Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ, რომელსაც შარშან ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, შიმშილობა გამოაცხადა. ის აპროტესტებს ციხეში მის გაჩერებას უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმატებით გაასაჩივრა მისი დაკავება. ფანაჰი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ირანელი კინორეჟისორია. მის ფილმებს მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების პრემიები, ლოკარნოს ფესტივალის „ოქროს ლეოპარდი“ და ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“. შარშან მაისში ფანაჰიმ 300-ზე მეტ ირანელ ინტელექტუალთან და კულტურის მოღვაწესთან ერთად მოაწერა ხელი ღია წერილს, რომელშიც მათ დაგმეს ქვეყანაში მზარდი რეპრესიები სიტყვის თავისუფლებისა და შემოქმედების წინააღმდეგ. 2022 წლის ივლისში ფანაჰი თეირანში დააკავეს. სასამართლომ რეჟისორს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა 2010 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერისა და „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის“. ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა განაახლოს 2010 წელს გამოტანილი განაჩენის მოქმედება. ფანაჰი გაასამართლეს იმის გამო, რომ ის ესწრებოდა თეირანში ანტისამთავრობო გამოსვლების დროს მოკლული სტუდენტის დაკრძალვას და შეეცადა, ფილმი გადაეღო იმ მოვლენებზე. რადიო თავისუფლება
  2. გერმანიამ მოიწონა უკრაინისთვის Leopard 1 ტანკების გადაცემა საკუთარი მარაგებიდან. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა. ლაპარაკია საერთო ჯამში 88 ერთეულზე. ისინი მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის საწყობებში ინახება. ჰებეშტრაიტის თქმით, ტანკების მიწოდება უახლოეს კვირებში შეიძლება დაიწყონ. მანამდე Süddeutsche Zeitung-ში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის Leopard 1-ების მიწოდებასაც აპირებს. Leopard 1 ბუნდესვერის შეიარაღებაში მყოფი ძირითადი ტანკის წინა მოდელია, რომელიც 1980-იანების შუა წლებიდან აღარ იწარმოება. მან ადგილი დაუთმო უფრო თანამედროვე Leopard 2-ს. მაგრამ Leopard 1 კვლავაც არის მრავალი ქვეყნის შეიარაღებაში და მას გამუდმებით უტარებენ მოდერნიზაციას. 88 ტანკი, რაც შეიძლება მიიღოს უკრაინამ, მთლიანობაში 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს. გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის თანხად, Leopard-ის ძველი მოდელი სხვა კალიბრის ჭურვებს იყენებს. ამიტომ არსებობს საბრძოლო მასალის დეფიციტის საფრთხე. ამ საკითხის გადაჭრაზე იზრუნებენ ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. იანვარში გერმანიის მთავრობამ ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ გადაწყვიტა, უკრაინას გადასცეს 14 ტანკი Leopard 2, რომელიც უფრო თანამედროვე მოდელია. ასევე გერმანიამ სხვა ქვეყნებსაც მისცა უკრაინაში Leopard 2-ების რეექსპორტის უფლება. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 2 თებერვალს, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს მოეპოვება პასუხი უკრაინისთვის მიწოდებულ დასავლურ ტანკებზე, მათ შორის გერმანულ Leopard-ებზე. აშშ-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს 31 ერთეულ ძირითად ტანკ Abrams-ს. რადიო თავისუფლება
  3. მადლობას ვუხდით ევროკომისიას საქართველოს დადებითად შეფასებისთვის - მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ისევე შეუერთდნენ ევროკავშირის ღირებულებებს, როგორც ქართველი ხალხი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნავს. გახარიას თქმით, ქვეყნის ტექნიკური წინსვლა საყურადღებოდა, თუმცა პოლიტიკური პროგრესი ჩამორჩება. „მადლობას ვუხდით ევროკომისიას საქართველოს დადებითად შეფასებისთვის. ჩვენი ტექნიკური წინსვლა საყურადღებოა, თუმცა პოლიტიკური პროგრესი ჩამორჩება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ისევე შეუერთდნენ ევროკავშირის ღირებულებებს, როგორც ქართველი ხალხი. ევროსაბჭოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს!“- წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.
  4. ევროკომისიის ანგარიშს ვაფასებთ პოზიტიურად! თუმცა ძალიან დიდი სამუშაოა წინ შესასრულებელი, არამხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, ამის შესახებ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ევროკომისიის შეფასება გაკეთდა ქვეყნების მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე და ეყრდნობა არსებულ კანონმდებლობას/მარეგულირებელ ჩარჩოს და არა რეალურ ვითარებას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ტექნიკური თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში. სწორედ ამის დადასტურებაა ეს შეფასებაც. ეს პირველ რიგში არის მთლიანი საჯარო სექტორის, ჩვენი საჯარო მოხელეების დამსახურება. ახლა მთავარია, რომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომელსაც “ოცნების” ხელისუფლება დასავლეთის მიმართ ატარებს და ის აგრესიული რიტორიკა, რაც რუსული პროპაგანდის მესიჯებით გვესმის დასავლეთის მიმართ, შეიცვალოს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაც! გაგახსენებთ, ჩვენი გუნდი იყო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, ვინც მონაწილეობდა ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. ამას რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორები აკვირდებიან და აფასებენ! ევროკავშირის ეს შეფასება დადასტურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას რეალური პარტნიორები და მეგობრები დასავლეთში ჰყავს. შესაძლოა გქონდეს კარგი, ევროკავშირთან ჰარმონიზებული კანონმდებლობა, თუმცა აღსრულების ნაწილში გქონდეს უდიდესი გამოწვევები, მაშინ, როდესაც სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსი არ არსებობს, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან დამოუკიდებლები და ექვემდებარებიან სახელისუფლებო პარტიის ვერტიკალს! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია", - ვკითხულობთ პარტია "საქართველოსთვის" განცხადებაში.
  5. მორიგი სიცრუე ვრცელდება ხელისუფლებისგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. სიმართლე არის შემდეგი - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის (და შესაბამისად კანდიდატის სტატუსის მიღების) წინაპირობაა ქვეყნის მიერ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს. პოლიტიკური კრიტერიუმები თავის მხრივ მოიცავს ინსტიტუტების სტაბილურობას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, უმცირესობების დაცვას. "არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმი acquis communautaire, რომელიც ცალკე დგას კოპენჰაგენის კრიტერიუმებისგან და რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან თითქმის იდეალურ თანხვედრაში იყო (ამაზე ბევრი წელი დაიხარჯა). შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამ მხრივ შეფასება პოზიტიურია და არც ისაა გასაკვირი, რომ უკრაინას და მოლდოვას ვუსწრებთ იმიტომ, რომ მათზე გაცილებით ადრე დავიწყეთ საკანონმდებლო რეფორმები. ჩვენი პრობლემა კანონმდებლობა არასოდეს ყოფილა. ჩვენი პრობლემა კანონმდებლობის პრაქტიკაში შეუსრულებლობაა. არაფორმალური მმართველობაა. კანონი მხოლოდ ქაღალდზე გვაქვს. ჩვენ დღემდე შეუსრულებელი გვაქვს სწორედ კოპანჰაგენის კრიტერიუმების პოლიტიკური კრიტერიუმი (საყოველთაოც ცნობილი 12 პუნქტი), რომელიც გულისხმობს არა კანონმდებლობის ცვლილებას, არამედ ისეთ ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელიც მთლიანად გარდაქმნის მმართველობის სისტემას - უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრას და მართვის დემოკრატიული წესების დამკვიდრებას. ოცნებამ ამის ნაცვლად აქაც მეორეხარისხოვანი საკანონმდებლო ცვლილებები შემოგვთავაზა. ამიტომ არის 12 პუნქტი და შესაბამისად პოლიტიკური კრიტერიუმი შეუსრულებელი. როდესაც კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე იმსჯელებენ, არ შეგვაფასებენ მხოლოდ acquis communautaire-ით, შეგვაფასებენ ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმით. ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ის, რასაც ყველა ფორმატში ვითხოვთ. უნდა მიიღოს იმიტომ, რომ გაიზარდოს წნეხი რეფორმების განხორციელებაზე და მივიღოთ დემოკრატიული საქართველო, რაც სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა უნდა გახდეს. ეს შესანიშნავად იცის ცრუ ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze-მ!" - წერს ნათია მეზვრიშვილი.
  6. რუსეთს შეუძლია მოხსნას ფრენების აკრძალვის სანქცია, ჩვენ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ, ამას არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ძალიან გვეპარება ეჭვი, რომ მოხდეს რუსეთ-საქართველოს ფრენების აღდგენა საერთაშორისო სანქციების დაურღვევლად, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება. ხელაშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ეს მოსალოდნელი და გასაგები განცხადება იყო. მისივე განმარტებით, საქართველო ამ განცხადებას გაითვალისწინებს და რუსეთისთვის დაწესებული „სანქციების რეჟიმს არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევს“. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაიმეორა ის, რაც აშშ-ის ელჩმა თქვა რამდენიმე დღის წინ, რომ აშშ არ მიესალმება რუსეთის განცხადებას საქართველოსთან ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ. აღნიშნულ განცხადებაში იგულისხმება, რომ სანქციების ქვეშ მოჰყვებიან ის კომპანიები, რომლებიც ითანამშრომლებენ სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან - ეს არ შეეხება მარტო ფრენებს, არამედ ეხება ნებისმიერ სფეროს, რომელშიც დასანქცირებულია რუსეთი. დიდი ხანია, რაც ეს ვიცით და ასევე ისიც ვიცით, რომ საქართველოს, ჯერჯერობით, ვერავინ წამოუყენა დასაბუთებული ბრალდება სანქციების გვერდის ავლის თაობაზე. ამ განცხადებაში არაფერია სიახლე, ჩვენ ეს პოზიცია უკვე ვიცოდით. საქართველო ამ განცხადებასაც გაითვალისწინებს და სანქციების რეჟიმსაც არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევს. დაახლოებით 4 წლის წინ ფრენების აკრძალვა რუსეთის მხრიდან იყო სანქცია ჩვენ მიმართ. მთელ მსოფლიოში სანამ უკრაინის ომი დაიწყებოდა, საქართველო იყო რუსეთის მიერ ყველაზე სანქცირებული ქვეყანა. ჩვენზე უფრო მეტი სანქცია რუსეთს არცერთ ქვეყანაზე არ ჰქონდა წაყენებული. თუ რუსეთს სურს სანქციის მოხსნა, ამაში მას ხელს ვერავინ შეუშლის. თუ რუსეთი რამენაირად მოახერხებს იმას, რომ სანქციების დაურღვევლად განახორციელებს ფრენებს საქართველოში, ამას ვნახავთ - მე ამაში ძალიან მეპარება ეჭვი. ჩვენი პოზიციაა, რომ რუსეთს შეუძლია ეს სანქცია მოხსნას, ჩვენ ამაში ვერაფერს ვხედავთ ცუდს, ამას არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ეჭვი გვეპარება, რომ მოხდეს ამ ფრენების აღდგენა სანქციების დაურღვევლად. საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ მოზრდილი ნაწილი დაკავშირებულია რუსეთთან ისევ და ისევ ისტორიული პრობლემების გამო. 30 წლის წინ დაიწყო ჩვენთან ეკონომიკური დაღმასვლა, სამოქალაქო ომები, რუსეთის მხრიდან აგრესია და ამან გამოიწვია ბევრი ქართველის გადასვლა რუსეთში, რომელთაც უჭირთ სამშობლოსთან კომუნიკაცია ფრენების არარსებობის გამო. ჩვენ გამოვდივართ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან, თუმცა არავინ აპირებს სანქციების რეჟიმის დარღვევას“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. იპნ
  7. უკრაინა მზად არის ნებისმიერ დროს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ BBC News Україна-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით ირანმა „ხაზს გადააბიჯა“, როდესაც რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად კამიკაძე-დრონების მიწოდება დაიწყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს თეირანთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ წინადადება განსახილველად წარუდგინა. „ეს ჩვენი სიგნალია ირანისთვის - როგორ მომგებიანადაც არ უნდა გეჩვენებოდეს რუსეთთან თანამშრომლობა უკრაინის წინააღმდეგ, გარწმუნებთ, რომ ამ თანამშრომლობის ნეგატიური შედეგები ბევრად აღემატება ნებისმიერ სარგებელს“, - განაცხადა კულებამ. იპნ
  8. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც წლის დასაწყისში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით კიევში, 3 თებერვალს კვლავ ჩავიდა უკრაინის დედაქალაქში, სადაც ევროკავშირ-უკრაინის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. "კიევში დავბრუნდი ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ევროკომისიის ხელმძღვანელ ურზულა ფონ დერ ლაიენთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელ ჟოზეპ ბორელთან ერთად მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი ნებისყოფა არ შესუსტდება! ჩვენ ასევე მხარს დაგიჭერთ ევროკავშირისკენ მიმავალი თქვენი გზის ყველა ეტაპზე", - წერს ტვიტერში შარლ მიშელი. კიევში 2 თებერვალს ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი და 15 ევროკომისარი. ევროკავშირმა უკრაინას გაუწია 50 მილიარდი ევროს დახმარება და მის გვერდით დარჩება გამარჯვებისა და ქვეყნის აღდგენისთვის, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა-ევროკავშირის სამიტზე, პირველ რიგში, განიხილება პოლიტიკური საკითხები, მათ შორის - "მშვიდობის ფორმულა" და ასევე სამხედრო თანამშრომლობა. რადიო თავისუფლება
  9. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა შერაზ გასრის ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან ფრანგულ მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო მრავალმხრივი გახდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, ტრანსფორმაციის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე გამოწვევებისა და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფონზე, საქართველოსთვის საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაძლიერება მეტად მნიშვნელოვანია. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა „დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობაც. საუბარი შეეხო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ მონაწილეობასა და საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში. შერაზ გასრი, რომელმაც საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დიეგო კოლასი შეცვალა, 2017 წლიდან გაერო-ში საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში პოლიტიკური მრჩეველის თანამდებობას იკავებდა; 2015-2017 წლებში ფრანგი დიპლომატი სოციალურ საქმეთა და ჯანმრთელობის სამინისტროში დიპლომატიური მრჩევლის პოსტზე მუშაობდა.
  10. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომიის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს. მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
  11. რუსი ოკუპანტები დღეს იმ კონკრეტულ ეტაპზე არიან, როცა რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა, თუმცა ტაქტიკურად მათ ჯერ კიდევ აქვთ შეტევითი მოქმედებების მცდელობის რესურსი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ უნდა გააგრძელოს მუშაობა მდგრადობის გასაძლიერებლად და დარჩეს ერთიანი სწრაფვაში, რათა აღჭურვოს ჯარისკაცები საჭირო იარაღით. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, ყოველთვიურად მნიშვნელოვნად გაიზარდოს გლობალური ზეწოლა რუსეთზე. „ისინი ეძებენ ვარიანტებს ომის მიმდინარეობის შესაცვლელად და ცდილობენ, აგრესიის სამსახურში მოაქციონ ყველა ტერიტორიის პოტენციალი, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ: გავაძლიეროთ ჩვენი მდგრადობა, ვიყოთ აბსოლუტურად გაერთიანებული სურვილით, მივაწოდოთ ჩვენs არმიას და ყველა დამცველს საჭირო იარაღი და აღჭურვილობა – ჩვენ უკრაინაში გვჭირდება ერთი ხმით ვისაუბროთ მსოფლიოსთან თავდაცვის შესახებ. მტერი მათი ამ ეტაპიდან ბევრად უფრო დასუსტებული უნდა გამოვიდეს, ვიდრე წარმოუდგენიათ უარეს სცენარებში. ეს ჩვენთვის რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ უნდა შევასრულოთ ის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ავტორი - გივი ბარამიძე
  12. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9.4 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.0 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად, 26.5 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 22.8 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. ყავა, ჩაი და კაკაო 17.1 პროცენტით გაძვირდა; რძე, ყველი და კვერცხი 16.7 – პროცენტით; ფასებმა 16.5 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. თევზეულზე ფასებმა 13.0 პროცენტით მოიმატა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.4 პროცენტით გაძვირდა; ხორცი და ხორცის პროდუქტები 8.7 პროცენტით, ხოლო ზეთი და ცხიმი – 4.7 პროცენტით. „საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (40.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.1 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (18.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი
  13. სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლარიზაცია და ყველას მიზანი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. დაუშვილის თქმით, ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. „სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სტატუსი მივიღოთ. ამიტომ, დღეს ქვეყანას ყველაზე ნაკლებად რაც სჭირდება, არის პოლარიზაცია, დამატებითი დაპირისპირება. პირიქით, ყველას მიზანი უნდა იყოს, პლატფორმების გამოყენებით, 12 პუნქტის შესრულება და საბოლოო ჯამში, კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის „ქართული ოცნება“ მიუღებელია, მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსი, რადგან მთავრობები შეიცვლება და არ შეიძლება, კანდიდატის სტატუსი ხელიდან გავუშვათ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
  14. პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი შენიშნეს. ვაშინგტონი აკვირდება მაღალ სიმაღლეზე მფრინავ ბურთს მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დღის წინ შევიდა. ბოლო საჰაერო ბურთი მონტანას საჰაერო სივრცეში ნახეს. აშშ-ის სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ ჩამოეგდოთ საჰაერო ბურთი, რადგან იყო შეშფოთება ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო. ვიდრე მონტანას შტატის ქალაქ ბილინგზის თავზე გამოჩნდებოდა, ობიექტმა გადაუფრინა ალასკას ალეუტის კუნძულებს და კანადას. მთავრობამ მოამზადა მოიერიშე თვითმფრინავები, მათ შორის „ეფ 22“, იმ შემთხვევაში, თუ თეთრი სახლი ობიექტის ჩამოგდების ბრძანებას გასცემს. საფრთხის შესაფასებლად, უმაღლესმა სამხედრო ლიდერებმა, მათ შორის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ შეხვედრა გამართეს. თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მა ეს საკითხი ჩინელ ოფიციალურ პირებთან დააყენა, ვაშინგტონში მდებარე ჩინეთის საელჩოში და ასევე, პეკინში. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა ჩინეთს უწოდა „ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევა“, რომელიც ამჟამად აშშ-ს წინაშე დგას. საჰაერო ბურთის გამოჩენასთან დაკაშირებით, შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის კონგრესში. ავტორი - გივი ბარამიძე
  15. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ პრიორიტეტს და ისინი შეიტანენ საკუთარ წვლილს ამ ისტორიულ საქმეში, რასაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობა ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 12 რეკომენდაციას შორის არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა. „მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, ნაწილი საკანონმდებლო აქტებისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის და ასევე, არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა, თუმცა აქაც გვაქვს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური ძალისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ პრიორიტეტს და ისინი შეიტანენ საკუთარ წვლილს ამ ისტორიულ საქმეში, რასაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობა ჰქვია. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის მიწურულს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, ევროპული მხარე გაითვალისწინებს, როგორც 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ არსებულ შედეგებს, ასევე აღნიშნულ ანგარიშში არსებულ პროგრესს, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი
  16. იმედი გვაქვს, ევროპული მხარე გაითვალისწინებს 12 პრიორიტეტის შესრულების შედეგს, ანგარიშში აღნიშნულ პროგრესს, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ევროკომისიის ანგარიში კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღებული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. „ევროკავშირის სტანდარტული პროცედურით, ჯერ ხდება შეფასების ანგარიშის გამოქვეყნება და შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენს შემთხვევაში, ეს პირიქით მოხდა. კერძოდ, შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური გარემოების გამო, ევროკომისიას ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მოუწია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, სადაც, სამწუხაროდ, საქართველოს პროგრესი სექტორული ინტეგრაციის მხრივ არ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნული ანგარიში კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღებული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულად არის შესრულებული, ნაწილი საკანონმდებლო აქტებისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნებისთვის. იმედი გვაქვს, მიმდინარე წლის მიწურულს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, ევროპული მხარე გაითვალისწინებს როგორც 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ არსებულ შედეგს, ასევე აღნიშნულ ანგარიშში არსებულ პროგრესს, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე. და ბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებიც სხვადასხვა სექტორულ უწყებაში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ ქვეყნის სამსახურში. აღნიშნულ ანგარიშში არსებული შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი, თანმიმდევრული რეფორმებისა და ევროპული პოლიტიკური კურსის შედეგია, რომელიც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი
  17. 89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. „რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის სამძიმრის წერილში. ჯემალ ღაღანიძე 1956 წელს წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“); გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“. 2022 წელს ჯემალ ღაღანიძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
  18. შეფასების დოკუმენტით, ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით; ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას „დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით, ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით: ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდია“, – განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი „გვინდა შეგახსენოთ, რომ შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა და მედიასაშუალებებმა ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ყველაზე მდიდარი ენჯეოები მთავრობის გადადგომასაც კი ითხოვდნენ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მაშინ ყველაფერი სწორად შეაფასა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედ ძალებს ქვეყანაში ვითარების არევისა და მშვიდობის დარღვევის შესაძლებლობა არ მისცა. ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ. ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
  19. დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ავსებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადებთან დაკავშირებით ევროკავშირის 2022 წლის მოსაზრებას, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას. „დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანალიტიკური ანგარიში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან, რომელიც ავსებს ჩვენს წინა, 2022 წლის მოსაზრებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“, – წერს ევროკომისარი. ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ავტორი - სალომე თორაძე
  20. საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მზადყოფნასთან დაკავშირებით მომზადებულ ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. "ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინისა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში. რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია, ევროკავშირი, ჩვენ, მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია. დიდი მადლობა", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
  21. საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. ეს კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მისცა „ამერიკის ხმას“: „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთის სასტიკ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. საქართველო-რუსეთს შორის 2019 წლიდან შეწყვეტილი პირდაპირი ავიამომოსვლის აღდგენის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 18 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა საქართველოს მთავრობა შეაქო „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ ავიამომოსვლა მალე განახლდება. რადიო თავისუფლება
  22. ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან საბრძოლველად. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებისა და თავშესაფრის საკითხებთან მიმართებით ძირითადად, შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია და ამის შედეგად, განხორციელება ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია. ევროკომისიის შეფასებითვე, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, თუმცა, უნდა განაგრძოს საკუთარი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან კონტრაქტორების ჩართვით კომუნალური მომსახურების სფეროში და შეუსაბამოს კანონმდებლობა კონცესიების დირექტივას თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორებში შესყიდვებთან მიმართებით. ევროკომისიის შეშფოთებას იწვევს, რომ სტატისტიკის სფეროში საქართველოს მომზადების გარკვეული დონის მიუხედავად, ადმინისტრაციული რესურსი არასაკმარისია, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს თანამშრომელთა შედარებით მცირე რაოდენობა ჰყავს, შრომის ანაზღაურება არ შეესაბამება სხვა საჯარო სამსახურებში არსებულ ხელფასებს და შეზღუდულია ფინანსური და IT რესურსებიც. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე საფინანსო კონტროლის სფეროში თუმცა, მმართველობითი ანგარიშვალდებულება, ფინანსური მენეჯმენტი, კონტროლი და შიდა აუდიტი ეფექტიანად არ ხორციელდება არასაკმარისი პოტენციალის, საჯარო სამსახურში მათი სარგებლის დაბალი გაგების და სამინისტროებს და მათ დაქვემდებარებულ ორგანოებს შორის ანგარიშვალდებულების არაეფექტიანი მექანიზმების გამო. ანგარიშის თანახმად, უნდა გადაიხედოს საჯარო სექტორში ფინანსური ინსპექციის როლი და გავლენა. ევროკომისიის ანგარიში მოიცავს არაერთ სფეროს, მათ შორის კონკურენციის პოლიტიკას, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ საქართველო მომზადების ადრეულ ეტაპზეა და უნდა განაგრძოს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებასა და კარტელებთან მიმართებით. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მომზადების გარკვეული დონე აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის სფეროში, თუმცა, ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებელთა დაცვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის გათანაბრებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფას. ევროკომისიის ანგარიში აფასებს სოციალური პოლიტიკის და დასაქმების სფეროსაც და აღნიშნავს, რომ საქართველოს აქაც მომზადების გარკვეული დონე აქვს და უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობისთვის. ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად მომზადებულია ეკონომიკის და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სფეროში, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კანონითაა გამყარებული და პრაქტიკაშიც დადასტურებულია, თუმცა, ზოგიერთ დებულებას, რომელიც დამოუკიდებლობას ეხება, დაზუსტება სჭირდება. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში, ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.
  23. „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეების „უკონტროლო შემოდინება“ საქართველოში პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. გახარია მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს „სასწრაფო ზომები“. „პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს სასწრაფო ზომები საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე”, - წერს გახარია და აქვეყნებს მისი საპარლამენტო გუნდის შემუშავებულ რეზოლუციას. ინფორმაციისთვის, პარტიამ "საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში. იპნ
  24. მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ლავროვმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მასთან ერთად მუშაობდა შეთანხმებაზე, რომელიც ორი რუსული ბაზის საქართველოდან გაყვანას ითვალისწინებდა. „ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ ადგენს ქვეყნის განვითარების კურსს და უფრო ცერემონიალურ ფუნქციას ასრულებს, არსებობს მთავრობა. მე არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ამ მთავრობის კომპრომიტირება მსურს პოზიტიური სიტყვებით იმის შესახებ, რასაც ის აკეთებს, მაგრამ, უბრალოდ, მოვახდენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მინისტრების ციტირებას, რომლებიც სანქციებთან მიერთების, მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნით უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ ამბობენ: „თქვენ იცით, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეროვნული ინტერესებით. ჩვენ ვაჭრობა გვაქვს რუსეთთან და ენერგომატარებლებს ვიღებთ“, – განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგ გამოვიდა. „ბლუმბერგთან“ საუბრისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ მომავალი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ გაფორმდება, უნდა შეიცავდეს პუნქტს რუსული ძალების აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გაყვანის შესახებ. ავტორი - ლევან ახალაია
  25. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთავამდე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს დაამტკიცებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის პრეზიდენტთნ, ვოლოდიმირ ზელენსკისთნ ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პუტინმა გადაიხადოს ამ სასტიკი ომისთვის. სანამ რუსეთი ამ ომს დაიწყებდა, ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა ფასის გადახდა მოუწევდა რუსეთს და რუსეთმა გადაიხადა. ჩვენი სანქციები ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. ამის ენერგეტიკული ღირებულება კი დღეში 160 მილიონი ევროა. „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ დავამატებთ ნავთობპროდუქტების ზღვრულ ფასს“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ავტორი - გივი ბარამიძე
×
×
  • შექმენი...