Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ავტორი - ირმა ჭოლაძე
  2. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე ოპოზიციური პარტია "საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი გახარია თავის ყოფილ თანაგუნდელებს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ "ქართული ოცნება" "ევროპული მომავლის ნაცვლად ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად". "ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის. დღეს "ოცნება" ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და ამ ლოგიკით აქვს აწყობილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა", - თქვა გიორგი გახარიამ. მანვე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს რეალური შესაძლებლობა აქვს გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, "რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა კი ნიშნავს ომს". "მივმართავ "ოცნებაში" დარჩენილ ადამიანებს - ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები, თქვენ ხართ, გადამალული ივანიშვილი ამ დანაშაულებრივ გეგმას თქვენი ხელით ახორციელებს, თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც [ბიძინა] ივანიშვილი შეძლებს უკანა კარიდან გაპარვას და ვერც თქვენ შეძლებთ მისკენ ხელის გაშვერას, რადგან! ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული... მე, ჩემი მხრივ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, თხოვნით! მიუხედავად "ოცნების" ხელისუფლების ქმედებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს", - თქვა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე საუბრის დროს გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა მისი ყოფილი თანაგუნდელების კანონპროექტზე, რომლითაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილს "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირება მოუწევთ: "ამ გადამწყვეტ მომენტში "ოცნება" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას - გვინდა კი ევროპა, კარგია თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, მალე კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებენ ყველას, ვინც საპირისპირო აზრს გამოთქვამს". ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებაც, რომელმაც ის წლების წინ პრემიერ-მინისტრად წარადგინა. "ჩვენი მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპული და არც პრორუსი - ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს არის მისი მთავარი მიზანი", - თქვა გიორგი გახარიამ. რადიო თავისუფლება
  3. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიდებს მათ საერთაშორისო დღეს ულოცავს. ადმინისტრაციის ცნობით, გიდების ვალია, საქართველოს თითოეული სტუმარი ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და ტრადიციებს აზიარონ. „საქართველოს მთავარ მასპინძლებს - გიდებს, გილოცავთ გიდების საერთაშორისო დღეს! ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ! თქვენი ვალია, თითოეული სტუმარი ქვეყნის უნიკალურ კულტურას, უძველეს ისტორიას, ტრადიციებს თუ მრავალფეროვან ბუნებრივ რესურსს აზიაროთ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
  4. ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის - მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს - გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაული გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ამავე დროს, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის მისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მზადაა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში გაცვალოს. როგორც გიორგი გახარია აცხადებს, მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა თხოვნით, რომ მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებისა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. „საქართველოს დღეს აქვს შესაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა. ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ, რუსეთთან მარტო დარჩენა კი ნიშნავს ოკუპაციას და ომს. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა, სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს. ჩვენ ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომ მისი პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის. დღეს „ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის არჩევანს და სვამს კითხვას - გვინდა კი ასეთი ევროპა? კარგია თუ არა თავისუფალი მიმოსვლა ევროპასთან და სულ მალე ახალ კანონზე დაყრდნობით, აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. „ოცნება“ ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის მისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანს, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მზადაა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალოს მიშა სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს - ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ. გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაული გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ და თქვენ უნდა იცოდეთ და გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული. საქართველო ასე ახლოს არასდროს ყოფილა ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ამავე დროს, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარგული შესაძლებლობა იქნება დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე. ამიტომ, ყველა ვინც შეიძლება განსხვავებულად ვაფასებდეთ ჩვენს წარსულს, მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია, უნდა ვიმოქმედოთ. ვის როგორ შეგვიძლია, ცალ-ცალკე, ერთად, ამას უკვე დღეს აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩემი მხრივ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს თხოვნით, მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, ეს არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. მე ვიწყებ და ბოლომდე გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მეგობრებთან, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რომელთა ნაწილთან პირადი კონტაქტები და მეგობრობა მაკავშირებს. ასევე ვიწყებ ჩემს გუნდთან ერთად მუშაობას ჩვენ მოქალაქეებთან, რათა გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და რაც მთავარია, დავაბრუნოთ ქვეყანა ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
  5. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომელმაც ფსონი ომში რუსეთის გამარჯვებაზე დადო საგარეო პოლიტიკასაც ამ ლოგიკით ავითარებს. გახარიას თქმით, „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოქალაქეების ევროპულ არჩევანს და აპირებს, აგენტი უწოდოს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მიმართა „ოცნების“ წევრებს, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული. გთავაზობთ მის განცხადებას სრულად: „დღეს საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა. ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ, რუსეთთან მარტო დარჩენა ნიშნავს ომს, ოკუპაციას – ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს. „ოცნება“ ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და ამისთვის მზადაა, ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ. „ნაციონალური მოძრაობა“ კი მზადაა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალოს მიშა სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერსებზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია. მე, ჩემი მხრივ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს თხოვნით, მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი ეს არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. მე ვიწყებ და ბოლომდე გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მეგობრებთან, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რომელთა ნაწილთან პირადი კონტაქტები და მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებს. ასევე ჩემ გუნდთან ერთად ვიწყებ მუშაობას ჩვენს მოქალაქეებთან ,რათა გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დავაბრუნოთ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – განაცხადა გახარიამ. პუბლიკა
  6. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. მინისტრი თავდაპირველად გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები. დღევანდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. IPN
  7. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთის ფედერაციაში არ იმოგზაურონ. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ეხება მოგზაურობას ისეთ რეგიონებში, რომლებიც ახლოს არიან უკრაინის საზღვართან: როსტოვს, კრასნოდარს, კურსკს, სარატოვს, ვორონეჟსა და ვოლგოგრადს. გერმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე 20-დან 26 თებერვლამდე პერიოდში გამოიჩინონ, როდესაც რუსეთის ფედერაციაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. „ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევს. ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევას. საელჩო ვერ უზრუნველყოფს მათ საკონსულოს საშუალებით დაცვას,“ - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იპნ
  8. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან - სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ „კლანური“ მმართველობაა, - ამის შესახებ საია-ს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საზოგადოებას დღეს წარუდგინეს. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომების ორგანიზება საგანგაშოდ გაუარესდა. კერძოდ, მათივე განმარტებით, სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის 3 სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნების ვადა არცერთ შემთხვევაში არ იყო დაცული. „დღეს საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N11 ანგარიში წარადგინა, რომელიც 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ „კლანური" მმართველობაა, რასაც ხელს უწყობს საბჭოს წევრების შერჩევის მოქმედი წესი. ამ წესის შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან. საბჭოს წევრად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვის გაუქმების შედეგად, დიმიტრი გვრიტიშვილი კვლავ საბჭოს წევრი გახდა. მუდმივად შევსებულია, ე.წ. „თავმჯდომარეების კვოტა.“ კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრიდან 4 კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეა. კვლავ ვერ მოხდა 5 არამოსამართლე წევრის შერჩევა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმს საბჭოში. პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნა/გადაყვანა/დაწინაურების საკითხიც - მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და უკონკურსოდ გადაყვანა, მოსამართლეების მივლინების შეცვლილი წესი, „კლანისთვის“ მნიშვნელოვანი ბერკეტია გავლენის მოსაპოვებლად. „კლანი“ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს. „კლანის" ძალაუფლების ერთ-ერთ ბერკეტს სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. „კლანის" ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობა. ისინი ამ თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან, რაც სხვა მოსამართლეებს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობას არ აძლევენ. კვლავ ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები: საბჭოს 2022 წელს შეტანილი არცერთი საჩივარი არ განუხილავს, როცა დისციპლინური სამართალწარმოების მაქსიმალური ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 2022 წელს სხდომების ორგანიზება საგანგაშოდ გაუარესდა. სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის 3 სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნების ვადა არცერთ შემთხვევაში არ დაუცავს. მუდმივად იცვლებოდა სხდომის ჩატარების დღე და საათი. მაგალითად, ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით პერიოდში საბჭოს სხდომა 31-ჯერ ჩაინიშნა, 11-ჯერ სხდომა ჩატარდა, ხოლო 20-ჯერ გადაიდო. ანგარიში მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც, თუმცა, საია-ს აზრით, ამ რეკომენდაციების აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ სისტემაში „კლანი“ ვეღარ გააკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
  9. სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 294 დაშავდა თურქეთის სამხრეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალს, მომხდარი მიწისძვრის შედეგად. დღეს დილამდე დადასტურებული იყო 3 ადამიანის სიკვდილი. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა და სამ წუთში მოჰყვა მეორე - 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, ისრაელსა და კვიპროსზე. წინასწარი მონაცემებით, სირიაში დაიღუპა 4 და დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი. ჰათაი თურქეთის იმ პროვინციებს შორისაა, რომლებიც ქვეყნის მთავრობამ სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა 6 თებერვალს მომხდარი, 7.7 და 7.6 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ. მათი ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. 20 თებერვლის ღამის მონაცემებით, 6 თებერვლის მიწისძვრების შედეგად თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 41 156-ს მიაღწია. უცნობია რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. თურქეთის მთავრობის მონაცემებით, დანგრეული, ან სერიოზულად დაზიანებულია დაახლოებით 118 000 შენობა. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია 485 000-ზე მეტი ადამიანი. 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. radio tavisupleba
  10. ევროკავშირის საბჭომ ერთი წლით, 2024 წლის 24 თებერვლამდე გააგრძელა უკრაინის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების, მათი შემდგომი ანექსიისა და ოკუპაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ფინანსური, ეკონომიკური და პერსონალური სანქციები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ურყევია ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი გმობს და არ ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს აამოქმედა, ყირიმის ანექსიის გამო და შეზღუდვები გააფართოვა 2022 წელს, მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს, პრეზიდენტმა პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიც.
  11. ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას, გააუქმოს მთავრობისა და ქნესეთის გადაწყვეტილებები. ორივე კანონპროექტს 120-ადგილიან ქნესეთში 63-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 47 იყო. შუაღამის შემდეგ გამართულ კენჭისყრას პარლამენტში ცხარე დებატები უძღოდა წინ. ნეთანიაჰუს მთავრობას 120-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 64 მანდატი აქვს. პარლამენტში რეფორმის პროექტის განხილვის პარალელურად, იერუსალიმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ათი ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  12. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, 1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. მისი თქმით, კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და წარმოადგენს საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს. „1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. მართალია, კონსტიტუციამ მხოლოდ ოთხი დღე იარსება, მაგრამ ის იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მოწინავე სამართლებრივ-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში. საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია ეფუძნება პირველი კონსტიტუციის სულისკვეთებას და საქართველოს ევროპული ღირებულებების ფუნდამენტს წარმოადგენს. ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მეგობარსა და გულშემატკივარს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.
  13. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში ჩავიდა. კიევში ვიზიტის შემდეგ ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქიდან პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ ფშემისლში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც თვითმფრინავით ვარშავაში გაემართა. პოლონეთში ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე, შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. ამასთან, ჯო ბაიდენს დაგეგმილი აქვს შეხვედრა „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან. ევროპაში ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის წლისთავს უკავშირდება. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  14. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სწორედ ახლა უკრაინაში მსოფლიო წესრიგის ბედი წყდება. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდოემიმართავში განაცხადა. ზელენსკიმ კიევში ჯო ბაიდენის ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის მოკავშირეობა მშვიდობას აძლიერებს. „სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ბედი. პრეზიდენტ ბაიდენთან ვისაუბრეთ, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ უკვე მიმდინარე წელს ყველაფერი რუსეთის მიერ დაწყებულ ომში ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის. ეს ომი ცხრა წლის წინ დაიწყო, ფართომასშტაბიანი ომი კი გასული წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სწორედ ამ წელს შესაძლებელი იყოს, დაესვას წერტილი რუსეთის აგრესიას, გათავისუფლდეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და როგორც ჩვენმა სახელმწიფომ, ისე ევროპის ყველა ერმა, რომლებსაც თავისუფლად და მშვიდობიანად ცხოვრება სურთ, მიიღონ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. ამისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯები ცნობილია. ჩვენი საბრძოლო საჭიროებები ამისთვის ცნობილია. ჩვენი პარტნიორებისთვის ასევე კარგად ცნობილია, თუ რა აქტიური მოქმედებებია ამისთვის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, ფრონტზე ჩვენი მეომრების მოქმედებები. საჭიროა მხოლოდ სიმტკიცე. დღეს მე დავინახე პრეზიდენტ ბაიდენის და ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი სიმტკიცე“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ხელისუფლებას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის, რომელიც, მისი თქმით, გააძლიერებს ფრონტის წინა ხაზზე მყოფ უკრაინელ სამხედროებს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მუშაობს შორ მანძილზე მოქმედი და სხვა სახის შეიარაღების მომარაგებისთვის. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მიმდინარე კვირაში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი მოვლენებია დაგეგმილი. ავტორი - ქეთი ჩოხელი
  15. მთავარი არის ის, რომ კანონმა არ უნდა წაიყვანოს სიტუაცია იქეთ, რომ ორგანიზაციებმა საქმიანობა შეწყვიტონ და მათ საქმიანობის უფლება არ მიეცეთ , - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, დიკ დურბინმა განაცხადა, რითაც ის „ხალხის ძალის“ მიერ შექმნილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს. „ამ საკითხებზე ჩვენ ვისაუბრეთ პრემიერ მინისტრთან და ეს საკითხები შეხვედრებზე წამოვჭერით. ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი კანონი არის, ვთქვათ, გამჭვირვალობაზე და გამოვლენასთან დაკავშირებით. თუმცა მთავარი არის ის, რომ ასეთმა კანონმა არ უნდა წაიყვანოს სიტუაცია იქეთ, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა საქმიანობა შეწყვიტონ და მათ საქმიანობის უფლება არ მიეცეთ. ეს ის მიმართულებაა, რაც რუსეთმა და ვენესუელამ აირჩია“, - განაცხადა სენატორმა დიკ დურბინმა. ინტერპრესნიუსი
  16. ამერიკელი სენატორის, ჯიმ შაჰინის განცხადებით, პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არა ამერიკულის, არამედ რუსული კანონის მსგავსია. როგორც შაჰინმა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი კანონი მიიღო უნგრეთმაც, რომელთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ ის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოა. „მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ეს კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კანონის მსგავსი არ არის. ის რუსული კანონის მსგავსია. მსგავსი კანონი უნგრეთმაც მიიღო და ითქვა, რომ ეს არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების რეალიზებასთან. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. იპნ
  17. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს. „სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს. და ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს. ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს”,- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. IPN
  18. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 5,5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს დახმარების სახით და ომის დაწყების წლისთავის აღნიშვნის მიზნით უმასპინძლებს დიდი შვიდეულის (G7) ვირტუალურ შეხვედრას, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც იქნება მიწვეული. კიშიდა ამ განცხადებებით გამოვიდა ტოკიოში, იაპონიის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებულ გლობალურ ფორუმზე. მისი თქმით, უკრაინას კვლავ მძიმე ზიანი ადგება რუსეთის შეჭრისგან, და უკრაინელ ხალხს დახმარება ესაჭიროება საიმისოდ, რომ დაიბრუნონ ყოველდღიური ცხოვრება და ინფრასტრუქტურა, რომელიც მძიმედ დააზიანა რუსეთის შეტევებმა.
  19. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ფორმატებში ხმამაღლა აფიქსირებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას. პაპუაშვილის თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და რომლის ტერიტორიაზეც დღესაც დგას რუსეთის არმია. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ამ პირობებშიც კი, საქართველო ისევე მოტივირებულია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, როგოროც სხვა ქვეყნები. „მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის იყო კომუნიკაცია. იცით, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ინტენსიური კომუნიკაცია, არამედ მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით და მონაწილეობით, მათ შორის უკრაინელი ბავშვები გვყავდა საქართველოში, გვეწვიენ პარლამენტში. მეგობრობის ჯგუფებს შორის არის საკმაოდ ინტენსიური გაცვლა ამასთან დაკავშირებით. 24 თებერვალთან დაკავშირებიით უკრაინაში იგეგმება ღონისძიება, მიმართეს ყველას, ვისაც იქ ჩასვლის სურვილი ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელისგან თავისი კოლეგის მიმართაც იყო გაჟღერებული პოზიცია, რომ საქართველომ, იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვართ, გამოიჩინა ისეთი სოლიდარობა, რომელიც არ გამოუჩენია არც ერთ ქვეყანას, რომელიც შეიძლება ასეთ პირობებში ყოფილიყო. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ არის დაცული ნატო-ს ქოლგით, მიუხედავად ამისა, ვართ ყველაზე ხმამაღალი საერთაშორისო ფორმატებში. განსხვავებით ყველა სხვისგან, ვინც არის უკრაინის მხარდამჭერების ალიანსში, ჩვენი ქვეყანა არ არის დაცული ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით, ვართ რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა და ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერები, რაც შეეეხება სანქციების გვერდის ავლის ხელშეშლას. ჩვენ ვართ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა და რა თქმა უნდა, დიდია რისკი, რომ ვინმე შეეცადოს, ეს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს. განსაკუთრებით, როდესაც მოქმედებს სანქციები და აკრძალვები, ყოველთვის გამოჩნდებიან ჯგუფები, ვინც შეეცდებიან, ამაზე ხელი მოითბონ. მსოფლიოში დღეს აკრძალულია იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობა. მიუხედავად ამისა, აკრძალული საგნები ბრუნავს მსოფლიოში. რისკი არის დიდი და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ზოგიერთი პოლიტიკოსი ლამის ყოველკვირეულ ბრიფინგს ატარებდა, საქართველოს, თავის სამშობლოს აბრალებდა სანქცირების გვერდის ავლისთვის ხელშეწყობას, ვერ დადასტურდა, არათუ ფაქტი, ეჭვის დონეზეც ვერ დადასტურდა. მას შემდეგ, რაც უცხოელი ელჩებიც ადასტურებენ ამას, უცხოელ ელჩებსაც კი ესხმიან თავს. აქაც გამოჩნდა, რამდენად კეთილსინდისიერია საქართველო უკრაინასთან სოლიდარობაში, გამოჩნდა, რამდენად ძლიერია ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ამ რთულ პირობებში ახერხებენ იმის უზრუნველყოფას, რომ არც ერთი ეჭვი არ ყოფილიყო სანქციების გვერდის ავლისა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და რომლის ტერიტორიაზეც დღესაც დგას რუსეთის არმია, ნებართვის გარეშე. უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში არც ერთი ქვეყანა არ არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვართ, უსაფრთხოების, ეკონომიკური რისკებიდან გამომდინარე და მიუხედავად ამისა, ვართ მოტივირებული უკრაინის მხარდაჭერისთვის, როგორც სხვა ქვეყნები. ამ ფონზე ჩვენთვის სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თავდასხმას, ეს არის იმედგამაცრუებელი. ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას. არამარტო უკრაინისთვის, საქართველოსთვისაც არის უსაფრთხოების გამოწვევები, ამ დროს, ასეთი შეტევები ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან 24 თებერვალს საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა მიიღო, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. ავტორი - თეო ბარბაქაძე
  20. უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის განმავლობაში ცოტამ აჩვენა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში მისი ჩასვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა არ გაჩენილიყო ეჭვი აშშ-ის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერაში. „კარგია კიევში დაბრუნება. ვფიქრობდი, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ არ ყოფილიყო არანაირი ეჭვი ამერიკის უკრაინისადმი მხარდაჭერაში. უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის განმავლობაში ცოტამ აჩვენა. მიუხედავად იმ აზრთა სხვადასხვაობისა, რაც კონგრესში გვაქვს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ უკრაინის თავისუფლებაზე, ვსაუბრობთ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უფრო ფართო მასშტაბით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ კიევი არ დაცემულა. „თქვენ მითხარით, რომ არ იცოდით, როდის შევძლებდით ისევ საუბარს. ერთი წლის წინ, იმ ბნელ ღამეს მსოფლიო, ფაქტობრივად, ემზადებოდა კიევის დაცემისთვის. ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას. ამერიკა და მთელი მსოფლიო თქვენ გვერდით დგას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა იყო სუსტი, დასავლეთი კი – გაყოფილი. „ის ფიქრობდა, რომ ჩვენ გაგვიძლებდა. არ მგონია, რომ ახლაც იმავეს ფიქრობდეს. ის, უბრალოდ, შეცდა. ერთი წლის შემდეგ მტკიცებულება არის აქ, ამ ოთახში. ჩვენ აქ ერთად ვდგავართ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ავტორი - თამთა რუხაძე
  21. პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ამერიკულ კანონთან კავშირი არ აქვს. მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კანონის მიღებით, უცხოური გავლენის აგენტის იარლიყის ქვეშ მოაქცევენ უამრავ ორგანიზაციას. „ეს კანონპროექტი პარლამენტში საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, საერთოდ არ უნდა ვმსჯელობდეთ, რას და როგორ ჰგავს. არ შეიძლება ამ კანონს ვიღებდეთ. ამერიკულ ვერსიას რომ ადარებენ, საერთოდ სხვაგან არიან. ის კანონი სხვა მიზნებს და ამოცანებს ემსახურებოდა. აშშ-ში ჯერ კიდევ 1938 წელს მიღებულ კანონს სხვა საფრთხეებთან ბრძოლის ამოცანები ჰქონდა. აშშ-ის კანონი ფარულ სადაზვერვო ღონისძიებებს ეხება. უცხოური ქვეყნის დაფინანსებით, რომელიმე ორგანიზაცია ან პირი აშშ-ში ფარულ სადაზვერვო ღონისძიებებს ან ფარულ პოლიტიკურ აქტივობებს თუ განახორციელებს, ითვლება, რომ ამ ტიპის აქტივობები ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამიტომაც ამერიკულ კანონმდებლობაში უფრო მძიმე პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. „ხალხის ძალის“ კანონპროექტს იმ კანონთან საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს. ამბობენ, რომ კანონის მიზანია ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდა, თუ ასეა, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის სტატუსის „მირტყმა“ რა საჭიროა? დაარეგისტრირონ ისეთი კანონპროექტი, რომელიც გამჭვირვალობის გაზრდას მოემსახურება. ამის წინააღმდეგი არავინ იქნება. თვითონ ეს ორგანიზაციებიც არ უნდა იყვნენ ამის წინააღმდეგი, რადგან გამჭვირვალობის ზრდაში პრობლემა არაფერია. ამ კანონის მიღებით, უცხოური გავლენის აგენტის იარლიყის ქვეშ მოაქცევენ უამრავ იმ ორგანიზაციას, რომელიც სოციალური მიზნებისთვის მიღებული გრანტებით, მაგალითად, მოქალაქეებს რეგიონებში სოციალურად ეხმარება. „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში მოქმედებს. ამას აკეთებენ არა სახელმწიფო მიზნებიდან, არამედ, სამწუხაროდ, ძალაუფლების მიზნებიდან გამომდინარე და ემსახურება „ქართული ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებას – „ოცნებას“ ვინც არ მოსწონს, ყველას კანონის მიხედვით დაუძახონ უცხოური გავლენის აგენტი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ კანონპროექტის ამერიკულ და რუსულ კანონებთან შედარება კატეგორიულად მიუღებელია. მათივე შეფასებით, მათ მიერ ინიცირებული პროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით. ავტორი - მანანა დევაძე
  22. ერთი წლის შემდეგ კიევი დგას და უკრაინა დგას, დემოკრატია დგას, – ეს უკრაინაში ჩასული ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირველი განცხადებაა. „სიენენის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინისთვის დამატებით ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარებას აანონსებს. მედიის ინფორმაციით, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებს, მეტ „ჯაველინსა“ და ჰაუბიცს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენი კიევში პირველად ჩავიდა. ავტორი - თამთა რუხაძე
  23. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და დიკ დურბინს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. მათი ცნობით, ამერიკელმა სენატორებმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ისინი აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ნებასა და სათქმელს გამოხატავს. პრეზიდენტის პოზიციით, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რადგან ის 30 წლის განმავლობაში, სწორედ ევროპულ ღირებულებებს ემსახურება. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და საქართველოს მეორე უარი არ უნდა ეთქვას. საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მხოლოდ რუსეთს აწყობს, რომელმაც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოში განახორციელა საქართველოზე აგრესია, არამედ უკვე მეორე საუკუნეა ახორციელებს მას. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
  24. „ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც – ყველა დანარჩენს“, – ამბობს კენეტ იალოვიცი, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი მოლდოვაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას. ყოფილი დიპლომატი ფიქრობს, რომ ის, რაც ახლა რუსული გავლენით კიშინიოვში ხდება, საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. 13 თებერვალს პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რუსეთი მოლდოვის მთავრობის დამხობის მიზნით, გადატრიალების დაგეგმვაში დაადანაშაულა. ამ გეგმაში კი მისი თქმით, მონაწილეობას რუსეთის, მონტენეგროს, ბელარუსისა და სერბეთის მოქალაქეები იღებდნენ. სანდუს განმარტებით, რუსეთის გეგმის მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა და მისი სტრატეგიული მდებარეობის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენება იყო. სანდუს თქმით, ეს გეგმა ითვალისწინებდა მოლდოვის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობასა და პრორუსული ძალით ჩანაცვლებას, სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას, მძევლების აყვანას, ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც ოპოზიციის საპროტესტო აქციებით უნდა შეინიღბოს. იგულისხმება პრორუსული ოპოზიციური პარტია „შორის“ მიერ ორგანიზებული პერმანენტული ანტისამთავრობო აქციები, რომლის ჩატარებასაც სანდუს ოპონენტები კვირას, 19 თებერვალს გეგმავენ. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამავე სცენარით, პროტესტში მონაწილეობა უნდა მიეღოთ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ, სამხედრო გამოცდილების მქონე, საზღვარგარეთიდან შემოგზავნილ დივერსანტებს. 14 თებერვალს რამდენიმე საათით ჩაიკეტა მოლდოვის საჰაერო სივრცეც. ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 თებერვალს მოლდოვის პრემიერი გადადგა. გადადგომისას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ თქვა, რომ 2021 წელს მისი მთავრობის არჩევისას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მას „უკრაინაში რუსეთის აგრესიით გამოწვეული ამდენი კრიზისის მართვა მოუწევდა“. მისი თქმით, ქვეყნის სათავეში ანტიკორუფციული, განვითარებისა და პროევროპული მანდატით მოსული მთავრობა „დაუყოვნებლივ აღმოჩნდა ენერგო-შანტაჟის პირისპირ, და ვინც ამას აკეთებდა, იმედოვნებდა, რომ ჩვენ დავნებდებოდით“. მანამდე კი, კიშინიოვი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს კიევიდანაც. 9 თებერვალს, ბრიუსელში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვს „მოლდოვის განადგურება“ სურდა და რომ მან ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმების შესახებ ცნობები კიშინიოვს დაუყოვნებლივ გაუზიარა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ორშაბთს თქვა, რომ ის შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომელთა გადამოწმებაც დამოუკიდებლად ამერიკულ მხარეს არ მოუხდენია, თუმცა „ძალიან ღრმად შემაშფოთებელია“ და „ნამდვილად არ სცდება რუსეთის ქცევის საზღვრებს“. რუსეთი ბრალდებებს, ტრადიციულად, უარყოფს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ მოლდოვის დესტაბილიზაციის რუსული გეგმის შესახებ დეზინფორმაციას კიევი ავრცელებს, რომელსაც კიშინიოვ-მოსკოვის დაპირისპირება სურს. თუმცა სულ რაღაც 2 კვირის წინ, რუსეთის პირველი დიპლომატი „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ „დასავლეთი შემდეგ უკრაინად მოლდოვას მოიაზრებს“ და რომ „დასავლეთმა სპეციფიკური და არცთუ დემოკრატიული მეთოდებით ჩაუყენა მოლდოვას სათავეში პრეზიდენტი, რომელიც მიიწევს ნატოსკენ… და ყველაფრისთვის მზად არის“. კიევის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება გასულ წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი გაცხადებული მიზეზი იყო, რომელსაც მოსკოვი ასახელებდა. სანდუმ თქვა, რომ ეს არაა სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრის პირველი მცდელობა და რომ გასულ შემოდგომაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახერხეს არასასურველი შედეგის თავიდან აცილება და რომ მოსკოვმა მაშინ მიზანს ვერ მიაღწია. 13 თებერვალსვე მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა ბელგრადის საფეხბურთო კლუბ „პარტიზანის“ 12 ქომაგს, რომლებიც ტირასპოლის „შერიფთან“ მატჩზე დასასწრებად მიემართებოდნენ. საფეხბურთო კლუბი „შერიფი“ სეპარატისტული დნესტრისპირეთის წამყვანი გუნდია, ის მოლდოვის იურისდიქციის ქვეშაა და რეგულარულად მონაწილეობს მოლდოვის საფეხბურთო ჩემპიონატშიც და საერთაშორისო მასშტაბითაც მოლდოვის დროშით ასპარეზობს. თუმცა როგორც ირკვევა, არსებობდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საზღვრის გადაკვეთის მსურველ ქომაგებს შორის, შესაძლოა დივერსანტებიც ყოფილიყვნენ. ბელგრადი კიშინიოვისგან დამატებით განმარტებებს ითხოვს. ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და უკრაინის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი ამბობს, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები ერთმანეთს უკავშირდება და რთულია აქ რუსული კვალი ვერ დაინახო. მაშინ კი, როცა საქართველოში ამერიკას ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ, დასავლელი ლიდერები უნდა დაეხმარონ საქართველოსა და მოლდოვის მსგავს ქვეყნებს იმაში, რომ მათ რუსულ აგრესიასთან გამკლავება შეძლონ. „ყველა ეს მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება. იქნება ეს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია, თუ ახლა ეს ძალისხმევა იმისა, რომ კიშინიოვში მთავრობა შეიცვალოს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. რუსეთი ცდილობს, რომ გავლენის სფეროები გამოაცხადოს და მთელ რეგიონზე დომინირება მოახდინოს“, – ამბობს ვოლკერი და განმარტავს: ვოლკერის განმარტებით, ის, რაც მოლდოვაში ხდება, მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ეს რუსეთის ზრახვებზე მიგვანიშნებს. მისი თქმით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ როცა უკრაინა გაიმარჯვებს და სუვერენულ, დამოუკიდებელ, ევროპული დემოკრატიის მქონე ქვეყნად გამოვა ამ ომიდან, „საქართველოს არ უნდა სურდეს, რომ ჩამორჩეს ამ პროცესს. ის უნდა იყოს იმ მოძრაობის თითოეული ნაბიჯის ნაწილი“, რომლის მიზანიც უსაფრთხო და დემოკრატიული ევროპაა. მოლდოვაზე რუსული წნეხის ზრდას რუსეთის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილად მიიჩნევს კენეტ იალოვიციც, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში. მისი თქმით, ესაა მოსკოვის მცდელობა შეცვალოს დიპლომატიური იზოლაციის ის რეალობა, რომელშიც თავი ომის წამოწყებით ჩაიგდო. „ვფიქრობ, იმის გასაგებად, თუ რის გაკეთებას ცდილობენ რუსები მოლდოვაში, უნდა დავაკვირდეთ უფრო ფართო პერსპექტივას, როგორც მაგალითად, ისინი ახლა საქართველოს სთავაზობენ პირდაპირი ფრენების აღდგენას, მიანიშნებენ იმაზეც, რომ 3+3-ის ფორმატის მოლაპარაკებებით დაწყება სურთ, რომ შესაძლებელია იყოს ამისთვის სივრცე, რაზეც საქართველო აქამდე უარს ამბობდა. ისინი ცდილობენ, გამოვიდნენ იმ დიპლომატიური იზოლაციიდან, რომელშიც თავი ჩაიგდეს ამ სასტიკი და არაცივილური ომის გამო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყეს“, – ამბობს იალოვიცი, ის განმარტავს, რომ ექსპერტთა შეფასებით, მოლდოვის ახალი პრემიერიც პროევროპულად განწყობილი ლიდერია, რაც ძალიან კარგია ქვეყნისთვის, თუმცა რუსული წნეხი აშკარაა. კენეტ იალოვიცი ფიქრობს, რომ მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანი გაკვეთილია საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, რომ რუსეთის ნდობა და მოსკოვთან კარგი ურთიერთობის ქონა მაინც არ მთავრდება სასიკეთოდ. ამერიკის კიდევ ერთი ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყაზახეთში და „რანდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი ამბობს, რომ მოლდოვის პროევროპული სვლის პარალელურად არსებობდა იმედი, რომ ქვეყანა პრორუსული სენტიმენტის პრობლემას გასცდებოდა, თუმცა როგორც ჩანს ეს პრორუსული ძალები იქ მაინც საკმაოდ ძლიერია. მისი აზრით, ევროკავშირი, რომელმაც მოლდოვას უკრაინასთან ერთად წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მას მიმართულების შენარჩუნებაში დაეხმარება. „პრორუსული ძალები მოლდოვის პოლიტიკაში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე საქართველოში. იყო იმედი, რომ მოლდოვამ დაიწყო ამის მიღმა სვლა ბოლო არჩევნების შემდეგ. მაგრამ როგორც ჩანს, მოლდოვაში პრორუსულ ძალებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ. ევროკავშირმა უკვე მიანიჭა მოლდოვასა და უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი და ვფიქრობ, ევროკავშირს ენდომება, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს მოლდოვასთან იმისთვის, რომ სცადოს მისი ევროპისკენ სვლის გაგრძელება. მაგრამ ეს გზა რთული იქნება“, – ამბობს ყოფილი დიპლომატი და დასძენს, რომ მიმდინარე მოვლენები ალბათ საქართველოდანაც საიმედოდ გამოიყურება მათთვის, ვინც ანტიდასავლური კურსის მომხრეა. მოლდოვას უკრაინასთან 1 222 კმ სიგრძის საზღვარი აქვს. ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში არაერთი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა, მათ შორის, ინფლაცია, ენერგო რესურსებზე მაღალი ფასები, ლტოლვილების შედინება და სხვა. მოლდოვა 100 %-ით რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, მოსკოვმა მისი მომარაგება შეზღუდა. შედეგად, მზარდმა ინფლაციამ მოსახლეობის გაზრდილი უკმაყოფილებაც გამოიწვია. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც ქვეყანას 2016-2020 წლებში მართავდა, კრემლთან ახლო ურთიერთობით იყო ცნობილი. ამასთან, ქვეყნის მთავარ სოციალისტურ და კომუნისტურ ოპოზიციურ ბლოკს მოსკოვთან მჭიდრო კავშირები აქვს. მოლდოვის ახალი პრემიერი 48 წლის პოლიტიკოსი, დორინ რეჩანია მმართველი, პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ წარმომადგენელი. მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობას ფლობს. მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა 16 თებერვალს დაამტკიცა. პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასევე მოუწოდა პარლამენტს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კანონპროექტები, რომლებიც ქვეყნის უშიშროების სამსახურებსა და პროკურატურას მოლდოვის წინაშე არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად გადამჭრელი ზომების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მოლდოვის პრორუსულმა საპარლამენტო ძალებმა კი მაია სანდუ მოლდოვის „პოლიციურ სახელმწიფოდ“ გადაქცევის მცდელობაში დაადანაშაულეს და კვირას, 19 თებერვალს, პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსეს. პუბლიკა
  25. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წლისთავის წინ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ ბაიდენი და ზელენსკი, სავარაუდოდ კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე არიან. ამავდროულად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, მედიის ინფორმაციით, ბელარუსში რუსული ავიაცია გააქტიურდა და კიევში სარაკეტო იერიშს მოელიან. თეთრ სახლს ბაიდენის კიევში ვიზიტზე აქამდე არაფერი უთქვამს. ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ 20-22 თებერვალს ბაიდენი პოლონეთში გეგმავდა ოფიციალურ ვიზიტს, სადაც ის პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას უნდა შეხვედროდა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ რამდენიმე დღის წინ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბაიდენის კიევში ვიზიტი არ იგეგმებოდა. „ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ. შეერთებული შტატები ლიდერობს მსოფლიოში შეტანილი წვლილით, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ შეიარაღების გადაცემა უკრაინისთვის და ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ერთობლივი მხარდაჭერა, მეტი დახმარების მობილიზება უკრაინისთვის, თუმცა არ იგეგმება რომ ამ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინაში ჩავა“, – თქვა კირბიმ 17 თებერვალს. დღეს კი მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრიი მელნიკმა კი განაცხადა, რომ „სიურპრიზი მზადდებოდა“. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აგრესიის, ფართომასშტაბიანი აგრესიის წლისთავის წინ ვიგრძნოთ და დავინახოთ არამხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, არამხოლოდ სოლიდარობა, არამედ კიდევ უფრო მეტი დახმარება და ვიხილოთ ჩვენი მნიშვნელოვანი, მთავარი პარტნიორები კიევში“, – თქვა მელნიკმა. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...