრამატულობისა აღარ გჯერათ…“ ამ სპექტაკლამდე რეჟისორმა ტომ ვოლფმა კალასისადმი ერთგულება და ლამის 20-წლიანი სიყვარული, საინტერესო დოკუმენტური ფილმით – „მარია კალასის შესახებ“ (Maria by Calass) დაამტკიცა. ეს ფილმი 2018 წელს კანის კინოფესტივალის სპეციალურ პროგრამაში უჩვენეს, ხოლო 2019 წლის თებერვალში – ბერლინალეს არასაკონკურსო პროგრამა „პანორამაში“. დეკემბრამდე, ანუ საიუბილეო თარიღამდე საკმაოდ შორია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მითები და რეალობა კალასის ცხოვრების შესახებ არათუ გაიყო და გაირკვა – პირიქით, ერთმანეთს შეერია და ერთმანეთში გადაიხლართა. ამდენად, ყოველი ახალი მცდელობა, ეს იქნება მოგონებები, დოკუმენტური ფილმი თუ ორიგინალური ფორმის სპექტაკლი, მხოლოდ ამტკიცებს ამ დიდი მომღერლის, ამოუხსნელ, ფენომენალურ და ტრაგიკულ ვოკალურ-არტისტულ ტალანტს. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში მონიკა ბელუჩის კალასის შავი კაბა აცვია, რომელშიც დივა 50-იანი წლების ბოლოს, გახდომის შემდეგ პოზიორობდა ფოტო და ტელეკამერების წინ. „ის მომღერლის პირად წერილებსა და მოგონებებს ხან დივანზე მჯდომი კითხულობდა და ხან ავანსცენაზე მდგომი. ცდილობდა კალასს პლასტიკურად მაინც დამსგავსებოდა, რადგან ზედმეტად ლამაზი და ცარიელი იყო დიდი და შთამბეჭდავი ვოკალის საპირწონედ“, – აღნიშნავს „ნიუ-იორკ ტაიმსი“. ეკრანზე დროდადრო ჩნდებოდა იმ ადამიანების სახელები და პორტრეტები, ვისდამიც იყო მიმართული წერილები. სცენის სიღრმეში განლაგებული ორკესტრი კი ასრულებდა ნაწყვეტებს ცნობილი ოპერებიდან, რომელშიც თავის დროზე კალასი მღეროდა. მთავარი შეცდომა თუ გაუგებრობა, რასაც სპექტაკლი ქმნის, მიმომხილველების აზრით, არის ის, რომ გაუგებარია, ვისდამია ეს პერფორმანსი მიძღვნილი: მელომანებისადმი, რომლებმაც ისედაც თითქმის ყველაფერი იციან კალასის ბიოგრაფიის შესახებ? საოპერო ნეოფიტებისადმი, რომლებიც უბრალოდ იმიტომ დაესწრნენ სპექტაკლს, რომ მონიკა ბელუჩი „ხორციელად“ ენახათ სცენაზე? იქნებ უფროსი თაობისადმი, რომელიც, ალბათ, გაიგებდა კალასის ერთ-ერთი წერილის შინაარს, რომელიც მან 60-იან წლებში საყვარელ და ერთადერთ პედაგოგს, ელვირა დე იდალგოს მისწერა – „ჩემი გული საბოლოოდ გაბზარულია!“ (იგულისხმება განშორება არისტოტელე ონასისთან და ბერძენი მილიარდერის ქორწინება ჟაკლინ კენედისთან). ასეა თუ ისე, „მაყურებელი ძნელად დაიჯერებს, რომ ბელუჩი კაბის მოხდენილად ტარებისა და უკან გადავარცხნილი, ორად გაყოფილი თმის მიუხედავად, სიყვარულით დაზარალებულ ქალს თამაშობს, რომელიც ტრაგიკული ცხოვრებით ცხოვრობდა“. – აღნიშნულია სტატიაში. ნიუ-იორკის შემდეგ, ტომ ვოლფის სპექტაკლი „მარია კალასი: წერილები და მოგონებები“ გაზაფხულიდან ევროპის კონტინენტზე დაბრუნდება და წლის ბოლომდე მონიკა ბელუჩის ნახვა კალასის როლში მაყურებელს ევროპის ათამდე ქვეყანაში შეეძლება. სტატია დავით ბუხრიკიძე
  22. რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არგენტინაში ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში ბავშვის დაბადების შემდეგ მიიღეს, მაგრამ შემდეგ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს, არგენტინის მიგრაციულმა სამსახურმა დაიწყო ამ ნებართვის გაუქმება, - განაცხადა ამ სამსახურის ეროვნულმა დირექტორმა, ფლორენსია კარინიანომ ტელეარხ C5N-ის ეთერში. მან განმარტა, რომ როცა სასამართლოში მოხდება რუსეთის მოქალაქისთვის არგენტინის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა, მიგრაციის სამსახური წარადგენს მონაცემებს ბინადრობის ნებართვის შეჩერების შესახებ იმის საფუძველზე, რომ იმ კონკრეტულმა ადამიანმა "ერთი თვე გაატარა არგენტინაში და მას შემდეგ არასდროს აღარ ჩამოსულა". "თუ სასამართლოს, ამ საბუთების მიუხედავად, ექნება სურვილი, მიანიჭოს მოქალაქეობა ისეთ ადამიანს, რომელიც არ ცხოვრობს და არ უცხოვრია არგენტინაში, მისი საქმეა. ჩვენ ვაუქმებთ ბინადრობის ნებართვას", - განაცხადა კარინიანომ. 10 თებარვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუენოს-აირესის აეროპორტში მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყანაში არ შეუშვეს რამდენიმე ფეხმძიმე რუსი ქალი. მათ უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლაზე "ცრუ ტურიზმის" მიზეზით. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ არგენტინაში მათი ყოფნის რეალური მიზანი არ შეესაბამება მათ მიერ განცხადებულ მიზანს. თუმცა ისინი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაინც შეუშვეს ქვეყანაში. არგენტინის კანონების მიხედვით, ბავშვი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე იბადება, იღებს მოქალაქეობას „მიწის უფლების“ (ius soli ) პრინციპით. მის მშობლებს შეუძლიათ მიიღონ მუდმივი ბინადრობის უფლება და მოგვიანებით - ასევე, მოქალაქეობაც. არგენტინაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები იტყობინებოდნენ, რომ 2022 წელს, ქვეყანაში დაახლოებით, რუსეთის 2500 მოქალაქე გადავიდა. მათ შორის ბევრი ფეხმძიმე ქალი, რომლებიც იქ ბავშვის გაჩენის მიზნით ჩავიდნენ. რადიო თავისუფლება
  23. თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა. „მოამბის“ წამყვანის კითხვაზე, ქართველების ნაწილს, რომლებიც მიწისძვრით დაზარალდნენ და სურთ სამშობლოში დაბრუნება, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ, ხომ არ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები ამ ადამიანების დასახმარებლად, თურქეთში საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ სატელეფონო კომუნიკაცია შედგა მინისტრთან და ხვალისთვის გაცხადდება კონკრეტული სქემა, როგორ მოხდება მათი დახმარება. მსგავსი: ვითარება თურქეთში - ინტერვიუ გიორგი ჯანჯღავასთან „იგეგმება მოქალაქეების დახმარება. გუშინ გვქონდა სატელეფონო საუბარი მინისტრთან. მივიღეთ დავალებები, ალბათ ხვალ გაცხადდება. ბევრი უკვე გამოვიდა ზონიდან დახმარებით, ზოგს დავეხმარეთ დისტანციურად, ზოგი დარჩა. ხვალისთვის გაცხადდება უფრო კონკრეტული სქემა, რას აპირებს საელჩო საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით. მთავარია, მოხდეს ლოკალიზება. იყო შემთხვევები, როცა მათ ჰქონდათ გამოსვლის სურვილი, მაგრამ შემდგომში დარჩენის გადაწყვეტილებას იღებდნენ. ისინი ცდილობენ, თურქეთისთვის ასეთ ტრაგიკულ მომენტში არ მიატოვონ ახლობლები, მეგობრები, ის ოჯახები, რომლებშიც ისინი მუშაობდნენ“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.
  24. თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორები. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 ათასი შენობა დაინგრა, მათ შორის რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული. თურქული მედიის ინფორმაციით, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში რამდენიმე გამოძიება უკვე დაწყებულია. თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ განკარგეულება გასცა, რომ 10 პროვინციაში შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფები. გუშინ თურქეთის პოლიციამ ერთ-ერთი სამშენებლო კომპელქსის კონტრაქტორი სტამბოლის აეროპორტში დააკავა. ავტორი - თამთა რუხაძე
  25. უკრაინამ ზოგიერთი დაკარგული პოზიციის დაბრუნება შეძლო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ოს არმიის გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთამ მარკ მილისთან გამართულ სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „ყველაზე დაძაბული ვითარება დღეისთვის დონეცკის მიმართულებით არის, აქ მოწინააღმდეგე ყოველდღიურად 50 იერიშამდე აწარმოებს. სასტიკი ბრძოლები უგლედარისა და მარიინკას რაიონში გრძელდება. ჩვენ მყარად გვიჭირავს დაცვა. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე აქამდე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შევძელით. მტრის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ბახმუტზე კონტროლს ვაგრძელებთ და ზომებს ვიღებთ ამ ქალაქის გარშემო ფრონტის ხაზის სტაბილიზაციისთვის”, - წერს ზალუჟნი “ტელეგრამის” პირად არხზე მილისთან გამართული საუბრის შემდეგ. ზალუჟნიმ მარკ მილის ასევე მტრის ბოლო მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგებზე მოუყვა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. იპნ
×
×
  • შექმენი...