Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ. „ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ხოლო ორი კი სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. ხუთიდან ორი მოქალაქე თავს კარგად გრძნობს, კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – უთხრეს IPN-ს შესაბამის უწყებაში. როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო ( სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა). პუბლიკა
  2. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა. ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსის გენერალური მდივანი თურქეთში დღეს ჩავა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან. ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები ანკარაში გაიმართება. იენს სტოლტენბერგი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებშიც ჩავა. ავტორი - თამთა რუხაძე
  3. მეცო-სოპრანო, საერთაშორისო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებელი ნინო სურგულაძე საქართველოში თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა. ნინო სურგულაძემ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ათასობით დაღუპული ადამიანის გამო ელჩს თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადა. ქართველმა მეცო-სოპრანომ ალი ქაან ორბაის 20 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში დახმარება შესთავაზა. ფონდ „ნატვრის ხის“ ხელმძღვანელის თქმით, საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხიდან თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის პირველადი საჭიროების ნივთები, მათ შორის საბნები და კარვები გაიგზავნება. ფონდ „ნატვრის ხეს“ 20 თებერვლისთვის დაგეგმილი აქვს საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც ეს მნიშვნელოვანი მიზანიც შეემატება. შემოსული თანხის გარკვეული ნაწილით, ჩვენ დაზარალებულ მოქალაქეებს გავუგზავნით ნივთებს, რომელიც ელჩის თქმით, მათ ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ, მათ შორის კარვები და საბნები. მათ მიწოდებას უზრუნველყოფს, როგორც საქართველოში თურქეთის საელჩო, ასევე ჩვენი საელჩო თურქეთში. „მე მჯერა ჩვენი გულმხურვალე ქართველების, რომლებიც ყოველთვის ერთიანდებიან კეთილი საქმისთვის და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება 20 თებერვალსაც, ჩვენმა თურქმა მეგობრებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი მარტო არ არიან ამ მძიმე დღეებში“, – განაცხადა ნინო სურგულაძემ. თურქეთის ელჩმა, ნინო სურგულაძეს და ფონდ „ნატვრის ხეს“ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უდიდეს მხარდაჭერას გრძნობს ამ ურთულეს დროს ქართველი ხალხისგან და ხელისუფლებისგან, რისთვისაც საქართველოს მადლობელია.
  4. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ ეტაპისთვის, რეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები თვითმფრინავის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ და დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება შეუფერხებლად სრულდება. წვიმისა და ძლიერი ქარის გამო, ავიაკომპანია Israir Airlines-ი კუთვნილი „ეარბას“ A320 თვითმფრინავი ბათუმში ვერ დაჯდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. მგზავრების ტრანსპორტირება ბათუმში ავტობუსებით განხორციელდა. 69 მგზავრი კი, რომლებიც ბათუმიდან ისრაელში მიფრინავდნენ, უახლოეს საათებში თელ-ავივში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდებიან.
  5. დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა – დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეა – ორგანიზაციამ, რომელიც მანამდე საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო, 1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე საბჭოთა საფეხბურთო კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ყრილობას 490 დელეგატიდან 391 დაესწრო. გუნდების, მწვრთნელების და ფუნქციონერების ნაწილი მომხრე იყო, რომ საბჭოთა ჩეპიონატი ყველა გუნდს დაეტოვებინა თბილისის „დინამოს“ გარდა. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებისთვის კი ეს მიუღებელი წინადადება იყო და ყველა გუნდის გამოსვლას ითხოვდნენ. პრეზიდენტობის ორი კანდიდატი იყო, ნოდარ ახალკაცი და კახი ასათიანი, რომელმაც საბოლოოდ კანდიდატურა მოხსნა, ღია კენჭისყრით კი ნოდარ ახალკაცი საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. ასევე გადაწყდა, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში არც ერთი ქართული გუნდი აღარ ითამაშებდა, 1990 წლის 30 მარტს კი პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. დამოუკიდებელი ქართული ფედერაცია საერთშორისო ორგანიზაციებმა წევრად თავიდან არ აღიარეს, მაგრამ საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება ფიფა-მ 1992 წლის 3 ივლისს მისცა, ხოლო 1993 წლის 17 ივნისს, უეფა-მაც გვაღიარა და საქართველომ ევროპულ სანაკრებო და საკლუბო ტურნირებში თამაშის უფლება მოიპოვა. ავტორი - მერაბ მამულაშვილი
  6. მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“. „ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
  7. 2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 445 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვეყნებს შორის 60.1%-ით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია - იანვარში ამ ქვეყნიდან 267.6 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1 096%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 15.8%-ით დაიკლო წინა თვესთან შედარებით - დეკემბერში ნაკადების მოცულობა 317.3 მლნ აშშ დოლარი იყო. 2023 წლის პირველ თვეში გადმორიცხვების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ათეული შემდეგნაირია: რუსეთი - 268 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1096%; იტალია - 40 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 19%; აშშ - 29 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 41%; საბერძნეთი - 18 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 7%; ისრაელი - 17 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15%; გერმანია - 14 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 62%; ყაზახეთი - 9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32%; თურქეთი - 8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26%; ყირგიზეთი - 5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 60%; ესპანეთი - 4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5%. რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, სებ-ის ცნობით, 2023 წლის იანვარში საზღვარგარეთ 26.3 მლნ აშშ დოლარი (70.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის იანვრის (23.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია. ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
  8. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი - ყველა დოკუმენტს არ ვიცნობ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან გელათთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ბოლქვაძე აცხადებს, რომ გელათთან დაკავშირებით "თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ხედავს". „გელათის თემატიკა ყველა ჩვენგანისთვის არის ძალიან მტკივნეული, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც და კომიტეტისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა კომუნიკაციები. ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ, ამ თემას უნდა ჩაღრმავება და თუკი რაიმე არის გასაკეთებელი, რომ ძეგლი გადარჩეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის. თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ვხედავ, გელათი არის ის ღირებულება, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ", - განაცხადა ბოლქვაძემ. კითხვაზე, ჯგუფებს, რომლებიც გელათში მუშაობდა, ჰქონდა თუ არა კომპეტენციის პრობლემა, როგორც ამას საპატრიარქო ამბობს, ბოლქვაძე აცხადებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს. „მე ვწუხვარ, მაგრამ ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან მე არ ვიცი, მე ჩართული არ ვარ ექსპერტების მუშაობის დინამიკაში. საპატრიარქოს გააჩნია ალბათ თავის რეკომენდაციები, ქალბატონ თეას აქვს თავის მოსაზრებები, ეს უნდა შეჯერდეს, ეს არის შეთანხმების თემა და მოდით, არ გვინდა ამის ასეთი აჟიტირება, ჩვენ უნდა ვისურვოთ, რომ ორივე მხარე შეჯერდეს, ჩაღრმავება უნდა ამას", - განაცხადა ბოლქვაძემ. რაც შეეხება კულტურის სამინისტროს პასუხისმგებლობას, ისაცხადებს, რომ მას არ აქვს საფუძველი რაიმე ეჭვი გააჩინოს. "ჯერ კიდევ არ იყო კულტურის კომიტეტი ცალკე, განათლების და კულტურის კომიტეტი იყო, ხოლო ქალბატონი თეა იყო პირველი, როცა გელათის პრობლემებზე დაიწყო პარლამენტში მუშაობა. გასარკვევია, რა თქმა უნდა კომპეტენციები იმ ადამიანების. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი, საჭიროა ისეთი ექსპერტები, რომელიც ამ თემას მოაგვარებს კლიმატიდან, სიძველიდან გამომდინარე, ეს თემები მოგვარებადია. მე უნდა გავერკვიო, ყველა დოკუმენტაციას არ ვიცნობ, არ გვაქვს ასეთი ფუნქცია, რომ ყველა დოკუმენტში გავერკვიოთ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ, ჩვენ არ გაქვს იმის საფუძველი, რომ გავაჩინოთ ეჭვი, მე ვფიქრობ, უნდა დავიცადოთ. გელათს აზიანებს ყველაფერი და მოდით, ვიფიქროთ ჯერ გელათზე,"- განაცხადა ბოლქვაძემ. საქართველოს საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს გელათში მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკული, შესაბამისად, საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით. საპატრიარქო აცხადებს, რომ საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას. განცხადების თანახმად, საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან. საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს სთავაზობს. ინტერპრესნიუსი
  9. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6532 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6583 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8434 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8585 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
  10. რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები დღეისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემის გამო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი ინფექციური საავადმყოფოს რემონტი რამდენიმე თვეში დასრულდება, სადაც განთავსდება როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ინფექციური განყოფილებები. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა, თუ სად და რა კონცეფციის უნდა იყოს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლის შემადგენლობაშიც ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილებაც იქნება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება, აქედან გამომდინარე, რამდენიმე რეფორმა დავიწყეთ. 2025 წლიდან საქართველოში მოქმედი ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებშია ჩართული, საერთაშორისო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. თბილისში არსებული ჩვენი ორი კლინიკა - რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები დღეისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პრობლემის გამო. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შემთხვევაში, ახალ ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც რამდენიმე წლის წინ იქნა შეძენილი, აქტიურად ვარემონტებთ. აქ იქნება როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გუნდი მთლიანად გადავა ახალ კლინიკაში. ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე თვეში დასრულდება. რესპუბლიკურ საავადმყოფოს რაც შეეხება, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ თბილისში გვქონდეს იმ თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, რაც 2025 წლისთვის შემოვიტანეთ. თბილისს ექნება სახელმწიფო კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე და დააკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტსა და გამოწვევას, რაც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ხარისხიანი ჯანდაცვისთვის. აქტიურად მიდის კონცეფციაზე მუშაობა, რასაც, ვფიქრობ, ძალიან მალე წარმოგიდგენთ. ამ კლინიკის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება დააჩქარა იმან, რომ მოგეხსენებათ, წინა წელს დავიწყეთ საუბარი ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებაზე, რაც ქვეყანაში არ გვაქვს და ბავშვთა ონკოლოგია სწორედ ამ კლინიკის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. საბოლოოდ, ძალიან მალე წარმოგიდგენთ, სად და რა კონცეფციის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გვქონდეს და ბავშვთა ონკოლოგიაც იქვე იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობ, პროექტს საშუალოდ 2-2.5 წელი დასჭირდება. საბოლოდ მივიღებთ მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ კლინიკას, რომელიც აუცილებელია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებობდეს“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
  11. „გალტ & თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, სადაც საქართველოს 2022 წლის ელექტროენერგიის ბაზრის შედეგებია შეჯამებული, გასულ წელს, ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამური მიწოდების 9.7% და შესაბამისად 1.5 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტის 82.5% რუსეთიდან განხორციელდა (უმეტესად აფხაზეთის რეგიონისთვის), 9% სომხეთიდან და 8.4% აზერბაიჯანიდან. აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს იმპორტის ხარჯი 41.2 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, ელექტროენერგიის სავაჭრო ბალანსმა დადებითი, 43.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლების მიუხედავად, საქართველო რაოდენობრივად კვლავ იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსავლები 436.5%-ით (5.4- ჯერ), 84.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 118.9%-ით მოიმატა ექსპორტის საშუალო ფასმა და კვტ.სთ-ზე 8.7 ცენტი იყო. „გალტ & თაგარტის“ შეფასებით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდა თურქეთში ფასების უპრეცედენტო მატებამ გამოიწვია. ავტორი: თამარ მუკბანიანი
  12. „რამდენ ბალზეა გათვლილი თბილისი, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა მოთხოვნების შესაბამისად არის შენობები აშენებული,“ - ამის შესახებ სამართლის დოქტორმა, სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში სეისმომედეგობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მთელ რიგ განახლებებს და დახვეწას საჭიროებს. „დღეის მდგომარეობით გვაქვს 2009 წელს დამტკიცებული ბრძანება, რომელიც საქართველოს ყოფს კატეგორიებად/ზონებად, რომელ ტერიტორიაზე რამდენ ბალიან მიწისძვრაზე გათვლილი შენობები უნდა შენდებოდეს. ძირითადად 8 ბალი არის ჩამოყალიბებული, თუმცა კანონმდებლობა აღარაფერს ამბობს, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მშენებლობის პროცესში, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს ან უკვე დასრულებულ შენობა-ნაგებობებზე გადაკონტროლება, ნამდვილად იქნა თუ არა სეისმომედეგობის მოთხოვნები დაცული. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის მერე სეისმომედეგობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ირიბად, მაგრამ აისახა თბილისის ახალ გენერალურ გეგმაში, სადაც გენგეგმის ჯგუფმა საკმაოდ კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, თბილისის მასშტაბით გამოყო, სად გვაქვს საშიშროების ზონები, რომელიც მოიცავს მაგალითად, წყალმოვარდნის, ღვარცოფების, ქვათაცვენების და მათ შორის, სეისმურად აქტიურ ან საშიშ ტერიტორიებს. მაგრამ გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგად კი, თბილისში სეისმომედეგობის თვალსაზრისით არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში თბილისშიც ისე ხდება მშენებლობის ნებართვის გაცემა, რომ მხედველობაში არ მიიღება არც 2009 წლის ბრძანება, რომლითაც თბილისი 8-ბალიან ზონაშია შეყვანილი და არც ახალი გენერალური გეგმით გათვალისწინებული სტანდარტები. ეს არის მხოლოდ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლის აღსრულებაზეც არავის უზრუნია, თუ თავად დეველოპერებს არ ჩავთვლით, რომლებმაც საკუთარი კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე ან დაიცვეს სეისმომედეგობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ან არა, თუმცა ამაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან სახელმწიფო ამ პროცესში არ მონაწილეობს. სამართლებრივი ბაზა ისეა ჩამოყალიბებული, რომ სახელმწიფოს მასში მონაწილეობა არ უწევს. აქედან გამომდინარე 8 ბალზეა თბილისი გათვლილი, 7-ზე თუ რამდენზე, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოითქვას, რადგან არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, უკვე განხორციელებული მშენებლობები რა მოთხოვნებთან და სტანდარტებთან არის შესაბამისობაში,“ - აღნიშნა ზაქაშვილმა. ავტორი: თაია არდოტელი
  13. სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც ერევნის მადლიერი ვართ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. შეხვედრაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაც ისაუბრა. „გვჯერა, რომ ჰუმანიტარულ სფეროში ჩვენი დღევანდელი თანამშრომლობა ამ პროცესს გააძლიერებს. პროგრესი რომელიც თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზებაში იქნება მიღწეული, უზრუნველყოფს ჩვენი რეგიონის კეთილდღეობას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. ავტორი - თამთა რუხაძე
  14. რუსეთში საქართველოს, მოლდოვასთან ერთად, „შედარებით მეგობრულ სახელმწიფოდ“ მიიჩნევენ. ამის შესახებ მოსკოვში არსებული კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშში არის ნათქვამი, რომელიც მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმის მეგობრულობის რეიტინგს განსაზღვრავს. მონაცემებს „კომერსანტი“ ავრცელებს. მეზობლების მხრიდან რუსეთის მიმართ მეგობრული ურთიერთობების მონიტორინგს მოსკოვის ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს. შესწავლილი 14 ქვეყნიდან რვა მეგობრულად იქნა აღიარებული, ოთხი - ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და უკრაინა აშკარა მტრების კატეგორიაში მოხვდა, ხოლო საქართველო და მოლდოვა შედარებით მეგობრულ სახელმწიფოებად ჩაითვალა. რუსი ექსპერტები საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ხაზგასმით აღნიშნავენ, რადგან „ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა და ფედერაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს აფართოებს.“ თუმცა კვლევის ავტორები მოლდოვას იგევენაირად არ აფასებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანა კომუნიკაციის პირობების გაუარესების გზას დაადგა. ბუნებრივია, რუსეთის მოკავშირე სახელმწიფო, ბელარუსი იყო და რჩება რეიტინგის უდავო ლიდერად, რომელმაც ყველა სახის კომუნიკაციაში უმაღლესი შეფასება მიიღო. ურთიერთობების დინამიკის გაუმჯობესება დაფიქსირდა რუსეთის ისეთ მეგობარ ქვეყნებთანაც, როგორიც არის ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. თუმცა სომხეთი და ყაზახეთი „მერყევი რეჟიმების“ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც რუსეთთან ურთიერთობის ისტორიის გადახედვა იწყება და კომუნიკაციის განვითარების პირობები, სავარაუდოდ, უარესობისკენ იცვლება. კვლევის შედეგები მეგობრული კომუნიკაციების შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ვალენტინა კომლევამ წარადგინა, რომლის თქმითაც, კვლევის დროს გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ პოლიტიკური კომპონენტი, არამედ მოსახლეობის ზოგადი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. კომლევას ცნობით, ადგილობრივმა ექსპერტებმა გააანალიზეს სულ 68 ინდიკატორი, როგორიც არის გადაადგილების თავისუფლება, რუსული ენისადმი დამოკიდებულება, ეკონომიკური კავშირები, სამეცნიერო და კულტურული კომუნიკაციები, გაეროში ხმის მიცემა და ა.შ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ, წინა წელთან შედარებით, რეიტინგის ყველა მონაწილე თავის ადგილზე დარჩა, თუმცა უკრაინის ომმა და დასავლეთის ანტირუსულმა სანქციებმა „მეგობრულობისა“ და „არამეგობრულობის“ პოლარიზაცია გააძლიერა. ქულების მიხედვით „მეგობრული“ და „არამეგობრული“ მეზობელი ქვეყნების რეიტინგი ასეთია: ბელარუსი - 88,4 ქულა ყირგიზეთი - 60.6 ქულა უზბეკეთი - 59.3 ქულა, ყაზახეთი - 58.4 ქულა სომხეთი - 58.3 ქულა ტაჯიკეთი - 57.9 ქულა აზერბაიჯანი - 57 ქულა თურქმენეთი - 47.1 ქულა საქართველო -24.2 ქულა მოლდოვა - 8.3 ქულა უკრაინას - მინუს 83.6 ქულა ესტონეთი - მინუს 51.8 ქულა ლიეტუვა - მინუს 49 ქულა ლატვია - მინუს 45.8 ქულა უკრაინის ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციების საპასუხოდ რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სია დაამტკიცა, რომელშიც 50-მდე სახელმწიფო შეიყვანა. მათ შორის არის აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, შვეიცარია და იაპონია. მოამზადა ლადო სულაბერიძემ
  15. კომუნალური მომსახურების სფეროში მიმართვიანობის გამარტივების მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ. მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სახლი სემეკს გაუწევს მომსახურებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის მიერ სემეკის სახელზე წარდგენილი ნებისმიერი შინაარსის განცხადების, მათ შორის კომუნალური კომპანიების მიმართ საჩივრის მიღებას. იუსტიციის სახლში ასევე შესაძლებელი იქნება სემეკის მიერ მომზადებული წერილის მიღება. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისათვის სემეკთან და კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. „სემეკი ორიენტირებულია, რომ ეტაპობრივად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში. სემეკსა და იუსტიციის სახლის ერთობლივი ძალისხმევით დღემდე არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელმაც უფრო მეტად გაამარტივა კომუნალური მომსახურებების მიღება. ამჯერად, იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ სერვისებს ახალი მომსახურება დაემატა, კერძოდ, საქართველოს მასშტაბით, სემეკში წარსადგენი განცხადებისა თუ საჩივრის ჩაბარება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლში. რა თქმა უნდა, ამავდროულად, მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია უშუალოდ სემეკსაც მომართოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. bm.ge
  16. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ინტერ რაოსთან“ საქართველოს წაგებულ დავასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა. კახა კალაძის თქმით, ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველო არათუ დააზარალა, არამედ თანხა დაუზოგა. „პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ტარიფების შემცირება, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობამ. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ კომპანია „ენერგო პროს“, რომელიც ასევე ჩართული იყო ტარიფების შემცირების პროცესში. რაც შეეხება წარმოშობილ დავას, „ინტერ რაო“ ითხოვდა დაახლოებით, 200 მლნ დოლარს, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე ისინი მოითხოვდნენ. წარმოგიდგენიათ, ხელი რომ მომეწერა, იმაზე, რომ „ინტერ რაოს“ მიეღო 200 მლნ დოლარი, რა მოხდებოდა და რას დამატეხდნენ თავს? შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვფიქრობდით, რომ არ ეკუთვნოდა ამ კომპანიას 200 მილიონი და პირდაპირ ვუთხარით, რომ ვიდავებდით. შესაბამისად, მოხდა არბიტრაჟში განხილვა და 200 მლნ-ს ნაცვლად დაგვეკისრა გაცილებით ნაკლები. თავის დროზე მე არ მივეცი ჩემს თავს უფლება და ვერცერთი ჩემი თანამშრომელი ვერ გაბედავდა იმას, რომ დავთანხმებოდით „ინტერ რაოს“ მოთხოვნას“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა. bm.ge
  17. ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია მოხდეს, მაგრამ რასაც ახლა ვისმენთ, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მიმართებით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რა კამპანიაცაა წარმოებული, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ამაში პირდაპირ ჩვენი ე.წ. მეგობრები არიან ჩართული, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები საქართველოს შესახებ „აბსურდზე, სიცრუეზე და დეზინფორმაციაზეა დაფუძნებული“. „ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში აბსურდულ განცხადებებს ვისმენდით, ასევე, რამდენიმე აბსურდული რეზოლუცია ვიხილეთ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია მოხდეს, მაგრამ რასაც ახლა ვისმენთ, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რა კამპანიაც არის წარმოებული, კატეგორიულად მიუღებელია და ამაში პირდაპირ ჩვენი ე.წ. მეგობრები არიან ჩართული. მათი თითოეული განცხადება არის აბსურდზე, სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც უამრავ ქველმოქმედებასთან და კეთილ საქმესთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც მის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით იყო. ამით დაასრულა სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ძმანი წარმოადგენდნენ. საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს. ჩვენი ხალხის, ქვეყნის და ეროვნული ინტერესებიდან გამოვა. თუ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება სტატუსის არ მიცემასთან დაკავშირებით მიღებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ. ეს არის დადგმული სპექტაკლი, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში „შემოტანით“. ეს რისთვის იყო გაკეთებული, ძალიან ადვილი მისახვედრია. იმიტომ, რომ დაპირისპირება და გადატრიალება მომხდარიყო. იმიტომ, რომ ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღები არ არის. მისაღები არ არის იმიტომ, რომ ომში არ ერთვება და ყველაფერს იმას აკეთებს, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“ , მეორის კი - „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“. ინტერპრესნიუსი
  18. ძალიან მაღალი დონის სპეციალისტების ჩართვაა საჭირო იმის დასაგეგმად, თუ რა ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს გელათთან ურთიერთობა. ვინაიდან გამოშრობის პროცესი შესაძლოა, ძალიან ხანგრძლივი იყოს, ამასობაში შეიძლება კედლებს მოსწყდეს ნალესი - მდგომარეობა ძალიან მძიმეა, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა გაჩეჩილაძე გელათის მონასტერში არსებულ ვითარებას. როგორც მან განმარტა, მძიმე მდგომარეობა მონასტრის გადახურვასთან დაკავშირებულმა პროცესმა გამოიწვია, ვინაიდან წლების განმავლობაში წყლის ჩადინების გამო ძლიერი დაზიანებები წარმოიშვა. „ჩვენი თანამშრომლები გელათზე წლების განმავლობაში მუშაობენ. დავაა იმაზე, სამი საათით იყვნენ იქ თუ ორი საათით. ერთი დღის ჩასვლა-ჩამოსვლაში რაც მოესწრო, ის დრო დაყვეს ხარაჩოებზე და თვალითაც ნათელი გახდა ის დაზიანებები, რაც დაფიქსირდა. გელათის შესახებ ჩვენი მეცნიერების მიერ კვლევები წლების მანძილზეა ჩატარებული, ამიტომ ეს განსაკუთრებულ დროში გაწელილ დაკვირვებას არ მოითხოვდა, უბრალოდ, სამწუხაროდ, გადახურვის გამო ძალიან ცუდი შედეგია. წლების მანძილზე წყლის ჩადინების გამო, ცუდი დაზიანებები წავიდა. ამას ყველა მხრიდან მიხედვა სჭირდება. ახლა ნამდვილად არ არის დაპირისპირების დრო. მთავარია, რომ გაკეთდეს ორგანიზება იმისთვის,რომ გელათი გადარჩეს. ჩამოვყალიბდეთ ძალიან გაწერილი ნაბიჯებით. დასკვნაში ყველაფერი სკრუპულოზურად არის დაფიქსირებული. დაზიანებების თავი და თავი არის სახურავის პრობლემა, იქიდან ჩამოდენილი წყალი. როგორც ამბობენ, წყალი მანამდეც ჩადიოდა, მაგრამ ჩადიოდა ძალიან მცირე რაოდენობით. შემდეგ კრამიტის ახდამ და დახურვამ უკვე ძალიან სერიოზული დაზიანებები გამოიწვია და შემდეგ ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა. ეს ყველაფერი გამოიწვია სისველემ, რომელიც კედლებში არის გამჯდარი და ფაქტობრივად, სანამ გამოშრობის პროცესი ბოლომდე არ მივა, ალბათ, წყალში გადაყრილი იქნება ყველა ფრესკის რესტავრაციაზე ზრუნვა. ძალიან მაღალი დონის სპეციალისტების ჩართვა არის საჭირო იმისთვის, თუ რა ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს გელათთან ურთიერთობა. ვინაიდან გამოშრობის პროცესი შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს, ამასობაში შეიძლება კედლებს მოსწყდეს ნალესი. ამიტომ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი, ნაბიჯ-ნაბიჯ ზრუნვა. როგორმე გელათი უნდა გადავარჩინოთ“, - განაცხადა მარინა გაჩეჩილაძემ. მისი თქმით, დასკვნის დადების შემდეგ კულტურის სამინისტროსა და ცენტრს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა. „არანაირი განსაკუთრებული კონტაქტი არ ყოფილა. ფაქტია, რომ თვითონაც ძალიან შეწუხებული არიან. როგორ შეიძლება რომ შეწუხებული არ იყო? მთავარია, ყველა ვეცადოთ, როგორღაც გადავარჩინოთ ეს უდიდესი საგანძური. მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, აღნიშნა მარინა გაჩეჩილაძემ. აღსანიშნავია, რომ ჩაბინაშვილის ცენტრის მიერ გელათის მონასტრის შესახებ გაცემული დასკვნა საკმაოდ ვრცელია, რომელშიც წერია, რომ მონასტრის, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია. არსებული მდგომარეობის შეფასების თანახმად, დასკვნაში ვკითხულობთ: „დიდი ტაძრის გადასახურად გამოყენებული მოჭიქული კრამიტების (განსაკუთრებით თეთრი კრამიტების) დაბალი ხარისხი ექსპერტთა ანგარიშებში არაერთხელ აღინიშნა. კიდევ უარესი იყო კრამიტის დაგების და, მთლიანად, სახურავის მოწყობის მეთოდი და ხარისხი - სამუშაო არაკვალიფიციურმა ადამიანებმა შეასრულეს წინასწარი პროექტის გარეშე. სახურავში წყლის ჩაჟონვის მიზეზი გახდა არა მხოლოდ და არა იმდენად უხარისხო კრამიტი, რამდენადაც მისი არაპროფესიონალურად დაგება, არასწორად გაკეთებული ღარები, წყალსაწრეტები, კვანძები და შეერთებები კედლებთან. ტლანქად, დაუდევრად გაკეთებული საქმე ზედაპირული დათვალიერებითაც თვალსაჩინოა - კრამიტების გადაბმისა და მათი კედლებთან შეერთების ადგილებში უხვად არის გამოყენებული ავთენტურ მასალასთან არათავსებადი არაორგანული მასალები: სილიკონი, ქაფ-შემავსებელი, ცემენტი ან ცემენტისა და კირის ნაზავი. ბუნებრივია, ასეთი სახელდახელო საშუალებებით სახურავის მონოლითური ერთიანობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. შედეგად, რამდენიმე წლის მანძილზე ყოველი ძლიერი წვიმის დროს ათეულობით ლიტრი წყალი ხვდებოდა კედლებსა და კამარებში. ზოგჯერ წყალი გზას პოულობდა და თქრიალით მოედინებოდა ინტერიერში (მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთ აფრიდან), უდიდესი ნაწილი კი შენობამ შეიწოვა, რამაც უმძიმესი გავლენა იქონია კედლის მხატვრობაზე. მეთოდოლოგიური შეცდომა იყო კრამიტის სახურავის მოწყობა არა ხის ნივნივებზე, რომლებიც სხვენს ქმნის და შენობის თავისუფალი განიავების შესაძლებლობას იძლევა, არამედ ერთიან მყარ მასაზე, რომლითაც მთლიანად ამოივსო სივრცე კამარებსა და სახურავს შორის“- აღნიშნულია დასკვნაში. მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავი- სრული კონსერვაციის შემდგომი მდგომარეობა: „საგანგებოდ უნდა გამოიყოს მოხატულობის დაზიანების აქტიური კერები დასავლეთ მკლავში - ანუ, იქ, სადაც იტალიურ-ქართული ჯგუფის მიერ რამდენიმე თვის წინ უკვე განხორციელდა სრული კონსერვაცია. ვადასტურებთ საქართველოს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსში 2022 წლის 31 ოქტომბერს ორგანიზებული საველე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იკომოსის ექსპერტთა მომზადებული ანგარიშის დებულებებს იმის თაობაზე, რომ მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის კედლის მხატვრობის ამჟამინდელი მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია, ვინაიდან მარილების დაშლა-კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეა, რასაც თან ახლავს, 2020-2021 წლებში, გამაგრებულ მონაკვეთებზე აქერცვლისა და გაფხვიერების ხელახალი პროცესი და ავთენტური ნაწილების დანაკარგები (19). საკონსერვაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მარილის კრისტალიზაციის, ფერწერული ფენის აქერცვლისა და ცვენის, თუ ბათქაშის დაშლის პროცესის თვალსაჩინოებისა და სისწრაფის გათვალისწინებით, გელათის მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მოხატულობა შესაძლოა მეთოდოლოგიურ თვალსაჩინოებადაც კი იქცეს იმის საილუსტრაციოდ, თუ რა შედეგი მოაქვს არასწორი მეთოდოლოგიით განხორციელებულ კონსერვაციას. ჩამოთვლილი მძიმე დაზიანების მაგალითი დასავლეთ მკლავში არაერთია, ფერწერული ფენის აქერცლილი მონაკვეთები არაერთგან არის უკვე სრულად მოცილებული საფუძველს და ცვივა, ბათქაშის ფენა ალაგ ამოტეხილია, ალაგ ისეა გაფხვიერებული, რომ შემავსებლად გამოყენებული ნამჯა ზედაპირზეა ამოსული და ცვივა (მაგ., კამარის სამხრეთ ფერდზე, ფერხთაბანის სცენის აღმოსავლეთი მონაკვეთი)“, - ნათქვამია დასკვნაში.
  19. საქართველომ Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო. როგორც Bpn.ge წერს, ერთი მხრივ, საუბარია, 76 მილიონ დოლარიან საარბიტრაჟო დავაზე, რომელიც 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა, მეორე დავა კი, საქართველომ წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში. საუბარია პარალელურ საინვესტიციო დავაზე Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. არსებული განმარტებით, საქართველოს არა ორივეს, არამედ, ერთ-ერთი დავის თანხის გადახდა მოუწევს, რადგან შეკრებითობა არბიტრაჟის შემთხვევაში არ ხდება. 2021 წლის დეკემბერში, საქართველოს რუსული კომპანიის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა სტოკჰოლმის არბიტრაჟმა დაავალა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მაშინ „ინტერ რაო“ 200 მილიონს ითხოვდა, არგუმენტების წარდგენის შემდეგ კი თანხა 80 მილიონამდე შემცირდა. 2 წლის წლინ, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დავა გრძელდება, თუმცა როგორც ბოლო გადაწყვეტილებით ჩანს, სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადასახდელი თანხა გაზარდა. შეგახსენებთ, Inter Rao-სთან დავა 2017 წელს დაიწყო. კომპანია 2 ქართულ ჰიდროელექტროსადგურს ფლობს, რომელსაც, თავის მხრივ, ეკუთვნის ენერგეტიკული კომპანია თელასის 75%. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღურებას ითხოვდნენ. საქმე ეხებოდა ტარიფების საკითხს. საქართველოს ხელისუფლება კი მიიჩნევდა, რომ ტარიფები სწორად იყო განსაზღვრული. IPN
  20. ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკულ ეროვნულ საზოგადოებრივ რადიო NPR-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ვლადიმერ პუტინმა უარი უნდა თქვას იდეაზე, რომ უკრაინა მისი საკუთრებაა. „ჩვენ თუ მოვახდენთ ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების რატიფიცირებას და ვიტყვით, კარგი, თქვენ შეგიძლიათ, შეხვიდეთ, მიიტაცოთ ის ძალით და დაიტოვოთ, ეს გახსნის პანდორას ყუთს მთელ მსოფლიოში, გამოჩნდებიან აგრესორები, რომლებიც იტყვიან – კარგი, ჩვენც ვიზამთ იმავეს და ეს შეგვრჩება“, – განაცხადა ბლინკენმა ინტერვიუში. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  21. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა წარადგინა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დავით მაქაცარიას საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია. „თქვენ იცით, რომ ვაკანტურია ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობა. მინდა, ამ პოზიციაზე გამგებლობის კანდიდატად წარვადგინო დავით მაქაცარია. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში გადაიგზავნება და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა ექნება. დავითი პროფესიით ეკონომისტია, საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის ბოლო წლებში საქმიანობდა ბიზნეს სექტორში. დარწმუნებული ვარ, მისი მრავალფეროვანი გამოცდილება გამოადგება ჩუღურეთის რაიონს და იქ მცხოვრებ ადამიანებს. მინდა, დავითს წარმატებები ვუსურვო. რაიონში ბევრი პროექტია განსახორციელებელი, არის პრობლემები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რაიონს ჰყავდეს პასუხისმგებლობის მქონე ხელმძღვანელი, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად, ღირსეულად უპასუხებს არსებულ გამოწვევებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
  22. მაშველებმა თურქეთში, მიწისძვრით განადგურებული სახლების ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს კიდევ რამდენიმე ადამიანი. სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, ქალაქ ადიამანში გამოიხსნეს 77 წლის ქალი, რომელმაც ნანგრევებში 212 საათი გაატარა. მიწისძვრიდან 207 საათის შემდეგ მაშველებმა ადიამანში გადაარჩინეს ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის ბიჭიც. კაჰრამანამარაშის და ჰათაის პროვინციებში ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა ქალი, რომლებმაც სახლების ნანგრევებშ0 200 საათზე მეტი გაატარეს. ყველა მათგანი კლინიკებშია მოთავსებული. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადგილობრივ მაშველებთან ერთად ოპერაციაში მონაწილეობს 9 046 მაშველი მსოფლიოს 82 ქვეყნიდან. მათ შორისაა ასამდე ქართველი, რომლებიც ქალაქ ადიამანში მუშაობენ. ასევე ნახეთ საქართველოდან 85 მეხანძრე-მაშველი თურქეთში როტაციის მიზნით გაემგზავრა თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო და სხვა სამუშაოებში ჩართულია სახელმწიფო სტრუქუტურების 250 ათასამდე თანამშრომელი. თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35 400-ს აჭარბებს. მიწისძვრამ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც სულ მცირე 5 814 ადამიანი დაიღუპა. რადიო თავისუფლება
  23. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო დარტყმა და 2 სარაკეტო დონეცკის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 68 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. ამ და უკრაინის სხვა რეგიონებში რუსი სამხედროები იყენებენ არტილერიასაც, ტანკებს და ნაღმმტყორცნებს. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთი ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე და ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით. ასევე ნახეთ გენერალი მილი: რუსეთმა განიცადა სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მარცხი უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიასთან და დონეცკის ოლქის ქალაქებთან, უგლედარსა და ბახმუტთან. გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 2 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების 6 საწყობი. რადიო თავისუფლება
  24. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს გელათის საკათედრო ტაძრის მდგომარეობაზე და წერს, რომ კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო: "ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. ამ პერიოდის შეფასებაში გაურკვეველი და ბუნდოვანი არაფერია". საპატრიარქო წერს, რომ გელათის მხატვრობის გადასარჩენად უცხოელი სპეციალისტების მოწვევის ეტაპიდან იწყება დღევანდელი პოზიციების სხვაობა, რომელიც უკავშირდება, 2021 წლის ზაფხულში, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მუშაობას. "მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისა, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა. სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება. ამას ცხადჰყოფს ოთხივე მაღალკვალიფიციური დასკვნა, კერძოდ: სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესი (რომელიც თავად კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა); საპატრიარქოს მიერ მოწვეული, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების: ოსტინ ნევინის, ლორინდა ვონგის, სარა სტენიფორთის და ფრანჩესკა პიკეს ანგარიში; ასევე ჩვენი თხოვნით შესრულებული „იკომოს საქართველო“-ს კონსერვაციის კუთხით მომზადებული დასკვნა; და ასევე ჩვენი მიმართვის საფუძველზე, - ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი მოცულობითი ნაშრომი. ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში, 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს". ასევე ნახეთ გელათის ტაძრის გადახურვისა და კონსერვაციის პრობლემები - ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრი კვლევას აქვეყნებს საპატრიარქო აცხადებს, რომ არ შედიან კონსერვაცია - რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში, თუმცა "საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას". მათივე განცხადებით, საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება: "უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან". საპატრიარქო, ასევე წერს, რომ იუნესკოს ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, "ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება. მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით". ასევე ნახეთ ვინ როგორ კითხულობს იუნესკოს დასკვნას გელათის შესახებ გელათის მონასტერთან დაკავშირებული დასკვნა, სადაც იქ ჩატარებული რეაბილიტაციისას დაშვებულ შეცდომებზეა საუბარი, თავისუფლების მონიტორმა მოიპოვა. რადიო თავისუფლება
  25. უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ტელეარხ ARD-სთან საუბარში განაცხადა. „თუ უკრაინის ცა უსაფრთხო დარჩება შემდეგი სამი-ოთხი თვის განმავლობაში, მაშინ ყველა შემდგომ ნაბიჯებზე შეგვეძლება საუბარი - ახლა ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების გამოყენებას აქვს აზრი”, - განაცხადა პისტორიუსმა. მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი ყურადღების ცენტრში არ დგას. პისტორიუსის განცხადებით, ახლა პრიორიტეტული მიზანია უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამისთვის საჰაერო თავდაცვის ფუნქციონირებადი სისტემა არის საჭირო საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობით. IPN
×
×
  • შექმენი...