-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
„საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა“
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაშია აღნიშნული. კერძოდ, კვლევაში განხილულია 366 ათასი ბინა. საიდანაც, სებ-ის ანგარიშის თანახმად, 56% არის აშენებული 1961-1990 წლების პერიოდში; ბინების 14% 1960 წლამდეა აშენებული. შესაბამისად, გამოდის, რომ ბინების 70% ანუ 366 ათასიდან 256 200 ბინა 30 წელზე მეტი ასაკისაა. ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, ბინების 26% აშენებულია - 2011-2021 წლებში, ხოლო 4% 1991-2010 წლების პერიოდში. „საქართველოში არსებული შინამეურნეობების 91% ფლობს საცხოვრებელ ადგილს, რაზეც გავლენას ახდენს როგორც ტრადიციები, ასევე ურბანიზაცია და ეკონომიკური განვითარების დონე. აღმოჩნდა, რომ ევროპის ქვეყნების შემთხვევაში საცხოვრებლის ფლობის მაჩვენებელსა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის აშშ დოლარით) ძლიერი უარყოფითი კორელაციური კავშირია, ხოლო იპოთეკურ სესხებთან ძლიერი დადებითი. თუ ჩავთვლით, რომ პერსპექტივაში საქართველოც მსგავს ტრენდს გაჰყვება მოსალოდნელია, რომ უფრო ნაკლები შინამეურნეობა იცხოვრებს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში და მეტი იჯარით აღებულში. რაც საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის, მაგრამ უფრო ინვესტორების მხრიდან, და ნაკლებად უშუალოდ მაცხოვრებლის. ასევე გასათვალისწინებელია შინამეურნეობაში წევრების რაოდენობა, რასაც ასევე ამავდროულად შემცირების ტენდენცია უნდა ჰქონდეს, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოთხოვნის გენერაციაში,“- აღნიშნულია ანგარიშში. ავტორი: თაია არდოტელი -
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, გლდანის რაიონში მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზის მიწოდება 25 000 აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „გაზმომარაგება შეუწყდა გლდანულას კორპ. (იგივე გლდანის ხევი) # 1, 1ა, 10, 2, 2ა, 3, 3ა, 4, 5, 6, 6ა, 7, 7ა, 8, 8ა, 9, გლდანის VI მ/რ, კორპ. # 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 10, 14, 14ა, 15, 16, 17, 18, 20, 21, 22, 23, 23ა, 24, 26, 27, 28, 29, 30, 30ა, 31, 32, გლდანის VI მ/რ, კორპ. 18-ის მიმდებარედ მდებარე შპს ,,ბილდერ გრუპი”-ს, გლდანის VI მ/რ, კორპ. # 21-ის მიმდებარედ (იგივე კ. ლესელიძის ქ. 9) მდებარე შპს ,,ოქროს ხანა”-ს, გლდანის VI მ/რ, # 103-ე და # 110-ე ბაგა ბაღების შენობების მოსახლეობას, გლდანის VIII მ/რ-ში მდებარე ყველა საცხოვრებელი კორპუსების, თიანეთის გზატკ. ნაკვ. 11/092-ში მდებარე შპს ,,უკეთესი თბილისი”-ს, ხიზანიშვილის ქ. 93, 95-ში (ვეკუას ქ. 62), გლდანის VIII მ/რ, ნაკვ. 01/079-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ხიზანიშვილის ქ. 67 (გლდანის VII და VIII მ/რ-ს შორის არსებული სავაჭრო ცენტრის შენობა) მდებარე დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, აგრეთვე გულისაშვილის, გორკის, მიქატაძისა და ხერგიანის ქუჩების კვეთაზე, თიანეთის გზატკეცილის, კაჭარავას, ჯანჯღავას ქუჩისა და ჩიხების, მაისურაძის, მარჯანიშვილის, მებაღიშვილის, ტიხონოვის, ჭავჭავაძის, წინამძღვრიშვილის, ხერგიანის, ვართაგავას, კანდელაკის, კობერიძის, მეგობრობის, მიდელაურის, მიქაუტაძის, რაზმაძის, საბაშვილის, ტაბიძის, ბარათაშვილის, გლდანის VIII მ/რ-ის მიმდებარედ (სოფ. გლდანი – პატარა ტბისა და შემოგარენის), თეთრი ტბის დასახლების, ხ. ბორჩალოელის, ნ. კალანდაძის, თეიმურაზ ბატონიშვილის ქუჩებისა და თეიმურაზ ბატონიშვილის I შესახ-ის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: სამშობიარო სახლი და დედათა დახმარების სამეანო განყოფილება, სკოლა ,,კანდიდი“, საჯაროს სკოლა # 115, შპს ,,სოლარი”, შპს ,,ვორლინ ედუქეიშნ სერვისი”, სკოლა # 6, სკოლა # 59, შპს ,,ნიკე 2009”, შპს ,,ხორც პროდუქტი # 1”, შპს ,,შავნაბადა”, შპს ,,საფეხბურთო კლუბი საბურთალო”, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტო, შპს ,,ლეგი”, შპს ,,ნიკორა ტრეიდი”, ლოგოპედიური საბავშვო ბაღი, # 102-ე ბაგა-ბაღი, გლდანის VII და VIII მ/რ-ს შორის ი/მ ტიტე შენგელიას – ავტოსამრეცხაო, გლდანის V და VI მ/რ-ს შორის – შპს ,,ფრესკო , შოპინგ ცენტრს, შპს ,,ემ-პე დეველოპმენტს” – კარფური, გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის I განყოფილებას, ქ. თბილისის საჯარო სკოლა #69-ს, ნიჟარაძის სახ. # 27 მუსიკალურ სკოლას, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე ბაგა-ბაღს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს VIII დაწესებულებას – გლდანის ციხე, შპს ,,თორი ჯორჯიას”, შპს ,,ლევორს”, ფ/პ რუსუდან მურადაშვილს, შპს ,,სოლარი”-ს, შპს ,,გლდანს”, შპს ,,ვარდების რევოლუციის პარკს” გლდანის V მ/რ, კორპ. 12, გლდანის V მ/რ, კორპ. 12-ის მიმდებარედ (იგივე დავით ჯაბიძის ქ. 31) მდებარე შპს ,,მეგობრობა”-ს, გლდანის V მ/რ, კორპ. 11-ის მიმდებარედ მდებარე შპს ,,ნოლა”-ს, გლდანის V მ/რ-ში კორპ. 5-ის მიმდებარედ შპს ,,ნიუ ჰორიზონტი”-ს, ასევე კორპ. 29-ის მიმდებარედ შპს ,,სხივი 2015”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, გლდანის V მ/რ, კორპ. 24-ის მიმდებარედ, გლდანის V მ/რ, 140-ე ბაგა-ბაღის მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზის მიწოდება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს - გლდანის V მ/რ-ში მდებარე გლდანის კომპლექსურ სპორტულ ცენტრს, შპს ,,პურის სამყარო”-ს, სსიპ გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრს, ი/მ ომარ ფოლადიშვილს, სკოლა # 191-ს, გლდანის V მ/რ – თელასის მომიჯნავედ, ნაკვ. 13/59-ში მდებარე შპს ,,თემას”, შპს ,,ელფის”, გურამ მაისურაძის კომერციულ ობიექტს, ფ/პ ვაჟა მაისურაძეს, გლდანის III მ/რ-ში მდებარე კორპ. 11-ის მიმდებარედ (იგივე მემედ აბაშიძის ქ. 11, 11ა), კორპ. 14, 15, 15ა, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, მემედ აბაშიძის ქ. 9-ში (გლდანის III მ/რ – კორპ. 15-ის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,GBC"-ს, მემედ აბაშიძის ქ. 5, 5ა, გლდანის III მ/რ-ში მდებარე შპს ,,ზ.1”-ის, ვლადიმერ ნანეიშვილის ქ. 20-ში (იგივე გლდანის III მ/რ, კორპ. 17-ის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,მეგობრობა”-ს, გლდანის V მ/რ, კორპ. 11-ის მიმდებარედ (იგივე გრაფ შულენბურგის ქ. 2) მდებარე შპს ,,ენსი გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ – კეცხოველის, წყაროთუბნის, მემედ აბაშიძის, დავით ჯაბიძის ქუჩებზე, 191-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს – შპს ,,მედჰაუსს”, შპს ,,თავთუხი 2019”-ს, ბაგა-ბაღი # 190-ს, სკოლა # 177-ს, ელენე ჯიხვაშვილის, შპს ,,უნივერსამი II”-ს, იოსებ კაჭარავას, გელა ბლუაშვილის გმირ კურსანტთა ქ. 1, 1ა, 22, გმირ კურსანტთა I შეს. 3, ქერჩის ქ. 22-ში (ყოფ. უშიშროების ს/ საცხოვრებელი) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მსოახლეობას, ასევე გმირ კურსანტთა ქუჩისა და შესახვევების, კაჭარავას ქუჩისა და შესახვევების, ჯანჯღავას ქუჩის, შესავევებისა და ჩიხების, სარაჯიშვილის გამზირის, ანდრონიკაშვილის (ულიანოვის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის) I შეს-ის, სოფ. გლდანის ტერიტორიაზე – სტალინის, ყაზბეგის, ხიდის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სათბურების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამარჯვების, აღმაშენებლის ქუჩისა და ჩიხების, თამარ მეფის, ჭავჭავაძის, გლდანის ხევის ტერიტორიას“,-აღნიშნულია „თბილისი-ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. „პარტიას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის გვქონდა პოზიცია, რომ ყველას თავის შეხედულების შესაბამისად შეუძლია დააფიქსიროს პოზიცია და ჩვენ არ ვუკრძალავთ არავის, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შეუერთდეს პარტიიდან. ჩემი მიზანი აქციაზე მისვლის უკრაინის მხარდაჭერაა, მე იქ მივდივარ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერს ამ მათ ამ ომში და უსურვებს გამარჯვებას,"- განაცხადა ლილუაშვილმა. ცნობისათვის, პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია 24 თებერვალს გაიმართება.
-
ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრის ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ტაჯიკეთში ადგილობრივი დროით 08:37 საათზე დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. მედიის ცნობით, მიწისძვრის ძლიერი ბიძგები ორივე ქვეყნის დასახლებულ პუნქტში იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. PALITRA -
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევში ვბრუნდები. ჩვენ ვიქნებით უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, ვიდრე მშვიდობა არ დაბრუნდება ევროპაში“, - დაწერა სანჩესმა „ტვიტერზე“. ცნობისათვის, ესპანეთი ნატო-ს იმ მოკავშირეებს შორისაა, რომლებიც უკრაინაში თანამედროვე ტანკების გაგზავნას დათანხმდნენ. IPN
-
გიორგი გახარიას კორუფცია კი არა, შეიძლება დააბრალონ, პირობითად, რომ წავკისის სახლში, ოჯახურ პირობებში წყალბადის ბომბს ამზადებს, რომ მიყიდოს ირანს და შემდეგ ირანმა წყალბადის ბომბი გამოიყენოს უკრაინაში ან რუსეთში და დააბრალონ შემდეგ ამერიკელებს - ირაკლი კობახიძის განცხადებებზე ჩვენ ძალიან ვიცინით ხოლმე , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ გიორგი გახარიას კორუფციაში დასდონ ბრალი. როგორც კახა ქემოკლიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტია „საქართველოსთვის“ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის. „ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ ფსიქოლოგიურად, მორალურად, ფიზიკურად. ამაზე მყარი, მტკიცე და თვითდაჯერებული პასუხი ვერ წარმომიდგენია. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სიმართლეში ეჭვი არასდროს გვეპარებოდა ჩვენს წესიერებაში, პატიოსნებაში, კეთილსინდისიერებაში, ბევრისგან განსხვავებით არაკორუფციულ გარიგებებში გათქვეფისა. ეს გუნდი ყველაზე წარმატებული იყო იმით, რომ იცოდა პლუსები, როგორ იმართებოდა სახელმწიფო და იცოდა მინუსები, რადგანაც ჰარი-ჰარალეზე განცხადებებს არ აკეთებდა, როგორც რაღაც სადღეგრძელოები გვესმოდა სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან. კორუფციაში კი არა, შეიძლება დააბრალონ, პირობითად, მის წავკისის სახლში, ოჯახურ პირობებში ამზადებს წყალბადის ბომბს იმისათვის, რომ მიყიდოს ირანს და შემდეგ ირანმა ეს წყალბადის ბომბი გამოიყენოს უკრაინაში ან რუსეთში და დააბრალონ შემდეგ ამერიკელებს. ანუ აბსურდის თეატრი, ბატონი კობახიძისგან რომლის სიტყვას, ჩემი აზრით, ფასი აქვს ნული. სუბიექტურად ვფიქრობ, ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ქრესტომათიული მაგალითი უნდა მისცე „ქართულ ოცნების“ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისა, თუ როგორი არ უნდა იყო პოლიტიკოს მორალით მრწამსით, იდეოლოგიით, ფასეულობით, ღირებულებით, სიტყვის ძალით, შენი დაპირებით. შემიძლია ოთხი, ხუთი ციტატა გამოვიყენო კონკრეტული თარიღებით, როგორ ამკობდა გახარიას [ირაკლი კობახიძე]. ამიტომ, ნებისმიერი რამის დაბრალება შეიძლება. გგონიათ, მის განცხადებებს ვინმე სერიოზულად აღიქვამს? ჩვენ ძალიან ვიცინით ხოლმე, უნდა გაჩვენოთ როგორ ვრეაგირებთ მის განცხადებებზე. მე მის დონემდე უნდა დავეცე, რომ რაიმე ტიპის ეპითეტით შევამკო“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არც დემოკრატია აინტერესებს, არც სიტყვის თავისუფლება. „მათ საკუთარი ჯიბეები და მწვანე დოლარების შეკვრები აინტერესებთ მხოლოდ, საკუთარი სკამები და საკუთარი პერსონალური ინტერესები“, - აცხადებს ქემოკლიძე. პალიტრა
-
23 თებერვალს, 20:50 საათზე, TV პირველზე, გიორგი გახარია სტუმრად ინგა გრიგოლიასთან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
23 თებერვალს, 20:50 საათზე, TV პირველზე, გიორგი გახარია სტუმრად ინგა გრიგოლიასთან, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავის სოციალურ ქსელში ანონსს აქვეყნებს. -
24 თებერვალს უკრაინა გერმანიასა და ბალტიის ქვეყნებში რუსულ ნადავლ ტანკებს გამოფენს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “დღეს ღამით 4 რუსული ტანკი ევროკავშირსა და ნატოში “შეიჭრა”. თუმცა უკრაინული არმიის წყალობით არის ნიუანსი. 24 თებერვალს 4 ქვეყნის მოქალაქეები - გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის - ერთდროულად ნახავენ, რომ რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ როგორც სამუზეუმო ექსპონატებს და ნადავლს შეუძლიათ”, - წერს რეზნიკოვი. მინისტრმა განცხადებას ერთად სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომი ჯავშანტექნიკის ფოტოები დაურთო. ipn
-
პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში შესვლის ოცნების ასრულება სურთ , - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ პირად “ფეისბუქ” გვერდზე წერს. “აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მოწვევით ვარშავაში საჯარო ღონისძიებას ვეწვიე, სადაც იგი ისტორიული სიტყვით გამოვიდა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის წლისთავს ეძღვნება. მისი გამოსვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან მოლდოვის რესპუბლიკისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები და ქვეყანაში მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის მხარდამჭერი ღონისძიებები განვიხილეთ”, - წერს სანდუ. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, საზღვრებთან მიმდინარე ომის პირობებში, ეკონომიკური სიმყარისთვის ქვეყანა აშშ-ის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას საჭიროებს. “მადლობელი ვართ ამერიკელი ერის აშშ-ის მთავრობის მიერ წინა წელს ენერგეტიკული კრიზისის დაძლევისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის… აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერის იმედს ვიტოვებთ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის დივერსიფიცირების ძალისხმევებში”, - წერს მოლდოვის პრეზიდენტი. სანდუმ ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენი მოლდოვაში მიიწვია.
-
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის“ დეპუტატების კანონპროექტს, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები ფრაქციას და პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შესძლებენ. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფს შექმნიან როგორც “ხალხის ძალის“, ასევე პარტია “საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. 2024 წლამდე პარლამენტში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვით, პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლია, თუმცა “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფებს ვერ ქმნიან. ამის მიზეზი რეგლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი ჩანაწერია, რომლის მიხედვით, ერთი პარტიის სიით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, თუკი იმავე პარტიის წარდგენით არჩეულ დეპუტატებს ფრაქცია აქვთ შექმნილი. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება“ არსებობს, მისი შემადგენლობიდან გასული დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფს ვერ ქმნიდნენ - მათ დღემდე უფრაქციო პარლამენტის წევრის სტატუსი აქვთ. რეგლამენტის გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფი იმავე უფლებებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას აქვს, მათ შორის დაფინანსების მხრივ. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიეცემა გასამრჯელო - 5 540 ლარის ოდენობით. პოლიტიკური ჯგუფისათვის პარლამენტის სასახლეში გამოიყოფა სამუშაო ფართობი. ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, ჯგუფში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად განისაზღვრება. ჯგუფის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი კი განისაზღვრება ჯგუფის წარმომადგენლობის პროპორციულად და ფრაქციის ანალოგიურად. ამ ეტაპზე, თითოეული ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხის, მათ შორის ფრაქციის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის ოდენობა თვის განმავლობაში მოიცავს 10 890 ლარის (საბაზისო თანხის), ფრაქციის წევრთა რაოდენობის 726 ლარზე ნამრავლის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაზღვევით, ტრანსპორტითა და მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებით უზრუნველყოფის თანხების ჯამს. ინტერპრესნიუსი
-
ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება. „ლუკაშენკოს შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრახი. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით, შეწყვიტოს საქართველოს ნამდვილი მეგობრების მტრებად შერაცხვა და დაუყოვნებლივ მოახდინოს დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება“, - წერს გახარია. იპნ
-
მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს. „მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა. კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს. წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო მზად არის მოკვლევის პროცესში ჩაერთოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს. შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა - TI
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევაში მოცემულია რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების სტატისტიკაც. TI-ის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. გასულ წელს რუსეთიდან სულ 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. ეს მონაცემი 26%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცალკე აღებულ სექტემბერ-დეკემბერში 2022 წელს რუსეთიდან 14%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში. რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ პუტინმა სწორედ სექტემბერში გამოაცხადა. ამასთან 2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. „ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია“, – წერს TI. „გასულ წელს დარეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა“, – წერს TI. „2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს. რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. ამას მიანიშნებს კომპანიების რეგისტრაცია და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში 10 ათასობით ანგარიშის გახსნა და განთავსებული დეპოზიტების მოცულობა“, – წერს TI. -
ირაკლი კობახიძემ რამდენიმე საათის წინ თქვა, რომ მალე შეიქმნება აგენტების რეესტრი და ყველა გაიგებს ვისგან ფინანსდებოდა ნამოხვან ჰესის დაბლოკვა. მან თქვა, რომ აქ ჩართული იყო არარუსული წყაროებიც. „ვადევნებ თვალს ამ ამბავს, (კანონპროექტს უცხოეთის აგენტების შესახებ), ამბობენ, რა პრობლემა გაქვთ გამჭვირვალობასთანო, ამათ კარგად მოუძებნეს წერტილი, სად შეიძლება დაარტყან ორგანიზაციებს, ხალხს, ვინც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, თითქოს ვინმე გამჭვირვალობის წინააღმდეგია, თორემ ვინ მოვიდა, ვინ დაინტერესდა კონკრეტულად ჩვენი ანგარიშებით და ვის არ მივეცით, ან ვინ დაინტერესდა სხვისი ანგარიშებით და ვინ რა დამალა. აქ მთავარია აგენტის იარლიყი დაედოს ვიღაცას. და შენ თვითონ თუ მიხვალ და დარეგისტრირდები და აგენტი ვარო იტყვი, ხომ საერთოდ” – გვეუბნება გოლეთიანი. მისი თქმით, ნამოხვან ჰესის წინააღმდეგაა პროტესტის მონაწილეებს , როგორც ერთ-ერთ აქტორს, რა თქმა უნდა მოაყოლებენ ამაში (დისკრედიტაციის კამპანიაში). “მაგაში ყველა მოჰყვება, ვინც სხვადასხვა დროს წინააღმდეგობაში ყოფილა ხელისუფლებასთან”. – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, ეს არის ამ ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო დანაწევრების მეთოდი – „რომ ახლა მაგ ნიშნით წავიდეს რამდენიმეთვიანი თუ წლიანი დაპირისპირება, რომ ატყდეს ამბავი „რატომ ხარ გამჭვირვალობის წინააღმდეგიო”, მერე უპასუხებენ, რომ „გამჭვირვალობის წინააღმდეგი კი არ ვარ, ეს აგენტის იარლიყი რა უბედურებაა” და ა.შ. მიზანიც ესა, რომ შექმნან თემა, რომლის ირგვლივაც გაუთავებლად იქნება საომარი ვითარება, და დაზიანდება ყველანაირად ქვეყნის ინტერესი. იგი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მათ ანგარიშებზე დასამალი არაფერია და იქ ირიცხებოდა თანხები, რასაც ხალხი თავისი ნებით და სურვილით აკეთებდა. „ჩვენ არ გვაქვს არავითარი ორგანიზაცია და დაფინანსებას არსაიდან ვიღებთ, მაგრამ ძალიან ცუდია, (კანონი) მიუღებელია და არასწორია, და სამწუხაროა, რომ ახლა ეს თემა გამოიწვევს ამ პოლარიზებული მხარეების ამ თემის ირგვლივ დაჭმას”. – გვეუბნება ვარლამ გოლეთიანი. 2022 წლის 24 მარტს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში იყო გაფორმებული. ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს უარყოფითად აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წევრი ორგანიზაციები. ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა ხანგრძლივი პროტესტი. ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ირგვლივ გაერთიანდა. პროტესტის განმავლობაში ისინი შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ: გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი; პუბლიკა
-
ევროკავშირი მეორე ხელით აფინანსებს პოლარიზაციას - კობახიძე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ უმრავლესობის დეპუტატების პრორუსულ კანონპროექტზე საუბრისას კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ საიდან და რისთვის ფინანსდება. მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა საერთაშორისო პარტნიორები აფინანსებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწობენ პოლარიზაციას. მან მაგალითად მოიყვანა ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც, მისი მტკიცებით, საქართველოში პოლარიზაციას აღვივებს და ენმ-ის „ექსტრემისტული ფრთაა“. კობახიძის თქმით, „სირცხვილია“ ევროკავშირის წყაროსგან იღებს დაფინანსებას. შეკითხვაზე, სამოქალაქო აქტივიზმი დასჯადი გახდება თუ არა, მმართველი გუნდის ლიდერმა გაიმეორა, რომ ისინი არა აქტივისტები, არამედ ენმ-ის ექსტრემისტული ფრთაა, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის წახალისებას უწყობს ხელს. შეკითხვაზე, ამავე ლოგიკით „ალტ ინფო“ აღვივებს თუ არა პოლარიზაციას, კობახიძე ამბობს: ორგანიზაცია „სირცხვილიას“ გაუმჭვირვალე დაფინანსება ახსენა პარლამენტის თავმჯდომარემაც, რომელსაც 17 თებერვალს მოჰყვა ორგანიზაციის პასუხიც. მათ გამოაქვეყნეს დონორთა ჩამონათვალი, რომელთა შორის არის ორგანიზაციები: national endowment for democracy, European endowment for democracy, ფონდი ღია საზოგადოება, Helsinki foundation for human rights. -
პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ. "ლუკაშენკოს შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან არის ოცნების საგარეო პოლიტიკის სრული კრახის და დასავლეთის მტრად გამოცხადების შედეგი. შედეგი იმისა, რომ ოცნებამ ფსონი უკრაინის დამარცხებაზე დადო, ისტორიის არასწორ მხარეს დადგა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული არჩევანი და შესაბამისად, გარანტირებული გრძელვადიანი მშვიდობა. ჩვენ ჯერ კიდევ 2022 წლის 18 სექტემბერს მოვუწოდეთ ხელისუფლებას სათანადო პოლიტიკური რეაგირება მოეხდინა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტზე, შეეწყვიტა საქართველოს სუვერენიტეტის გარანტორებზე თავდასხმა და აქტიურად ემუშავა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლებას არათუ სათანადო პოლიტიკური რეაგირება არ მოუხდენია საერთაშორისო სამართლის ნორმების უმძიმეს დარღვევაზე, არამედ დღემდე მომსწრე ვართ ხელისუფლების უპრეცედენტო ანტი-დასავლური კამპანიისა და რუსეთის მაამებლური პოლიტიკისა. ოცნებამ სამიზნედ გაიხადა და მტრად გამოაცხადა საქართველოს ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ და საქართველოს ფარად ეფარებიან რუსული აგრესიისგან დასაცავად. ოცნების პოლიტიკა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სანამ ბოლომდე დაიხურება შესაძლებლობის ფანჯარა, გონს მოეგოს, მიმდინარე პროცესს მისცეს სათანადო პოლიტიკური შეფასება, შეწყვიტოს აშშ-სა და ევროკავშირზე თავდასხმა და მოახინოს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია ყველა პლატფორმიდან! საქართველოს ეროვნული ინტერესების მტრობა ის წითელი ხაზია, რომლისთვისაც პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ჩვენის მხრივ, აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, გამოვიყენებთ ყველა რესურსს და კონტაქტს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.", - ნათქვამია განცხადებაში.
-
დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეძლებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის თბილისის მერია 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს. „ქალაქში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ქუჩებზე გვაქვს საცობები და მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა იწვევს მას. ჩვენ ყოველწუთიერად, მთელი ქალაქის მასშტაბით ვაკვირდებით მოძრაობას, ავტომობილების გადაადგილებას. ასევე, სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც შეფერხებებს იწვევს, რომელსაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. რამდენიმე დღის წინ პეკინის გამზირზე იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია. მძღოლებს და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია მოძრაობის შეფერხებისა და საცობის მიზეზზე. ამისთვის კარგი იქნება საზოგადოებას ვაცნობოთ, თუ რა ხდება ქალაქში, სადაა გადაადგილების პრობლემა, საგზაო შემთხვევა. ამიტომ, „ფეისბუქში“, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე, ყოველდღიურად განთავსდება ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ იცოდეს, სად არის ავტოშეჯახება, რომელიც საცობს და მოძრაობის შეფერხებას იწვევს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, შესაძლოა შეიქმნას შესაბამისი აპლიკაცია, რომელიც საცობების შესახებ ინფორმაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
-
უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენ აბსოლუტურად სოლიდარულები ვარ და ეს გამოხატულია ყველა ფორმით, მაგრამ სამწუხაროდ, არის უკრაინის ხელისუფლება, რომელიც დგამს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მძიმე კონფრომტაციულ ნაბიჯებს, ეს ყველაფერი არ გვაძლევს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერთია უკრაკნელი ხალხი, მაგრამ მეორეა უკრაინი ხელისუფლების ქმედებები. „ოფიციალურად უკრაინის ხელისუფლება როდესაც აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ადამიანის წამებას, მკვლელობას და ა.შ, როდესაც ისინი პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტისკენ და პირდაპირ პროვოკაციულ ქმედებებს გვთავაზობენ, ასეთ დროს რა თქმა უნდა, ისინი მინიმუმამდე დაიყვანენ ჩვენს შესაძლებლობას, რომ ჩავერთოთ ოფიციალურ ფორმატებში. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ერთია უკრაკნელი ხალხი, მაგრამ მეორეა უკრაინი ხელისუფლების ქმედებები, რაც ძალიან სამწუხაროა. გაგრძელდება კომუნიკაცია, თანამშრომლობა კონკრეტული მიმართულებებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი სოლიდარობა იყოს სათანადოდ გამოხატული. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გაბრალებენ შენ სრულ სისულელეს – ადამიანის წამებას, მკვლელობას და ა.შ, როდესაც თვითონ იყვნენ მწამებლის შემფარებლები წლების განმავლობაში, იქ რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გარკვეული ტიპის ფორმატებში მონაწილეობას. ეს არის რეალობა. მძიმეა ძალიან ეს ყველაფერი. დღეს აქტუალური არის რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკრაინა სამწუხარო მოვლენის გამო. ეს არის ომი. ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენც ვიყაბით აქტუალური 2008 წელს. ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, რასაც გვთხოვდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურები ვიქნებოდით, მაგრამ საქართველოში არის მშვიდობა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ყურადღება არის გადატანილი უკრაინისკენ, ასევე მოლდოვისკენ მოლდოვაში არის რთული ვითარება, ძალიან მძიმე ვითარებაა, თუნდაც 2-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა და 30-პროცენტიანი ინფლაციაა. მოლდოვის მოსახლეობის ნახევარი ისედაც არის პრორუსული განწყობების მქონე და მათ სჭირდებათ მოლდოვის პრეზიდენტის გამარჯვება. აქედან გამომდინარე, მოლდოვის მიმართ არის განსაკუთრებული ყურადღება. ერთ შემთხვევაში არის ომი და მეორე შემთხვევაში არის ხელისუფლების გამაგრების კონკრეტული ინტერესი. ჩვენთან არის მშვიდობა და ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ეს არის სწორედ მშვიდობა, როდესაც ომი არ არის ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.
-
უფლებათა დამცველმა სოფიო ხორგუანმა გიული ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი დაახლოებით 10 დღის წინ შევიდა სასამართლოში. სარჩელის მოთხოვნაა არარად იქნას აღიარებული დოკუმენტაცია, რომლითაც გიული ალასანიას საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო ქონება. სოფიო ხორგუანი ითხოვს სასამართლომ არარად აღიაროს: 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის N1-1/1501 ბრძანება – „ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთის, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 587 კვ.მ მიწის ნაკვეთის, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 877 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ამ ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის N1-1/223 ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 01.02.07წ. N3 ოქმის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2007 წლის 1 თებერვლის N3 ოქმი; 2007 წლის 1 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 5 მარტის N1-1/406 ბრძანება „შპს საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტისათვის ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 587 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე, ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 877 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობაზე საკუთრების დადასტურების შესახებ“; 2007 წლის 5 მარტს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N243-ა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის N1-1/1069 ბრძანება „ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე სპორტული მოედნებისა და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ და მინისტრის 2007 წლის 18 ივლისის N1-1/1111 ბრძანება 13.07.07წ. N1-1/1069 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 21 აგვისტოს N1-1/1273 ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის16.08.07წ. N27 ოქმის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2007 წლის 16 აგვისტოს N27 ოქმი; 2007 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის17 სექტემბრის N1-1/1395 ბრძანება „შპს საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტისათვის ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე სპორტულ მოედნებზე და მათზე დამაგრებულ 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების დადასტურების შესახებ“; 2007 წლის 17 სექტემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N383-ა; 13.საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 22 მაისის N1-1/838 ბრძანება „ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5059 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანო) აუქციონის მომწყობი კომისიის 2008 წლის 25 ივნისის N28ა ოქმი პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დადასტურების შესახებ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 11 ივნისის N1-1/965 ბრძანება „შპს საქართველოს უნივერსიტეტის საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ“; 2010 წლის 11 ივნისს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N1933-ა; http://progressnews.press/wp-content/uploads/2022/03/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90-300x209.jpg სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის N1-1/1501 ბრძანებით ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, 587 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.23.046) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, 877 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საწყის გასაყიდ ფასად დადგინდა 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს ოდენობა განისაზღვრა 130 000 (ასოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, სავაჭრო ბიჯის ოდენობა 20 000 (ოცი ათასი ) აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. მინისტრის ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა პირობებიანი აუქციონი, სადაც მითითებული იყო, რომ განაცხადი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიიღებოდა 2006 წლის 29 დეკემბრიდან 2007 წლის 1 თებერვლის ჩათვლით 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონი ჩატარდებოდა 2007 წლის 1 თებერვალს 17:30 საათზე. მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის N1-1/1501 ბრძანება; სამინისტროს მიერ გამოცხადებული პირობებიანი აუქციონი დამტკიცებული მინისტრის N1-1/1501 ბრძანებით. 2007 წლის 26 იანვარს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააუქციონო კომისიას წარედგინა შპს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ განაცხადი სამინისტროს მიერ ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, 587 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.23.046) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, 877 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს იმავე დღეს გადაეცა აუქციონში მონაწილის ბილეთი. მტკიცებლება:განაცხადი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით და მონაწილის ბილეთი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის N1-1/223 ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2007 წლის 1 თებერვლის N3 ოქმი. ქ. თბილისში, კოსტავას 77-ში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი და დაევალა იურიდიულ დეპარტამენტს გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. N3 ოქმის თანახმად, ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გასაყიდი ფასი აუქციონზე დაფიქსირდა 1 320 000 (ერთი მილიონ სამას ოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. მტკიცებულება: მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის N1-1/223 ბრძანება და ოქმი 2007 წლის 1 მარტს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, 587 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.046) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, 877 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 320 000 (ერთი მილიონ სამას ოცი ათასი) აშშ დოლარად (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადაეცა. მიღება-ჩაბარების აქტი აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს შორის 9 თებერვალს გაფორმდა, ხოლო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა 2007 წლის 5 მარტს გაიცა. 2007 წლის 4 ივნისის აუდიტორული დასკვნით, რომელიც შედგა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ქ. თბილისში კოსტავას ქ. N77-ში მდებარე სპორტული კომპლექსი შეფასდა 490 000 (ოთხასოთხმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის N1-1/1069 ბრძანებით ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე სპორტული მოედნებისა და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საწყის გასაყიდ ფასად დადგინდა 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს ოდენობა განისაზღვრა 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 5 000 (ხუთი ათასი ) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. მინისტრის ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა პირობებიანი აუქციონი, სადაც მითითებული იყო რომ განაცხადი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიიღებოდა 2007 წლის 17 ივლისიდან 2007 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონი ჩატარდებოდა 2007 წლის 16 აგვისტოს 17:30 საათზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის N1-1/1069 ბრძანება; სამინისტროს მიერ გამოცხადებული პირობებიანი აუქციონი დამტკიცებული მინისტრის N1-1/1069 ბრძანებით 2007 წლის 20 ივლისს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააუქციონო კომისიას წარედგინა შპს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ განაცხადი სამინისტროს მიერ ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე სპორტული მოედნებისა და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერება უნივერსიტეტს იმავე დღეს გადაეცა აუქციონში მონაწილის ბილეთი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 21 აგვისტოს N1-1/1273 ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2007 წლის 16 აგვისტოს N27 ოქმი. ქ. თბილისში, კოსტავას 77-ში მდებარე სპორტული მოედნებისა და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი და დაევალა იურიდიულ დეპარტამენტს გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. Nგასაყიდი ფასი: 305 000 (სამასხუთი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. 2007 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე სპორტული მოედნები და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთი 305 000 (სამასხუთი ათასი) აშშ დოლარად (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადაეცა. მიღება-ჩაბარების აქტი აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს შორის 23 აგვისტოს გაფორმდა, ხოლო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მინისტრის 2007 წლის 17 სექტემბრის N1-1/1395 ბრძანების საფუძველზე იმავე დღეს გაიცა. 2008 წლის 22 მაისის N08/05-22/1 დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით, რომელიც მომზადდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ქ. თბილისში კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 5059 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა (ს/კ 01.10.13.023.079) შეფასდა 2 747 700 (ორი მილიონ შვიდასორმოცდაშვიდიათას შვიდასი) ლარის ოდენობით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 22 მაისის N1-1/838 ბრძანებით ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5059 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საწყის გასაყიდ ფასად დადგინდა 2 000 000 (ორი მლნ) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს ოდენობა განისაზღვრა 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი ) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში. http://progressnews.press/wp-content/uploads/2021/11/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-300x169.jpegზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა პირობებიანი აუქციონი, სადაც მითითებული იყო, რომ განაცხადი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიიღებოდა 2008 წლის 27 მაისიდან 2008 წლის 25 ივნისის ჩათვლით 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონი ჩატარდებოდა 2008 წლის 25 ივნისს 17:30 საათზე. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2007 წლის 10 სექტემბრის N12200/006-5ა/4-4141 ბრძანებით შპს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, შეიცვალა საზოგადოების საფირმო სახელწოდება და „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ „საქართველოს უნივერსიტეტი“ ეწოდა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააუქციონო კომისიას წარედგინა შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ განაცხადი სამინისტროს მიერ ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5059 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისიის 2008 წლის 25 ივნისის N28ა ოქმით დადასტურდა საქართველოს უნივერსიტეტის გამარჯვება ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5059 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.023.079) პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონში. ქონების გასაყიდი ფასი: 2 050 000 (ორი მილიონ ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. საქართველოს უნივერსიტეტს ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა მითითებული ქონება. მინისტრის 2010 წლის 11 ივნისის N1-1/965 ბრძანების საფუძველზე 2010 წლის 11 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტს გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: დღევანდელ სახელმწიფოს არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის მონოპოლია. მას არ შეუძლია სრულფასოვნად უზრუნველყოს კეთილდღეობის ყველა სფერო. ამაში მას აქტიური მხარდაჭერა კერძო სფერომ უნდა გაუწიოს, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გზით არის შესაძლებელი. სახელმწიფო ქონება გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მოძრავ და უძრავ ნივთებს, არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს. ხოლო პრივატიზება ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ სახელმწიფო ქონებაზე კანონით დადგენილი წესით საკუთრების უფლების შეძენას მოიაზრებს. პრივატიზაციას 90-იანი წლების დასაწყისიდან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. საქართველოში 1997 წლის 30 მაისს მიღებულ იქნა კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა საწარმოთა პრივატიზების შესახებ მარგეულირებელი აქტები და განსაზღვრა სახელმწიფო ქონების პრივატიზების სამართლებრივი, ეკონომიკური, ორგანიზაციული და სოციალური საფუძვლები, პრივატიზების განხორციელების ძირითადი პირობები. ამ კანონმა უზრუნველყო ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესი. კანონის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვას და პრივატიზებას ახორციელებდა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო, მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო/ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; დღეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“. მართალია, მარეგულირებელ კანონმდებლობაში დღემდე არაერთი ცვლილება შევიდა, მაგრამ ცვლილება არ შეხებია პრივატიზაციის პროცესში არსებით პრინციპებსა და შესაძლებლობებს. კერძოდ, აუცილებელია პრივატიზაციის პროცესში შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო და დაცული იყოს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა თუ თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური ინტერესები. არსებითი და დომინანტურია არა აუქციონში მონაწილე კერძო პირის ინტერესი აუქციონში გამარჯვების თაობაზე, არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებისა და საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება და მათი მატერიალური სარგებლის მიღებით უზრუნველყოფა, მით უფრო, რომ ბიუჯეტში მობილიზებული თანხების ოდენობაზე დიდად არის დამოკიდებული (საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე) ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისაკენ მიმართული სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების მოცულობა. მაშასადამე, პრივატიზაციის პროცესში ადგილი აქვს სახელმწიფო საქმიანობის გაგრძელებას და სამსახურს კერძო პირის მიერ, რაც თავისთავად გამორიცხავს პრივატიზაციის ბოროტად გამოყენებას და კონკრეტული საქმიანობის არამიზნობრივად განხორციელებას. შესაბამისად, კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა, დასაშვებია სახელმწიფო ქონების პრივატიზება და კერძო პირის მიერ სახელმწიფო საქმიანობის თავის თავზე აღება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ემსახურება მხოლოდ კერძო პირის ინტერესებს, არამედ განაგრძობს მოქმედებას სახელმწიფო და საზოგადო ინტერესებში. ამდენად, სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობისას თითოეული მოქალაქის ინტერესს ეხება და შესაბამისად, მას განსაკუთრებული გულისხმიერება მართებს. აქედან გამომდინარე, პრივატიზება უნდა განხორციელედეს სამართლიანად და დაცული უნდა იყოს ყველა ფორმალური და მატერიალური წინაპირობა. განსახილველ შემთხვევაში, 2007 წლიდან დაიწყო ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებების პრივატიზაციის პროცესი. კერძოდ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს http://progressnews.press/wp-content/uploads/2023/02/economy_286420785f192908debf79.95840613-300x169.jpgმიერ ჩატარებული აუქციონების შედეგად, ხელშეკრულებები გაფორმდა და გასხვისდა შემდეგი ქონება: საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს გადაეცა ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, 587 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.046) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, 877 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. ქონების გამოსასყიდი ღირებულება: 1 320 000 აშშ დოლარი; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 2007 წლის 1 მარტი; მიღება ჩაბარების თარიღი: 2007 წლის 9 თებერვალი. საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს გადაეცა ქ. თბილისში კოსტავას ქ. N77-ში მდებარე სპორტული მოედნები და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.057). ქონების გამოსასყიდი ღირებულება: 305 000 აშშ დოლარი; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 2007 წლის 24 აგვისტო; მიღება ჩაბარების თარიღი: 2007 წლის 23 აგვისტო; საქართველოს უნივერსიტეტს გადაეცა ქ. თბილისში კოსტავას ქ. N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 5059 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.023.079). ქონების საწყისი ფასი: 2 000 000 აშშ დოლარი; შეთავაზებული ფასი: 2 050 000 აშშ დოლარი; აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის თარიღი: 2008 წლის 25 ივნისი. ქონების პრივატიზაციის პერიოდში ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს N1-1/1244 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებას. „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით, საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ანალოგიურ დანაწესს იმეორებს აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაც. ამდენად, მოქმედ ნორმებში პირდაპირ იყო მითითებული სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობის მიზანზე: აუქციონის ფორმით – აუქციონის რაც შეიძლება მაღალ კონკურენტულ გარემოში ჩატარება და სახელმწიფო ქონების რაც შეიძლება მაღალ ფასად გაყიდვა; პირობებიანი აუქციონის ფორმით – დადგენილი პირობების სრულად და კეთილსინდისიერად შესრულება და სახელმწიფო ქონების რაც შეიძლება მაღალ ფასად გაყიდვა. აქედან გამომდინარე, პრივატიზება არ არის ეფექტიანი, როდესაც სახელმწიფოში არ არსებობს კონკურენცია. ასეთ დროს პრივატიზება უბრალოდ საკუთრების გადანაწილების საშუალებაა მცირერიცხოვან პრივილიგირებულ ჩინოვნიკებს და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. ასეთი ფორმით პრივატიზაცია აზრს კარგავს და ვერასოდეს მოგვცემს ყველაზე საჭირო და სასურველ შედეგს: ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას. პრივატიზება არის სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ამაღლების ძალიან სასარგებლო იარაღი. ის მნიშვნელოვანი და არსებითი მოვლენაა, მისი სწორი კურსით წარმართვა ქვეყნის წინსვლის საწინდარია. სწორედ ამ მიზნის სრულყოფილად განსახორციელებლად კანონმდებლობა ითვალისწინებდა ინფორმაციის გამოქვეყნებას სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, საზოგადოებრივი ტელევიზიით გადაცემას და ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული უნდა ყოფილიყო პირობები, ქონების დასახელება, აუქციონის ჩატარების ვადა, ბე, სავაჭრო ბიჯი და ა.შ. ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლობლება მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში და ყოფილიყო დიდი კონკურენცია. ამდენად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება, პირობების განსაზღვრა, აუქციონის ორგანიზება, აუქციონის ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და ამ პროცესებში დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, კანონიერება, სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება ის საკითხებია, რომელთა ზუსტი და ჯეროვანი შესრულება თან უნდა სდევდეს პრივატიზაციის პროცესს. კანონმდებელმა სახელმწიფო ქონების პრივატიზების უფლებამოსილება მიანიჭა: სახელმწიფო ქონებაზე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს. თუმცა, კანონმდებელმა დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, სახელმწიფო/ხალხის ინტერესების მაქსიმალურად დაცვისა და პირადი ინტერესებისათვის ძალაუფლების გამოყენების გამორიცხვის მიზნით, პრივატიზაციის პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოთა უფლებამოსილება ქონების ღირებულებიდან გამომდინარე შეზღუდა. კერძოდ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს მხოლოდ დამოუკიდებელმა ორგანომ (სავალდებულო მანდატირება) სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ ფასი აღემატება 100 000 ლარს. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მიღებულ იქნა 1999 წლის 25 ივნისს. კოდექსმა სავალდებულო მანდატირების წესი თავიდანვე განსაზღვრა და მას შემდეგ უამრავი ცვლილება შევიდა კოდექსში, მაგრამ იგი 100 000-ზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დასახელებულ წესს არ შეხებია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის უფლებამოსილებას იმ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება საკითხის გადაწყვეტა. დამოუკიდებელი ორგანო უნდა შეიქმნას ღია ტენდერის საფუძველზე და იგი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისგან, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და შეუძლიათ უზრუნველყონ საკითხის მიუკერძოებლად გადაწყვეტა. დასახელებული ნორმა ცხადყოფს, რომ როდესაც ქონების ღირებულება 100 000 ლარს აღემატება, ზოგადმა ადმინისტრაციული კოდექსმა სახელმწიფო ქონების განკარგვის გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოდ დამოუკიდებელი ორგანო განსაზღვრა. აღნიშნული უფლებამოსილება უკავშირდება საჭირო კომპეტენციას და საკითხის მიმართ ობიექტურობის ინტერესს. http://progressnews.press/wp-content/uploads/2021/11/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-300x174.pngსადავო შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ქონების განკარგვა, რომელთა ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება 100 000 ლარს. კერძოდ: სახელმწიფო ქონების საწყისი გასაყიდი ფასი დადგინდა: 1) 1 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; 2) 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; 3) 2 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. აქედან გამომდინარე, მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანო იყო უფლებამოსილი მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. დამოუკიდებელი ორგანო ტენდერის საფუძველზე უნდა დაენიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ამის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ იხელმძღვანელა მხოლოდ „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის N1-1/1244 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით“ პრივატიზების შესახებ“ დებულებით. ხოლო აუქციონის ორგანიზება განახორციელა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შექმნილმა მუდმივმოქმედმა სააუქციონო კომისიამ. შედეგად, ქონების განკარგვა ისე განხორციელდა, რომ არსად დამოუკიდებელი ორგანოს შესახებ საუბარი არ ყოფილა. ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ასეთი შემთხვევებისთვის უფლებამოსილ თანამდებობის პირად/ორგანოდ არა მინისტრს ან სამინისტროს მიერ შექმნილ მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, არამედ დამოუკიდებელ ორგანოს განსაზღვრავს, ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნათა დარღვევას. შესაბამისად, გადამწყვეტია სამართალდარღვევის ხასიათი, რათა ცხადი გახდეს არსებობს თუ არა აქტის არარად ცნობის საფუძველი. სზაკ-ის მე-60 მუხლით დადგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების საფუძვლები. ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა; ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზის გამო; დ)მისი შესრულება გამოიწვევს დანაშაულს ან ადმინისტრაციულ გადაცდომას. ნათელია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარებისთვის მკაცრადაა განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლები. მხოლოდ მათი არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი აქტის არარად მიჩნევა. დასახელებული მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი არარად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად უფლებამოსილებას განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში კი სახელმწიფო ქონება (რომლის ღირებულება აღემატება 100 000 ლარს) არაუფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ განკარგა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, „სზაკ-ის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების ერთ-ერთი სამართლებრივი ფორმა – არარად აღიარებაა. არარა ადმინისტრაციული აქტი იმთავითვე ბათილია და არ არის შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე. შესაბამისად, ამგვარი აქტის საფუძველზე განხორციელებული სამართალურთიერთობანი ან მოქმედებანი ვერ შეიძენს ლეგიტიმურ ხასიათს. აქტის არარად აღიარების საფუძვლების დადგენისას კანონმდებელი მიზნად ისახავს ადმინისტრირების კანონიერებისა და პირის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას. ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლო წესით აქტის არარად აღიარება, ანუ აქტის არარად აღიარების ერთ-ერთი საფუძვლის დადგენა – დადასტურება იწვევს მძიმე იურიდიულ შედეგს, რადგან მის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებები ასევე მიიჩნევა არალეგიტიმურად (იხ. საქმე Nბს-1300-876(კ-05)). უფლებამოსილების არარასებობაზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. უფლებამოსილების გადამეტება ცხადია ნიშნავს უფლებამოსილების არქონას. თუმცა, ამ მუხლზე დაყრდნობით არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების ერთობლივ შინაარსს შემდეგ გარემოებათა გამო: 2005 წლის 24 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს ზოგად http://progressnews.press/wp-content/uploads/2023/02/%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98-300x170.jpgადმინისტრაციულ კოდექსში დაკონკრეტდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი ხასიათი და მისი გაუქმების სამართლებრივი შედეგები. შედეგად მივიღეთ აქტის არარად აღიარების, გამოცემისთანავე უკანონო აქტის ბათილად ცნობის და გამოცემისას კანონიერი, მაგრამ შემდგომში ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოების შეცვლის გამო უკანონო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები. ამ ცვლილებების შემდეგ სზაკ-ის 5.3 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ პრაქტიკაც დაადგინა და განმარტა: „60.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აქტის არარად აღიარების ერთ-ერთი საფუძველი -აქტის გამოცემა არაუფლებამოილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ, საკანონმდებლო ცვლელებების განხორციელებამდე მოქმედ რედაქციაში ფორმულირებული იყო აქტის ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად. შესაბამისად, 5.3 მუხლის დანაწესი ადეკვატური იყო 2005 წლის 24 ივნისამდე მოქმედ მე-60 მუხლის ტექსტთან. მას შემდეგ, რაც ეს საფუძველი განეკუთვნა აქტის არარად აღიარების შემთხვევას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.3 მუხლი შესაბამისობაში უნდა მოსულიყო მოქმედ 60.1 მუხლთან, რაც არ განხორციელდა. ეს ფაქტი საკანონმდებლო ხარვეზით უნდა აიხსნას და არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული 5.3 მუხლის ტექსტისთვის რაიმე სხვა გამოყენების თვალსაზრისის შემუშავება, რადგან ასეთ პირობებში, მთლიანად ინგრევა ის ლოგიკური სქემა, რომელიც კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართლის თეორიის და მისი ინსტიტუტების კვალიფიციური გააზრებით ჩამოაყალიბა 2005 წელს. ამდენად, 5.3 მუხლისთვის რაიმე განსხვავებული, ახალი შინაარსის მინიჭება სრულიად წინააღმდეგობრივი და არასწორია. ადმინისტრაციული სამართლის დოქტრინა აქტის არარად აღიარების საფუძველს – არაუფლებამოილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა, არ ჰყოფს ტერიტორიულ და საგნობრივ არაუფლებამოსილების კუთხით, ნებისმიერი გადაცდომა კომპეტენციის ფარგლებიდან იწვევს აქტისთვის იურიდიული ძალმოსილების გამოცლას და მისი აღსრულება დაუშვებელია“ (საქმე Nბს-1477-1459(2კ-11)). კომპეტენციის აღრევა და არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ აქტის გამოცემა პირდაპირ არღვევს ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს- უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე. კერძოდ: სზაკ-ის მე-5 მუხლი აყალიბებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის კანონიერების პრინციპს, რაც გულისხმობს კანონმდებლობით ადმინისტრაციული ორგანოების შებოჭვას. სზაკ-ის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მოცემულ ნორმაში გაცხადებულია კანონის უზენაესობის პრინციპი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკრძალებათ კანონისგან გადახვევა. მათ ყოველთვის უნდა იხელმძღვანელონ და გამოიყენონ კანონი და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება. კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა. შესაბამისად, კომპეტენციების დაცვა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად. სხვა ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საჯარო წესრიგს და სამართლებრივ სახელმწიფოში სტაბილური მმართველობის განხორციელებას. სწორედ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონმდებელმა არაუფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ მიღებული/გამოცემული აქტისთვის ნულოვანი სამართლებრივი შედეგი განსაზღვრა. კერძოდ, ასეთი აქტი არაა. მაშასადამე, მას კანონმდებელი მიღების მომენტიდანვე აცლის იურიდიულ ძალას/არ გააჩნია იურიდიული საფუძველი. შედეგად, ასეთი აქტი ვერ იძენს სამართლებრივი აქტის შინაარსს, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ვერ ცვლის სამართლებრივ მდგომარეობას, არ გააჩნია აღსრულების ბერკეტი და არ არსებობს მისგან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების შენარჩუნების კანონიერი შესაძლებლობა. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა იცავს მოქალაქეებს, რომელთაც კანონიერი მოლოდინი გააჩნიათ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მმართველობა კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპების საფუძველზე განხორციელდეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც დაიდო ხელშეკრულება. ამ ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონმდებელს არამართლზომიერი აქტის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებაც არამართლზომიერად მიაჩნია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მართალია არ აკონკრეტებს არარა აქტების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებების სამართლებრივ ბედს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკითხთან დაკავშირებით არსებობს დადგენილი სასამართლოს პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „ის გარემოება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავში უშუალოდ არ არის მითითებული არარა აქტის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბედი, შეიძლება აიხსნას მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზით და სწორედ სზაკ-ის 70-ე მუხლის ანალოგიით არარა აქტების საფუძველზე დადებული ხელშეკრულების მიმართ უნდა გავრცელდეს ადეკვატური სამართლებრივი მიდგომა, კერძოდ, ხელშეკრულების უპირობო ბათილობა“.(იხ. საქმე Nბს-1300-876(კ-05)) მოცემულ შემთხვევაში, აქტები გამოსცა არაუფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ და მათ საფუძველზეც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები. სზაკ-ის 66-ე მუხლი ადგენს, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების მონაწილე მხარე, მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით თავიდანვე უნდა იყოს ხელშეკრულების კანონიერების გარანტი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 უხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამდენად, არარა აქტის გამოცემა პირდაპირ და ცალსახად ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. აქედან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელი სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით მავალდებულებელ სარჩელთან შედარებით უფრო მაღალი ხარისხით ხასიათდება. მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესის დამაგვირგვინებელი დოკუმენტი. ხელშეკრულების დადებამდე პრივატიზაციის პროცესი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მთელი რიგი საჯარო მოქმედებების განხორციელებას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას. მოცემული პროცესის განხორციელებისას მიღებული სამართლებრივი აქტების არარად ცნობა ქმნის მათი საბოლოო შედეგის _ ნასყიდობის ხელშეკრულების არარად აღიარების აუცილებელ, გარდაუვალ და თანმდევ პირობას. უფრო კონკრეტულად: არარა აქტების საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები ვერ იქნება მიჩნეული მართლზომიერად, რამდენადაც პირდაპირი კავშირია სადავო ადმინისტრაციულ აქტებსა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს შორის. კერძოდ, ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების საფუძველია და ეს დამახასიათებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზისთვის. კერძოდ: ქონების საპრივატიზებო ნუსხაში შეტანა, პრივატიზაციის ფორმის განსაზღვრა, ფასის დადგენა, გამარჯვებულად გამოცხადება – ის ადმინისტრაციული აქტებია, რომლებიც გამოიცემა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე და რომელთა შინაარსი განსაზღვრავს შემდგომში ხელშეკრულების არსებით პირობებს (ხელშეკრულების საგანს, სუბიქტს, ფასს, გადახდის წესს, განკარგვის შესაძლებლობას და სხვა). საკასაციო სასამართლო განმარტავს, „სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელია არარა აქტის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება მართლზომიერად იქნეს მიჩნეული… ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სამართლებრივი შედეგის ვერწამომშობი არარა აქტის საფუძველზე, ვერ იქნება განხილული, როგორც სამართლით, მათ შორის პროცესუალურ-სამართლებრივი ინსტრუმენტებით დაცული ნების გამოვლენა“. (იხ. საქმე Nბს-1300-876(კ-05)). უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარე, რომელთანაც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები, ვერ ისარგებლებს კანონიერი ნდობის პრინციპითაც, რამდენადაც იგი არ გამოიყენება არარა აქტების მიმართ. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – კანონიერი ნდობის ინსტიტუტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას არარა აქტების მიმართ, რამდენადაც: 1. ამგვარი აქტები არ არის იურიდიული ძალის მქონე; 2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მითითებული ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და არა მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. 3. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა.“(იხ. საქმე N1477-1459(2კ-11); Nბს-1300-876(კ-05)). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ქონების განკარგვა და კოსტავას 77-ში მდებარე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში გამოცემული სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე დადებული ხელშეკრულებები არარად უნდა იქნას აღიარებული. progressnews
-
დამპყრობლების დიდი ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დონბასში, დონეცკსა და ლუგანსკში დიდი დანაკარგები აქვს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე მოისმინეს უკრაინელი მეთაურების გაფართოებული და დეტალური მოხსენებები ფრონტის ხაზიდან. „უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და ჩვენს პოზიციებზე მტრის სარაკეტო თავდასხმების შესახებ. რა თქმა უნდა, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების შესახებ ანგარიშები განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ყველაფერს ვაკეთებთ იქ მტრის თავდასხმების შესაკავებლად. მუდმივ, ინტენსიურ თავდასხმებს რუსეთი არ წყვეტს, თუმცა დიდ ზარალს განიცდის. ოკუპანტები იქ იარაღის მთელ სპექტრს იყენებენ ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ, მათ შორის ცრემლსადენი ყუმბარების ჩათვლით. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ძალებზე დიდი ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ავტორი - გივი ბარამიძე
-
ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფაქტი მერკსპლასის დაკავების ცენტრში 15 თებერვალს მოხდა. როგორც ბელგიაში პატიმრების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაში აცხადებენ, მამაკაცი სამედიცინო იზოლაციაში იმყოფებოდა. ის რამდენიმე დღე შიმშილობდა. როგორც მედია წერს, დაკავებული იზოლირებულ პალატაში იყო მოთავსებული და მის მდგომარეობას ყოველ დღე ამოწმებდა ექიმი. იმიგრაციის ოფისის წარმომადგენლის, დომინიკ ერნოულდის განცხადებით, გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე მამაკაცმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. „არაფერი იყო ისეთი, რაც მანიშნებდა ჯანმრთელობის გაუარესებაზე, ასევე იმაზე, რაც დაადგენს შიმშილობასა და სიკვდილს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. ყველა პარამეტრი იყო ნორმაში“, -აღნიშნავს დომინიკ ერნულდი. ანტვერპენის დაკავების ცენტრში მამაკაცის გარდაცვალების საქმეს ბელგიის პროკურატურა იძიებს. ბელგიაში პატიმრების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის ცნობით, მამაკაცის მისი შვილები და მეუღლე საფრანგეთში ცხოვრობენ. ცოლი მას დაკავების ცენტრში აკითხავდა. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცისთვის თავშესაფრის მინიჭების განაცხადზე პასუხისმგებელი ქვეყანა საფრანგეთი იყო, შესაბამისად, ბელგიის ადმინისტრაციას მისი საფრანგეთისთვის გადაცემა სურდა. საფრანგეთმა მისი უკან მიღებაზე უარი განაცხადა. ეს იყო შიმშილობის მიზეზი.
-
მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები თავიანთი ფინანსების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ საგადასახადო და აუდიტის სამსახურებში და, ამასთანავე, არსებობს გრანტების რეესტრიც. უკვე არსებული მონაცემები ამ ორგანიზაციების ფინანსებზე ინფორმაციის მისაღებად საკმარისი რატომ არ არის, – მიმართა ჟურნალისტმა მდინარაძეს. – მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების შემოსავლებსა და ხარჯებზე მონაცემები ხელმისაწვდომია, თუმცა „ეს ინფორმაცია გაფანტულია“ და „აქ სიმარტივეზეა საუბარი, რომ ერთი რეესტრი იყოს“ – განაცხადა მდინარაძემ. „მე რომ ერთი ლარი ვიღაცამ ჩამირიცხოს, როგორც პარტია „ქართულ ოცნებას“, მე მაქვს ვალდებულება, რომ ამ ერთი ლარის შესახებაც ვაცნობო აუდიტის სამსახურს. ორგანიზაციას შეიძლება ჩაერიცხოს 100 მილიონი და ისინი ამბობენ, რომ არავის საქმე არ არის“. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ისედაც გამჭვირვალეები ვართ – ვებგვერდზე გამოქვეყნებული გვაქვს, USAID ამონიტორინგებს და ა.შ. ასეა გაფანტული სადღაც რაღაც ინფორმაცია. დღეს ერთმა თქვენმა კოლეგამ რა მკითხა, იცით?, როგორო, საშემოსავლოს ხომ იხდიან და საგადასახადოში ხომ არის დეკლარაცია წარდგენილიო. ვითომ გვეთანხმებიან და ამბობენ გამჭვირვალობა ისედაც არისო, ისედაც როგორ ყოფილა და მათი არგუმენტი რა აღმოჩნდა, არ იცით? საშემოსავლოში უნდა დათვალო ხელფასი რამდენია და იმით უნდა ივარაუდო, რამდენი და რა არის, ხომ წარმოგიდგენია?! ჟურნალისტი: მაგის გარდა არსებობს გრანტების რეესტრი, რომელიც ასევე საშემოსავლოშია, ეს მათი საჭიროება, რომ დღგ-გან გათავისუფლდნენ და შესაბამისად, დააფიქსირო, რამდენ გრანტს იღებენ. ეს ერთი ნაწილი, მეორე – ასევე, არის აუდიტის სამსახურის ბრძანება, რომელიც ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტს აწესებს. იქაც საკმაოდ ჩაშლილია. ეს პირდაპირ ეხებათ არაკომერციულ, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, იმავე არასამთავრობო ორგანიზაციებს… ეს რატომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა ტიპის… მდინარაძე: საკმარისზე არაა, აქ არის გამჭვირვალობაზე, ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ბრძანებთ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებშია – ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტები დგება საგადასახადოში და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი გაფანტულია. აქ ერთი ნიშანია – შენი ქვეყნის გარედან იღებ თუ არა შენ დაფინანსებას და რა სახით, რომ ეს ერთ რეესტრში იყოს მოქცეული, რომ კაცმა საშემოსავლო კი არ თვალოს, მერე გრანტების რეესტრში – ეს გრანტი იმან მიიღო, ეს გრანტი ამან მიიღო. მერე წამოვიდეს აქ და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებში იქექოს, მაშინ უნდა დასჭირდეს ადამიანს, გაერკვეს ამ ყველაფერში, საბუღალტრო რევიზორები სჭირდება, ერთი 10 კაცის დაქირავება, რომ ამოიღოს ეს ყველაფერი. აქ გამარტივებასა და სიმარტივეზეა საუბარი, რომ ერთი რეესტრი და ერთი მიმართულებით ვალდებულება იყოს“. – განაცხადა მდინარაძემ. პუბლიკა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი. პუბლიკა
-
CNN: კიევში ბაიდენის ვიზიტის დღეს რუსეთმა წარუმატებლად გამოცადა რაკეტა "სატანა"
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კიევში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს, 20 თებერვალს, რუსეთმა წარუმატებლად გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“, რომელსაც დასავლეთში „სატანას“ უწოდებენ. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აცნობა შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. წყაროების თანახმად, აშშ რუსეთისგან წინასწარ იყო ინფორმირებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ და მას ვაშინგტონი არ განიხილავდა საფრთხედ, ანომალიად და ესკალაციად. CNN-ის რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ „სარმატის“ წარმატებით გამოცდის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამ ფაქტის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამდა 21 თებერვალს, ფედერალური კრებისადმი მიმართვისას. პუტინს რაკეტის გამოცდის შესახებ არაფერი უთქვამს. ფედერალური კრებისადმი მიმართვისას პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულებაში მონაწილეობას, თავდაცვის სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მზადყოფნა. პუტინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ დასავლეთს რუსეთის სტრატეგიული მარცხი სურს და ამასთან, "მიძვრებიან" რუსეთის ბირთვულ ობიექტებზე. პრეზიდენტ პუტინის თანახმად, რუსეთი ხელშეკრულებას არ ტოვებს, მის მოქმედებას აჩერებს და ბირთვულ იარაღსაც იმ შემთხვევაში გამოცდის, თუ ამას აშშ გააკეთებს. აშშ-რუსეთის ხელშეკრულება, რომელიც პუტინმა შეჩერებულად გამოაცხადა(СНВ-III), 2010 წელს გაფორმდა და ძალაში 2011 წელს შევიდა. ამერიკელების მიერ New START-ად წოდებული ამ დოკუმენტის საფუძველზე შემცირდა ორივე ქვეყნის არსენალში არსებული ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები და განისაზღვრა ურთიერთკონტროლის მექანიზმები. 2021 წელს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წლით გაგრძელდა. რადიო თავისუფლება -
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტიამ ირაკლი ხახუბიას შვილის, გიორგი ხახუბიას კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან გიორგი ხახუბიას განათლებასა და პროფესიული გამოცდილებაზე ისაუბრა. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დანიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში და მერების შუალედური არჩევნები ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნები 29 აპრილს გაიმართება. დღეს ჩატარდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელების შესახებ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია წარადგენს გიორგი ხახუბიას კანდიდატურას. პირველ რიგში, აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ, რომ გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ბუნებრივია, ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში. თუმცა, ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელთა გამოც პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია. გიორგის მიღებული აქვს განათლება კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. გარდა ამისა, გიორგი წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. გასულ წლებში, გიორგი ფოთში, ხობსა და სენაკში აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებისა და პარტიული ორგანიზაციების მუშაობაში. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგი ხახუბიას. დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში“,-განაცხადა კობახიძემ. ipn