-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში სოფელ ვაკიჯვარში იყო.
-
“ცხოვრება წარსულში“ - Pet Shop Boys-მა ვლადიმირ პუტინის შესახებ სიმღერა გამოუშვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა „Pet Shop Boys“ გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით „Living In The Past“ – „ცხოვრება წარსულში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. სიმღერის ვიდეოში გამოყენებულია პუტინის ინაუგურაციის კადრები, ვოლგოგრადში სტალინის ძეგლის გახსნა, დაპატიმრებები საპროტესტო აქციების დროს, ჯარისკაცების მსვლელობა. სიმღერის ტექსტში, პუტინის ენით ნათქვამია, რომ მას სურს მისი ისევე ეშინოდეთ, როგორც სტალინის ეშინოდათ: „მეც გავიმარჯვებ მის მსგავსად“, „ვერც მე დამჩრდილავენ“, „მინდა ხალხი სიკვდილის დროს მე მახსენებდეს“, - ისმის სიმღერის ტექსტში. გასული წლის მაისში ჯგუფმა გამოაქვეყნა განცხადება სოციალურ მედიაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე პოზიციის შესახებ, სადაც წერდა: „2009 წელს დავიწყეთ Pandemonium-ის მსოფლიო ტურნე სანქტ-პეტერბურგში. ბევრჯერ ვიყავით რუსეთში და სიმღერებიც დაგვიწერია რუსული თემებითა და გავლენებით. ახლა წარმოუდგენელია იქ სტუმრობა ან შესრულება. მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც რუსეთში ფაშიზმი დამარცხდება, კრიმინალური პოლიტიკოსები დაისჯებიან, სიმართლეს იტყვიან, მეზობელ ქვეყნებს არ დაემუქრებიან და არ შეიჭრებიან იქ და დაიბადება ახალი რუსეთი. იმედია, ახლოს ვიქნებით, რომ ეს დავინახოთ“. 2021 წლის ბოლოს Pet Shop Boys-მა ასევე გამოაქვეყნა პოსტი ადამიანის უფლებების დამცველი ცენტრის, „მემორიალის“ მხარდასაჭერად, რომელიც რუსეთში სასამართლოს გადაწყვეტილებით გააუქმეს. რადიო თავისუფლება -
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხმაური და დაპირისპირება ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ბერდია სიჭინავას რეპლიკას, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა ხელოვნურადაა წამოწეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხრიდან, უპასუხა და აღნიშნა, რომ ბერდია სიჭინავა, 20 ივნისის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ბერდია სიჭინავა „უზრდელი და პროვოკატორია“. ბერდია სიჭინავამ კი აღნიშნა, რომ ის საკუთარი წარსულით ამაყობს. „თვალთხარიას ეძახი ადამიანს და გიორგი გახარიაზე საუბრობ და ვინ არის პროვოკატორი. ვინ დათხარა ბიჭო თვალები, მე დავთხარე? ვამაყობ ჩემი წარსულით თუ გაინტერესებს“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ბერდია სიჭინავას ფიზიკური შეურაცხყოფის ინსცენირება სურს და ამ მიზნით „პროვოკაციულ და უზრდელურ განცხადებებს აკეთებს“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა კამათისა და დაპირისპირების ფონზე სტუდია დატოვა. პალიტრანიუსი
-
დისნეის ფილმები და სერიალები რუსული ვიდეოპლატფორმებიდან წაიშლება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მარტში რუსულ ონლაინკინოთეატრებს ეწურებათ ამერიკული სტუდია Disney-ს ფილმების, მულტფილმებისა და სერიალების ჩვენების ლიცენზია. კინოკომპანია არ გეგმავს ლიცენზიის განახლებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო - ვიდეოსერვისებიდან ყველაფერი წაიშლება. ამის შესახებ წერს გამოცემა„ვედომოსტი“ - საკუთარ წყაროებზე, მათ შორის, ვიდეოსერვისების ტოპ-მენეჯერების და გარიგების პირობების მცოდნე კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით. ომის დაწყებისთანავე, "დისნეიმ", ისევე როგორც სხვა კინოკომპანიებმა, რუსეთში თავისი პროდუქციის დისტრიბუცია და ლიცენზირება შეწყვიტა, თუმცა სტუდიასთან შეთანხმებით, ფილმები და სერიალები პლატფორმებზე დარჩა, სანამ მათი ჩვენების ლიცენზია ამოიწურებოდა. 2022 წლის დეკემბერში, "დისნეის" არხის ნაცვლად, რომელსაც რუსეთში საბავშვო არხების რეიტინგში მეორე ადგილი ეკავა, ამოქმედდა „რუსული შინაარსის“ მქონე საბავშვო ტელეარხი „სოლნცე“ - „მზე“. „დისნეის“ ჩვენების ლიცენზია რუსეთს 2010 წლიდან ჰქონდა. რადიო თავისუფლება -
თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს, - ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს. მანამდე კი, რამდენიმე საათის წინ, რაც ქალაქში შენობის ნანგრევებიდან 16 წლის ბიჭი ამოიყვანეს. თურქეთში გაერო-ს სამოკავშირო ოფიცერმა განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო შესაძლებლობის დასასრულს უახლოვდებიან და ნანგრევების ქვეშ გადარჩენილების პოვნის ალბათობა სულ უფრო მცირდება. ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 24 000-ს გადააჭარბა. ინტერპრესნიუსი
-
ჰუმანიტარული დახმარების გატარების მიზნით, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჰუმანიტარული დახმარების გატარების მიზნით, თურქეთმა სომხეთთან საზღვარი გახსნა. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით ხუთმა სატვირთო ავტომობილმა თურქეთ-სომხეთის საზღვარი იღდირის პროვინციაში უკვე გადაკვეთა. ბოლოს საზღვარი 1988 წელს გაიხსნა, მაშინაც მიწისძვრის შემდეგ ჰუმანიტარული მიზნებისთვის. ავტორი - თამთა რუხაძე -
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24 000-მდე გაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, სირიაში კი, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 3 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე ქვეყანაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ღამით სამძებრო სამუშაოებს ყინვა ართულებს. გაერო-ს მონაცემებით, ორივე ქვეყანაში 870 000 ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარულ დახმარება. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ავტორი - თამთა რუხაძე
-
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, სემეკ-მა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს. „სემეკ-ი თანადგომას უცხადებს დაზარალებულებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გამოთქვამს მზადყოფნას, დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, თურქეთის კოლეგა უწყების თანამშრომლებს აღმოუჩინოს დამატებითი დახმარება და მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის საელჩოს გადაეცა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ქველმოქმედებისთვის თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა, ასევე საქველმოქმედო აქციას მოხმარდა. -
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება. „მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას ევროპულ საბჭოში. ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
-
საქართველო აშშ-სგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, იანვარში თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ გეგმავს, საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის 33 მილიონი დოლარი გამოუყოს. „დღეს მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ჩვენ დავამტკიცეთ საქართველოსთვის რისკების შეფასების გადახდის გრაფიკი, რათა საქართველომ შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ეს განცხადება ასახავს ღირებულებებს, რასაც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობასა და პარტნიორობას ვანიჭებთ“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა. ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ სამი ათეული წლის განმავლობაში აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „საქართველომ გააღრმავა თავისი კავშირები დასავლეთთან და მხარი დაუჭირა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ოსტინმა. მისი თქმით, საქართველოს სამხედრო დანაყოფები მსახურობდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ აშშ-ისა და ნატო-ს ძალების გვერდიგვერდ კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. „საქართველო ერთ სულ მოსახლეზე იყო ავღანეთში ნატო-ს მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორი. ღრმად ვაფასებთ საქართველოს უდიდეს გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების, სტაბილურობის კუთხით. ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ ღრმავდება“, – განაცხადა თავდაცვის მდივანმა. მისი თქმით, საქართველო არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ნაწილი, რომელიც 20 იანვარს გერმანიაში რამშტაინის ავიაბაზაზე შეიკრიბა. „საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრძვის რუსეთის არაპროვოცირებული, უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ“, – განაცხადა ოსტინმა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
-
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ იმედი აქვს, უკრაინაში გასაგზავნად მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი იქნება მზად. ევროკავშირის სამიტის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, ანუ დაახლოებით, 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გასაგზავნად, შოლცმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, მოხერხდება“. ამასთან, გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ „ეს ადვილი არ იქნება“. შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს მიიღო. interpressnews
-
რუსეთის მკვლელობებსა და ტერორს ყალბი ნეიტრალურობითა და თეთრი დროშით ვერ გადაფარავ, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დონეზე უნდა იქნას აღიარებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორი ქვეყნების სპორტის მინისტრების ვირტუალურ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. „მკვლელობები და სარაკეტო დარტყმები რომ სპორტის ოლიმპიური სახეობები იყოს, მაშინ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებდა პირველ ადგილს და მნიშვნელობა არა აქვს, ექნებოდა თუ არა ამ ნაკრებს მისი სახელმწიფო დროშა", - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსი ტერორისტები განსხვავებულ სიმბოლიკას იყენებენ და ისეც ხდება, რომ ნორმალურ ცხოვრებას ყველანაირი სიმბოლიკის გარეშეც ანადგურებენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, კერძოდ ყირიმის ოკუპაცია, “ყველანაირი სიმბოლიკის გარეშე” დაიწყო. “ამიტომ მინდა გკითხოთ: თუ აგრესორი სახელმწიფოს წარმომადგენლები საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ან ოლიმპიურ თამაშებში გამოვლენ, მაშინ აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ იქ თავისი ეროვნული სიმბოლიკის გარეშე იქნებიან? ტერორისტი სახელმწიფოს წარმომადგენლების მხოლოდ დასწრებაც კი - ძალადობისა და უკანონობის მანიფესტაციაა”, - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 228 სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა. "რამდენი რუსი სპორტსმენი გამოვიდა ტერორის დაგმობით, რომელიც მათმა სახელმწიფომ გააჩაღა? ფაქტობრივად არ არის არანაირი დაგმობა. მხოლოდ ერთეული ხმები, რომლებიც მალევე ქრება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
-
საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს - არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სასურველი იქნებოდა, ირაკლი კობახიძეს შეესწავლა, „როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა“. „საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს, ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა. და მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. კითხვა იმაშია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ”, - განაცხადა პოდოლიაკმა. მისივე თქმით, ქართულ მხარესთან საუბარს აზრი არ აქვს. „აზრი არ აქვს რაიმეზე საუბარს (გარდა დიპლომატიური დონისა) მთავრობასთან, რომელსაც 2008 წლის მტკივნეული ტრავმა აქვს გამოვლილი და მიუხედავად ამისა, მისი მიდგომაა, რომ „ჩვენ გვესმის რუსეთის და მას აქვს უფლება მოკლას ადამიანები უკრაინაში“,- განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს. IPN
-
რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 136 880 ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის, 1 140 ბოლო 24 საათში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 267 ტანკს, 6 474 ჯავშანტექნიკას, 2 279 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 295 საბრძოლო თვითმფრინავს და 286 ვერტმფრენს, 5 134 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 1 997 უპილოტო საფრენ აპარატს, 214 ერთეულ სპეცტექნიკას, 857 ფრთოსან რაკეტას. ipn
-
საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ კოდექსში შედის. ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ხუთ დღემდე ვადით. დღეს მოქმედი კანონის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება, პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. „გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება, როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე სახელმწიფოს ქონებას. შესაბამისად, ვანდალიზმის ისეთი შემთხვევა, როგორიცაა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც ზემოაღნიშნული ოდენობის ზიანი არ გამოუწვევია, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში. ავტორი - თეონა მანაგაძე
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და თურქ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. თურქი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოხატავს კეთილ ნებას და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის ხელშეწყობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ ყველა თურქეთის მოქალაქე ბრალდებულს/მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის დროს დაუფინანსებს. თურქეთის მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, 60 წუთი უფასოდ ისაუბრონ და აღნიშნული სასაუბრო ლიმიტი შეხედულებისამებრ გამოიყენონ. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
-
ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მოკლე რეპლიკით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. „არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან - „სკაიპით“. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს“, - განაცხადა ესებუამ. საქმის პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ განაცხადა, ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობდა. მისივე თქმით, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს. „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. იპნ
-
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენ გ.ო.-ს მიერ ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ბიზნესმენ გ.ო.-ს მიმართ მიმდინარე საქმის ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ გ.ო.-მ, 2019 წლის დეკემბერში, დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებები 10 მილიონ ლარად ღირებული კომპანიის თითქოსდა 42 მილიონ ლარად შესყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც, იგივე ქონება, გაზრდილ ფასში - 82 მილიონ ლარად გაასხვისა მისივე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიაზე, საიდანაც უკანონოდ მიღებული 33 მილიონი ლარით, შემდგომში დაფარა კომპანიის აქციების ღირებულება, რითაც შენიღბა და კანონიერი სახე მისცა მისივე კომპანიიდან მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ იქნა ასობით საგამოძიებო მოქმედება, რევიზია და ექსპერტიზა, ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოში არსებული ყველა კომერციული ბანკიდან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან და სხვადასხვა ორგანიზაციიდან გამოთხოვილ იქნა საქმესთან კავშირში არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, შესწავლილ იქნა გ.ო.-ს ოფიციალური შემოსავლები და გაწეული ხარჯები, რის შედეგადაც ბიზნესმენ გ.ო.-ს და მასთან დაკავშირებულ 15 კომპანიას ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხათ დაახლოებით, 112 მილიონი ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი აღემატება 69 მილიონ ლარს. გ.ო. იმყოფება პატიმრობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილებით. საქმეს ამჟამად არსებითად განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო. გრძელდება ბიზნესმენ გ.ო.-ს და მასთან კავშირში მყოფი კომპანიების საქმიანობის კანონიერების შესწავლა, გადასახადისათვის თავის არიდების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა. კაკულიები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა. ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.
-
ამერიკელი დიპლომატის, დენიელ ფრიდის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა და ამის საქართველოსგან მოთხოვნა ომში ჩართვას არ უტოლდება. ამასთან, დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“, საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ომის პარტია“ ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ და მას პუტინი მართავს. მისივე თქმით, არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს. „პუტინმა დაიწყო და აგრძელებს ამ ომს. არსებობს იმ ადამიანების კოალიცია, თუ გნებავთ პარტია, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ გადარჩენისთვის ბრძოლაში. მათი უმეტესობა საქართველოს უჭერდა მხარს 2008 წელს. ნუთუ ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მაშინ შევცდით? რადგან ახლა ისე ჩანს, რომ ის ჩვენს უკრაინისადმი მხარდაჭერას ეწინააღმდეგება. არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს. მაგრამ, საქართველოს მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან უკრაინის სიცოცხლისთვის ბრძოლის შესახებ“, - ამბობს ფრიდი. იპნ
-
ვალერი ზალუჟნი - რუსული რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის მიმართულებით შავი ზღვიდან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ორ რაკეტა ჯერ მოლდოვის, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. „დღეს, 10 თებერვალს, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ 10:18 საათზე უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. 10:33 საათზე ამ რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ამის შემდეგ რაკეტები კვლავ შეიჭრნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში“, – დაწერა ზალუჟნიმ „ტვიტერში“. ინფორმაცია მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. იპნ -
პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიივევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებს მოჰყვა იმის თაობაზე, რომ "რუსეთს ომში უპირატესობა აქვს". ვოლსკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური გეგმები აქვს და ამიტომ აკეთებს მსგავს განცხადებებს. "ვითარებასთან შეუსაბამო, მავნებლური განცხადებაა, რასაც პრეზიდენტი ამბობს "ქართულ ოცნებასთან", ხელისუფლებასთან დაკავშირებით. რატომ ამბობს, რა მოსაზრება აქვს, ვერ გეტყვით, ასე ცალსახად, მტკიცებით ფორმატში ლაპარაკი ახასიათებს ზოგადად, ვერ გეტყვით რატომ. ალბათ, სჭირდება თავის პოლიტიკური რენომესთვის, ალბათ, მომავალში პოლიტიკური გეგმები, მიზნები აქვს, თავის პოლიტიკურ გზას სხვანაირად უყურებს შემდგომში, მაგრამ ვითარება რომ შევაფასოთ, დასკვნა ერთადერთი იქნება, არაადეკვატური განცხადებაა, მავნებლური განცხადებაა. ირაკლიმ აღწერა სიტუაცია, რაც ხდება და კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ, ეს არ არის კობახიძის განცხადება, რომელიც მას ეკუთვნის ექსკლუზიურად, იგივეს ამბობენ უკრაინელები და სამწუხარო ფაქტია, რომ იმ ტერიტორიებზე, რომელთა ოკუპაციას რუსეთი ახდენს, ეს შეტევა, ოკუპაციის მასშტაბი, რასაც რუსეთი ახდენს, საკმაოდ შემაშფოთებელ ფორმას იღებს. ამის თაობაზე ილაპარაკა ირაკლიმ, იმ ვითარებაზე, რაც შექმნილია უკრაინაში ბრძოლის ველზე, რაზეც საუბრობს იგივე ზელენსკი თუ უკრაინის სხვა წარმომადგენლები, შემაშფოთებელი მდგომარეობაა ზოგადად, რომ აგრესორი წინ მიიწვევს და აქვს საკმაოდ დიდი რესურსი მობილიზებული იმისათვის, რათა თავისი გეგმები განახორციელოს,"- განაცხადა ვოლსკიმ. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ახალი გზავნილები წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ზურაბიშვილის თქმით, „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია“ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას, რისი არც ახსნა, არც გაგება და არც გაზიარება შეუძლია.
-
ამ მორუსო პროპაგანდისტებს სიმართლით უნდა დავუპირისპირდეთ!, - ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე "ხალხის ძალის" ბოლო განცხადებას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ისინი სწორედ სიმართლით, სიმშვიდით და მოქალაქეების გონიერებით დამარცხდებიან. "სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანება სწორედაც რომ: ა) ნამდვილ მედია თავისუფლებას ნიშნავს და არა იმას რაც ოცნებას და ბ-ნ ივანიშვილს წარმოუდგენია თავისი ორღობის ტელევიზიების სახით! ბ) ნამდვილ სამართლის უზენაესობას ნიშნავს, სადაც ყველა (რიგითი თუ ჩინოვნიკი, ე. წ. “ელიტა” თუ უბრალო ადამიანი) კანონის წინაშე სრულად თ ა ნ ა ს წ ო რ ი ! ისე არა ოღონდ, როგორც ოცნებას და ბ-ნ ივანიშვილს ესმის - ჩვენებს ყველაფერი ეპატიება და სხვა დაე დაიჩაგროს! გ) ნამდვილ ეკონომიკურ ზრდას და ფინანანსურ სტაბილურობას ნიშნავს ყველასთვის (სტუდენტებისთვის, ფუტკარივით მშრომელი საშუალო ფენისთვის, დღედაღამ მომუშავე ძალოვანი და სამედიცინო პერსონალისთვის, პენსიონერებისთვის, ბიზნესმენებისთვის და ა.შ.) და არა მარტო გათავხედებული, ოცნებასთან დაახლოებული, კორუფციაში ათქვეფილი ვიწრო კასტისთვის! დ) ჩვენი ტრატდიციების, ეროვნული ღირებულებების, იდენტობის, ისტორიის დაცვას, მოფრთხილებას და კიდევ უფრო დიდი აუდიტორიებისთვის გაცნობას ნიშნავს! ევროკავშირი თავად არის სიმბოლო მულტიკულტურულობის და მულტი ეთნიციზმის დაცვის და მისი მდვიდობიანად განვითარების! ე) რუსული და სხვა “აგენტოკრატიის” დამთავრებას და სუვერენულ ქართულ პოლიტიკაზე მათი გავლენების ან სრულად ალაგმვას, ან მაქსიმალურად შემცირებას ნიშნავს!!! სიმართლე მტკიცე და მყარია, ეს არაკომპეტენტური სათამაშოები დამარცხდებიან სწორედ სიმართლით, ჩვენი სიმშვიდით და ჩვენივე მოქალაქეების გონიერებით!", - წერს კახაბერ ქემოკლიძე.
-
ანტიკორუციულ ბიუროს რაჟდენ კურპაშვილი უხელმძღვანელებს. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის” დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, შპს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის- „ტრანსპროექტის”იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახლადშექმნილი უწყების ხელმძღვანელის დასანიშნად 3 კანდიდატი წარედგინა - ზურაბ აზნაურაშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი და ელგუჯა მაკალათია.