Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა. შესაბამის ინფორმაციას უნგრული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. სამიტის შემდგომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ოთხ ჯგუფად შეხვდნენ. ორბანმა ზელენსკისთან მოლაპარაკებები ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ავსტრიის ლიდერებთან ერთად გამართა. როგორც უნგრული გამოცემა Népszava წერს, შეხვდრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანი კიევში მიიწვია. მედიასაშუალების წყარო წერს, რომ რვა ლიდერს შორის შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა და განხილვის მთავარი საკითხი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იყო. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ავსტრიისა და უნგრეთის ლიდერებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ აღნიშნული თხოვნის შესრულება შეუძლებელი იყო. ამასთან, როგორც უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, უნგრეთი გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების მიწოდებას. „ჩვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ვუჭერთ მხარს, რათა თავიდან ავიცილოთ მეტი მსხვერპლი. უნგრეთი მშვიდობის ბანაკს ეკუთვნის“, – ციტირებს კოვაჩი ორბანის სიტყვებს ზელენსკისთან შეხვედრიდან. მოგვიანებით, ვიქტორ ორბანმა „ტვიტერის“ გვერდზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „შეხვედრა ბრიუსელში“. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  2. თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს კიდევ ერთი მოქალქე მ.შ. გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ოთხი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა, დაშავებულია 74 242 ადამიანი.
  3. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭლაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის. „შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. მინისტრის განცხადებით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს სამაგალითო პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონში“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროშიც.
  4. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წმინდა სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით გაიმართება. „მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.
  5. რეკომენდაციების შესრულებისას არ გვჭირდება, პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის პოლარიზაცია შეუქცევადია, სჯობს, საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“. „როგორ შეიძლება, იმ ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე რუსეთთან მიმართებაში ასეთ განცხადებებს აკეთებდეს, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამ დროს როგორ უნდა საუბრობდეს ირაკლი კობახიძე რუსეთის პოზიციების გამაგრებასა და ფრენების საკითხზე? ეს ყველაფერი დაუშვებელია და პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, მათ წისქვილზე ასხამს წყალს. გუშინ სწორედ ეს თქვა პრეზიდენტმა. ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში არ გვჭირდება კიდევ ერთი პერსონალიზებული პოლარიზაციის წყარო და ის, რომ პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის უკვე პოლარიზაცია შეუქცევადია. სჯობს, საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს, ვის უფრო უყვარს ეს ქვეყანა და ვის სურს ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია. პრეზიდენტმა ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს, რომ უზრუნველყოს, ქვეყანამ ევროპული სტატუსი მიიღოს. მისი კრიტიკა შინაარსიან ნაწილში გასაგებია, მაგრამ ამ განცხადებებთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ქმედებები და პოლიტიკური აქტივობა. ამით იმ მიზნის მხარდაჭერა, რაც ყველას ერთად გვაქვს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ავტორი - თეონა მანაგაძე
  6. თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები დღეს გაიგზავნება. საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის „გურთიადის“ თავმჯდომარის ოსმან თურანის განცხადებით, ქართველმა მოსახლეობამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოხატა. „დღეს მეხუთე დღეა, რაც თურქეთში უბედურება დატრიალდა. სიტუაცია ჯერ კიდევ არის იმაზე მძიმე, ვიდრე ჩვენ მასმედიის საშუალებით ვხედავთ. ამ დღეების განმავლობაში უამინდობა ართულებდა სამაშველო სამუშაოებს. „გურთიადმა" საელჩოსთან კოორდინაციით, ორგანიზება გავუკეთეთ საჭირო ნივთებს, სია გავაკეთეთ და ასევე, გავხსენით ანგარიშები. უპრეცედენტო სოლიდარობა გამოხატა ქართველმა მოსახლეობამ. რეგიონებიდან იყო უპრეცედენტო ჩართულობა. იმ სიაში, რაც ჩვენ დავადგინეთ, აქცენტი გაკეთებული იყო ზამთრის ტანსაცმელზე, გასათბობ საშუალებებზე, პირველადი მოხმარების საშუალებებზე და ბავშვთა კვება. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ შეგროვილი პროდუქტის და ნივთების თურქეთში წასაღებად 4 ტრაილერი საკმარისი იქნებოდა, თუმცა არ გვყოფნის. დღეს სრულად დაიტვირთება ტრაილერები და ტვირთი დღესვე გავა თურქეთისკენ. ასევე, ანგარიშებზე ბოლო მონაცემებით, ჩაირიცხა 200 ათას ლარამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთ-საქართველოს შორის არის დიდი სოლიდარობა, მეგობრობა, კეთილმეზობლობა. დიდი მადლობა ქართულ მოსახლეობას", - განაცხადა ოსმან თურანმა. იპნ
  7. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2022 წლის განმავლობაში, ჯამში, 1 953 200.25 ლარის შემოწირულება მიიღო. კერძოდ, 2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 1 036 000 ლარის შემოწირულება „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მას წლის განმავლობაში 28 შემომწირველი ჰყავდა, რომელთა ნახევარმაც მმართველ პარტიას 50-50 ათასი ლარი შესწირა. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი და დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი. საპარლამენტო პარტიებს შორის, „ქართული ოცნების“ შემდეგ, 2022 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი შემოწირულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მიიღო. პარტიის ანგარიშზე, გასული წლის განმავლობაში, 54 ერთეული თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება, რაც ჯამში, 619 437 ლარს შეადგენს. შემომწირველებს შორის არიან, დეპუტატი დავით უსუფაშვილი, პარტიის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც პარტიას 40 ათასი ლარი შესწირა. ასევე, ამავე პერიოდში, პარტიისთვის შპს „მეგაკომმა“ 120 ათასი ლარი გაიღო. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებას, 2022 წლის განმავლობაში პარტიამ შემოწირულების სახით 216 687.25 ლარი მიიღო. პარტიის ანგარიშზე, გასული წლის განმავლობაში, თანხის 94-ჯერ ჩარიცხვა ფიქსირდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შემომწირველებს შორის არიან პარლამენტის დეპუტატები: გიორგი ბოტკოველი, რომელმაც პარტიისთვის 12 ათასი ლარი გაიღო; დავით ხაჯიშვილი, მან პარტიას 5 ათასი ლარი შესწირა; ეკა ხერხეულიძე, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 6 ათასი ლარი შესწირა, აბდულა ისმაილოვი (10 ათასი ლარი), პეტრე ცისკარიშვილი (20 ათასი ლარი), ლევან ბეჟაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა პარტიისთვის 5-5 ათასი ლარი გაიღეს, ასევე, საკრებულოს წევრი გიორგი ონიანი, რომელმაც პარტიას 5 ათასი ლარი შესწირა. რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის“, მან 2022 წლის განმავლობაში 49 176 ლარის შემოწირულება მიიღო. პარტიის ანგარიშზე 47 ჩარიცხვა ფიქსირდება. შემომწირველებს შორის არიან დეპუტატები ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი, ალექსანდრე მოწერელია და პარტიის წევრები ბერდია სიჭინავა და კახაბერ ქემოკლიძე. კიდევ ერთმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპელმა სოციალისტებმა“ 2022 წლის განმავლობაში 31 900 ლარის შემოწირულება მიიღო. რაც შეეხება საპარლამენტო პარტიების შემოწირულებებს 2023 წელს, „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიას „საქართველოსთვის“ და „ევროპელ სოციალისტებს“ ჯერ მხოლოდ თითო შემომწირველი ჰყავთ. 2023 წელს კი პარტიისთვის „ლელო საქართველოსთვის“ თანხა 3 შემომწირველმა გაიღო. მათ ჯამში, პარტიას 73 ათასი ლარი შესწირეს, მათ შორისაა მამუკა ხაზარაძე, რომელმაც პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „მოქალაქეებს“ 2022 წელს, ისე როგორც 2023 წლის იანვარში შემოწირულება არ მიუღიათ.
  8. 2022 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა, რომელთაგან 71.3 პროცენტი ქალია, ხოლო 28.7 პროცენტი - კაცი. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პენსიის მიმღებთა 29.9 პროცენტი თბილისშია, 16.0 პროცენტი - იმერეთში, 10.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.8 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9 პროცენტია. სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რიცხოვნობამ 178 426 შეადგინა, რომელთაგან 33.3 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 66.7 პროცენტს - კაცები. „სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.6 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.8 პროცენტს - ომის მონაწილეები, 12.0 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.2 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.1 პროცენტი თბილისშია, 16.6 პროცენტი იმერეთში, 11.5 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 პროცენტია. 2022 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 369 515 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 149 864. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია და 70.9 ათასს შეადგენს, მიმღებთა რაოდენობა კი 36.6 ათასია,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში. ავტორი: თაია არდოტელი
  9. რუ­სეთ­ში, თე­ატრ "სავ­რე­მენ­ნიკ­ში" ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ლია ახე­ჯა­კო­ვას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სპექ­ტაკ­ლებს ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით აუქ­მე­ბენ. "რე­ჟი­სორ­მა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ რე­პერ­ტუ­არ­ში აღარ იქ­ნე­ბო­და ის სპექ­ტაკ­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მი­ზე­ზი კი თურ­მე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი წე­რი­ლე­ბი გახ­და, რომ­ლე­ბიც ჩემი პო­ზი­ცი­ის გამო გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან... კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­მი­დას­ტუ­რა, რომ თე­ატ­რის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან ამო­მი­ღეს. ვზი­ვარ და ვტი­რი. მეს­მის ყვე­ლა­ფე­რი, ვიცი, ვინც წერს ამას, ვინ აწყობს, მაგ­რამ ასე­თი რამ არ შე­იძ­ლე­ბა“, - ამ­ბობს ახე­ჯა­კო­ვა. კად­რი სპექ­ტაკ­ლი­დან "ჯი­ნის თა­მა­ში“ რას გა­ა­კე­თებს ლე­გენ­და­რუ­ლი რუსი მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­მაც სცე­ნა­ზე ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი გა­ა­ტა­რა, უც­ნო­ბია. ამ­ბობს, რომ ახლა მომ­ხდა­რის­გან შოკ­შია და იმე­დი აქვს, რომ სხვა თე­ატ­რებ­ში მა­ინც მი­იწ­ვე­ვენ, თუმ­ცა რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ეს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. ცნო­ბი­ლია, რომ ბოლო წლებ­ში ლია ახე­ჯა­კო­ვა აკ­რი­ტი­კებ­და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს. ის იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი რუ­სეთ­ში, ვინც ღიად დაგ­მო უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი ომი, თუმ­ცა მისი ბევ­რი კო­ლე­გის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ცხოვ­რე­ბა რუ­სეთ­ში გა­აგ­რძე­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ წას­ვლას არ­სად აპი­რებ­და. ამბები
  10. კომპანია „გალფი“ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული ტვირთის საქართველოდან ტრანსპორტირებას საწვავით სრულად უზრუნველყოფს. თურქეთის საელჩოს კოორდინაციით შეგროვებული საჭირო ნივთების ტრანსპორტირება დღეიდან იწყება და უახლოეს დღეებში 16 ტრაილერის გაგზავნაა დაგეგმილი. პირველ ეტაპზე იგზავნება მოთხოვნადი ნივთები: თბილი ტანსაცმელი, მშრალი საკვები, ბავშვთა კვება, ჰიგიენური საშუალებები და სხვა. აღნიშნულ ჰუმანიტარულ ტვირთს თურქული მხარე გაანაწილებს როგორც თურქეთის, ასევე სირიის რეგიონებში. თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ალი ქაან ორბაისა და გალფის ვიცე პრეზიდენტ ნინო ჯიბლაძეს შეხვედრა დღეს დილას თურქეთის საელჩოში შედგა. „ბატონ ელჩს კომპანია „გალფის“ განზრახვა გავაცანით. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით გვერდით დავუდგეთ მეზობელ ქვეყანას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა დახმარების საქმეში. „გალფი“ სრულად დაფარავს ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირების ხარჯებს საქართველოდან თურქეთში“, - განაცხადა ნინო ჯიბლაძემ. (R)
  11. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური კრუკმა განაცხადა, რომ რუსები უკრაინას „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს ესვრიან. რაკეტების გაშვებას ადასტურებს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკოც. „ჰაერში მტრის თვითმფრინავია, ზღვაში კი - „კალიბრის“ რაკეტების მატარებელი ხომალდები. მტერმა რაკეტები გაუშვა! საჰაერო იერიში გახანგრძლივდება. გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელ სიგნალს და გადადით თავშესაფრებში. ჩვენ გვჯერა საჰაერო თავდაცვის!“- წერს მაქსიმ მარჩენკო სოციალურ ქსელში. ინტერპრესნიუსი
  12. სამწუხაროდ, მოვიდა ის დრო, როცა ჩვენ გვახსენებენ, რაოდენ ბევრი გვაქვს გაკეთებული და ეს რომ წყალში არ უნდა გადავყაროთ, მე ასე გავიგე ლოიდ ოსტინის განცხადება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. ლილუაშვილის თქმით, იმაზე, რაც ლოიდ ოსტინმა განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთის ყველა დედაქალაქში თავად უნდა საუბრობდნენ. „სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ჩვენივე გაკეთებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს თვითონვე გვახსენებენ იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვესაუბროთ აქტიურად მათ, მოვუყვანოთ მაგალითები, რომელიც სამშვიდობო მისიებში ჩვენი მონაწილეობის, ასევე რუსეთის აგრესიის ჩვენი მოქალაქეების სისხლით გადახდის და ჩვენი დამსახურების მიმართულებით ყველა ჩვენი წვლილს უკავშირდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. იმის ნაცვლად, რომ ამაზე ჩვენ ვლაპარაკობდეთ დასავლეთის ყველა დედაქალაქში, მოვიდა ის დრო, რომ ჩვენ გვახსენებენ, რაოდენ ბევრი გვაქვს გაკეთებული და ეს რომ წყალში არ უნდა გადავყაროთ, მე ასე გავიგე ეს განცხადება”, - განაცხადა ლილუაშვილმა. ლილუაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე პრეზიდენტის პოზიციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია ოკუპირებული ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე საუბრობდეს რუსეთის წინსვლაზე უკრაინაში, რადგან ეს რუსეთის ინტერესებში შედის. „როგორ შეიძლება იმ ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საუბრობდეს რუსეთის პოზიციების გამყარებაზე მის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე, საუბრობდე ფრენების ნაწილში ცალმხრივ სურვილზე რუსეთის მხრიდან, ეს შედის რუსეთის ინტერესებში და მის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს შეაფასა პრეზიდენტმა გუშინ, მაგრამ ახლა ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში არ გვჭირდება კიდევ ერთი პერსონიფიცირებული პოლარიზაციის წყარო და არ გვჭირდება, პარტნიორებმა დაინახონ, რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის ეს პოლარიზაცია შეუქცევადი პროცესია. სჯობს საქმით შეეჯიბრონ ერთმანეთს. აბსოლუტურად ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს პრეზიდენტმა, რაც მის დისკრეციულ უფლებებში შედის, რომ უზრუნველყოს სტატუსის მიღება. გასაგებია მისი კრიტიკა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ქმედებები და იმ მიზნის მხარდაჭერა, რაც ახლა ქვეყნის მოქალაქეებს გვაქვს”, - განაცხადა ლილუაშვილმა. IPN
  13. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გელათთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მასში მოცემული რეკომენდაციები იქნება „ერთადერთი სახელმძღვანელო“, რის მიხედვითაც კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრა გაგრძელდება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ იუნესკოს დასკვნაზე ისაუბრა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, ეს ერთობლივი დასკვნაა და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS-ისა და ICCROM-ის მიერ გელათში ჩატარებული ინსპექტირების საფუძველზე არის შედგენილი. მათივე ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფი საქართველოში სამინისტროს მიერ 2022 წლის ივლისში გაგზავნილი მოწვევით ჩამოვიდა. ექსპერტთა ჩამოსვლა კი მხოლოდ 2022 წლის ნოემბრის ბოლოს (28 ნოემბერი-2 დეკემბერი) მოხერხდა. როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, ეს დასკვნა ჩვენს საზოგადოებაში იუნესკოს დასკვნის სახელით არის ცნობილი. მინისტრმა აღნიშნა, რომ დასკვნა არ არის საბოლოო, ვინაიდან, იუნესკოს პროცედურული წესების თანახმად, შეიძლება ზოგიერთი მონაკვეთი ან ფაქტობრივი გარემოება დაზუსტდეს. კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო დათქმულ დროს საბოლოო დასკვნასაც გაუზიარებს საზოგადოებას. ამავე დროს, სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება აქვს, იუნესკოსაგან არ მოითხოვს, დასკვნა დარჩეს გამოუქვეყნებელი. „არცერთი სხვა დოკუმენტი ან დასკვნა, რომლებიც სამინისტროში შემოვიდა ჩემი მინისტრობისას საიდუმლო არ გამხდარა. რა სახეცვლილებაც უნდა განიცადოს მომავალში ამ დასკვნამ, ჩვენ დღეს უკვე ვაქვეყნებთ მას და წარმოგიდგენთ დასკვნის მნიშვნელოვან მიგნებებსა და რეკომენდაციებს“, - განაცხადა მინისტრმა. იუნესკოს მისიის აზრით, მათი ვიზიტი იყო წარმატებული და ამისათვის მათ სახელმწიფოს წარმომადგენლებისადმი დასკვნაში მადლიერება გამოხატეს. წარმატებად კი ითვლება ის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ყველას, ვისთან შეხვედრაც საჭიროდ ჩათვალეს. კერძოდ, შეხვედრები გაიმართა სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ICOMOS-საქართველოს“ წარმომადგენლებთან. 2022 წლის 26 ნოემბერს სამინისტრომ იუნესკოს მისიას, რომელიც უკვე ემზადებოდა ჩამოსასვლელად, შესთავაზა, თავის დღის წესრიგში შეეტანა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრთან შეხვედრაც, რადგან ეს არის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ავლენდა პრეტენზიულ დამოკიდებულებას და გამოთქვამდა კრიტიკულ შენიშვნებს სამინისტროსადმი კონკრეტული გამოსავლის შემოთავაზების გარეშე. სწორედ ამიტომ სამინისტრო თვლიდა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, იუნესკოს მისიას მათთვის მოესმინა. იუნესკოს მისიის პასუხი იყო, რომ ჩუბინაშვილის ცენტრთან შეხვედრას იმ ეტაპზე ვერ განიხილავდა. „ვიზიტი, რომელიც მისიის მიერვე წარმატებულად ფასდება, არის საწინდარი სარწმუნო და სამომავლოდ გასათვალისწინებელი რჩევებისა და რეკომენდაციებისა“, - აღნიშნა მინისტრმა. თეა წულუკიანმა ასევე განაცხადა, დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები იქნება სამინისტროსათვის ერთადერთი სახელმძღვანელო, რის მიხედვითაც გელათის კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრა გაგრძელდება. „ეს დასკვნა, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ და მასში მოცემული რეკომენდაციები იქნება სამინისტროსათვის ერთადერთი სახელმძღვანელო და საბაზისო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა.“ რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, სამინისტროს მიერ გავრცელებულ იუნესკოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ დღეს გელათის პრობლემები უკავშირდება სახურავს, რომლის მონტაჟიც 2015-2018 წლებში განხორციელდა. იუნესკოს დასკვნაში ასევე დადასტურებულია, რომ ტაძარში წყალი ჩადიოდა 2020 წლის ჩათვლით. მინისტრმა შეახსენა ოპონენტებს, რომ მისი მოადგილეები და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი არ მუშაობდნენ მოცემულ პერიოდში კულტურის სამინისტროში და რომ ის თავად კულტურის მინისტად დაინიშნა მხოლოდ 2021 წლის 19 მარტს. „მანამდე პროცესებს ხელმძღვანელობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, რომელსაც კულტურის სამინისტროსგან ოფიციალურად და სამართლებრივად ჰქონდა დელეგირებული ძეგლებზე ზრუნვის ყველა უფლებამოსილება. „როდესაც თავს პოლიტიკურად მესხმიან ისინი, ვისი ვალიც იყო ძეგლზე ზრუნვა, მე მაქვს პასუხის უფლებაც და ვალდებულებაც“, - განაცხადა მინისტრმა. კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ იუნესკოს დასკვნა მკაფიოდ და ნათლად ადასტურებს, რომ იტალიელ ექსპერტთა ის გუნდი, რომელიც გელათზე მუშაობს, სამინისტრომ მოიწვია „იუნესკოს შეთავაზების საფუძველზე“. იუნესკო სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, 2022 წლის ოქტომბერში სრულად შეჩერებული სამუშაოები (რაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ ყოფილა), შეძლებისდაგვარად სწრაფად განახლდეს იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ წარადგინა და ამ პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნეს დასკვნაში შემოთავაზებული რეკომენდაციები. კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ იუნესკოს დასკვნაში არ არის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად მომუშავე პროფესიონალების გუნდი შეიცვალოს. პირიქით, არაერთი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება არის შეფასებული „ჯანსაღად“, „გარდაუვლად აუცილებლად“, „სწორად“. „რასაკვირველია, გაცემულია რეკომენდაციები, რაც არის სამუშაო პროცესი და არა - პოლიტიკური. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი თემის პოლიტიზება ხდება, მაგრამ ძეგლთან დაკავშირებით ეს დაუშვებელია“ , - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკო გვსაყვედურობს, რომ არ არსებობს გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა. გეგმა არ არსებობს, რადგან 2017 წელს უნდა დამტკიცებულიყო და არ დამტკიცდა. როცა კულტურის სამინისტრო, 2021 წლიდან, შეუდგა პრობლემების აღმოფხვრას, 2017 წლამდე შემუშავებული სამოქმედო გეგმის პროექტი აღმოჩნდა მოძველებული, ახლის შემუშავებას კი სჭირდება პრობლემების სრულყოფილი ანალიზი და საჭიროებებზე დაფუძნებული ახალი გეგმა. ძეგლზე შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, იუნესკოს მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუნესკოსთვის გასაგებია, პირველ ეტაპზე რატომ მიენიჭა უპირატესობა ფიზიკური ჩარევების განხორციელებას და არა ძეგლის მართვის გეგმის განახლებას. იუნესკოს მისიის აზრით, სამინისტროს მიერ გელათში არსებული ვითარების გამოსწორების მიზნით გამოყოფილი ფინანსური და ყველა სხვა სახის რესურსი, მათ შორის იტალიელი ექსპერტების დახმარება, და მიზანმიმართული მუშაობა ხარვეზებზე არის „ძალზედ დადებითი“ (highly commendable). ამასთან, სამინისტროს ცნობით, იუნესკოს მისია ეთანხმება იმას, რასაც კულტურის მინისტრი აღნიშნავს უკვე მეორე წელია, კერძოდ, რომ: „2020 წლამდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს“. მოცემული დოკუმენტაციის წარმოება კი კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელობის პირდაპირი ვალდებულება იყო. იუნესკო ადასტურებს, რომ 2022 წლის სექტემბერში იტალიელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებული ახალი სახურავის დიზაინი მისაღებია, მათი საქმისადმი დამოკიდებულება არის „ჯანსაღი“ და სამინისტრო სწორედ ამ გეგმას უნდა მიჰყვეს. თავის მხრივ, იუნესკო იძლევა რეკომენდაციას, რომ მოცემულ დიზაინზე მუშაობისას განხილულ იქნეს ახალ გადახურვაში სპილენძის გამოყენების საკითხი. ეს, გარდა იმისა, რომ გასაზიარებელი რეკომენდაციაა და ამით დასტურდება იტალიელი ექსპერტების რჩევების სისწორე, მოწმობს იმასაც, რომ მეცნიერ გიორგი გაგოშიძისა და მისი გუნდის მიერ გელათზე დაგებული კრამიტი იუნესკოს მიერ მოწონებული არ არის, მეტიც - სრულად უარყოფილია. დასკვნაში ნათლად წერია, რომ კრამიტი მედეგობისა და ეფექტურობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ის სათანადოდ გამოწრთობილიც კი არ არის. ამ საკითხის მიმართ ყურადღება ზოგიერთ კვლევით ცენტრს თავის დროზე უნდა გამოეჩინა, თუმცა ეს არ მოხდა. იუნესკო ადასტურებს, რომ კრამიტი არამცთუ ვარგა, ის არასწორად არის დაგებული და ლურსმნებიც კი, რომლებიც გამოყენებულია, არ არის უჟანგავი. საქართველოს კუტლურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოცემული ვარაუდი თეა წულუკიანის მიერ ჯერ კიდევ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობისას გამოითქვა, რამაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ოპონენტების მხრიდან. ამასთან, უწყების ცნობით, იუნესკო იწონებს 2021 წლის ივნისიდან უცხოელი ექსპერტ-კონსულტანტებისა და ქართველი სპეციალისტების მიერ ძირითადი ტაძრის სახურავზე ჩატარებულ გამოკვლევებს, რეკომენდაციებსა და ჩარევებს. მისიის აზრით, ეს უმნიშვნელოვანესი იყო ტენიანობის პრობლემის დროულად მოსაგვარებლად. იუნესკო დადებითად აფასებს 2021 წლის მაისში, იტალიელი ექსპერტების რჩევების შესაბამისად, ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე სახურავის გახსნას და მის მეთოდს. უფრო მეტიც, იუნესკო ურჩევს სახელმწიფოს, რომ იგივე განხორციელდეს სახურავის სხვა ადგილებშიც. „იუნესკო გვეთანხმება იმაში, რომ ჩვენ მიერ სახურავის გახსნისას აღმოჩენილი ნახეთქები დიდი წუხილის საგანია... იუნესკო ამბობს, რომ ნახეთქების აღმოჩენის მერე, 2021 წლის მაისში, ჩვენ მიერ მისი დროებით გაკერვის მეთოდოლოგია არის სწორი, საბოლოო გამოსავალზე კი ერთად მას შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რაც უცხოეთიდან ჩამოგვივა ძეგლის სტაბილურობის დეტექციისათვის აუცილებელი აპარატურა, რომლის პარამეტრები და შესაძლებლობებიც იუნესკოსთან ერთად უნდა განისაზღვროს. კითხვა ისმის, რატომ დაეხურა ქვაზე ნაპრალებს სახურავი ისე, რომ ნაპრალების საკითხი არ ყოფილა განხილული“, - განაცხადა მინისტრმა. იუნესკო იწონებს ალესანდრო მასარის რჩევებს სტრუქტურების ჰიგრომეტრიული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მიკროგარემოს მონიტორინგთან დაკავშირებით. კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, იუნესკო იწონებს გამოყენებული მეთოდებიდან არაერთ მათგანს და შესწორება შეაქვს ზოგიერთი ნივთიერების შემადგენლობის განსაზღვრაში (ზედაპირიდან კარბონატების გაწმენდის, საღებავის ფენის დამაგრების, ფხვიერი ბათქაშის უბნების დროებით დასამაგრებლად სინთეზური პოლიმერების გამოყენებისას ნივთიერებების შემადგენლობა და მათში წყლის შემცველობა). კერძოდ, იუნესკო ამბობს, რომ წყლის შემცველობა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. თუმცა, განსაზღვრული არ არის პროცენტური მაჩვენებელი იმის ასახსნელად, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს „მაქსიმალური“ შემცირება. იუნესკო გამართლებულად მიიჩნევს დაზიანებული კედლის მხატვრობიდან მარილების მექანიკურ მოცილებას რბილი ჯაგრისებით და რეკომენდაციას უწევს ამ დროს ულტრაიისფერი სხივების გამოყენებას. იუნესკო იძლევა რეკომენდაციას ძირითადი ტაძრის ყველა ნაწილში, მათ შორის, საკურთხეველშიც, ხარაჩოების დაყენების შესახებ. იუნესკო დადებითად აფასებს ექსპერტ მარკო პულიერის რჩევას, რომ გადაუდებელი მკურნალობის დროს გამოყენებულ იქნეს ნანოკირი. ფერის ინტეგრაცია აკვარელთან დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ კედლის ერთ ადგილას, რომელიც განხორციელდა როგორც ტესტი, რათა გარკვეულიყო კედლის მხატვრობის უკეთ წაკითხვის შესაძლებლობა, იუნესკო არ მიიჩნევს ძეგლის დაზიანებად (როგორც ამას ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს). პირიქით, იუნესკო ამბობს, რომ ეს შექცევადი პროცესია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ მეთოდის გამოყენება საჭირო არ არის. იუნესკო კარგი შედეგების მქონედ აფასებს მეოთხეული ამონიუმის მარილების (2% დეიონიზირებული წყალი) გამოყენებას, ვინაიდან ეს დიდი ხნის ნაცადი მეთოდია, ასევე, ნაკლებ ტოქსიკური მასალების გამოყენებას და იძლევა რეკომენდაციას, რომ დამატებით განხილულ იქნეს ეთერზეთების გამოყენების საკითხიც. იუნესკო საინტერესო მეთოდად აფასებს ამონიუმის ოქსალატის გამოყენებას გადაუდებელ ეტაპზე. მისი რეკომენდაციით, უნდა ჩატარდეს ხანგრძლივი მონიტორინგი, რათა დადასტურდეს ამ მეთოდის ეფექტურობა ხსნადი მარილების მუდმივი არსებობის პირობებში. იუნესკოს მისიის მოსაზრებაა, რომ ძველი შეკეთებების შიგთავსის მოცილება კედლის მხატვრობის მკურნალობისას სრულიად ადეკვატური მეთოდია. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც შიგთავსები აღარ არის შესაბამის მდგომარეობაში, ან როდესაც შიგთავსები ჩრდილავენ ორიგინალ მხატვრობას. მისიისვე მოსაზრებით, ეს მეთოდი აუცილებელია გადაუდებელი მკურნალობის ადრეულ ეტაპზე, ვიბრაციის თავიდან ასაცილებლად. იუნესკო იზიარებს, რომ გადაუდებელი ჩარევების დროს კირზე დაფუძნებული მასალების გამოყენება რეკომენდირებულია. იუნესკოს აზრით, ზედაპირზე მბზინავი ფენის მოსაშორებელი ტესტის განხორციელება აკრილის ფისით და აცეტონით ადეკვატური იყო. ის აღნიშნავს, რომ სწორი იყო რესტავრატორ მარიო პულიერის მიერ 2022 წლის 23 ნოემბრით დათარიღებული ანგარიშის მე-8 გვერდზე შემოთავაზებული რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ გასუფთავების ეს მეთოდი გამოყენებულ იქნას მკურნალობის შემდეგ ეტაპზე. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკო გვაძლევს რეკომენდაციას, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ დაპროექტება ქოლგისებრი დროებითი გადახურვისა, რომელიც ტაძარს ზემოდან დროებითი სახურავის სახით დროებით დაეფარება. სამინისტროში ეს პროცესი უკვე დაწყებულია და შემდგომი დაპროექტებისათვის აუცილებელი ესკიზის პირველადი ვერსია უკვე არსებობს, რომელიც გერმანელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. გადასაწყვეტი იქნება, რამდენად მდგრადი იქნება ასეთი გადახურვა, რადგან იუნესკო სავსებით სამართლიანად უთითებს ამის აუცილებლობაზე. დიდი სტიქიის შემთხვევაში, ქოლგისებური სახურავი არ უნდა გადაიქცეს, რაც ძეგლის სამუდამოდ დაზიანებას გამოიწვევდა. იუნესკო გვირჩევს, რომ იმ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ვინც მუშაობს ადგილზე, უფრო მეტი ქართველი რესტავრატორი ჩაერთოს პროცესში და იქვე დასძენს, რომ ამგვარი პროფესიის დეფიციტის შემთხვევაში, დეფიციტის აღმოფხვრის გეგმა უნდა არსებობდეს. იუნესკო დადებითად აფასებს 2021 წელს მინისტრი თეა წულუკიანის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფაქტს, რომლის ზოგიერთმა წევრმა იუნესკოს ადგილზე ვიზიტისას განუცხადა, რომ სამინისტროსთან კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია. ეს მარტივად გაბათილდა. იუნესკო ახლა გვაძლევს რჩევას, რომ ამგვარი ჯგუფური მუშაობა კვლავ გაგრძელდეს. „მეც ასე მეგონა, როცა 2021 წელს ჯგუფს ვქმნიდი, რომ ერთად მუშაობა ჯობდა, მაგრამ ზოგიერთმა წევრმა მაშინ მუშა პროცესს სამინისტროსთან პიკეტი, პოლიტიკური პროცესი და ფეისბუქზე ყოფნა არჩია ძეგლის დაცვას. მოგიწოდებთ ყველა ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ კვლევით ცენტრს, რომ დავტოვოთ ეს წარსულში და წინ წამოვწიოთ ისევ გელათი და მისი ინტერესი. ჩვენ ამ ჯგუფს განვაახლებთ და მისი პირველი სხდომა ჩაინიშნება 17 თებერვალს“, - განაცხადა მინისტრმა. კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოცემულ ჯგუფში, როგორც ადრე, წამყვანი იქნება სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს როლი. სახელმწიფო გახლავთ იუნესკოს წევრი და ხელშემკვრელი მხარე და ის აგებს პასუხს იუნესკოს წინაშე, ხოლო ეკლესია გახლავთ ძეგლთა მესაკუთრე და ასევე მზრუნველი კულტურულ მემკვიდრეობაზე. სახელმწიფოს წარმომადგენლობა იქნება კვლავ მრავალფეროვანი, როგორიც იყო 2021 წელს. საქართველოს საპატრიარქოდან ჩვენ ვისურვებდით მაქსიმალურ ჩართულობას. ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ შემდეგ სასულიერო პირებს: მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, მოადგილე; მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი; მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანდრია, გორისა და ატენის მიტროპოლიტი საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი; ყოვლადუსამღვდელოესი ვახტანგი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი; არქიმანდრიტი კირიონი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. გარდა ამისა, ჯგუფში მოწვეულნი იქნებიან მოწვეული პროფესიონალები და შესაბამისი კომპეტენციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები“. იუნესკოს ექსპერტების დასკვნა იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/E3gOIL0
  14. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ახალი გზავნილები წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ზურაბიშვილის თქმით, „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია“ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას, რისი არც ახსნა, არც გაგება და არც გაზიარება შეუძელია. „ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას. სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება“, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.
  15. უახლოეს დროში ევროკავშირი სანქციების მე-10 პაკეტს შემოიღებს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტებიც იქნებიან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს. "სამართლიანი მშვიდობა ასევე პასუხისმგებლობას მოიაზრებს. რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის და სისხლისთვის, რომელიც მის გამო დაიღვარა. შემდგომ დღეებში ჩვენ სანქციების მე-10 პაკეტს წარმოვადგენთ. პირველი - სანქციებს რიგი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მიმართ გამოვიყენებთ, მაგრამ ასევე, ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ ძალიან ყურადღებით მოგისმინეთ უკრაინაში, ჩვენ სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს, ვინაიდან მათი ტყუილები საზოგადოებრივ სივრცეს შხამავს რუსეთში და საზღვარგარეთ. თქვენ ამას დაჟინებით ითხოვდით, ჩვენ გაგიგონეთ”, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. სამიტში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი იღებდა მონაწილეობას.
  16. ვინ, რით მჯობნის, ფაქტობრივად, კენჭისყრის პროცესმა აჩვენა. პრეზიდენტის ინსტიტუციის მხრიდან ის ექსპერიმენტი და მოლოდინი, რომ სხვა ჩემზე მეტ მხარდაჭერას მოიპოვებდა, კარგად ვნახეთ, რომ მათი კენჭისყრის პროცესი ნულოვანი მხარდაჭერით დასრულდა, - ასე უპასუხა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ თქვა პრეზიდენტმა ორჯერ უარი ცესკო-ს თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის გადაგზავნაზე და რა კრიტერიუმებით სჯობნის მას სხვა კანდიდატები. აღნიშნულის შესახებ კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “პულმანში” განუცხადა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა წარადგინა. „დღეს საკანონმდებლო ორგანოში ახალ წარდგენილ კანდიდატებთან ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს ასევე განხილვები და გასაუბრებები, რომელთა შორის მე არ ვარ. მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩემი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საქმიანობით დღეს, ინსტიტუციას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ვნახეთ ის პოზიტიური შეფასებები ჩვენს საქმიანობასთან, პროგრესთან, სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ გაისმა. რაც შეეხება არჩევის საკითხს, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ წესი წესია, რომელსაც უნდა მივყვეთ და დავემორჩილოთ, ფაქტია ისიც და პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ეს წესი ვერ არის ისეთი ეფექტიანი, როგორიც უნდა იყოს, იმიტომ, რომ დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას არაერთი გამოწვევა, არაერთი მნიშვნელოვანი საქმე იმისთვის, რომ მოვემზადოთ 2024 წლის არჩევნებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ დღეს, თავმჯდომარე ექვსთვიანი არის, ერთწლიანი თუ სამწლიანი, ეს საკითხი დღის წესრიგში არსებობდეს. ინსტიტუციის მიმართ ეს მნიშვნელოვნად აზიანებს ზოგადად გარემოს, დამოკიდებულებას იმიტომ, რომ ეს საკითხი, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან მადისკრედიტირებელი კამპანიის ფარგლებშია წარმოჩენილი და ერთის მხრივ, შესაძლოა ემსახურებოდეს იმ მნიშვნელოვანი რეპუტაციის შელახვას, რომელიც დღეს, ინსტიტუციას და მის ხელმძღვანელს გააჩნია", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. მისი თქმით, მას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, ხოლო, რატომ თქვა უარი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცესკო-ს თავმჯდომარედ მის კანდიდატურაზე, კალანდარიშვილი განმარტავს, რომ ეს თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისკრეციაა, შესაბამისად, არავის აქვს უფლება ჩაერიოს მის გადაწყვეტილებაში. „ჩვენ პატივს ვცემთ, ვემორჩილებით წესს და კანონს და ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად", - აღნიშნა კალანდარიშვილმა. ასევე, მან უპასუხა შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ 2024 წლის არჩევნები მან ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ჩაატაროს. „მე ვარ თავმჯდომარე და არავითარი დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. კანონი იმპერატიულად ამბობს და საუბარი გვაქვს ორგანულ კანონზე, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მოქმედ თავმჯდომარეს ვადა უგრძელდება და არ ასრულებს მოვალეობას. საზოგადოებამ კარგად ნახა ის პროგრესი, რომელიც ჩვენი მუხლჩაუხრელი საქმიანობის შედეგად დღეს, ინსტიტუციას აქვს. ინსტიტუცია არ უნდა დაზარალდეს, არ უნდა დაზიანდეს მისი საქმიანობა, რეპუტაცია და გარემო იმით, რომ ყოველდღიურად ხდებოდეს სპეკულირება ამ ექვსთვიანი ვადებით. ვხედავთ, რომ გარკვეულწილად ალბათ, წესშიც არის პრობლემები", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. ინტერპრესნიუსი
  17. ორივე ქვეყანას გვაქვს გამონათქვამი, რომ ჭეშმარიტება იბადება კამათში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს დისკუსია პატივისცემის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის განსხვავებული პოზიციების გაგება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც პარტნიორების მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის შესახებ კითხვას უპასუხა. ელჩის განმარტებით, იმდენად რამდენადაც მნიშვნელოვანია განსხვავებებზე საუბარი და მსჯელობა, მნიშვნელოვანია პატივისცემა სიმართლისა და ფაქტებისადმიც. „ბუნებრივია, რომ ჩვენ გვექნებოდა აზრთა სხვადასხვაობა პარტნიორობის იმ ხნის განმავლობაში, რომელიც საქართველოსთან გვაქვს. ვფიქრობ, ორივე ქვეყანას გვაქვს გამონათქვამი, რომ ჭეშმარიტება იბადება კამათში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებები. მაგრამ ეს დისკუსია პატივისცემის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის განსხვავებული პოზიციების გაგება. უნდა არსებობდეს პატივისცემა სიმართლისა და ფაქტებისადმი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ჩვენს პარტნიორობას ძირი გამოუთხარონ, შექმნან დაბნეულობა და დაყოფა მიზანმიმართულად იმის გამეორებით, რაც თავადვე იციან, რომ ტყუილი და დეზინფორმაციაა. ეს კლასიკური „კგბ/ფსბ“-ს სტრატეგიაა და ვფიქრობ, ქართველებმა ეს აქამდეც ბევრჯერ ნახეს. ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხი აქ არის ის, რომ ყველაფერი, რაც აქ გავაკეთეთ არის შენება ერთად. საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო 30 წელი იმუშავა უფრო ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი უსაფრთხოების, ძლიერი სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისა და შენებისთვის, რაც არის საფუძველი იმგვარი საზოგადოებისა და ქვეყნისა, როგორშიც საქართველოს მოსახლეობას სურს ცხოვრება. სწორედ ამაზეა მიმართული ჩვენი ძალისხმევა და უკან ვტოვებთ მათ, ვინც ცდილობს შექმნას დაბნეულობა, გახლეჩილობა და ვინც რეალურად მიჰყვება კრემლის დეზინფორმაციების სახელმძღვანელოს“,- განაცხადა კელი დეგნანმა. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. იპნ
  18. ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე რუსეთის უპირატესობა არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოელი შესაბამისი წარმომადგენლები ევროპიდან და აშშ-დან ადასტურებენ. „მაგალითად, ბოლო 1-2 კვირა რომ ავიღოთ, არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია უკრაინულ მხარს და მინიმუმ ბოლო 1 კვირის განმავლობაში 10-მდე დასახლებული პუნქტი აიღო რუსულმა მხარემ, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს. საერთო ჯამშიც რომ შევხედოთ - ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი და დონბასის გარკვეული ნაწილი, დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული ხერსონის 80%, ხარკოვის ოლქის ნაწილი და ზაპოროჟიეს ოლქის 80%. საერთო ჯამში, უპირატესობა აქვს რუსეთს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი მხარის ინტერესი, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში. ამის უკან შეიძლება რაღაც პოლიტიკური ინტერესი არსებობდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე ამას ვერ გავაკეთებთ. ეს ინტერესი აქვს „გლობალური ომის პარტიას“ - ვიცით ამის უკან ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ ამას ბოლომდე თავის სახელს არ დავარქმევთ. „გლობალური ომის პარტიას“ სწორედ იმიტომ ვამბობთ, რომ არ დავუპირისპირდეთ კონკრეტულ სახელმწიფოებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. IPN
  19. რუსეთს სურს სუსტი და მასზე დამოკიდებული პარტნიორები - არასწორია ვიფიქროთ, რომ საქართველო რუსეთზე არის დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ის ამგვარად გამოეხმაურა იმ რიტორიკას, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში რუსმა მაღალჩინოსნებმა, კონკრეტულად კი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განავითარეს. კელი დეგნანის შეფასებით, ლავროვი დიდი ხანია ნდობით აღარ სარგებლობს, თუმცა მისი განცხადებებიდან ცხადი გახდა თუ რა სურს რუსეთს. ელჩის თქმით, საქართველო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ შეემცირებინა დამოკიდებულება ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია. „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი დიდი სანდოობით არ სარგებლობს. ეს წლებია ასეა, თუმცა ეს კარგი მაგალითია იმის, თუ რა სურს რუსეთს. რუსეთს სურს სუსტი და მასზე დამოკიდებული პარტნიორები. თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, დაინახავთ ვინ არიან რუსეთის პარტნიორები, ისინი არიან სუსტები და რუსეთზე დამოკიდებულები. ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთად 30 წლის განმავლობაში ქმნიდა არის ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავისუფლება და საკუთარი ეკონომიკა“,- განაცხადა ელჩმა. მისივე თქმით, ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნები რუსეთს შორდებიან. „ეს გარიყული ქვეყანაა. არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას ახლა. საქართველომ წლები დახარჯა იმისათვის, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შეემცირებინა, იქნებოდა ეს ენერგეტიკა თუ ვაჭრობა და საკმაოდ კარგ პროგრესსაც მიაღწია ამ მხრივ. საქართველოს არ სჭირდება რუსეთი საკუთარი საქონლის გასაყიდად. ბევრი სხვა ბაზარია, სადაც საქართველო წარმატებით გავიდა. საქართველო ასევე იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ის არ არის დამოკიდებული რუს ტურისტებზე, ასე რომ, არასწორია ვიფიქროთ, რომ საქართველო რუსეთზე არის დამოკიდებული. არ არის და როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქართველოს სხვა მეგობართან ერთად, რათა დავხმარებოდით საქართველოს, შეემცირებინა დამოკიდებულება ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია, რომელიც ამას მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ ქვეყანა სუსტი, მასზე დამოკიდებული გახადოს და ეს გამოიყენოს ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ეს სჭირდება ან უნდა. ეს არ არის ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას ყოფნა სურდეს“,- განაცხადა კელი დეგნანმა. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
  20. საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? - ამაზე პასუხს ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება და ქართველი ლიდერები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს. „დავიწყებ იმით, რომ დაკვეთა 12 პუნქტთან დაკავშირებით და საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეალურად ქართველი ხალხისგან მომდინარეობს. ხალხისგან, რომელმაც ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მათი არჩევანი არის ევროპული მომავალი. საქართველოში ყველა ლიდერმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რომელიც მოთხოვნილია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ყველამ უნდა იმუშაოს ამის მისაღწევად, რადგან ამას მოჰყვება ძალიან დიდი სარგებელი ოჯახებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მეწარმეებისთვის და ყველასთვის. ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს უფრო მეტ კეთილდღეობასა და უფრო მეტ უსაფრთხოებას, სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობა ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში, ძალისხმევას არ იშურებდა ევროპული მომავლისთვის, ამ ევროპულ ოჯახთან ინტეგრაციისთვის, რომლის ნაწილი საქართველო ყოველთვის იყო. ვფიქრობ, რომ გარკვეული პროგრესის მიღწევა გახდა შესაძლებელი, თუმცა ევროკავშირისგანაც მოვისმინეთ, რომ კიდევ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება და ქართველი ლიდერები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ძლიერ დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები - საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ. ეს არის, რაც აერთიანებს ევროკავშირის ოჯახს და აქედან გამომდინარე, ყველა, ვინც აპირებს გახდეს ამ ოჯახის ნაწილი, უნდა იზიარებდეს იმავე პასუხისმგებლობებს, ღირებულებებსა და პრინციპებს. საქართველოს სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი ინკლუზიური პროცესები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რაც წარმოაჩენს, რომ ერთიანი და არა გაყოფილი საქართველო მუშაობს კანდიდატის სტატუსისთვის. ეს იქნება ძალიან ძლიერი გზავნილი არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც“,- განაცხადა კელი დეგნანმა. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
  21. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელო „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც დღეს ბრიუსელს სტუმრობს. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“, - წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთიდან ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. დღესვე, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება და სიტყვით მიმართავს. IPN
  22. პარლამენტის ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დაქვითული თანხა, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვას მოხმარდება. „უნდა დავამტკიცოთ ხაზინადართა საბჭოს 274-ე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვას. როგორც გუშინ მოგახსენეთ, მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რათა დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დაქვითული ხელფასის თანხა მიიმართოს ამ საკითხზე. შესაბამისად, გთხოვთ დავამტკიცოთ ხაზინადართა საბჭოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხად შალვა პაპუაშვილმა. ავტორი - ეკატერინე კოპალიანი
  23. საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალი ქაან ორბაის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე თურქეთის თხოვნას გამოეხმაურა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. „ჩვენი მეზობელი, ძველი მეგობარი, სტრატეგიული პატრნიორი, მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა. იმავე დღეს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, რამდენიმე საათში საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. როგორც მაცნობეს, მათ უკვე გადაარჩინეს ადამიანი, 21 წლის ახალგაზრდა ქალი და მათი იქ ყოფნა იმედის სხივია ხალხისთვის ადიამანში“, – აღნიშნა თურქეთის ელჩმა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 12 391 ადამიანია დაღუპული. ამასთან, ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვა. ავტორი - სალომე თორაძე
  24. ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცლებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა. „თითოეულ სექტორში რეფორმების განხორციელების შეფასების შემდეგ ევროკავშირმა შემდეგი დასკვნები გამოიტანა: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება: მთლიანობაში საქართველოს მთავრობის კარგი წინსვლა შეინიშნება მცირე და საშუალო საწარმოების (SME) სტრატეგიის განხორციელების კუთხით. თუმცა ვერ მოხერხდა რამდენიმე ინდიკატორის შესრულება წინა წლებში მნიშვნელოვანი კანონების მიღების შეფერხების გამო (კერძოდ, აღსრულების კოდექსი და კანონი „ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მესამე პირთა წინაშე“). გადახდა: 5,67 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 12 მილიონი ევროდან). ცოდნა-უნარების განვითარება შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (Skills4Jobs): ძალიან კარგი წინსვლა შეინიშნება შრომის ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით; ეს აშკარად ჩანს, მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დასაქმებულთა რაოდენობის 114 პროცენტით ზრდაში. ასევე კარგი წინსვლა დაფიქსირდა როგორც სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის, ასევე სტუდენტების ჩარიცხვის მზარდი რაოდენობის მიმართებაში. მაგრამ ადგილობრივ დონეზე ვაკანსიების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების შეფერხების გამო, შესაძლოა, თანხის მცირე ნაწილი ვერ გადაირიცხოს. გადახდა: შვიდი მილიონი ევრო (მაქსიმუმ 7,5 მილიონი ევროდან). ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა: ევროკავშირისა და საქართველოს ეს ერთობლივი რეგიონული განვითარების პროგრამა მხარს უჭერს მთავრობის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას (PIRDP). პროგრამამ ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია, მათ შორის არის მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი ოდენობის გრანტების გაცემა ოთხ სამიზნე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად. სრული გადახდა: ხუთი მილიონი ევრო. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD IV): აღინიშნება კარგი წინსვლა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა და თემების ცხოვრების პირობების შემდგომი გაუმჯობესების კუთხით. მნიშვნელოვანი წინსვლა მიღწეულია საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობაში, ტყის ტერიტორიის აღდგენასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში სერტიფიცირებული თესლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოლომდე არ დაკმაყოფილდა სანერგეების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ერთი ინდიკატორი, რის შედეგადაც გადახდა ნაწილობრივი იყო. გადახდა: 3.2 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 4.4 მილიონი ევროდან). საკითხის ისტორია: საბიუჯეტო მხარდაჭერა საბიუჯეტო მხარდაჭერა არის ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ინსტრუმენტი. ის პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ ფინანსურ გადარიცხვებს მოიცავს. საბიუჯეტო მხარდაჭერა შესრულებაზეა დამოკიდებული – ის გაიცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწეულია შეთანხმებული შედეგები – მაგალითად, დასახული მიზნები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, განათლებაში, საჯარო ფინანსების მართვაში. ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის სფეროებში დამაკმაყოფილებელი შედეგების შენარჩუნებაზე არის დამოკიდებული. საქართველოსთვის საბიუჯეტო მხარდაჭერის უმეტესი ნაწილი არის კონკრეტული სექტორისთვის უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი და გაერთიანებულია დამატებით მხარდაჭერასთან, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს რეფორმებს, როგორიცაა, მაგალითად, გრანტები და ტექნიკური დახმარება სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ან მცირე რეგიონული ბიზნესისთვის ევროკავშირის რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს: https://eu4georgia.eu/eu-support/“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.
  25. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა. „პატივისცემა უკრაინას და მის ხალხს. პატივისცემა თქვენ, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენი სიმამაცისა და ერთგულებისთვის“, – წერს მაკრონი. საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებებისთვის გასცემს. ავტორი - ქეთი ჩოხელი
×
×
  • შექმენი...